მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

კონდაკი 1


სათნოებათა ბუტკოჲსა მომფუტკრებელო და ზენათა პორფირითა და გვირგვინითა აღმკულო, რომელსაცა დაუცხრომელითა მით გალობითა გფსალმუნებენ ქრისტეანენი, ვითარცა ყოველთა მორწმუნეთა მასწავლელმან, განმართენ ესე ჩვენიცა ენაბრგვილობანი, რაჲთა შენისა მეოხებისა მოქენენი შეგასხმიდეთ ქებასა ამას: გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთივსათნოთა მით მეფობითა შენითა ზეაღზიფულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



იკოსი 1


ებგურო შუენიერო, რომელმან ღმრთისამიერითა მით ფრიადითა შეწევნითა ქედნი უშჯულოთანი შემუსრენ, შენ, ღვთივმომადლებულსა ნათელსა უოხჭნოსა, ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, დედუფალო განსაკრთომელო;

გიხაროდენ, ზეცისა სძალო ქმნულკეთილო;

გიხაროდენ, საწუთოჲსა ამის საშუებელისა მძლეველო;

გიხაროდენ, საღმრთოჲთა მით მადლითა დამარილებული;

გიხაროდენ, ღმრთისგან საფარველმოძარცვილთა შემმუსვრელო;

გიხაროდენ, მეფეო ღმრთივგანმარჯვებულო;

გიხაროდენ, მოქენეთა შენთა სასოებაო;

გიხაროდენ, სულისა ჩუენისა აღყუავილებაო;

გიხაროდენ, ღმრთისა წყალობისა მომგებელო;

გიხაროდენ, ლოცვითა განშუენებულო;

გიხაროდენ, რამეთუ მოხედა ღმერთმან სამკჳდრებელსა თვისსა;

გოხაროდენ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ერი თვისი;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 2


ღმრთისა სიტყუითა გაწვრთილო და წვრთითა მით საღმრთოჲთა კეთილმცენარეო, შენისა მოღუაწებისა სულნელებითა ცათა მიმართ აღტრფობილნი გიგალობღ შენ: ალილუია.



იკოსი 2


ღმრთივსათნოებისა მის მეფობისა სრულქმნილებაო, რომელი ჩუენსა სასოებითსა მას მოლოდებასა აღმოუბრწყინდი, შენ, ღმრთისმშობელსა მას შევედრებულსა დედუფალსა, ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, ზენაარის სუფევისა მოსურნეო;

გიხაროდენ, მცენარეო, თანაწარსადინელსა მას სასუფეველისა წყალთასა დანერგულო;

გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებითა ცხორებულო;

გიხაროდენ, ქრისტეანობისა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, ბოროტთა თესლთა მომსრველო;

გიხაროდენ, თუალითა მით გონებისაჲთა ყოვლისა განმცდელო;

გიხაროდენ, ანგელოზთა მობაძავო;

გიხაროდენ, კეთილმუშაკობითა განბრწყივებულო;

გიხაროდენ, სულითა მით წმიდითა აღვსებულო;

გიხაროდენ, ღმრთისმიერითა მით ნათლითა განშუენებულო;

გიხაროდენ, სულიერისა ცხოვრებისა პარაკლიტონო;

გიხაროდენ, სადღესასწაულოთა კეთილხმოვანო დასდებელო;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 3


სამეუფოსა მას ტახტსა ზედა აღსაყდრებულო, რომელი ერისა შენისა სიხარულად ცისკროჲ, შენთა მაქებელთა მიერ განიფინებიან აზმანი შარავანდედთანი: ალილუია.



იკოსი 3


ღმრთივბოძებულისა მის სამეფოჲსა შენისა მიურულებულო მცუელო ახოვანო, შენ, მარხვითა და ლოცვითა ფრთოვანქმნილსა და სიმდაბლითა მით ღმრთივშუენიერითა აღმაღლებულსა, ღმრთისა წმიდათა დაუცხრომელად მეხოტბენი ესრეთ გმეტყუელებთ:


გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა სიტყუათა კეთილმომთხრობელო;

გიხაროდენ, სიკუდილისა მოქლონთა შემმუსრველისა მოწაფეო;

გიხაროდენ, სამეუფოთა მათ სჯულდებათა განმაჩინებელო;

გიხაროდენ, ღმერთშემოსილთა მათ მოძუღუართაგან გაწვრთილო;

გიხაროდენ, სულთა ჩუენთა ზეცად აღმყუანებელო;

გიხაროდენ, წმიდათა მათ მეფეთა ნამუშაკევისა შემკრებელო;

გიხაროდენ, ყოვლისა არაწმიდებისა აღვირო;

გიხაროდენ, ყოვლისა სათნოებისა ყუავილოვნებაო;

გიხაროდენ, აწ შენთა მაქებელთა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, ტაძარო უმუსვრელო;

გიხაროდენ, რომლისა ნაყოფი ღმერთმან განამრავლა;

გიხაროდენ, რომელმან ყოველივე კეთილად განამტკიცენ;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 4


ეკლესიისა სუეტო უქცეველო, შენ, მენელსაცხებლეთა დედათა მათ ნეტართა მობაძავსა და მიმსგავსებულსა, ქრისტეანეთა წესნი ყოველნი გფსალმუნებენ: ალილუია.



იკოსი 4


ყოვლადპატიოსანთა ტაძართა განმამდიდრებელო და დარღუეულთა საყდართა აღმადგინებელო, ქერობინთა და სერაბინთა თანამეხმესა დედუფალსა ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, ეკლესიათა განმამდიდრებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა სიყუარულსა შემსჭუალულო;

გიხაროდენ, წმიდათა ტაძართა კეთილიმსყოფელო;

გიხაროდენ, სამეფოჲთა მით უხუებითა მონასტერთა ნაყოფთშემწირველო;

გიხაროდენ, საწუთოჲსა ამის მცხინვარებასა შინა ალაგო მაღნაროანო;

გიხაროდენ, ვედრებათა ჩუენთა კეთილმიმთუალველო;

გიხაროდენ, ქრისტესმიერისა მის კუერთხისა მპყრობელო;

გიხაროდენ, ზრახუათა ჩუენთა განმწმენდელო;

გიხაროდენ, მუშაკო დაუცხრომელო;

გიხაროდენ, ძლევამოსილებისა მხმობელო;

გიხაროდენ, რამეთუ უფალი შენთვის მოურვეობს;

გიხაროდენ, რამეთუ პირსა შენსა ლიტანიობენ მთავარნი ერისანი;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 5


უშჯულოთა მომსრველო ქეიბურო, რომელმან განლაღებულთა მათ მუსურმანთა არცხვინე, ღმრთისმიერისა მის ძლევისა მედღესასწაულენი გიგალობთ შენ: ალილუია.



იკოსი 5


საცნობელთა ჩუენთა მესათხეველო, შენითა სიტყუიერითა მდინარებითა დარწყულებულნი და განცოცხლებულნი ხმა-ვყოფთ შენდა მიმართ ესრეთ:


გიხაროდენ, განბორგებულთა მაჰმადიანთა მძლეველო;

გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო;

გიხაროდენ, ბჭეო უმუსრველო;

გიხაროდენ, სავანეო განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, ქუეყანაო კურთხეულო;

გიხაროდენ, რომელმან წინააღმდგომნი ძალნი სირცხვილეულ-ჰყავ;

გიხაროდენ, რომლისა მიერ ბელიარ განბასრულ იქმნა; >გიხაროდენ, წინამძღუარო ღვთივგანბრძნობილო;

გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელო განსაკჳრველო;

გიხაროდენ, მაცხოვნებელისა მის სჯულისა ხმოვანებაო;

გიხაროდენ, სულისა ჩუენისა მღვიძარებაო;

გიხაროდენ, სიკეთითა სრულქმნილო;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 6


სულისა მის წმიდისა ტაძარო საკჳრველო, რომელი აწ ცათა შინა საღმრთოჲთა მით გალობითა ხმოვანებ, დიდებისგმეტყუელებთ შენ: ალილუია.



იკოსი 6


უაზნოთა განმააზნაურებელო, რომელი ღმრთისა მიმართ გონებითა მით აღუზუავებულითა აღსრული ვერა წარგიპარა სოფელმან, შენ, ქრისტჱს თანა ჯუარცმისა მეტრფესა, ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲთა მით გლოვითა განშუენებულო;

გიხაროდენ, საკჳრველთა მით განმარჯუებათა მოქმედო;

გიხაროდენ, სულიერისა აღლესულისა მის მახვილისა მპყრობელო;

გიხაროდენ, მახვილითა მით საშინელითა უნაყოფობისა მომკუეთელო;

გიხაროდენ, ნაყოფთმცენარებათა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, გულითა განმწმენდილო;

გიხაროდენ, გონებითა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, საღმრთოჲთა მით სიტყუითა განმდიდრებულო;

გიხაროდენ, საფასეო მიუთხრობელო;

გიხაროდენ, სულისა ჩუენისა საზრდელო კურთხეულო;

გიხაროდენ, სასუმელო მაცხოვნებელო;

გიხაროდენ, რომელმან ღმრთისმიერითა მით შეწევნითა სიონისა მოძულეთა არცხვინე;

გიხაროდენ, რომელი ღმრთისმოსავთაგან განდიდდები;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 7


ორგულთა მწვრთელო და თანამოსაგრეთა მათ შენთა მწყალობელო, შენისა თვალუხვავისა განჩინებისა მაქებელნი თაყუანის გცემთ შენ ესრეთ: ალილუია.



იკოსი 7


ბელიარისა მზორველთა მომწყუდეულო და ზრახუათა მათთა განცოფებულთა მომაოხრებელო, რომელმან სულთა შინა ჩუენთა ღმრთისმიერისა მის სასოებისა მცენარენი აღმოამორჩენ, გონებითა მით საღმრთოჲთა ცათა მიმართ აღმაღლებულსა ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, ლოცვათა და ღამისთევათა განმამრავლებელო;

გიხაროდენ, წინააღდგომთა სასოებისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, ერსა შენსა ზედა ცრემლითა მით ღმრთივშუენიერითა დალტობილო;

გიხაროდენ, მოყუასთა აღმმართებელო;

გიხაროდენ, მტრისა მის განცოფებულისა დამამხობელო;

გიხაროდენ, ყმათა შენთა სასოებაო;

გიხაროდენ, დავითიანთა სისხლისა მზეობაო;

გიხაროდენ, სასუფეველისა სანახებსა მიწთომილო;

გიხაროდენ, გონებათა შინა ჩუენთა შთბეჭდულო;

გიხაროდენ, გულთა ამათ ჩუენთა ზედა წარწერილო;

გიხაროდენ, რომელმანმცა უფალი შეიტკბე;

გიხაროდენ, რომელსაცა გფასლმუნებთ მაქებელნი;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 8


ღმრთისმოსავთა სიხარულად აღმობრწყინვებულო და სულიერისა ნათლისა ჩუენდა მომართ უშურველად მომფენელო, კაცობრივთა ხედვათაგან განყენებულსა და საღმრთოჲსა მის ნათლისა მჭურეტელსა გიღაღადებთ შენ: ალილუია.



იკოსი 8


მონოზონთა ღმრთეებრივო საფარველო და მღუდელთა მათ ჩინებულთაგან საუკუნოდ საქებელო, კლდეთაგან ეკლესიათა და გულთა ამათ ჩუენთაგან ნეტარებისა გამომკუეთელსა დედუფალსა ესრეთ გმეტყუელებთ:


გიხაროდენ, ტაძართა და მეტოქეთა შემამკობელო;

გიხაროდენ, იერუსალიმსა შინა პატიოსნისა მის მონასტრისა აღმშენებელო;

გიცაროდენ, ეკლესიათა საფასისა აღმომავსებელო;

გიხაროდენ, მონოზონთა სენაკების მყუდროებაო;

გიხაროდენ, ვარძიისა ღმრთისმშობელისა მის მხევალო ღმრთეებრივო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა და მუხლმოდრეკითა აღმაღლებულო;

გიხაროდენ, საეკლესიოჲსა ტიბიკონისა მეცნიერო;

გიხაროდენ, მეცნიერებითა მით საღმრთოჲთა მოუკლებელად მლოცველო;

გიხაროდენ, ცხოველისმყოფელისა ჯუარისა მპყრობელო;

გიხაროდენ, სიჩჩოით შენით სამეუფოჲთა მით ზეთითა ცხებულო;

გიხაროდენ, რამეთუ ათორმეტთა მღუდელთა ხელთა შენთა შესთულ ჰმოსიეს;

გიხაროდენ, რამეთუ შენ, შარავანდედსა, აზმათა შეგასხმენ;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 9


საწუთოჲსა ბიწისაგან შეუხებელო, რომელმან სოფელი ესე უცთომელად წარიხადე, სასუფეველისა მაძიებელსა და მაძიებლობით მით დაუცხრომელითა აღბეჭდულსა სამზერელსა გიგალობთ შენ: ალილუია.



იკოსი 9


ქრისტჱსმიერითა წესითა მით მაცხოვნებელითა ცხორებულო, რომელმან საგლახაკოთა წარმოცარიელებულნი საწყაულნი წყალობითა მით ღმრთივსათნოჲთა აღმოავსენ, შენ, სათნოებათა მიერ აღმკულსა საყდარსა შუენიერსა, ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, ობოლთა და ქურივთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, ღმრთივსწავლულთა მათ წყლისა მოაბადთა მოწაფეო;

გიხაროდენ, სახესა მას ფუტკრისასა მიმსგავსებულო;

გიხაროდენ, ქველისმოქმედებითა მით მაცხოვნებელითა განშუენებელო;

გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მოღუაწებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, მოძუღუართა ხატო ცისკროანო;

გიხაროდენ, ნეტარისა მის უოხჭნოჲსა ცხოვრებისა მომგებელო;

გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა ღმრთისად აღმყუანებელო;

გიხაროდენ, დღე-ყოველ მუშაკობად აღმსთობილო;

გიხაროდენ, რომელი პირმშო ხატსა მას აღებაძვე;

გიხაროდენ, რომელსაცა სათნოებანი გმეტყუელებენ;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 10


მართალთა ძალითა დაძინებულო და სასუფეველსა შინა თვალაღხილულო, ღმრთისა მგალობელო ფრთოვანქმნილხარ მუნცა: ალილუია.



იკოსი 10


წმიდათა მათ მეფეთა თანა მოდარბაზეო, შენთა სათნოებათა ქებად აღმსთობილნი შენდამი, ღმრთისა დაუწყვედელისა მის წყაროჲსა მჴმეველისა მიმართ, ხმა-ვყოფთ ესრეთ:


გიხაროდენ, საწუთოსა ღელვათაგან მშვიდობით განრინებულო;

გიხაროდენ, აწ ცათა მიმართ აღკუმოვლებულო სულნელო;

გიხაროდენ, ანგელოზთა თანა მესიტყუეო;

გიხაროდენ, მტილსა მას ღმრთისასა შთასრულო;

გიხაროდენ, ლოცვათა ჩუენთა კეთილმიმთუალველო;

გიხაროდენ, ხორციელისა საშუებელისა მომძაგებელო;

გიხაროდენ, სულიერითა პურითა გამოზრდილო;

გიხაროდენ, საუფლოჲსა ტაბლისა მოტრაპეზეო;

გიხაროდენ, ნებათა ჩუენთა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, განბნეულისა გულისჴმისა ჩუენისა შემკრებელო;

გიხაროდენ, რომელსაცა ჩვილნი ქებითა შეგამკობენ;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 11


კეთილმუშაკობისა ხატო მაღლოანო, რომელსაცა ბევრეულნი მოქენენი ღმრთისანი შეწევნასა მას ღმრთისამიერსა გეაჯებიან შენ, ანგელოზთა თანა მემწყობრესა, გალობასა ამას შეგწირავთ: ალილუია.



იკოსი 11


ღმრთისა ნათლითა მის მეცნიერებითა ცხორებულო, რომელი საქმეთაგან შენთა საცნაურ-იქმნები, დღე-ყოველ მადლისა მორეწვითა განშუენებულსა ქრისტეანესა გაქებთ შენ ესრეთ:


გიხაროდენ, გარდარეულისა მის ნათლისა მეტრფეო;

გიხაროდენ, უოხჭნოისა საშუებელისა მედღესასწაულეო;

გიხაროდენ, აწ ცათა შინა ლხინეულო;

გიხაროდენ, საფარველო მშობლიურო;

გიხაროდენ, ჩუენთა სულთქმათა დამჴსნელო;

გიხაროდენ, ღმრთივმოსწრაფეთა გონებათა გამომზრდელო;

გიხაროდენ, ქრისტეანთა პანდუქიონო;

გიხაროდენ, ღმრთისმიერისა მის სიყუარულისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სანთელო მოტყინარეო;

გიხაროდენ, ლამპარო დაუშრეტელო;

გიხაროდენ, რამეთუ შენითა ხილვითა ქრისტეანენი სიმართლესა შეიმოსენ;

გიხაროდენ, რამეთუ სახლსა შენსა ზედა წყალობა ღმრთისაჲ მოიწია;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 12


გონებაო აღუზუავებულო, შენ, ქმნულკეთილსა სძალსა საუფეველისასა და ღმრთისა სიხარულსა შინა შთასრულსა, სიხარულისა მის დაულევნელისა მეფსალმუნენი გიღაღადებთ: ალილუია.



იკოსი 12


რომელმან პატიოსნითა მით სისხლითა თვისითა მოგვყიდნა და ჯუარსა ზედა ცოდვანი ჩუენნი შემსჭუალნა, მანცა განმართნა ორღანონიცა ჩუენნი გალობად ესრეთ:


გიხაროდენ, განცოფებულისა ბელიარისა შემმუსვრელო;

გიხაროდენ, საზეპუროჲსა ერისა შენისა გამომჩინებელო;

გიხაროდენ, ტაძართა აღმომაბრწყინვებულო;

გიხაროდენ, მუსურლამნთა მანქანების დამარღუეველო;

გიხაროდენ, მესიისა მახვილო განმკუეთელო;

გიხაროდენ, დედუფალო ოქროწერილო;

გიხაროდენ, საუნჯეო განუპარველო;

გიხაროდენ, სასოებაო განუქარვებელო;

გიხაროდენ, საკვირველისა მის სრბისა შენისა კეთილად განმასრულებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა საყდარსა მიმთხუეულო;

გიხაროდენ, რომლისაცა მიცვალებასა იგლოვენ ქრისტეანენი;

გიხაროდენ, რომლისაცა მოღუაწებითა ყოველნი განკრთებიან;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 13


ჰოჲ, საღმრთოჲთა მით ნათლისა განცისკრებულო, წმიდაო თამარ დედუფალო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდუათა საკჳრველთაგან დაჴსნილნი და უოხჭნოსა მას დიდებასა მიმთხუელნი ჩუენცა შენთანა ვუგალობდეთ უფალსა: ალილუია. (ეს კონდაკი იკითხება სამგზის).



იკოსი 1


ებგურო შუენიერო, რომელმან ღმრთისამიერითა მით ფრიადითა შეწევნითა ქედნი უშჯულოთანი შემუსრენ, შენ, ღვთივმომადლებულსა ნათელსა უოხჭნოსა, ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, დედუფალო განსაკრთომელო;

გიხაროდენ, ზეცისა სძალო ქმნულკეთილო;

გიხაროდენ, საწუთოჲსა ამის საშუებელისა მძლეველო;

გიხაროდენ, საღმრთოჲთა მით მადლითა დამარილებული;

გიხაროდენ, ღმრთისგან საფარველმოძარცვილთა შემმუსვრელო;

გიხაროდენ, მეფეო ღმრთივგანმარჯვებულო;

გიხაროდენ, მოქენეთა შენთა სასოებაო;

გიხაროდენ, სულისა ჩუენისა აღყუავილებაო;

გიხაროდენ, ღმრთისა წყალობისა მომგებელო;

გიხაროდენ, ლოცვითა განშუენებულო;

გიხაროდენ, რამეთუ მოხედა ღმერთმან სამკჳდრებელსა თვისსა;

გიხაროდენ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ერი თვისი;

გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთვისათნოჲთა მეფობითა შენითა ზეაღზიდულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



კონდაკი 1


სათნოებათა ბუტკოჲსა მომფუტკრებელო და ზენათა პორფირითა და გვირგვინითა აღმკულო, რომელსაცა დაუცხრომელითა მით გალობითა გფსალმუნებენ ქრისტეანენი, ვითარცა ყოველთა მორწმუნეთა მასწავლელმან, განმართენ ესე ჩვენიცა ენაბრგვილობანი, რაჲთა შენისა მეოხებისა მოქენენი შეგასხმიდეთ ქებასა ამას: გიხაროდენ, სულიერისა შუენებისა უფურჭვნელო ყუავილოვნებაო და ღმრთივსათნოთა მით მეფობითა შენითა ზეაღზიფულო სიმაღლეო განსაკრთომელო, წმიდაო თამარ დედუფალო!



ლოცვა


ჰოჲ, ქუეყანსა ზედა სამეუფოჲთა მით პორფირითა ჩინებულო და აწ ცათა შინა ანგელოსთა თანა მოსაყდრეო, წმიდაო თამარ დედუფალო, მსწრაფლშეწევნადითა ლოცვითა შენითა განანათლე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა და მოღუაწებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტესმიერ დიაკონნი, ყოველნი სამონაზვნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.


ჰოჲ, კეთილმსახურებისა ხატო საკჳრველო, წმიდაო თამარ დედუფალო, გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა სინანულისა დადებისა მოწადინენი და წადილთა მით საღმრთოჲთა აღძრულნი და სინანულისა ნაყოფთა მათ საცნაურთა გამომღებელნი, ჩუენცა შენთანა ვუგალობდეთ ცხოვნებისა ჩუენისა პირველშემსახველსა ღმერთსა, რომლისაჲ არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.