ჯვარის ნიშის საიდუმლო და მაცხოვნებელი ძალა იმდენად დიდია, რომ უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესასწაულისათვის ეკლესიის მამებს ცალკე დაუჯდომელი არ შეუდგენიათ და ჯვართამაღლების ამ ნათელ დღესასწაულზეც ეკლესიის მიერ დაწესებულია უფლის პატიოსანი და ცხოველყოფელი ჯვარის დაუჯდომელის კითხვა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ზესთამბრძოლო ნუგეშინის-მცემელო, მეუფეო ზეცათაო და ქვეყანისაო, სულო ჭეშმარიტებისაო, ცხოველს-მყოფელო, მაცხოვნებელო და ყოვლადწმიდაო, მარადის მამისაგან გამომავალო და ძესა შინა დავანებულო, ხოლო გარდამოსვლითა შენითა სახითა ცეცხლისა ენათა მოციქულთა განმანათლებელო, – აწცა გარდამოჰხედ ზეცისა სიმაღლეთაგან ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ზედა და გვშევ ჩვენ ახლისა მადლმოსილისა ცხოვრებისათვის, რაითა გიღაღადებდეთ შენ:
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ანგელოსთა შემოქმედი და უფალი ძალთაი გარდამოხდა ზეცით და მიიღო ხორციელი ბუნება ჩვენი, შემოვიდა ქვეყანად, რაითა ჯვარითა და აღდგომითა თვისითა იხსნას პირველითგან დაცემული ნათესავი კაცთაი, ხოლო კვალად აღმაღლდა ზეცად, დაჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა, რაითა თანა-აღამაღლოს და განაღმრთოვოს ბუნება ჩვენი და დაამკვიდროს ქვეყანასა ზედა მეუფება სიმართლისა და მშვიდობისა სულიწმიდისა მიერ, რომლისა ხილვა არავის ძალუც, უკუეთუ არა იშვეს ზეგარდამო მითვე სულითა. ამისთვის უფალმან ჩვენმან, ოდეს აღვიდოდა ზეცად მამისა თანა, არა დამიტევა ჩვენ ობლად, არამედ აღმითქვა ჩვენ, ცოდვილთა ამათ, მეტყველმან: და მე შევჰვედრო მამასა და სხუაი ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქვენ, რაითა იყოს თქვენ თანა უკუნისამდე, სული ჭეშმარიტებისაი, რომლისა მიღება სოფელსა არა ძალ-უც, არცა იცის იგი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის. ნუგეშინის-მცემელმან, სულმან წმიდამან, მან გასწაოს თქვენ ყოველი და მოგახსენოს, რასაცა მე გითხრობდი თქვენ. შემსმენელნი აღთქუმისა ამის, მოციქულნი უფლისანი, გევედრებოდიან შენ, წმიდაო ნუგეშინის-მცემელო, რაითა მალიად გარდამოხვიდოდე, და ესრეთ გიღაღადებდენ შენ:
მოვედ, ნუგეშინის-მცემელო სახიერო, მარადის მამისაგან გამომავალო.
მოვედ, ზეციურო პარაკლიტე, მყოვარ-ჟამ ძესა შინა დავანებულო.
მოვედ, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოსდრიკე ცანი და გარდამოჰხედ.
მოვედ, მეუფეო ზეცათაო, შეახე მთათა და კუმოდიან.
მოვედ, სულო ყოვლადწმიდაო, და დაგვმოძღვრე ჩვენ ნათლითა ჭეშმარიტებისა შენისაითა.
მოვედ, ბროლისებრ სპეტაკო ცხოვრებაო, და განანათლე ყოველი სოფელი ცეცხლითა მადლისა შენისაითა.
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ოდეს იხილა უფალმან შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა თვისისა მოწაფენი თვისნი ჯერეთ ხორციელად მბრძნობელნი და ქვეყნიურისა სამეუფოისა მსასოებელნი, გამოეცხადა მათ შესლვითა დახშულთა კართა, შეჰბერა მათ და მოსცა მადლი სულისა წმიდისა, განმანათლებელი ზრახვათა მათთა და განმამზადებელი მიღებად არსობით საიდუმლოთა ღმრთისათა, მეტყველმან: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. ხოლო იგინი, მიმღებელნი სულიერისა ხელმწიფებისა ამის, განმტკიცნებოდენ სულითა და უღაღადებდენ ღმერთსა: ალილუია.
ოდეს ღმრთაებრივსა გულისხმის-ყოფასა მომავალისა სუფევისათვის ღმრთისა განაცხადებდა, უფალმან ჩვენმან ერთობით შეჰკრიბა მოწაფენი თვისნი მთასა მას ზედა ელეონისასა და უბრძანა მათ არა-განშორებად იერუსელემისაგან შემდგომად ამაღლებისა თვისისა, არამედ მოლოდებად აღთქმისა მამისა, ვიდრემდის შეიმოსონ ძალი მაღლით, რამეთუ არამრავალთა დღეთა შემდგომად ნათელ-იღონ სულითა წმიდითა. და ესრეთ დაუდო მცნებად და ჰრქუა მათ: მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქვენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქვეყანისა. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა ზეცად. ხოლო მოწაფენი მოიქცეს იერუსალემდ და აღვიდეს ქორსა მას, და ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუისით და ძმებითურთ მისით, მოელოდენ გარდამოსლვასა ნუგეშინის-მცემელისასა და უგალობდენ მას ესრეთ:
მოვედ, სულო ხელმწიფეო და ცხოველს-მყოფელო, მამისა თანა-დაუსაბამოო და ერთარსებაო.
მოვედ, სულო ჭეშმარიტო და ყოვლადსახიერო, ძისა ერთარსო და თანაბარ-პატიოსანო.
მოვედ, სულო სამეუფოო, მამისა წიაღისაგან და ღმრთაებრივთა და დაუსაბამოთა ბაგეთა მისთაგან გამოუთქმელად გამომავალო.
მოვედ, სულო ქრისტესო, თანა-ჰიპოსტასურო სუნთქვაო და ძალო სიბრძნისაო, ძესა შინა განუყოფელად გიებულო.
მოვედ, მიუწვდომელო განმანათლებელო, საიდუმლოთა ყოვლადწმიდისა სამებისა კაცთათვის მონიჭებად კეთილად მნებებელო.
მოვედ, ყოვლადბრძენო მომხილველო ყოველთაო, მადლმოსილითა ნიჭებითა და საბოძვარითა ყოვლისა სოფლისა აღვსებად მსურველო.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ღმრთაებრივითა ძალითა შემოსილი წმიდა პეტრე აღდგა შორის მოწაფეთა უფლისათა და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, მოვიდრიკნეთ მუხლნი ჩვენნი, ხოლო გულნი ზე-აღვიპყრათ და ვილოცვიდეთ უფლისა მიმართ ჩვენისა, რომელმან აღმითქვა ჩვენ ნუგეშინის-მცემელი სხვაი, რაითა აღაორძინოს გულნი ჩვენნი წმიდად, განმიახლოს სული სიმართლით წიაღსა ჩვენსა და ქმნას ქორედი ესე ეკლესიად ღმრთისა, ხოლო ყოვლადსახიერი სული თვისი მალიად მომივლინოს ჩვენ, რომელსაცა ყოველნი ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვუგალობდეთ: ალილუია.
აქუნდა რაი შიში დიდი, იყვნეს მოციქულნი უფლისანი საგონებელსა: თუ ვითარ შეუძლონ უძლურთა ამათ – ცხოვართა დაშთომილთა თვინიერ მწყემსისა თვისისა, ქადაგებად სახარებისა ყოვლისა ქმნილებისათვის; ამისთვის ოდეს დასრულდებოდენ დღენი მეერგასისნი, იყვნეს ყოველნი ედრთბამად ურთიერთას, ილოცვიდეს და ვედრებასა მგზნებარესა აღუვლენდეს მწყემსსა მათთა და იტყოდეს: მეუფეო ანგელოსთაო, ყოველთა გამრიგეო ქვეყანასა ზედა და ზღვათა შორის! აჰა, ესერა მონანი შენნი გიღაღადებთ: მალიად მომივლინე ჩვენ ყოვლადწმიდა სული შენი! ხოლო უფალმან მათმან, კაცობრივითა ბუნებითა მჯდომარემან ცათა შინა მარჯვენით მამისა, შეისმინა ვედრება ესე მათი და ჰრქუა სულსა წმიდასა: თვითხელმწიფებრივო ნუგეშინის-მცემელო, გარდაჰხედ ქვეყანად, რამეთუ სასოებით მოგელიან შენ მოწაფენი ჩემნი და ტფილად გიღაღადებდენ შენ, მეტყველნი ესრეთ:
მოვედ, სულო სახიერო და გვიწინამძღვრე ჩვენ ქვეყანასა წრფელსა.
მოვედ, ნათელო წმიდაო, და გზათა ზედა მშვიდობისათა წარჰმართე ტერფნი ჩვენნი.
მოვედ, მეუფეო მიუწვდომელო, ყოველთა ცხოვნების მოსურნეთათვის შეუეჭვებელო სასოებაო.
მოვედ, ხელმწიფეო გამოუკულეველო, ყოველთა მწყურვალთათვის სიმართლისათა მადლმოსილო დარწყულებაო.
მოვედ, სულო ცხოველო და ცხოველს-მყოფელო, რომლისა მადლითა ყოველნი ესე ცხოველ ვართ, ვიქცევით და ვართ.
მოვედ, წმიდაო ნათელო და ყოვლად ნათელშემოსილო, რამეთუ შენითა სიწმიდითა აღვმაღლდებით, ვნათლდებით და დაცვულ ვართ.
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
მეყვსეულად იყო ზეცით ოხრაი დიდი ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, ოდეს შეკრებულ იყვნეს სიონს მოწაფენი ყოველნი ერთბამად ურთიერთას და მესამესა ჟამსა დღისასა ილოცვიდეს ქორედსა შინა, სადა-იგი იყო მდუმარება დიდი, და აღავსო ყოველი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და შეირყეოდა იგი ვითარცა ნავი, და შეეშინა მოციქულთა, რამეთუ ჰგონებდეს ვითარმედ დაიქცოდის ქორედი ნიავქარისაგან მის, და ყოველნი ღაღადებდეს შიშითა ფრიადითა: ჰოი, მეუფეო, მშვიდ-ჰყავ შერყევაი ესე და მოავლინე ყოვლადწმიდა სული შენი, რომელსა ჩვენცა ვუგალობდეთ ერთბამად: ალილუია.
ოდეს ესმოდა ხმაი დიდი ზეცით და ხედვიდეს მოწევნასა ქარისა სასტიკისასა, შეძრწუნდებოდეს ღმრთისმოყვარენი მოციქულნი და ყოველნი, რომელნი იყოფვოდეს მათ თანა, გარნა გულისხმა-ყვეს რა მოწევნასა მას შინა ნიავქარისასა. გარდამოსლვაი ნუგეშინის-მცემელისაი და ოხრასა მას ზეცისასა აგრძნეს ხმაი უფლისა, ზრახვიდეს თვისაგან, ვითარმედ: ესე არს ხმაი უფლისაი მგრგვინავი ძლიერებით. ესე არს ხმაი უფლისაი, ცეცხლისა ალის აღმომაცენებელი, ვითარცა წინაისწარ გამოთქუა დავით. ესე არს ნიავქარი უფლისაგან, ვითარცა გვაუწყებს იერემია წინაისწარმეტყველი. რამეთუ აჰა ესერა ჟამსა ამას ინება უფალმან მოვლინება სხვისა მის ნუგეშინის-მცემელისა და მოცემად ჩვენდა სჯულისა ახლისა, ვითარცა პირველ იყო სინას. მუნ შეიძრვოდა მთაი დიდი ხმისაგან უფლისა, ხოლო აქა სუნთქვისაგან ნუგეშინის-მცემელისა შეირყევა ქორედი ესე; მუნ იყო ქუხილი და ელვაი. ხოლო აქა ოხრაი ფრიადი გვესმის ზეცით. გარნა აწ მივეახლებით არა მთასა მას შეხებადსა და ცეცხლითა მოტყინარესა, არამედ მთასა სიონისასა, ზეცისა იერუსალემსა, მეოხსა ახლისა აღთქმისასა, რაითა მოვიღოთ მეუფება მტკიცედ შეურყეველი და შევიწყნარნეთ მადლი სულისა წმიდისა, რომლისა მიერცა ღმრთის-სათნოდ ვმსახურებდეთ საღმრთოთათვის და ვუღაღადებდეთ მას ესრეთ:
მოვედ, სულო შიშისა ღმრთისაო, არა ცეცხლითა და ნიავქარითა, არამედ ხმითა მწულილითა სიგრილისაითა, რაითა განგვათავისუფლო ჩვენ სულისაგან შიშისა მონისა.
მოვედ, სულო ძედ-მყოფელობისაო, მოციქულთა შემკრებო ერთ სამწყსოდ, რაითა ჩვენცა გვყო შვილად ღმრთისა.
მოვედ, სულო სიბრძნისა და გამოცხადებისაო, რაითა მოგვახსენო ჩვენ ყოველნი სიტყვანი ქრისტესნი შეცნობად მისა.
მოვედ, სულო მცნობელობისა და კეთილსახურებისაო, რაითა განგვინათლო თვალნი გულისანი, ნათლითა მცნებათა მისთა.
მოვედ, სულო ღმრთისაო და სიწმიდისაო. რაითა ზეგარდამო შეგვმოსო. ჩვენ ძალითა შენისა სიმაღლეთაგან ზეცისათა.
მოვედ, სულო ყოვლისა სახიერებისა და მოწყალებისაო, რაითა გვასხურო ჩვენ ცვარი მადლისა სიმრავლისაგან უხვებათა შენთა.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ღმერთშემოსილნი მოციქულნი უფროისად აღივსებოდეს შიშითა, ოდეს შემდგომად ოხრისა მის ზეცით იქმნა მათთვის სახილველი ახალი უაღრეს პირველისა და ეჩვენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა, რაითა აღესრულოს წინასწარმეტყველებაი დავითისა, მამისა ღმრთისა: ღმერთი განცხადებულად მოვიდეს და არა დაიდუმოს, ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავ-ქარი ფრიად. და ესრეთ განათლებულნი სულშემოსილითა ცეცხლითა მით ნუგეშინის-მცემელისაითა, შიშითა და სიხარულით მიეგებვოდეს მოციქულნი გარდამოსლვასა მისსა და უღაღადებდენ მას: ალილუია.
ოდეს იხილეს გარდამოსლვაი ნუგეშინის-მცემელისა სახითა ენათა ცეცხლისათა, განკვირდებოდეს მოციქულნი ფრიად, თუ ვითარ შეერთვოდა სუნთქვა ცეცხლისა ენათა და ქარნიცა იხილვებოდიან ვითარცა ლამპარნი მგზნებარენი, ცვარითა ნაპერწკალისათა. ხოლო უფროისად შეიპყრა იგინი შიშმან საღმრთომან, ოდეს ცეცხლოვანთა მათ ენათა, დადგრომილთა თითოეულად კაცად-კაცადსა მათ ზედა, არა დასწუეს თმანი მათნი, არამედ უფროისად განანათლეს ჰაზრნი მათნი, და ესრეთ ცეცხლოვან-შთაგონებულითა გაცისკროვნებითა და განათლებითა სულისა წმიდისაითა გულისხმა-ჰყვეს წინასწარმეტყველება დავითისა, ვითარმედ: „ცეცხლი პირისაგან მისისა აღატყდეს: მუგუზალნი აღენთნეს მისაგან და მოსდრიკა ცანი და გარდამოხდა“ და განადიდეს მოციქულთა ღმერთი, რამეთუ მოვიდა აღთქმული ნუგეშინის-მცემელი, სული წმიდაი, რაითა მიიღონ ნათლობაი ცეცხლითა და მადლობით უღაღადებდენ მას ესრეთ:
მოვედ, სულო ცეცხლშემოსილო, რაითა ნათლის-ღებითა საღმრთოითა ცეცხლისაითა განანათლო ყოველი სოფელი.
მოვედ, ცეცხლისა მომცემელო ღმერთო, რაითა დასწვა კურინჩხი და ღვარძლი შეცოდებათა ჩვენთა.
მოვედ, ღმრთაებრივისა ცეცხლისა ქვეყანად გარდამომვლენელო უფალო, რაითა კვალად აღანთო დაშრეტილნი ლამპარნი სულთა ჩვენთა.
მოვედ, ცეცხლოვანთა მდინარეთა წმიდათა მოციქულთათვის წარმომადინებელო მეუფეო, რაითა ყოველი სოფელი განაახლო ცეცხლითა მით მადლისაითა.
მოვედ, ცეცხლის ენათა შორის ყოვლისა სოფლისათვის ლოცვისას მეტყველო სულო, და სულთქმითა გამოუთქმელითა გვასწავლე ჩვენ, მოუკლებელად ვლოცულობდეთ მამისა მიმართ ზეცისასა.
მოვედ, ცეცხლითა და ქარითა სასტიკითა ღმრთაებისა ყოვლადწმიდისა სამებისა განმაცხადებელო მეუფეო, და ცეცხლ-შემოსილითა სუნთქვითა შენითა აღაგზნე განგრილებულ გულთაცა შინა ჩვენთა ცეცხლი ღმრთაებრივისა სიყვარულისა.
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
საკვირველმან მქადაგებელმან, ღმრთაებრივმან პეტრე, ოდეს იხილა, ვითარმედ შიშითა აღავსო ცეცხლოვანმან სახილველმან მოწაფენი, ღაღად-ყო და ჰრქუა: ნუ გეშინინ, ძმანო, ცეცხლი ესე არა დამწველ არს, ვითარცა ძველი იგი მაყვალი შეუწველი, ანუ ვითარცა ცეცხლი იგი ბაბილოვნისა ღუმელისაი, რომელმან არა დასწვა სამნი ყრმანი. ამისთვის კაცად-კაცადმან ჩვენთაგან, დაე, განაგდოს შიში სულისაგან თვისისა და არღა ეშინოდის ცეცხლისაგან შეუწველისა, რამეთუ ცეცხლი ესე არს გულისხმის-ყოფისათვის ჩვენისა, ვითარცა ვარდნი ანუ სხუანი ყვავილნი თავთა ზედა ჩვენთა, რომლითაცა გვირგვინოსან-გვყო, შეგვამკო და განგვაცისკროვნა ჩვენ სულმან ყოვლადწმიდამან, რომელსამცა სიხარულითა ვუღაღადებდეთ: ალილუია.
ფრიადი განათლება მადლისა ღმრთისაი გამოუბრწყინდა სრულიად ეკლესიასა ქრისტესსა დიდსა დღესა ამას მეერგასისასა, ოდეს თავად შენ, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო და ყოვლადძლიერო, ერთო ყოვლადწმიდისა სამებისაგან, ენათამიერ ცეცხლისათა არსისმიერად გარდამოჰხედ ზეცით მოციქულთა და ყოველთა მორწმუნეთა ზედა, და მდიდრად გარდამოღვარე მათ ზედა არა ვიეთნი საბოძვარნი და ნიჭნი მამისანი, ვითარცა პირველ იქმდი, არამედ ყოვლად სრულისა ღმრთაებისაგან გარდამოჰფინე სულისაგან შენისა ყოველსა ხორციელსა ზედა, რამეთუ უსაზომოდ მომცემელ არს სული ღმრთისაი, და დიოდიან წყალნი ცხოველნი მადლისა შენისანი იერუსალემით ყოველთა მიმართ კიდეთა ქვეყანისათა, და ესრეთ სრულ იქმნა სხეულებრივნი საქმენი ქრისტესნი და დასაბამი დაედვა საქმეთა შენთა, სულო წმიდაო, რაითა აღეშენოს მეუფება შენი კაცთა შორის და შენ მიერ აღესრულოს ცვალება სიკვდილს დაქვემდებარებულისა ხორციელისა ცხოვრებისა ჩვენსა ცხოვრებად ცხოველად და სულიერად. ამისთვის ჩვენცა, ყოველნი ესე დამოძღვრილნი შენ მიერ, დაე, გიგალობდეთ შენ ესრეთ:
მოვედ, სულო ნუგეშინის-მცემელო, გარდამოსულო სიმაღლეთაგან ზეცისათა, რაითა არამწიგნობარნი მოწაფენი ქრისტესნი მესაიდუმლოედ ცათა ჰყო.
მოვედ, მეუფეო ზეცათაო, რომელი ყოველაგან ხარ და ყოველსავე აღავსებ, რაითა მორწმუნენი ქრისტესნი სულიერსა ცხოვრებასა თანა-შერთო.
მოვედ, მადლისა დაულევნელო საუნჯეო, რაითა თანაზიარგვყო ჩვენ ნიჭთა შენთა, და განვიხარნეთ სიხარულითა სამოთხისათა.
მოვედ, სიწმიდისა დაუჭნობელო ყვავილო, რაითა გვასხურო ჩვენ უსუპითა შენითა და უფროის თოვლისა განვსპეტაკნეთ.
მოვედ, დამაფუძნებელო ყოვლისა ქმნილებისაო, რაითა მეუფებდე და ხელმწიფებდე ყოველთა ზედა ძალთა სულისა ჩემისათა.
მოვედ, მეუფეო ზეცათა და ქვეყანისაო, რაითა იხელმწიფო და უფლებდე ყოველთა ზედა იქცევისთა და ძრვათა გულისა ჩემისათა.
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
გსუროდა რაი ცხორება ყოველთა ენათა, უფალო, მოჰმადლე მოწაფეთა შენთა ცეცხლისა ენათა მიერ სული შენი, რაითა აღთქმისაებრ შენისა იტყოდიან ახალთა ენათა, და ოდეს აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა, იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად, რაითა ყოველთა მოსრულთა დღესასწაულსა მას ყოველთაგან ენათა, ესმოდიან ქადაგება მათი თვისად-თვისად ენასა. ბაბილონს ოდესმე შეურივნა ღმერთმან ენანი კადნიერებისა გამო კაცთასა გოდოლის შენებისათვის, რაითა განიყონ ენანი, ხოლო აწ ღმრთის-მცნობელობისა ძალითა განბრძნობილ იქმნენ ენანი, რამეთუ კვალად ერთობისათვის მოუწოდა მაღალმან ღმერთმან ყოველსა ნათესავსა კაცთასა, რაითა თანახმიერად ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სულსა, მგალობელნი მისად ერთითა პირითა და ერთითა გულითა: ალილუია.
ახალი სასწაული შენი იქმნა, ნუგეშინის-მცემელო, ნიშად ყოველთათვის, და აღავსო შეძრწუნებითა კრებულნი ენათანი, მოსრულნი დღესასწაულსა მას; რამეთუ იხილეს მოწაფენი მაცხოვრისანი ცეცხლისა ენებითა მეტყველნი და ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თვისი სიტყუაი მათი, იტყოდეს რაი იგინი და განჰკრთეს ყოველნი და დაუკვირდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყვიან, გალილეველ? და ვითარ ჩვენ გვესმის კაცად-კაცადსა თვისი სიტყუაი ჩვენი მათგან, რომელნი ვართ. ვითარ არს ესე, რამეთუ იტყვიან თვისტომნი ეს ჩვენნი ყოველთა ენათა? პეტრეს უნახავსა ეგვიპტე? ანუ სცხოვრებდაა ანდრია მესოპოტამიას? უხილავთა ძეთა ზებედესთა პამფვილია? ვითარ ეჩვენნენ ესენი რომაელთა ვითარცა არა-ბარბაროსნი პართელთა ვითარცა მსგავსნი მათნი, მიდიელთა, ვითარცა თვისნი მათნი? ხოლო რომელნი კეთილმოშიშნი იყვნეს, ადიდებდეს ღმერთსა და უღაღადებდეს ნუგეშინის-მცემელსა ესრეთ:
მოვედ, რომელი იტყოდი წინასწარმეტყველთა მიერ, სულო ღმრთაებრივო, და გულისაგან ჩვეენისაცა ღაღად-ყავ მშვიდობისა და სახიერებისათვის.
მოვედ, ცეცხლისა ენებითა მოციქულთაგან ქადაგებულო, უკვდავო მეუფეო, და სულთაცა შინა ჩვენთა გამობრწყინდი ელვითა ღმრთაებრივითა.
მოვედ, ცხოვრებაო დაუსაბამოო, განყოფილთა ენათა მომწოდებელო ერთობისათვის, და საბოლოოდ აღხოცე განყოფისა სული მტერისაი ჩვენ შორის.
მოვედ, დაუსრულებელო სიყვარულო, სერობასა ზედა მოციქულთა შემკრებო კავშირითა სიყვარულისაითა, და შორის ჩვენსაცა საუკუნოდ დაჰნერგე სული ძმობისაი.
მოვედ, ზეცით გარდამოსულო ნუგეშინის-მცემელო ჩვენო, რაითა გზათა ზეცისათა გვიწინამძღვრო ჩვენ, მგალობელნი შენდა.
მოვედ, ღმერთო, ქვეყნიერთაგან ზეცად აღმყვანებელო ღმერთო ჩვენო, რაითა სიტკბოებისაგან სიმშვენიერეთა ქვეყანისათა განგვარინო ჩვენ, მღაღადებელნი შენდა.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
უცხოთა სიტყვათა ქადაგებითა იტყოდეს წმიდანი მოციქულნი საკვირველთა სწავლებათა და უცხოთა ბრძანებათა წმიდისა სამებისათა, განათლებულნი სულისა წმიდისაგან. აღმატებლულითა სიტყვითა უქადაგებდენ ენათა, პირველ იტყოდენ არა კაცთათვის, არამედ ღმრთისათვის; საიდუმლოთა ამცნებდენ სულითა, ვითარცა ღმრთაებრივი პავლე იტყვის, რამეთუ იყვნენ სულიერითა აღტაცებითა, გამოუთქმელითა სულთ-თქმითა, დამოძღვრილნი სულისა წმიდისაგან. ხოლო ურწმუნონი სხვადასხვა ენათაგან ამა მოქმედებასა სულისა წმიდისასა შერაცხიდენ სიმთრვალედ ტკბილისაგან. და მრავალნი ღვთისმოშიშნიცა განჰკრთებოდეს და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაიმე ჰნებავს ამას ყოფად? და სარწმუნოებით განადიდებდეს ღმერთსა, მგალობელნი მისად: ალილუია.
ყოვლითურთ შემოსილი ცეცხლოვანითა მადლითა სულისა ღმრთისაითა, დადგა წმიდა პეტრე შორის ათერთმეტთა მათ და - აღიმაღლა ხმაი თვისი და იწყო ქადაგებად შეკრებულთა მათ მიმართ ენათაგან დიდებულებისათვის ღმრთისა და ცეცხლოვანითა ენებითა საშინელისა შენისა გარდამოსლვისათვის, წმიდაო ნუგეშინის-მცემელო, რომელი წინაისწარ გამოთქუა ძველად წინასწარმეტყველმან იოელ, ოდეს იტყოდა ამა დიდისა და განმანათლებელისა დღისათვის უფლისა: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინაწარმეტყველებდენ ძენი თქვენნი, და ასულნი თქვენნი და ჭაბუკნი თქვენნი ხილვასა იხილვიდენ“. აღვსებულნი სულითა ამით წმიდითა, იყუნეს მოციქულნი მთრვალნი არა ღვინითა, არამედ სულისა მოქმედებითა, თანაზიარებულნი ღმრთაებრივსა სიხარულსა შობისა ახლისა ვენახისასა, მღაღადებელნი და მეტყველნი ესრეთ:
მოვედ, ღმრთაებრივო ნუგეშინის-მცემელო, იორდანეს მაცხოვარსა ზედა ჩვენსა ტრედისა სახითა გარდამოსულო, და მოგვმადლე ჩვენცა ფრთენი სიმშვიდისა და სისპეტაკისა ტრედისანი, რაითა აღვფრინდეთ და განვისვენოთ.
მოვედ, უტკბილესო მოღვაწეო სულთაო, სიონს მოციქულთა ზედა სახითა ცეცხლისა ენებითა გარდამოსულო, და დაგვნამე ჩვენ ცეცხლითა მადლისა შენისაითა, რაითა აღვენთეთ სარწმუნოებითა და სიყვარულითა.
მოვედ, წმიდაო ცხოველდასაბამიერო სულო, რომელმან ძველად არა ინებე მყოფობა ხორცთა შინა კაცთასა, და სჯულისაგან ხორცისა განგვათავისუფლე ჩვენ სჯულითა სულისაითა, რაითა კვალად დაიმკვიდრო ჩვენ შორის მოვედ, დიდო მიუწვდომელო ღმერთო, უკუანაისკნელთა დღეთა ამათ სულისა შენისა ყოველთა ზედა ხორციელთა გარდამომღვრელო, და ღირს-გვყავი ჩვენი ცხოვრებად არა ხორცითა, არამედ სულითა, რაითა მარადის მყოფობდე ჩვენ თანა.
მოვედ, სულო ყოვლისა სიწმიდისაო, და შეგვეწიე, რაითა ხორცი არა უფლებდეს ჩვენ ზედა გულისთქმებითა, და ვიყვნეთ ჩვენ მიმოყვანებულ შენ მიერ.
მოვედ, მარადიულო ცხოვრებაო ჩვენო, და თანა-მოღვაწე გვექმენ ჩვენ, რაითა დავეთესვიდეთ არა ხორცითა და ხრწნილებითა, არამედ სულითა, და სულისაგან შენისა მოვიმკიდეთ ცხოვრებასა საუკუნოსა.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ყოველი ბუნება კაცობრივი განიხარებს დღეს გარდამოსვლისათვის შენისა, ნუგეშინისმცემელო სახიერო, ხოლო ძველსა მას მეერგასესა დღესა, სინაის მთისა თანა ყოფილსა, ყოველი ერი შორით სდგა შიშითა და ძრწოლვითა, რამეთუ ყოველი მთა იგი ცეცხლითა და კვამლითა იყო შებურვილ, და ერთი მხოლოი მოსე აღვიდა მაღლად წყვდიადსა, სადა-იგი იყო ღმერთი. ხოლო აწ, ოდეს ყოველთა ისმინეს სიტყვანი პეტრესნი, ლმობილ-იქმნენ გულითა, ჰრწმენა და ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ, და ესრეთ დიდსა ამას დღესა მეერგასისასა დაედო დასაბამი ეკლესიასა ქრისტესსა ქვეყანასა ზედა, და ყოველნი აღივსნეს სულითა წმიდითა და სულითა აღვიდოდეს უფლის მთასა საღმრთოისა მადლისასა, ყოველთა იხილეს უფალი თვალითა სარწმუნოებისაითა და სიხარულითა უღაღადებდენ მას: ალილუია.
ღმრთაებრივნი მჭევრმეტყველნი იყუნეს წმიდანი მოციქულნი, პირველ არაწიგნიერნი და უბირნი მეთევზურნი, აწ ბრძენად ღმრთისმეტყველად გამოჩინებულნი; პირველ ითხევლიდეს სათხეველთა თვისთა, ხოლო აწ, ზეგარდამო შემოსილნი ძალითა სულისა წმიდისა მიერ შეუდგებოდეს ქადაგებად სიტყვათა ღმრთისათა; პირველ ოდენ თევზთა მოინადირებდენ, ხოლო აწ იქმნენ მონადირედ კაცთა და იწყეს აღმოყვანებად სიღრმეთაგან წყუდიადისათა კაცთა აღურაცხელთა; პირველ იყვნენ შიშითა, ხოლო აწ მიმღებელთა კადნიერებისა დიდისა და აღვსილთა სიხარულითა შენგან, წმიდაო ნუგეშინის-მცემელო, გულისხმა-ჰყვეს, თუ ვითარ იქმნენ ახალ ქმნილებად და რაოდენ დიდი საბოძვარი მიიღეს აღთქმისაებრ უფლისა; ამისთვის აწ ივლტოდა მათგან შიში და სული უძლურებისაი და აგრძნეს, ვითარმედ შეეძინა ძალი ბრძანებისაებრ უფლისა მიწევნად თვით კიდედმდე ქვეყანისა, რაითა ასწავლიდენ ყოველთა წარმართთა და ნათელ-სცემდენ მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმდისაითა. ამისთვის სიხარულითა სულისაითა უღაღადებდეს მას ესრეთ:
მოვედ, ნათელო ცხოველდასაბამიერო, რაითა ყოველნი ენანი განანათლო ნათლითა ღმრთისმცნობელობისაითა.
მოვედ, ცხოვრებაო დაუსაბამოო, რაითა ყოველნი კაცნი აზიარო ახალსა ცხოვრებასა ქრისტეს მიერ.
მოვედ, სიტფოებაო მაცოცხლებელო, რაითა სულითა სიყვარულისა შენისაითა გრილნი გულნი ურწმუნოთა ენათა ცეცხლებრ აღანთო.
მოვედ, სიტკბოებაო გამოუთქუმელო, რაითა მადლითა შენითა მგემებელნი შენნი უფროის თაფლისა და გოლეულისა დაატკბო.
მოვედ, სახარულევანებაო ჩვენო მოუკლებელო, რაითა ჩვენ, მწუხარენი და შეურვებულნი, განწმედითა სვინიდისისა ჩვენისა განგვამხიარულო.
მოვედ, საუნჯეო ჩვენო, ყოვლადსაწადელო, რაითა ჩვენ, გლახაკნი და უპოვარნი, მრავლითა ნიჭითა სულიერითა განგვამდიდრო.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
დღე არს ცხოვნებისა – დიდი დღესასწაული ესე მეერგასისაი, რომელსა შინა შენ, ნუგეშინის მცემელო სახიერო, მადლმოსილ-ჰყავ ეკლესიაი ქრისტესი საუკუნეთა გასულადმდე და ყოველიცა ქმნილება ცხოველშემოსილითა სუნთქვითა შენითა განაახლე, მეუფეო ზეცათაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; შენ სადაცა გსურის, სუნთქავ, ყოველივეს განაცხოველებ და ყოველგნით მთელს ქვეყნიერებასა ზედა მიჰფენ ცხოველდასაბამიერსა ძალსა შენსა: შენ გიგალობს მზე, შენ გადიდებს მთვარე, შენ გმსახურებს ნათელი, შენთვის წარმოედინებიან ყოველნი წყარონი, მხოლოდ შენით დაარწყულებს წვიმა ქვეყანასა და შენით არს სისპეტაკე შროშანთა, სიმშვენიერე – ვარდთა, მეწამული იათა, და ესრეთ მრავალსახოვან არს მადლი შენი: რამეთუ მოჰმადლი ერთსა სიბრძნისა სიტყვასა, სხვასა ნიჭსა წინაისწარ-მეტყველებისასა, ხოლო ვიეთთა გამოთქმასა ღმრთაებრივთა წერილთა; ერთსა განაძლიერებ კეთილ-კრძალულებასა შინა, სხვასა ასწავლი მარხვასა და მოსაგრეობასა, ხოლო ვიეთთა კვალად განამზადებ წმიდისა მოწამეობისათვის. და ყოვლისა ამის მოქმედი, შენ ერთი მხოლოი ხარ, სულო წმიდაო, რომელი ყოველთა ყოველსავე განუყოფ, ვითარცა გნებავს, რაითა ყოველი სული გიგალობდეს შენ: ალილუია.
მეუფეო ზეცათაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო! მეუფებაი შენი – მეუფება ყოველთა საუკუნეთაი არს და ხელმწიფებაი შენი – ნათესავითი ნათესავადმდე. ხოლო ოდეს გარდამოჰხედ მოციქულთა ზედა, გამოაჩინე მათ მიერ მეუფებაი არასოფლისაი ამის – ესე არს ეკლესიაი ქრისტესი, რომელი აღავსე აღურაცხელთა ნიჭთაგან მადლისა შენისათა და მათი ძლით აღორძინდა იგი ვითარცა ფინიქსი და გამრავლდა ვითარცა კედარი ლიბანისაი. და ესრეთ, დარწყულებული მადლითა შენითა, ჰყვავის ეკლესიაი ქრისტესი მრავლითა დასითა ქალწულთა, მოძღვართა, მოწამეთა, აღმსაარებელთა, ღირსთა მამათა, მეუდაბნოეთა და სხვათა მოღვაწეთა, რაითა აღსრულდეს წინასწარმეტყველებაი წმიდისა ოსესი, რომელი იტყვის: აღყუავდეს ვითარცა ყვავილი და განავრცოს ფესვნი ვითარცა მუხამან და ნაყოფიერ იყოს ვითარცა ზეთისხილი. ხოლო ჩვენ, მხედველნი ესეოდენთა კრებულთა სულშემოსილთა მამა-დედათა, შენ მიერ აღმონაცენთა, წმიდაო სულო, აღმოგივლენთ შენ გალობათა ესევითართა:
მოვედ, წყაროო საღმრთოთა საუნჯეთაო, და შთაგვბერე ჩვენ ნათელმოსილნი ნიჭნი შენნი.
მოვედ, მომცემელო და აღმსრულებელო ჩვენისა კურთხეულისა ნათლის-ღებისაო, და განგვინათლე გონება, გული და ყოველნი ზრახვანი ჩვენნი.
მოვედ, სახიერებისა და მოწყალებისა წარუგებელო საცავო, და საფარველსა ქვეშე სახიერებისა შენისა განამტკიცე სულიერი ცხოვრება ჩვენ შორის.
მოვედ, აწინდელ და მომავალ სიკეთეთა დაულევნელო საუნჯეო, და დაგვიმარხე ჩვენ სიწმიდითა სვინიდისისაითა წინა-დასაბამად - სიხარულსა მას საუკუნოსა.
მოვედ, დაცემულთა ყოვლადსასოებითო აღდგინებაო, რამეთუ შენგან წარმოდინდებიან მადლმოსილნი ნაკადულნი, ყოვლისა ქმნილებისა დამარწყულებელნი ცხოვრებად.
მოვედ, სულითა და სხეულით მკუდართა სახიერო აღორძინებაო, რამეთუ შენგან არს მონიჭება ყოველთა ძალთა ცხოვრებისათა და კეთილმსახურებისათა აღდგომისათვის ყოვლისა ხორციელისა.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
გალობასა სულიერსა გიგალობთ შენ, წმიდაო ნუგეშინისმცემელო, მედღესასწაულენი ესე შენისა გარდამოსლვისა ცეცხლისა ენებითა მოციქულთა ზედა, შედგომილნი სიტყვათა პავლესთა, რომელი იტყვის: „ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა“. და ესრეთ სულითა ლოცვასა შინა და აღნთებულნი მსახურებათა შორის, დაე, ნუცა დავშრტებით თნებითა ხორცთაისა სულისა შენისაგან, მომადლებულისა ჩვენდა წმიდითა ნათლის-ღებითა, არამედ მარადის ვჭურეტდეთ კაცთა მათ, რომელთა ჰრწმენა დღესა გარდამოსლვისა შენისასა: რამეთუ იგინი ისმენდენ სიტყვასა პეტრეისსა, ოდეს ეტყოდა მათ: „ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუისაგან“, და მარადის ჰგიებდენ მოძღურებასა შინა მოციქულისა, ზიარებითა და განტეხითა პურისა ცხორებისაითა და ლოცვითა, ოდეს იყო ყოველსა სულსა ზედა შიში ღმრთისაი, და იყვნეს ყოველნივე მორწმუნენი ერთბამად და აქუნდა ყოველივე ზოგად და სიხარულითა და განმარტებულითა გულითა უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.
მზისა ნათლისა უნათლეს გამოსჩნდა მადლი შენი, ნათელ-მოსილო სულო ღმრთისაო, რამეთუ ყოველთა განანათლებ, ყოველთა განწმედ და აკურთხებ ცეცხლოვანითა ბრწყინვალებითა შენითა. რამეთუ შენ გარდამოჰხედ ყოვლადწმიდასა ქალწულსა ზედა მარიამს და ჰქმენ იგი ყოვლადნათელ ტაძრად ქალწულებისა და ყოვლადწმიდად სახლად ღმრთაებისა ძისა ღმერთისა. ხოლო გამოცხადებითა შენითა იორდანეს ჟამსა ნათლის-ღებისა უფლისასა სახითა ტრედისაითა განახვენ შენ ცანი, დახშულნი ცოდვით დაცემითა ადამისაითა და განაღმრთოვე ყოვლადწმიდა ხორცნი ქრისტესნი და გარდამოსლვასა შენსა მოციქულთა ზედა _ სრულიად ყოველი ეკლესია – ესე წმიდა სძალი ქრისტესი აღავსე ღმრთაებრივითა მყოფობითა შენითა, რაითა მარადის უბიწო და წმიდა იყოს. ამისთვის წარმოადინებ მას შინა წინაისწარმეტყველებათა, და მღვდლობასა სრულ-ჰყოფ, ერთად შემოჰკრებ ყოველსა კრებულსა ეკლესიისასა და გარდამოჰხვალ ვითარცა ცეცხლი ზეცით საღმრთოსა ლიტურგიასა და ყოველთა საიდუმლოთა შინა, და ესრეთ ყოველი ეკლესია შემოსილ არს ნათლითა მადლისა შენისაითა, ვითარცა კვართითა, რაითა ნათელსა შენსა შორის ვჭვრეტდეთ ღმრთაებრივსა მარადიულსა ნათელსა და ესრეთ გიგალობდეთ შენ:
მოვედ, სისპეტაკითა მბრწყინაო სულო, წმიდისა ქალწულისა უბიწოდ დამმარხველო შობასა შინა, რაითა ჩვენცა მოგვანიჭო მადლი ქალწულებისა და უბიწოებისა.
მოვედ, ცათა განმხვნელო მეუფეო ზეცათაო, ქრისტე მაცხოვარსა ზედა გარდამოსრულო ნათლისღებასა შინა, რაითა ყოველთა მორწმუნეთაცა მისთა განუღო გზა აღმყვანებელი ზეცად.
მოვედ, მზეო დაუვალო და დაუფარველო, რაითა ნათელი გამოუბრწყინვო ყოველთა კეთილმსახურთა, და გულითა მართალთაცა – მოანიჭო მხიარულება.
მოვედ, მარადის მანათობელო და მიუაჩრდილებელო ბრწყინვალებაო, რაითა შორის ჩვენსაცა გამოაბრწყინვო ეკლესია ღმრთისა სულისა შენითა ღმრთაებრივითა მოსლვითა.
მოვედ, წმიდაო და ცხოველმყოფელო ნათელო, და განანათლე ყოველი სოფელი ღმრთაებრივითა ბრწყინვალებითა შენითა.
მოვედ, ცეცხლო ცეცხლისაგან აღმოცენებულო და განმამღრთობელო, და განგვანათლე ჩვენ შენითა ცეცხლმოსილითა შთაგონებითა.
მოვედ, სახიერო ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
სულშემოსილი მადლი მოანიჭე, წმიდაო ნუგეშინის-მცემელო, ყოველსა ეკლესიასა ქრისტესსა დიდსა ამას დღესა წმიდისა მეერგასისასა, ვითარცა უწინარესცა ამისასა მარადის თანა-ეყოფვოდი ქრისტე მეუფესა ჩვენსა დღეთა განკაცებისა და მყოფობისა მისისა ხორცთა შინა, ვითარცა მჭევრმეტყველებს დიდი ღმრთისმეტყველთა შორის გრიგორი: „იშვება ქრისტე და სული წინ-უსწრებს. ნათელ-იღებს ქრისტე და სული მოწმობს. განიცდება ქრისტე და სული წარიყვანებს მას უდაბნოდ. ძალთა აღასრულებს ქრისტე და სული არს თანმხლები მისი ზეცად აღმაღლდება ქრისტე და სული შეიწყნარებს მას“. ამისთვის დასაბამთა ღმრთაებისასა მოანიჭებ დღეს, წმიდაო სულო, ბუნებასა მიწისასა, რაითა კვლავაც აღიყვანო იგი კეთილშობილებასა სამოთხისასა და განაღმრთოვო ხატისაებრ ზეცად ამაღლებულისა ბუნებისა იესო ქრისტეისა. ხოლო ჩვენ, რომელთა არა ძალ-გვიც აღრაცხვა კეთილმოქმედებათა და საბოძვართა შენთა, ზღვისა ქვიშისა უმრავლესთა, სიხარულით გიღაღადებთ შენ: ალილუია.
ვუგალობთ რა შენსა ცხოველდასაბამიერსა მადლსა, ღმრთაებრივო სულო, განმაახლებელსა პირისა ქვეყანისასა მობერვითა შენითა ზეცით, თაყვანის-ვსცემთ შენსა გარდამოსლვასა ცეცხლოვანითა ენებითა მოციქულთა ზედა, და გურწამს, ვითარმედ აღთქუმისაებრ ქრისტეისსა მადლი შენი მარადის ჰგიეს წმიდასა ეკლესიასა შინა, ვიდრემდის კვალად მოვალს დიდებით უფალი ჩვენი და იქმნების საყოველთაო აღდგომა მკუდრეთით უკანასკნელსა მას დღესა, ვითარცა წინაისწარ თქუა წმიდამან ეზეკიელ აღდგომისათვის საუკუნითგან შესვენებუულთა მათ ყოველთა მკუდართა: „ოთხთა მათ ქართაგან მოჰხვედ, სულო, და შთაჰბერე სული მკუდართა ძვალთა ამათ, და განცოცხლდენ. და შევიდა მათ შორის სული ცხოვრებისაი, და განცოცხლდა და დადგა ფერხთა ზედა თვისთა კრებული მრავალი ფრიად“. მაშინ ჩვენცა არა გვარცხვინო, სულო წმიდაო, მღაღადებელნი შენდა ესრეთ:
მოვედ, ნუგეშინის-მცემელო და სიხარულო ჩემო, და ისმინე ჩემი დღესა ამას მწუხარებისა და ურვისა ჩემისასა.
მოვედ, სუნთქვაო და ცხოვრებაო ჩემო, და იყავ ერთსულ ჩემ თანა თვით სიკვდილადმდე ჩემისა.
მოვედ, მბრწყინაო შესამოსელო სულისა ჩემისაო, და დაჰფარე შინაგანი სიშიშვლე და უსახურება ცოდვით დაცემისა ჩემისა.
მოვედ, უტფილესო განწმენდაო სვინიდისისა ჩემისაო, და სპეტაკითა ცრემლითა მოსლვისა შენისა განბანე მწიკული სულისა და სხეულისა ჩემისა.
მოვედ, საზრდოო გამოუთქმელო და უხრწნელო, და უკვდავებისა ნაყოფთაგან განაძღე მომყმარი სული ჩემი საუკუნო ცხოვრებად.
მოვედ, სასუმელო ღმრთაებრივო და ყოვლადსაწადელო, და კეთილმსახურებისა წყალთაგან დაარწყულე მწყურვალი სული ჩემი.
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ჰოი, ზეციურო პარაკლეტე – ნუგეშინის-მცემელო და სულო ყოვლადწმიდაო, მამისაგან გამომავალო, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-ცემულო და ძისა მიერ ჩვენდა მოვლინებული აღთქმისაებრ მისისა! მიიღე მცირედი ესე მადლობა ჩვენი, ყოვლითა სულითა მოძღვანებული შენდა. მოვედ ჩვენ შორის და მარადის დაიმკვიდრე ეკლესიასა შინა, რაითა არა დაიშრიტოს სულსა შინა ჩვენსა ღმრთაებრივი ცეცხლი, აღნთებული შენ მიერ, და ღირს-გვყავი ჩვენ ყოფად მგზნებარითა სულითა და არა ყოფად გულის-თქმებითა და თნებითა ხორცთაითა, რაითა არაოდეს დაიშრიტოს სული ჩვენი და მარადის გადიდებდეთ შენ სულთა და ხორცთა შინა ჩვენთა შინა, და ესრეთ მეორედ შობილნი და აღორძინებულნი შენ მიერ უბიწოითა სულითა და უზაკველითა ბაგითა ვუგალობდეთ ერთსა სამპიროვანსა ღმერთსა: ალილუია. (3-გზის)
ანგელოსთა შემოქმედი და უფალი ძალთაი გარდამოხდა ზეცით და მიიღო ხორციელი ბუნება ჩვენი, შემოვიდა ქვეყანად, რაითა ჯვარითა და აღდგომითა თვისითა იხსნას პირველითგან დაცემული ნათესავი კაცთაი, ხოლო კვალად აღმაღლდა ზეცად, დაჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა, რაითა თანა-აღამაღლოს და განაღმრთოვოს ბუნება ჩვენი და დაამკვიდროს ქვეყანასა ზედა მეუფება სიმართლისა და მშვიდობისა სულიწმიდისა მიერ, რომლისა ხილვა არავის ძალუც, უკუეთუ არა იშვეს ზეგარდამო მითვე სულითა. ამისთვის უფალმან ჩვენმან, ოდეს აღვიდოდა ზეცად მამისა თანა, არა დამიტევა ჩვენ ობლად, არამედ აღმითქვა ჩვენ, ცოდვილთა ამათ, მეტყველმან: და მე შევჰვედრო მამასა და სხუაი ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქვენ, რაითა იყოს თქვენ თანა უკუნისამდე, სული ჭეშმარიტებისაი, რომლისა მიღება სოფელსა არა ძალ-უც, არცა იცის იგი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის. ნუგეშინის-მცემელმან, სულმან წმიდამან, მან გასწაოს თქვენ ყოველი და მოგახსენოს, რასაცა მე გითხრობდი თქვენ. შემსმენელნი აღთქუმისა ამის, მოციქულნი უფლისანი, გევედრებოდიან შენ, წმიდაო ნუგეშინის-მცემელო, რაითა მალიად გარდამოხვიდოდე, და ესრეთ გიღაღადებდენ შენ:
მოვედ, ნუგეშინის-მცემელო სახიერო, მარადის მამისაგან გამომავალო.
მოვედ, ზეციურო პარაკლიტე, მყოვარ-ჟამ ძესა შინა დავანებულო.
მოვედ, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოსდრიკე ცანი და გარდამოჰხედ.
მოვედ, მეუფეო ზეცათაო, შეახე მთათა და კუმოდიან.
მოვედ, სულო ყოვლადწმიდაო, და დაგვმოძღვრე ჩვენ ნათლითა ჭეშმარიტებისა შენისაითა.
მოვედ, ბროლისებრ სპეტაკო ცხოვრებაო, და განანათლე ყოველი სოფელი ცეცხლითა მადლისა შენისაითა.
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ზესთამბრძოლო ნუგეშინის-მცემელო, მეუფეო ზეცათაო და ქვეყანისაო, სულო ჭეშმარიტებისაო, ცხოველს-მყოფელო, მაცხოვნებელო და ყოვლადწმიდაო, მარადის მამისაგან გამომავალო და ძესა შინა დავანებულო, ხოლო გარდამოსვლითა შენითა სახითა ცეცხლისა ენათა მოციქულთა განმანათლებელო, – აწცა გარდამოჰხედ ზეცისა სიმაღლეთაგან ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ზედა და გვშევ ჩვენ ახლისა მადლმოსილისა ცხოვრებისათვის, რაითა გიღაღადებდეთ შენ:
მოვედ, სახიერო, ნუგეშინის-მცემელო ჩვენ შორის და გვაცხოვნენ ჩვენ.
ჰოი, მეუფეო ზეცათაო, წმიდაო ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, არცაღა-ოდეს დასაბამიერო და არცაღა-აოდეს არამოქმედო, არამედ მამისა თანა და ძისა თანა მარადის მყოფო, პირველად ანგელოსთა მხედრობათა მიერ მოქმედო, კურთხევისა და განწმენდისა მომნიჭებელო, რომელი დასაბამად, ჟამსა მას დაბადებისა ქმნილებისასა იქცეოდი წყალთა ზედა ვითარცა მომნიჭებელი ცხოვრებისა, ხოლო სამოთხესა შინა პირველქმნილთა კაცთა სუნთქვითა ცხოვრებისათა განასულიერებდი და ტკბილითა ერთობითა და თანაზიარობითა ღმრთისაითა ნუგეშინის-სცემდი, და შემდგომად ცოდვით დაცემისა პირველმშობელთა ჩვენთა არღა ინებე ყოფად დაცემულთა თანა ძეთა კაცთასა, რათგან ხორცნი იყვნეს, არამედ ოდენ რჩეულთა პატრიარქთა, წინას-წარმეტყველთა და ძველთა მამათა თანა ისიტყვოდი; ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა ინებე გარდამოფენა სულისა შენისა ყოველსა ხორციელსა ზედა, უპირველესად უპატიოსნესსა ზეციურ ძალთასა ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამსა ზედა გარდამოჰხედ და მის მიერ აღასრულე დიდი საიდუმლო ხორციელ-ქმნისა ძისა კაცისა, და კვალად ძესა მას ღმრთისასა, ხორციელად მოსრულსა იორდანედ, დაადგერ სახითა ტრედისაითა, ხოლო შემდგომად ამისა დიდსა მას დღესა მეერგასისა არსობრივად სახითა ცეცხლისა ენებითა გარდამოჰხედ მოციქულთა ზედა და მათ მიერ ყოველი სოფელი განანათლე და წმიდა ეკლესია საუკუნეთა გასულადმდე შენითა ღმრთაებრივითა მადლითა უხვად აღავსე, რაითა დაცემული ბუნება ჩვენი განაღმრთოვო და კვალად სამოთხისა ნეტარებად მიაქციო. ხოლო აწ მოიხილე ამა დიდსა, სრულყოფილსა და საბოლოოსა დღესასწაულსა მეერგასისასა ვედრებათა ზედა მონათა შენთა, მუხლ-მოდრეკით აღმოვლენილთა შენდა, და განგვწმიდე ჩვენ წმიდითა გარდამოფენითა შენითა მრავალთა შეცოდებათაგან ჩვენთა, ქმნილთა ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა ჩვენისათა. ჰოი, ერთო მხოლოო უბიწოო და ყოვლადწმიდაო სულო, განგვწმიდე ჩვენ მრავლისა არაწმიდებისაგან ჩვენისა, რაითა არღა დაგვიტეო ჩვენ ვიდრეღა ხორცთა შინა ვსცხოვრებდეთ, რამეთუ არღა ძალ-უც კაცთა ხორციელთა და მშვინვიერთა სულისა შენისა ქონებად, და ხორცთა და სისხლთა ამათ სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ. ამისთვის გევედრებით შენ: დააქრე ცხოველშემოსილითა სუნთქვითა შენითა ყოველი ცეცხლი ვნებათა ჩვენთა, რაითა არა ვიყვნეთ თნებითა ხორცთაითა და ბილწითა გულისთქმებითა, არამედ მიმოყვანებულნი შენ მიერ მარადის გადიდებდეთ შენ სულთა და სხეულთა შინა ჩვენთა. გევედრებით, ჰოი სულო ჭეშმარიტებისაო, გვიხსენ ჩვენ სულისაგან უქმობისა, სასოწარკვეთილებისა, მწუხარებისა და ამპარტავნებისა, და მომეც ჩვენ სული სიმშვიდისა და სიწმიდისა, სული თავმდაბლობისა და კეთილკრძალულებისა, სული მოთმინებისა და სიყვარულისა, რაითა შემოხვიდე შინაგანსა ტაძარსა სულთა ჩვენთასა და მეუფებდე მუნ ვნებათა ზედა ჩვენთა, და დამთესვიდე უკუე ჩვენ არა ხორცთა და ხრწნილებათა შინა, არამედ სულითა და უხრწნელებითა, და რაითა სულისაგან შენისა მოვიმკათ ცხოვრება საუკუნო უკანასკნელსა მას აღდგომასა ყოველთასა და ერთობით წმიდათა დასისა თანა გადიდებდეთ შენ მამისა და ძისა თანა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად სიბრძნით მეთევზურნი გამოაჩინენ, გარდამოუვლინე რა მათ სულიწმიდა და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყვარეო, დიდება შენდა.
ოდესმე გარდამოჰხედ შენ და ენანი შეურივნე, განყავ რა ნათესავნი კაცთანი, მაღალო; ხოლო ოდეს ენათა ცეცხლოვანთა განუყოფდი, ყოველთა მოუწოდე ერთობად; ამისთვის აწ ერთბამად განვადიდებთ ყოვლადწმიდასა სულსა.
გადიდებთ შენ, ცხოვრების მომნიჭებელო ქრისტე, და თაყვანის-ვსცემთ ყოვლადწმიდასა სულსა, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი აღმთქმისაებრ შენისა მოუვლინე ნუგეშინის-მცემელად ეკლესიასა შენსა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.