მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა ნიკოლოზისა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

ტროპარი

 

  კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

 

კონდაკი 1

 

  გაქებთ შენ, საყუარელო, წმიდაო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკჳრველთმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონსა და საკჳრველებათა ზღჳსათა სოფლისათჳს მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳრველთმოქმედო ყოვლადდიდებულო.

 

იკოსი 1

 

  წინაჲსწარ ცნა რაჲ კეთილქმნულებაჲ სულისა შენისაჲ, ნეტარო ნიკოლოზ, მქონებელი ეგე ქუეყნიურისა ბუნებისაჲ, ანგელოზებრივითა სახითა გამოგაჩინა შენ ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედმან: ხოლო ჩუენ გუასწავლა შენდა მიმართ ესე გალობა:

 

  გიხაროდენ, დედისმუცლითვე განწმენდილო;

 

  გიხაროდენ, სრულო სიკეთეო;

 

  გიხაროდენ, შობითა შენითა მშობელთა განმაკჳრვებელო;

 

  გიხაროდენ, სულიერისა ძალისა შობითვე გამომაჩინებელო;

 

  გიხაროდენ, მტილო აღთქმულისა ქუეყანისაო;

 

  გიხაროდენ, ყუავილო ღმრთაებრივისა ნერგისაო;

 

  გიხაროდენ, სათნოო ვაზო ქრისტეს ვენახისაო;

 

  გიხაროდენ, საკჳრველებათმდინარეო ხეო იესუს სამოთხისაო;

 

  გიხაროდენ, ყუავილო, ედემს შინა აღმომორჩებულო;

 

  გიხაროდენ, მირონო ქრისტეს კეთილსუნნელებისაო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა სალმობათა განმაქარვებელო;

 

  გიხაროდენ, სიხარულისა მომნიჭებელო;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო.

 

  გიხაროდენ, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳრველთმოქმედო ყოვლადდიდებულო.

 

 

კონდაკი 2

 

  შენგან მომდინარე მირონის მხილველნი სულითა და გულით ვნათლდებით, ღვთივგანბრძნობილო, და გაღიარებთ შენ წყაროდ საკჳრველისა და ცხოველსმყოფელისა მირონისა, რომლითაცა, ვითარცა ცხოველისა წყლითა, აღავსებ სარწმუნოებით მგალობელთა: ალილუია.

 

იკოსი 2

 

  გულისხმა-ჰყოფდი რაჲ გონებამიუწდომელსა წმიდასა სამებასა, ნიკეას წმიდა მამათა თანა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და მცველი, ძესა მამისა თანასწორად, თანადაუსაბამოდ და თანამოსაყდრედ აღიარებდი, ხოლო უგუნურებასა არიოზისასა ამხილებდი, ამისთჳს ისწავეს მორწმუნეთა შენდა მიმართ ესე გალობაჲ:

 

  გიხაროდენ, დიდებულო სუეტო ღმრთისმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, მორწმუნეთა შესავედრებელო ქალაქო;

 

  გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სიმტკიცეო;

 

  გიხაროდენ, ღმერთშემოსილო;

 

  გიხაროდენ, მამისა თანასწორად ძისა მქადაგებელო;

 

  გიხაროდენ, ეშმაკეულისა არიოზის წმიდისა კრებისაგან განმდევნელო;

 

  გიხაროდენ, მამათა სასიქადულო შუენიერებაო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა ღმრთივგანბრძნობილთა უბრძნესო;

 

  გიხაროდენ, ცეცხლოვანთა სიტყვათა ნაკადულო;

 

  გიხაროდენ, სამწყსოჲსა შენისა კეთილად დამწყსველო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ სარწმუნოებაჲ განემტკიცების;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მწვალებლობანი დაემხობიან;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 3

 

  ზეგარდმო შენდამი მონიჭებულითა ძალითა მწარედ ვნებულთა ცრემლი ყოველი აღჴოცე, ღმერთშემოსილო მამაო ნიკოლოზ, რამეთუ მშიერთ გამოუჩნდი გამომზრდელად, ზღუათა შინა მყოფთ – კეთილწარმმართველად, სნეულთ – მკურნალად და შემწედ ყოველთა მგალობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

იკოსი 3

 

  ზეციერითა და არა მიწიერითა საგალობელითა საგალობელ ხარ შენ, ჭეშმარიტად, მამაო ნიკოლოზ, რამეთუ არ ძალუც ძესა ჴორციელსა სიწმიდისა შენისა გამოთქუმაჲ, გარნა ჩუენ, სიყუარულითა შენითა ძლეულნი, გიღაღადებთ:

 

  გიხაროდენ, ხატო ცხოვართა და მწყემსთაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო განმბანელო სჳნიდისისაო;

 

  გიხაროდენ, სათნოებათა რჩეულო ჭურო;

 

  გიხაროდენ, განწმედილო და პატიოსანო კარავო მადლისაო;

 

  გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო და ყოველთაგან შეყუარებულო ლამპარო;

 

  გიხაროდენ, სხივოქროვანო უბიწოო ნათელო;

 

  გიხაროდენ, ანგელოზთა ღირსეულო თანამზრახველო;

 

  გიხაროდენ, კაცთა კეთილო მოძღუარო;

 

  გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა კანონო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიმშჳდისა სახეო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ჴორციელთა ვნებათა განვეშორებით;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენით სულიერითა სიტკბოებით აღვივსებით;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 4

 

  შემაშფოთებს მე სიმწირე გონებისა ჩემისაჲ, რამეთუ უღირსად ვაქებ საკჳრველებათა შენთა, ნეტარო ნიკოლოზ, და არცა სხუათა ძალუც გამოთქმაჲ მათი, დაღათუ მრავალნი მჭევრმეტყუელებდენ და თქუმად აღიძრვოდიან, ხოლო ჩუენ საკჳრველად შენ შორის დიდებულსა ღმერთსა კადნიერად უგალობთ: ალილუია.

 

იკოსი 4

 

  მახლობელთაცა და შორიელთაცა ესმა სასწაულთა შენთა დიდებაჲ ღმრთივგანრბძნობილო ნიკოლოზ, ვითარ ჰაერსა შინა მადლისა მიერ სუბუქითა ფრთებითა მფრინავი შეეწევი ჭირვეულთა და მსწრაფლ იჴსნი შენდა მიმართ მგალობელთა:

 

  გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო;

 

  გიხაროდენ, მოღებაო მადლისაო;

 

  გიხაროდენ, მეყსეულად ბოროტთა განმდევნელო;

 

  გიხაროდენ, სანატრელთა სახიერებათა დამნერგველო;

 

  გიხაროდენ, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო;

 

  გიხაროდენ, მაჭირვებელთა დამსჯელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივგარდამომდინარეთა საკჳრველებათა ზღუაო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივწერილო ფიცარო ქრისტეს მცნებისაო;

 

  გიხაროდენ, დაცემულთა მტკიცეო აღმადგინებელო;

 

  გიხაროდენ, მართლმდგომარეთა ძლიერებაო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი სიცბილნი განშიშულდებიან;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი სიმართლენი აღესრულებიან;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 5

 

  მძჳნვარესა ზღუასა შინა ნავით მავალთ, წარწყმედისათვის განმზადებულთ, ღმრთივმავალ ვარსკვლავად გამოუჩნდი, საკჳრველთმოქმედო წმიდაო ნიკოლოზ, ოდეს მომწოდებელთა ჴსნად მოევლინე და განაგდე გარშემო მფრინავ ეშმაკთა სიმრავლე, ნავის დანთქმისა განმზრახველი, და ასწავე მორწმუნეთა გალობაჲ ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

იკოსი 5

 

  სიღატაკისა გამო ბიწიერისა ცხოვრებისათჳს განმზადებულთა ქალწულთა იხილეს გლახაკთა მიმართ დიდი მოწყალებაჲ შენი, ყოვლადნეტარო მამაო ნიკოლოზ, ოდეს მოხუცებულსა მშობელსა მათსა მალულად მიეც სამი გუადრუცი, სავსე ოქროჲთა, და განარიდე იგი, ასულთა თჳსთა თანა, ცოდვითა დაცემასა, ამისთჳს გესმის ყოველთაგან:

 

  გიხაროდენ, დიდისა წყალობისა საუნჯეო;

 

  გიხაროდენ, კაცთა მიმართ განგებისა ნებისა აღმასრულებელო;

 

  გიხაროდენ, საზრდოო და სიხარულო შენდა მოლტოლვილთაო;

 

  გიხაროდენ, დაულევნელო პურო მშიერთაო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივმიმადლებულო სიმდიდრეო გლახაკთაო;

 

  გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლაღმადგინებელო;

 

  გიხაროდენ, გლახაკთა მსწრაფლშემსმენო;

 

  გიხაროდენ, გაჭირვებულთათჳს კეთილად მზრუნველო;

 

  გიხაროდენ, სამთა ქალწულთა უბიწოდ მაქორწინებელო;

 

  გიხაროდენ, გულსმოდგინეო მცუელო სიწმიდისაო;

 

  გიხაროდენ, უსასოქმნულთა სასოებაო;

 

  გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა ნეტარებაო;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 6

 

  ჭირთა შინა მჴსნელად გიცნობს შენ ყოველი სოფელი, ყოვლად ნეტარო ნიკოლოზ, რამეთუ ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა მოგზაურთა წინაუძღჳ და შეეწევი, მრავალგზის ბოროტთაგან მყის განარიდებ და იხსნი ყოველთა მჴმობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 6

 

  უსამართლოჲსა სიკუდილისათჳს განმზადებულთა შენდა მიმართ მვედრებელთა მჴედართმთავართა აღმოუბრწინდი, ვითარცა ნათელი ცხოვრებისა, კეთილო მწყემსო ნიკოლოზ, ოდეს ეჩუენე ძილისშორისსა მეფესა, დაეც მას შიში და უბრძანე მსწრაფლ განტევებაჲ ამათი. ამისთჳს ჩუენცა მათ თანა მადლობით გიღაღადებთ:

 

  გიხაროდენ, გულმოდგინედ მომწოდებელთა შენთა შემწეო;

 

  გიხაროდენ, უსამართლოჲსა სიკუდილისაგან დამცველო;

 

  გიხაროდენ, ცილისწამებათაგან დამფარველო;

 

  გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღუეველო;

 

  გიხაროდენ, სიცრუისა, ვითარცა დედაზარდლისა ქსელისა დამადნობელო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა ამამაღლებელო;

 

  გიხაროდენ, უბრალოთა საკრველთაგან განმათავისუფლებელო;

 

  გიხაროდენ, მკუდართაცა აღმადგინებელო;

 

  გიხაროდენ, გამომაჩინებელო სიმართლისაო;

 

  გიხაროდენ, შემარცხუენელო სიცრუისაო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ უბრალონი მახჳლისაგან იჴსნებიან;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ნათელი შეიტკბობის;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 7

 

  მწვალებელთა ღმრთისმგმობელი სიცრუჲსა მამხილებელო, სიბნელისა განმდევნელი ჭეშმარიტებისა ქადაგად გამოსჩნდი, ნეტარო ნიკოლოზ, ასწავებდი რაჲ მკჳდრთა შენისა ქალაქისათა, ყოველი სოფელი აღავსე მადლითა სარწმუნოებისაჲთა; აწ უკუე ჩუენგანცა, წმიდაო, წარაქციე წყუდიადი ცოდვისაჲ, მწვალებლობისაჲ, რაჲთა უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 7

 

  ახალ ნოედ, საცხოვნებელისა კიდობნისა წინამძღურად გულისხმაგყოფთ, მძაფრთა ღელვათა დამაცხრობელად და საღმრთოჲსა სიმშჳიდისა მომნიჭებელად გცნობთ შენ, წმიდაო მამაო ნიკოლოზ, მღაღადებელნი:

 

  გიხაროდენ, ღელვაგუემულთა მშჳდო ნავთსაყუდელო;

 

  გიხაროდენ, დანთქმულთა განთქმულო მფარველო;

 

  გიხაროდენ, განსაცდელსა შინა მყოფთა მენავეთა კეთილ მესაჭეო;

 

  გიხაროდენ, ზღჳს ღელვათა დამაყუდებელო;

 

  გიხაროდენ, ქართაგან ვნებულთა შემწეო;

 

  გიხაროდენ, გაყინულთა განმატფობელო;

 

  გიხაროდენ, ნათელო, ურვისა სიბნელისა განმფანტველო;

 

  გიხაროდენ, მნათობო, ქუეყანისა ყოველთა კიდეთა განმანათლებელო;

 

  გიხაროდენ, ცოდვათა ჯურღმულისაგან კაცთა დამჴსნელო;

 

  გიხაროდენ, ჯოჯოხეთისა ცეცხლსა შინა ეშმაკისა შთამჴდელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ კადნიერად მოვიღებთ უფსკრულსა ღმრთისა წყალობისასა;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენითა მეოხებითა წარღვნის რისხვასა განშორებულნი ღმრთისა თანა მშჳდობისა ზიარვიქმნებით;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 8

 

  საკჳრველად სასწაულად გჳჩნს შენდა მოლტოლვილთა, ნეტარო ნიკოლოზ, წმიდაჲ ეკლესიაჲ შენი, რამეთუ მუნ მცირისა ლოცვითა შეწირვითა, დიდთა სნეულებათა კურნებასა მოვიღებთ, უკუეთუ სასოებასა საღმრთოსა შენდა ხოლო მივაპყრობთ, ღაღადმყოფელნი: ალილუია.

 

იკოსი 8

 

  ჭეშმარიტად ყოველთა შემწედ გცნობთ შენ, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, რომელი შემოჰკრებ შენდამი მოლტოლვილთა, ვითარცა განმათავისუფლებელი, საზრდოჲსა მიმცემი და მსწრაფლმკურნალი მათი და ქებად და გალობად აღმძვრელი ყოველთა:

 

  გიხაროდენ, ყოველსახეთა კურნებათა წყაროო;

 

  გიხაროდენ, სნეულთა შეწევნაო;

 

  გიხაროდენ, ცისკარო, უსჯულოებისა წყუდიადსა გზა შეცთომილთათჳს ელვარეო;

 

  გიხაროდენ, სიცხესა შრომით დამაშურალთათვის ცუარო ზეციურო;

 

  გიხაროდენ, მვედრებელთა კეთილწარმმართველო;

 

  გიხაროდენ, მთხოველთათვის სიუხვისა მიმნიჭებელო;

 

  გიხაროდენ, რომელი წინაუძღვი თხოვასა;

 

  გიხაროდენ, მჴცოვანთა ძალისა განმაახლებელო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტისა გზისაგან შეცდომილთა მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოთა საიდუმლოთა სარწმუნო მსახურო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დავთრგუნავთ შურსა;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ კეთილსა ცხოვრებასა ვისწავებთ;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 9

 

  ყოველნი სალმობანი ჩუენნი დააცხრვენ, მეოხო ჩუენო ნიკოლოზ, მადლიანი წამლობანი განაზავენ დამატკბობელად სულთა და მხიარულ-ყოფად გულთა მათთა, რომელნი შეწევნისათჳს გიჴმობენ და ღმერთსა უგალობე: ალილუია.

 

იკოსი 9

 

  ვსცანთა, ღმრთივგანბრძნობილო მამაო ნიკოლოზ, შენ მიერ სირცხჳლეულთა უკეთურთა ამაო სიბრძნეჲ, ოდეს მკრეხელი არიოზ, განმყოფელი ღმრთაებისა, და საბელიოს, შემრეველი წმიდისა სამებისაჲ, დასთრგუნე, ხოლო ჩუენ მართლმადიდებლობასა შინა განგუაძლიერენ, ამისთჳს გიღაღადებთ:

 

  გიხაროდენ, ფარო, დამცუელო კეთილმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოთა ბრძანებათა მქადაგებელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთის-საძაგელთა მოძღურებათა მომსრველო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივდამყარებულო კიბეო, რომლისა მიერ აღვალთ ზეცად;

 

  გიხაროდენ, სიტყჳთა შენითა უგუნურთა განმაბრძნობელო;

 

  გიხაროდენ, მცონარეთა და უზრუნველთა კეთილზნეობით აღმძრველო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივგარდამოტევებულო საფარველო, მრავალთა დამფარველო;

 

  გიხაროდენ, ღმრთის მცნებათა დაუშრეტელო ნათელო;

 

  გიხაროდენ, სხივო უფლისმიერი სამართლისაო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ სწავლითა შენითა შეიმუსრვიან თავნი მწვალებელთანი;

 

  გიხაროდენ, რამეთუ მორწმუნენი შენ მიერ ღირს იქმნებიან დიდებისა;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 10

 

  მნებებელმან სულის ცხოვნებისამან, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ჭეშმარიტად ჴორცი შენი სულსა დაუმორჩილე; უწინარეს ყოვლისა მდუმარებითა და გულისთქუმათა თანა ბრძოლითა საქმესა შენსა განზრახვაჲ და საღმრთოჲ ხედვაჲ შესძინე, და სრულად გულისხმისმყოფელი კადნიერად ჰზრახევდი; ღმრთისა და ანგელოზთა მისთა თანა, მგალობელი: ალილუია.

 

იკოსი 10

 

  საკჳრველთმოქმედებათა შენთა მაქებელთათჳს და შენგან შეწევნისა მვედრებელთათჳს მტკიცე ზღუდე ხარ, ყოველადნეტარო, ამისთჳს შეგთხოვთ ცოდვილნი სასოებით: ყოველთა ზედადასხმათაგან მტერთასა, სალმობათა და ჭირთაგან განგუათავისუფლენ სიყუარულით მჴმობელნი:

 

  გიხაროდენ, სულიერთა სიგლახაკეთაგან მჴსნელო;

 

  გიხაროდენ, უხრწნელისა სიმდიდრისა მბოძებელო;

 

  გიხაროდენ, სიმართლისათჳს მშიერთა მოუკლებელო საზრდელო;

 

  გიხაროდენ, ცხოვნების მწყურვალთათჳს დაულევნელო სასმელო;

 

  გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან დამცველო;

 

  გიხაროდენ, კრულებათა და ტყვეობათაგან განმათავისუფლებელო;

 

  გიხაროდენ, შეურვებულთა ყოვლადსაქებელო შემწეო;

 

  გიხაროდენ, მტერთა დასხმისაგან უძლეველო დამფარველო;

 

  გიხაროდენ, მრავალთა წარწყმედისაგან მჴსნელო;

 

  გიხაროდენ, ბევრეულთა უვნებელად დამცუელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ცოდვილნი უწყალოსა სიკუდილსა განეკრძალებიან შენ მიერ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენით მონანულნი სამარადისოსა ცხოვრებასა დაიმკჳდრებენ;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 11

 

  ყოვლადწმიდისა სამებისა საგალობელი სხუათა უმეტეს აღავლინე გონებით, სიტყჳთ და საქმით, ყოვლადნეტარო ნიკოლოზ, ყოველთათჳს საცნაურ-ჰყვენ წესნი და კანონნი მართლმადიდებლობისანი და სარწმუნოებით, სასოებით და სიყუარულით გუასწავე მხოლოჲსა ღმრთისა გალობაჲ: ალილუია.

 

იკოსი 11

 

  ცხოვრებისა ბნელსა შინა მსხდომთათჳს დაუშრეტელსა ნათელცისკროვანად სხივად გხედავთ შენ, ღმრთივგამორჩეულო მამაო ნიკოლოზ; რამეთუ უნივთოთა ანგელოზთა თანა ნათლითა ზიარებულო, წმიდისა სამებისა შეუქმნელსა ნათელსა ზედა მზრახველი განანათლებ მორწმუნეთა სულსა, შენდა მიმართ მგალობელთა:

 

  გიხაროდენ, სამმზის ნათლისა გამობრწყინვებაო;

 

  გიხაროდენ, დაუვალისა მზისა ცისკარო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲთა ცეცხლითა აღნთებულო სანთელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ დაშრიტე უღმრთოებისა ცეცხლი ეშმაკეული;

 

  გიხაროდენ, მართლსარწმუნოების ბრყინვალე ქადაგებაო;

 

  გიხაროდენ, სახარებისა ნათლისა კეთილსახილველო ელვარებაო;

 

  გიხაროდენ, მწვალებლობათა შემწუველო ელვაო;

 

  გიხაორდენ, მაცდუნებელთა ზარისდამცემო ქუხილო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიბრძნისა მასწავლებელო;

 

  გიხაროდენ, საიდუმლოჲსა გონებისა განმცხადებელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაითრგუნვის თაყუანისცემა ქმნულისაჲ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ სამებისაჲ, ვითარცა შემოქმედისა, თაყუანის-ცემაჲ განემტკიცების;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 12

 

  შენდა ღმრთივბოძებულისა მადლისა მცნობელნი, შეწევნასა შენსა ვითხოვთ, ყოვლადდიდებულო მამაო ნიკოლოზ; თანამდებობისაებრ სიხარულითა ვდღესასწაულობთ და აღვასრულებთ ხსენებასა შენსა; აღურაცხელ არიან საკჳრველებანი შენნი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ზღჳსა ქვიშანი, ესევითარითა განკჳრვებულნი ვგალობთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

იკოსი 12

 

  მგალობელნი ნიშთა და სასწაულთა შენთანი, სიყუარულით გაქებთ, ყოვლად ნეტარო, რამეთუ შენ შორის სამებით დიდებული ღმერთი საკჳრველად გამოჩნდების, დაღაცათუ ფსალმუნთა და შესხმათა შევწირავთ მრავალსა, ვერშემძლებელნი გამოთქუმად საკჳრველებათა შენთა, გიღაღადებთ:

 

  გიხაროდენ, მეუფისა მეუფებათაჲსა და უფლისა უფლებათაჲსა მსახურო;

 

  გიხაროდენ, ზეციურთა ძალთა თანა დამკჳდრებულო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა შეწევნაო;

 

  გიხაროდენ, ნათესავისა ქრისტიანეთასა ამაღლებაო;

 

  გიხაროდენ, ძლევისა მოსახელეო;

 

  გიხაროდენ, განგებით გამორჩეულო გჳრგჳნოსანო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა სათნოებათა სარკეო;

 

  გიხაროდენ, შენდა მოლტოლვილთა მუზარადო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისა და ღმრთისმშობლისა შემდგომად ყოველთა სასოებაო;

 

  გიხაროდენ, ჴორცთა ჩუენთა სიმრთელეო და სულთა ცხოვნებაო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ საუკუნოჲსა წარწყმედისაგან ვიჴსნებით;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაუსრულებელსა ცხოვრებასა ვეზიარებით;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳველთმოქმედო ყოვლად დიდებულო.

 

 

კონდაკი 13

 

  ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოველადსაკჳრველო მამაო ნიკოლოზ, ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მიითუალე შესაწირავი ესე ჩუენი და ვითარცა უფლისა წინაშე კადნიერად მდგომარემან, ითხოვე განრინებაჲ ჩუენი ცეცხლთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჲთა ჩუენ, ცოდვილნიცა, შენ თანა უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია, ალილუია, ალილუია.  (3-გზის

 

 

იკოსი 1

 

  წინაჲსწარ ცნა რაჲ კეთილქმნულებაჲ სულისა შენისაჲ, ნეტარო ნიკოლოზ, მქონებელი ეგე ქუეყნიურისა ბუნებისაჲ, ანგელოზებრივითა სახითა გამოგაჩინა შენ ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედმან: ხოლო ჩუენ გუასწავლა შენდა მიმართ ესე გალობა:

 

  გიხაროდენ, დედისმუცლითვე განწმენდილო;

 

  გიხაროდენ, სრულო სიკეთეო;

 

  გიხაროდენ, შობითა შენითა მშობელთა განმაკჳრვებელო;

 

  გიხაროდენ, სულიერისა ძალისა შობითვე გამომაჩინებელო;

 

  გიხაროდენ, მტილო აღთქმულისა ქუეყანისაო;

 

  გიხაროდენ, ყუავილო ღმრთაებრივისა ნერგისაო;

 

  გიხაროდენ, სათნოო ვაზო ქრისტეს ვენახისაო;

 

  გიხაროდენ, საკჳრველებათმდინარეო ხეო იესუს სამოთხისაო;

 

  გიხაროდენ, ყუავილო, ედემს შინა აღმომორჩებულო;

 

  გიხაროდენ, მირონო ქრისტეს კეთილსუნნელებისაო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა სალმობათა განმაქარვებელო;

 

  გიხაროდენ, სიხარულისა მომნიჭებელო;

 

  გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო.

 

  გიხაროდენ, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳრველთმოქმედო ყოვლადდიდებულო.

 

კონდაკი 1

 

  გაქებთ შენ, საყუარელო, წმიდაო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკჳრველთმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონსა და საკჳრველებათა ზღჳსათა სოფლისათჳს მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, საკჳრველთმოქმედო ყოვლადდიდებულო.

 

 

ლოცვა

 

  ჰოი, ყოვლადსანატრელო, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო საქართველოს წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩუენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდისა განბრძნობილო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანამოღვაწეო, მღვდელმთავართა შეუნიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო;

 

  ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო; დამკჳდრებულითა შენთანა საღმრთოჲთა მადლითა განანათლე და დაიფარე ღვთივადაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი, სამონაზნო დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ჴორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა;

 

  ჰოი, ყოვლადნეტარო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.