მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
ღვთისმშობლის მიძინებისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1.

 

აღრჩეულსა ყოველთაგან ნათესავისა კაცთასა, დედასა ღმრთისასა და დედუფალსა, აღმავალსა ქვეყანით ზეცად, კეთილმომშიშებითსა გალობასა ყოვლადპატიოსნისა მიძინებისათვის შენისა აღმოგივლენთ მონანი შენნი, ღვთისმშობელო. ხოლო შენ, რომელსა გაქუს ძლევაი სიკუდილსა ზედა, ყოველთაგან მომაკუდინებელთა განსაცდელთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რაითა გხმობდეთ შენ ესრეთ: გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

იკოსი 1.

 

წინამდგომელი ანგელოსი მოივლინა წინაშე ღმრთისმშობელისა უწყებად ამაღლებისათვის მისა ყოვლადმშვიდთა ზეციერთა მიმართ და მოსვლად მის თანა ძისა მისისა და ღმრთისა ჩვენისა; ანგელოზი ესე მბრწყინვალე სდგა წინაშე დედისა ღმრთისასა და უწოდდა მას ესრეთ:

 

გიხაროდენ, ყოვლადსახარულევანო დედაო მეუფისაო;

 

გიხაროდენ, დედუფალო ზეცათაო, დედაო ღმრთისა და უფლისა ცათა და ქვეყანისაო;

 

გიხაროდენ, მღუდელთმთავართა სამკაულო და მღუდელთა სიკეთეო;

 

გიხაროდენ, მმართველთა განსვენებაო და ხელმწიფებაო;

 

გიხაროდენ, ღმრთივ განბრძნობილ მონოზონთა ზეცისა სუფევად მიმყვანებელო;

 

გიხაროდენ, ნათესავისათვის ქრისტეანეთასა, რომელნი მარადის გნატრიან შენ, კართა სამოთხისათა განმახვნელო;

 

გიხაროდენ, გამორჩეულო ყოვლადდიდებულითა მოსვლითა შენ თანა ძისა შენისა და ღმრთისაო;

 

გიხაროდენ, განდიდებულო საღმრთოითა უწყებითა აღსლვისათვის ძისა მიმართ შენისა;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 2.

 

ხედვიდეს რაი დასსა მას მოციქულთასა, ყოვლად-ძლიერითა წამის-ყოფითა ღმრთისაითა, მეყსა შინა წამისასა მოსრულთა კიდეთაგან ქვეყანისათა ყოვლადპატიოსნისა მიძინებისათვის შენისა, ყოვლადუბიწოო, მღუდელობისა დასაბამის დამდებნი: დიონისე – ცათა საიდუმლოთა მხილველი, იეროთეოზ საკვირველი და ტიმოთე ღმრთივშუენიერი ღირსებითა პატიოსნისა მღუდელობისაითა უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 2.

 

ყოველი ქმნილება გონიერი, უხუცესნი დასნი ანგელოსთანი მოვიდიან მეუფისა თვისისა თანა, რომელი ცხოვრების დასაბამიერთა ხელთა შინა თვისთა შეიწყნარებს სულსა დედისა თვისისასა: ხოლო პეტრე, მგზნებარე სარწმუნოებითა, მრავლითა ცრემლითა უღაღადებს მას ესრეთ:

 

გიხაროდენ, ყოვლადმშვიდთა მიმართ აღმავალო, დედაო შემოქმედისა მშვიდობისაო;

 

გიხაროდენ, რომელი ყოვლადმშვიდთა ზეციერთა მიმართ აღიყვანები, ცათა უვრცესო;

 

გიხაროდენ, ამაღლებითა შენითა ოთხთა მათ წესთა ქვეყანისათა მაკურთხეველო;

 

გიხაროდენ, აღსვლითა შენითა ზეციერთა განმახარებელო;

 

გიხაროდენ, ზეციურსა იერუსალემსა შუენიერსა კეთილად შეწყნარებულო;

 

გიხაროდენ, ხელთუქმნელთა ტაძართა შინა სიხარულითა ყოვლადსრულითა შესრულო;

 

გიხაროდენ, დედუფალო ქერუბიმთა და სერაბიმთაო;

 

გიხაროდენ, მთავარნგელოსთა უაღმატებულესო ხელმწიფაო;

 

გიხაროდენ, შესავედრებელო და ხსნაო მართალთაო;

 

გიხაროდენ, სამკვიდრებელისა შენისათვის შეწევნაო და საფარველო;

 

გიხაროდენ, ყოვლისა მსოფლიოისა ქრისტეანეთასა ღმრთისა მიმართ მეოხმყოფელობაო;

 

გიხაროდენ, ყოველთა სიკეთეთა ყოვლადსახიერო მომადლებაო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 3.

 

ძალმან უზენაესისამან ქვეყანისაგან ჰინდოეთისასა აღიტაცა თომა, რომელი ნებითა-სამე ღმრთისაითა არა იყოფვოდა მიძინებასა მას ღმრთისმშობელისასა, და დაადგინა იგი წინაშე ცხოველშემწყნარებელისა საფლავისა მის, სადა ჰსუროდა მას ხილვად და ამბორის-ყოფად მიძინებულისა დედისა ღმრთისასა, გარნა ოდეს იხილა და გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ცათა შინა იქმნა იგი აღყვანილი სულითაცა და სხეულითაცა, უღაღადებდა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 3.

 

განიზრახევდა რა მოწაფეი იგი გულსა შინა თვისსა, ვითარმედ განგებულებითა ღმრთისაითა იქმნა ესე, რამეთუ არა იპოვა იგი სხვათა მოციქულთა თანა და არა თანა-უვიდოდა მათ დაკრძალვასა დედისა ღმრთისასა, განიხარებდა უკუდავისა მის მიძინებისათვის ქალწულისა და უგალობდა მას ესრეთ:

 

გიხაროდენ, ქვეყანისაგან ხელთა შინა ძისა შენისა შეწყნარებულო;

 

გიხაროდენ, ყოვლადზეციერთა თანა ამაღლებულო ტკბობად დიდებითა მისითა;

 

გიხაროდენ, რამეთუ თანა-გივიდოდიან ზეაღსვლასა შენსა ცათა შინა ყოველნი დასნი ანგელოსთანი;

 

გიხაროდენ, ქერუბიმთაგან აღყვანილო ცის ქვეშეთით სიმაღლეთა მიმართ ზეცისათა;

 

გიხაროდენ, კარიბჭესა შინა ცათასა უხუცესთაგან ძალთა გალობითა ფრიად შუენიერითა მიგებებულო;

 

გიხაროდენ, ყოველთაგან მკვიდრთა ზეცისათა გარე-შეცვულო და ნეტარ-ყოფილო;

 

გიხაროდენ, ცაო ქვეყნიერო, ზენა სოფელად ამაღლებულო;

 

გიხაროდენ, საყდარო უფლისაო, ქვეყანისაგან ცათა სასუფეველად აღყვანებულო;

 

გიხაროდენ, სარწმუნოო ჩვენო მეოხ-მყოფელობაო და ხელისამპყრობელო ძლიერო;

 

გიხაროდენ, ცოდვილთა შემწეო საცხოვნებლად მათა;

 

გიხაროდენ, ქრისტეანეთა დედოფალო და ღმრთისა მიერ მათთვის ცათა სასუფევლისა სასოებაო;

 

გიხაროდენ, დედაო ცხოვრებისაო და ჩვენთვის უფლისა მიერ საუკუნოისა ცხორებისა მოპოვნებაო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 4.

 

აქუნდა რა შინაგან თავისა შფოთი დიდი ზრახვათაგან უჯეროთა, ოდეს ხედვიდა, თუ ვითარ მიაქუნდა ცხედრითა ღმერთშემოსილთა მოციქულთა ყოვლადწმიდაი სხეული ღმრთისმშობლისაი საფლავად მისა, უკეთური ვინმე ჰურიათაგან, სახელად იოფანე, მიეტევა ცხედარსა მას და ხელ-ჰყო, რათამცა ქვეყანად დააკუეთა, გარნა მსწრაფლ დაბრმა იგი და ორნივე ხელნი მისნი მოეკვეთნეს და მიეწებნეს ცხედარსა მას და ესრეთ გამო კიდულ იყვნეს; ამისთვის შეძრწუნებულმან მან სარწმუნოებით აღიარა დედა ღმრთისაი და უღაღადა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 4.

 

ხოლო რომელთა ესმა ანგელოზთა გალობა ზეციური, მესაიდუმლოეთა მათ და პირისპირ მჭურეტელთა სიტყუისათა, ჟამსა დაფლვისა ღმრთივ საამოისა სხეულისა დედისა ღმრთისაისა, ჰსუროდა მიგებად მისა პატივი ღმრთივ-სათნოი და უგალობდეს მას ერთბამად, მღაღადებელნი ესრეთ:

 

გიხაროდენ, რამეთუ გახარეს განსვლაი შენი სასუფეველსა ცათასა;

 

გიხაროდენ, რამეთუ გაბრიელისაგან, მაცნისა კეთილისა, მიიღე რტო სამოთხისა სახარულევანისა;

 

გიხაროდენ, ქერუბიმთა ყოვლადპატიოსნისა სიმრავლისა განმანათლებელო;

 

გიხაროდენ, ყოვლად დიდებულთა სერაბიმთა ბუნებისა განმახარებელო;

 

გიხაროდენ, პატრიარქთა მიერ წინასახედ გადმოცემულო;

 

გიხაროდენ, წინასწარმეტყველთაგან წინათ-უწყებულო;

 

გიხაროდენ, იოფანესა ბოროტ-კადნიერებისა მსწრაფლ აღმომფხურელო;

 

გიხაროდენ, მისდა კურნებისა მიმმადლებელო;

 

გიხაროდენ, იოფანესა ურწმუნოებისა სარწმუნოებად მომქცეველო;

 

გიხაროდენ, მისი აღსაარებისა სარწმუნოისა შემწყნარებელო;

 

გიხაროდენ, რომელი ცად აღიყვანებ ყოველთა მოყვარულთა და მორწმუნეთა შენთა;

 

გიხაროდენ, რომელი აცხოვნებ ყოველთა, სახელისა შენისა სარწმუნოებით მხმობელთა;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 5.

ღმრთივ აღძრულნი ვარსკულავნი – წმიდანი მოციქულნი, განბნეულნი ყოველსა სოფელსა ცისქვეშეთისასა ქადაგებისათვის სახარებისა, აღტაცებულ იქმნენ ღრუბელთადმდე სივრცესა ჰაერთასა და მოიყვანნიან დაფლვისათვის დედისა უფლისასა, რომელნი გალობითა და შესხმითა ღმრთივ-სულიერითა თანა-უვიდოდიან მას საფლავად და უხორცოთა ანგელოსთა თანა უღაღადებდნენ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 5.

 

ხედვიდენ რა ღმრთისმხილველნი მეუფესა, ხელთა თვისთა სულისა დედისა თვისისასა შემწყნარებელსა, და გულისხმა-ჰყოფდენ რა ნებასა უფლისასა, სწადოდა მათ საღმრთოითა სიტყვითა შესხმად შენდა გალობითა კურთხევისაითა ესრეთ.

 

გიხაროდენ, დედუფალო, მუცლითა შენითა ყოველთა მეუფისა მატარებელო;

 

გიხაროდენ, თვით შენცა ხელთა მისთა ძისებრთა შეწყნარებულო;

 

გიხაროდენ, სკიპტრა სამეუფოო მარჯვენასა შინა ქრისტესა;

 

გიხაროდენ, რტოო ტრედისაო ხელთა შინა ნოესთა;

 

გიხაროდენ, კუერთხო აჰარონისაო, უხრწნელებისათვის განედლებულო;

 

გიხაროდენ, შროშანო უჭნობელო, უკვდავებად აღყუავებულო?

 

გიხაროდენ, მამისა ღმრთისასა დავითის სტვირო ღმრთივშთაგონებულო;

 

გიხაროდენ, მისო საწინასწარმეტვველოდ აღძრულო სიტყვაო, ქნარო და ებანო შუენიერო;

 

გიხაროდენ, განსულიერებულო სიწმიდეო სჯულისა მის კიდობნისა უფლისაო;

 

გიხაროდენ, სავანესა უფლისასა ჩვენისა ცხოვრებისა აღმაორძინებელო;

 

გიხაროდენ, სჯულის კარავო, ქერუბიმთაგან დაჩრდილებულო;

 

გიხაროდენ, წმიდათა წმიდაო, სერაბიმთაგან ღაღადებულო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 6.

 

ღმერთშემოსილნი მოციქულნი, მქადაგებელნი სიტყუისა, შემდგომად განსვილისა დედისა ღმრთისასა ყოვლადმშვიდთა მიმართ საყოფელთა მას ყოველთასა, ჩვეულსა ტრაპეზსა სხდეს და ნაწილსა წინადაგებულსა პურისასა სახელისათვის უფლისა განტეხდეს, ოდეს იხილეს, ზეგარდამო მოსრული დედუფალი ღმრთისმშობელი, მომავალი ანგელოსთა თანა ნათლით მოსილთა და ესმა, ვითარ მოსცა მათ მშვიდობაი ძისაგან და ღმრთისა თვისისა. ამისთვის უღაღადებდნენ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 6.

 

გამოგვიბრწყინდა ჩვენ მზე სიმართლისა – ქრისტე ღმერთი - საშოით შენით, ღვთისმშობელო, ნებითა კეთილგონიერითა ქადაგებისაითა მოციქულთათა სოფელი განანათლა, და შენცა განგადიდა ნათესავითი ნათესავად. ამისთვის ჩვენცა ყოველნი ნეტარ გყოფთ და გიღაღადებთ ესრეთ:

 

გიხაროდენ, ნეტარ-ყოფილო ყოველთაგან ნათესავთასა საუკუნოდ;

 

გიხაროდენ, კაცთა მიმართ კეთილმოწლეო და მოწყალეო;

 

გიხაროდენ, რომელმან აღუსრულე აღთქუმაი დასსა მოწაფეთასა;

 

გიხაროდენ, მოსვლითა მით შენითა მშვიდობაი მოჰმადლე მათ ძისაგან და ღმრთისა შენისა;

 

გიხაროდენ, წმიდათათვის ყოვლად სასურველო და ტკბილო სახილველო;

 

გიხაროდენ, ღირსთა დედათა და წმიდათა ქალწულთა ყოვლადსახარულევანო მხიარულ-ყოფაო;

 

გიხაროდენ, რომელმან სამოთხისა სავანეი მართალთა განვლე;

 

გიხაროდენ, რომელი მიიწიე ყოველთა მიმართ, დიდებასა შინა ზეცისასა დამკვიდრებულთა თანა;

 

გიხაროდენ, დასაბამო კაცთა ცხორებისაო;

 

გიხაროდენ, ყოველთა კეთილთა მოსურვებათა აღსრულებაო;

 

გიხაროდენ, ღმრთისა – მეუფებათა მეუფისა – მიერ დედუფალო ღმრთისმშობელო;

 

გიხაროდენ, უფლისა მიერ უფლებათა, მეუფისა ჩვენისა, დედუფალო და ხელმწიფეო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 7.

 

ყოველთა, რომელთა ჰსურის სარწმუნოებით შემოსვლად ტაძარსა წმიდასა შენსა, ღმრთისმშობელო, მარადის აცხოვნებ, და მადიდებელთა შენთა ყოვლისაგან განსაცდელისა და ჭირთაგან იხსნი; ხოლო მათცა და კეთილმორწმუნეთა კაცთა, რომელნი მარადის ნეტარ-გყოფენ შენ, მოჰმადლე ძლევაი წინააღმდგომთა ზედა ძალთა და ყოველი მაცხოვნებელი ვედრებაი მოგვეც ჩვენ, მლოცველთა წინაშე შენსა და მგალობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 7.

 

ახალი ქმნილებაი გვიჩვენა შენ მიერ, ღმრთისმშობელო, ოდეს მოვიდა ჩვენ თანა შემოქმედი ყოველთა უფალი, ხოლო შენ, რომელსა გაქუს მისა მიმართ ბუნებითი განზრახვა ჩვენთვის, პატიოსნად თაყვანის-მცემელთათვის მიძინებისა შენისა, შეგვიწყნარე ჩვენ, მღაღადებელნი შენდა ესრეთ:

 

გიხაროდენ, დედაო ღმრთისაო, აღრჩეულო ქვეყნიერთაგან;

 

გიხაროდენ, რომელი აღემატე ქვეყნიერთაცა ყოველთა და ზეციერთაცა;

 

გიხაროდენ, აღმატებით უზეშთაესო ქერუბიმთა და სერაბიმთაო:

 

გიხაროდენ, რამეთუ დასი მოწაფეთაი ღრუბლითა შეჰკრიბე ქვეყანად მიძინებისათვის შენისა;

 

გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად დაფლვისა შენისა თომა ძალითა ღმრთისაითა უჩინებულესად წარმოადგინე;

 

გიხაროდენ, რამეთუ მისა მიერ გვარწმუნე სხეულითაცა შენითა გადასახლებაი ცათა შინა;

 

გიხაროდენ, ყოველთა სათნოებათა სიმშვენიერითა შემკულო;

 

გიხაროდენ, უმშვენიერესისა უფროის ყოველთა ძეთა კაცთასა ძისა შენისა თანა შერაცხულო;

 

გიხაროდენ, რომელი აღყუავდი ვითარცა ფინიკი, ხორცითა მკვდრეთით აღმდგარო;

 

გიხაროდენ, ამოზრდილო ვითარცა კედარი ლიბანსა მას ზეცისასაო;

 

გიხაროდენ, ხეო ცხორებისაო, შორის სამოთხისა ყოვლად ზენაარისა დანერგულო;

 

გიხაროდენ, კიდობანო აზრისმიერო, სასიკუდინესა წარღუნისაგან ზეცად ამაღლებულო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 8.

 

რომელი საკვირველად წარიყვანებოდი ყოვლად ზენაარისა მიმართ, რჩეულო, და ვითარცა მზე გამობრწყინდი, დედუფალო, შორის ზეციერთა შუენიერებათა, გონებითაცა მიუწთომელთა და სიკეთეთა გამოუთქმელთა, – შენთვის, ლმობიერად აღყვანილისა ძისა მიმართ და ღმრთისა შენისა მკლავითა მისითა და ყოვლითა სიხარულითა თაყვანის-მცემელისათვის მისისა ცხოველსმყოფელისა მარჯვენისა, განუწყვეტლივ ვუღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 8.

 

ყოვლითურთ ზეაღყვანილო ზეციერთა მიმართ და არა დამტევებელო ქვეყნიერთაცა, დედაო ღმრთისაო, ხელითა ძისა შენისათა მუნ მიყვანილო და შესრულო შეუსვლელსა მას ქალაქსა ყოვლად ნათელსა და შუენიერსა, იერუსალემსა ზეცისასა, სადა-იგი გარემოცვულ ხარ ქერუბიმთაგან და ყოველთაგან ძალთა ზეციერთა და ისმენ გალობასა მათსა შენდა მომართ ესრეთ:

 

გიხაროდენ, რამეთუ ყოვლადწმიდა სული შენი უზენაესსა ყოვლადნათელსა სიონსა დამკვიდრდების;

 

გიხაროდენ, რამეთუ უხრწნელიცა სხეული შენი სულისა თანა ერთობით განიდიდების;

 

გიხაროდენ, სასაყდრო ქალაქსა მას თავადისა ყოვლისმპყრობელისასა შესრულო;

 

გიხაროდენ, სამოთხესა შინა შუენიერსა, დანერგულსა უზენაესის მიერ, ამაღლებულო;

 

გიხაროდენ, ქალაქსა მას, ყოვლადნათლითა ქვათაგან დაფუძნებულსა და შენებულსა, მიყვანებულო;

 

გიხაროდენ, ზღუდეთა შინა, დაცვულსა მხედრობათა მიერ ძალთა მათ ზენაარისათა, შესრულო;

 

გიხაროდენ, უზენაეს ცათასა კეთილ შუენიერებისა მიმართ ღმრთისასა, აღტაცებულო;

 

გიხაროდენ, უფროის ყოველთა უნივთოთა გონებათა პატივდებულო;

 

გიხაროდენ, ძისა შენისა და ღმრთისა მიმართ ლოცვათა მართალთასა მიმრთმეველო;

 

გიხაროდენ, თვითცა წინაშე საყდრისა ძისა შენისასა და ღმრთისა ჩვენისა მარადის ყოველთათვის მლოცველო;

 

გიხაროდენ, წინამდგომელო მეოხ-მყოფელო წინაშე ღმრთისაო, სოფლისა მაცხოვნებელო;

 

გიხაროდენ, ნათესავისა ქრისტეანეთასა ხელისამპყრობელო, ღმრთისა მიერ ჩვენდა მომადლებულო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 9.

 

ყოველი ანგელოსებრი ბუნება განგადიდებს შენ, ღმრთისმშობელო, ხოლო ჩვენ, ყოველნი ნათესავნი კაცთანი გაქებთ შენ, დედაო ღმრთისაო და თაყვანის-ვსცემთ ყოვლად-პატიოსანსა მიძინებასა შენსა, დედუფალო, რამეთუ წყალობითა შენითა ქვეყნიერნი ზეციერთა შეეყოფვიან და ყოველნივე ერთხმად უგალობენ შემოქმედსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 9.

 

მჭევრმეტყველებათა ღმრთივ უწყებულთა საწინასწარმეტყველოთა სიტყვათა შენთვის აღსრულებასა აწ ვხედავთ, ღვთისმშობელო, რამეთუ ჭეშმარიტად ღმერთი ხორცითა გვიშევ ჩვენ. ამისთვის, გურწამს რაი საიდუმლოისა ამის სიტყვათა ღმრთისათა, გიღაღადებდეთ შენ ესრეთ:

 

გიხაროდენ, სჯულისა და წინაისწარმეტყველთა თვალხილულად ცხადლივ აღმსრულებელო;

 

გიხაროდენ, ვარსკულავო იაკობისაო, ბალაამისა მიერ წინათუწყებულო;

 

გიხაროდენ, სარეცელო მეუფისა დიდისაო, სოლომონისა მიერ უწყებულო;

 

გიხაროდენ, საწმისო, დანამული იესუს მიერ, გედეონისაგან შექნილო;

 

გიხაროდენ, მაყვალო შეუწველო, წინათ-ხედვილო მოსესა მიერ სჯულისმდებელისა;

 

გიხაროდენ, მთაო წმიდაო, კაცისა მის მიერ მსურველისა ხილულო;

 

გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, წინასწარ განჭვრეტილო;

 

გიხაროდენ, კარო გაუვალო, იეზიკიელის მიერ წინათ-ჭვრეტილო;

 

გიხაროდენ, მზეო ქრისტეს სოფლისაო, ფსალმუნთმგალობლის მიერ წინათ-გაცხადებულო;

 

გიხაროდენ, საიდუმლოო, მრავალსახედ წინასწარმეტყველთათვის გამოთქმულო;

 

გიხაროდენ, ყოველთა საწინასწარმეტყველო სიტყვათა, წინათგამოთქმულთა შენთვის, აღსრულებისა შემძენო;

 

გიხაროდენ, უზენაესისა განგებულებითა ხსნისათვის სოფლისა ყოვლისა აღმსრულებელო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 10.

 

სურდა რა ხსნა სოფლისა, ყოველთა უფალმან ქვეყნიერთა ნათესავისაგან შენ გამოგარჩია დედად თვისად და ჩვენთვის განკაცნა და აღვიდა მუნ, ვინაით გარდამოხდა - ზეცად ქვეყანით, და შენცა თვისად აღგიყვანა სამკვიდრებელად დიდებასა შინა საუკუნოსა და თანა-მეუფებასა თვისსა, რომელსა არა აქუს დასასრული, სადაცა, ვითარცა ღმერთსა, ესმის ყოველთაგან ხმაი ღაღადებისაი: ალილუია.

 

 

იკოსი 10.

 

ზღუდე ხარ მართალთათვის, ღვთისმშობელო ქალწულო, და ხელის-აღმპყრობელი ყოველთა, შენდა მომლტოლვარეთა, რამეთუ შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რომელმან, შენგან ხორცითა გამოსულმან, ყოვლადწმიდაო, ზეცათა დაგასახლა სულითა და ხორცითა უმახლობელესად მეოხად ყოველთათვის, და ასწავლა მათ ხმობად შენდა ესრეთ:

 

გიხაროდენ, ქალაქო დიდისა მეუფისაო, თხემსა ზედა მთისა ზეცისასა დაშენებულო;

 

გიხაროდენ, ზღუდეო და საფარველო, რომელი არა დაეფარვი მოსლვასა ჩვენსა;

 

გიხაროდენ, მტერთა ზედა მათთა მართალთა შემწეო;

 

გიხაროდენ, აგარიანთა მოხდომისა მძლეველო;

 

გიხაროდენ, კეთილმსახურისა სარწმუნოებისა შეურყეველად დამამტკიცებელო;

 

გიხაროდენ, მწვალებელთა ლაშქართა მოსპოლვაო;

 

გიხაროდენ, სიხარულო და მშვიდობის-მყოფელობაო სოფლისაო;

 

გიხაროდენ, ყოვლის წარმწყმედისა ჯოჯოხეთისა დამთრგუნველო;

 

გიხაროდენ, უბიწოებითა ხორცისა მიმართ მბრძოლთა ფრიადო დაგვირგვინებაო;

 

გიხაროდენ, მოწამებრივთა ღვაწლთა ყოვლადპატიოსანო განდიდებაო;

 

გიხაროდენ, ღვაწლთა შორის დაშვრომილთა ღირსთა მამათათვის ნეტარისა მოსვენებისა მოპოვნებაო;

 

გიხაროდენ, კეთილმგლოვარეთა მონოზონთათვის საუკუნოისა სიხარულისა მომნიჭებელო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 11.

 

გალობაი ყოველთა ღმრთივსულიერთა საგალობელთა ვერ შემძლებელ არს ღირსად ქებად და შესხმად ყოვლად პატიოსნისა მიძინებისა შენისა, ყოვლად ქებულო დედუფალო, გარნა გულმოდგინედ აღმოგივლენთ შენ, ვითარცა დედასა ყოვლისა მეუფისასა, მდაბალსა ვედრებასა ჩვენსა, მგალობელნი ზეციურთა დასთა თანა ღმრთისა მიმართ, ერთისა მხოლოისა ღირსად განმადიდებელისა შენისა: ალილუია.

 

 

იკოსი 11.

 

ჭეშმარიტისა ნათლის მიმღებელ ლამპრად გამოგვიჩნდი ჩვენ – მკვიდრთა ქვეყანისათა, ღვთისმშობელო, სულთა განგვინათლებ და შენისა მიძინებისა პატივის-მიმგებელთა საღმრთოითა გულისხმის-ყოფითა გვმოძღური, რაითა გიგალობდეთ შენ ესრეთ:

 

გიხაროდენ, ლამპარო დაუშრეტელო, უნივთოითა ცეცხლითა მოტყინარეო;

 

გიხაროდენ, ცისკარო დაუვალისა ნათელისაო, დაუღამებელო;

 

გიხაროდენ, მთვარეო, მზისაგან სიმართლისა გამობრწყინვებულო;

 

გიხაროდენ, ნათლიერებაო, ბნელსა შინა მანათობელო;

 

გიხაროდენ, სანთელო, უზენაესსა სასანთლესა ზედა დადგინებულო;

 

გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისაო, საფლავით ნათელსა შინა აღყვანილო;

 

გიხაროდენ, დედაო გონიერისა ნათლისაო, კეთილმსახურ სულთა განმანათლებელისაო;

 

გიხაროდენ, დედაო ყოველთა ღმრთისაო, შეჭირვებულ სულთა ნუგეშინის-მცემელთაო;

 

გიხაროდენ, მსასოებელთათვის შენთა ურცხვენელისა ცხოვრებისა აღსრულებისა მომნიჭებელო;

 

გიხაროდენ, მონათათვის ღმრთისა და შენისა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა მარჯვენით დადგომისა მოსურნეო;

 

გიხაროდენ, ყოვლად-ნეტარო, რამეთუ შენ მიერ ჩვენცა ნეტარ ვართ, რომელთა ხელის-ამპყრობელი გვივი შენ შემწედ;

 

გიხაროდენ, ნათესავითი ნათესავამდე ყოვლადკურთხეულო, რამეთუ უფალი შენ თანა, ხოლო შენ მიერ ჩვენ თანაცა;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 12.

 

მადლისა მის უზენაესისა საყდრისა დიდებისასა სჭურეტენ ზენანი გონებანი, რომელი ცათა შინა მოეცა დედასა ღმრთისასა, პატივ-დებულსა ჯდომითა მარჯვენით ძისა და ღმრთისა თვისისა, რომელსა შეუდგებიან საყდარნი და ძალნი, გარს-ევლებიან დასაბამნი და ხელმწიფებანი, შეუვრდებიან საშინელნი ქერუბიმნი, სერაბიმნი და უფლებანი, და მთავარანგელოსთა და ანგელოსთა თანა უღაღადებენ მას: ალილუია.

 

 

იკოსი 12.

 

ვუგალობთ რაი ყოვლადპატიოსანსა მიძინებასა შენსა, დედუფალო, ყოველნი ვაქებთ ზეცად აღსლვასა შენსა, დედაო ღმრთისაო. ხოლო შენ გვაკურთხენ, განგვადიდენ და გვაცხოვნენ ჩვენ ყოველნი, რომელნი სიყვარულით გიგალობთ შენ ესრეთ:

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდათა ტერფთა მიერ ფერხთა შენთასა ქვეყანისა განმწმედელო;

 

გიხაროდენ, ამაღლებითა შენითა ზეცად მიმართ ჰაერთა მაკურთხეველო;

 

გიხაროდენ, ცათა სიმრგულესა შორის მავალო;

 

გიხაროდენ, ყოველთა სიკეთეთა გამოუთქმელთა მჭურეტელო;

 

გიხაროდენ, დიდებასა შინა საყდარსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისასა მჯდომარეო;

 

გიხაროდენ, რომელი საუკუნოდ სუფევ ძისა შენისა თანა და ღმრთისა ჩვენისა;

 

გიხაროდენ, მშვენებაო მარჯვენისა უფლისაო, შემამკობელო ყოველთა ზეციერთა, ნეტარ-მყოფელთა შენთა;

 

გიხაროდენ, სასოებითა შენს მიმართ ყოველთა ქვეყნიერთა სახარულევანო;

 

გიხაროდენ, მზითა შემოსილო, მადლითა და დიდებითა გაბრწყინვებულო ყოვლისა სოფლისათვის;

 

გიხაროდენ, რომელი ხსნასა და ცხოვნებასა აღუთქვამ ცათა ქვეშე მყოფთა ყოველთა მხმობელთა შენთა;

 

გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთაგან ქრისტეანეთასა დედად ღმრთისა თაყვანის-ცემულო და ღმრთისმშობლად წოდებულო;

 

გიხაროდენ, აღმოსავალით მზისა და დასავალადმდე ყოვლადდიდებულად და მართლმადიდებლურად ყოველთა კეთილმსახურთაგან განდიდებულო;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 13.

 

ჰოი, ყოვლადქებულო დედაო უკვდავისა მის მეუფისა ცათა და ქვეყანისაო, ქრისტე ღმრთისა ჩვენისაო, სულითაცა და ხორცითა ცხოველო შემდგომად სიკვდილისაცა შენისა, შეიწყნარე აწინდელი ესე ძღვენი ჩვენი, მოტანილი ყოვლად-პატიოსნისა მიძინებისა შენისა მიმართ და გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა და სატანჯველისა ამა საწუთოსა ცხოვრებასაცა და სიკვდილსაცა - მიძინებასა ჩვენსა, და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებად ღირს-გვყავ ჩვენ, დედუფალო, რომელნი ესრეთ ვუღაღადებთ ღმერთსა ჩვენსა შენ მიერ: ალილუია.

 

(კონდაკი ესე წარიკითხვის 3-გზის)

 

 

იკოსი 1.

 

წინამდგომელი ანგელოსი მოივლინა წინაშე ღმრთისმშობელისა უწყებად ამაღლებისათვის მისა ყოვლადმშვიდთა ზეციერთა მიმართ და მოსვლად მის თანა ძისა მისისა და ღმრთისა ჩვენისა; ანგელოზი ესე მბრწყინვალე სდგა წინაშე დედისა ღმრთისასა და უწოდდა მას ესრეთ:

 

გიხაროდენ, ყოვლადსახარულევანო დედაო მეუფისაო;

 

გიხაროდენ, დედუფალო ზეცათაო, დედაო ღმრთისა და უფლისა ცათა და ქვეყანისაო;

 

გიხაროდენ, მღუდელთმთავართა სამკაულო და მღუდელთა სიკეთეო;

 

გიხაროდენ, მმართველთა განსვენებაო და ხელმწიფებაო;

 

გიხაროდენ, ღმრთივ განბრძნობილ მონოზონთა ზეცისა სუფევად მიმყვანებელო;

 

გიხაროდენ, ნათესავისათვის ქრისტეანეთასა, რომელნი მარადის გნატრიან შენ, კართა სამოთხისათა განმახვნელო;

 

გიხაროდენ, გამორჩეულო ყოვლადდიდებულითა მოსვლითა შენ თანა ძისა შენისა და ღმრთისაო;

 

გიხაროდენ, განდიდებულო საღმრთოითა უწყებითა აღსლვისათვის ძისა მიმართ შენისა;

 

გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

კონდაკი 1.

 

აღრჩეულსა ყოველთაგან ნათესავისა კაცთასა, დედასა ღმრთისასა და დედუფალსა, აღმავალსა ქვეყანით ზეცად, კეთილმომშიშებითსა გალობასა ყოვლადპატიოსნისა მიძინებისათვის შენისა აღმოგივლენთ მონანი შენნი, ღვთისმშობელო. ხოლო შენ, რომელსა გაქუს ძლევაი სიკუდილსა ზედა, ყოველთაგან მომაკუდინებელთა განსაცდელთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რაითა გხმობდეთ შენ ესრეთ: გიხაროდენ, სახარულევანო, მიძინებასა შენსა ჩვენო არა დამტევებელო.

 

 

ლოცვა

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დედუფალო, უაღმატებულესო ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო და ყოვლისა ქნილებისაო, განკვირვებაო დიდო ანგელოსთაო, წინაისწარმეტყველთა მაღალო ქადაგებაო. მოციქულთა ყოვლადდიდებულო ქებაო, მღვდელთ-მთავართა ფრიადო შემკულებაო, მოწამეთა ძლიერო დამტკიცებაო, მონოზონთა მაცხოვნებელო დამოძღვრაო, მმარხველთა შეუსუსტებელო თავშეკავებაო, ქალწულებრივთა სისპეტაკეო და დიდებაო, დედათა წყნარო სიხარულო, ყრმათა განბრძნობაო და წურთაო, ქვრივ-ობოლთა საზრდოობაო, შიშუელთა შემოსვაო, ქარიშხალთაგან უშფოთველო თავშესაფარო, გზააბნეულთა უშრომელო წინამძღვარო, მოგზაურთა იოლო მსვლელობაო, დაშვრომილთა კეთილო მოსვენებაო, განსაცდელში მყოფთა ძალიად ხელის-ამპყრობელო, წყინებულთა და მიმძლავრებულთა შესავედრებელო, უსასო-ქმნილთა სასოებაო, შეჭირვებულთა შეწევნაო, მწუხარეთა მარადო ნუგეშინის-ცემაო, მოძულებულთა სიყვარულისმიერო დამშვიდებაო, ცოდვილთა ცხოვნებაო და ღმრთისა გათავისებაო, ყოველთა მართლმორწმუნეთა მტკიცეო შემოზღუდვაო; უძლეველო შეწევნაო და მეოხებაო! შენ მიერ, დედუფალო, არახილული ჩვენთვის – ხილულ-იქმნა, და შენდა ვედრებასა აღმოგივლენთ, დედუფალო, ცოდვილნი მონანი შენნი: ჰოი ყოვლად მოწყალეო და ყოვლადსაკვირველო დედუფალო ნათლისა გონიერისაო, მშობელო ქრისტე მეუფისაო, ღმრთისა ჩვენისა ცხოვრების მომნიჭებელისაო, ზეციერთაგან განდიდებულო და ქვეყნიერთაგან ქებულო, ანგელოსებრო გონებაო, ვარსკულავო მბრწყინავო სხივმფინარო, წმიდათა ყოვლად უწმიდესო, დედუფალო ყოვლისა ქმნილებისაო, ღმრთივმშვენიერო ქალწულო, სძალო უბიწოო და შეუბღალავო, დარბაზო სულისა წმიდისაო, ცეცხლით მოტყინარე საყდარო უხილავისა მის მეუფისაო, ზეცისა კიდობანო, მტარებელო სიტყუისა ღმრთისაო, ეტლო ცეცხლოვანო, სამკვიდრებელო ღმრთისა ცხოველისაო, გამოუთქმელო შედგენაო ხორცთა ქრისტესთაო, ბუდეო არწივისა ზეციერისაო, გვრიტო ღმრთივ-მგალობელო, ტრედო მშვიდო, წყნარო და უბოროტოო, დედაო კაცთმოყვარეო, წყალობათა უფსკრულო, ღმრთისა რისხვისა ღრუბელთა განმფანტველო, სიღრმეო განუზომელო, საიდუმლოო გამოუთქუმელო, სასწაულო გამოუკულეველო, ერთისა მეუფისა ხელით-უქმნელო ეკლესიაო ყოველთა საუკუნეთაო, კეთილსურნელოვანო საცეცხლურო საკმევლისაო, პატიოსანო ძოწო, ღმრთივ-მოქსოვილო პორფირო, სულიერო სამოთხეო, ცხოველსმყოფელისა სამოთხისა რტოო, ყუავილო შვენიერო, ჩვენთვის ზეციურისა სიხარულისა აღმყვავებელო, ტევანო ცხოვნებისა ჩვენისაო, სასუმელო მეუფისა ზეცისაო, რომელსა შინა განზავებულ იქმნა სულისა წმიდისა მიერ ღვინო მადლისა დაულევნელისა, მეოხ-მყოფელო სჯულისაო, დასაბამო და შეურყეველო სვეტო ქრისტეს ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაო, ღმრთის რისხვის მახვილო წინააღმდგომთა მიმართ ღმრთისაო, ეშმაკთა შეძრწუნებაო, ბრძოლათა შორის ძლევაო, ურცხვენელო მფარველო და დამცველო ყოველთა ქრისტეანეთაო და ყოვლისა სოფლისა სარწმუნოო ხსნაო!

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალბატონო, ქალწულო დედუფალო, ღმრთისმშობელო, შეისმინე ჩვენი, მლოცველთა შენდამი ვედრება და გამოავლინე წყალობაი შენი ერთა ზედა შენთა, ევედრე ძესა შენსა, რაითა განვერნეთ ყოველსა ბოროტსა და დაიცევ სავანე ჩვენი და სხვაიცა ყოველი სავანე, ქალაქი და ქვეყანა მართალთა ქრისტეანეთა, და კაცნი, რომელნი კეთილპატიოსნად შემოგივრდებიან შენ და მოუწოდებენ წმიდასა სახელსა შენსა – ყოვლისაგან განსაცდელისა, სრვისა, სიყმილისა, გუალვისა, წყალდიდობისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხოტომთა მოხდომისა და შინაომისა და წყლულებისა, ყოველთაგან სენისა, ჟამისა მიმსრველისა და გარემოდგომისაგან იხსენ, რაითა არცა წყლულებათაგან, არცა ქადება-შერისხვათაგან, არცა მოსრველთა ჟამთაგან, არცა ყოვლითა მართლითა რისხვითა ღმრთისაითა დაკლებულ იქნენ მონანი შენნი. გარნა წყალობითა შენითა დაგვიცევ და გვიხსენ ჩვენ, დედუფალო, მლოცველო ჩვენთვის, და მოგვანიჭე ჩვენ კეთილ შეზავებულობა ჰაერთასა და ჟამსა თვისსა გამოღება ნაყოფთასა; ულხინე, აღადგინე და შეიწყალე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ყოველნი, განსაცდელსა და შეჭირვებასა შინა მყოფნი. მოგვიხსენე ჩვენ მონანი შენნი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთ-თქმათა ჩვენთა, და განგვაახლე ჩვენ სახიერებითა წყალობისა შენისაითა, რაითა მადლობით ნუგეშინის-ცემულ ვიქმნეთ, მომპოვებელნი ესევითარისა შემწისა; გულმოწყალე იქმენ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, უძლურისა ერისა შენისა მიმართ, სასოებაო ჩვენო, განბნეულნი ერთად შეგვკრიბე, შეცთომილნი მართალსა გზასა დაგვაყენენ, კეთილმსახურისა სარწმუნოებისაგან მამათა ჩვენთასა განდრეკილნი კვალად ჭეშმარიტებას მოაქციე, მოხუცებულობასა ხელი-აღუპყარ, ჭაბუკნი შეაგონე, ყრმანი აღზარდე და მადიდებელნი შენნი განადიდე, ხოლო უფროისად ეკლესიაი ძისა შენისა დაიცევ ღა დაიმარხე მრავალთა სიგრძეთა დღეთასა.

 

ჰოი, მწყალობელო და ყოვლად მოწყალეო დედუფალო ცათა და ქვეყანისაო, ღვთისმშობელო მარადის ქალწულო! მეოხმყოფელობითა შენითა შეიწყალე ქვეყანა ჩვენი და ყოველი მხედრობა მისი და მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მას შინა; დაიცევ იგინი საფარველსა წყალობისა შენისასა;

 

კალთასა პატიოსნისა შესამოსელისა შენისასა შეგვიფარე ჩვენ და ევედრე შენგან უთესლოდ ხორციელ-ქმნილსა ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, რაითა ზეგარდმო გარე-შეგვარტყას ჩვენ ვითარცა სარტყელი ძალი თვისი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა ჩვენთა. ხოლო აცხოვნე და შეიწყალე, დედუფალო, დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, ყოვლად სამღუდელონი მართლმადიდებელნი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტესმიერ დიაკონნი და ყოველნი მსახურნი ეკლესიისანი და ყოველნი სამონაზონო წესნი, ზიარნი ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ერნი, რომელნი თაყვანს-გცემენ შენ და ლოცულობენ წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა. მოიხილე ყოველთა ჩვენ ზედა ყოვლადმოწყალითა მეოხებითა შენითა, აღგვადგინე ჩვენ სიღრმეთაგან ცოდვისა ჩვენისათა და განგვინათლე თვალნი გულისა ჩვენისანი ხილვად ხსნისა ჩვენისა;

 

მოწყალე იქმენ ჩვენ ზედა და ჟამსა საშინელისა სამსჯავროისა ძისა შენისასა ევედრე მას და კეთილმსახურებასა შინა მყოფნი წარგვადგინე მონანი შენნი ამა საწუთოისა სოფლისაგან ცხოვრებად საუკუნოდ, ანგელოსთა და მთავარანგელოსთა თანა და ყოველთა წმიდათა დასისა თანა, რაითა მარჯვენით ძისა შენისა ვსდგეთ;

 

მოწყალებითა შენითა ღირს-ჰყავ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, რაითა სცხოვრებდენ ქრისტესა თანა და ანგელოსებრივითა სიხარულითა განიხარებდნენ სავანეთა შორის ზეცისათა. რამეთუ შენ ხარ, დედუფალო, დიდება ზეციერთა და სასოება ქვეყნიერთა, შენ ხარ იმედი ჩვენი და ხელის-ამპყრობელი ყოველთა მომლტოლვარეთა შენდა და მვედრებელთა შენისა წმიდისა შეწევნისათა. რამეთუ შენ ხარ ტფილი მვედრებელი ჩვენთვის ძისა მიმართ შენისა და ღმრთისა ჩვენისა;

 

დედობრივიცა ლოცვაი შენი მრავლის შემძლებელ არს მოწყალე-ყოფად მეუფისა, და შენითა მეოხ-მყოფელობითა წინაშე საყდრისა მისა მადლსა ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, თუცაღა ვართ უღირსნი ესე. ამისთვის ვხედავთ რა ყოვლადპატიოსანსა პირისახესა შენსა და ხელითა შენითა პყრობილსა ყოვლისამპყრობელსა ღმერთსა ხატსა ზედა, გვიხარის ცოდვილთა ამათ, ლმობიერად შემოგივრდებით შენ, სიყვარულითა გეამბორებით, მსასოებელნი მოველით, დედუფალო, რაითა შენითა ღმრთივსაამოთა ლოცვათა მიერ მივიწიოთ დაუსრულებელსა ცხოვრებასა ზეცისასა და ურცხვენელნი წარვდგეთ დღესა მას დიდისა სამსჯავროისასა მარჯვენით ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, და ვადიდებდეთ მას თანა დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლადწმიდით, სახიერით, ცხოველსმყოფელითა და თანაარსითა სულით წმიდით მისითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ტროპარი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

 

დიდებისმეტყველებაი: გაქებთ და გადიდებთ შენ, მარადის ქალწულო დედაო ქრისტე ღმრთისა ჩვენისაო, და ყოვლად დიდებულსაცა შენსა და ნეტარსა მიძინებასა განვადიდებთ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.