მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
სასწაულთმოქმედი ხატისათვის - წოდებული "ვლადიმირისა"

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

ტროპარი, ხმა 5

აწ ნათლად შემკულ არს დიდებული ქალაქი მოსკოვი, რამეთუ ვითარცა ნათელი მზისა მიუღებიეს მას, დედუფალო, საკვირველმოქმედი ხატი შენი, რომლისა მიმართ ჩვენცა მოლტოლვილ ვართ და გევედრებით შენ, მღაღადებელნი ესრეთ: ჰოი, ყოვლად-საკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო! ევედრე შენგან ხორციელ-ქმნილსა ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, რაითა უვნებელად დაიცვას ქალაქი ესე და სხვანიცა ყოველნი ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი ყოველთა ზედამოხდომათაგან მტერთასა, და რაითა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, ვითარცა მოწყალე არს!

 

 

კონდაკი 1

 

ზესთამბრძოლსა მოღუაწესა, ხელის-აღმპყრობელსა ჩვენსა, მჭურეტელნი პირველ დაწერილისა ხატისა შენისა, ქებისა გალობასა აღმოგივლენთ შენ, დედაო ღვთისაო. ხოლო შენ, ვითარცა გაქვს ხელმწიფება და ძლიერება უბრძოლველი, დაგვიცევ და გვაცხოვნენ ჩვენ, რომელნი მადლობით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

იკოსი 1

 

ძალნი ანგელოსთანი ცათა შინა დაუდუმებლად გიგალობენ შენ, ყოვლად პატიოსანო, ხედვენ რაი დიდებასა შენსა ყოვლად ღმრთაებრივსა, რომლითაცა ძემან შენმან გადიდა შენ; გარნა ჩვენცა, ქუეყანისაგანნი ესე, არა დაგვიტევე შენ, რამეთუ, ვითარცა სხივი რამ უცხო და საკვირველი, მოგვიძღვანე ჩვენ ხატი შენი პირველ დაწერილი წმიდისა მიერ ლუკაისა, რომლისაცა მიმართ სთქუ: „მადლი ჩემი და ძალი იყავნ ხატისა ამის თანა!“. ამისთვის ჩვენცა, ყოველნი ერთგულნი მონანი შენნი, ყოველთა დღეთა შინა და ყოველთა ადგილთა ზედა ვხედევთ რაი აღსრულებასა სიტყვათა შენთა, დედუფალო, კურნებაშემოსილსა ხატსა შენსა მოვეახლებით, ვითარცა თავად შენ, მყოფსა ჩვენ თანა, და სიხარულით გიღაღადებთ ესრეთ:

გიხაროდენ, დედუფალო ანგელოსთაო;

გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა ხელმწიფებაო;

გიხაროდენ, ცათა შინა მარადის განდიდებულო;

გიხაროდენ, ქვეყანასაცა ზედა დიდებაშემოსილო;

გიხაროდენ, მადლისა შენისა ხატისათვის ამისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, კაცთა ცხოვნებისათვის ხატისა მის დამადგინებელო;

გიხაროდენ, საღმრთოთა სიკეთეთა მსწრაფლ მომცემელო;

გიხაროდენ, ვედრებათა ჩვენთა გულსმოდგინეო შემსმენელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 2

 

ხედვიდა რაი სიმრავლესა სასწაულთასა, აღსრულებულთა ხატისაგან შენისა, რომელი დაბრძანებულ იყო ქალაქსა სამეუფოსა ვიშგრადს, კეთილმორწმუნე მთავარი ანდრია აღინთო სულითა და გვედრიდა შენ, ღვთისმშობელო, რაითა გამოუცხადო წმიდა ნება შენი და აკურთხო წარსლვად საზღვართა როსტოვისათა, და რაჟამს მიიღო თხოვილი, წარიტანა ხატი შენი და წარვიდა გზასა თვისსა, აღსავსე სიხარულითა და მგალობელი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 2

 

გულისხმა-ყვეს ყოველთა საკვირველი მსვლელობა შენი, დედუფალო ზეცათაო, ქალაქით კიევით მიწა-წყალად როსტოვისად, რამეთუ სნეულნი განიკურნებოდენ და სხვანიცა ნიშნი და სასწაულნი აღესრულებოდენ ყოველთა ზედა, სარწმუნოებით მომლტოლვარეთა ხატისა მიმართ შენისა. ამისთვის გიგალობდენ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, რამეთუ სასწაულებითა და ნიშებითა გამოაჩინებდი ხატისა შენისა მსვლელობასა;

გიხაროდენ, რამეთუ მრავალთა უძლურთა განჰკურნებდი;

გიხაროდენ, რამეთუ სულთქმათა და ვედრებათა ჩვენთა არა უგულვებელს-ჰყოფდი;

გიხაროდენ, უღირსთა ლოცვათა ჩვენთა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, დედობრივთა უხვებათა და მოწყალებათა შენთა ჩვენ ზედა გარდამომფენელო;

გიხაროდენ, ხატითა შენითა ჩვენო კეთილისმყოფელო;

გიხაროდენ, განსაცდელთა და გარემოცვათა შინა მყოფთათვის მსწრაფლ შეწევნისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, სასოწარკვეთილთა ყოველთა კვალად სასოებად მომაქცეველო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

 

კონდაკი 3

 

ძალითა შენითა გარე-მოზღუდული, კეთილმორწმუნე მთავარი ანდრია მიიწია საზღვართა ვლადიმირისათა და მუნ სცნა სახიერი ნებაი შენი, დედუფალო, რამეთუ ჩვენებასა შინა ღამისასა გამოეცხადე მას და უბრძანე არა-დატევებად ადგილისა მის და დაბრძანებად ხატისა შენისა მუნ, ქალაქსა ვლადიმირსა, რაითა ეგოს მაკურთხეველად ჩრდილოისა მის მხარისა ჩვენისა და მფარველად ერისა შენისა, მღაღადებელისა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 3

 

მაქუნდა რა მადლმოსილი საუნჯე ესე – ხატი შენი ვლადიმირისა, ძალითი ძალად წარემატებოდა მამული ჩვენი, რამეთუ გარემოცვათა და განსაცდელთა შინა არაოდეს დაგიტევებიეს ნათესავი ჩვენი, დედუფალო, და კეთილთა ჟამთა შინაცა ახლოსვე იყავ, და ყოვლად ძლიერითა მეოხ-მყოფელობითა შენითა იფარვიდი ერთგულსა ერსა შენსა, მგალობელსა შენდა ესრეთ:

გიხაროდენ, რისხვისა ღმრთისასა, სამართლად მოწევნადისა ჩვენ ზედა, შემაკავებელო;

გიხაროდენ, რომელი მოწყალებად მოსდრეკს უფალსა ჩვენ ცოდვილთა ზედა;

გიხაროდენ, რამეთუ შეისმენ. მდაბალთა ვედრებათა მონათა შენთასა;

გიხაროდენ, რამეთუ ისწრაფი მომადლებად ჩვენდა ნუგეშინის-ცემისა შენისა;

გიხაროდენ, რამეთუ ხატითა შენითა ყოველთაგან განსაცდელთა გვიფარავ ჩვენ;

გიხაროდენ, რამეთუ მითვე განაქარვებ მზაკუვარისა მტრისა მანქანებათა;

გიხაროდენ, ჟამსა მწუხარებისასა ერისა შენისა განმაძლიერებელო;

გიხაროდენ, მისთვის მშვიდისა და უშფოთველისა ცხოვრებისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 4

 

იჭვისა ზრახვათა ქარიშხალი ეწია კეთილმორწმუნესა მთავარსა მას ანდრიას, გარემოცულსა ოდესმე მტერთაგან ურიცხვთა; ხოლო შენ, ყოვლადქებულო, ნიშითა საკვირველითა ხატისაგან შენისა ძლევა დიდებული წინათ-აუწყე მას. ამისთვის განძლიერდა სარწმუნოებითა და კადნიერად მხმობელი სახელისა შენისა, უგალობდა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 4

 

ესმა რა მოჯანყეთა მოკვდინება კეთილმორწმუნისა მთავრისა ანდრიასი, მსწრაფლ იწყეს წარტაცებად და ძარცვად ქალაქისა მის ვლადიმირისა, გარნა ანაზდად იხილეს ხატი შენი საკვირველმოქმედი, ღვთისმშობელო, გამობრძანებული ფოლორცთა ზედა ქალაქისათა, ლმობიერ-იქმნენ გულითა და მუხლმოდრეკილნი შეინანდნენ ცოდვათა თვისთა. ხოლო კეთილმსახურნი მორწმუნენი, აღსავსენი სიხარულითა ესევითარისა მადლმოსილისა გამოცხადებისათვის ხატისაგან შენისა, მადლობისა გალობასა გიგალობდნენ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, შინაომთაგან და შფოთთა დაშოშმინებაო;

გიხაროდენ, გასასტიკებულთა გულთა ლმობიერ-ყოფაო;

გიხაროდენ, რომელი გზასა მართლისასა წარუმართებ წყმედულთა და გზააბნეულთა;

გიხაროდენ, რამეთუ საცთურთაგან ამაოთა გვიცავ ჩვენ;

გიხაროდენ, სულისა წარმწყმედელთა სენთა აღმხოცველო;

გიხაროდენ, სულისათვის მავნეთა სწავლებათა მამხილებელო;

გიხაროდენ, ცათა სასუფეველისა მიმართ გზისა უბრძოლველისა ჩვენდა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მშვიდობისა და სიხარულისა საუკუნოისა ჩვენდა მომმადლებელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 5

 

ღმრთივმოვლენილ ვარსკულავად გამოუჩნდა მამათა ჩვენთა ხატი შენი, დედუფალო, რომლისა ნათლისა წინამძღვრობითა მრავალგზის უძლევიეს მათ სამეფონი, დაუტევებიეს უძლურებანი, მიუქცევიეს სივლტოლად სპანი უცხოტომელთანი და შეუძინებიეს გზაი წარმატებისა და ზეციურისა ცხონებისაი. ამისთვის, ვითარცა თანამდებ არს, გადიდებს შენ სრულიად რუსეთისა მიწა-წყალი, მგალობელი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 5

 

იხილეს რა ოდესმე მკვიდრთა ვლადიმირისათა საკვირველსა მას ჩვენებასა შინა ქალაქი თვისი ამაღლებული ჰაერთა ზედა და ხატი შენი დადგრომილი უმაღლეს მისა, გამობრწყინვებული ვითარცა მზე, გულჩვილ-იქმნენ და გულისხმა-ყვეს, დედუფალო, რამეთუ საფარველი შენი არა განეშორების ქალაქისაგან მათისა, და ადიდებდნენ რა შენსა მოწყალესა განგებულებასა, აღსრულებადსა მათ ზედა მათ ზედა, გიგალობდნენ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, დედაო მოწყალებისაო;

გიხაროდენ, წყაროო, მრავალთა დიდთა საკვირველმოქმედებათა წარმომადინებელო;

გიხაროდენ, მხნეო და დაუძინარო დამცველო ჩვენო;

გიხაროდენ, მფარველო ქალაქისა ჩვენისაო;

გიხაროდენ, გონებისა ჩვენისა საუნჯეთა მიმართ ცათასა ზეაღმყვანებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა სიყვარულისა გულთა შინა მართალთასა დამნერგავო;

გიხაროდენ, მცირედმორწმუნეთა კეთილად შემაგონებელო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა გონებათა განმანათლებელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 6

 

მქადაგებელად გამოუთქმელთა სასწაულთათვის შენთა გამოგვიჩნდა, დედუფალო, სამღვდელმთავრო ტაძარი შენი ქალაქსა ვლადიმირს, შემკობილი წმიდითა ხატითა შენითა. რამეთუ მიტევებითა ღმრთისაითა ცეცხლმან მოსრა ოდესმე ყოველი კეთილ-შუენიერებაი ტაძრისა მის, ხოლო ხატი შენი წმიდა უვნებელად დაშთა, რაითა მხილველნი სასწაულისა ამის და განმცდელნი შენისა მუნმყოფობისა, სიხარულით უგალობდნენ მართალნი მორწმუნენი ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 6

 

კვალად გამობრწყინდა ნათელი ხატისა შენისა, ღვთისმშობელო, დღეთა შინა სასტიკისა მოხდომისა ბათო ყაენისასა, ოდეს უკეთურთა აგარიანთა ცეცხლსა მისცეს სამღვდელმთავრო ტაძარი შენი და მოაკუდინეს მღუდელთმთავარი ვლადიმირისა და მორწმუნე ერი, მლოცველი ტაძარსა შინა და ყოველივე მისცეს მოსპოლვად სრულად, გარნა წმიდა ხატი შენი კვალად უვნებელი გამოჩნდა და მხილველთა თვისთა აღძრავდა გალობად შენდა ესრეთ:

გიხაროდენ, მაყვალო შეუწველო;

გიხაროდენ, საუნჯეო წარუგებელო;

გიხაროდენ, მტკიცე ზღუდეო შეუმუსრავო;

გიხაროდენ, ყოველთა მსასოებელთა შენთა შესავედრებელო;

გიხაროდენ, ხატისა შენისა ცეცხლსაცა შორის უვნებელად შემკრძალავო;

გიხაროდენ, ნუგეშინის-მცემელად და მაცხოვნებელად ხატისა ამის ჩვენდა დამტევებელო;

გიხაროდენ, რამეთუ მარადის გვივი მცუელად და მფარველად ჩვენდა;

გიხაროდენ, რამეთუ ხარ კეთილმსახურთა ყოველთა სიხარული მოუკლებელი;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 7

 

ჰსუროდა რა დიდსა მთავარსა ვასილის შეძინებად მცველისა სარწმუნოისა სამეუფოისა ქალაქისათვის თვისისა, ჰბრძანა ხატისა შენისა მიყვანებად ვლადიმირით მოსკოვს. და გამოვიდოდნენ მიგებებად მისა მთავარი იგი და მღუდელთ-მთავარი მოსკოვისა ყოვლითურთ სამღუდელო-ითურთ დასით თვისით, დიდითა სიმრავლითა ერისაითა, და თაყვანს-სცემდენ მას, ვითარცა თავად შენ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, მოსრულო მათდა მომართ, და ესრეთ გხადოდენ შენ: „ჰოი, დედაო ღმრთისაო, იხსენ რუსეთის მიწა-წყალი!“ და ერთბამად უგალობდნენ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 7

 

ახალი ნიში აღასრულე, ყოვლადუბიწოო, დღესა მას დღესასწაულისა მიგებებისა ხატისა შენისასა მოსკოვს: მრისხანესა მას ხილვასა შინა, ვითარცა ყოვლადძლიერი დედუფალი, გარემოცული აღურაცხელითა სიმრავლითა მხედრობისა ზეცისაითა, მოსკოვისა მღუდელთ-მთავართა თანა ეჩვენე უკეთურსა მას ყაენსა აგარიანთასა და რუსეთის მიწა-წყალთა საზღვართაგან წარსლვაი უბრძანე. მაშინ ერთგულნი ერნი შენნი, ხედვიდენ რა სირცხვილეულ-ყოფასა და სივლტოლასა მტერისასა, სიხარულით გიგალობდნენ შენ:

გიხაროდენ, ძლევაო უძლეველო;

გიხაროდენ, დედუფალო ზეციურთა ძალთაო;

გიხაროდენ, მტერისა მრისხანისა საკვირველო სირცხვილეულ-ყოფაო;

გიხაროდენ, მონათა შენთა მოულოდნელო სიხარულო;

გიხაროდენ, სასოებაო ყოველთა სასოწარკვეთილთაო;

გიხაროდენ, ხსნაო ჯოჯოხეთისა ფსკერსა შინა შთასრულთავის;

გიხაროდენ, მოსლვითა ხატისა შენისაითა მოსკოვისა მხიარულ-მყოფელო;

გიხაროდენ, საფარველითა შენითა ვლადიმირისა ქალაქისაცა არა დამტევებელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 8

 

საკვირველსა ძლევასა ყოვლადძლიერითა შეწევნითა შენითა, დედუფალო, უბრძოლველად აღსრულებულსა, დღესამომდე ნათლად განადიდებს მართლმადიდებელი ეკლესია; მიგებებასა წმიდისა ხატისა შენისა ვლადიმირისასა დღესასწაულობს და ყოველთა ერთგულთა შვილთა თვისთა მოუწოდს მადლობისა აღსაარებად წყალობათა შენთათვის, ხოლო ძისა მიმართ შენისა და ღმრთისა ჩვენისა გალობად: ალილუია.

 

 

იკოსი 8

 

ყოვლად კურთხეულ ხარ შენ ღმრთისა მიერ, ყოვლადუბიწოო, და მომადლებულ იქმენ მის მიერ ჩვენ, ყოველთათვის, ვითარცა დედა მისი, განმზადებულ-მყოფი შესავედრებელად და საფარველად ტფილად ჩვენთვის. შეწევნითა შენითა მცირეთა და უცნობელთა მიწა-წყალთაგან განიდიდა შენგან კურთხეული ქალაქი მოსკოვი, კეთილპატიოსნად თაყვანის-მცემელი ხატისა შენისა; რამეთუ ყოველნი ნათესავნი რუსთანი ერთობით შემოჰკრიბნა ქალაქმან ამან და განავრცო სამთავრო თვისი ენათა ზედა მეზობელთა ზღვიდან ვიდრე ზღვადმდე და თვით კიდედმდე ქვეყანისა და ყოველთათვის ჰქადაგა სარწმუნოებაი ქრისტესი, ხოლო შენ გიღაღადებდა გიხაროდენსა ესრეთ:

გიხაროდენ, მიწა-წყალისა ჩვენისა დამცველო ზღუდეო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ჩვენისა დამტკიცებაო;

გიხაროდენ, მლოცველთა ჩვენთა სიქადულო;

გიხაროდენ, მონა-მხევალთა შენთა ხსნაო;

გიხაროდენ, მტერთათვის ჩვენთა თავზარისა დაცემაო;

გიხაროდენ, მოხდომილთა ლაშქართა უცხოტომთასა შორს მაოტებელო;

გიხაროდენ, რამეთუ მართლმადიდებელი რუსეთი მტკიცედ დგას შენ მიერ;

გიხაროდენ, რამეთუ ნათესავი ქრისტეანეთაი შენით ქებულ არს;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 9

 

ყოველი ბუნება ანგელოსთაი გაქებს შენ, ღვთისმშობელო, მდგომელსა წინაშე საყდრისა ძისა შენისასა და მლოცველსა ქვეყანისათვის ჩვენისა და ყოველთა ქრისტეანეთათვის. ხოლო ჩვენ, ერი შენნი, გულისხმა-ვჰყოფთ რა ძალსა ლოცვათა შენთასა, სიყვარულით მოვეახლებით საკვირველმოქმედსა ხატსა შენსა და გულსმოდგინედ ვუღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 9

 

სოფლისა ამის მჭევრმეტყველთა ხელოვნება ვერ შემძლებელ არს ღირსად შესხმად ქებისა შენდა, ყოვლადწმიდაო და ყოვლადუბიწოო, და აღრაცხვად ურიცხვთა მათ სასწაულთა ხატისაგან შენისა, რამეთუ მით მართლმადიდებელი ეკლესიაი ჩვენი განიდიდების, ქალაქნი ჩვენნი დაემტკიცებიან და ყოველნი ქრისტეანენი მათ შინა ღმრთისა მიერ განიხარებენ. ამისთვის, ჩვენდამო უსაზღვრო სიყვარულისა შენისა და ყოველთა მოწყალებათა შენთათვის, შეიწყნარე ჩვენგან ქებისა შესხმა და გალობაი ესრეთ:

გიხაროდენ, დასითა წმიდათაითა, ქვეყანასა შინა ჩვენსა გამობრწყინვებულთა, გარემოცვულო და განდიდებულო;

გიხაროდენ, ლოცვათა მეოხმყოფელთა ჩვენთა, დიდთა საკვირველმოქმედთა რუსეთისათა, შემწყნარებელო;

გიხაროდენ, მეოხ-მყოფელობითა შენითა ჩვენთვის ღმრთისა დამწყალობნებელო;

გიხაროდენ, პატიოსნითა საფარველითა შენითა ჩვენო მარადის მაჩრდილობელო;

გიხაროდენ, ქვეყანისა ჩვენისა ყოვლადდიდებულო დამცველო;

გიხაროდენ, მომწოდებელთა შენთა მალიად შემწეო;

გიხაროდენ, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მადლმოსილო განმტკიცებაო;

გიხაროდენ, მონანულთა ცოდვილთა შეუეჭვებელო ხსნაო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 10

 

ხსნასა ვეძიებთ და შენ შემოგივრდებით, მოწყალეო დედაო, რამეთუ მოახლებულნი აწ საკვირველმოქმედსა ხატსა შენსა, სიყვარულით მოვიხსენებთ ყოველთა მოწყალებათა შენთა, რომელნი მამათა ჩვენთა გამოუვლინე, რაითა არა ამაოდ გვექმნას, დედუფალო, სასოებაიცა ჩვენი შენდა მომართი; გარნა უძლურებისა ჩვენისა მომართ მოწყალე-იქმენ და გვიხსენ ჩვენ, მღაღადებელნი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 10

 

ზღუდე ხარ და ხელის-ამპყრობელი ყოველთა სარწმუნოებით მომლტოლვარეთა შენდა მომართ, ყოვლადნეტარო ქალწულო, რამეთუ მარადის წყალობათა შენთა გამოუვლენდი ნათესავსა ქრისტეანეთასა და მამათა ჩვენთა მრავალგზის და მრავალსახედ კეთილს-უყოფდი, მოხდომისაგან უცხოტომელთასა და ყოველთა ჭირთა და განსაცდელთა-გან იხსნიდი. აწცა ნუ მოგვაკლებ ჩვენ შეწევნასა შენსა, დდედუფალო, დააცხრვე აღდგომილნი ჩვენ ზედა სასტიკი მოწევნანი ცოდვისანი და განგვიფანტე ღრუბელი განსაცდელთა და საცთურთაი, რამეთუ შენდა ჩვეულ ვართ გალობად ესრეთ:

გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, დედობრივისა სიყვარულისა შენისა ჩვენ ცოდვილთა ზედა გარდამომფენელო;

გიხაროდენ, ძალითა შენითა უძლურებისა ჩვენისა სრულ-მქმნელო;

გიხაროდენ, რამეთუ გვმოძღური ჩვენ გულისხმის-ყოფად მოწყალებათა ღმრთისათა;

გიხაროდენ, რამეთუ ჩვენცა განმაღვიძებ საქმეთათვის გულ-მოწყალებისათა;

გიხაროდენ, შიშისა ღმრთისასა გულთა შინა მართალთასა შთამნერგავო;

გიხაროდენ, ცოდვილთა სინანულად მომწოდებელო;

გიხაროდენ, უდებობისა ჩვენისა მომართ სულგრძელო და მრავალმოთმინეო;

გიხაროდენ, ძილისაგან მცონარებისა ჩვენო აღმადგინებელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 11

 

შესხმისა გალობად ისწრაფა ერმან მან მოსკოვისამან, ოდეს ხსნაი შენგან ჰპოვა, დედუფალო, რამეთუ ზეგარდამო გამოუჩნდი მას შემოსილი სხივმფინარითა სამოსელითა და ტაძარი შენი და ქალაქი ესე საფარველითა შენითა დაიცევ ცეცხლისაგან და მოოხრებისა. აწცა მარადის განუშორებელად იყავ, ყოვლადძლიერო, ადგილისაგანცა ამის და მოგვმადლე, რაითა ვიხილოთ ხსნაი შენგან და სიხარულით ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 11

 

ნათელი სიხარულისა გამოგვიბრწყინდა ჩვენ, დედუფალო, დღეთაცა ამათ შინა, ოდეს განგებულებითა ღმრთისაითა კვალად იქმნა ძუელი იგი შუენიერებაი ეკლესიისაი, ოდეს წმიდამან კრებამან პატრიარქი დაუდგინა ქალაქსა მოსკოვს, ხოლო სრულიად ქვეყანასა ჩვენსა – მწყემსი და მლოცველი ერთი. ხოლო შენ, ყოვლადწმიდაო, წმიდისაგან ხატისა. შენისა ვლადიმირისა პირველმღვდელმთავრობისა ხვედრი მოჰმადლე რჩეულსა მას შენსა, რაითა გამბნეულნი ცხოვარნი სიტყვიერისა სამწყსოისა შენისანი კვალად ერთად შემოჰკრიბნეს ეკლესიასა შინა რუსეთისასა. ამისთვის ესრეთ გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, მგლოვარეთა სიხარულო;

გიხაროდენ, მღელვარე-ყოფილთა შესავედრებელო;

გიხაროდენ, განსაცდელთა შინა ჩვენო არა-დამტევებელო;

გიხაროდენ, შეურაცხებასა შინა ჩვენსა იმედისა ჩვენდა გამომაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, მორჩილთა და მდაბალთა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, დამცრობილთა და დამდაბლებულთა ამაღლებაო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ჩვენისა სიქადულო;

გიხაროდენ, ერისა შენისა მხიარულებაო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 12

 

მადლსა შენსა ნუ წარგვიღებ ჩვენგან, წყაროო მოწყალებათაო, და ვითარცა დღეთა მათ შინა ავბედობისასა შეისმინე ვედრებაი მღუდელთ-მთავართა ჩვენთა იობისა და ერმოგენისაი და ყოვლისა მოოხრებისაგან იხსენ სრულიად რუსეთის მიწა-წყალი, ხოლო მართლმადიდებელი სარწმუნოება მას შინა მოსპოლვისაგან დაიცევ, რაითა ხსნილნი შენ მიერ სიხარულით ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 12

 

ვუგალობთ რა აღურაცხელთა მოწყალებათა შენთა, ძველთაგანვე მომადლებულთა ნათესავისა ჩვენისათვის და აქამომდეცა არა მოკლებადსა ჩვენგან, გაქებთ შენ, ყოვლადწმიდაო, ვითარცა დაუძინარსა მფარველსა და ხელის-აღმპყრობელსა ჩვენსა და დედობრივისა სიყვარულისა შენისა გარდამომფენელსა სამწყსოსა ზედა ძისა შენისასა, გარნა ვითარცა ვართ მონანი უდებნი, ესრეთ კადნიერად გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, რამეთუ შეიყუარე მართლმადიდებელი რუსეთი;

გიხაროდენ, ქრისტეს ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მას შინა დამამკვიდრებელო;

გიხაროდენ, მამათა ჩვენთა კეთილმსახურებასა შინა კეთილად შემკრძალავო;

გიხაროდენ, ჩვენისაცა უძლურებისა არა მომძაგებელო;

გიხაროდენ, სიმტკიცეო ჩვენო შეურყეველო;

გიხაროდენ, სასოებაო ჩვენო ურცხვენელო;

გიხაროდენ, ჩვენთვის მგზნებარედ მლოცველო;

გიხაროდენ, ხელის-ამპყრობელო ჩვენო გულსმოდგინეო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 13

 

ჰოი, ყოვლადქებულო დედაო, ხელის-ამპყრობელო ჩვენო ყოვლადწმიდაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, შენმიერითა ჩვეულითა მოწყალებითა შეიწყნარე მცირე ვედრება ჩვენი, და ვითარცა ძუელთა ჟამთა მათ შინა, აწცა შეიწყალე მიწა-წყალი ესე ჩვენი და ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა გვიხსენ მონანი შენნი, რომელნი მარადის ვუღაღადებთ ღმერთსა შენ მიერ: ალილუია.

 

ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1

 

 

იკოსი 1

 

ძალნი ანგელოსთანი ცათა შინა დაუდუმებლად გიგალობენ შენ, ყოვლად პატიოსანო, ხედვენ რაი დიდებასა შენსა ყოვლად ღმრთაებრივსა, რომლითაცა ძემან შენმან გადიდა შენ; გარნა ჩვენცა, ქუეყანისაგანნი ესე, არა დაგვიტევე შენ, რამეთუ, ვითარცა სხივი რამ უცხო და საკვირველი, მოგვიძღვანე ჩვენ ხატი შენი პირველ დაწერილი წმიდისა მიერ ლუკაისა, რომლისაცა მიმართ სთქუ: „მადლი ჩემი და ძალი იყავნ ხატისა ამის თანა!“. ამისთვის ჩვენცა, ყოველნი ერთგულნი მონანი შენნი, ყოველთა დღეთა შინა და ყოველთა ადგილთა ზედა ვხედევთ რაი აღსრულებასა სიტყვათა შენთა, დედუფალო, კურნებაშემოსილსა ხატსა შენსა მოვეახლებით, ვითარცა თავად შენ, მყოფსა ჩვენ თანა, და სიხარულით გიღაღადებთ ესრეთ:

გიხაროდენ, დედუფალო ანგელოსთაო;

გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა ხელმწიფებაო;

გიხაროდენ, ცათა შინა მარადის განდიდებულო;

გიხაროდენ, ქვეყანასაცა ზედა დიდებაშემოსილო;

გიხაროდენ, მადლისა შენისა ხატისათვის ამისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, კაცთა ცხოვნებისათვის ხატისა მის დამადგინებელო;

გიხაროდენ, საღმრთოთა სიკეთეთა მსწრაფლ მომცემელო;

გიხაროდენ, ვედრებათა ჩვენთა გულსმოდგინეო შემსმენელო;

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

კონდაკი 1

 

ზესთამბრძოლსა მოღუაწესა, ხელის-აღმპყრობელსა ჩვენსა, მჭურეტელნი პირველ დაწერილისა ხატისა შენისა, ქებისა გალობასა აღმოგივლენთ შენ, დედაო ღვთისაო. ხოლო შენ, ვითარცა გაქვს ხელმწიფება და ძლიერება უბრძოლველი, დაგვიცევ და გვაცხოვნენ ჩვენ, რომელნი მადლობით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო, ხატისა მიერ შენისა წყალობათა ჩვენდა წარმომადინებელო.

 

 

ლოცვა წმიდისა ხატისა მიმართ ღვთისმშობელისა, ვლადიმირისად წოდებულისა

 

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ღვთისმშობელო, ხელმწიფაო ზეცათაო, ყოვლადძლიერო მფარველო და ურცხვენელო სასოებაო ჩვენო! მადლიერნი შენი ყოველთა დიდთა კეთილის-მოქმედებათათვის შენთა, რომელნი ნათესავითი ნათესავად უყოფდი ქრისტეანეთა, წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა გვედრით შენ: დაიცევ ქალაქი და ქვეყანა ესე (წმიდა სავანე და ტაძარი ესე) და წინამდგომარენი მორწმუნენი ერნი ესე და ყოველი ქვეყანა ჩვენი სიყმილისაგან, სრვისაგან, წარწყმედისაგან, მიწის-ძრვისაგან, წყალთა-რღუნისაგან, ცეცხლისაგან, მახვილისაგან, უცხოტომელთა მოხდომისაგან და შინა-ომთაგან! დაიცევ და აცხოვნე დიდი მეუფე ჩვენი, უწიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია II, მოსაყდრე მისი, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუისი შიო, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზონო - წესნი ეკლესიისა ჩვენისანი, განატფე გულნი მათნი საღმრთოითა მოშურნეობითა და განამტკიცე თითოეული, რაითა ღირსებით ვიდოდენ წოდებასა შინა თვისსა. აცხოვნე, დედუფალო, და შეიწყალე ყოველნი მონა-მხევალნი შენნი და მოჰმადლე მათ უბიწოდ სლვაი ქვეყნიერსა ამას გზასა ზედა. განგვამტკიცე ჩვენ სარწმუნოებასა შინა ქრისტეისსა და გულსმოდგინებასა ზედა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის! შთაგვინერგე გულთა შინა ჩვენთა სული ღვთისმოშიშებისა, სული კეთილმსახურებისა, სული სიმდაბლისა და მორჩილებისა; მოგვანიჭე ჩვენ მოთმინება განსაცდელთა და ჭირთა შინა, თავშეკავება კეთილდღეობათა შორის, სიყვარული მოყვასთადმი, ყოვლისმიმტევებლობა მტერთა მიმართ, წარმატებულობა კეთილთა საქმეთა შორის. გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა, გულქვაობისაგან უგრძნობელობისა, ხოლო საშინელსა მას დღესა სამსჯავროისასა ღირს-გვყავ ჩვენ მეოხ-მყოფელობითა შენითა დადგინებად მარჯვენით ძისა შენისა, ქრისტე ღმრთისა ჩვენისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

კონდაკი, ხმა გ


ზესთამბრძოლსა მოღუაწესა ძლევამოსილსა, ვითარცა მხსნელსა ბოროტისაგან მოვლინებითა პატიოსნისა ხატისა შენისაითა, ღმრთისმშობელო დედუფალო, ნათლად აღგისრულებთ დღესასწაულსა მიგებებისა შენისასა და ჩვეულებისამებრ გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

დიდებისმეტყველებაი


გაქებთ და გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და თაყვანის-ვსცემთ წმიდასა საკვირველმოქმედსა ხატსა შენსა, რომლითაცა წარმოადინებ აღურაცხელთა კურნებათა ყოველთათვის, რომელნი სარწმუნოებით მოგელტვიან შენ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.