ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულსა დედასა ღმრთისასა და ქუეყანით ზეცას დიდებით აღსრულსა ქალწულსა დედოფალსა მოგართმევთ უღირსსა ამას გალობასა, და ვაქებთ წმიდასა მიძინებასა შენსა, ხოლო შენ, ვითარცა მძლეველმან სიკუდილისამან მიჴსენ მე ცოდვათაგან და დამიცევ ყოველთაგან განსაცდელთა, რაჲთა უვნებელად დაცული ღირს ვიქმნე გალობად შენდა: გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ქუეყანით ზეცად გარდაცუალებასა შენსა ადიდებენ ზესკნელს ძალნი ანგელოზთანი, და თაყუანის-გცემენ ვითარცა უხრწნელსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ხოლო ჩუენ საღმრთოჲთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: „ეჰა სიტკბოებაო ანგელოზთა და კაცთაო, რომელსა გიტჳრთავს დამბადებელი, დედაო ყოველთა მჴსნელისაო, მოეც ძლევაჲ ერსა ჩუენსა, რომელსა უპყრიეს საჭურველად მტკიცედ სახელი შენი და პატივ-სცემს დღესასწაულსა შენსა და აღამაღლე რქაჲ მორწმუნეთაჲ, რაჲთა დაუცხრომელად ჩუენ, ყოველნი, გალობით გადიდებდეთ“:
გიხაროდენ, უფროჲს კურთხეულო დედოფლო ჩუენო მარიამ, ასულო სიონისაო და სძალო ცათა მეუფისაო;
გიხაროდენ, ქუეყნიერო ტაძარო ღმრთისა სიტყჳსაო;
გიხაროდენ, სამკჳდრებელო საღმრთოჲსა დიდებისაო;
გიხაროდენ, მშობელო ანგელოზთა შემოქმედისაო;
გიხაროდენ, ტრაპეზო განსასუენებელო, წმიდისა მაღლისაო;
გიხაროდენ, ფეშხუმო, მტჳრთველო ტარიგისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, მარწუხო, საუფლოჲსა მის ნაკვერცხალისაო;
გიხაროდენ, სასანთლეო ბრწყინვალეო ნათლისა უსხეულოჲსაო;
გიხაროდენ, სასაკუმევლეო ოქროჲსაო, ცეცხლისა მის საღმრთოჲსაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა არა განეშორებოდი სიონს საფლავსა ძისა შენისასა, და სამნი ქალწულნი გმსახურებდენ, შეჭურვილნი მადლითა შენითა, ხოლო მოიწია რაჲ ჟამი ჴორცთაგან განსლვისა შენისაჲ, ევედრებოდი შენგან შობილსა: „ჵ, სახიერო ძეო და ღმერთო ჩემო, ჯერ იჩინე აღყვანებაჲ ჩემი, რომელი აღმითქუ ამაღლებასა შენსა, რამეთუ ჰურიათა განუზრახავთ დაწუვაჲ ჴორცთა ჩემთა,“, და გესმა რაჲ: „ნუ მწუხარე ხარ, დედაო ჩემო, რამეთუ მე თჳთ მოვიდე და წარგიყვანო და არცაღა ანგელოზნი წარმოვგზავნო შენ ზედა“, ესრეთ მიუგებდი: „მომივლინე მე იოვანე მახარებელი წმიდათა მოციქულთა და მოწაფეთა თანა, რაჲთა იზრუნონ ჟამსა განსლვისა ჩემისასა, და ერთობითა გადიდოთ, მაცხოვარო და მეუფეო, დიდებაჲ შენდა~: ალილუია.
დაასრულე რაჲ ვედრებაჲ ესე, გარდამოხდა შენდა გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმანცა გიხაროდენი პირველ გახარა და კუალად გრქუა: „გიხაროდენ, მარიამ, რომელმან შევ ღმერთი ჩუენი, რამეთუ ლოცვანი შენნი აღიწივნეს რაჲ წინაშე მისა, სოფელსა დაუტევებ თხოვისაებრ შენისა და ზეცას ახუალ ძისა შენისა თანა“ და მოგცა რაჲ რტოჲ ზეთის-ხილისაჲ, შენ, უბიწოო ღმრთისმშობელო ქალწულო, აღივსე სიხარულითა და ღაღადებით იტყოდი: მაღალთა შინა დიდებაჲ ღმერთსა ყოველთასა, მას ევედრე, რაჲთა მიჴსნნეს საბრჴეთაგან მტერისათა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენ მორწმუნეთაჲ, რომელნი გაკურთხევთ შენ და გალობით შევასხამთ:
გიხაროდენ, უზესთაესო ყოველთა დაბადებულთაო;
გიხაროდენ, მარიამ, მოძღუარო, აღმკულო პირად პირადითა სათნოებითაო;
გიხაროდენ, წმიდათა უწმიდესო, მარადის განკაფულო მღვიძარებითა, მარხვითა და ლოცვითაო;
გიხაროდენ, სიქადულო და სიხარულო მოციქულთაო;
გიხაროდენ, სიტკბოებაო და შუენიერებაო დაბადებულთაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, ყოვლად მოწყალეო დედაო, მეოხო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, შუამდგომელო ღმრთისა და კაცთაო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, კვერთხო უსინათლოთაო;
გიხაროდენ, მისავლტოლველო და შემწეო ცოდვილთაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ბეთლემს მისრულმან აუწყე ყოველი ესე ნათესავთა შენთა, და გაქუნდა რაჲ ტილოსა ზედა გამოსახული ხატი მაცხოვრისაჲ, სამნი სანთელნი აღანთე წინაშე მისსა და დაასხ რაჲ საკუმეველი ცეცხლითა, ღამჱ იგი აღასრულე ცრემლითა და ლოცვითა, ხოლო მერმე მიიწიე სიონსა და ღაღად-ყავ: „შეიწყალენ დაბადებულნი შენნი, რომელი კაცთ-მოყუარე ხარ და გაქუს დიდი წყალობაჲ“, და გესმა ჴმაჲ მაცხოვრისაჲ: „ნუ გეშინინ, დედაო, მოღუაწეო ყოველთა ჩემდა მოსურნეთაო, მე შენ თანა ვარ, და აჰა, ჟამი მოახლებულ არს პატივისა შენისაჲ“, რაჲსთჳსცა სიხარულითა აღივსე და აქებდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.
განისუენე რაჲ ლოცვისაგან, წარმოგიდგა იოვანე, ძჱ ქუხილისაჲ და გრქუა ჴმითა მაღლითა: „მშჳდობაჲ შენ თანა, დედაო მჴსნელისაო და მომნიჭებელო კურთხევისაო“. და შენცა მიუგედიო: „აჰა, პირი ქრისტჱს ღმრთისა ჩემისაჲ, და სიბრძნჱ გამომეტყუელი საიდუმლოთა, მახარებელო და ღმრთის-მეტყუელო, მშვიდობაჲჲ შენდა”, და მოიკითხნეთ რაჲ ურთიერთას, რქჳ: „მარადის კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგიყვანა შენ, და ვერცა-ღა შეუძლო ყოველთა მოციქულთა მოკრებაჲ”, გარნა იგი მოგიგებდა: „არაჲ თუ მოწაფეთა მისთა ოდენ შემოჰკრებს აქა ძჱ შენი, არამედ მათთა-ცა მოწაფეთა, და ყოველსა კრებულსა ზეცისათა და ქუეყანისაჲსა მოუწოდს შენდა“, და აქუნდა რაჲ ქნარი იგი დავითისი ღმრთისმეტყველთა თავსა, ჴმა ტკბილად შეასხმიდა სიწმიდესა შენსა:
გიხაროდენ, ქალწულო წმიდაო, სამკვჳდრებელო ქრისტჱს ღმრთისაო;
გიხაროდენ, სძალო უქორწინებელო, სამეუფო საყდარო მამისაო;
გიხაროდენ, მაყუალო შეუწუველო და ჭურჭელო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, მარადის კურთხეულო და დიდებულო, საყუარელო სამებისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მშობელო ყოველთა მეუფისაო;
გიხაროდენ, დედაო მაცხოვრისა პირველ საუკუნეთა ღმრთისაო;
გიხაროდენ, მარიამ ტრედო უმანკოო და უბიწოო, მომატყუებელო სამოთხისაო;
გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, გამომაბრწყინვებელო მზისა სიმართლისაო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, მომფენელო დღისა დაუღამებელისაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
აჰა, გესმათ ჴმაჲ მაუწყებელი მოციქულთა მოსლვისაჲ, რომელთაცა ეტყოდა სული წმიდაჲ: `ყოველნი, ერთბამად ღრუბელთა ზედა მსხდომარენი, კიდითგან ქუეყანისაჲთ შემოკერბით წმიდასა ბეთლემსა დედისათჳს უფლისა და მაცხოვრისა თქუენისა~, გარნა ანდრია, ძმაჲ პეტრჱსი, და ფილიპე, სიმონ კანანელი და ლუკა დაძინებულ იყვნეს და სულმან წმიდამან საფლავთაგან აღადგინნა და ჰრქუა: `ნუ ჰგონებთ თუ აღდგომაჲ არს, არამედ ისწრაფეთ მოკითხვად და საკჳრველთ-მოქმედებად დედისათჳს უფლისა და ღმრთისა, მაცხოვრისა თქუენისა იესუ ქრისტჱსა, რამეთუ მოახლებულ არს დღჱ განსლვისაჲ და მიცუალებისა მისისა ზეცად~ და ერთობით ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.
აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღიტაცა ჰრომით პეტრე – კლდჱ სიმტკიცისაჲ, და თანამოგზაურ იქმნა რაჲ სხუათა მათ მოციქულთა, სულისაგან წმიდასა განმტკიცებულნი იყუნეს იგინი შუვა ცასა და ქუეყანასა, და ერთობით მოიწინეს მსახურნი სიტყჳსანი და თუალითა მხილველნი სიონს შინა, რაჲთა გმსახურონ წმიდასა დედასა მისსა, ვითარცა ღირსსა მსახურებისასა და ვითარცა საფასესა პატიოსანსა, რაჲთა არა დააკლდეს თვითოეული გულსმოდგინებითა გალობასა ღმრთისასა და პატივისცემასა მშობელისა მისასასა, ხოლო მოგიკითხეს რაჲ, დედაო და ქალწულო, და გაუწყეს თუ სადაჲთ მოიწიენეს შენდა, წარმოუთხარ გაბრიელისა ხარებაჲ და უჩუენე რაჲ რტოჲ იგი, რომელი მოგართუა მთავარანგელოსმან, სულთა და ჴორცთა თჳსთა ცრემლით შეგვედრებდენ და ქებით ჰნატრიდენ დიდებულებათა შენთა:
გიხაროდენ, ყოვლად ნათელო, უბრწყინვალჱსო მზისაო;
გიხაროდენ, ესაიას მიერ ქადაგებულო ქალწულად და მშობელად ევმანოელისაო;
გიხაროდენ ნაშობო ადამ პირველისაო და დედაო ადამ მეორისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მარიამ, საუნჯეო დაბეჭდულო და საფასეო დიდისა მეუფისაო;
გიხაროდენ, ხეო ცხორებისაო და ვენახო გამომღებელო ცხორების ტევანისაო;
გიხაროდენ, კარავო და სამკჳდრებელო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, კიდობანო საღმრთოჲსა სულისაო და აღყუავებულო კუერთხო აჰრონისაო;
გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო და ზღუდეო სიმტკიცისაო;
გიხაროდენ, დამჴსნელო წყევისაო და მომნიჭებელო კურთხევისაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
საკჳრველად შეკრბეს რაჲ ქრისტჱს მოციქულნი და მოწაფენი, იწყეს მუხლთ-მოდრეკით ლიტანიობად და ღამჱ იგი განათიეს ლოცვითა, ხოლო ესმა რაჲ ჰურიათა, შეითქუნეს მოკლვად მოციქულთა და დაწუვაჲ იზრახეს რაჲ დედისა ღმრთისა, ურიცხვი კრებული წარემართა მახვილითა და წათებითა, გარნა სლვასა მას შინა ფერჴნი შეეკრნეს და დაბრმდეს თუალითა, ხოლო ენანი მათნი პირთა მათთა შინა დაეჭედნეს, და ვერღარას იტყოდეს ურთიერთას, არამედ ყრმაჲ ერთი დარჩა უნებელად, რამეთუ გზასა ცხორებისასა ასწავებდა მოყუასთა თჳსთა და ეტყოდა: „უბადრუკნო, ვერცა აწ შეიგონეთ ვისთჳს განიზრახავთ ბოროტსა? – მე მრწამს მარიამ ღმრთისმშობელად, ხოლო მოციქულნი ქრისტეს მოწაფედ და აღვიარებ და ვადიდებ მე ჭეშმარიტსა ღმერთსა“: ალილუია.
მაშინ დადეგ შენ ლოცვად, ღმრთისა დედაო, და ევედრებოდი მაცხოვარსა მდუმრიად: „ჵ, ძეო ჩემო შუენიერო, სული ჩემი შეივედრე და მშვიდობით განარინე ჰაერის-მცველთაგან ოხითა მიუწდომელთა მსახურთა შენთა მიქაელ და გაბრიელისითა, და ვედრებითა ყოველთა დედათა ნაშობთა უზეშთაესისა წინაჲსწარმეტყუელისა და ნათლის-მცემელისა შენისა იოვანჱსითა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა“, და აჰა, კუალად გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალჱ იესუს ხატითგან და სული სულნელებისაჲ გარდაეფინა მიუთხრომელად, მიერ გამოხდა რაჲ ბრძანებაჲ და გრქუა: „ნუ გეშინინ, დედაო კურთხეულო, რამეთუ მე შენ თანა ვარ და ყოველნი ჩემნი დაბადებულნი თაყუანის-მცემელნი არიან სიწმიდისა შენისა“, და აჰა მსმენელნი ამისნი ვიხარებთ სულითა და გევედრებით: ნუ დაგვივიწყებ მოსავთა შენთა, რომელნი არა დავსცხრებით ქებად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, საუნჯეო ჩუენო, დედათაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, სულითა და ჴორცით კურთხეულო, წინაჲსწარმეტყველთაგან მოსწავებულო;
გიხაროდენ, ქრისტჱს მიერ წმიდისაგან სულისა ყოვლისა მადლისა და ნიჭისა მომღებელო;
გიხაროდენ, კეთილ-ტკბილ სულნელო მემირონეო, ხატთაგან შენთა საკურნებელისა მირონისა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, უხრწნელებისა და სიხარულისა წყაროჲსა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, წარწყმედულთა მომძიებელო და შეცთომილთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, სნეულთა მკურნალო და მონანულთა შემწყალებელო;
გიხაროდენ, ქუვრივთა და ობოლთა ნუგეშინისმცემელო და გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
მიუთხარ რაჲ საკჳრველი ესე და მიუწდომელი ხილვაჲ მოციქულთა, ხატი მაცხოვრისაჲ დაასუენეთ ტაძარსა შინა წმიდისა სიონისასა და დასხედით რაჲ სერობად, რქჳ, წმიდაო მარიამ: „მოძღუარმან თქუენმან განბანასა მას ფერჴთასა გრქუა – ამას ჰყოფდით! და აწ-ცა გვიხმს ჩუენ განბანაჲ ფერხთაჲ”, და განმზადეს რაჲ საბანელი, შთაასხეს წყალი, და არა ოდენ თავთა მოწაფეთა დაჰბანენ ფერჴნი და წარხოცე არდაგითა, არამედ მათთა-ცა მოწაფეთა, რაჲსთჳსცა ყოველნი აკურთხევდენ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა: ალილუია.
ღამესა მას განათევდით რაჲ ლოცვითა, აჰა, ქუეყანაჲ შეიძრა საფუძველითურთ და მეყუსეულად მოვიდეს რაჲ მიქაელ და გაბრიელ, ჴმა-ყვეს: „მოვალს მეუფე დიდებისაჲ“, და გაბრიელ, ვითარცა პირველ, ეგრეთვე აწ ჴმობდა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!”, ხოლო მიქაელ ღაღად-ყო: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ”, და შენცა ღაღად-ყავ: „ჵ, დიდნო მნათობნო ბრწყინვალენო, სული ჩემი არა გამოვიდეს გუამით, ვიდრემდე ძჱ ჩემი არ ვიხილო”, და მეყსეულად აბრაჰამ, ისააკ და იაკობ მოვიდეს და გრქუეს: „აჰა ესერა მოვალს მოსალოდებელი შენი, ასულო ადამისო”, და ვითარცა გშუენოდა დედასა ღმრთისასა, შეგასხეს საგალობელი:
გიხაროდენ, დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო;
გიხაროდენ, ნიჭო და სიქადულო ანგელოზთა და კაცთაო;
გიხაროდენ, სასოო განწირულთაო და ნავთსაყუდელო მყუდროო წუთისოფლისაგან ღელვა-გუემულთაო;
გიხაროდენ, მტკიცეო ზღუდეო ღმრთის შიშით მოღუაწეთა მღდელთაო;
გიხაროდენ, მწყალობელო წმიდად ცხორებულთა მონაზონთაო;
გიხაროდენ, კეთილშემამკობელო და შემწეო სათნოთა სასძლოთაო;
გიხაროდენ, შჳლიერ-მყოფელო ბერწთა და უშჳლოთაო;
გიხაროდენ, ტკბილო განსასუენებელო დამაშურალთა და ტჳრთმძიმეთაო;
გიხაროდენ, ცოდვით მოწყლულთა შემწყნარებელო და ბჭეო ცხოვნებულთაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
აჰა, შუაღამესა იქუხა რაჲ ზეცით, სუეტი ნათლისაჲ სახედ ჯუარისა გამობრწყინდა, და სიმრავლჱ ზეცისა მჴედრობათაჲ ღაღადებდა წინაშე მისსა: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა”, და `ყოველი სული და ყოველი დაბადებული აქებდით უფალსა“, ხოლო გამოჩნდა რაჲ იესუ მჯდომარჱ ქერობინთა ზედა ძალითა დიდითა, გრქუა სიყუარულითა: „მშჳდობაჲ შენდა, დედაო, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ პატიოსანნი ჴორცნი შენნი მიცვალებულ იქმნეს სამოთხესა, ხოლო წმიდაჲ სული შენი ზეცას, საუნჯეთა მამისათა, სადა არს ნათელი და სიხარული წმიდათა ანგელოზთაჲ“, და ამბორს-უყოფდი უხრწნელსა მარჯუენესა მისსა, რომელმან შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ, და აქებდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.
უფალი ქრისტე, ვითარცა ღრუბლითა სულმცირითა, მოვიდა შენდა, სძალო, შეიტკბო მარჯუენჱ შენი, და გრქუა: „ჵ, დედაო კურთხეულო, მოვედ შენდა, რაჲთა სული შენი მე თჳთ წარვიყვანო ჩემდა – უკუდავსა დიდებასა და სუფევასა დაუსრულებელსა“, ხოლო შენ აღაპყარ ჴელნი, რომელთა ეტჳრთა ღმერთი ჴორცთშესხმული, და კადნიერად, ვითარცა დედამან, რქჳ უფალსა: „რომელი ყოვლად ძლიერ ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ამას გევედრები. რაჲთა ყოველსა ჟამსა და ადგილსა, სადაცა იქმნებოდის სახსენებელი სახელისა ჩემისაჲ, წმიდა-ყავ ადგილი იგი და ადიდენ მადიდებელნი შენნი სახელისათჳს ჩემისა“. და მსმენელნი ამისა, მძაფრიად აღდღუნეს მოციქულნი ცრემლითა მჴურვალითა, მწუხარებდენ რაჲ ობლად დატევებისათვის თჳსისა, და გნატრიდენ ერთობითა:
გიხაროდენ, სიქადულო დედათაო და ქალწულთა გჳრგჳნო;
გიხაროდენ, სასოო მამათაო და ყოვლისა კეთილისა წინამძღუარო;
გიხაროდენ, ყოვლად დაუსრულებელსა მას დიდებასა ზეშთა სუფევისასა დამკვჳდრებულო;
გიხაროდენ, ცოდვისა და უმეცრებისა წყუდიადისა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა დამცემელო და სრულიად განმაქარვებელო;
გიხაროდენ, საფრჴისაგან ეშმაკისა და საცთურისაგან სოფლისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მძლავრებისაგან ჴორცთაისა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა და სივერაგისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობისა სიყუარულითა და მშვიდობითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ილოცვიდი რაჲ მჴურვალედ, გრქუა უფალმან, ქალწულო უბიწოო: „აღდეგ და მოვედ, დედაო ჩემო კეთილო, რაჲთა განგისუენო და გჳრგჳნოსან გყო წინაშე ჩემსა, ხოლო ყოველი, რომელი ხადოდის სახელსა შენსა, არასადა ჰრცხუენეს, არამედ პოვოს წყალობაჲ და შეწევნაჲ და ნუგეშინისცემაჲ ამას საწუთროსა და მერმესა მას წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“. და აჰა, პირი შენი გამობრწყინდა უფროჲს ნათლისა, და აკურთხე რაჲ ყოველნი მუნ მდგომარენი თჳსითა ჴელითა, მიეც სული თჳსი ჴელთა ძისა შენისათა და წარგიყვანა შენ შეერთებად ანგელოზთა და ძალთა ზეცისათა, ხოლო მოციქულთა იხილეს რაჲ სული შენი ნებსა შინა უხრწნელსა უფლისასა, მოეხვინეს პატიოსანთა ფერჴთა შენთა, რაჲთა განწმდენ, და ადიდებდენ ძესა შენსა: ალილუია.
ეჰა, დიდებაჲ საკჳრველებათა შენთა, ღმრთისმშობელო, რამეთუ ყოველი უძლური და სნეული, შეეხებოდა რაჲ გარეგან კედელსა მას სახლისა შენისასა და იტყოდეს: „შეგჳწყალენ ჩუენ“, პოვებდეს მწრაფლ კურნებასა, ხოლო განიზრახეს რაჲ ერთა ჰურიათამან მღდელთა თანა დაწუვაჲ სახლისა შენისაჲ, აღიღეს შეშაჲ და ცეცხლი და მი-იწიეს რაჲ კართა, მეყსეულად გამოჴდა ძალი ცეცხლისაჲ ანგელოზთაგან და დაწუა სიმრავლჱ მომხდურთაჲ, გარნა მთავარი მათი შორით ხედვიდა რაჲ სახილველსა მას, ღაღადებდა: „სასწაულნი ესე ღმრთისა ჭეშმარიტისაჲ არს“. და იქმნა განხეთქილებაჲ შორის ჰურიათა, რამეთუ მრავალთა ჰრწმენა ძისა შენისა იესუ ქრისტჱსა, აწ მეყავ მეცა შემწედ და შუამდგომელ წინაშე მისა, რაჲთა შემჭურვოს მე ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა თჳსისაჲთა, და წყალობაჲ მოგვანიჭოს შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა სულიერისა ძილისაგან განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, სოფლისათჳს კურთხევისა დამტევებელო;
გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მრავალთა წარწყმედისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა ერთგულთა შეწეო და ქრისტეანეთა ჴელმყოფელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, შარავანდედითა მოწყალებისა შენისაჲთა ყოველთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, არაწმიდათა სულთაგან ვნებულთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ვნებათა არმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმხდელო;
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ღუაწლთა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
გამოსლვასა წმიდისა სულისა შენისასა აღივსო რაჲ ადგილი იგი სულნელებითა და ნათლითა გამოუთქუმელითა, მისცეს ყოველთა დიდებაჲ ღმერთსა, და იწყეს რაჲ ყოველთა კრებულთა ზეცად აღსლვად, თჳთ თავადმან მეუფემან უბიწოჲ სული შენი მკლავთა ზედა მიიქუა, ხოლო ანგელოზნი აგყვებოდეს რაჲ გალობითა და დიდებითა დაუცხრომელითა, განკჳრვებულნი შიშით, თავმოდრეკით ურთიერთას იტყოდეს: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და შეიწყნარეთ მშობელი დამბადებელისაჲ ცათა და ქუეყანისაჲ“, და აჰა, განგეხუნეს შენ ბჭენი ცათანი და ქერობინნი დაგემორჩილნეს შიშით და სერაბინნი სიხარულით იტყოდეს: „ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე“: ალილუია.
მაშინ იწყეს ღუწად უფლის შემწყნარებელისა გუამისა შენისათჳს მოციქულთა და ქალწულთა, და შეგრაგნეს რაჲ არმენაკსა წმიდასა, ნელსაცხებელითა შემურული შეხვიეს, ქრისტჱს უხრწნელო დედაო და ქალწულო, და დაასუენეს ცხედარსა, ხოლო სიონით გამოსრულთა იწყეს რაჲ სლვად გეთსამანიად, წინა-წარიძღუანეს ხატი მაცხოვრისაჲ, და მგზავრ ღაღადებდეს რაჲ მიცუალებისა გალობასა, გარემოჲს დგეს ქერაბინნი და ჴმითა ტკბილითა ადიდებდეს და გალობდეს შენ ზედა, გარნა უგუნურთა მათ ჰურიათა გარე-მოიცვნეს გუამი შენი მახვილებითა და წათებითა, და კადნიერად მიეტევნეს, რამეთუ დაწუვაჲ მისი ენებათ, ხოლო მოციქულნი ღაღადებდენ: „ნუ შეეხებით გუამსა ცხოველს-მყოფელსა და სასწაულთ-მოქმედსა და შეიგონეთ, ვითარმედ დედაჲ ღმრთისაჲ არს მარიამ“, და კუალად-ცა გადიდებდენ უფროჲს ყოველთა დაბადებულთასა:
გიხაროდენ, ძლევისა შესხმითა სავანესა მას საუკუნესა ძისა შენისა თანა ზეცად აღსრულო;
გიხაროდენ, უხილავთა საღმრთოთა კეთილთა მიცვალებულო;
გიხაროდენ, ამა სოფლითგან წინაშე ღმრთისა ნათელსა დაუსრულებელსა გარდაცვალებულო;
გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო, ზეცისა იერუსალეიმს დამკჳდრებულო;
გიხაროდენ, ცხორებისა კარისა განმღებელო და ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა გამომტაცებელო;
გიხაროდენ, შენდამი შევედრებულთა საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, უნაყოფოჲსა და უძრავისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, სასტიკად მოწყლულთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
არა გულისჴმაყო მოციქულთა შეგონებაჲ ერთმან ჰურიამან იოფანე, და დაქცევად ჰგონებდა რაჲ გარდაცუალებულთა ჴორცთა შენთა, ურიდად მიყვნა ჴელნი თჳსნი ცხედარსა, გარნა მხარნი მისნი მოჰკუეთნა რაჲ ანგელოზმან უფლისამან მახჳლითა ცეცხლისაჲთა, შეძრწუნებულმან ჴმა-ყო: „წმიდაო მარიამ, რომელმან ჰშევ ქრისტე ღმერთი ჩუენი, შემიწყალე მე“, და მოციქულთა ვედრებითა მეყსეულად ჴელნი იგი, დამოკიდებულნი ჰაერთა, კუალად ეგნენ მხარსა-ვე ზედა მისსა და ჰრწმენა მასცა და ყოველსა კრებულსა ჰურიათასა, და ნათლისღებისა მიერ აღიბეჭდნეს რაჲ ბეჭდითა ქრისტჱსითა, თანა მოგზაურ ექმნნეს მოციქულთა, და ყოველთა მისცეს დიდებაჲ ღმერთსა: ალილუია.
წინა გიძღოდა შენ კრებული იგი მოციქულთაჲ და მიაქუნდა რაჲ წმიდაჲ გუამი შენი დიდებითა, გეთსამანიად მისრულთა ჯერისაებრ დაკრძალეს საფლავსა მას ჩინებულსა, ხოლო ხატი მაცხოვრისაჲ დაგისუენეს მას ზედა, და თჳთ დადგნენ ღამის თევად, გარნა ყოველთა მიერულა ღამესა მას მეორესა, და ჴორცნი შენნი ზეცად აღიტაცნეს რაჲ უხილავად, პავლე და იოვანე განჰკრთეს ძალისაგან ძრვასა მას ქუეყანისასა, და ჴმა-ყვეს სინანულითა: „განიღვიძეთ, ძმანო, რად ვერ მოვითმინეთ ღამჱ ესე კჳრიაკისაჲ“, ხოლო ჩუენ გვიხარის, თუ ვითარ დაიცვა ღმერთმან პატივი კიდობნისაჲ მის სულიერისაჲ დიდებითა საღმრთოჲთა, რომელსა შინა სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა, და აჰა, ძალისაებრ ჩუენისა გადიდებთ და გევედრებით: შენმიერი შეწევნაჲ გარდამოგჳვლინე შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, ზეცისა სძალო მარიამ, ტაძარო და სამკჳდრებელო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, საყდარო ღმრთეებისაო, გამოუთქუმელო საფასეო სამოთხისაო;
გიხაროდენ, სძალო ზეცისა სიძისაო და მიზეზო მკუდართა ადგომისაო;
გიხაროდენ, განმაქარვებელო ხრწნილებისაო და განმხრწნელო სიკუდილისაო;
გიხაროდენ, დედაო სასუფეველისა და სამოთხისა აღმაშენებელისა და ჯოჯოხეთისა შემმუსრველისაო;
გიხაროდენ, ღმრთეებაასა შემაერთებელო კაცებისაო;
გიხაროდენ, დაცემისაგან აღმმართებელო და სამოთხესა წარმგზავნელო პირველქმნულისა მის მამისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, განმაქარვებელო პირველისა მის დედისა ჩუენისა ევაჲს წყევისაო;
გიხაროდენ, დედათა ყუედრებისა დამჴსნელო და უკუდავ-მყოფელო მოკუდავისაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ეჰა, საკჳრველი ესე საკჳრველებათაჲ, რამეთუ ერთი ათორმეტთაგანი მოციქული არა იყო ქებულსა მას და დიდებულსა მიცუალებასა შენსა და მოელოდეს რაჲ მას ყოველსა ჟამსა, ძრვასა მას ქუეყანისასა მოიწია თომა-ცა ჰინდოეთით, და გულისჴმა-ყო, ვითარმედ ჟამი იგი მსგავს იყო ქრისტეს საფლავით აღდგომისაჲ, და განაღეს რაჲ საფლავი თხოვითა მისითა, ძრწოლით შთახედნეს და არა პოვეს რაჲ გუამი შენი, უბიწოო, ცნეს ვითარმედ ამისთჳს იქმნა ნელიად მოსლვა თომაჲსი, რაჲთა მიზეზითა მისითა განცხადნეს სულითა და ჴორცით ზეცად მიცვალებაჲ შენი და ყოველთა ერთბამად ადიდეს საკჳრველთმოქმედი ღმერთი: ალილუია.
დღესა კჳრიაკესა აღასრულეს რაჲ წმიდაჲ ჟამის-წირვაჲ მოციქულთა, ადიდეს ძჱ შენი და ღმერთი ჩუენი და გნატრიდენ რაჲ, ქალწულსა ღმრთისა დედასა, დასხდეს ტრაპეზსა და განტეხდეს ნაწილსა მას წინადაგებულისა პურისასა სახელისათჳს ქრისტჱსა, და ადიდებდენ წმიდასა სამებასა, და აჰა, მეყსეულად ესმათ ჴმაჲ ანგელოსთა გალობისაჲ, და გიხილეს გამოუთქმელითა დიდებითა გაბრწყინებული და გარემოცული ძალთაგან ზეციერთა, რომელი ესრეთ ეტყოდი მათ: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“, სიხარულითა ღაღადყვეს ყოველთა: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ ჩუენ“. და განაწესეს რაჲ უტკბილესითა დიდებითა ჴსენებაჲ დაძინებისა და ზეცას ამაღლებისა შენისაჲ სიონსა მყოფთა, ყოველნი ერთობით გარდაცვალებასა შენსა ვდღესასწაულობთ და გნატრით შენ ყოველსა ჟამსა:
გიხაროდენ, შემდგომად შობისა კუალად ქალწულადვე დადგრომილო და საფლავსა შინა განუხრწნელო;
გიხაროდენ, სამოთხეო სიწმიდასაო, უკუდავებისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ბუნებითა მრავალმოწყალისა ღმრთისა ჩუენზედა მოწყალე-მყოფელო;
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა სამკჳდრებელისა მეოხო და ზედამდგომელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთათჳს ნუგეშისა და ხსნისა მიმმადლებელო;
გიხაროდენ, უსამართლოდ დევნილთა და ჩაგრულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო და ძალთაგან წინააღმდგომთა დამცველო;
გიხაროდენ, უგულისხმოთა და ბილწთა ზახებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშვიდებელო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
აჰა, ესერა ყოველი სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგვიძს, უჴრწნელო დედოფალო, რამეთუ სიწმიდჱ მადლისა შენისაჲ არა განეშორა საფლავსა შენსა და იქმს რაჲ ნიშთა და სასწაულთა, მისდამი შევრდომილთა მოანიჭებ სულთა და ჴორცთა კურნებასა, ხოლო ჩუენ დაძინებასა შენსა უგალობთ და გევედრებით: „ჵ, წმიდაო ქალწულო, რომელმან ჰშევ ქრისტჱ, ღმერთი ჩუენი, შეგვეწიე და გჳჴსენ ჩუენ მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთაჲსა და მზაკუვარებათაგან კაცთაჲსა, რაჲთა მტკიცედ ვდგეთ საფუძველსა ზედა წმიდისა ქრისტეს სახარებისასა და ცხოველსმყოფელთა მათ მცნებათა მისთასა, და მარადის ვაკურთხევდეთ და ვადიდებდეთ სახელსა წმიდასა მისსა“: ალილუია.
რაბამ საკჳრველი და განსაკრთომელი საიდუმლოჲ აღასრულა ქრისტემან შენ ზედა, დედაო უქორწინებელო და უბიწოო, რამეთუ ვითარცა შობასა დაგიცვა ქალწულად, ეგრეთცა სასუფეველსა შინა დაჰმარხა გუამი შენი უხრწნელად და ადიდა რაჲ მიცუალებითა მით საკჳრველითა, მოგანიჭა შენ პატივი, ვითარცა ძემან დედასა თჳსსა. და აწ ჩუენცა ღმრთისმშობელად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ვღაღადებთ და კუალად ვიტყჳთ: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! აწ მეცა მეყავ შუამდგომელ წინაშე მისსა, დამიცვას მე ყოვლისაგან ურვისა და ბოროტისა, ხოლო ცხორებაჲ ჩემი წარმართოს პატივად და დიდებად წმიდისა სახელისა შენისა, და გნატრიდე შენ, უხრწნელო, შესხმითა საღმრთოჲთა“:
გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, ცოდვისა და უმეცრებისა წყუდიადისა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, უპირველესად შენდა წილხდომილად განკუთვნილისა ქუეყანისა მარადის მცველო და დამფარველო;
გიხაროდენ, სახარებისა მქადაგებელთა ივერიასა შინა მომავლინებელო;
გიხაროდენ, ქუეყანისა ამის კერპთა საცთურებისაგან ქრისტჱს ნათლად მომაქცეველო;
გიხაროდენ, კუართისა შენისა ბოძებითა ივერთა ეკლესიისა მზეებრ განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელო;
გიხაროდენ, ზეციერო დედოფალო, ქართველთა ერისათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ჵ, ყოველთა უმეტესო დედაო მარიამ, რომელი ეგე სულითა და ჴორცითა უკუდავ ხარ ძისა შენისა და ღმრთისაებრ, ნუ განგვწირავ მოსავთა შენთა, რამეთუ უკუეთუ ძჱ შენი ცოდვილთათჳს მოვიდა, აწ დედამან მისმან რომელმან იცი უძლურებაჲ მიწისაგანისა ბუნებისა ჩუენისაჲ, ვითარ არა შეგვინდო შენ ყოველთა ცრემლით შევრდომილთა? ამისთჳსცა ვედრებითა ვითხოვთ შენგან, კურთხეულო, ჭირი და ურვაჲ ჩუენი სიხარულად გარდასცვალე და დაგვიფარენ ყოვლისაგან ცოდვისა და საცთურისა, რაჲთა დაუღამებელსა ნათელსა ღმრთისასა მივიწივნეთ და მართალთა თანა ვუგალობდეთ ყოვლისა შემოქმედსა: ალილუია.
(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის)
ქუეყანით ზეცად გარდაცუალებასა შენსა ადიდებენ ზესკნელს ძალნი ანგელოზთანი, და თაყუანის-გცემენ ვითარცა უხრწნელსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ხოლო ჩუენ საღმრთოჲთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: „ეჰა სიტკბოებაო ანგელოზთა და კაცთაო, რომელსა გიტჳრთავს დამბადებელი, დედაო ყოველთა მჴსნელისაო, მოეც ძლევაჲ ერსა ჩუენსა, რომელსა უპყრიეს საჭურველად მტკიცედ სახელი შენი და პატივ-სცემს დღესასწაულსა შენსა და აღამაღლე რქაჲ მორწმუნეთაჲ, რაჲთა დაუცხრომელად ჩუენ, ყოველნი, გალობით გადიდებდეთ“:
გიხაროდენ, უფროჲს კურთხეულო დედოფლო ჩუენო მარიამ, ასულო სიონისაო და სძალო ცათა მეუფისაო;
გიხაროდენ, ქუეყნიერო ტაძარო ღმრთისა სიტყჳსაო;
გიხაროდენ, სამკჳდრებელო საღმრთოჲსა დიდებისაო;
გიხაროდენ, მშობელო ანგელოზთა შემოქმედისაო;
გიხაროდენ, ტრაპეზო განსასუენებელო, წმიდისა მაღლისაო;
გიხაროდენ, ფეშხუმო, მტჳრთველო ტარიგისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, მარწუხო, საუფლოჲსა მის ნაკვერცხალისაო;
გიხაროდენ, სასანთლეო ბრწყინვალეო ნათლისა უსხეულოჲსაო;
გიხაროდენ, სასაკუმევლეო ოქროჲსაო, ცეცხლისა მის საღმრთოჲსაო;
გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულსა დედასა ღმრთისასა და ქუეყანით ზეცას დიდებით აღსრულსა ქალწულსა დედოფალსა მოგართმევთ უღირსსა ამას გალობასა, და ვაქებთ წმიდასა მიძინებასა შენსა, ხოლო შენ, ვითარცა მძლეველმან სიკუდილისამან მიჴსენ მე ცოდვათაგან და დამიცევ ყოველთაგან განსაცდელთა, რაჲთა უვნებელად დაცული ღირს ვიქმნე გალობად შენდა: გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა!
ჵ, ყოვლად წმიდაო დედოფალო, დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო, რომელმან მშობელი თჳსი შობასა დაგიცვა ქალწულად და უვნებელად, ეგრეთცა სასუფეველსა შინა დაამკჳდრა გუამი შენი უხრწნელად და გადიდა რაჲ მიცვალებითა მით საკჳრველითა, ვითარცა უმაღლესი ყოველთაჲ, იდიდები კრებულისაგან ცათაჲსა, და მათ თანა იხარებს ქრისტეს წმიდაჲ ეკლესიაჲ დღესასწაულსა მიძინებისა შენისასა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და დიდებად, მადლობად, თაყუანის-ცემად და კურთხევად, გალობით შესხმად და უფროჲსად აღმაღლებად სასოჲსა და სიქადულისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, რომელი მარადის ცრემლითა ითხოვ ჩუენთჳს წყალობასა და ცოდვათა შენდობასა.
ჵ, ყოვლად უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო! გუამმან შენმან ღმრთისშემწყნარებელმან, აღმავალმან ზეცად, სიონსა შინა განწყობილი უსხეულოთაჲ მოიყვანა და მყის კრებული მოციქულთაჲ შემოკრიბა კიდით ქუეყანისაჲთ წინაშე შენსა, ხოლო აწ წმიდამან და დიდებულმან დღესასწაულმან შენმან მორწმუნენი სიხარულად შემოკრიბნა და ჩუენცა მათ თანა ვიხარებთ, უწმიდესო მარიამ, და აღვიძრვით ვედრებად შენდა: ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ უფლისა მიერ და ძისა შენისა წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაჲ ივერიაჲ და საზეპუროჲ ერი ივერიისაჲ და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქჳ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა, რამეთუ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ამისთჳსცა გულსა შინა ჩუენსა შთანერგე სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისაჲ და დაგჳიფარე ანტიქრისტეს ხიბლისაგან და საცთურისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიცევ და განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი _ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მჴედართმთავარნი, და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყვარჱ მჴედრობაჲ და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ღალატი, შური, და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხუანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჵ, მხოლოო დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად დიდებულო ღმრთისმშობელო, ბჭეო ზეცისაო და ტაძარო სიწმიდისაო! შენ მიერ ხრწნილებაჲ განქარდა და სიკუდილი განიხრწნა. ამისთჳსცა სიკუდილი გუამისაგან შენისა განეშორა და არცაღა უბიწონი ჴორცნი შენნი განიხრწნეს საფლავსა, არამედ ამაღლდი სავსჱ, ვითარცა ტაძარი და საყდარი, ღირსი ღმრთისაჲ, შენგან შობილისა ღმრთისა, რომლისა მიმართ, ვითარცა დედაჲ, ყოვლად წმიდაო, ნუ დასცხრები ოხად მოსავთა შენთათჳს, რაჲთა ყოველნი წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა სარწმუნოებასა შინა განვმტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებელად ვიდოდეთ და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა სიწმიდითა და ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ, და სათნო ვეყუნეთ შენგან შობილსა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყუარეთა თჳსთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ტროპარი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.
დიდებისმეტყველებაი: გაქებთ და გადიდებთ შენ, მარადის ქალწულო დედაო ქრისტე ღმრთისა ჩვენისაო, და ყოვლად დიდებულსაცა შენსა და ნეტარსა მიძინებასა განვადიდებთ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.