ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ღმრთივ რჩეულო ზეციურ მხედრობათაგან და ქვეყნად წარმოგზავნილო მსახურებად ნათესავისა კაცთასა, წმიდაო მთავარანგელოსო რაფაელ, მკურნალო სნეულებათა და უძლურებათა ჩვენთა, მგზნებარე მლოცველო ჩვენთვის წინაშე უფლისა, შეგვეწიე ჩვენ, რაითა განვერნეთ ყოველთა ჭირთა, მწუხარებათა და სნეულებათა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყვარულით აღმოგივლენთ შენ ქებულებათა ღირს-საფერთა, სიხარულითა ფრიადითა მღაღადებელნი შენდა მომართ: გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
მთავარანგელოსნი, ანგელოსნი და ყოველნი ძალნი ცათანი, მდგომარენი წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისა, განუწყვეტლივ დიდებისმეტყველებენ შემოქმედისა მიმართ ცათა და ქვეყანისათა, და ერთობით მათ თანა შენცა, დიდებულო მთავარანგელოსო რაფაელ, მარადის მგალობელი ქებულებისა გალობათა ყოვლისა მპყრობელისა მიმართ, მგზნებარედ ილოცავ ჩვენთვის, მკვიდრთა ამა ქვეყნისათა, რომელნი ქებისა გალობათა შემოგწირავთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, წინამდგომელო მთავარანგელოსო წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისაო.
გიხაროდენ, ერთობით ყოველთა ზეციურ ძალთა თანა სამწმიდაობითისა გალობისა მგალობელო ღმრთისა მიმართ.
გიხაროდენ, კაცთა მსახურებისათვის წარმოგზავნილო ზეცით უფლისა მიერ.
გიხაროდენ, მარადის მაღლისა ღმრთისა ნებისა მორჩილად აღმასრულებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
თვალითა სარწმუნოებისაითა ვჭურეტთ ჩვენ, მკვიდრნი ქვეყნისანი, ძალსა და დიდებულებასა ელვისებრივისა მზერისა შენისა, მთავარნგელოსო ღმრთისაო რაფაელ, და თუცაღა ცოდვილნი და უღირსნი ვართ ფრიად, გარნა სიყვარულითა და მადლობის მოძღვნითა ვკადნიერდებით ერთობით შენ თანა და ყოველთა წმიდათა ანგელოსთა თანა ვუღაღადებდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
გონებაი წმიდა და ვნებათაგან თავისუფალი მითხოვე ჩვენ უფლისაგან, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, არცაღა დაუცველად დაგვიტეო ჩვენ, უღონო-ქმნილნი ესე, ბრძოლასა შინა ცოდვისა და საცთურთა მიმართ სოფლისა ამისათა, რაითა შეწევნითა შენითა განვერნეთ სატანჯველთა საუკუნეთა და სიხარულითა სულიერითა გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ძლევამოსილო, წმიდაო და უხორცო მხედართმთავარო ცათა მეუფისაო.
გიხაროდენ, უძლურთა და სნეულთა ქმედითო მკურნალო, მორწმუნე მოგზაურთა მფარველო და შემწეო.
გიხაროდენ, უფლისა ერთგულო მსახურო, მარადის მეუფის ნებისა აღმსრულებელო.
გიხაროდენ, კაცთა შესაწევნელად ღმრთისაგან ბრძანებისა და ხელმწიფებისა მიმღებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
უძლეველისა ძალისა ღმერთის მოშურნეობისა და დიდებულებისა მისისა თავსა შორის შენსა გამომაჩინებელო, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, შეგვეწიე ჩვენ, რაითა უშიშარად დავარღვიოთ ყოველნი ბოროტნი მზაკვრებანი და მანქანებანი, მოწევნულნი ჩვენ ზედა უბოროტესისა მტერისა მიერ ჩვენისა, და სარწმუნოებითა და სიყვარულითა დიდითა მარადის შევღაღადებდეთ შემოქმედსა და დამბადებელსა ჩვენსა: ალილუია.
ძლევაშემოსილი შემწე და ძლიერი თანამბრძოლი გვივი ჩვენ წინააღმდგომთა ძალთა მიმართ მტერისათა, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ; ამისთვის მყოვარჟამ გევედრებით შენ: მფარველ გვეყავ ჩვენ, ცოდვილთა ამათ, ყოველთა ზედა გზათა ცხოვრებისა ჩვენისათა, რაითა მადლობითა და სიხარულითა გიღაღადებდეთ შენ:
გიხაროდენ, რამეთუ მარადის შეგვეწევი ჩვენ დღეთა შინა ამა წარმავალისა ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჩვენისასა.
გიხაროდენ, რამეთუ გზასა ზედა ცხოვნებისასა დაადგინებ ფერხთა ჩვენთა.
გიხაროდენ, რამეთუ უფლის მცნებათა კეთილად აღსრულებასა გვასწავლი ჩვენ.
გიხაროდენ, რამეთუ წარმწყმედელისა ცოდვით დაცემისაგან შეგვიკრძალავ და გვიცავ ჩვენ.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
განსაცდელთა და ჭირთა ქარბობალისაგან გვიხსენი ჩვენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, და ნუ დაგვიტევებ მარტოდ, უღონოქმნილთა ამა მწუხარეთა დღეთა შინა ცხოვრებისეულთა განსაცდელთა და სნეულებათა შორის, რომელნი მოიწევიან ჩვენ ზედა უშჯულოებათათვის ცხოვრებისა ჩვენისა. ხოლო ჩვენ, ხსნილნი შენ მიერ განსაცდელთაგან, მადლობასა უფლისა მიერ მოგიძღვანებთ შენ და სიხარულით ვუღაღადებთ მაღალსა ღმერთსა, მარადის კეთილისმყოფელსა და შემწესა ჩვენსა: ალილუია.
ვხედევთ და გვესმის რაი აღურაცხელნი კეთილმოქმედებანი შენნი კაცთა მოდგმისა მომართ, მდაბლად გევედრებით შენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ: გვექმენ ჩვენ დაუღალავი შემწედ ამა ქვეყნიურსა მწირობასა შინა ჩვენსა და გვეყავ სარწმუნო წინამძღვრად გზასა ზედა ცხოვრებისა ჩვენისასა, მიმყვანებელსა ცათა სასუფეველისად, რაითა მადლიერნი ესრეთ გხადოდეთ შენ ქებულებათა ამათ:
გიხაროდენ, შუამდგომელო ჩვენო წინაშე ღმრთისაო და მარადო დაუღალავო მლოცველო ჩვენთვის.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა მთავარანგელოსთა მიქაელისა, გაბრიელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა და ტახნიელისა თანა განუწყვეტლივ განადიდებ წმიდასა სამებასა.
გიხაროდენ, გულმოწყალეო შუამდგომელო ჩვენ, კაცთათვის, წინაშე ღმრთისაო.
გიხაროდენ, მალიად შემწეო და ძლიერო ხელისაღმპყრობელო ჩვენო ყოველთა შორის ჭირთა და განსაცდელთა
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
გზამკვლევ ვარსკულავად ექმენ შენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, ყრმასა ტობიას, ოდეს მამამან მისმან ტობით წარგზავნა იგი შორიელსა მას მხარესა ნათესავისა მიმართ თვისისა, და არახოლო-თუ კეთილ მეგზურად ექმენ მას, არამედ მკურნალადცა ძლიერად წარმოჩინდი, ოდეს უბრძანე მონადირებად თევზისა მდინარესა შინა და აღმოღებად მისაგან გულისა, ღვიძლისა და ნაღველისა, რაითა კმევითა მათითა განდევნოს მკვლელი დემონი ქალწულისაგან მის და სიბრმავისაგანცა განუკურნოს თვალისჩინი მამასა თვისსა. ამისთვის ესრეთ კეთილმოქმედებული შენგან, სიხარულით უგალობდა ტობია საგალობელსა ღმერთსა: ალილუია.
გხედავთ რაი შენ კეთილსაიმედო მეგზურად ყრმისათვის ტობია, გევედრებით, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ: გვექმენ ჩვენცა შემწედ მრავალმშფოთვარეთა დღეთა შინა ქვეყნიურისა ცხოვრების ჩვენისათა, დაგვიცევ წარმწყმედელისა ცოდვისაგან, ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა, გარემოხდომისაგან მტერთა ხილულთა და უხილავთა, რაითა მყოფნი სიმრთელესა შინა სულიერსა და ხორციელსა, მშვიდობითა და კეთილდღეობით მივიწიოთ სავანეთა უფლისათა და მარადის ვადიდებდეთ მამასა ჩვენსა ზეციერსა, ხოლო შენ, ზეცისა მკვიდრო, გიგალობდეთ ესრეთ:
გიხაროდენ, მოგზაურობისა მსურველთა მორწმუნეთათვის კეთილო მეგზურო და სარწმუნოო წინამძღვარო.
გიხაროდენ, ყრმისა მის ტობიასათვის უშფოთველისა და მშვიდობიანისა გზისა უზრუნველ-მყოფელო.
გიხაროდენ, ბრძენო დამმოძღურებელო მისო და კეთილისა რჩევისა მიმცემელო.
გიხაროდენ, რამეთუ სიტყვისაებრ შენისა აკმია ტობია ღვიძლი და გული თევზისაგან მის და ესრეთ განდევნა მკვლელი დემონი საცხოვრებელისაგან ქალწულისა.
გიხაროდენ, რამეთუ ცხებითა თვალთა ზედა მამისა თვისისა ნავღელისა თევზისა მის განკურნა ტობია სიბრმავე მისი.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
ყოველი ქვეყანა განცხადებულად ქადაგებს კეთილსა მსახურებასა შენსა კაცთა მოდგმისათვის, წმიდაო მთავარანგელოსო რაფაელ, ვითარცა საღმრთოთა საქმეთა წინათმაუწყებელისა და დიდისა მლოცველისა ჩვენთვის. ამისთვის ყოვლითა გულითა გმადლობთ შენ და ბაგითა ჩვენითა ვუგალობთ მაღალსა ღმერთსა, სათნო-მყოფელსა ანგელოსთა თვისთა მოვლინებისათვის ჩვენდა: ალილუია.
ოდეს ღმრთისა ნებასა აუწყებდი შენ ტობითს, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, წარუდექ მას ვითარცა ზნითა კეთილი ჭაბუკი და აუწყე მას, ვითარმედ გსურს, რაითა შორიელსა გზასა ზედა მეგზურ ეყო ძესა მისსა, ტობიას; და ოდეს კეთილად აღასრულე ღმრთისაგან ბრძანებული შენდა და მრთელი და სვებედნიერი დაუბრუნე მამასა ყრმაი იგი, აღხვედ შენ კვალად ზეციურთა სავანეთა მიმართ მომავლინებელისად შენისა. ამისთვის ჩვენ, სიყვარულითა და სიხარულითა ფრიადითა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, წინათმაუწყებელო საღმრთოთა საქმეთა და კეთილო წინამძღვარო მოგზაურთათვის მორწმუნეთა.
გიხაროდენ, რამეთუ მარადის მეოხმყოფელობ ღმრთისა წინაშე ყოველთა სნეულთა და შეჭირვებულთათვის.
გიხაროდენ, რამეთუ მსწრაფლ აღავლინებ ლოცვა-ვედრებათა ჩვენთა წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისათა.
გიხაროდენ, რამეთუ სამართლიანსა რისხვასა ღმრთისასა, მოწევნადსა ჩვენ ზედა, განარინებ ჩვენგან შუამდგომლობითა შენითა.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
ჰსურის რაი ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და გულისხმისყოფასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი მათი, ანგელოსთა თვისთა მოავლინებს გულთა-მხილველი უფალი სამსახურებელად მათა და თითოეულ საცა მოანიჭებს მათთვის ღირსისაფერსა მორჩილებასა. ხოლო შენ, დიდებულო ანგელოსო რაფაელ, მოგმადლა ღმერთმან ხელმწიფებაი და ძალი საკურნებელად სნეულებათა ხორციელთა და სულიერთა, ეგრეთვე მეგზურ-ყოფად მორწმუნეთათვის მოგზაურთა ყოველთა. ხოლო ჩვენ, ესევითარისა შენისა მსახურებისათვის ჩვენ, ცოდვილთა მომართ, მადლობასა მოგიძღვანებთ შენ ყოვლითა გულითა ჩვენითა და ბაგითაცა განვადიდებთ ყოვლად მოწყალესა ღმერთსა ჩვენსა ზეციურითა გალობითა ანგელოსთაითა: ალილუია.
საკვირველად გვიჩვენებს უფალი ღმერთი ჩვენი, ვითარმედ ცხოვრებაი კაცთა არა თავისდათავად და შემთხუევით მდინარებს ქვეყანასა ზედა, არამედ მარადის მარჯვენითა თვისითა უპყრიეს იგი და მრავალთა კეთილმოქმედებათა და წყალობათა წარმოგვიჩინებს მთავარანგელოსისა თვისისა რაფაელისა მიერ. ამისთვის მადლობასა მივუძღვანებთ მას დიდისა მოწყალებისათვის ჩვენდა, რამეთუ მოგვმადლა ესევითარი შემწე და მკურნალი ძლიერი, და გულაჩვილებითა ფრიადითა შევღაღადებთ საკვირველსა ამას მსახურსა მისსა:
გიხაროდენ, შეუმუსრაო დამცველო ზღუდეო ყოველთა ჭეშმარიტ ქრისტეანეთა.
გიხაროდენ, დაუძლეველო წინაღობაო მტერთათვის ქრისტიანულისა სარწმუნოებისაო.
გიხაროდენ, ერთგულთა მორწმუნეთათვის უსაზომო სიხარულისა მომნიჭებელო საყდრისაგან ყოვლისა მპყრობელისა.
გიხაროდენ, ურწმუნო მონანულთა გზასა ზედა სიმართლისა და ჭეშმარიტებისასა დამადგინებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
საკვირველად უცხო სასწაული ღმრთაებრივისა ძალისა შეიმეცნა ყრმამან ტობია თავსა ზედა თვისსა, ოდეს სიტყვისაებრ შენისა, მთავარანგელოსო რაფაელ, ბოროტი სული განიდევნა სარაისა ქალწულისაგან კმევითა საკმეველისაითა თევზისა მის. ხოლო ჩვენ განკვირვებულნი ესევითარითა სასწაულითა თრთოლვითა და სარწმუნოებითა ვუღაღადებთ შემოქმედსა ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.
ვინათგან ყოველთათვის გსურის შენ ცხოვრებაი, მარადიულო შუამდგომელო ჩვენთვის წინაშე ღმრთისაო, მთავარანგელოსო რაფაელ, ამისთვის ჩვენცა მყოვარ-ჟამ გევედრებით შენ: შეგვეწიე უკუე, გულსმოდგინეო მეოხმყოფელო ჩვენო, ქვეყნიურსა ცხოვრებასა ამას ჩვენსა და დაგვიფარე საქმეთაგან და ზრახვათა ცოდვისმიერთა, რამეთუ ჩვენცა ესრეთ გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, რამეთუ მშვიდსა სიხარულსა და შვებასა ღვთიურსა შთაგვიდებ გულთა შინა ჩვენთა.
გიხაროდენ, რამეთუ სიმშვიდითა და სიყვარულითა აღავსებ გულთა ჩვენთა.
გიხაროდენ, სარწმუნოო წინამძღვარო ქვეყნიურთა გზათა ზედა მწირობისა ჩვენისათა.
გიხაროდენ, მსწრაფლშემწეო ყოველთა ტვირთმძიმეთა და შეჭირვებულთა, რომელნი სარწმუნოებით მოგიწოდებენ შენ.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
ყოველნი მკვიდრნი ქვეყნისანი, მართლიად შემმეცნებელნი მსწრაფლშეწევნისა შენისანი, აღვსებულ არიან კეთილმოშიშითა სიხარულითა, რამეთუ უვით მათ ესევითარი მგზნებარე მლოცველი და მეოხმყოფელი წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისა, რომელი ხარ შენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მარადის მღაღადებელო მისა მიმართ: ალილუია.
მრავლისმეტყველსა მჭევრსა სიტყვასაცა არღა ძალუც სრულყოფილად გამოთქუმაი ზეციურისა დიდებისა შენისა, წმიდაო მთავარანგელოსო რაფაელ, რომელი ღმრთაებრივთა ძალთა თანა ცეცხლოვანითა პირისახითა მდგომარებ წინაშე საშინელისა საყდრისა მეუფისა მეუფეთაისა და უფლისა უფლებათაისა, მარადის მხურვალედ მვედრებელი წინაშე სახიერებისა და გულმოწყალებასა მისისა კაცთათვის, პატივისმცემელთა შენთა. ხოლო ჩვენ, აღსავსენი კეთილმოწიწებითა და თრთოლვითა შენდამო, მადლიერებით გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ერთგულო მსახურო უფლისაო, მარადის მაუწყებელო კაცთათვის ღმრთისა ნებისა.
გიხაროდენ, მთავარო ანგელოსთაო, მოძღვარო და ხელის-აღმპყრობელო კაცთაო.
გიხაროდენ, ლოცვებითა შენითა გონებისა ჩვენისა საიდუმლოდ განმანათლებელო.
გიხაროდენ, რამეთუ უბედურებათა და განსაცდელთაგან განარინებ მოყვარულთა და პატივისმცემელთა შენთა.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო - ჩვენთვის.
შემწედ ძლიერად გვექმენ ჩვენ, ცხოვნების მწადიერთა ყოველთა მორწმუნეთა ამათ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, რომელი გვიხსნი და გვიცავ ჩვენ ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა, ხოლო უფროისად ყოვლისა ცოდვით დაცემათაგან ჩვენთა. ამისთვის მარადის ხსნილნი შენ მიერ საფრხეთაგან მტრისათა, მადლიერითა გულითა და შეუმწიკულებული ბაგითა შევღაღადებთ შემოქმედსა ჩვენსა: ალილუია.
მტკიცე ზღუდედ დამცველ და მფარველ გვექმენ ჩვენ, ყოველთა ამათ მორწმუნეთა, რომელნი ხელის-აღმპყრობლობასა და შეწევნასა შენსა სასოებით შემოვუვრდებით, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ; ამისთვის მზაკვარებათაგან მტერთა ჩვენთა, ხილულთა და უხილავთა, გვიხსენი ჩვენ საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა, რაითა განკურნებულნი შენ მიერ სნეულებათაგან და დაცვულნი ბოროტისაგან ყოველთა ზედა გზათა ჩვენთა, ესრეთ გხადოდეთ შენ მადლიერებითა გულისაითა:
გიხაროდენ, რამეთუ მოგეცა შენ ღმრთისაგან ხელმწიფებაი და ძალი დაცვად ჩვენდა ზედამოხდომისაგან დემონისა.
გიხაროდენ, რამეთუ გვიცავ და გვიხსნი ჩვენ ყოვლისა მზაკვარებათაგან ეშმაკთა;
გიხაროდენ, რამეთუ ლოცვა-ვედრებათა ჩვენთა, ვითარცა საკმეველსა საცეცხლურითა, აღავლინებ ღმრთისა მიმართ.
გიხაროდენ, რამეთუ უძლურებათა ჩვენთა, სულიერთა და ხორციელთა, მოწყალედ განჰკურნებ;
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო - ჩვენთვის.
გალობასა ყოვლადწმიდისა სამებისა მიმართ განუწყვეტლივ აღავლენენ ცათა შინა ყოველნი წესნი ანგელოსთანი, მღაღადებელნი მოშიშებითა ღმრთისაითა: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებულებითა შენითა“. ამისთვის გევედრებით, წმიდაო მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, ჩვენცა შეგვეწიე, რაითა წმიდითა გულითა და შეუმწიკულებულითა ბაგითა ამგვარსახედვე ვუგალობდეთ სამერთობით განდიდებადსა მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ლამპარი სულისა ჩემისა დაქრობილ არს, ხოლო ზეთი კეთილთა საქმეთა არღა დაშთენილ არს ჩემ შორის; და მეცა, ცოდვისმიერითა ძილითა დამძიმებული, ვძრწი, რამეთუ მეშინის სმენად შუვაღამეულისა ხმისა: „აჰა ესერა სიძე მოვალს!“ ამისთვის მხურვალედ გევედრები, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, შემეწიე მე, რაითა აღვსდგე ძილისაგან ცოდვისმიერისა და აღვავსო ჭურჭელი სულისა ჩემისა ზეთითა საქმეთა კეთილთა, რაითა მარადის აღმოგივლენდე შენ გალობასა სიხარულისასა ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისა მიერ და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა წყალობითა ხარ შენ ძლიერი სასოება ჩემი.
გიხაროდენ, რამეთუ ტფილითა წინამდგომელობითა შენითა შუამდგომელობ ჩემთვის წინაშე უფლისა ქრისტიანულისა სიკუდილისათვის.
გიხაროდენ, რამეთუ საშინელსა ჟამსა აღსრულებისა ჩემისა გევედრები შენ: გამომეცხადე და დამიცევ მე დემონთაგან ბოროტთა.
გიხაროდენ, რამეთუ ქრისტეს საშინელსა სამსჯავროსა ზედა ვსასოებ ღირს-ყოფად მარჯვენით მისსა დგომასა მეოხმყოფელობითა შენითა.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
მადლი ფრიადი მოღებულ გაქუს შენ ღმრთისაგან საკურნებელად ყოვლისა სნეულებისა და წყლულისა კაცთა შორის, ჰოი დიდო მთავარანგელოსო რაფაელ; ამისთვის გევედრებით: ჩვენთა სულთაცა და სხეულთა მოჰმადლე განკურნება უძლურებათაგან ჩვენთა, რომელნი გვმძლავრობენ ჩვენ, რაითა ყოვლითურთ მრთელნი და ძლიერნი, მადლობით ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.
ვუგალობთ რა მრავალსახეთა სასწაულმოქმედებათა შენთა, აღსრულებულთა ჩვენისა ცხოვნებისათვის, ყოველნი გაქებთ შენ, წმიდაო მფარველო ჩვენო, ტფილო წინამდგომელო ჩვენთვის წინაშე უფლისა და მდაბლად გევედრებით: ნუ დაგვიტევებ ჩვენ აქა მარტოდ ქვეყნიურსა ამას მწირობასა ჩვენსა და მუნცა, საშინელსა სამსჯავროსა ზედა ღმრთისასა, გვეყავ ჩვენ ხელისაღმპყრობელ ძლიერ და ქმედით შემწედ, რაითა დაუბრკოლებელად განვვლიოთ საშინელნი საზვერენი ჰაერთა ბოროტ სულთანი და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი ჩვენ, რომელნი მყოვარ-ჟამ ესრეთ გხადით შენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ:
გიხაროდენ, სულით უძლურთა კაცთა მადლითა ღმრთისაითა ყოვლითურთ აღმავსებელო.
გიხაროდენ, ქურივ-ობოლთა, სნეულთა და უმწეოთა სახიერო ნუგეშინის-მცემელო.
გიხაროდენ, სასოწარკვეთილებისა და მწუხარებათაგან უღონო-ქმნილთა ყოვლადსაჭურველითა რწმენისა და სასოებისაითა შემმოსველო.
გიხაროდენ, რამეთუ პატივისმცემელნი შენნი ლოცვებითა შენითა მოტევებასა ცოდვათასა შეიწყნარებენ.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
ჰოი, ყოვლადდიდებულო მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ! ყოვლადსაკვირველისა შენისა მსახურებისათვის კაცთა მოდგმისა მიმართ შეიწყნარე ჩვენგანცა, ცოდვილთა და უღირსთაგან ამათ, ესე მცირედნი ქებულებანი და მადლობის მოძღვნა. ხოლო ვითარცა აღსავსე ხარ ძალითა ღმრთაებრივითა, დაგვიფარე ჩვენ უნივთოთა ფრთეთა ქვეშე შენთა ყოველთა ბოროტ მტერთაგან ჩვენთა, ხილულთა და უხილავთა, შეჰვედრე ქრისტესა – უფალსა ღმერთსანჩვენსა, რაითა ღირს-ვიქმნათ ქრისტიანულისა მშვიდობითისა აღსრულებისა, განვერნეთ საუკუნოთა სატანჯველთა და დავიმკვიდროთ სანუკვარი სასუფეველი ცათა, რომელსა შინა ერთობით შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა მარადის სიხარულითა და მადლიერებითა ვუგალობდეთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაი შენდა. ამინ.
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
მთავარანგელოსნი, ანგელოსნი და ყოველნი ძალნი ცათანი, მდგომარენი წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისა, განუწყვეტლივ დიდებისმეტყველებენ შემოქმედისა მიმართ ცათა და ქვეყანისათა, და ერთობით მათ თანა შენცა, დიდებულო მთავარანგელოსო რაფაელ, მარადის მგალობელი ქებულებისა გალობათა ყოვლისა მპყრობელისა მიმართ, მგზნებარედ ილოცავ ჩვენთვის, მკვიდრთა ამა ქვეყნისათა, რომელნი ქებისა გალობათა შემოგწირავთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, წინამდგომელო მთავარანგელოსო წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისაო.
გიხაროდენ, ერთობით ყოველთა ზეციურ ძალთა თანა სამწმიდაობითისა გალობისა მგალობელო ღმრთისა მიმართ.
გიხაროდენ, კაცთა მსახურებისათვის წარმოგზავნილო ზეცით უფლისა მიერ.
გიხაროდენ, მარადის მაღლისა ღმრთისა ნებისა მორჩილად აღმასრულებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
ღმრთივ რჩეულო ზეციურ მხედრობათაგან და ქვეყნად წარმოგზავნილო მსახურებად ნათესავისა კაცთასა, წმიდაო მთავარანგელოსო რაფაელ, მკურნალო სნეულებათა და უძლურებათა ჩვენთა, მგზნებარე მლოცველო ჩვენთვის წინაშე უფლისა, შეგვეწიე ჩვენ, რაითა განვერნეთ ყოველთა ჭირთა, მწუხარებათა და სნეულებათა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყვარულით აღმოგივლენთ შენ ქებულებათა ღირს-საფერთა, სიხარულითა ფრიადითა მღაღადებელნი შენდა მომართ: გიხაროდენ, მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ, მკურნალო ყოველთა უძლურებათა ჩვენთა და გულსმოდგინეო მლოცველო ჩვენთვის.
ჰოი, წმიდაო და დიდო მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ! შენ ხარ საიმედო მეგზური ჩვენი გზასა ზედა ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჩვენისა, საკვირველი მკურნალი და მფარველი ჩვენი; გევედრები, მიწინამძღვრე მე გზასა ზედა ცხოვნებისა და განჰკურნე ყოველნი სნეულებანი ჩემნი, სულიერნი და ხორციელნი; მშვიდობით აღმიყვანე მე საყდრად ღმრთისა ჩვენისა და შეჰვედრე მას, რაითა იყოს კეთილმოწლე ჩემი ცოდვილი სულისადმი; შემინდოს ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი და დამიფაროს ყოველთა მტერთაგან ჩემთა, ხილულთა და უხილავთა, ეგრეთვე მარადის დამიცვას ბოროტ კაცთაგან, მაჭირვებელთა ჩემთა. კვალად გევედრებით, წმიდაო დიდო არქისტრატიგო რაფაელ, მეოხ-ეყავ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ეკლესიისა ჩვენისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია II, მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი სენაკისა შიო, მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და პატიოსანნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი და ქვეყანა ჩვენი სიმშვიდითა და უშფოთველობით დაიცევ. შეისმინე ჩვენი, დიდო მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ და ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მეოხ-მყოფელობითა შენითა მოჰმადლოს ერსა ჩვენსა მშვიდობა და კეთილაღმშენებლობა მამულისა ჩვენისა, გამთლიანება და გაძლიერება მისი, ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა განმტკიცება ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა, კეთილმსახურებასა და სიწმიდესა შინა, რაითა განვამართლოთ სახელი ჩვენი ვითარცა ყოვლადწმიდა ღვთისშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი საზეპურო ერისა. ჰოი, ყოვლადწმიდაო დიდო მთავარანგელოსო რაფაელ! არა მოგვიძაგო ჩვენ, ცოდვილნი ესე, მდაბლიად მვედრებელნი შენდა მომართ შეწევნისა და ხელის-აღმპყრობლობისათვის ჩვენისა საუკუნესაცა ამას და მომავალსაცა ცხოვრებასა, არამედ ღირს-მყავ ჩვენ დამკვიდრებად ცათა სასუფეველისა, რაითა ერთობით შენ თანა და ყოველთა ზეციურ ძალთა და წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა — მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, წმიდაო და დიდო მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ! ძალთა და ნიშთა დიდ-დიდთა აღასრულებდი და აღასრულებ შენ სოფელსა ამას შინა შენდა მონიჭებულითა მადლითა უფლისაითა, რამეთუ განჰკურნებ სნეულებათა და უძლურებათა ყოველთა, დამხსნი ჩვენ ვნებათაგან ხორციელთა და სალმობათა სულიერთა. ამისთვის აწ გევედრებით, განხადე საეშმაკონი ვნებანი ჩვენგან, გვიხსენი სენთაგან და დაგვიცევ ყოვლისა ჭირისაგან და კვეთებისა ბოროტისა.
ჰოი, უხრწნელითა ნიჭითა და მადლითა შუენიერად განკეთილებულო ღმრთაებრივო მთავარანგელოსო რაფაელ! ვითარცა ხარ შენ მეოხი და მკურნალი ყოველთა მომწოდებელთა შენთა სალმობათა შინა და უჩვენებ კაცთა გზასა სიმართლისა და ცხოვნებისასა, ეგრეთვე აწ ჩვენცა წარმიძეღ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და მეყავ შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შორის, რაითა ღირს-ვიქმნათ კეთილითა მოქალაქობითა სრულვიქმნათ და სიწმიდით მივიწივნეთ ჭეშმარიტებასა ღირსად თაყვანის-ცემისათვის წმიდისა ერთარსისა და განუყოფელი სამებისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, წმიდაო დიდო მთავარანგელოზო რაფაელ, ღმრთისა საყდრისა წინაშე მდგომელო! მადლითა, შენდა ბოძებულისათა ყოვლადძლიერისა მკურნალისაგან სულთა და ხორცთა ჩვენთა, ხორციელისა სიბრმავისაგან განჰკურნე შენ მართალი ტობით, ხოლო ძე მისი ტობია, რომელსა თანამეგზურ ექმენ, ბოროტისაგან სულისა დაიცევ. ამისთვის მეცა, უაღრესი ცოდვილი ესე, ყოვლად გულსმოდგინედ გევედრები: მსგავსადვე თანამეგზურ მექმენ ცხოვრებასა ჩემსა; დამიცევ ყოველთაგან მტერთა ჩემთა, ხილულთა და უხილავთა, განჰკურნე სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩემნი, მომმადლე ძალა ცოდვათა მონანიებისა, ეგრეთვე ქველის-საქმეთა აღსრულებისაკენ წარმართე ცხოვრება ჩემი. ჰოი წმიდაო და დიდო მთავარანგელოსო ღმრთისაო რაფაელ! შეისმინე ჩემ, ცოდვილისა ამის, ლოცვა-ვედრება, და ღირს-მყავ მე, რაითა ჟამსა აწინდელისაცა ცხოვრებისა ჩემისა და მერმისისაცა სიხარულით ვჰმადლობდე და ვადიდებდე ერთსა მხოლოსა შემოქმედსა ჩვენსა აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა შინა. ამინ.
ჰოი, წმიდაო და დიდებულო მთავარანგელოზო ღმრთისაო რაფაელ! ყოველთა შეჭირვებულთა მსწრაფლშემწეო, ტფილო ხელის-აღმპყრობელო და მლოცველო ჩვენთვის წინაშე ღმრთისა. მდგომარემან წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისა, მითხოვე ჩვენ უფლისაგან შენდობა შეცოდებათა ჩვენთა, რაითა მოწყალებად გარდასცვალოს მან, აღძრულმან ჩვენ ზედა ცოდვათა გამო ჩვენთა, სამართლიანი რისხვა თვისი. და შენცა ჰოი, მთავარანგელოსო ღმრთისაო, თვინიერ შეწევნისა და ხელის-აღმპყრობლობისა შენისა ნუ დამიტევებ ჩვენ, რომელნი დღეს განვადიდებთ წმიდასა სახელსა შენსა. რამეთუ დაღაცათუ მრავალცოდვილნი ვართ, გარნა არა გვსურის წარწყმედად უშჯულოებათა შინა ჩვენთა. ამისთვის გევედრებით: მადლითა უფლისაითა განაძლიერე მოუძლურებული ნება ჩვენი აღსრულებიათვის საქმეთა სახიერთა. და ჩვენცა, ვითარცა ყრმასა მას ტობიას, გვექმენ გზამკვლევნმეგზურად და კეთილ მრჩეველად ამა მრავალმწუხარესა ცხოვრებასა შინა ჩვენსა კვალად შეგვეწიე ჩვენ, რაითა განვერნეთ დიდად მქენჯნელთა სნეულებათა ჩვენთა, ვითარცა განაგდე ტობითისაგან მრავალწლოვანი სიბრმავე მისი. ხოლო ოდეს ჟამი აღსრულებისა ჩვენისა მოიწევა ჩვენ ზედა, უმწეოდ ნუ დამიტევებ ჩვენ მარტოდ, მთავარანგელოსო ღმრთისაო, საზვერეთა ზედა ჰაერთასა წინაშე სულთა ბოროტთა, რომელნი დააბრკოლებენ ზეაღსვლასა ჩემსა ზეცად; რაითა საიმედოდ დაცვულნი შენ მიერ მშვიდობით მივიწივნეთ სავანეებად მამისა ჩვენისა ზეციერისა და ერთობით შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ წმიდასა სამებასა და მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, დიდო არქისტრატიგო ღმრთისაო რაფაელ, უფლისაგან სნეულებათა კურნების ძალით შემოსილო, განკურნე მძაფრნი წყლულნი გულისა ჩემისანი და ყოველნი უძლურებანი ხორცთა ჩემთანი. ვინათგან ხარ შენ გზისა მაჩვენებელი და მკურნალი ყოველთა მორწმუნეთათვის, გვიწინამძღვრე ჩვენცა, ცოდვილთა ამათ, რაითა ვიხსნნეთ და განვიკურნნეთ ყოველთა სნეულებათაგან ჩვენთა, სულიერთა და ხორციელთა; მიმიყვანე ჩვენ საკურთხეველად უფლისა ჩვენისა, შეჰვედრე სახიერებასა მისსა ცოდვილი სული ჩემი; ევედრე მას, რაითა შემინდოს ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი და დამიფაროს ყოველთა ბოროტ მტერთაგან და კაცთაგან წინააღმდგომთა, რაითა მშვიდობით მივიწივნეთ ნათელთა სავანეთა ზეცისათა და სიხარულით ვადიდებდეთ წმიდასა სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოსნო, თქვენდა შემოვრდომილნი ლოცვით გიღაღადებთ ჩვენ, უღირსნი ესე, და გევედრებით: მეოხებითა თქვენითა შემოგვზღუდენით ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთაითა; უხორცოისა მის დიდებისა თქვენისა სასოებითა დაცულნი, ხელ-აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან მიხსენით ჩვენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
მთავარანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოისა მის დიდებისანო, ანგელოსთა მთავარნო და შეცთომილთა უმჯობესისად წინამძღვარნო, მეოხ-გვეყავით ჩვენცა დიდისა მის წყალობისათვის, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.
გადიდებთ შენ, წმიდაო მთავარანგელოსო რაფაელ, მარადის შემწეო, მკურნალო და ნუგეშინის-სმცემელო ჩვენო, ერთგულო მსახურო და მადიდებელო უფლისაო.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.