ჯვარის ნიშის საიდუმლო და მაცხოვნებელი ძალა იმდენად დიდია, რომ უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესასწაულისათვის ეკლესიის მამებს ცალკე დაუჯდომელი არ შეუდგენიათ და ჯვართამაღლების ამ ნათელ დღესასწაულზეც ეკლესიის მიერ დაწესებულია უფლის პატიოსანი და ცხოველყოფელი ჯვარის დაუჯდომელის კითხვა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
აღრჩეულსა წინადსაუკუნოითა საღმრთოითა განზრახვითა სამსახურებელად დიდსა მას საიდუმლოსა ხორციელ-ქმნისა ღმრთისასა, ღმრთაებრივსა ყრმასა ასულსა მარიამს, გაბრწყინვებულსა ქალწულებრივითა სიწმიდითა უფროის უაღმატებულესისა სიწმიდისა ზეციერისა, კეთილმოწიწებითსა გალობასა შემოგწირავთ შენ, ღმრთისმშობელო, ყოვლად-სახარულევანისა ხარებისათვის შენისა მთავარანგელოსისაგან. ხოლო შენ, ვითარცა ხარებულმან და შემძლემ სიხარულისა ამის მონიჭებად დაცემულისათვის ნათესავისა კაცთასა, გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა და მწუხარებათაგან ცოდვისა და აღგვამაღლე სიხარულად ზეციურისა, რაითა მთავარანგელოსისა გაბრიელისა თანა გიღაღადებდეთ შენ:
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
მთავარანგელოსი გაბრიელი, წინამდგომარე საყდარსა ღმრთისასა, მარადის ჭურეტს მიუწვდომელსა ღმრთაებრივსა დიდებასა, ხოლო ოდეს მოიწია ჟამი კაცთა ხსნისა, მოიღო ბრძანებაი უფლისაგან: იქმენ მსახურად საშინელისა სასწაულისა და საიდუმლოისა დაფარულისა: მოწყალებითა ჩემითა აღდეგ მოძიებად ადამისა წყმედულისა, რომლისა მოპოვნებად ვიღუწი. წარვედ უკუე ქალაქად ნაზარეთად, სადა-იგი მკვიდრობს მარიამ, ყრმა ასული, რაითა იხილო ყოვლად სანდომიანი სიმშვენიერე ქალწულისა მის. მივედი ამა განსულიერებულისა კიდობანისა თანა ღმრთისასა, ქვეყანასა ზედა მყოფსა მას ზეცასა მეორესა; მივედ ამა სავანესა ხორციელ-ქმნისა ჩემისასა და აუწყე უხრწნელი მოვლინება ჩემი მისგან. გარნა ესეცა ჰქმენ, რამეთუ არა შეაშფოთო სული მისი და არცა შიში მოაწიო ქალწულსა მას, არამედ სიხარულითა აღასრულე ხარებაი შენი, და არა მწუხარებითა. ამისათვის მშვიდობით მიეახლე მას, რაითა პირველივე სიტყვითა სიხარული მიჰმადლო მას, და უღაღადე ესრეთ:
გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების;
გიხაროდენ, სახარულევანო, რომლისა მიერ წყევაი განქარდების;
გიხაროდენ, კურთხეულო, რომლისა მიერ ყოველი ქმნილება განახლდების;
გიხაროდენ, ყოვლად დიდებულო, რომლისა მიერ ყოველი სოფელი ხსნილ-იქმნების;
გიხაროდენ, ღმრთივ აღრჩეული ყრმაო ასულო, დაცემულისა ადამისა მოწოდებაო;
გიხაროდენ, ყოვლადუბიწოო ქალწულო, ჰევაისა ცრემლთა წარმხოცველო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
იხილა რა მთავარანგელოსმა გაბრიელ, თუ ვითარ მოწყალე იქმნა კაცთმოყვარე ღმერთი, მხედველი წარწყმედადისა ნათესავისა კაცთასა, განკვირდებოდა ფრიად, თუ ვითარ ნებავს ღმერთსა, რომლისა დატევნა ცათა ვერ ძალ-უც, დატევნულ-იქმნას საშოსა ქალწულისასა, ანუ ვითარ არ შესწუავს მას ცეცხლი ღმრთაებისაი, და კვალად ვითარ ჰსურის ღმერთსა, რომლისა ჭურეტად ვერ კადნიერ-იქმნებიან ქერუბიმნი და სერაბიმნი, გამოცხადებად ქვეყანასა ზედა ხატითა მონისაითა, რაითა კაცთა თანა სცხოვრებდეს. და განკვირვებულმან გამოუთქმელისა საიდუმლოისა გამო ამის შიშითა - უღაღადა ღმერთსა: ალილუია.
საიდუმლოსა გონებითა მიუწვდომელსა გამოუცხადებდა რა ზეციურსა მხედართმთავარსა, ჰრქუა მას მეუფემან ანგელოსთამან: „რაისა შეშფოთნები, გაბრიელ, ახლისათვის დაბადებულისა? დაღაცათუ არა შესწუა ცეცხლმან მაყვალი უდაბნოსა შინა, მნთებარე და შეუწველი, არცაღა ყოვლად დასწუავს საშოსა ქალწულისასა ცეცხლი ჩემისა ღმრთაებისა, არამედ უფრორე შესცუარავს და მადლიცა ჩემი აკურთხევს მას. რამეთუ სადაცა ნებავს ღმერთსა, ძლეულ იქმნებიან წესნი ბუნებისანი“. ხოლო გაბრიელ, ესმა რა ესე, აღივსო სიხარულითა ღმრთაებრივითა, და წარვიდა ნაზარეთად აღსრულებად ბრძანებისა უფლისა, ხოლო განიზრახვიდა თავსა თვისსა, თუ ვითარ მივალს ყრმისა ასულისა თანა და ვითარ აუწყოს მას საიდუმლო საკვირველი, რაითა არა შეაძრწუნოს ზრახვაი ქალწულებრი, და ესრეთ ჰრქუა თავსა თვისსა: აწ უკუე პირველ ვაუწყო მას სიხარული ესე, და ოდეს ამბორს-უყო, უგალობო ხმითა ესევითარითა:
გიხაროდენ, სიხარულო ყოვლისა სოფლისაო, რამეთუ შენდა ერთისა მხოლოისა შეჰგავს სიხარული;
გიხაროდენ, სიტკბოებაო ანგელოსთაო, რამეთუ შენგან ერთისა მხოლოისა სათნო-იყო უფალმან ხორციელ-ქმნა;
გიხაროდენ, დაუჭნობელო ყუავილო სიწმიდისაო, რამეთუ შენ გამოუცხადე ყოველსა სოფელსა კეთილსურნელებაი ზეცისა;
გიხაროდენ, სპეტაკო შროშანო ქალწულებისაო, რამეთუ შენ სამოთხის ქალწულება დაჰნერგე ქვეყანასა ზედა;
გიხაროდენ, საუნჯეო უფროის ყოველთა საუნჯეთასა უძვირფასესო, რამეთუ სიკეთე შენი ისურვა მეუფემან ზეციურმან;
გიხაროდენ, უნათლესო ცისკარო ყოვლისა სოფლისაო, რამეთუ ნათლითა შენითა განიფანტების ბნელი ცოდვისა;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ძალითა ღმრთაებისათა განმტკიცებული გარდამოხდა ცათა სიმაღლეთაგან მთავარანგელოსი დიდი და მოვიდა ქალაქად ნაზარეთად, სადა ჰპოვა წმიდა ქალწული შინაგანსა ქორედსა, მზრუნველი არა თუ სახმართა სოფლისათა, არამედ ლოცვასა და წერილთა კითხვასა შინა. რამეთუ ეპყრა ხელთა თვისთა წიგნი წინაისწარმეტყუელისა ესაიასი და იკითხვიდა მუნ სიტყვათა ამათ: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ“ და ჩვენცა, აღნთებულნი სიყვარულითა არახოლო-თუ ქრისტესა მიმართ, მალიად მომავალისა, არამედ ქალწულისაცა მიმართ ამის, რომელსა ეგულებოდა შობაი მისი, გონებით განმსჯელნი, თუ ვითარ გამოუთქმელ არს საიდუმლო ესე და ვითარ დიდ არს ღირსებაი ქალწულისა მის, და მვედრნებელნი მისად, ვითარმედ ვიხილოთ იგი და, უკუეთუ შესაძლებელ არს, უკუანაისკნელ ვიქმნეთ მონა-მხევალნი მისნი, რაითამცა სიხარულით ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
აღვსებული შიშითა დიდითა და მოწიწებითა ღმრთაებრივისა ასულისა მიმართ, რომელი-იგი ღმერთმან აღირჩია დედუფლად ცათა და ქვეყანისა, მთავარანგელოსი დიდი მიეახლა შინაგანსა კარსა ქორედისა მისისასა, და აჰა ესერა მეყვსეულად წარუდგა ყოვლადკურთხეულსა სიმშვიდითა დიდითა წარდგა წინაშე ყოვლადუბიწოისა ქალწულისა ზეციური მაცნე, რაითა სიხარული დიდი ახაროს ყოველსა სოფელსა, წარუდგა უხორცო წმიდასა ქალწულსა, რაითა უპატიო-ყოფა დედათა პატივ-ყოფად მიაქციოს, და სძლად დაწინდვა ქმნილებისა დამბადებელისა მიმართ აღასრულოს, და ოდეს წარუდგა, მალიად ჰრქუა ქორწილისა გამოუცდელსა მას:
გიხაროდენ, მიმადლებულო, განსცხრებოდე აწ და მხიარულიქმენ, რამეთუ უფალი შენ თანა;
გიხაროდენ, კურთხეულო, ისმინე აწ და მოყავ ყური შენი, რამეთუ სათნო-იყო მეუფემან სიკეთე შენი;
გიხაროდენ, სახარულევანო, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის;
გიხაროდენ, ყოვლად დიდებულო, რამეთუ ფრიად არს დიდებაი შენი ცათა შინა;
გიხაროდენ, ღმრთივ აღრჩეული ყრმაო ასულო, რამეთუ შენ მიერ ცხოვნდების ყოველი ნათესავი კაცთა;
გიხაროდენ, ყოვლად შვენიერო ქალწულო, რამეთუ შენ მიერ განიხარებს ყოვლადმაღალი დასი ანგელოსთაი;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
აქუნდა რა შინაგან თავისა მღელვარება ზრახვათაგან იჭვისათა, შეძრწუნდა ყოვლადწმიდა ქალწული, ოდეს ესმა ესევითარი ხარება ზეციური, და განიზრახვიდა გულსა შინა თვისსა: ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე? და ჰრქუა მთავარანგელოსსა მას: ჰევაი, დედა ჩემი, მიმღებელი გონებისა გველისასა, მოაკლდა ღმრთაებრივსა საზრდოსა და განგდებულ იქმნა სამოთხისაგან, ეგრეთვე მეცა მეშინის უცხოისა მოკითხვისაგან შენისა, რაითა არა სირცხვილეულ-ვიქმნე საქმითა უდებითა. ამისთვის წარვედ კართაგან ჩემთა და ნუღარა მაუწყებ მე სიტყვათა შენთა, რომელთა აღსრულებისა ჩვენებად არა ძალ-გიც ჩემდა, რაითა არა საცთურ მეყოს მე, რამეთუ აღაშფოთნებ გონებასა და სულსა ჩემსა. ხოლო მე მყუდროებასა შინა სულისა ჩემისასა ვუგალობდე ღმერთსა: ალილუია.
ესმა რა მთავარანგელოზსა სიმაღლე მდაბალთა სიტყვათა ყოვლადწმიდისა ქალწულისათა, ჰრქუა მას: რაისა გეშინის ჩემი, ყოვლადუბიწოო, რამეთუ მე უფროის მეშინის შენი? რაისა კეთილმოშიშებ ჩემდა მომართ, რომელი პატიოსნად კეთილვმოშიშებ შენთვის? ნუ გიკვირნ უცხოი ხატი ესე ჩემი და ნუ შეძრწუნდები, რამეთუ მთავარანგელოსი ვარ მე. ოდესმე გველმან აცთუნა ჰევა, ხოლო მე, წინამდგომელი ღმრთისა, მოვივლინე შენდა, რაითა წინად-საუკუნო საღმრთო განჩინება გაუწყო შენ. ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი უსაზომო წინაშე ღმრთისა სიწმიდისა გამო ქალწულებისა შენისასა. ამისთვის აჰა ესერა მუცლად-იღო შენ და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისა და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ. ხოლო გახარებ რა დიდსა საიდუმლოსა ამას, შიშითა გიღაღადებ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ვარსკულავო დაუვალო, რომელი მოიყვანებ სოფელსა შინა მზესა დიდსა – ქრისტესა;
გიხაროდენ, ცისკარო, მარადის მბრწყინავო, რომელმან გამოუცხადე კაცთა შემოქმედი ყოვლისა დაბადებულისა;
გიხაროდენ, განთიადისა უნათლესო, რომელი მადლისა ნათელსა გამოუბრწყინებ ყოველთა მსხდომარეთა ბნელსა შინა ცოდვისათა;
გიხაროდენ, ოქროისა უმეტეს უძვირფასესო, რომელი საუნჯესა სარწმუნოებისასა უჩვენებ ყოველთა უცნობელთა ღმრთისათა;
გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლითაცა ღმერთი გარდამოვალს ცათაგან;
გიხაროდენ, ხიდო, ზეცად მიმყვანებელო, რომლითაცა სოფელი ესე აღივსება სასწაულებითა;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ესმა რა ღმრთივსულიერნი სიტყვანი ესე მთავარანგელოსისანი, შეძრწუნდებოდა ყოვლადწმიდა ქალწული უფროის პირველისა, რამეთუ ეუწყა მას შობაი ესევითარი. ამისთვის ჰრქუა მარიამ ზეციურსა მხედართმთავარსა მას: „მარქვი მე უცხადესად-რე, ვითარ მუცლად-ვიღო მე, ყრმამან ქალწულმან, ქორწილისა გამოუცდელმან? ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? აწ უკუე ვითარ იტყვი, რამეთუ მე ვშვე ძე?“ ესე ჰრქუა მას არა ურწმუნოებისა გამო თვისისა, არამედ ვინათგან - არა უწყოდა, თუ ვითარ ძალ-უც შობა აღმატებით ბუნებისა. ამისთვის კვალად ჰრქუა ანგელოსსა მას: მარქვი მე სახე შობისა ამის, რომლითაცა არა-რაი ევნების ქალწულებასა ჩემსა, და მაშინღა ჰპოვებ გულსა ჩემსა განმზადებულსა მორჩილებად ნებისა ღმრთისასა, რაითა მეცა სიხარულით ვუღაღადო ღმერთსა: ალილუია.
ოდეს იხილა მთავარანგელოსმამ მან სარწმუნოებაი დიდი ყოვლადწმიდისა ქალწულისა, ჰრქუა მას: სიტყუანი ეგე, რომელსა მე მეტყვი, ყრმაო ასულო, ჩვეულ არს შობისათვის მოკუდავთა კაცთა, ხოლო წესთა მათ ბუნებისათა არა ჰმონებს იესუ, შემოქმედი ბუნებისა. ხილვად ეძიებ შენ ჩემგან ხატსა მას მუცლად-ღებისა შენისასა, გარნა გამოუთქუმელ არს იგი. სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდაი ეწოდოს და ძე ღმრთისა მაღლისა. და რომელსაცა აწ მიიღებ მუცლად შენსა, იგივე აღასრულებს წიაღსა შინა შენსა ჩასახვასა შეუცნობელსა, ჰოი ყოვლადწმიდაო ქალწულო. ამისთვის განგადიდებ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ღმრთივ რჩეულო სძალო ყოვლადწმიდისა სულისაო, წინასწარ განჩინებულო;
გიხაროდენ, მამა ღმერთისა ასულო ყოვლადსაყვარელო და ყოვლადსასურველო;
გიხაროდენ, ღმრთაებრივო გრაგნილო, რომელსა ზედა თითითა მამისაითა საღმრთო სიტყვა დაიწერების;
გიხაროდენ, სასანთლეო ოქროისაო, რომლითაცა ცეცხლი ღმრთაებისაი გამოუბრწყინდების ყოველსა სოფელსა;
გიხაროდენ, ჯურღმულო ამოუწურავო, ძნიად სახედველო თვალთათვისაცა ანგელოსთასა;
გიხაროდენ, სიმაღლეო გამოუთქუმელო, ძნელად მისაწვდომო ზრახვათათვის კაცთასა;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
მქადაგებელსა ღმრთისასა და მაცნესა ზეციერსა სარწმუნოსა გგონებ შენ, – ეტყოდა ყოვლადწმიდა ქალწული ანგელოსსა მას, – რამეთუ გხედავ შენ გაბრწყინვებულსა ანგელოსებრითა ნათლითა, გარნა მრცხუენის მალიად რწმუნებად სიტყუათა შენთა, უკუეთუ უწინარეს არა შევიმეცნო ესე ყოვლითა სიცხადითა. რამეთუ მესმა წმიდისათვის ვინმე ქალწულისა, ემმანუელისა მშობელისა, რომელი წინასწარუწყებულ იქმნა ესაია წინასწარმეტყველისა მიერ. ამისთვის მსურის გულისხმის-ყოფად, ვითარ შეუძლოს ბუნებამან კაცთამან დათმენად ღმრთაებისა შეზავებისა, რაითა შევიმეცნო ძალი საიდუმლოისა ამის და სარწმუნოებით ვუგალობდე ღმერთსა: ალილუია.
აწ ყოველსა სოფელსა გამოუბრწყინდების შენ მიერ, ყოვლადწმიდაო, საიდუმლოი იგი დიდი ხორციელ-ქმნისა ღმრთისა, – ეტყოდა მთავარანგელოსი ღმრთისმშობელსა, – რამეთუ შენ ხარ წმიდაი ქალწული იგი, რომლისათვისცა იწინასწარმეტყველა ესაიამ. შენ ხარ კარი ღმრთაებისა, აღბეჭდილი სისპეტაკითა და დაცვული ქალწულებითა, რომელიცა ეზეკიელმან გიხილა წინასწარ. უფალი განვიდეს შენით ვითარცა სხივი მზისა განვლის მინასა, ანუ ბროლსა, განმანათლებელი და მაკურთხეველი შენი დიდებითა საღმრთოითა, რომლითაცა გეგულების ყოფად ჭეშმარიტად დედად ღმრთისა, მშობელად სრულყოფილისა ღმრთისა და სრულყოფილისა კაცისა, მარადის გიებული ქალწულად უბიწოდ, ვითარცა უწინარეს შობისა, ეგრეთვე შობასა შინა და შემდგომად შობისაცა შენისა, რამეთუ შვე ძე და უვნებელად დაიმარხო ქალწულება შენი. ამისთვის განვადიდებ დიდებასა საიდუმლოისა შენისასა და გიღაღადებ შენ ესრეთ;
გიხაროდენ, მაყვალო შეუწველო, რომელსა ვერ შეგწუავს ცეცხლი ღმრთაებისაი, მოსესაგან წინასწარ ხილულო;
გიხაროდენ, კარო დახშულო, რომლითაცა გამოვალს - ღმერთი, ეზეკიელისაგან წინასწარ თქმულო;
გიხაროდენ, კარავო ყოვლად საკვირველო, რომელი დაუტევნელსა ღმერთსა უჭირველად დაიტევ, აბრაამის მიერ წინათ-გამოსახულო;
გიხაროდენ, საწმისო დაცვარულო, რომელსა ზედა მშვიდობით გარდამოვალს მეუფე ყოველთა, ვითარცა წვეთი წვიმისა, გედეონისა მიერ წინასწარ უწყებულო;
გიხაროდენ, ქვეყანაო უთესველო, სიტყუისა ზეციურისა, ვითარცა იფქლისა ნაყოფიერისა, წმიდად აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ყანაო უმუშაკოო, ღმერთის ძის, ვითარცა თავთავისა ღმრთაებრივისა, განცხადებულად გამომზრდელო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ჰსუროდა ყოვლადწმიდასა ქალწულსა რწმუნებად საშინელი იგი საიდუმლო, უწყებული მთავარანგელოსისა მიერ, გარნა უფროის შეძრწუნდებოდა, განიზრახვიდა რა სიმაღლეთა დიდებულებისა მისისათა. ამისთვის, ყოვლად აღვსებულმან სიმორცხვითა, ჰრქუა მთავარანგელოსსა: მარქვი მე, გაბრიელ, უჭეშმარიტესად-რე: ვითარმე იყოს ესე, რამეთუ ვითარ დაშთეს უხრწნელად სიწმიდე ჩემი ოდეს ხორცითა ვშვე უხორცოი იგი? სასწაულნი მარადის მრავლად აღესრულდებოდის საკვირველითა ძალითა ღმრთისაითა, გარნა არაოდეს ყოფილ არს, ვითარმედ ქალწულსა, ქორწილისა გამოუცდელსა, თვინიერ კაცისა ეშვის. ამისთვის ვითარ შესაძლებელ არს, რამეთუ ყოვლად დაუტევნელი და ყოველთაგან უხილველი შემოსახლდეს საშოსა ქალწულისასა, რომელი თავად დაჰბადა? მარქვი მე ესე ყოველი, რაითა სარწმუნოებით ვუგალობდე ღმერთსა: ალილუია.
ახალ და საშინელ არს საიდუმლოი შენი, – ჰრქუა ანგელოსმან ღმრთისმშობელსა, – და ახალსა ქმნილებასა გამოაჩინებს შენით უფალი ყოვლისა შემოქმედი, რამეთუ შენ მეუფესა ერთსა მხოლოსა ხორციელ-ქმნილსა მიიღებ მუცლად, რაითა შენ ერთი მხოლოი იწოდებოდი დედად ძისა ღმრთისა, წმიდაო ქალწულო. ამისთვის ნუ გიკვირს სასწაული ესე და ნუ შეძრწუნდები, რამეთუ სადაცა უნდეს ღმერთსა, ძლეულ იქმნებიან წესნი ბუნებისანი, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ყოვლად-ძლიერისათვის. და ვითარცა გვერდისაგან ადამისა შეიქმნა ჰევა თვინიერ დედისა, ეგრეთვე აწცა შენისა ქალწულებისაგან ხორციელ-იქმნების თვინიერ მამისა ყოველთა უფალი. და დაე გარწმუნოს შენ კუერთხმან აარონისმან, უწყლოდ განედლებულმან, და საწმისმან გედეონისმან, რამეთუ ვითარცა მან მიიღო ცუარი, ეგრეთვე შენ მიიღებ მუცლად უფალსა, და მარადის დაშთები ქალწულად უხრწნელად. ეგრეთვე, დაე, გაუწყოს შენ მაყვალმან ცეცხლით მოცულმან და შეუწველმან, რამეთუ ცეცხლსა მას – ღმრთაებასა მიიღებ, მარადის ქალწულო, და შობისაცა შემდგომად წმიდად იყოფვი. ამისთვის შეიწყნარე მოკითხვაი ესე ჩემი, რაითა ყოველნი ტომნი ქვეყანისანი სიხარულით გიგალობდენ შენ:
გიხაროდენ, კუერთხო აარონისაო, ყოვლისა სოფლისათვის უხრწნელებისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, შვენიერო ფინიკო დავითისაო, დაცემულთა კაცთათვის უკვდავებისა აღმყვავებელო;
გიხაროდენ, კარავო ზეციურო, ქერუბიმთაგან მიჩრდილებულო და ნეტარ-ყოფილო;
გიხაროდენ, წმიდასა წმიდათაზე აღმატებულო, სერაბიმთაგან თაყვანის-ცემულო და მარადის განდიდებულო;
გიხაროდენ, ბარძიმო უკუდავისა მეუფისაო, რომელსა შინა სულისაგან წმიდისა მსოფლიო სიხარული განზავდების;
გიხაროდენ, ტაკუკო ოქროისაო, სავსეო ღმრთაებრივითა მანანითაო, რომლისაგან ენით-უთქმელი სიხარული განემზადების მართალთათვის;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
საკვირველისა შობისა ამის დიდებულება შემაძრწუნებს მე, – ჰრქუა ყოვლადწმიდამან ქალწულმან ანგელოსსა მას, – და დაღაცათუ ყოვლადსახიერმან სათნო-იყო გონებისა უაღმატებულესად შემოსახლდეს წიაღსა ჩემსა, ნეტამცა ტაძარი წმიდა სულითა და ხორცითა ვიქმნე მე მისთვის, შემწყნარებელად სახარულევანისა ხმისა სიტყვათა შენთა, აღვსებულად ღმრთაებრივითა სიხარულითა, რაითა აწცა წარიხოცოს ჩემითა პირველ ევაისა კიცხევა და მიეცეს დღეს ჩემითა თანანადები კაცთა, და ყოველნი, ნათლისა ამის ხარებისათვის სიხარულითა აღვსებულნი, მადლობით უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.
ყოველი ქმნილება აწ შენთვის განიხარებს, მიმადლებულო, ანგელოსთა დასიცა და ნათესავიცა კაცთა, – ჰრქუა მთავარანგელოსმან, – რამეთუ მოგეცა შენ სიხარული ღმრთაებრივი და ყოველი აღთქუმაი ღმრთისაი აწ შენითა საბოლოოდ სრულ-იქმნების: შენით დღეს კურთხეულ იქმნა აბრაამ თესლისათვის მისისა; შენით აწ ჰევაი განთავისუფლნა ძველისაგან მის მწუხარებისა; შენითა განსცხრების დღეს ადამი, რამეთუ აწ აღესრულება პირველი ხარება კაცთათვის დაცემულთა: თესლი დედაკაცისა შემუსრავს თავსა გველისასა. შენითა აწ ყოველი ქმნილება იწყებს განთავისუფლებას მონებისაგან ხრწნილებისა თავისუფლებად დიდებისა შვილთა ღმრთისათა. აწ შენით მოეცემა ყოველსა მოდგმასა კაცთასა ყოველი სიხარული და მხიარულება საუკუნო, რაითა ყოველნი საუკუნოდ გაქებდნენ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ქალწულო სახარულევანო, ძველთა მათ მამამთავართა მიერ წინათ-მოსწავებულო;
გიხაროდენ, წმიდაო სძალო ღმრთისაო, ყოველთა ძველთა წინასწარ-მეტყველთა მიერ წინათ-უწყებულო;
გიხაროდენ, მტილო შეკრძალულო, რომელსა შინა მეუფემან ცათამან შემოსვლად სათნო-იყო;
გიხაროდენ, ჯურღმულო დაბეჭდილო, რომლისა განლევა წყალთაგან ვერავინ შეუძლოს;
გიხაროდენ, ბაღნარო საღმრთოო, ვინაით ყოველთა ყუავილთა სულისა წმიდისათა კეთილსურნელებაი გარდაეფინება ყოველსა სოფელსა;
გიხაროდენ, სამოთხეო ახალდანერგულო, რომელსა შინა წიაღსა შენსა – ღმრთაებრივი ხე ცხოვრებისა ამოზრდად განემზადების;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ანგელოსთა ყოველი ბუნება განკვირვებულ არს დღეს შენთვის, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ ესმა მათ საკვირველი საუბარი შენი მთავარანგელოსისა გაბრიელისა თანა და უფრორე ვედრებაი შენი ესე: „სული განმიწმიდე, სხეული მიკურთხე და განმინათლე, ეკლესიად მქმენ მე დამტევნელად ღმრთისა და კარავად ღმრთივშემკულად, რაითა მოფენითა ყოვლადწმიდისა სულისაითა ტაძრად განსულიერებულად და დედად წმიდისა ცხოვრებისა ვიქმნე“. ხოლო ოდეს ამა ვედრებისა შემდგომად აღმოთქვი მდაბლისა გულისაგან შენისა სიტყვანი ესე: „აჰა მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა, რაითა შემოსახლდეს წიაღსა ჩემსა ღმერთი“, ყოველთა ძალთა ზეცისათა ღმერთი განადიდეს, ხედვიდენ რა, თუ ვითარ განმზადებულ არს გული შენი შეწყნარებად უფლისა, და შიშითა და სიხარულით უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.
ღმრთაებრივი მჭევრმეტყველი წმიდა მთავარანგელოსი გაბრიელ იყო შიშსა და მდუმარებასა ღრმასა შინა, და დაეყენა სიტყვათაგან თვისთა, ოდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სიმდაბლითა აღმოთქვი სიტყვანი შენი: „აჰა მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. დასაბამად სოფლისა დაბადებისა ამა შემოქმედებითისა სიტყვითა – „იყავნ“, გამოთქუმულისა დამბადებელისა მიერ, შეიქმნა ხილულნი ყოველნი და არახილულნი. ხოლო აწ სიტყვამან ამან, გამოთქუმულმან ბაგეთაგან მიერ, ყოველთა ქმნილებათა შემოქმედი გარდამოიყვანა სოფელსა ამას და ესრეთ გამოცხადნების დღეს საუკუნითგან დაფარული საიდუმლო დიდი: ძე ღმრთისა ძედ ქალწულისა იქმნების, რაითა ადამი ღმერთად იქმნას. თანაარსი სიტყუა მამისა, განუშორებელად ზენაართა, გარდამოხდების ქვეყანად და იქმნების ხორციელ და დაემკვიდრების ჩვენ შორის, გამოუთქმელად მოუძლურდების და საშოსა ქალწულისასა შესახლდების. რაითა განიხაროს უკუე ცამან და ქუეყანამან და მთავარანგელოსისა თანა უგალობდეს ყოვლადწმიდასა ქალწულსა ესრეთ:
გიხაროდენ, ცაო ქვეყნიურო, მდაბლითა სულითა შენითა ზეციურ სიმაღლეთა მიმართ - აღსრულო;
გიხაროდენ, საყოფელო ცათაო, სიტყუისა ღმრთისა გამოუთქმელად დამტევნებელო;
გიხაროდენ, კურთხეულო, წინადსაუკუნო ღმრთისა უხრწნელად მუცლად მიმღებელო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, საყოფელისა ქალწულებისა შენისა ჩასახვისათვის ერთისა მხოლოისა შემკრძალავო;
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, ბუნებისა წესთა ღმრთისა ხორციელ-ქმნასა შინა ყოვლად დიდებულად მძლეველო;
გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, ანგელოსთა ბუნებისა ხარებასა შინა შენსა ყოვლადსაკვირველად გამხარებელო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ჰსუროდა რა ხსნაი სოფლისა, კაცთმოყვარე უფალი გარდამოხდა, ვითარცა ცუარი საწმისსა, ყოვლადწმიდასა საშოსა შენსა, ჰოი დედაო ღმრთისაო, და მეყვსეულად გამოუთქმელითა მოფენითა სულისა წმიდისაითა თანა-მოქმედ ექმნა იგი შეუცნობელსა მას მუცლად-ღებასა, და წინადსაუკუნო სიტყუა ღმრთისა ხორციელ-იქმნა და შემოსახლდა შორის შენსა, მიიღო ხორცი იგი ყოვლადწმიდათა სისხლთაგან შენთა თვინიერ ხორციელისა ტკბობისა, გარნა არცაღა თუ თვინიერ ტკბობისა სულიერისა: რამეთუ მაშინ ქალწულებრი ეგე გული შენი ღმრთაებრივითა აღივსებოდა სურვილითა და სულიცა შენი მგზნებარებდა ცეცხლითა სერაბიმთამიერითა, ხოლო გონება, ვითარცა გარეშე თავისა მყოფი, ღმრთისა მიმართ ჩაღრმავდებოდა. და ესრეთ დასტკბებოდი რა გამოუთქუმელისა ღმრთისა სიყვარულისათვის ამის და გონიერისა ღმრთის-მცნობელობისათვის, შენ თაყვანის-ეც შენგან ხორციელ-ქმნადსა უფალსა შენსა და სიხარულით უგალობდი მას: ალილუია.
ზღუდე ხარ ქალწულთათვის, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ სულისა წმიდისაგან ქალწულებრ მუცლად-იღე წინად-საუკუნო ღმერთი და ქალწულად ჰგიეს და ესრეთ ჰევაიცა ძუელისა მის მწუხარებისაგან განათავისუფლე. დღეს არს სიხარული ხარებისა, ქალწულებრი ზეიმი და საიდუმლო დიდი, დასაბამი ჩვენისა ცხოვნებისა. დღეს ზეცა განსცხრების, და ქვეყანა განიხარებს. ამისთვის დიდმან გაბრიელ, პირველმან ყოველთა ქმნილებათაგან, გულისხმა-ჰყო რა სულით ღმერთის ხორციელ-ქმნისა დიდი საიდუმლო, თაყვანის-სცა შიშითა ფრიადითა ქალწულისა საშოსა შინა ხორციელ-ქმნილსა მაცხოვარსა სოფლისა და ჯეროვანითა პატივის-ცემითა მიაგო პატივი ხორციელ-მქმნელსა ყოვლადწმიდასა ქალწულსა, ვითარცა დედუფალსა ცათა და ქვეყანისა, და დიდითა მოწიწებითა უგალობდა მას ესრეთ:
გიხაროდენ, ღმერთის ხორციელ-ქმნის ზეაღმატებულისა საიდუმლოისა ყოვლად საკვირველო აღსრულებაო;
გიხაროდენ, ქრისტეს ხორცთა გამოუთქუმელისა შედგენისა ყოვლად დიდებულო გამოჩინებაო;
გიხაროდენ, საყოფელო უთესლოდ სძლად-მყოფელობისაო, რომელსა შინა დღეს შემოქმედი ყოვლისა დაბადებულისა დატევნულ იქმნების;
გიხაროდენ, კიდობანო ღმრთაებრივისა განხორციელებისაო, რომლისა მიერ აწ ყოველსა სოფელსა სიხარული დიდი მოემადლების;
გიხაროდენ, ქალწულო, ღმრთივ-ქმნილისა პორფირისა ყოვლადწმიდათა ხორცთა შენთაგან სიტყუისათვის ღმრთისა მომქსოველო;
გიხაროდენ, ყრმაო ასულო, უხრწნელისა ძოწეულისა ქალწულებრივთა სისხლთაგან შენთა ტარიგისათვის ღმრთისა მავასხებელო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
გალობაი ყოვლად სალმობიერი მიუძღვანე, ყოვლადწმიდაო, ოდეს მთავარანგელოზისა წარსლვისა შემდგომად, მოიკითხე ნათესავი შენი მართალი ელისაბედი და აუწყე მას სიხარული ხარებისა მხიარულებითა სულისაითა და ჰრქვი: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. მოკითხვამან შენმან ფრიად განახარა ელისაბედ და ჰკრთებოდა ყრმაი იგი იოანე მუცელსა მისსა სიხარულითა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და თქუა: „ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?“ აწ, დაე, განკთებოდის სულიცა ჩვენი დღესა ამას ხარებისა გრძნობითა სიხარულისაითა მოკითხვისაგან შენმიერისა. ამისთვის ელისაბედისა თანა გიღაღადებთ შენ, ღმრთისმშობელო: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“, ვისა მიერ, დაე, მარადის ვუგალობდეთ ღმერსა: ალილუია.
ნათელი დიდი და ღმრთაებრივი აღმობრწყინდა სულსა შინა შენსა, ყოვლადწმიდაო, ოდეს სიტყუათა შემდგომად მთავარანგელოსისათა სული წმიდა გარდამოვიდა შენ ზედა და მეყვსეულად მუცლად-იღე ღმრთივმადლმოსილ ქალწულებრივ საშოსა შენსა შემოქმედი ნათელთა, რომლისა ნათელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია. ნათელმა ამან განგანათლა შენ, ვითარცა მზე, ნათლითა ღმრთაებისა თვისისა, სრულიად განგადიდა და განგაღმრთოვა. ამისთვის სიკეთე შენი ბრწყინავს და სიწმიდისა შენისა ნათელი ელვარებს, ვითარცა წინაწარმეტყველა შენთვის სულმან წმიდამან გალობათა შინა, ვითარმედ: „ყოვლად კეთილი ხარ შენ, მოყუასო ჩემო, და არარაი ბიწისაი არა არს შენ თანა“. ყოვლად რჩეული, ყოვლად შემკული წარმოსჩნდი შენ, რომელი ღმერთმან შეგიყუარა, ყოვლად წმიდა და აღსავსე დიდებითა საღმრთოითა. ამა ღმრთაებრივითა ნათლითა შენითა განათლებულნი, რამეთუ დედაი ნათლისა ხარ, დაე, გადიდებდეთ შენ ჩვენცა გალობათა შინა ესრეთ:
გიხაროდენ, სანთელო ნათლისა ღმრთაებრივისაო, რომელმან ნათელი დაუღამებელი შეიწყნარე საშოსა შენსა;
გიხაროდენ, სხივო გონიერისა მზისაო, რომელმან ყოველი სოფელი ნათლითა პირისა ღმრთისაითა განანათლე;
გიხაროდენ, ლამპარო ზეცისაო, ქვეყნიურსა ზედა სასანთლესა ყოვლისა სოფლისათვის დაგზნებულო;
გიხაროდენ, ცხოველშემოსილო წყაროო, მადლითა სულისა წმიდისაითა ყოვლადმდიდრად დაცვარულო;
გიხაროდენ, ნათელ-შემოსილო ქალწულო, რომლისა გულისათვის ღმრთისმცნობელობისა ნათელი დღეს ჩვენ ყოველთა გამოგვიბრწყინდა;
გიხაროდენ, ღმრთივ აღრჩეული სძალო ღმრთისაო, რომლისა მიერ აწ გამოუთქუმელითა სიხარულითა ყოველი სოფელი აღივსების;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
მადლი ღმრთაებრივი და სიხარული დიდი აღყუავდების დღეს ყოვლისა სოფლისათვის, ყოვლადწმიდაო, ნათელშემოსილსა ამას დღესა ხარებისა შენისასა, რამეთუ შენ მიერ დღეს პირველი იგი მწუხარება განქარდების და დასაბამი კაცთა ცხორებისა დაიდვების: ძე ღმრთისა, ძე ქალწულისა გამოცხადნების და ქვეყანაიცა ესე, ჰევაისა მიზეზითა წყეულ-ქმნილი, აწ შენ მიერ, ქალწულო, კუალად კურთხეულ იქმნების. ქერუბიმი ხისაგან ცხორებისა განვიდის და სამოთხისა კარნი დღეს მართალთათვის კუალად განიხვნების, ყოველი სოფელი ესე სიხარულითა აღივსების, ვინათგან დიდი გაბრიელი, გიხაროდენსა შენთვის, ქალწულო, ზეგარდამო ქადაგებს. ამისთვის ჯერ-არს უკუე ცანი ღირსად დღეს განცხრებოდენ, ხოლო ქუეყანა განიხარებდეს, ეგრეთვე ყოველი სული და ქმნილება უგალობდეს ღმერთსა: ალილუია.
ვუგალობთ რაი ყოვლად-სახარულევანსა ხარებასა შენსა მთავარანგელოსისა მიერ, ღმრთისმშობელო, ყოველნი განვადიდებთ საშინელსა, ყოვლადდიდებულსა და მიუწვდომელსა საიდუმლოსა უბიწოდ მუცლად-ღებისა შენისა სულისაგან წმიდისა, თაყვანის-ვსცემთ შენ მიერ უხრწნელად ჩასახულსა ძესა შენსა და ქრისტე ღმერთსა ჩვენსა და ყოვლითა გულითა გურწამს და აღვუარებთ, ვითარმედ ღმრთაებრივსაცა მუცლად-ღებასა შენსა და შემდგომად შობისაცა შენმიერისა მარადის ქალწულად ჰგიებდი შენ. ამისთვის გაბრიელისა თანა მოგიძღვანებთ შენ ესევითართა მთავარანგელოსისმიერთა გიხაროდენსა:
გიხაროდენ, მიმადლებულო, მზეშემოსილო, ყოვლისა სოფლისათვის მადლითა და დიდებითა მბრწყინაო;
გიხაროდენ, კურთხეულო, აღმოსავალითა მზისაით დასავალადმდე მისა ყოვლადქებულო და განდიდებულო ყოველსა ამას ცისქვეშეთსა შინა;
გიხაროდენ, ანგელოსთა დიდო განკვირვებაო, სიმშვენიერითა ქალწულებისა შენისაითა გაბრიელისა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სახიერო მხიარულებაო, დაცემულისა ნათესავისა კაცთასა სიხარულითა ხარებისა შენისაითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, მდაბალო მხევალო უფლისაო, სიმდაბლითა და მორჩილებითა შენითა ღმერთისა ქვეყანად გარდამომყვანებელო;
გიხაროდენ, მოწყალეო დედაო ღმრთისა მაღლისაო, დედობრივითა მეოხ-მყოფელობითა შენითა მრავალთა ცოდვილთა ქრისტესად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ჰოი, ყოვლადქებულო ნუგეშინის-მცემელო სძალო ღმრთისაო, უბიწოო ქალწულო, ქორწილისა გამოუცდელო, რომელმან მთავარანგელოსი - შუენიერებითა ქალწულებისა შენისაითა განაკვირვე და დღეს სიტყუა-ღმერთსა ხორცი შენი განუხრწნელად ავასხი, შეიწყნარე აწ ჩვენიცა ძღვენი ესე ყოვლადსახარულევანისა ხარებისა შენისათვის გაბრიელის მიერ, და დაიცევ ქალწულებასა შინა დაწინდულნი ქრისტე ღმრთისა მიმართ, ყოველნი სხვანი მორწმუნენი უბიწოებასა შინა განგვამტკიცე და განსაცდელთაგან გვიხსენ, რაითა განთავისუფლებულნი შენ მიერ ტანჯვათაგან საუკუნოთა, მოვი პოვნებდეთ სამოთხისა სიხარულსა, სადა-იგი ყოველნი ერთობით ვუგალობთ ღმერთსა ჩვენსა შენ მიერ: ალილუია. (3-გზის)
მთავარანგელოსი გაბრიელი, წინამდგომარე საყდარსა ღმრთისასა, მარადის ჭურეტს მიუწვდომელსა ღმრთაებრივსა დიდებასა, ხოლო ოდეს მოიწია ჟამი კაცთა ხსნისა, მოიღო ბრძანებაი უფლისაგან: იქმენ მსახურად საშინელისა სასწაულისა და საიდუმლოისა დაფარულისა: მოწყალებითა ჩემითა აღდეგ მოძიებად ადამისა წყმედულისა, რომლისა მოპოვნებად ვიღუწი. წარვედ უკუე ქალაქად ნაზარეთად, სადა-იგი მკვიდრობს მარიამ, ყრმა ასული, რაითა იხილო ყოვლად სანდომიანი სიმშვენიერე ქალწულისა მის. მივედი ამა განსულიერებულისა კიდობანისა თანა ღმრთისასა, ქვეყანასა ზედა მყოფსა მას ზეცასა მეორესა; მივედ ამა სავანესა ხორციელ-ქმნისა ჩემისასა და აუწყე უხრწნელი მოვლინება ჩემი მისგან. გარნა ესეცა ჰქმენ, რამეთუ არა შეაშფოთო სული მისი და არცა შიში მოაწიო ქალწულსა მას, არამედ სიხარულითა აღასრულე ხარებაი შენი, და არა მწუხარებითა. ამისათვის მშვიდობით მიეახლე მას, რაითა პირველივე სიტყვითა სიხარული მიჰმადლო მას, და უღაღადე ესრეთ:
გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების;
გიხაროდენ, სახარულევანო, რომლისა მიერ წყევაი განქარდების;
გიხაროდენ, კურთხეულო, რომლისა მიერ ყოველი ქმნილება განახლდების;
გიხაროდენ, ყოვლად დიდებულო, რომლისა მიერ ყოველი სოფელი ხსნილ-იქმნების;
გიხაროდენ, ღმრთივ აღრჩეული ყრმაო ასულო, დაცემულისა ადამისა მოწოდებაო;
გიხაროდენ, ყოვლადუბიწოო ქალწულო, ჰევაისა ცრემლთა წარმხოცველო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
აღრჩეულსა წინადსაუკუნოითა საღმრთოითა განზრახვითა სამსახურებელად დიდსა მას საიდუმლოსა ხორციელ-ქმნისა ღმრთისასა, ღმრთაებრივსა ყრმასა ასულსა მარიამს, გაბრწყინვებულსა ქალწულებრივითა სიწმიდითა უფროის უაღმატებულესისა სიწმიდისა ზეციერისა, კეთილმოწიწებითსა გალობასა შემოგწირავთ შენ, ღმრთისმშობელო, ყოვლად-სახარულევანისა ხარებისათვის შენისა მთავარანგელოსისაგან. ხოლო შენ, ვითარცა ხარებულმან და შემძლემ სიხარულისა ამის მონიჭებად დაცემულისათვის ნათესავისა კაცთასა, გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა და მწუხარებათაგან ცოდვისა და აღგვამაღლე სიხარულად ზეციურისა, რაითა მთავარანგელოსისა გაბრიელისა თანა გიღაღადებდეთ შენ:
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
შეიწყნარე, ყოვლადმტკიცეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო და ხელმწიფეო ღმრთისმშობელო, ესე პატიოსანი ძღვენი, შენდა მხოლოისა შემოწირული, ჩვენ უღირსთა მონათაგან, რომელი ყოველთაგან ნათესავთა კაცთასა აღრჩეულ იქმენ, აღმატებული ყოველთა ქმნილებათა ზეციურთა და ქვეყნიურთა. რამეთუ შენითა უფალი ძალთაი ჩვენ თანა არს და შენითა ვართ მცნობელ ძისა ღმრთისასა და შენით ღირს-ვიქმნებით ზიარებად წმიდისა სხეულისა მისისა და ყოვლადწმიდისა სისხლისა მისისა. ამისთვის ნეტარ ხარ შენ ნათესავთა და ნათესავთა შორის, ღმრთივნეტარო ქალწულო, ქერუბიმთა უნათლესო და სერაბიმთა უპატიოსნესო. აწცა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, ნუცა დასცხრები ლოცვათაგან ჩვენთვის, უღირსთა მონა-მხევალთა შენთა, რაითა განვერნეთ ყოველთაგან ზრახვათა მზაკუვართა და ყოველთაგან მოხდომათა მტერისათა, და დაცულ ვიქმნნეთ უვნებელად ყოვლისაგან გესლოვანისა მანქანებისა ეშმაკისათა. გარნა თვით გასულამდე ცხოვრებისა ჩვენისა ლოცვითა შენითა დაუსჯელად დაგვიმარხე, რაითა შენითა მეოხმყოფელობითა და შეწევნითა ხსნილნი დიდებასა, ქებასა, მადლობასა და თაყვანის-ცემასა აღვუვლენდეთ ყოველთა შემოქმედსა უფალსა ჩვენსა – ერთსა ღმერთსა სამპიროვანსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის მიწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!
ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ სძალო უსძლოო.
მთავარანგელოსისა ხმასა გიღაღადებთ შენ, უბიწოო: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.