ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ღმრთივ რჩეულსა ზესთამბრძოლსა, მიმადლებულსა მარადის ქალწულსა, ღმრთისმშობელსა მარიამსა, რომელმან მთასა ათონისასა მოხედა გამოცხადებითა საკვირველმოქმედისა ხატისა თვისისა და მრავალთა მოწყალებათა მოჰმადლის მის მიერ ნათესავსა ქრისტეანეთასა, საქებელთა გალობათა მივუძღვანებთ აწ ყოველნი მორწმუნენი: ხოლო შენ, ჰოი დედაო ღმრთისაო, ვითარცა მქონებელმან ხელმწიფებისა უძლეველისა, და დედობრივად მზრუნველმან ჩვენ ზედა, ისწრაფე შეწევნად ყოველთა შეჭირვებულთა და ყოვლისაგან განსაცდლელისა გვიხსენი ჩვენ, მღაღადებელნი შენდა:
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა..
ანგელოსმან ქვეყანისამან და კაცმან ზეცისამან, ღირსმან მამამან იოანე დამასკელმან, მგზნებარითა სიყვარულითა შენითა, ღმრთისმშობელო, ისწრაფა შექმნად წმიდისა ხატისა შენისა და კეთილ-მოწიწებით დააბრძანა იგი სენაკსა თვისსა, რაითა გულსმოდგინედ ილოცვიდეს წინაშე მისსა შენდა მომართ და გიღაღადებდეს ესრეთ:
გიხაროდენ, საუკუნოისა სიხარულისა ჩვენისა სოფლისათვის მშობელო მაცხოვრისა;
გიხაროდენ, ყოვლისწარმწყმედელისა ჯოჯოხეთისა ძალისა შობითა შენითა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, საწინაისწარმეტყველო სიტყვათათვის აღსრულებისა შემძინეო;
გიხაროდენ, ადამისა და ჰევაის შეცოდებისა წარმხოცველო;
გიხაროდენ, სამებისაგან ერთისა მკლავსა ზედა შენსა უჭირველად მტარებელო;
გიხაროდენ, ღმრთაებისა ცეცხლისა შეუწველად მუცელსა შენსა დამტევნელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ხედვიდა რაი ღირსი მამა იოანე დამასკელი მარჯვენესა თვისსა, დიდად დამაშვრალსა დაცვისათვის ღირსებისა და თაყვანისცემისა წმიდათა ხატთა, უმოწყალოდ მოკვეთილსა და გამოკიდულსა ძელსა ზედა ცილშეწამებითა ხატთმბრძოლისა ხელმწიფისათა, ითხოვა იგი მტარვალისაგან ურჯულოისა, მიიდვა მოკვეთილსა ადგილსა მკლავისა თვისისასა და ცრემლითა ილოცვიდა წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა, ქალწულო ყოვლადწმიდაო, რაითა შეეწიო და განკურნო მას. ხოლო შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადძლიერო ხელის-აღმპყრობელო ნათესავისა ჩვენისაო, მსწრაფლ შეისმინე ვედრება მისი: ძილსა შინა გამოეცხადე მას და განმრთელებაი მოკვეთილისა მარჯვენისა მისისა მოჰმადლე, რაითა მარადის მადლობით უგალობდეს ღმერთსა: ალილუია.
გონება კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მიწუდომად ძალისა მადლმოსილთა კურნებათა, რომელნი საკვირველად აღესრულებიან წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედაო ღმრთისაო, და ვერცა დიდსა სასწაულსა ამას განმარტავს ვინმე, თუ ვითარ მრთელად და სრულიად განკურნებულად წარმოჩინდა ღამესა ერთსა მოკვეთილი მარჯვენე ღირსისა მამისა, და ოდენ ნიში წყლულისა მისისა დაშთენილ იქმნა ნებითა მკურნალისა სახიერისა, რომელსა აწ ჩვენგანცა გესმის ქებულებანი ესრეთ:
გიხაროდენ, მალიად მოვლინებადო ნუგეშინისმცემელო სულთა დამწუხრებულთაო;
გიხაროდენ, სიხარულისმოქმედო მოღვაწეო გულთა ზედა სალმობიერთაო;
გიხაროდენ, უსასოთა ტანჯულთა სასოებითა კურნებისათა განმამხნევებელო;
გიხაროდენ, მკურნალთაგან დატევებულთა სნეულთა ხელთა შენთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, ღმერთის რჩეულის მარჯვენისა, უწყალოდ მოკვეთილისა, მრთელად და განკურნებულად აღმატებით ბუნებისა მქმნელო;
გიხაროდენ, რამეთუ არა-რაი არს შეუძლებელი შენდა, მოწყალეო მეოხმყოფელო, მარადის შეწევნად ჩვენდა განმზადებულო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ძალი უზენაესის მარჯვენისა შეიმეცნა კურნებითა მარჯვენისა თვისისა ღმრთივ მეტყველმან იოანე და მშვენიერითა საგალობლებითა გაქებდა შენ, დედუფალო ყოვლადსახიერო, და მსგავსებაიცა მოკვეთილისა ხელისა თვისისა მიუსართა წმიდასა და საკურნებელსა ხატსა შენსა მარადის მოსახსენიებლად დიდისა სასწაულისა მის. და აწცა ესრეთ იხილვების იგი ხატსა ზედა შენსა, წოდებულსა ამისთვის სამხელიანად, რამეთუ სამითა მით ხელითა, დაწერილთა მას ზედა, განაცხადებ შენ საიდუმლოსა წმიდისა სამებისასა, ხოლო მისგან მდიდრად აღსრულებადნი სასწაულნი ყოველთა მორწმუნეთა აღძრავენ ქებულებითა უღაღადებდენ უფალსა: ალილუია.
მქონებელი დიდისა მოშურნეობისა საღმრთოსათვის, სულშემოსილი საგალობელთმწერალი წმიდისა ეკლესიისა და ღმრთაებრივი განმადიდებელი მისი, ტკბილი ღირსი მამა იოანე, დასასრულამდე ცხოვრებისა თვისისა ქებულებათა აღმოგივლენდა საკვირველისა წყალობისათვის შენისა მისა მიმართ, მშობელო ღმრთისაო, და მოსახსენიებელად სასწაულისა ამის, თავსა იბურვიდა ტილოითა მით, რომლითაცა შეგრაგნილ იყო მოკვეთილი ხელი მისი, ხოლო ხატი შენი მრავალსაკურნებელი, ვითარცა საუნჯე დაულევნელი, შემდგომად თავისა დაუტევა (მიუძღვანა) წმიდასა ლავრასა ღირსისა მამისა საბა განწმედილისა, რაითა ყოველნი მართალნი მორწმუნენი ესრეთ ხადოდენ გამოსახულსა მას ზედა მკურნალსა სულთა და ხორცთასა:
გიხაროდენ, მტერთა წმიდისა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა ძლიერო მბრძოლო;
გიხაროდენ, სახარებისა მოძღვრების მქადაგებელთა მფარველო;
გიხაროდენ, კეთილმსახურთა ქრისტეანეთა დაცულებაო და სიქადულო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყვარე ბერ-მონოზონთა ნუგეშინისცემაო;
გიხაროდენ, სოფლისა ამის, ხორცთა და ეშმაკისა მბრძოლთა კეთილო თანამდგომო;
გიხაროდენ, კეთილკრძალულებისა და სიწმიდისათვის მოშურნეთა გულსმოდგინეო შემწეო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
აღტეხაი ღელვად საგონებელისაი შეაშფოთებს გონებასა ჩემსა, რამეთუ ვით შეუძლო მე უღირსითა ბაგითა ჩემითა ვუგალობდე დიდებასა შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რომელი წმიდითა ხატითა შენითა გამოგვიცხადე ჩვენ და შემწედ და მცველად მტერთაგან ხილულთა და არახილულთა მოგვმადლე იგი. ამისთვის განვადიდებ რა აღურაცხელთა წყალობათა შენთა ნათესავისა მიმართ ქრისტეანეთასა, აღვიარებ სასწაულთა შენთა და მდაბლად ვუგალობ ყოვლისა მპყრობელსა ღმერთსა: ალილუია.
ოდეს ესმა მონოზონთა წმიდისა ლავრისა საბა განწმედილისა დიდთა კეთილმოქმედებათათვის სერბეთის მღვდელთმოძღურისა საბასი, რომელი მოიწია ლავრასა მათსა, შეგონებითა შენითა, დედაო ღმრთისაო, მიუძღვანეს მას წმიდა ხატი შენი, წოდებული სამხელიანად, რომელიცა მან დიდითა მოწიწებითა მიიქუა გულსა, ვითარცა ძღვენი მრავალსასყიდლისაი და წარიყვანა ქვეყანასა თვისსა სერბეთს, სადა ასწავლიდა სამწყსოსა თვისსა ღაღადებად შენდა:
გიხაროდენ, აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ხატითა შენითა ქრისტეს ყოვლადძლიერიებისა მაუწყებელო;
გიხაროდენ, ხატისა მის მიერ სულიერთა და ხორციელ სნეულებათა მსწრაფლ განმკურნველო;
გიხაროდენ, ქვეყანისათვის სერბთასა ხატისა შენისა წინდად სათნო-ყოფისა შენისა მიმძღვანებელო;
გიხაროდენ, სასწაულებითა შენითა წმიდისა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა მას შინა მხნედ განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, სვიმეონ მირონმდინარისა მხარისა მის მადლითა შენითა მიმხედველო;
გიხაროდენ, სამწყსოსა ზედა მღვდელთმოძღურისა საბასი დედობრივისა საფარველისა შენისა გარდამომფენელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენო;
ღმრთივმდინარისა ვარსკულავისა მსგავსად გამოჩნდა ხატი შენი, მშობელო ღმრთისაო, წმიდითა ნებითა შენითა დავანებული სახედარსა ზედა და ნებასა თვისსა მიტევებული ქვეყანით სერბეთით, ხოლო სახედარი იგი მხოლოი, თვინიერ მიმომყვანებელისა მისისა, მიიწია ხატითურთ მთასა ათონისასა და დადგა წინაშე კართა სავანისათა, ქილანდარად წოდებულისათა, სადა მონოზონთა შეიწყნარეს იგი ვითარცა ძღვენი, მომადლებული ზეცით, რომელი დააბრძანეს საკურთხეველსა შინა მთავრისა ეკლესიისასა და ლმობილებითა დიდითა უღაღადებდნენ მაღალსა ღმერთსა, ყოველთა სიკეთეთა მომნიჭებელსა: ალილუია.
ოდეს იხილეს მონოზონთა ქილანდარისათა სათნო-ყოფაი შენი მათ მიმართ, ყოვლადკურთხეულო დედაო, გამოჩინებული საკვირველითა მობრძანებითა მათ თანა წმიდისა ხატისა შენისა სამხელიანისა, ფრიადითა სიხარულითა და სიყვარულითა თაყვანის-სცემდეს და ამბორს-უყოფდეს მას და გალობით გიღაღადებდნენ შენ კეთილქებულებათა ამათ:
გიხაროდენ, რომელი ზეციურისა სიონად წინა-უძღვი მოღვაწეთა კეთილმსახურებისათა;
გიხაროდენ, რომელი ზეციურისა იერუსალემდ მიიყვანებ უდაბნოს მოყვარეთა მონოზონთა;
გიხაროდენ, რომელმან სახედარი იგი პირ-უტყვი წმიდასა ნებასა შენსა საკვირველად დაამორჩილე;
გიხაროდენ, რომელმან სახედარსა მას ზედა მადლმოსილი ხატი შენი სერბეთით ათონს მიიყვანე;
გიხაროდენ, ათონისა უდაბნოისა კეთილ სუნნელებითა სიწმიდისა მის აღმავსებელო;
გიხაროდენ, ქილანდარისა სავანისათვის სათნო-ყოფისა შენისა მიმმადლებელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ყოველსა სოფელსა უქადაგებს ათონით სავანე ქილანდარისა მოწყალებათა და უხვებათა შენთა, ღვთისმშობელო ქალწულო, და ნათლად შემკობილ არს, მქონებელი წინამძღვრად ხატისა შენისა სამხელიანისა, რამეთუ ესრეთ არს ნება შენი, რაითა იყოს ხატი იგი ადგილსა მას საწინამძღვროსა ტაძარსა ღმრთისასა და სულთა შინა ძმათა სავანისათა, რომელნი, შენ მხოლოისაგან, მიიღებენ კურთხევასა ყოველი მორჩილებისათვის და ქებულებითა ხადიან შემოქმედსა ღმერთსა, რომელმან ესრეთ სათნო-იყო მათთვის: ალილუია.
ნებაი შენი აუწყე მაღლით, დედაო ღმრთისაო, მონოზონთა ქილანდარისათა, შეშფოთებულთა აღრჩევითა წინამძღვარისა, ოდეს საკვირველად დაადგინე წმიდა ხატი შენი ადგილსა საწინამძღვროსა ტაძარსა მას ღმრთისასა და ჩვენებით გამოუცხადე ძმასა ერთსა, ვითარმედ თავად შენ გნებავს ყოფად წინამძღვრად სავანისა მათისა პატიოსნისა მიერ ხატისა შენისა და არცაღა უხმს მათ აღრჩევა სხვისა წინამძღვარისა. ხოლო იგინი ლმობილითა სულითა და სიხარულითა გულისაითა გიღაღადებდენ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, კეთილმოსაგრეთა მონოზონთა განმარტებულო და ყოვლადძლიერო მფარველო;
გიხაროდენ, წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა მათთვის ტფილო - მეოხმყოფელო;
გიხაროდენ, ქილანდარისა სავანისა საწინამძღვრო კვერთხისა უხილავად მიმღებელო;
გიხაროდენ, სავანისა ამის დღესამომდე უვნებელად და კეთილმოწყობით შემკრძალავო;
გიხაროდენ, გულთა ძმათა სავანისათა, კურთხევისა ხატისა შენისაგან მიმღებელთა, მოშიშებითა და კეთილმოწიწებითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, არაკეთილმოშიშთა და უტიფართა მრისხანედ დამსჯელო;
გიხაროდენ, ხელის აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
გსუროდა რაი, ვითარმედ არახოლო-თუ ათონი, არამედ ყოველნიცა სხვანი მართლმადიდებელნი მხარენი იყუნენ თანაზიარ მადლისა დიდთა მათ საკვირველმოქმედებათა, რომელნი ხატისაგან შენისა სამხელიანისა აღესრულებიან და წარმოდინდებიან, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ინებე შენ ყოველსა ქალაქსა, დაბასა, ეკლესიასა და სავანესა მონოზონთასა წარგზავნად ხატისა ამის და საკვირველითა სასწაულებითა განდიდებაი მისი. ამისთვის ყოველნი მართალნი შვილნი ეკლესიისანი სიყვარულითა პატივს-სცემენ წმიდასა ხატსა შენსა სამხელიანსა და გულსმოდგინედ ხადიან ქრისტესა, შენ თანა გამოსახულსა მას ზედა: ალილუია.
საკვირველად გამოუვლენ მართალთა მორწმუნეთა, ყოვლად-კურთხეულო ქალწულო, მდიდართა წყალობათა შენთა, და წმიდითა ხატითა შენითა სამხელიანითა აღასრულებ ყოვლადდიდებულთა სასწაულთა ძალითა მადლისა ქრისტესითა: ბრმათა აღუხელ თვალთა, განრღვეულთა აღადგენ და განაძლიერებ, სნეულთა განჰკურნებ და ყოველთა შემოვრდომილთა საკურნებელსა ხატსა შენსა მსწრაფლსა შეწევნასა შენსა მარადის მოჰმადლი, და ესრეთ აღძრავ მათ ხმობად შენდა:
გიხაროდენ, წმიდისა ათონის მთისა წილხვედრად შენდა გამომრჩეველო;
გიხაროდენ, ყოველთაცა მართლმადიდებელთა მხარეთა საფარველითა მოწყალებისა შენისა მაჩრდილობელო;
გიხაროდენ, ქილანდარისა სავანისა წინამძღვარო უცვალებელო;
გიხაროდენ, მრავალთა ადგილთა და უდაბნოთათვის კურნებათა დაულევნელო საუნჯეო;
გიხაროდენ, ათონსა ზედა, რუსეთსა, სერბეთსა და - სხვათა ქვეყანათა შინა ხატისა შენისა მიერ ყოვლადდიდებულად საკვირველმოქმედო;
გიხაროდენ, მოყვარეთა და პატივისმცემელთა შენთა ყოვლისა განსაცდელისაგან მხსნელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
საკვირველად უცხო არს ხილვა მონოზონთა სავანისა ქილანდარისათა, რომელნი წმიდისა ხატისა შენისა მომართ, ვითარცა წინამძღვარისა, მოვიდიან და კურთხევასა მისგან მორჩილებათათვის თვისთა მიიღებენ. გარნა, ჰოი, ყოვლად სახიერო დედაო ღმრთისაო, ვითარცა მოწყალედ შეიწყნარებ და აკურთხებ მათ, ეგრეთვე ჩვენცა, უღირსთა ამათ, ნუ მოგვაკლებ დედობრივსა გულმოწყალებასა და მზრუნველობასა შენსა, არამედ კეთილმოწლედ შეიწყნარე ლოცვანი ჩვენნი, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა აღმოვლენილნი, და მადლმოსილი კურთხევა შენი გარდამოგვფინე, გვიხსენი ყოველთა განსაცდელთა და მწუხარებათაგან და გვასწავლე ჩვენ ღმრთის-სათნოდ ვუგალობდეთ ერთსა სამპიროვანსა ღმერთსა: ალილუია.
ყოველსა სოფელსა აღუვსებიეს, მსგავსად ცისა, სავსისა ღმრთივ-ნათელითა ვარსკულავებითა, საკვირველმოქმედთა ხატთა შენთა, ღვთისმშობელო ქალწულო, რომელთა შორის, ვითარცა მთიები სხივმფინარე, მადლმოსილად ბრწყინავს ყოვლადსაკვირველითა სასწაულებითა წმიდა ხატი შენი სამხელიანი და ნიშებითა შენისა მოწყალე მოხედვისათა ჩვენდამო განატფობს განგრილებულთა გულთა ჩვენთა. ამისთვის პატივს-ვსცემთ წმიდასა გამოსახულებასა ყოვლადწმიდისა პირისახისა შენისა და ესრეთ გიღაღადებთ შენ წინაშე მისსა:
გიხაროდენ, ღმრთივმიმადლებულო მარიამ, მარადის ქალწულო და ყოვლადუბიწოო;
გიხაროდენ, ერთო მხოლოო წმიდაო და კურთხეულო დედათა შორის;
გიხაროდენ, უხრწნელო და ქორწილისა გამოუცდელო, დედაო კრავისა და მწყემსისაო;
გიხაროდენ, შვენიერო და ნათლით შემოსილო პალატო სიტყუისაო – წმიდათაგან უწმიდესისაო;
გიხაროდენ, სპეტაკო და კეთილსურნელოვანო შროშანო ქალწულებისა და უბიწოებისაო;
გიხაროდენ, ხელმწიფაო და დედუფალო ცათა და ქვეყანისაო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ყოველნი მართალნი მორწმუნენი, ყრმანი ჭაბუკნი, ზრდასრულნი და მოხუცებულნი კეთილად სარგებლობენ დედობრივითა მზრუნველობითა შენითა, ყოვლადსახიერო დედუფალო: ყრმათა მოწყალედ ასაზრდოებ, ჭაბუკთა უხილავად წინამძღვრობ, მამათა კეთილმსახურებასა შინა განამტკიცებ, მოხუცებულთა უძლურებათა შორის განაძლიერებ, ხოლო ყოველთა ყოველსა სახიერსა და სულისათვის სარგებელსა მოჰმადლი ყოვლადძლიერითა მეოხმყოფელობითა შენითა წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა, რომელსა მადლობით ვუღაღადებთ ჩვენ: ალილუია.
მჭევრმეტყველნი კაცობრივნი ვერ შემძლებელ არიან ღირსად ქებად შენდა, ღვთისმშობელო, უპატიოსნესო ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესო სერაბიმთასა, მშობელო ერთისა სამებისაგან – ქრისტე-ცხოვრების მომცემელისა. ხოლო ჩვენ, სიყვარულითა შენითა სულითა ფრთოვან-ქმნილნი, მდაბლად ვკადნიერდებით მოძღვანებად შენდა გალობათა ამათ:
გიხაროდენ, ხელმწიფებრივო დამცველო და ხელის-აღმპყრობელო ნათესავისა ქრისტეანეთაო;
გიხაროდენ, გულკეთილო დედაო ყოველთა მგლოვარეთა და ტვირთმძიმეთაო;
გიხაროდენ, მშვიდითა ნათლითა ბრწყინვისა შენისათა ბნელისა ცოდვათა და ვნებათა ჩვენთა განმფანტველო;
გიხაროდენ, გზასა ზედა სინანულისასა ჩვენო სიბრძნით დამადგინებელო;
გიხაროდენ, საშინელსა ჟამსა სიკვდილისასა ყოველთა ჩვენთა ძლიერო ხელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, კეთილისა სიტყვის-მიგებისათვის ჩვენისა წინაშე მართლისა მსაჯულისა გულსმოდგინეო მეოხ-მყოფელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ცხოვნებისა ესე წინდი მოგვემადლა ჩვენ - წმიდა და ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ვითარცა პირველად წინათ-მიუთხარ ღმრთაებრივსა მოციქულსა ლუკას, დღესამომდე ჰგიებს მადლისა მიერ ხატისა მის თანა ძალი შენი, რომელი ყოვლადდიდებულითა სასწაულებითა განამტკიცებს სარწმუნოებასა ჩვენსა, უსასყიდლოდ განჰკურნებს უძლურთა და გზასა ზედა ცხოვნებისასა დაადგინებს სულთა ჩვენთა, რაითა ესრეთ ვხადოდეთ განმადიდებელსა სახელისა შენისასა სრულიად სამყაროსა შინა მეუფესა ცათასა და ქვეყანისასა: ალილუია.
ზღუდედ დამცველ ექმენ ყოველთა ქალწულთა და დასთა მონოზონთა, სძალო ღმრთისაო ქალწულო, რომელნი გულსმოდგინედ შემოგივრდებიან შენ, ხოლო წმიდასა ხატსა შენსა მოწიწებით პატივს-სცემენ, რამეთუ იგი მოგვმადლა ჩვენ უფალმან მომცემელმან ყოველთა სიკეთეთა შეწევნად და საკურნებელად უძლურებათა სულისა და სხეულისათა და ამით შეგვაგონებს გიგალობდეთ შენ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, კეთილო მასაზრდოებელო ქალწულთა და ობოლთა უდედოთაო;
გიხაროდენ, კეთილად მწუხარე ბერ-მონოზონთა დედათა და მამათა ზეციურთა საზღაურთა მიმართ წინამძღვარო;
გიხაროდენ, ბორკილებითა შეკრულთა და საპყრობილეთა შინა მყოფთა მომხედველო მადლმოსილითა ნუგეშინის-ცემითა შენითა;
გიხაროდენ, კეთილმსახურ სახლთა და მეუღლეთა კურთხევაო;
გიხაროდენ, ჭაბუკთა და ყმაწვილთა კრძალულებისათვის და უბიწოებისა დამოძღვრაო;
გიხაროდენ, მოხუცებულთა – მოძღვარ ბერთა - კეთილ ცხოვრებად და მშვიდობიანისა აღსასრულად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ხელის აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
სავედრებელი გალობაი ჩვენი, შენდა მომართ წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა სარწმუნოებითა და სიყვარულითა აღმოვლენილი, მოწყალედ შეისმინე, დედუფალო ყოვლადმწყალობელო, და დაგვიცევ ჩვენ ურწმუნოებისა და ცრურწმენის განმხრწნელთა სწავლებათაგან, რომლითაცა ცილ-შეწამებულ არს ჩვენ შორის წმიდამამათამიერი სარწმუნოება ჩვენი; გვიხსენი ჩვენ მზაკვრისმიერთა გადაცდომათაგან, დაგვიცევ ჩვენ და შეიკრძალე სამკვიდრებელიცა ქვეყანაი ჩვენი ყოველთა ამბოხთა, დაუწყობლობათა და ბოროტთა შერყვნათაგან, რომელთა მტერნი ჩვენნი აღძრავენ სარწმუნოებასა და მამულსა ჩვენსა ზედა, და ღირს-გვყავ ჩვენ, რაითა სიყვარულითა და ერთითა ჰაზრითა ყოველთა ერთგულთა შვილთა თანა წმიდისა ეკლესიისა ქრისტესათა ღმრთივ-სათნოდ ვუგალობდეთ შემოქმედსა ჩვენსა ღმერთსა: ალილუია.
საღმრთოისა ნათლის-მიმღებელი ლამპარი - წმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, ყოველსა სოფელსა ბრწყინვალებითა სასწაულთა განანათლებს, ხოლო გულთა ჩვენთა სიყვარულითა აღაგზებს შენდა მომართ, ყოვლადწმიდისა და ყოვლადკურთხეულისა დედისა უტბილესისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელმან საფარველად და დამცველად მოგვმადლა ჩვენ თავი შენი ლეგეონთაგან სატანისათა, რომელნი ძრწიან და თავზარდაცემულ არიან თვით სახელისაგან შენისა, რამეთუ უწყიან ძალი შენი, რომელსაცა განვადიდებთ ჩვენ და ესრეთ გხადით:
გიხაროდენ, მტერთა ჩვენთა ხილულთა და არახილულთა ყოვლითა სიბრძნითა შენითა დამაბრკოლებელო;
გიხაროდენ, მგმობელთა წმიდისა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისათა უხილავად დამსჯელო;
გიხაროდენ, სულთა ბოროტთა ხელმწიფებითა სამეუფოითა ჩვენგან განმდევნელო;
გიხაროდენ, რომელი არა უტევებ მათ გვეუფლონ ჩვენ;
გიხაროდენ, სიყვარულითა ღმრთისა და მოყვასთა მიმართ ჩვენო აღმაფრთოვანებელო;
გიხაროდენ, ყოველთა კეთილთა თხოვათა ჩვენთა მსწრაფლ აღმსრულებელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ზეგარდმო მადლი მოენიჭა წმიდასა ხატსა შენსა სამხელიანსა, დედუფალო ყოვლადსახიერო: ნუგეშინის-ცემად მგლოვარეთა, განკურნებად სნეულთა, თვალის-აღხელად ბრმათა, განძლიერებად დავრდომილთა და განრღვეულთა, მოყვანებად ურწმუნოთა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა ძალითა მისგან აღსრულებულთა ნიშთა და სასწაულთა, ჭეშმარიტად აღმატებულთა გონებასა და ცნობასა კაცთასა, რამეთუ საკვირველმოქმედებანი მისნი ოდენ სარწმუნოებითა არიან მისაწვდომელ და მათ მიერ ყოველნი მართალნი სულნი აღიძრვიან დაუდუმებელისა დიდებისმეტყველებისათვის შემოქმედისა ყოველთასა გალობითა ღმრთივშვენიერითა: ალილუია.
ვუგალობთ სასწაულთა შენთა, ღვთისმშობელო ქალწულო – მიმადლებულო მარიამ, არა დავფარავთ უხვებათა შენთა, არამედ აღვუარებთ კეთილმოქმედებათა შენთა და განვადიდებთ აღურაცხელთა წყალობათა შენთა ნათესავისა ქრისტეანეთათვის, რომლითაცა აღსავსე არიან და რომლისთვისაცა ღაღადებენ ყოველნი კიდენი ქვეყანისანი, რამეთუ აღმოსავალით ვიდრე დასავალადმდე იქების წმიდა სახელი შენი, კურთხეული ყოველთა ნათესავთაგან და ლოცვითა მოწოდებული ყოველთა ქვეყანათა შინა. რამეთუ შენ, განდიდებულსა ძისაგან შენისა და ღმრთისა, ჩვენცა გიღაღადებთ ქებულებათა ამათ:
გიხაროდენ, მშვიდო ნავთსაყუდელო მავალთათვის ღელვა-ტეხილსა მორევსა ზღვასა ცხოვრებისასა;
გიხაროდენ, გულ-ლმობილითა მონაწილეობითა შენითა მღელვარე ვნებათა მამშვიდებელო;
გიხაროდენ, სასოებითა ცხოვნებისათა მოწყინებასა და სასოწარკვეთილებასა შინა შთავარდნილთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებასა შინა იჭვებით შერყეულთა ნიშებითა და სასწაულებითა შემაგონებელო;
გიხაროდენ, სამონაზონო სავანეთა შორის ღმრთივსათნოდ მოსაგრეთათვის ნეტარისა აღსასრულისა მომმადლებელო;
გიხაროდენ, ერში კეთილპატიოსნად მცხოვრებთათვისაცა საფარველისა შენისა არა მომკლებელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ჰოი, ყოვლადქებულო დედაო უტკბილესისა გამომსყიდველისა ჩვენისა უფლისა იესუ ქრისტესო! შეისმინე სავედრებელი ხმა ღაღადისისა ჩვენისა, შენდა მდაბლიად აღმოვლენილისა წინაშე წმიდისა ხატისა ამის ხატისა შენისა, და დედობრივითა ლოცვითა შენგან შობილისა - წმიდათაგან უწმიდესისა – სიტყუისა მიმართ იხსენი ყოვლისაგან განსაცდელისა და საუკუნო სატანჯველისა ყოველნი მორწმუნენი, რომელნი ლოცვით მოუწოდებენ სახელსა შენსა და მადლობით ხადიან შენ მიერ ღმერთსა: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება 3-გზის და შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1
ანგელოსმან ქვეყანისამან და კაცმან ზეცისამან, ღირსმან მამამან იოანე დამასკელმან, მგზნებარითა სიყვარულითა შენითა, ღმრთისმშობელო, ისწრაფა შექმნად წმიდისა ხატისა შენისა და კეთილ-მოწიწებით დააბრძანა იგი სენაკსა თვისსა, რაითა გულსმოდგინედ ილოცვიდეს წინაშე მისსა შენდა მომართ და გიღაღადებდეს ესრეთ:
გიხაროდენ, საუკუნოისა სიხარულისა ჩვენისა სოფლისათვის მშობელო მაცხოვრისა;
გიხაროდენ, ყოვლისწარმწყმედელისა ჯოჯოხეთისა ძალისა შობითა შენითა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, საწინაისწარმეტყველო სიტყვათათვის აღსრულებისა შემძინეო;
გიხაროდენ, ადამისა და ჰევაის შეცოდებისა წარმხოცველო;
გიხაროდენ, სამებისაგან ერთისა მკლავსა ზედა შენსა უჭირველად მტარებელო;
გიხაროდენ, ღმრთაებისა ცეცხლისა შეუწველად მუცელსა შენსა დამტევნელო;
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა;
ღმრთივ რჩეულსა ზესთამბრძოლსა, მიმადლებულსა მარადის ქალწულსა, ღმრთისმშობელსა მარიამსა, რომელმან მთასა ათონისასა მოხედა გამოცხადებითა საკვირველმოქმედისა ხატისა თვისისა და მრავალთა მოწყალებათა მოჰმადლის მის მიერ ნათესავსა ქრისტეანეთასა, საქებელთა გალობათა მივუძღვანებთ აწ ყოველნი მორწმუნენი: ხოლო შენ, ჰოი დედაო ღმრთისაო, ვითარცა მქონებელმან ხელმწიფებისა უძლეველისა, და დედობრივად მზრუნველმან ჩვენ ზედა, ისწრაფე შეწევნად ყოველთა შეჭირვებულთა და ყოვლისაგან განსაცდლელისა გვიხსენი ჩვენ, მღაღადებელნი შენდა:
გიხაროდენ, ხელის-აღმპყრობელო ჩვენო, სამხელიანითა ხატითა შენითა შემწეო ჩვენდა..
ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადკურთხეულო ქალწულო, ღვთისმშობელო მარიამ! შემოგივრდებით და თაყვანის-გცემთ შენ წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, სამხელიანად წოდებულისა, მომხსენებელნი ყოვლადიდებულისა სასწაულისა შენისა კურნებითა მოკვეთილისა მარჯვენისა იოანე დამასკელისა, რომელი აღესრულა ხატისაგან ამისა, და ნიშიცა მისი დღესამომდე იხილვების მას ზედა სახითა მესამისა ხელისა, შეძინებულისა გამოსახულებასა შენსა. გილოცავთ და გევედრებით შენ, ყოვლადსახიერსა და ყოვლადუხვსა ხელის-აღმპყრობელსა ნათესავისა ჩვენისა - ქრიატეანეთასა: შეისმინე ჩვენი და ვითარცა ნეტარისა იოანესი, მწუხარებასა და სალმობასა შინა მყოფისა ისმინე, ნუცა ჩვენ მოგვიძაგებ, მწუხარეთა და სალმობიერთა წყლულთაგან ვნებათა მრავალსახეთა და შენდა გულსმოდგინედ მოახლებულთა სულითა მდაბლითა და გულითა შემუსრვილითა; შენვე ხედავ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, უძლურებათა ჩვენთა, გაბოროტებასა და შეჭირვებასა ჩვენსა, რამეთუ ფრიად გვიხმს ჩვენ შეწევნა და მფარველობა შენი, ყოველის მხრით გარემოცულთა მტერთაგან, და არავინ არს არცა შემწე, არცა ხელის-აღმპყრობელი ჩვენი, უკუეთუ შენ არა შეგვიწყალებ. ჰოი, დედუფალო, გევედრებით, შეისმინე ხმისა ჩვენისა და შეგვეწიე ჩვენ, რაითა გასულადმდე დღეთა ჩვენთა შეურყვნელად დავიმარხოთ წმიდამამათამიერი მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენი, განუხრელად ვიდოდეთ ყოველთა მცნებათა უფლისა ჩვენისათა, მარადის შევსწირავდეთ ღმერთსა ჭეშმარიტსა სინანულსა ცოდვათათვის ჩვენთა და ღირს ვიქმნათ მშვიდობითისა ქრისტიანულისა აღსასრულისა და კეთილისა სიტყვის-მიგებისა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელსა ევედრე ჩვენთვის დედობრივითა ლოცვითა შენითა, რაითა არა განგვიკითხოს ჩვენ უსჯულოებათაებრ ჩვენთა, არამედ შეგვიწყალოს დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თვისითა. ჰოი, ყოვლადსახიერო დედაო! შეისმინე ჩვენი და ნუ მოგვაკლებ ჩვენ ხელმწიფებრივსა შეწევნასა შენსა, რაითა შენ მიერ ცხოვრებისა მიმღებელნი, ქვეყანასა მას ცხოველთასა გიგალობდეთ და გადიდებდეთ შენ და შენგან შობილსა გამომსყიდველსა ჩვენსა, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელსა შვენის დიდება, ძალი და ხელწმიფება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
აჰა ესერა განიხარებენ ყოვლადსახელოვანნი ერნი, ოდეს ხედვიან, ყოვლადსაკვირველსა და სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა, დედუფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, და მოწყალებითა შენითა მიიღებენ კურნებათა სულიერთა და ხორციელთა. ამისთვის თაყვანის-ვსცემთ ხატსა ამას გულსმოდგინედ მღაღადებელნი შენდა: შემიწყალე მე, სახიერო დედაო, მდაბალი და ცოდვილი ესე მონა შენი, და დამიცევ ყოვლისაგან ბოროტისა და განსაცდელისა მტერისაგან, ევედრე ძესა შენსა უფალსა იესუს, რაითა მიხსნას მე და ზეციურსა ცხოვრებასა დამამკვიდროს კაცთმოყვარებითა და მადლითა მისითა. ამინ.
მადლითა შენითა, დედუფალო, ლმობილ-ჰყავ განძვინებულნი გულნი ბოროტის-მოქმედთა; მოუვლინე მათ კეთილის-მყოფელნი და დაიცევ იგინი ყოვლისაგან ბოროტისა; კეთილი უყავ ყოველთა, რომელნი გულსმოდგინედ ილოცვიან წინაშე პატიოსანთა ხატთა შენთა, ღმრთისმშობელო.
დღეს ყოვლადსოფლიური დიდი სიხარული გამოგვიბრწყინდა ჩვენ, – ათონის მთასა მოემადლა საკურნებელი ხატი შენი, დედუფალო ღვთისმშობელო, გამოსახულებითა სამთა და განუყოფელთა ხელთა შენთა სადიდებელად წმიდისა სამებისა, რამეთუ მართალთა და მლოცველთა წინაშე შენსა მოუწოდებ სახითა ამით შემეცნებად, ვითარმედ - ორითა ხელითა გიპყრია ძე და უფალი, ხოლო მესამითა გამოუჩინებ შესავედრებელსა და საფარველსა პატივისმცემელთა შენთა, რომლითაცა იხსნი მათ ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისაგან, რაითა ყოველნი სარწმუნოებით მომლტოლვარენი შენდა მარადის მოუკლებელად მიიღებდნენ დახსნასა ყოვლისა უბედურებისაგან და დაცვასა მტერთაგან. ამისთვის ჩვენცა ერთობით ათონისა ბერ-მონოზონთა თანა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
დღეს სახარულევანი დღესასწაული შენი შემოვალს, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, და აწ ყოველნი მართალნი მორწმუნენი სიხარულითა და მხიარულებით აღივსებიან, რამეთუ ღირს-იქმნენ ფრიად გალობად ყოვლადსაკვირველისა გამოცხადებისათვის პატიოსნისა ხატისა შენისა და შენგან შობილისა ყრმისა, ღმრთისა ჭეშმარიტისა, რომელი გიპყრია ორითა ხელითა შენითა, ხოლო მესამითა განაშორებ ჩვენგან განსაცდელთა და უბედურებათა და გვიხსნი ჩვენ ყოვლისა ბოროტისა და გარე-მოხდომისაგან.
გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივრჩეულო უბიწო ასულო და თავყანის-ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა სამხელიანსა, ვინაით წარმოგვიდინებ სასწაულთა და საკვირველთა კურნებათა ჩვენ - ყოველთა, სარწმუნოებით მომლტოლვარეთა შენდა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.