მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იერემია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 15 

 

1. და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.

 

2. და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი, და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი.

 

3. და შურ-ვიგო მათ ზედა ოთხგუარად, - იტყჳს უფალი - მახჳლი სიკუდიდ მიმართ და ძაღლნი. განბძარვად მიმართ, და მჴეცნი ქუეყანისანი და მფრინველნი ცისანი ჭამისა მიმართ და განხრწნისა.

 

4. და განვსცნე ეგენი ჭირთა მიმართ ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა მანასისთჳს, ძისა ეზეკიასა, მეფისა იუდაჲსთა, ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს იერუსალჱმს შინა.

 

5. ვინ ჰრიდოს შენ ზედა, იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა?

 

6. შენ გარემიმექეც მე, - იტყჳს უფალი, - შემდგომად სლვისაგან და განვყოფ ჴელსა ჩემსა, და განგრყუნე შენ და არღარა ულხინო მათ.

 

7. და განვსთესნე იგინი განთესვისა მიერ ბჭეთა შორის ერისა ჩემისათა. უშვილო იქმნეს და წარწყმდეს ერი ჩემი მკჳდრობისათჳს მათისა და არა მოიქცეს.

 

8. განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროს ქჳშისა ზღჳსა. მოვაწივ დედასა ზედა ჭაბუკთასა საარებაჲ შუადღე. მივაგდე მის ზედა მყის ძრწოლაჲ და სწრაფაჲ.

 

9. უშვილო იქმნა მშობელი შჳდთაჲ, შებოროტნა სული მისი, დაჰჴდა მზე მის ზედა ჯერეთ განმშოვლებასა დღისასა. სირცხჳლეულ იქმნა და ეყუედრა, ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, - თქუა უფალმან, -

 

10. ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. არ თანა-მედვა, არცა მეთანამდებებოდა არა ვინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის.

 

11. იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ.

 

12. უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი?

 

13. და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის საზღუართა შენთა.

 

14. და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისა ჩემისაგნ თქუენ ზედა, და აეგზნას.

 

15. უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო-მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენ ძლით ყუედრებაჲ.

 

16. უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა. მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი ჩემდა ნუგეშინის-საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო ყოვლისა მპყრობელო.

 

17. არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან ჴელისა შენისა. მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.

 

18. რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა, ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა.

 

19. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ მოაქციო, და კუალად-გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა დასდგე. და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი?

 

20. და მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, - თქუა უფალმან,

 

21. და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა, - იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა.

 

 15