1. სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა ძრვისა.
2. და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ
3. და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა რკინისათა მუცელქუმულთა გალაადთასა.
4. და მივავლინო ცეცხლი სახიდ აზაელისა და შეჭამნეს საფუძველნი ძისა ადერისნი.
5. და შევმუსრნე მოქლონნი დამასკოსანი, და მოვსრნე დამკჳდრებულნი ველისაგან ონისსა, და მოვჭრა ტომი კაცთაგან ქარრანისათა. და წარმოიტყუენოს ერი ასურეთისაჲ, ურჩეულესი წოდებული, -- იტყჳს უფალი.
6. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ ტყუექმნისათჳს მათგან ტყუესა სალომისსა, შეყენებად იდუმიაჲსსა.
7. გამოვავლინო ცეცხლი ზღუღეთა ზედა ღაზისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი.
8. და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტით. და აღებულ იქმნეს ტომი ასკალონისაგან და მივაწიო ჴელი ჩემი აკკარონს ზედა. და წარწყმდენ ნეშტნი უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი,
9. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა
10. და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა ტჳრისისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი.
11. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა იდუმეაჲსათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ დევნისათჳს მათისა მახჳლითა ძმასა თჳსსა, და განრყუნა საშო ქუეყანისაგან და განჰმზადა საწამებელად კართობაჲ მისი და მემართებაჲ მისი დაიცვა საძლეველად.
12. და გამოვავლინო ცეცხლი თემანისად და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა მისთანი
13. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა ამმონისთა, და ოთხთა ზედა არ მარემივექცე მათ მის წილ, რომელ განაპებდეს მუცელქმნულთა გალადელთასა, რათა განივრცნენ საზღუარნი მათნი.
14. და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა რავვაჲსათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ღაღადებისა თანა დღესა ბრძოლისასა და შეიძრას დღესა შინა დასასრულისა მისისასა.
15. და წარვიდენ მეფენი მათნი ტყუეობად, მღდელნი მათნი და მთავარნი მათნი ერთბამად,-იტყჳს უფალი.