ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმრთივრჩეულო სასწაულთმოქმედო და ყოვლადსაკვირველო სათნო-მყოფელო ღმრთისაო, მსწრაფლ შემწეო ყოველთა შეჭირვებულთა და ტფილო მლოცველო ჩვენთვის, ღირსო მამაო სერაფიმე! ვადიდებთ რა განმადიდებელსა შენსა უფალსა, მადლობით გიგალობთ ქებულებასა ამას. ხოლო შენ, მქონებელმან დიდისა კადნიერებისა უფლისა მიმართ, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან დაგვიფარე ჩვენ, მღაღადებელნი შენდა მომართ: გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
პირველითგანვე აღგირჩია შენ შემოქმედმან ანგელოსთა და კაცთა, რაითა კეთილმსახურითა ცხოვრებითა შენითა განადიდო ყოვლადსაკვირველი სახელი წმიდისა სამებისა: რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი ანგელოსად ქვეყანასა ზედა და სერაბიმად ხორცთა შინა, და ესრეთ ვითარცა ყოვლადნათელი სხივი საუკუნოისა მზისა სიმართლისა გამობრწყინდა ცხორებაი შენი. ხოლო ჩვენ, მხედველნი ყოვლადსაქებელთა ღვაწლთა შენთა, კეთილმოშიშებითა და სიხარულითა გითხრობთ შენ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, კანონო სარწმუნოებისა და კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ხატო სიმშვიდისა და სიმდაბლისაო;
გიხაროდენ, მართალთა ყოვლადდიდებულო განდიდებაო;
გიხაროდენ, ყოვლად წყნარო ნუგეშო მწუხარეთაო;
გიხაროდენ, ყოვლადსაყვარელო სიქადულო მონოზონთაო;
გიხაროდენ, ერში მცხოვრებთა ყოვლადსაკვირველო შემწეობაო;
გიხაროდენ, რუსეთისა სახელმწიფოს დიდებაო და ზღუდეო;
გიხაროდენ, ტამბოვისა მხარისა ღმრთაებრივო შემკულებაო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ხედვიდა რა დედაი შენი, ღირსო მამაო სერაფიმე, ტფილსა სიყვარულსა შენსა მონოზონებრივისა ცხოვრებისადმი, ცნა უფლის წმიდა ნება შენთვის, და ვითარცა შემწირველმან ღმრთისა სრულისა მსხვერპლისა, იწროსა გზასა ზედა სლვისათვის გაკურთხა შენ წმიდითა ჯვარითა თვისითა, რომელი გულსა ზედა გაქუნდა გასულადმდე ცხოვრებისა შენისა, სასწაულად დიდისა სიყვარულისა ქრისტეს მიმართ, ჯვარცმულისა ჩვენთვის, რომელსა ყოველნი ლმობილებითა ვხადით: ალილუია.
ზენაარი გონება მოგემადლა შენ, წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ სიყრმით შენითგან მარადის ზრახვიდი ზეცისასა, და დასტოვე სახლი მშობლიური, ეძიებდი რა პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა. ამისთვის აწცა კეთილად შეიწყნარე ჩვენგან ქებულებანი ესე:
გიხაროდენ, კურსკისა ქალაქისა ღმრთივგამორჩეულო შვილო;
გიხაროდენ, კეთილმსახურთა მშობელთა შტოო ყოვლადპატიოსანო;
გიხაროდენ, დედისა შენისა სათნოებათა მემკვიდრეობად მიმღებელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა და ტფილისა ლოცვისა მისგან მსწავლელო;
გიხაროდენ, საღმრთოთა ღვაწლთათვის დედისაგან შენისა ჯვარითა მისითა კურთხეულო;
გიხაროდენ, კურთხევისა ამის ვითარცა სიწმიდისა სიკვდილადმდე შემკრძალავო;
გიხაროდენ, უფლისა სიყვარულისათვის მამისა სახლისა შენისა დამტევებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა სიმშვენიერისა და სიკეთეთა სოფლისა ამის არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ძალი მაღლისაი სიჭაბუკითგან შენით ჭეშმარიტად გფარვიდა შენ, ღირსო მამაო: რამეთუ ტაძრის სიმაღლეთაგან გარდამოვარდნილი სიკვდილისაგან გიხსნა უფალმან, ხოლო ფრიად ტანჯულსა სალმობათა შორის თვით დედუფალი სამყაროისა გამოგეცხადა და ზეცით მოგართუა შენ კურნება საკვირველი, ვინათგან სიყრმითვე ერთგულად ჰმსახურებდი უფალსა ღმერთსა და მარადის ხადოდი მას: ალილუია.
გულმოდგინებისა მქონებელი მონოზონთა ანგელოსთასწორი ცხოვრებისათვის, მიხვედ შენ, მამაო სერაფიმე, წმიდასა ქალაქსა კიევს თაყვანის-ცემად ღირსთა პეჩორელ მამათა, და ბაგეთაგან ღირსისა მამისა დოსითეოზისა მიიღე ბრძანებაი წარმართვად გზისა შენისა უდაბნოდ საროვისა, ვინათგან შორითვე ამბორს-უყოფდი წმიდასა ადგილსა მას, და დაემკვიდრე მუნ, სადა-იგი კეთილად აღასრულე ღმრთივ-სათნო ცხოვრება შენი. ხოლო ჩვენ, განკვირვებულნი ღმერთის ესევითარისა საღმრთოისა განგებულებისა გამო შენთვის, ლმობილებითა გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ქვეყნიურთა ამაოებათაგან განშორებულო;
გიხაროდენ, ზეციურისა მამულისა მგზნებარედ მწადიერო;
გიხაროდენ, უფლისა ჩვენისა ქრისტეს ყოვლითა გულითა შემყვარებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახიერისა უღლისა ქედსა ზედა თვისსა დამდებელო;
გიხაროდენ, სრულყოფილითა მორჩილებითა შემოსილო;
გიხაროდენ, უფლის წმიდათა მცნებათა სარწმუნოო აღმსრულებელო;
გიხაროდენ, გონებითა და გულითა შენითა ღმერთსა შინა ლოცვითა დამკვიდრებულო;
გიხაროდენ, შეურყეველო სვეტო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ღელვატეხილსა ფიცხელთა მოხდომათა ბოროტისათა მარადის დააცხრობდი, ღირსო მამაო, და მხნედ ხვიდოდი გზასა იწროსა და მწუხარესა მონოზონური ღვაწლისა, ქედსა შენსა ზედა მტვირთველი უღლისა საუდაბნოო ცხოვრებისა, განმხოლოებისა, მდუმარებისა და მრავალღამეულისა მღვიძარებისა, და ესრეთ, მადლითა ღმრთისაითა აღმავალი ძალითი ძალად, აღზედი საქმეთაგან – ჭვრეტადმდე ღმრთისა, გადასახლდი ზეცისა სავანეთა, სადა ანგელოსთა თანა მარადის უგალობ ღმერთსა: ალილუია.
მსმენელნი და მხედველნი წმიდისა ცხოვრებისა შენისა, ღირსო მამაო სერაფიმე, ყოველნი ძმანი მონასტრისა შენისანი ჰკვირობდენ ფრიად და მოვიდოდიან შენდა სწავლად სიტყვათაგან და ღვაწლთა შენთა; ამისთვის ადიდებდენ უფალსა, საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა. და აწ ჩვენცა, ყოველნი პატივის-მცემელნი შენნი, სარწმუნოებითა და სიყვარულით გაქებთ შენ, ღირსო მამაო, და გიღაღადებთ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლითურთ თავისა შენისა უფლისათვის მსხვერპლად შემწირველო;
გიხაროდენ, უვნებობისა სიმაღლედ მიწევნულო;
გიხაროდენ, ქრისტეს მხედარო კეთილად ძლევაშემოსილო;
გიხაროდენ, ზეციურისა სახლის მეუფისა მონაო სახიერო და სარწმუნოო;
გიხაროდენ, უფლისა წინაშე ჩვენთვის შუამდგომელო ურცხვენელო;
გიხაროდენ, ღმრთისმშობელისა მიმართ ჩვენო მლოცველო დაუძინარო;
გიხაროდენ, ყოვლადსაკვირველისა კეთილსურნელებისა შროშანისა უდაბნოო;
გიხაროდენ, საღმრთოისა მადლისა ჭურჭელო უბიწოო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ღმრთაებრივმან ნათელმან განაბრწყინვა სამყოფელი შენი, ღირსო მამაო, რაჟამს სნეულსა და სასიკვდინე სარეცელსა ზედა მდებარეს თვით ყოვლადუბიწო ქალწული გამოგეცხადა მოციქულთა თანა პეტრესა და იოანესა და თქუა: „ესე არს გვარისაგან ჩვენისა“, ხოლო თავსა შენსა შეგახო წმიდა ხელი თვისი. ამისთვის შენ, მეყვსეულად განკურნებული, სამადლობელსა უგალობდი უფალსა და ღაღადებდი: ალილუია.
ხედვიდა რაი მძვინვარე მტერი კაცთა ნათესავისა უზაკველსა და წმიდასა ცხოვრებასა შენსა, ღირსო მამაო სერაფიმე, ბოროტად ისურვა წარწყმედა შენი: რამეთუ მოაწია შენ ზედა კაცნი ბოროტნი, რომელთა უმოწყალოდ გქენჯნეს შენ და დაგაგდეს კნინღა მკუდარი; ხოლო შენ, წმიდაო მამაო, ვითარცა კრავმან, უხმოდ და ურისხველად დაითმინე ყოველივე და უფალსა ევედრებოდი მიტევებად მაწყინებელთა შენთა. ამისთვის ჩვენცა ყოველნი, განკვირვებულნი ესევითარისა შენისა მხნეობისა და უბოროტობისათვის, გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ სიმშვიდითა და სიმდაბლითა შენითა ქრისტე ღმერთისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, უბოროტობითა შენითა სულისა გაბოროტებისა მძლეველო;
გიხაროდენ, სულისა და სხეულის უბიწოებისა გულსმოდგინეო შემკრძალავო;
გიხაროდენ, მადლმოსილითა ნიჭებითა აღსავსე მეუდაბნოე მამაო;
გიხაროდენ, ღმრთივ განდიდებულო და წინათმხედველო მოსაგრეო უფლისაო;
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ყოვლად საკვირველო და ღმრთივგანბრძნობილო მოძღვარო;
გიხაროდენ, წმიდისა ეკლესიისა სიქადულო და სიხარულო;
გიხაროდენ, საროვის სავანისა დიდებაო და შემკულებაო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
თავად უდაბნო საროვისა ღაღადებს ღვაწლთათვის და შრომათა შენთა, ღმერთშემოსილო სათნო-მყოფელო ქრისტესო, რამეთუ ტევრნიცა და მაღნარნიცა კეთილსურნელოვან-ჰყვენ მოუკლებელითა ლოცვითა შენითა, მიმბაძველმან ელიასი, ღმერთის წინასწარმეტყველისა, და იოანესი, უფლის ნათლისმცემელისა, და გამოსჩნდი მრავალნაყოფიერ აღყუავებად უდაბნოისა ნიჭებითა სულიწმიდისაითა, რომლისა მოქმედებითა მრავალნი და ყოვლადდიდებულნი საქმენი მოიღვაწენ, აღმძვრელმან მართალთა მორწმუნეთა გალობად ღმრთისა მიმართ, ყოველთა სიკეთეთა მომცემელისა: ალილუია.
გამობრწყინდი შენ, ახალი ღმრთის-მხილველი, მსგავსი მოსესი, ნეტარო სერაფიმე: რამეთუ უმწიკვლოდ აღასრულებდი მსახურებასა უფლის საკურთხეველისასა და ამისთვის ღირს იქმენ ხილვად თვით ქრისტესი, მომავალისა ტაძარსა შინა უხორცოთა ძალთა თანა. და აწ განკვირვებულნი ღმერთის ამა კეთილმნებელობისათვის შენდა მომართ, გიგალობთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ღმრთისა მჭვრეტელო ყოვლადდიდებულო;
გიხაროდენ, სამმბრწყინვალითა ნათლითა გაცისკროვნებულო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა სამებისა ერთგულო მსახურო;
გიხაროდენ, სულისა წმიდისა შვენიერო სამკვიდრებელო;
გიხაროდენ, ხორციელითა თვალითა ქრისტეს მჭვრეტელო ანგელოსებითურთ;
გიხაროდენ, გახრწნადითა და თიხიერითა სხეულითა შენითა სამოთხისა სიტკბოებათა წინათ-მგემებელო;
გიხაროდენ, ცხოვრებისა პურითა დაპურებულო;
გიხაროდენ, უკვდავებისა სასუმელითა დარწყულებულო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ჰსუროდა რაი კაცთმოყვარესა უფალსა გამოცხადებად შენდა, ღირსო მამაო, თვისისა გამოუთქმელისა მოწყალებისა კაცთა მომართ, გამოგაჩინა შენ ჭეშმარიტად ვითარცა მნათობი ყოვლად-გაბრწყინვებული: რამეთუ საქმითაცა და სიტყვითაცა ყოველთა მიიყვანებდი კეთილმსახურებად და სიყვარულად ღმრთისა. ამისთვის ჩვენცა, ღვაწლთაგან შენთა ბრწყინვალეთა განათლებულნი და პურითა სწავლა-დამოძღვრათა შენთა საზრდოებულნი, გულსმოდგინედ გადიდებთ შენ და ვუღაღადებთ განმადიდებელსა შენსა ქრისტესა: ალილუია.
ახალსა რჩეულსა ღმრთისასა გხედვიდენ შენ ყოველნი, ღირსო მამაო, და შორით მოვიდოდიან შენდა მართალნი მორწმუნენი მწუხარებათა და უძლურებათა შინა თვისთა, ხოლო შენ არა უგულვებელს-ჰყოფდი მათ, არამედ წარმოადინებდი საკვირველთა კურნებათა, ნუგეშინის-ცემასა და ლოცვითსა მეოხმყოფელობასა ყოველთა შეჭირვებულთათვის, და ესრეთ სრულიად რუსეთის მიწა-წყალსა ზედა განეფინა უწყება სასწაულთათვის შენთა; ამისთვის ყოველგნით მადლობით გადიდებდენ შენ სულიერნი შვილნი შენნი:
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, უფლისა მიერ ჩვენო დამმწყსველო;
გიხაროდენ, ყოველთა მწყალობელო და მშვიდო მამაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ განმკურნველო ჩვენო, მადლითა შემოსილო;
გიხაროდენ, უძლურებათა ჩვენთა მოწყალეო განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ჭირთა და განსაცდელთა შორის ჩვენო მალიად შემწეო;
გიხაროდენ, მშფოთვარე და შეწუხებულ სულთა ყოვლადტკბილო მამშვიდებელო;
გიხაროდენ, მყოობადისა ვითარცა აწმყოისა წინათ-მხედველო;
გიხაროდენ, შეფარულთა შეცოდებათა კაცთასა გამჭრიახო მამხილებელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
უცხოსა სასწაულსა ვხედევთ შენ შორის, ღირსო მამაო, რამეთუ მოხუცებული ეგე, უძლური და მრავალდაშვრომილი, ათასი დღე და ათასი ღამე დაყუდებულ იყავ ლოდსა ზედა ლოცვა-ვედრებითა და ვის ძალ-ედვა მაშინ დახსნად სალმობათა და ბრძოლათა შენთა, ნეტარო მამაო, რომელთა დაითმენდი, ღმრთისა მიმართ ზე-აღმპყრობელი პატიოსანთა ხელთა შენთა, ესრეთ მძლეველი აზრისმიერისა ამალეკისა და მგალობელი უფლისად: ალილუია.
სრულიად სასურველო, ყოვლად დამატკბობელო, უტკბილესო იესუ! – მარადის ესრეთ უწოდდი უფალსა ლოცვითა შენითა, ნეტარო მამაო, საუდაბნოოსა განმხოლოებასა შინა. ხოლო ჩვენ, დაბნელებულნი ამაოებითა და ცოდვათა შორის ურგებად წარმგებელნი ყოვლისა ცხოვრებისა ჩვენისა, ვაქებთ სიყვარულსა შენსა უფლისა მიმართ და გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, მოყვარეთა და პატივისმცემელთა შენთა ცხოვნებისათვის მეოხმყოფელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა გამოსწორებად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მდუმარეო და განდეგილო ყოვლადსაკვირველო;
გიხაროდენ, ჩვენთვის მლოცველო გულსმოდგინეო;
გიხაროდენ, უფლისა მიმართ მგზნებარისა სიყვარულისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ცეცხლითა ლოცვისა შენისაითა მტრისა ისართა შემწველო;
გიხაროდენ, სანთელო დაუქრობელო, ლოცვათა შორის უდაბნოს მგზნებარეო;
გიხაროდენ, ლამპარო მნთებარეო და სულიერითა ნიჭებითა მანათობელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ყოველი ბუნება ანგელოსთაი ჰკვირობდა უცხოსა სახილველსა: რამეთუ დაყუდებულსა მოხუცებულსა დედუფალი ცათა და ქვეყანისა გამოგეცხადა განმხოლოებასა შენსა და გიბრძანა გამოსლვად განდეგილობისაგან შენისა, რაითა არა აყენებდი მართლმადიდებელთა მორწმუნეთა მოსლვად შენდა შეწევნისა და დამოძღვრისათვის, არამედ რაითა ყოველთა ასწავლიდი ჭეშმარიტსა ცხოვრებასა და გალობასა ქრისტე ღმრთისა მიმართ: ალილუია.
მრავლისმეტყველთა რიტორთა ვერღა შეუძლონ გამოთქმად სიმტკიცისა სიყვარულისა შენისა, ნეტარო მამაო: რამეთუ სრულიად მიუძღვენ თავი შენი მსახურებასა ყოველთა მომლტოლვარეთა შენდა აღასრულებად ბრძანებისა ღმრთისა დედისა, და მარადის იყავ სახიერი მრჩეველი საგონებელსა შინა მყოფთათვის, ნუგეშინისმცემელი მოწყინებასა შინა შთავარდნილთათვის, მშვიდი შეგონება გზა-აცდენილთათვის, მკურნალი სნეულთათვის და აღმადგინებელი დაცემულთათვის. ამისთვის ჩვენცა გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, სოფლისაგან ამის სათნოებათა შეძინებისათვის უდაბნოსა შინა დამკვიდრებულო;
გიხაროდენ, კვალად თესვად თესლისა სათნოებათა უდაბნოდან სავანედ მიქცეულო;
გიხაროდენ, სულიწმიდისა მადლითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, სიმშვიდითა, სიმდაბლითა და მორჩილებითა შემოსილო;
გიხაროდენ, შენდა მომლტოლვარეთათვის მამაო შვილთმოყვარეო;
გიხაროდენ, სიტყვითა სიყვარულისაითა მათთვის მხნეობისა და ნუგეშინის მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მომსლველთა შენდა სიხარულად და საუნჯედ მწოდებელო;
გიხაროდენ, წმიდისა სიყვარულისა შენისათვის ცათა სასუფეველის სიხარულისა ღირს-ქმნილო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
მაცხოვნებელისა ღვაწლისა შენისა გასრულებად კეთილად მიიწიე, ღირსო მამაო, ოდეს ლოცვად მუხლმოყრილმან ხელთა ღმრთისათა მიეც წმიდა სული შენი, რომელი ანგელოსთა უფლისათა ზე-აღიყვანეს საყდარსა ყოვლისმპყრობელისასა, რაითა ყოველთა წმიდათა თანა იყო მუნ წინამდგომელად დიდებასა შინა დაუღამებელსა, მგალობელი ქებულებისა გალობისა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისა მიმართ: ალილუია.
ზღუდედ დამცველ და სიხარულად იყავ ყოველთა წმიდათათვის და ბერ-მონაზონთა, წმიდაო სერაფიმე, ოდეს ყოვლადწმიდა ქალწული გამოგეცხადა უწინარეს აღსრულებისა შენისა და წინაისწარ მიგითხრა მოახლოებულისა განსლვისათვის შენისა ღმრთისად. ხოლო ჩვენ, განკვირვებულნი ესევითარისა გამცხადებისათვის შენდა ღმერთის დედისა, გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ცათა და ქვეყნის დედუფალისა პირისპირ მჭურეტელო;
გიხაროდენ, გამოცხადებითა ღმრთისა დედისაითა გახარებულო;
გიხაროდენ, უწყებისა მისგან ზეცად გადასახლებისათვის მიმღებელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურითა აღსრულებითა შენითა სიწმიდისა ცხოვრებისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ლოცვათა შორის წინაშე ხატისა ღმრთისმშობელისა ლმობილისა სულისა შენისა ღმრთისად მიმბარებელო;
გიხაროდენ, ყოვლად მშვიდითა და არასალმობიერითა განსლვითა შენითა წინასწარმეტყველებისა შენისა აღმსრულებელო;
გიხაროდენ, უკვდავებისა გვირგვინითა ყოვლის-მპყრობელისა მიერ შემკულო;
გიხაროდენ, სამოთხისა ნეტარებისა ყოველთა წმიდათა თანა დამმკვიდრებელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
გალობასა მოუკლებელსა ყოვლადწმიდისა სამებისა მიმართ აღავლენდი, ღირსო მამაო, და ყოვლითა ცხოვრებითა შენითა კეთილმსახურებისა დიდებულ მოღვაწედ გამოსჩნდი შესაგონებელად წარწყმედადთათვის და კურნებად სულითა და სხეულით უძლურთათვის. ხოლო ჩვენ, მადლობელნი ესევითარისა წყალობისათვის უფლისა ჩვენდამო, მარადის ვხადით მას: ალილუია.
ნათელმფინარი ლამპარი იყავ ცხოვრებითა შენითა, ღმრთივ ნეტარო მამაო, და სიკვდილისაცა შემდგომად გამობრწყინდი ნათელცისკროვან მნათობად რუსეთის მიწა-წყალისა და სრულიად საქრისტიანოსი: რამეთუ პატიოსანთა წმიდათა ნაწილთაგან შენთა მარადის წარმოადინებ ნაკადულთა სასწაულთასა ყოველთათვის, სარწმუნოებითა და სიყვარულით მომლტოლვარეთა შენდა. ამისთვის ჩვენცა გიღაღადებთ შენ, ვითარცა მგზნებარესა მლოცველსა ჩვენთვის და საკვირველმოქმედსა დიდსა:
გიხაროდენ, სიმრავლითა საკვირველმოქმედებათა შენთა უფლისა მიერ განდიდებულო;
გიხაროდენ, სიყვარულითა შენითა ყოვლისა სოფლისათვის გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ქრისტესმიერსა სიყვარულსა ერთგულად შედგომილო;
გიხაროდენ, ყოველთა შეწევნისა შენისა მვედრებელთათვის ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, დაულევნელო წყაროო, საკვირველთა სასწაულთა წარმომადინებელო;
გიხაროდენ, სნეულთა და მოუძლურებულთა განმკურნველო;
გიხაროდენ, მრავალსაკურნებელთა წყალთა ჯურღმულო ამოუხაპავო;
გიხაროდენ, ყოველთა კიდეთა მიწა-წყალისა ჩვენისა ღმრთაებრივითა სიყვარულითა შენითა მომცველო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
შემცნობელნი მადლისა შენისა და დიდისა კადნიერებისა ღმრთისა წინაშე, ღირსო მამაო, გევედრებით ჩვენ, ყოველნი პატივისმცემელნი შენნი: ილოცე ტფილად უფლისა მიმართ, რაითა დაიფაროს წმიდა ეკლესია თვისი ურწმუნოებისა და განხეთქილებისაგან, უბედურებათა და განსაცდელთაგან, რაითა მარადის ვუგალობდეთ შენ მიერ კეთილისმყოფელსა ჩვენსა ღმერთსა: ალილუია.
ვუგალობთ რა განდიდებასა შენსა, ღირსო მამაო, გნატრით შენ, ვითარცა მრავლისშემძლესა მლოცველსა ჩვენთვის წინაშე ღმრთისა, ნუგეშინის-მცემელსა და ხელის-აღმპყრობელსა ყოველთა შეჭირვებულთა, და სიყვარულითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სიქადულო მართლმადიდებელისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ფარო და დაცვაო მამულისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წინამძღვარო ხსნისაო, ცხოვნების გზისა მაჩვენებელო და ყოველთა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ზეცად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ღმრთივ ძალმოსილო დამცველო და მფარველო ჩვენო;
გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაითა მრავლისა სასწაულისა აღმსრულებელო;
გიხაროდენ, პერანგითაცა შენითა მრავალთა სნეულთა და უძლურთა განმკურნებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მანქანებათა და მზაკვარებათა ეშმაკისათა დამარღვეველო;
გიხაროდენ, მხეცთა ველურთა სიმშვიდითა შენითა დამმორჩილებელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ჰოი, ყოვლად საკვირველო სათნო-მყოფელო ღმრთისაო და დიდო სასწაულთმოქმედო, ღირსო მამაო სერაფიმე, შეიწყნარე მცირე ესე ვედრება ჩვენი, ქებულებად შენდა აღმოვლენილი, და აწ მდგომელმან წინაშე საყდრისა მეუფისა მეუფეთასა – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ილოცე ჩვენ, ყოველთათვის, რაითა შევიძინოთ მოწყალება მისი საშინელსა მას დღესა სამსჯავროისა მისისასა და დიდითა სიხარულითა ვუგალობდეთ მას: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის
პირველითგანვე აღგირჩია შენ შემოქმედმან ანგელოსთა და კაცთა, რაითა კეთილმსახურითა ცხოვრებითა შენითა განადიდო ყოვლადსაკვირველი სახელი წმიდისა სამებისა: რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი ანგელოსად ქვეყანასა ზედა და სერაბიმად ხორცთა შინა, და ესრეთ ვითარცა ყოვლადნათელი სხივი საუკუნოისა მზისა სიმართლისა გამობრწყინდა ცხორებაი შენი. ხოლო ჩვენ, მხედველნი ყოვლადსაქებელთა ღვაწლთა შენთა, კეთილმოშიშებითა და სიხარულითა გითხრობთ შენ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, კანონო სარწმუნოებისა და კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ხატო სიმშვიდისა და სიმდაბლისაო;
გიხაროდენ, მართალთა ყოვლადდიდებულო განდიდებაო;
გიხაროდენ, ყოვლად წყნარო ნუგეშო მწუხარეთაო;
გიხაროდენ, ყოვლადსაყვარელო სიქადულო მონოზონთაო;
გიხაროდენ, ერში მცხოვრებთა ყოვლადსაკვირველო შემწეობაო;
გიხაროდენ, რუსეთისა სახელმწიფოს დიდებაო და ზღუდეო;
გიხაროდენ, ტამბოვისა მხარისა ღმრთაებრივო შემკულებაო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ღმრთივრჩეულო სასწაულთმოქმედო და ყოვლადსაკვირველო სათნო-მყოფელო ღმრთისაო, მსწრაფლ შემწეო ყოველთა შეჭირვებულთა და ტფილო მლოცველო ჩვენთვის, ღირსო მამაო სერაფიმე! ვადიდებთ რა განმადიდებელსა შენსა უფალსა, მადლობით გიგალობთ ქებულებასა ამას. ხოლო შენ, მქონებელმან დიდისა კადნიერებისა უფლისა მიმართ, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან დაგვიფარე ჩვენ, მღაღადებელნი შენდა მომართ: გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!
ჰოი, ყოვლადსაკვირველო მამაო სერაფიმე, დიდო საროველო სასწაულთმოქმედო, ყოველთა მომლტოლვარეთა შენდა მსწრაფლშემსმენელო შემწეო! ჟამსა ქვეყნიურისა ცხოვრებისა შენისასა არცა ერთი წარსრულა შენგნით ურგები და უნუგეშო, არამედ ყოველთათვის დამატკბობელი იყო ხილვა პირისახისა შენისა და კეთილმითვალულ სმენა ხმისა სიტყვათა შენთა. რამეთუ ნიჭი კურნებათა, ნიჭი წინათხედვისა, ნიჭი უძლურთა სულთა გაძლიერებისა მდიდრად გამოჩინდა ენ შორის. ხოლო ოდეს მოგიწოდა შენ ღმერთმან ქვეყნიურ საზრუნავთაგან ზეციურ განსვენებად, არცაღა მერმე მოგვაკლდა ჩვენ სიყვარული შენი, ვითარმედ შეუძლებელ არს აღრაცხვად სასწაულთა შენთა, გამრავლებულთა ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი; რამეთუ აჰა ესერა ყოველთა კიდეთა მიწა-წყალისა ჩვენისა ეცხადები შენ კაცთა შეჭირვებულთა და მოჰმადლი კურნებათა. ამისთვის ჩვენცა, ცოდვილნი და უძლურნი ესე, გიღაღადებთ შენ: ჰოი, ყოვლად მშვიდო და თავმდაბალო სათნომყოფელო ღმრთისაო, მისა მიმართ კადნიერო მლოცველო, არაოდეს უგულვებელს-მყოფელო მომწოდებელთა შენთაო! აღუვლინე უფალსა ძალთასა კეთილმოწლე ლოცვა-ვედრება შენი, რაითა განაძლიეროს მამული ჩვენი და მოგვმადლოს ყოველივე კეთილად სახმარი ცხოვრებასაცა ამას წარმავალსა და ყოველივეცა სასარგებლო ცხოვნებისათვის სულისაცა; კვალად გევედრებით, ღირსო მამაო სერაფიმე, მეოხ-ეყავ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი წინამძღვარი ეკლესიისა ჩვენისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი შიო, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და პატიოსანნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი – ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია სიმშვიდითა და უშფოთველობითა დაიცევ, რომლისა ბოლოჟამს გაბრწყინებისათვის ჰქადაგებდი შენ. შეისმინე ჩვენი, დიდო სათნო-მყოფელო ღმრთისაო და ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მეოხ-მყოფელობითა შენითა მოჰმადლოს ერსა ჩვენსა მშვიდობა და კეთილაღმშენებლობა, ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა განმტკიცება ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა, კეთილმსახურებასა და სიწმიდესა შინა; დაგვიცვას ჩვენ დაცემათაგან ცოდვისათა და გვასწავლოს ჭეშმარიტი სინანული, რომლითაცა დაუბრკოლებელათ შევალთ საუკუნოსა სასუფეველსა ცათასა, სადა-იგი აწ გაბრწყინვებულ ხარ დიდებასა შინა დაუსრულებელსა, და ყოველთა წმიდათა თანა მარადის უგალობ ცხოველდასაბამიერსა სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ამინ.
სიყრმითგან შენით ქრისტე შეიყვარე შენ, ნეტარო მამაო, და მას ერთსა ემუშაკე მგზნებარითა სურვილითა, მოუკლებელი ლოცვა-ვედრებითა და საუდაბნოითა ღვაწლითა მოსაგრეობასა შინა შენსა, ხოლო ლმობილითა გულითა ქრისტეს სიყვარულისა მომხვეჭელი, საყვარელ ძედ და რჩეულ მოღვაწედ დედისა ღმრთისა გამოსჩნდი. ამისთვის ჩვენცა ესრეთ გიღაღადებთ შენ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩვენ, წმიდაო სერაფიმე, ღირსო მამაო.
სიმშვენიერე სოფლისაი ამის და ყოველივე განხრწნადი მას შინა დაუტევე, ღირსო მამაო, და საროვისა უდაბნოს დაემკვიდრე, სადა-იგი სცხოვრებდი ვითარცა ანგელოსი ქვეყანისაი და მრავალთათვის იყავ გზა ცხოვრებისა. ამისთვის ქრისტემან, უფალმან ჩვენმან, განგადიდა შენ, მამაო სერაფიმე, და ნიჭითა კურნებათა და საკვირველმოქმედებათა განგამდიდრა, რომელსა აწ ჩვენცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, წმიდაო სერაფიმე, ღირსო მამაო.
ნეტარ-გყოფთ შენ, ღირსო მამაო სერაფიმე, და პატივს-ვსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მოძღვარო ბერ-მონოზონთაო და თანამზრახველო წმიდათა ანგელოსთაო.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.