მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

 

  ღუაწლსა შინა მჴნესა მეფესა და მჴედარსა დიდ-სახელსა, რჩეულსა ქრისტჱსსა, დიდებულსა ვახტანგს გორგასლანსა, ახოვანსა და უძლეველსა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და შეგასხამთ სამადლობელსა გალობასა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ, შეწევნითა შენითა განგვკურნენ, ღირსო, და გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი გუასწავე მგალობელთა შენთა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

იკოსი 1

 

  გერწმუნა რაჲ საყდარი ფარნავაზისი და სკიპტრაჲ მირიანისი, მეფობდი კეთილ-გონიერად და აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ, გარნა აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ერი შენი, წმიდაჲ და საზეპუროჲ, გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო შენ დააცხრვე განსაცდელთა ღელვაჲ განძჳნებული და დაგვიცევ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, რაჲთა მართლითა სარწმუნოებითა აღმსთობილნი ღირს-ვიქმნეთ შეწირვად გალობისა:

 

  გიხაროდენ, სიჩჩოჲთ შენით წმიდითა წერილითა აღორძინებულო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წიგნთა მიერ განსწავლულო;

 

  გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და სულიერითა სიბრძნითა აღვსილო;

 

  გიხაროდენ, სამშობლოჲსა ქუეყანისა სიყურულითა აღგზებულო;

 

  გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრითა სიმჴნითა აღჭურვილო;

 

  გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოზღუდვილო;

 

  გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოჲთა ზეთითა ცხებულო;

 

  გიხაროდენ, უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲთა და კაცობრივითა ფილოსოფოსობითა უაღრეს რიტორთაჲსა განბრძნობილო;

 

  გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და გულის სიტყჳთა განათლებულო;

 

  გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფეთა წინამძღურად და მამად წოდებულო;

 

  გიხაროდენ, მეფობისა და ღირს-მოწამეობისა მრჩობლ-გჳრგჳნითა განშუენებულო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 2

 

  გერწმუნა რაჲ საყდარი მამა-პაპათაჲ, დაღათუ იყავ ასაკითა უსრული, უმაგალითო სიმჴნჱ აჩუენე და თჳთ წარუძეღ ლაშქარსა წინამბრძოლსა, გარნა არა ძალითა თჳსითა იქადოდი, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა დავით გოლიათს, ეგრეთვე შენცა მძლე ექმენ სხუათა უმეტეს ბუმბერაზთა, ოვსთა - თარხანსა და ბაყათარსა, შემდგომ აღუზახე სპათა თჳსთა და ბრძოლათა შინა უსასტიკესთა სძლე რაჲ ოვსთა და ხაზართა, მათ მიერ წარტყუენილი დაჲ შენი გამოიჴსენ და დიდებაჲ მიეც სამებასა წმიდასა: ალილუია.

 

იკოსი 2

 

  იყავ რაჲ ქმარი შაჰის ასულისაჲ და დისწული რანის ერისთავისა ვარაზ-ბაკურისაჲ, მათ თანა წარხუედ ბრძოლად ბერძენთა ზედა, რამეთუ სიმამაცითა ფრიადითა ეძიებდი მათ მიერ წარტყუენილსა ეგრისსა და აფხაზეთსა, გარნა უბრძანე რაჲ სპასა შენსა არცაღა შეხებად ეკლესიათა და ყოველთა მსახურთა მისთა, ძილსა შორის ჩუენებასა წარმოგიდგა მოციქულთასწორი ნინო კაბადოკიელი, განმანათლებელი ქართველთაჲ და გაუწყა, რაჲთა არა ბრძოდე მართლმორწმუნეთა, ხოლო შენ, ბრძენო, ზეგარდამო შეგონებაჲ შეიწყნარენ, და შუამდგომელობითა პეტრე მღდლისა და სამოელ ბერისაჲთა მშჳდობაჲ ბერძენთა ზედა აღადგინე, ამისთჳსცა გაქებთ და დიდებისგმეტყუელებთ შენ:

 

  გიხაროდენ, ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;

 

  გიხაროდენ, ჯუარისა ქრისტჱსისა ბეჭთა შენთა ზედა მტჳრთველო;

 

  გიხაროდენ, მჴარითა თჳსითა შეჭურვილისა ცხენისა მცხეთიდან არმაზს აღმყუანებელო;

 

  გიხაროდენ, შუენიერო ხატითაო და ძლიერო ძალითაო, ქვეითად ირმისა მიმწევნელო;

 

  გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;

 

  გიხაროდენ, მჴედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელო;

 

  გიხაროდენ, ბოროტისა განმზრახველთა და ქუეყანისა მაოხართა ზარდამცემო;

 

  გიხაროდენ, გმირო იალბუზისაო, გოლიათო, მთისა კავკასიონისა მომდრეკელო;

 

  გიხაროდენ, ახოვანო და უძლეველო, დარიალანისა კარისა დამხშველო;

 

  გიხაროდენ, ოვსთა და ხაზართა ქედმაღლობისა და კადნიერებისა დამამდაბლებელო;

 

  გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა მტერისა აღლესულისა მახჳლისა დამლეწველო;

 

  გიხაროდენ, განლაღებულთა მათ ბარბაროზთა ღონისა შემმუსრველო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 3

 

  ისწრაფდი რაჲ აღმოფხურისათჳს დათესილისა ღუარძლისა სამეფოსა შენსა, ჭაბუკმან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან, შეჰკრიბნე ყოვლად-სანატრელი კრებული ღმრთისმსახურთაჲ და მაზდაენთა საკერპენი დაამხუე მცხეთას, ხოლო ყოველნი ბოროტად მადიდებელნი, ვითარცა მგელნი განიოტენ და სამწყსოჲ შენი განუხრწნელად დაიცევ, ეგრეთვე აწ დაშრიტე აღძრვაჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი, და ერსა ჩუენსა მშჳდობაჲ მოჰმადლე, რაჲთა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა, და დაუცხრომელად უფალსა უგალობდეთ: ალილუია.

 

იკოსი 3

 

  ესმათ რაჲ უსჯულოთა მათ ნათესავთა შენთა, რამეთუ ცეცხლ-მსახურნი განასხნე, განძჳნდეს შენზედა ამპარტავნებითა, და ურიცხვითა მჴედრობითა აღილაშქრეს და ენებათ დამორჩილებაჲ ქართველთაჲ, გარნა შენ, სცან რაჲ უკეთური განზრახვაჲ მათი, არა შეძრწუნდი შიშისაგან სპარსთაჲსა, არამედ განამამაცე გუნდი ლომებრთა ვაჟკაცთაჲ, და მორტყმული საჭურველითა და განმჴნობილი ბრძოლად ოთხ თუემდე ბრძოდი უსჯულოთა, ეგრეთვე აწ ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსენ, წმიდაო, და დაგვიფარენ ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალსაფრჴეთაგან, რაჲთა მადლობითა შეგითხზნათ საცნაური გალობაჲ და შევსწირნეთ შენდა:

 

  გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად ეშმაკთა საზორველისა დამამჴობელო;

 

  გიხაროდენ, საკერპოთა ველურობისა კადნიერად დამჴსნელო;

 

  გიხაროდენ, დაჴსნილებისა წყუდიადისა განმჴდელო;

 

  გიხაროდენ, ცრუ-შჯულისდების მოძღუართა განმდევნელო;

 

  გიხაროდენ, ცეცხლთაყუანისმცემელთა მაზდეანთა მარცხვენელო;

 

  გიხაროდენ, თჳსტომთა შენთა შორის წარმართობისა წყუდიადისა განმაბნეველო;

 

  გიხაროდენ, მოგვთა გრძნებისა და მცბიერებისა დამარღვეველო და სიცბილისა მათისა ძლევით მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა შჯულისა მჴნედ განმბასრველო;

 

  გიხაროდენ, უშჯულოებისა სიმყრალისა განმწმედელო;

 

  გიხაროდენ, ტყვეობისაგან და მძლავრთა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომჴსნელო;

 

  გიხაროდენ, ერისა შენისა მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 4

 

  ჰყავ რაჲ სპარსთა მიმართ ბრძოლაჲ დიდებული, ალმასისა ჴრმლითა სასტიკად სრვიდი სპასა მათსა, ვითარცა ლომი კანჯართა და სძლიე სასოებითა ჯუარცმულისაჲთა, ხოლო იგინი უყიოდენ ურთიერთას: „დურ აზ გორგ-ასლან“, რომელ არს: „ეკრძალეთ თავსა მგლისასა“, რამეთუ სახოვნებაჲ მგელ-ლომისაჲ გაქუნდა მუზარადსა ზედა ოქროვანსა, და მიერითგან, სახელ გედვა შენ, მეფეთა შორის უძლეველო, - გორგასლან, ხოლო „ვახტანგიან-გორგასლიანი“ ეწოდა დროშასა ქართლოსიანთასა, ამისთჳს სიხარულითა აღვივსებით და საღმრთოსა ამას გალობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 4

 

  ჟამსა წყობისასა და ჟამსა ომისასა, შეიპყრეს სპარსთა აღმზრდელი ცოლისა შენისაჲ, თჳსტომი მათი რაჟდენ, რომელმან მრავალნი სპარსნი გოლიათნი ბრძოლასა შინა მოკლა, და უბრძანეს სარწმუნოებისა დატევებაჲ, გარნა მან კარი მარტჳლობისაჲ განაღო უშიშად და გზა უყო სრბად შემდგომთა მოწამეთა, ხოლო შენ მოიძიე პატიოსანი გუამი მისი ფარულად დაფლული მღდლისა მიერ წრომსა, და ლიტანიობითა და გალობითა დაკრძალე შენ მიერ აღშენებულსა, საეპისკოპოსოსა ეკლესიასა ნიქოზსა, რაჲთა მარადის მაქებელ ვიყვნეთ პირველმოწამეთა შორის დიდებულისა რაჟდენისა და ვნატრიდეთ სიმჴნეთა შენთა:

 

  გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;

 

  გიხაროდენ, სპარსთა აღჳრ-მსხმელო და მართლ-უკუნ-მქცეველო;

 

  გიხაროდენ, სასოებითა მტკიცითა წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;

 

  გიხაროდენ, ქრისტჱს ჯუარისა მგმობართა დამცემელო;

 

  გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა და ბოროტისა კეთილად დამდებთა მარცხვენელო;

 

  გიხაროდენ, მხოლოო მართლმორწმუნეთა სპათა მარადის თანამბრძოლო და მფარველო;

 

  გიხაროდენ, მართლმსაჯულო უღონოთაო და ქურივთა და ობოლთა ჴელის-აღმპყრობელო;

 

  გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და შიშველთა შემმოსელო;

 

  გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;

 

  გიხაროდენ, თარგამოსიანთა ნათესავისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;

 

  გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობის სიყუარულითა და მშჳდობით შემცვალებელო;

 

  გიხაროდენ, მტერთა და მბრძოლთა შენთა მოყუარედ მომაქცეველო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 5

 

  მეფობდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისაჲთა და ერი შენი, წმიდაჲ და სამეუფოჲ, უშიშად დაიცევ, ხოლო კლარჯეთი და აფხაზეთი შემოუმტკიცე კუალად ქუეყანასა შენსა და საზღუარნი იბერიისანი განავრცენ, არამედ აწ მოიწია ჩუენ ზედა მწუხარებაჲ ძლიერი და ფრიად შეძრწუნებულ ვართ და გვეშინის, რამეთუ გვერივნეს მტერნი ცოდვათა ჩუენთათჳს და მიგვტაცეს ძირ-ძუელნი მხარენი, ხოლო შენ შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და ურთიერთმტერობისაგან გჳჴსენ მართლმორწმუნენი ერნი, რაჲთა არა ვიქმნეთ საცინელ უღმრთოთა და წარმართთა და უსჯულოებისადმი არა მივიდრიკოთ სარწმუნოებითა ღმრთისა მაქებელნი: ალილუია.

 

 

იკოსი 5

 

  ეჰა, ყოვლად გამოუთქუმელსა მას შენსა ტრფიალებასა ქრისტჱს მიმართ, მეფეთა და მოღუაწეთა შუენიერებაო ვახტანგ, რამეთუ გული გითქმიდა თაყუანისცემად ყოველთა წმიდათა ადგილთა, რომელსა დადგეს ფერჴნი უფლისანი, და მიიწიე რაჲ წმიდასა გოლგოთასა და დედასა ეკლესიათასა, სიონსა, საფასჱ დიდძალი მიეც ეკლესიათა და გლახაკთა, ხოლო მოვლე რაჲ მონასტერნი უდაბნოჲსანი, და მკჳდრნი იორდანისანი, მრავალი ნუგეშინისცემაჲ მიჰმადლე მათ, ეგრეთვე აწ შეგვეწიე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დაიცევ, რაჲთა ვიხარებდეთ სულითა, წმიდაო, და ძალსა შენსა, ძლიერსა, ვაქებდეთ:

 

  გიხაროდენ, ერისა შენისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲთა ძალითა ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო და მტერთა ძჳრის-ზრახვისა განმდევნელო;

 

  გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;

 

  გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა საჴუმილისა დამშრეტელო;

 

  გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;

 

  გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლათა დამამჴობელო და რისხჳსა საღმრთოჲსა დამაყენებელო;

 

  გიხაროდენ, მდაბალთა აღმამაღლებელო და ამპარტავანთა დამამდაბლებელო;

 

  გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახვრელო;

 

  გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა ეშმაკისაჲთა დამჴსნელო;

 

  გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომჴსნელო;

 

  გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 6

 

  ჭეშმარიტად საკჳრველ-არს მადლთა და წყალობათა შენთა სიმაღლეჱ, მეფეთა შორის დიდო ვახტანგ გორგასლანო, რამეთუ სურვილი წმიდისა მეფისა მირიანისი ჯეროვნად აღასრულე, და იერუსალჱმსა შინა მონასტერი ჯუარისაჲ ღმრთივბრწყინვალედ აღმართე, ხოლო მოხვედ რაჲ ქუეყანასა შენსა, აღაშენე საყდარნი და მონასტერნი დიდებულნი, და ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი განაახლე და შეამკევ, ეგრეთვე აწ მოიხილე ჩუენ ზედა, და საღმრთოჲთა მღჳძარებითა აღგვავსენ, რაჲთა ვსტიროდეთ სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა და ქრისტესა დაუცხრომელად ვაქებდეთ: ალილუია.

 

იკოსი 6

 

  მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულьმან მისწერე კეისარსა და გამოითხოვე პეტრე კათალიკოსად ქართლისა, რაჲთა თჳთ განაგებდეს ქართველთა სამოციქულოსა ეკლესიასა, და სამოელ ეპისკოპოსად დააადგინე მცხეთას სადიდებელად ღმრთისა, გარნა ესმა რაჲ ესე უპირატესსა მღდელმთავარსა მიქაელსა, დაივიწყა შიში ღმრთისაჲ და კრულ-გყო შენცა და ყოველი სპაჲ შენი აღზევებულმან ამპარტავნებითა, ხოლო შენ, დაღათუ უბრალოჲ იყავ, მეფეო ვახტანგ, მიხვედ მის თანა, რაჲთა-მცა სიმდაბლითა შეუვრდე ფერჴთა მთავარეპისკოპოზისაჲთა, არამედ მან მიამთხვია ფერჴი პირსა შენსა და შეგიმუსრა კბილი კადნიერად, მაშინ გამოუთქუმელი შეურაცხებაჲ დაითმინე საკჳრველად და ფიცხელი მღდელმთავარი კონსტანტინეპოლედ წარგზავნე განსასჯელად, ხოლო მუნ განიკითხეს უწყალოჲ იგი და მყის წარავლინეს მღჳძარეთა მონასტერსა, ამისთჳსცა ვაქებთ დიდ-ბუნებოვანსა კაცთმოყუარებასა შენსა, ნეტარო, და ღაღად-ვჰყოფთ სურვიელად:

 

  გიხაროდენ, დაცემულისა ქრისტეანულისა სულისა აღმაორძინებელო;

 

  გიხაროდენ, უღმრთოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ, ეკლესიისა თჳთმყოფადობისა და ძლიერებისა აღმადგინებელო;

 

  გიხაროდენ, მტერთაგან შეუვალთა და უბრძოლველთა გოდოლთა და ციხე-ქალაქთა აღმმართველო;

 

  გიხაროდენ, კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა ეკლესიათა და მონასტერთა აღმგებელო;

 

  გიხაროდენ, მონაზონთა ნუგეშო და სულთა მავნებელთა დამამდაბლებელო;

 

  გიხაროდენ, იერუსალჱმსა შინა თჳსტომთა შენთა დამამკჳდრებელო;

 

  გიხაროდენ, წმიდათა ადგილთა სიყუარულისა ქართველთა შორის დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, საეპისკოპოსოთა საყდართა განმამრავლებელო;

 

  გიხაროდენ, სამღდელოთა კეთილისმყოფელო და ეკლესიათა შემწირველო;

 

  გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 7

 

  მეფობაჲ შენი ღმრთივკურთხეული განადიდე საღმრთოჲთა მოქალაქობითა, და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ბრწყინვალედ განაშუენე ღუაწლითა შენითა, ამისთჳსცა განადიდა ღმერთმან ძლევანი და კეთილწარმართებანი შენნი და განამტკიცა კეთილდღეობაჲ ერისა შენისაჲ, ვითარცა თქმულ არს: ნეტარ არსო ერი სიბრძნისმოყუარისა მეფისაჲ, ხოლო უვნებელად დაცული ერი შენი, მადლიერი ღმრთისა მიმართ, ყოვლად მოწყალისა, გაქებდა და აღავლენდა საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.

 

იკოსი 7

 

  ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად შრომათა შენთა, რამეთუ არა სცემდი განსუენებასა თავსა თჳსსა და დააფუძნე ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და საძირკველად სულიერად დაუდე წმიდანი ეკლესიანი მსგავსად იერუსალჱმისა: გეთსემანიაჲ - კლდესა ზედა მეტეხისასა, წმიდისა ჯურისაჲ, ვითარცა გოლგოთაჲ, ბეთლემი - ნარიყალასა და სიონი - მარჯვენესა კბოდესა მდინარისა მტკურისასა, ამისთჳს აღმძრავს ჩუენ სიყუარული შენი, და გევედრებით, ღირსო, რაჲთა ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა:

 

  გიხაროდენ, ჯვრის შეურაცხისმყოფელთა განმბასრველო;

 

  გიხაროდენ, წარწყმედულთა გზათაგან ერისა შენისა განმარინებელო;

 

  გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო;

 

  გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;

 

  გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა მომაქცეველო;

 

  გიხაროდენ, სასტიკებისა და სივერაგისა მომძულებელო;

 

  გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;

 

  გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა შემრისხველო;

 

  გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტეანობისა განმრყვნელთა შემმუსრველო;

 

  გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;

 

  გიხაროდენ, მამულისა სჯულისა უარისმყოფელისა და ორგულისა ვარსქენ პიტიახშისა დამლახვრელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 8

 

  რაჟამს კავად-შაჰმა მოგიწოდა ბრძოლად ბერძენთა ზედა, არა ინებე შენ, ქრისტჱს მხედარო, ახოვანო, ქრისტეანეთა აღჴოცვაჲ და განემზადე წინააღმდგომად მისა, ეგრეთვე აწ იხილე ურიცხუთა მტერთა საფრჴენი განფენილად ბოროტად ნათესავსა ამას ჩუენსა ზედა და გჳჴსენ ურთიერთმძლავრებისა და შინაგანცემისაგან, რამეთუ განძლიერებაჲ ერისაჲ ითხოვს ერთობასა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი მარადის ვაქებდეთ დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.

 

იკოსი 8

 

  აუწყეს რაჲ ჰამბავი ესე მძლავრსა მას უსჯულოსა, გულისწყრომითა აღივსო ფრიად და ურიცხვითა მჴედრობითა მოიწია ქუეყანასა შენსა, რამეთუ ეწადა სიკუდილი შენი და წახდენაჲ იბერიისაჲ, არამედ უფალმან მოგცნა შეწევნაჲ და შემოიკრიბნე რაჲ მტკიცენი ერნი, ვითარცა ვეფხი სიმჴნითა, და ვითარცა ლომი ზახილითა, ეკუეთე განლაღებულთა მათ მაზდეანთა და აღუდგინე ძლევაჲ ქართველთა, ეგრეთვე აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსვლისაგან, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა:

 

  გიხაროდენ, სიქადულო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;

 

  გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;

 

  გიხაროდენ, კეთილად მომმუშაკებელო ღმრთისმსახურებისა ღუაწლისაო;

 

  გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს იბერიისაო;

 

  გიხაროდენ, მქადაგებელო ანდრია მოციქულისა მიერ დანერგულისა სჯულისაო;

 

  გიხაროდენ, განმამტკიცებელო ქალწულისა ნინოჲსა მიერ აღორძინებულისა სარწმუნოებისაო;

 

  გიხაროდენ, დამნერგველო ყოვლისა კეთილისა ზნეობისაო და ღმრთივ-სათნოჲსა ყოფა-ქცევისააო;

 

  გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, მახჳლო ორლესულო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, აღმადგინებელო დაცემულისა ერისაო;

 

  გიხაროდენ, პასუხისმიმგებელო მტერისაო და მოყუარისაო;

 

  გიხაროდენ, ხატო წინაპართა ჩუენთა ძლევამოსილებისაო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 9

 

  დათხევაჲ სისხლისაჲ უფროჲს საწადელ გიჩნდა, ტარიგო ქრისტჱსო, ვიდრეღა საყდარი მეფობისაჲ, და შენცა შეიმოსე მისთჳს გჳრგჳნი მოწამეობისაჲ, ჴელითა მონა-ყოფილისაგან შენისა, რომელმან ჟამსა ბრძოლისასა გცა ისარი ჯაჭვის პერანგისა განახევსა, ხოლო შენ, ვითარცა ლომი ლომთაჲ და გოლიათი გოლიათთაჲ, მკერდ-დაკოდილი კუალად ბრძოდი გორგასლურად, გარნა დამძიმდი რაჲ ფრიად წყლულებითა, ანდერძად ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა: სიყუარული და განუშორებლობაჲ ბერძენთაჲ, რაჲთამცა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა, ამისთჳს ვიხარებთ კრებული ესე მორწმუნეთაჲ და გალობასა შევსწირავთ ყოვლისა შემოქმედსა: ალილუია.

 

იკოსი 9

 

  რაჟამს აღესრულე უჯარმასა, ჵ, ყოვლად ტკბილო და საწადელო მეფეო ქართველთაო, მრავალ მოღუაწჱ გუამი შენი შემურეს გოდებითა და დიდითა პატივითა დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, ხოლო დაადეს რაჲ ბუმბერაზი ლოდი საფლავსა შენსა, მას ზედა აღმოკვეთეს „თორმეტბრჭალიანი“ ხატი შენი, ახოვანო, და მოღუაწებისა შენისა სიმჴნესა უთხრობდეს ყოველთა, და მიერითგან დასნი სამღდელოთანი და მორწმუნეთა გუნდნი სურვილითა შეუვრდების სამარხოსა შენსა, და სარწმუნოებითა ითხოვს შენგან შეწევნასა, ხოლო ჩუენ კურთხეულითა ენითა ქართულითა სახარულევანსა ძღუენსა შევსწირავთ შენდა:

 

  გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;

 

  გიხაროდენ, სულიერისა მღჳძარებისა ზარისა დამარისხებელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისა და მამულის სიყუარულისა დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმკვეთელო;

 

  გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა ბიწისა აღმჴოცელო;

 

  გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;

 

  გიხაროდენ, გრძნეულთა და მისანთა უგულისჴმოებისა და ბილწთა ზახებისა დამშრეტელო;

 

  გიხაროდენ, ერთგულთათჳს პატივისა მიმნიჭებელო და ორგულთა დამამდაბლებელო;

 

  გიხაროდენ, ძმათ-უყუარულთა და ანგარ-მომხვეჭელთა მამხილებელო და ძლიერად დამთრგუნველო;

 

  გიხაროდენ, სულისა შენისა პირველად ქრისტეჱსათჳს და მერმე მამულისათჳს დამდებელო;

 

  გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა შეერთებულო;

 

  გიხაროდენ, წარმავალისა მეფობისა წილ, ქრისტჱს მიერ წარუვალისა დიდებისა მომგებელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 10

 

  დააკლდეს რაჲ ღმრთივკურთხეულნი ივერიელნი და ყოველნი მკჳდრნი საქართველოჲსანი მამასა ძლიერსა და მჴნესა მეფესა, ახოვნად შეიწყნარეს და გულსმოდგინებითა აღასრულეს წესი ღმრთივსულიერი, რომელი დაუტევე ერსა შენსა, და უმჯობეს ირჩიეს სიკუდილი ქრისტჱსთჳს, უფროჲს ცხორებისა, გარნა ჩუენ დავივიწყეთ ანდერძი შენი და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა, ქრისტჱსგან განდგომილთა, არამედ შენ აღგვადგინნე დაცემულნი ესე ვნებათა მიერ და გჳჴსენ რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა ლოცვაჲ ჩუენი არა საყუედრელად შეგუერაცხოს და შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა: ალილუია.

 

იკოსი 10

 

  აჰა, წყაროჲ მადლისაჲ და ნიშთა სიმრავლისაჲ, დაუწყვედელი მდიდრად, სამარტჳლოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳსცა შეწევნისა შენისა მოქენეთა გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა და ელიაჲს ხალენისა, კუართისა საუფლოჲსა და სუეტისა ცხოველისა თანა, საფლავისა შენისა თაყუანისცემად, რაჲთა სიწმიდენი ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა:

 

  გიხაროდენ, ძლევაო და დიდებაო იბერიისაო;

 

  გიხაროდენ, შეურყეველო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;

 

  გიხაროდენ, ჴელმწიფეო და მჴედართმთავარო, უმუსრველო ძეგლო ვაჟკაცობისაო;

 

  გიხაროდენ, დიდხელოვანო მტერთა ძლევისაო;

 

  გიხაროდენ, გოდოლო შეუძრველო სიმჴნისაო და მაგალითო საღმრთოჲსა მჴედრობისაო;

 

  გიხაროდენ, ახოვანო, რჩეულო მჴედარო, აღმძრველო მამაცობისაო;

 

  გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო საღმრთოჲსა სარბიელისაო;

 

  გიხაროდენ, პატიოსანისა მის გჳრგჳნისა წილ დამდგმელო ზეცისა გჳრგჳნისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკჳდრებულო და მზრუნველო ცხოვნებისათჳს ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, საფარველითა მადლთა შენთაჲთა მცველო და მფარველო ტფილის-ქალაქისაო;

 

  გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის ახოვანო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 11

 

  მართალ იყავ და მოშიში ღმრთისაჲ, ჵ, საკჳრველ-მაღალო ჴელმწიფეო, და მადლი მისი დაადგრა შენ თანა, ვითარცა დავითს მამათ-მთავარსა, და ვითარცა რაჲ სოლომონს მოგცა სიბრძნჱ უზესთაესი, და შეუორგულებელითა მჴნეობითა განაგებდი ერსა და სამეფოსა თჳსსა კეთილად, ხოლო ბაძვად შენდა აღძრული ერი შენი ადიდებდა ქრისტესა, რომელმანცა მოსცა ეგევითარი მეფჱ და პატრონი, დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა, ამისთჳსცა შევნატრით ქართველთა ძუელსა დიდებასა და ძლიერებასა, და ვადიდებთ განმაძლიერებელსა თქუენსა: ალილუია.

 

იკოსი 11

 

  მღჳძარე მწყემსად გამოუჩნდი ერსა შენსა, და სიბრძნისა შენისა კუერთხითა და მჴურვალითა ზედა-მდგომელობითა წარმართე მცნებათა მიმართ საღმრთოთა, გარნა აწ მგელნი მტაცებელნი, სამწყსოთა გარე მოგვადგეს სიტყჳერსა ცხოვარსა შენსა განხრწნად, ხოლო შენ შეგვეწიე, ღირსო, და დაღათუ არა ვართ ღირს ცოდვათა ამათ ჩუენთათჳს, ევედრე მჴსნელსა ჩუენსა, მოგუცეს მწყემსი სარწმუნოჲ და მართალი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად სამწყსოთა თჳსთა, რაჲთა ღირსებითა და სიმართლითა იურვოდეს ერთა, მისდამი რწმუნებულთა და ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა აღგვაორძინებდეს შენდამი მგალობელთა:

 

  გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, განბნეულთა ცხოვართა შემკრებელო და ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმყუანებელო;

 

  გიხაროდენ, ფარნავაზისა ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო;

 

  გიხაროდენ, სიწმიდითა განკრძალულთა სამღდელოთა პატივისმცემელო და უდებთა მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, სამწყსოჲსა შენისა ღელვათაგან მრავალსახეთა განმარინებელო;

 

  გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;

 

  გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა შენთაჲთა შემდგომთა შენთა მეფეთა განმამჴნევებელო;

 

  გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-მტაცებელთა მღვდელმთავართა დამამჴობელო და განმთხეველო;

 

  გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაჲთა დამჴსნელო;

 

  გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

 

  გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთჳს ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;

 

  გიხაროდენ, ერისათჳს შენისა კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;

 

  გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს საჴსენებელო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 12

 

  ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რამეთუ ძუელნი მატიანენი ქართლისანი გვაუწყებენ, თუ ვითარ იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა და აღორძინებისათჳის ივერიისა, ხოლო აწ გჳოხე ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და წმიდათა არსითა და ალილუიათი დაუბრკოლებელად შევამკობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა: ალილუია.

 

იკოსი 12

 

  აწ იშუებს ერი და განსცხრების ეკლესიაჲ და იხარებს ქუეყანაჲ ჩუენი შენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა, ხოლო ჩუენ მოჳჴსენებთ რაჲ საკჳრველსა სიმჴნსა შენსა და ახოვნებასა სულისასა, მჴურვალედ გევედრებით, შეგვაწყნარე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და მოგვანიჭოს სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ, და მოგვცეს ძალი მიტევებისაჲ, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და უვნებელად დაცულნი ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

 

  გიხაროდენ, მეფეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებაო, რამეთუ გცხო შენ ღმერთმან საცხებელი სიხარულისაჲ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შემწე გექმნებოდა შენ მარჯუენჱ მაღლისაჲ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ დაიდგ თავსა შენსა გჳრგჳნი სიბრძნისაჲ და ჴელთ-იდევ სკიპტრად სიმტკიცჱ გონებისაჲ, ხოლო პორფირად საღმრთოდ შეიმოსე სარწმუნოებაჲ;

 

  გიხაროდენ, მამაცობისა ძლიერებითა გაბრწყინვებულო, რამეთუ უშიშ იყავ, ვითარცა უჴორცოჲ და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ;

 

  გიხაროდენ, სასიქადულო ძეო მამულისა ჩუენისაო, რამეთუ მეფობისა შარავანდედსა შეაერთენ შენ გჳრგჳნი ძლევისაჲ;

 

  გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სასანთლეო, რამეთუ განაცისკროვნე ღამჱ სპარსთა საცთურებისაჲ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ საყდარი მეფობისა შენისაჲ პატიოსან ჰყვენ ვნებითა შენითა და აღამაღლე რქაჲ ცხებულებისაჲ;

 

  გიხაროდენ, ქრისტჱს წამებულთა თანა მითუალულო, რამეთუ წმიდაჲ სისხლი შენი შესწირე უკუდავსა ქრისტესა, ვითარცა სულნელი ყოვლად-პატიოსანი და მიიღე სასყიდელი იგი მუშაკობისაჲ;

 

  გიხაროდენ, მართლმადიდებელთათჳს ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო, რამეთუ ვიდრე აქამომდე მოიგე სახელი უკუდავებისაჲ;

 

  გიხაროდენ, მოქალაქობასა ზეციერსა მიმთხვეულო, რამეთუ იდიდე, ვითარცა მჴედარი რჩეული, და გჳრგჳნოსან იქმენ, ვითარცა მეფჱ კეთილმსახური;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა წინამძღუარო და ლამპარო, რამეთუ ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა;

 

  გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, რამეთუ ყოველთა შევედრებულთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 13

 

  ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, წმიდაო მეფეო ვახტანგ გორგასლანო! სარწმუნოებით შევრდომილნი მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და მამობრივსა მადლსა და შეწევნასა, გჳჴსენ ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ საფრჴეთაგან და ჟამსა შინა განსჯისასა განგუარინენ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა, რაჲთა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა იერუსალჱმსა და ღირს ვიქმნეთ შენ თანა დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია. (3-გზის

 

იკოსი 1

 

  გერწმუნა რაჲ საყდარი ფარნავაზისი და სკიპტრაჲ მირიანისი, მეფობდი კეთილ-გონიერად და აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ, გარნა აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ერი შენი, წმიდაჲ და საზეპუროჲ, გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო შენ დააცხრვე განსაცდელთა ღელვაჲ განძჳნებული და დაგვიცევ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, რაჲთა მართლითა სარწმუნოებითა აღმსთობილნი ღირს-ვიქმნეთ შეწირვად გალობისა:

 

  გიხაროდენ, სიჩჩოჲთ შენით წმიდითა წერილითა აღორძინებულო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წიგნთა მიერ განსწავლულო;

 

  გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და სულიერითა სიბრძნითა აღვსილო;

 

  გიხაროდენ, სამშობლოჲსა ქუეყანისა სიყურულითა აღგზებულო;

 

  გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრითა სიმჴნითა აღჭურვილო;

 

  გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოზღუდვილო;

 

  გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოჲთა ზეთითა ცხებულო;

 

  გიხაროდენ, უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲთა და კაცობრივითა ფილოსოფოსობითა უაღრეს რიტორთაჲსა განბრძნობილო;

 

  გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და გულის სიტყჳთა განათლებულო;

 

  გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფეთა წინამძღურად და მამად წოდებულო;

 

  გიხაროდენ, მეფობისა და ღირს-მოწამეობისა მრჩობლ-გჳრგჳნითა განშუენებულო;

 

  გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

კონდაკი 1

 

  ღუაწლსა შინა მჴნესა მეფესა და მჴედარსა დიდ-სახელსა, რჩეულსა ქრისტჱსსა, დიდებულსა ვახტანგს გორგასლანსა, ახოვანსა და უძლეველსა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და შეგასხამთ სამადლობელსა გალობასა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ, შეწევნითა შენითა განგვკურნენ, ღირსო, და გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი გუასწავე მგალობელთა შენთა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

 

ლოცვა

 

  ჵ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო, ჭეშმარიტებისა მოწამეო და ქრისტჱსათჳს და მამულისათჳს სისხლდათხეულო, მჴედართა სიქადულო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, მდაბალთა ამამაღლებელო, გლახაკთა განმამდიდრებელო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, წმიდაო, კეთილმსახურო, მართალო და დიდო მეფეო ვახტანგ გორგასლანო!

 

  ჵ, ღუაწლით შემოსილო დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, რომელიცა განიპოხა სისხლითა შენითა, და თჳნიერ შებრკოლებისა აღგჳდგინოს ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაჲ, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

 

  ჵ, ზეგარდამო ღმრთისა მიერ გჳრგჳნოსანო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო! ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ ღმრთივმონიჭებული, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცვალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 

ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი