მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პირველი ეზრა

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 2 

 

1. და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,

 

2. რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა.

 

3. ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ.

 

4. ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.

 

5. ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ.

 

6. ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ.

 

7. ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ.

 

8. ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ.

 

9. ძენი ქორებისნი შჳდასერგასის.

 

10. ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა.

 

11. ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ.

 

12. ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ.

 

13. ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ.

 

14. ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს.

 

15. ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ.

 

16. ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.

 

17. ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ.

 

18. ძენი იარასნი ასდაათორმეტ.

 

19. ძენი ასუმისნი ორასოცდასამ.

 

20. ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ.

 

21. ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ.

 

22. ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს.

 

23. ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა.

 

24. ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ.

 

25. ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ.

 

26. ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ.

 

27. ძენი მაქამისნი ასოცდაორ

 

28. ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ.

 

29. ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ.

 

30. ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს.

 

31. ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ.

 

32. ძენი არამისნი სამასდაოც.

 

33. ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ.

 

34. ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ.

 

35. ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ.

 

36. და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ.

 

37. ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ.

 

38. ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ.

 

39. ძენი ერემისნი ათას შჳდას.

 

40. და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ.

 

41. და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა.

 

42. და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ.

 

43. და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი.

 

44. ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი.

 

45. ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი.

 

46. ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი.

 

47. ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი.

 

48. ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი.

 

49. ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი

 

50. ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი.

 

51. ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი.

 

52. ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი.

 

53. ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი.

 

54. ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი.

 

55. ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი.

 

56. ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი.

 

57. ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი.

 

58. ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ.

 

59. და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან.

 

60. ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ.

 

61. და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა.

 

62. და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან.

 

63. და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად.

 

64. და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც.

 

65. გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას;

 

66. ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ.

 

67. და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც;

 

68. და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა,

 

69. რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის.

 

70. დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა.

 

 2