მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ესაია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 45 

 

1. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი: ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა ჟამსა უპყარ ჴელი მარჯუენა მისი, წინაშე მისსა წარმართნი მორჩილებდენ და ძალი მეფეთა განვხეთქო. განვახუნე წინაშე მისსა კარნი და ქალაქნი არა შეიჴშნენ.

 

2. მე წინაშე მისსა ვიდოდი და მთანი დავავაკნე, ბჭენი რვალისანი შევმუსრნე და მოქლონნი რკინისანი შევფქვნე.

 

3. და მიგცნე შენ, საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი განგიხუნე შენ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე სახელი შენი - ღმერთი ისრაჱლისა.

 

4. ყრმისათჳს ჩემისა იაკობისსა და ისრაელ რჩეულისა ჩემისა მე გიწოდო შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარო შენ. ხოლო შენ არა მიცან მე, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს მერმე გარეშე ჩემსა.

 

5. მე ვარ უფალი და არა ვინ არს გარეშე ჩემსა ღმერთ. განგაძლიერე შენ და არა მიცან მე.

 

6. რაჲთა ცნან აღმოსავალთათაგან მზისათაჲთ და დასავალთათგანთა, ვითარმედ არა არს მერმე გარეშე ჩემსა, მე უფალი ღმერთი და არა არს მერმე.

 

7. მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა.

 

8. იშუებდინ ცაჲ ზეგარდამო და ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა. აღმოაცენენ ქვეყანამან და აღმოამორჩენ წყალობა და სიმართლე აღმოაცენენ ერთბამად. მე ვარ უფალი, რომელმან აღგაგე შენ და შემქმნელმან უმჯობესად.

 

9. შეგმზადე, ვითარცა თიჴა მეკეცემან. ნუ მეურნატე მეურნატეობს დღე ყოველ? ნუ ჰრქვასა თიჴამან მეკეცესა: რასა ჰზამ? რამეთუ არა ჰშურები, არცა გქონან ჴელნი. ნუ მიუგოს აღზელილმან აღმზელელისა მიმართ თჳსისა; რასათჳს ესრეთ შემქმენ მე?

 

10. ვაჲ, რომელმან ჰრქვას მამასა: რა არს შობაჲ? და დედასა: რაჲ სალმობაჲ?

 

11. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისა, რომელი იქმს ზედმომავალთა: მკითხეთ მე ძეთა და ასულთა ჩემთათჳს და საქმეთათჳს ჴელთა ჩემთასა მომცენით მე.

 

12. მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ.

 

13. მე აღვადგინებ სიმართლისა თანა მეფედ. და ყოველნი გზანი მისნი წრფელებენ. ამან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისა მოაქციოს არა საჴსართა მიერ, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან საბაოთ.

 

14. ესრეთ იტყჳს უფალი საბაოთ: დაშურა ეგჳპტე და ვაჭრობა ეთიოპელთა და საბაიმელნი, კაცნი მაღალნი, შენ ზედა გარდაჴდენ. და შენდა იყვნენ მონებ და უკანა შენსა შეგიდგენ შეკრულნი ბორკილებითა. და თაყვანის-გცემდენ შენ და შენდამი ილოცვიდენ, რამეთუ შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა,

 

15. რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არა უწყოდეთ ღმერთი ისრაელისა მაცხოვარი.

 

16. სირცხჳლეულ და კდემულ იქმნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლსა შინა, განახლდებოდეთ ჩემდამო ჭალაკნი.

 

17. რამეთუ ისრაელი ცხოვნდების უფლისა მიერ მაცხოვარებითა საუკუნოთა არა ჰრცხუენესყე, არცაღა ჰკდემეს ვიდრე საუკუნოდმდე მერმე, რამეთუ არღა მერმე ჰკდემესყე, დაღათუ საცთურისათჳს კერპთასა ჰკდემაყე პირველ.

 

18. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან შექმნა ცაჲ, ესეა ღმერთი, რომელმან გამოაჩინა ქვეყანა და შექმნა იგი, მან განასაზღვრა იგი. არა ცუდად შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად: მე ვარ უფალი და არა არს მერმე.

 

19. არა ფარულსა შორის ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქვეყანისა ბნელისასა არა ვარქუ თესლსა იაკობისსა: ამაოჲ იძიეთ. მე ვარ უფალი მეტყუელი სიმართლისაჲ და მიმთხრობელი ჭეშმარიტებისა:

 

20. შეკერბით და მოვედით, განიზრახეთ ერთბამად, რომელნი სცხოვნდით წარმართთაგან ვერ ცნეს აღმღებელთა ძელისათა ქანდაკებული მათი და მლოცველთა ღმერთთა მიმართ, რომელნი ვვრ აცხოვნებენ.

 

21. უკეთუ მიუთხრობენ, მიეახლნედ, რაჲთა ცნან ერთბამად, ვინ სასმენელ-ყვნა ესენი დასაბამით, მაშინდითგან მიგეთხრა თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს სხვა თჳნიერ ჩემსა მართალი და მაცხოვარი, არა არს გარეშე ჩემსა.

 

22. მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ ქუეყანისა დასასრულისანი. მე ვარ ღმერთი და არა არს სხვა.

 

23. თავისა მიმართ ჩემისა ვფუცავ: გამოვიდეს თქუენდა პირისა ჩემისაგან სიმართლე, და სიტყვანი ჩემნი არა გარემიიქცენ,

 

24. რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა,

 

25. მეტყუელი, სიმართლე და დიდებაჲ მისსა მიმართ მივიდეს და სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი, განმსაზღვრებელნი თავთა თჳსთანი უფლისაგან,

 

26. განმართლდენ, და ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნენ ყოველი თესლი ძეთა ისრაელისათა.

 

 45