1. ამათ იტყჳს უფალი: ცოდვაჲ იუდაჲსი შთაწერილ არს ნაწერსა შინა, რკინასა შინა ფრჩხილითა ადამანტინისაჲთა, შთაწებული მკერდსა ზედა ფიცრისა გულისა მათისასა და რქათა შორის საკურთხეველთა მათთასა.
2. ესრეთ, ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხესა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.
3. და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი ცოდვათა შენთათჳს, ყოველთა შორის საზღვართა შენთა.
4. და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელი არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.
5. ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი.
6. და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდენ კეთილნი. და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არა დაიმკჳდრების.
7. და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.
8. და იყოს, ვითარცა ხე ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტიასა ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე. და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმროებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს, ყოფად ნაყოფი.
9. ღრმა არს გული უფროს ყოველთასა და კაც არს. და ვინ ცნას იგი?
10. მე, უფალი, გამომწულილველი გულთა, გამომცდელი თირკმელთა მიცემად კაცადისა გზათაებრ მისთა და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მისთაჲსა.
11. ჴმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ.
12. საყდარ დიდების ამაღლებულ, სიწმიდე ჩუენი,
13. დასაბამითგან ადგილ სიწმიდისა ჩვენისა. თმენაჲ ისრაილისა, უფალო, ყოველნი დამტევებელნი შენნი სირცხჳლეულ იქმნედ განმდგომნი ქუეყანასა ზედა დაიწერნედ, რამეთუ დაუტევეს წყაროჲ ცხოვრებისა, უფალი.
14. განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე მე, და ვცხონდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.
15. აჰა, ესენი იტყჳან ჩემდამო: სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ? მოვედინ!
16. ხოლო მე არა დავშუერ შედგომილი უკანა შენსა და დღესა კაცისასა გულმან არ მითქუა. შენ უწყი, გამომავალნი ბაგეთა ჩემთაგან წინაშე პირსა შენსა არიან.
17. ნუ მექმნები მე უცხო, მრიდებელი ჩემი დღესა შინა ბოროტსა.
18. სირცხჳლეულ იქმნენინ მდევარნი ჩემნი და ნუ მერცხჳნებინ მე. შეძრწუნდენ იგინი და ნუცა შევძრწუნდები მე. მიაწიე მათ ზედა დღე ბოროტი, მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.
19. ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და დადეგ ბჭეთა ზედა ძეთა ერისა შენისათასა, რომლისა მიერ შევლენ მათ მიერ მეფენი იუდაჲსნი, და რომელთა მიერ გამოვლენ მათ ზედა და ყოველთა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათა.
20. და სთქუა მათდა მიმართ: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან იუდეამან და ყოველმან ისრაილმან, შემავალთა ბჭეთა ამათ შორის.
21. ამათ იტყჳს უფალი: დაიცვენით სულნი თქუენნი და ნუ აღიღებთ ტჳრთსა დღესა შინა შაბათთასა და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იერუსალიმისათა,
22. და ნუ გამოგქონან ტჳრთნი სახლთაგან თქუენთა დღესა შინა შაბათთასა, და ყოველი საქმე არა ჰქმნათ. და წმიდა-ყავთ დღე შაბათთაჲ, ვითარცა ვამცენ მამათა თქუენთა.
23. და არა ისმინეს, და არა მოყვეს ყური მათი, და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა არსმენად ჩემსა და არშეწყნარებად სწავლაჲ.
24. და იყოს, უკეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - არა შეღებად ტჳრთი ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა დღესა შინა შაბათთასა და წმიდაყოფად დღე შაბათთაჲ, არაქმნითა მას შინა ყოველსა საქმესა.
25. და შემოვიდოდიან ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა, ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა მისსა, იგინი და მთავარნი მათნი მამაკაცნი იუდაჲსნი და დამკჳდრებულნი იერუსალიმისანი. და დაეშენოს ქალაქი ესე საუკუნოდ.
26. და მოვიდენ ქალაქთაგან იუდასთა და გარემოს იერუსალიმისა და ქუეყანისაგან ბენიამენისსა, და ველობისაგან და მთისაგან და ჩრდილოდ მიმართისაგან, მომღებელნი ყოვლადდასაწუელთა და მსხუერპლთა და საკმეველთა და მანანასა და გუნდრუკსა და მომღებელნი საქებელად სახლისა მიმართ უფლისა.
27. და იყოს, არა თუ ისმინოთ ჩემი წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ. არა აღღებად ტჳრთნი და შესლვად ბჭეთა იერუსალიმისათა დღესა შინა შაბათთასა, და აღვაგზნა ცეცხლი ბჭეთა მისთა შორის, და შეჭამნეს მრჩობლგზებნი იერუსალიმისანი და არა დაშრტეს.