მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ესაია წინასწარმეტყველი

 


 

 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 20 

 

1. იმ წელს მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი დართანი, ბრძოლა გაუმართა აშდოდს და აიღო იგი.

 

2. მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.

 

3. თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის.

 

4. ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.

 

5. შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა.

 

6. იტყვის ამ ზღვისპირეთის მცხოვრები იმ დღეს: აჰა, რის იმედზე ვყოფილვართ, შეწევნას რომ ვითხოვდით იქ აშურის მეფისგან თავის დასახსნელად! როგორ გადავრჩებით?

 

 20