მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 

კონდაკი 1


კაცთა დაცემულსა მოდგმასა შინა ღმრთისა მიერ გამორჩეულო და ღუაწლითა მძიმითა ცათა შინა დიდისა დიდებისა მომპოვნებელო, სიმდაბლითა გულისაჲთა ქუეყანისაგან შობილნი ვჴმობთ შენდა მომართ, ჰოჲ წმინდაო მარიამ, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენთვის, რაჲთა აღმოყვანებულ ვიქმნნეთ ჯურღმულისაგან ვნებათაჲსა საქებარო შემსხმელთა მიერ:

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



იკოსი 1


ანგელოსნი განაკჳრვე უეცარითა შეცვალებითა შენ შორის, ღირსო მარიამ, თუ ვითარ შეუძლე მეყსა შინა წარწყმედად მიმავალისა ფართოჲსა გზისა დატევებაჲ და შედგომაჲ იწროსა გზასა ცხორებისასა. მიიღე ჩუენგან, ჰოჲ ქრისტჱს სათნო-მყოფელო, სახარულევანი ესე გალობაჲ:


გიხაროდენ, ღმრთისა დედისა მავედრებელო, რაჲთა ღირს-გყოს შევრდომად ჯუარისა;

გიხაროდენ, წმიდისა ქალწულისადა მვედრებელო, რაჲთა გამოგითხოვოს ქრისტესაგან შენდობაჲ;

გიხაროდენ, ქალწულისა მიმართ წმიდისა აღმთქმელო, არა დაბრუნებად გზასა ზედა წარწყმედისასა;

გიხაროდენ, ღირსო დედაო ტკივნეულსა მკერდსა ზედა მწარისა ცრემლისა დამაცვრეველო;

გიხაროდენ, ვინათგან სწრაფლშესმენილ-იქმენ შუამდგომელისა მიერ ლოცვათა შინა;

გიხაროდენ, ვინათგან მას ჟამსა შინა შემძლებელ-იქმენ დაუბრკოლებელად მიახლებად ჯუარისა მიმართ;

გიხაროდენ, ლმობიერითა გულითა ძელისა ცხოველისა ამბორის-მყოფელო, რომელსა ზედა ჯუარს-ეცუა ქრისტე;

გიხაროდენ, ყოვლითა არსებითა ათრთოლებულო, ცრემლისა ნაკადულთა დამომადინებელო;

გიხაროდენ, ამასთანა უკმოუბრუნებელად სლჳსა მნებებელო;

გიხაროდენ, უღლისა ქრისტეს და ტჳრთისა მისისა ტჳრთვისა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, ამისა მნებებელობითა ეშმაკისა თავისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, ეგევითარითა განჩინებითა ცათა შინა სიხარულისა ფრიადისა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 2


ხედევდი რაჲ ღმრთისა დედისა გამოუთქმელსა სიყვარულსა შენდამო, ჰოჲ ღირსო, რამეთუ ცრემლიანითა ლოცვითა შენითა ღირს-გყო დღესასწაულსა ჯუართამაღლებისასა დაუბრკოლებელად მიახლებად ჯუარისა და ამბორის-ყოფად მისა, ღმრთისა მოწყალებასა ზედა სახარულევანითა თრთოლვითა უგალობდი მას: ალილუია.



იკოსი 2


გულითა და გონებითა განიზრახევდი, წმიდაო მარიამ, არღარა მიქცევად გზასა ზედა ვნებათასა, ლმობიერითა გულითა, ევედრებოდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა ქალწულსა მინიშნებად გზისა ცხორებისასა და მეყსა შინა გესმა ხმა იგი იდუმალი, რომელი მოღუაწებად განგიმზადებდა უდაბნოსა იორდანჱსასა. მიითუალე ჩუენგანცა, ღირსო, შესხმაჲ ესევითარი:


გიხაროდენ, ჯუარისა მიმართ დაუბრკოლებელად მიახლებისათვის სოფლისა მეოხისადა მმადლობელო;

გიხაროდენ, თავმდებად ქალწულისა აღმრჩეველო, რაჲთა ამა ჟამითგან მხოლოსა ქრისტესა ჰმსახურებდე;

გიხაროდენ, წმიდისა ქალწულისა მიმართ მვედრებელო და მის მიერ გზასა ზედა ცხორებისა შეყენებულო;

გიხაროდენ, დამოძღვრილო ხატისა მიერ და მოღუაწებისა ადგილად უდაბნოსა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, იმა ჟამითგან ამაოჲსა ამის სოფლისა დამტევებელო;

გიხაროდენ, მას ჟამსა შინა ნავითა იორდანჱსა გადამლახველო;

გიხაროდენ, ღმრთისა დედისა მიერ ქუეყანასა უდაბნოსა დაფარულო;

გიხაროდენ, ცოდვისა სოფლისაგან ვერხილულო, განლტოლვილო მისთა ამაოებათაგან;

გიხაროდენ, ეშმაკისა მანქანებათა ჯუარითა უკუნმქცეველო;

გიხაროდენ, მძიმისა ღუაწლისათვის აღრჩეულო, ქრისტესთანა მოხარულო;

გიხაროდენ, მისთჳს შიშნეულობათა და სიყმილისა დამთმენელო;

გიხაროდენ, ერთისა მხოლოჲსა ქრისტესათჳს სოფლისა საცთურისა მომძულებელო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 3


ზეგარდამო განძლიერებული უდაბნოსა შინა იყოფვოდი, ღირსო დედაო, და უფლისა შეწევნითა დაცული მარადის უგალობდი მას: ალილუია.



იკოსი 3


აქუნდა რაჲ ღირსსა ზოსიმესა ჭეშმარიტად ნდომა ჩინებული ეხილვა თავსა ზედა თჳსსა აღმატებული საღმრთოჲსა ცხოვრებისა სიმაღლითა, ოდეს მოახლოვდა ჟამი წმინდისა დიდმარხვისაჲ, წარმოვიდოდა უშინაგანესსა უდაბნოსა იორდანჱსასა, და ნებითა ღმრთისაჲთა გპოვა შენ, ღირსო დედაო, ხოლო შენ სიმდაბლისათჳს, არა გამოუცხადებდი თავსა თჳსსა წინაშე კაცთა, ამისთჳსცა ივლტოდი მისგან, გარნა შევედრებულმან მის მიერ ღირს-ყავ იგი შენთანა უბნობასა, ნუ მოიძაგებ ჩუენსაცა მდაბალთა ამათ ზრახვათა, სათნოო ღმრთისაო, არამედ მიითვალე შესხმაჲ ესევითარი:


გიხაროდენ, უდაბნოსა შინა სინანულისა შემწირველო;

გიხაროდენ, დღითა და ღამით მას შინა მოტირალო;

გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყანისა ცრემლითა დამალტოლველო;

გიხაროდენ, მიწვდომილო ზეციურსა სიმაღლესა;

გიხაროდენ, განლტოლვილო ამსოფლიურისა სიმყრალისაგან;

გიხაროდენ, მოლტოლვილო უდაბნოჲსა სიმყუდროვესა;

გიხაროდენ, ჯურისა სიმძიმილქუეშ ვნებულო;

გიხაროდენ, ვინათგან მიწყივ შენთანა არს უფალი;

გიხაროდენ, მოღუაწებისა გამო ქრისტეს მიერ ამაღლებულო;

გიხაროდენ, აწვე სოფელსა ამას განდიდებულო;

გიხაროდენ, უფლისა მიერ წინასწარმცნობელობითა აღბეჭდულო;

გიხაროდენ, მადლითა ამით ზოსიმეს სახელითა მჴმობელო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 4


თრთოლვისა წმიდისა ქარიშხლითა იქმნა მოცულ ღირსი ზოსიმე, რამეთუ სახელითა უწოდდი ვერმცნობელი მისა, და გევედრებოდა მოთხრობად ცხოვრებისა შენისა საკჳრველისა. ხოლო შენ, სიმდაბლითა სათნო-მყოფელმან, არა დაჰფარე მისგან უწინდელი ვნებული ცხოვრებაჲ შენი, რაჲთა იდიდებოდეს შენ შორის უფალი, უხვისა წყალობისა მიმნიჭებელი მონანულთათვის. ვმადლობთ შემოქმედსა, მვედრებელნი მისნი, ნუ უგულებელს-ჰყოფს სინანულსაცა ჩვენსა სიხარულითა გულისაჲთა მგალობელთა მისთა: ალილუია.



იკოსი 4


ესმა რა ღირსსა ზოსიმესა თუ ვითარ დაითმენდი უდაბნოსა შინა ცხოვრებისა სიმძიმილსა კვეთებულსა ეშმაკისა მიერ და ცთუნებათასა, განკვირდა და ლმობიერითა გულითა ხმა-ჰყო შენდამო:


გიხაროდენ, უდაბნოსა შინა ბალახთა მიერ სხეულისა გამომზრდელო;

გიხაროდენ, უფლისათჳს ყოვლისა მწუხარებისა დამთმენელო, რაჲთა არა განვრდომილ იქმნნეს ქმნულებაჲ მისი;

გიხაროდენ, მძიმითა მოღუაწებითა შენითა მრავალთა ზედა აღმატებულო;

გიხაროდენ, ღუაწლითა სამოთხესა შინა აღყვანებულო და ნათლისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან-ქმნილო;

გიხაროდენ, ღმრთისა სულითა უდაბნოსა შინა წმიდისა წერილისა მსწავლელო;

გიხაროდენ, ვინათგან მით, ყოვლადსახიერითა, მოგენიჭა შენ ნიჭნი წმიდისა შუენიერებისანი;

გიხაროდენ, ვინათგან ღირს-იქმენ სულისა წმიდისა ჭურჭელ-ყოფად;

გიხაროდენ, ვინათგან გზასა შენსა ზედა მძიმესა, ისწრაფდი სათნო-ყოფად უფლისა;

გიხაროდენ, ერქუანსა ზედა ხელისა დამდებელო და არა უკუნ-მქცეველო;

გიხაროდენ, ყოვლითა არსებითა ქრისტეს შემყუარებელო და მადლისა მისისა მიმღებელო;

გიხაროდენ, ჟამსა უდაბნოსა შინა მოსაგრეობისასა უშვენიერეს შროშანებრ მოყვავილეო;

გიხაროდენ, ვინათგან სიმდაბლითა შენითა კეთილსუნნელებად ექმენ უფალსა ღმერთსა;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 5


საღმრთოჲთა სისხლითა შენითა გამოგჳსყიდენ ჩუენ, უფალო, მომწოდებელმან სინანულად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა, ღირს-მყუენ ჩუენცა შენისა სათნომყოფელისა მარიამისა ცხოვრებისა მიბაძვად, და საუკუნითგან უკუნისამდე მმადლობელითა გულითა სამოთხისეულითა საგალობელითა ქების-მეტყუელებად შენდა: ალილუია.



იკოსი 5


გხედვიდა რა, ზოსიმე, ჰოჲ ღირსო, მდგომარესა ჰაერთა შინა და მლოცველსა, თრთოლვასა მოეცვა განმზრახი ამისა, თუ ვითარ მიემთხჳა ესევითარსა მადლსა გარდასრულთა დღეთა შინა შემცოდე დიდად, ლმობიერითა გულითა ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ესევითართა:


გიხაროდენ, ცხორებითა წმიდითა წინასწარმცნობელობისა საზომსა მიღწეულო;

გიხაროდენ, ბაგითა შენითა, წინაშე ზოსიმესა, მონასტრის საიდუმლოთა გამმჟღავნებელო;

გიხაროდენ, შენისა სიწმინდისა ელვარებითა ანგელოსთა მიმსგავსებულო;

გიხაროდენ, ნეტარო ვინათგან ღირს-იქმენ ჰაერთა ზედა დგომასა;

გიხაროდენ, მრავალთა ფიცხელთა შრომათა ზოსიმესა წინაშე დამფარველო;

გიხაროდენ, ვინათგან მრავალთა ზეციურთა გამოცხადებათა დაიდუმებდი;

გიხაროდენ, ვინათგან ამათ ყოველთა წმინდისა ჴსნისათვის გულსა შინა დაიმარხავდი;

გიხაროდენ, ვიდრე შენისა აღსრულებადმდე ზოსიმეს დადუმებად შემგონებელო;

გიხაროდენ, კაცთაგან ამა სოფელსა შინა განდიდებისა არა მოსურნეო;

გიხაროდენ, ვინათგან ორმეოც და შჳდსა წელსა დამარხულ იყავ უცნობელად შორის უდაბნოსა;

გიხაროდენ, ჯუარ-ტჳრთულისა ამის გზისაგან ყოველთაგან დაფარულად განსვლისა მნდომებელო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 6


საკჳრველსა ცხორებასა შენსა, ჰოჲ ნეტარო მეუდაბნოეო, ცათა შინა იტყჳან ანგელოსნი, ვითარმედ უძლურთა ჴორცთა შინა მოიხვეჭე დიდებული ძალი სულისა და დაარღჳე მანქანებანი ეშმაკისანი.

ჩუენცა ანგელოსთა თანა ვადიდებთ უფალსა, მადლითა თჳსითა შენდა სიმტკიცისა მომნიჭებელსა და ვუგალობთ მას: ალილუია.



იკოსი 6


შენ შორის გამობრწყინდა, სათნოო ღმრთისაო, წყურილი დიდებული ქრისტეს წმინდათა საიდუმლოთა ზიარებისა და ეტყოდი ზოსიმეს მომავალსა წელსა დიდსა ხუთშაბათსა მდინარისა იორდანჱსა სიახლოვესა მოსლვად წმინდითა ზიარებითა, რაჲთა ღირს-ექმენ ამას ზიარებასა. განვადიდებთ შენსა მას მოშურნეობასა თანაზიარებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ქებისმეტყველებით ვჴმობთ შენდამი:


გიხაროდენ, საღმრთოთა საიდუმლოთა ზიარებისათჳს წყურილითა წმიდითა გათანგულო;

გიხაროდენ, გულსა შინა შენსა უფლისა ღმრთისა მიმართ სიყუარულისა დამმარხუელო;

გიხაროდენ, რომელი ეგე, ღირსო, ყოვლითურთ სასძლო ექმენ მაცხოვარსა ქრისტესა;

გიხაროდენ, ანგელოსურსა სიწმინდესა შინა სიმშჳდისა და სიმდაბლისა მომხუეჭელო;

გიხაროდენ, ზოსიმესაგან მსწრაფლ განშორებულო, დედაკაცო წმინდისა შუენიერებისაო;

გიხაროდენ, მარიამ, თუალთა მისთაგან მეყსა შინა სიღრმესა უდაბნოსასა დაფარულო;

გიხაროდენ, გულსა შინა ზოსიმესასა აღფრთოვანებისა დამტოვებელო;

გიხაროდენ, ბერისა ამის გონებისა განსჯათა ღუარში შემრთუელო;

გიხაროდენ, შენზედა ფიქრისა, ვითარცა მარგალიტისა, ამა ბერისათჳს მიმბოძებელო;

გიხაროდენ, ვიდრე სავანედმდე სლვასა მისსა თუალთა მისთა სიხარულისა ცრემლითა დამალტობელო;

გიხაროდენ, ვინათგან თუალთა შინა ამის ბერისათა, განგრძობილად ჩნდა ხატებაჲ შენი საკჳრველი;

გიხაროდენ, ვინათგან ბერი ესე თავსა თჳსსა ნუგეშინის-ცემდა შემდგომად ერთისა წლისა შენისა ნახვითა;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 7


სუროდა რაჲ იღუმენსა აღსრულებაჲ სავანისა წესისაჲ, განუტევნა თჳსნი მონაზონნი უშინაგანესსა უდაბნოსა ღუაწლისათვის მდუმარებისა და უმაღლესისა ლოცვისა, ხოლო ღირსსა ზოსიმესა ვერ ძალ-ედვა განსლვად უდაბნოსა მიზეზისათჳს სნეულებისა, ვითარცა წინასწარმეტყუელე, წმიდაო მარიამ, სახარულევანითა თრთოლვითა მოელოდა იგი დიდსა ხუთშაბათსა, ზიარებისათჳს შენისა მარიამ, ქედდადრეკილმან წინაშე საღმრთოჲსა განგებულებისა შეჰგალობა ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 7


სხვამან წმინდამან თრთოლვამან მოიცვა სული ღირსისა ბერისა, ოდეს დადგა დღე უფლის საიდუმლო სერობისა, მიმქმელმან წმიდისა ძღუენისამან მიჰმართა მდინარე იორდანჱს ნაპირებს, წმიდაო, შენისა ზიარებისათჳს, ნეტარო დედაო, ჩუენცა წმიდისა ბერისა თანა კეთილმოკრძალებასა ვაჩენთ წინაშე უფლისა, რომელიცა შენდა მოვალს ამა უწმინდესისა საიდუმლოებისა მიერ და შენდამო უტკბილესისა სიძისა ღირსეულსა სასძლოჲსა მიმართ, ქორწილსა კრავისასა სიყუარულითა მიმავალისა, ლმობიერითა გულითა ვხმობთ:


გიხაროდენ, ვინათგან წმიდისა ხუცესისა მიერ აღსრულებულ-არს თხოვაჲ შენი;

გიხაროდენ, ვინათგან წმიდითა ძღუენითა მოვიდა თრთოლვითა ნაპირსა მდინარისასა;

გიხაროდენ, ვინათგან ქრისტეს ვნებისა ღამესა გსუროდა შეხვედრილიყავ ზიარებითა;

გიხაროდენ, ვინათგან მისთა ვნებათა თანაზიარი მისთანა იქნები ცათა შინა;

გიხაროდენ, ვინათგან შფოთმა მოიცვა ღირსი შენისა მოუსვლელობისა ხილვითა;

გიხაროდენ, ვინათგან მსგავსადვე შფოთავდა ღირსი, რაჟამს გიხილა მდინარესა ზედა მომავალი;

გიხაროდენ, ვინათგან მთვარისა შუქზედა გამოსჩნდი შორით;

გიხაროდენ, იორდანჱსა ზედა მავალო, ვითარცა ხმელსა;

გიხაროდენ, იორდანჱსა ხელითა შენითა მაცხოვნებელისა ჯურისა გარდამსახველო;

გიხაროდენ, ვინათგან იორდანჱსა ვითარცა ხმელსა აღუშფოთებელად გარდავლიდი;

გიხაროდენ, ვინათგან ამისა ხილვითა ხუცესი შიშნეულობასა მოეცვა;

გიხაროდენ, ვინათგან სიტყვითა შენითა მშჳდობაჲ მიჰფინე მას;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 8


მწირნი და მსხემნი ვართ სოფელსა ამას შინა, თქმულისაებრ მოციქულისა, მწირ იყავ შენცა უდაბნოსა შინა დღედმდე შენისა განსლვისა, კრავო ღმრთისაო მარიამ, მიწიერი იერუსალიმიდან ზეციურ იერუსალიმსა შინა გარდასახლებადმდე, ქებისმეტყუელებად შემოქმედისა შენისა სამოთხისეულითა წმიდითა საგალობელითა: ალილუია.



იკოსი 8


ყოველი სიტკბოებაჲ, ყოველი გულისთქმაჲ შენი იყო უფალი იესუ, მასვე მიიღებდი თრთოლვით, უწმინდესთა საიდუმლოებათა შინა, ხელთაგან ნეტარისა ბერისათა. მჭვრეტელნი შენნი, ამა უწმინდესთა ძღუენთა ჭეშმარიტად ღირსეულისა მაზიარებელისა, ვჴმობთ სიყუარულით შენდამო:

გიხაროდენ, წმიდათა საიდუმლოთა შინა უკვდავსა სიძესა შენსა ზედა დაწინდულო;

გიხაროდენ, ამისთჳს მის მიერ სამოთხისა უხრწნელითა გვირგვინითა შემკობილო;

გიხაროდენ, შემდგომად საღმრთოთა ძღუენთა მიღებისა საკჳრველითა ნათლითა გარეშეცულო;

გიხაროდენ, ვინათგან ვერ შეუძლებდა ზოსიმე მიხედვად შენდა გარეშე ძრწოლისა;

გიხაროდენ, სიხარულითა მშჳდითა სჳმეონისა ლოცვისა წარმთქუმელო;

გიხაროდენ, ლმობიერისა გამოხედვისა შენისა მას ჟამსა შინა ცად აღმვლენელო;

გიხაროდენ, ზეციურისა საზრდელისა გემოს-მხილველო, მიწიერისა არად ჩამგდებო;

გიხაროდენ, ნიჭისათვის სიყუარულისა ზოსიმესაგან სამისა მარცულისა მიმღებელო;

გიხაროდენ, ვინათგან შემდგომად შენისა ზიარებისა მალევე დატოვე ნაპირი მდინარისა;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 9


ყოველნი წესნი ანგელოზთანი და კაცნი აკურთხევენ უფალსა, თუ ვითარ აღასრულებს იგი ძალსა თვისსა შორის კაცთა უძლურთა, განგამტკიცნა შენცა, მრავალჭირნახულო სათნოო ღმრთისაო, მოღუაწებასა შინა მეუდაბნოობისასა, ვინაცა დაითმენდი შიშლოებასა შინა ყინელსა და სიცხესა და მასთანა შიშნეულობასა და სიყმილსა და მრავალსაცა მზაკუარსა საცთურსა ეშმაკისაგან. გარნა შენ ესევითარისა შეწევნისათვის მარადის უგალობდი ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 9


ენამან რიტორთამან ვერ შეუძლოს გამოთქუმად, თუ რაჲ ხდებოდა სულსა მართლისა ზოსიმესა. შემდგომად განშორებისა შენისა, იდუმალო მეუდაბნოევ, შენ ხატებითა შენითა, ყოვლადწმიდისა სულისა მადლითა აღვსილო, მიჰმართე ხედვა ბერისა ზეციურისა მიმართ, ვინაცა ჰკვირობდა თუ ვითარ აღიყვანებს ღმერთი კაცსა მიწისაგანსა ყოვლადძლიერებითა თჳსითა ანგელოსურსა სიმაღლესა ზედა, მიითუალე ჩუენიცა მდაბალი შესხმაჲ ზოსიმესა თანა:


გიხაროდენ, უდაბნოსა შინა გონებისა შენისა დამმარხუელო საცთურთაგან ვნებათასა;

გიხაროდენ, ვინათგან გამძიმებდა შეხვედრა მიწიერთა კაცთა;

გიხაროდენ, მსწრაფლმლტოლვარეო უბნობისათვის ანგელოსთა თანა უდაბნოჲსა მიმართ;

გიხაროდენ, მას შინა დღითა და ღამით მლოცველო სოფლისათვის ვერსაცნაურსა სიმყუდროვესა შინა;

გიხაროდენ, ვინათგან ყოველთა განეშორე, უკაცრიელსა ადგილსა ცხორებისათვის;

გიხაროდენ, რომლისა ცრემლთა მოწმენი მხოლოდღა ვარსკულავნი ცისანი იყუნენ;

გიხაროდენ, რომელსა, ამა საკვირველსა ჟამსა, თვით უფალი სიყვარულითა გიმზერდა;

გიხაროდენ, ვინათგან თავმდებსა შენსა ღმრთისმშობელსა თავით თჳსით განამხიარულებდი;

გიხაროდენ, შეწევნითა მისითა ყოვლისშემძლებელითა ნავთსაყუდელსა აღუშფოთებელსა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, ზოსიმესა მთხოვნელო, შემდგომად ერთისა წლისა კუალადცა ამას უდაბნოსა მოსვლად;

გიხაროდენ, კუალადცა მისო მომლოდინეო, მსასოებლისა შენისა კუალად ხილვისაო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 10


ჩუენისა ცხონებისა მოსურნეო, გუექმენ მლოცველ წინაშე საყდრისა მაღლისასა, ღირსო დედაო, რაჲთა ჩუენცა, უგულებელს მყოფელნი ყოვლისა საცთურისა, მარადის შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა და უგალობდეთ მას: ალილუია.



იკოსი 10


ზღუდე ხარ დაურღვეველი ყოველთა მოღუაწეთათვის, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ეშმაკისა მზაკუართა მანქანებათაგან იჴსენ რჩეული შენი, რომელი თავს-იდევ წინაშე უტკბესისა ძისა შენისა, არა არცხჳნე სასოებაჲ მისი, ყოვლადწმიდაო და მიიყვანე იგი წინაშე გულისსათქმელისა კარისა სამოთხისასა. ღირს-გუყვენ ჩუენცა ცოდვილნი ღირსეულად შესხმად სათნომყოფელისა შენისა მარიამისა, ესევითარითა საგალობელითა:


გიხაროდენ, ვინათგან სახარულევანითა თრთოლვითა გელოდა ზოსიმე;

გიხაროდენ, ვინათგან ტკბილითა აზრითა ინუგეშებდა თავსა თვისსა;

გიხაროდენ, ვინათგან დიდსა მარხვასა შინა სიყვარულით წარვიდოდა უდაბნოთა ადგილთა;

გიხაროდენ, ვინათგან ოცი დღე ვიდოდა შენდა შესახვედრად;

გიხაროდენ, ვინათგან მწუხარედ მშფოთვარე ეძიებდა შენთანა მოახლებასა;

გიხაროდენ, ვინათგან მღელვარებასა შინა არცაღა ახსოვდა თავი თჳსი;

გიხაროდენ, ვინათგან ზეციერითა ნათლითა განათებული ქვიშასა ზედა გიპოვა შენ;

გიხაროდენ, ამა სოფლისა დამტევებელო, მიწევნულო საუკუნოსა განსასვენებელსა;

გიხაროდენ, ვინათგან მწარითა ქვითინითა დასტიროდა ბერი სხეულსა შენსა;

გიხაროდენ, ვინათგან მოუძლურებულთა თჳსთა თუალთა არცაღა ერწმუნებოდა ზოსიმე;

გიხაროდენ, ვინათგან განვლო მრავალმან ჟამმან შემდგომად შენისა დამკვიდრებისა საკვირველსა ზეცისა სავანესა;

გიხაროდენ, მარადის მოხარულო, რომელი განერე შფოთსა და მწუხარებასა;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 11


ანგელოსურითა გალობითა იქები და გუნდსა მათსა გარემოუცავ, ამაღლებულითა სულითა შენითა მაღლისა საყდრისა წინაშე მართლითა ხმითა სიხარულისათა უგალობ უფალსა ღმრთივშუენიერად: ალილუია.



იკოსი 11


სულითა წმიდითა იყო გაცისკროვნებულ სახე შენი, ჰოჲ ღირსო, ხოლო ბერი ზოსიმე შეძრწუნებულ-იქმნა, რამეთუ ვერა ჰხედვიდა სახელსა შენსა, ნეტარო, ხოლო შემდგომად იხილა სიახლოვესა თავისა შენისასა ქუეყანასა ზედა გამოწერილი სახელი შენი:


გიხაროდენ, ვინათგან ამცნე ზოსიმეს დღეჲ განსლვისა შენისა;

გიხაროდენ, ვინათგან მდაბალ მარიამად იყო მოხსენებულ სახელი შენი იმას წარწერასა;

გიხაროდენ, ვინათგან ჯერეც გარდასრულსა წელსა მიიცუალე ღმრთისა მიმართ;

გიხაროდენ, ვინათგან დღესა შენისა ზიარებისასა ღირს-იქმენ განსლვად ამას სოფლისაგან;

გიხაროდენ, ვინათგან უდაბნოსა ამას მცხუნვარესა მოვალს ლომი ორი;

გიხაროდენ, ვინათგან ტორებითა ძლიერითა აღმოთხარეს საფლავი შენთვის და წარვიდნენ;

გიხაროდენ, ვინათგან მხურვალითა ლოცვითა მიაბარა მიწასა ზოსიმემ ნეშტი შენი;

გიხაროდენ, ვინათგან განგრძობილად იდგა ბერი იგი მუნ გულაჩუყებითა თუალ-აცრემლებული;

გიხაროდენ, ვინათგან მთრთოლვარითა ბაგითა აღავლენდა ლოცვასა;

გიხაროდენ, ვინათგან მიუწვდომელსა განგებულებასა შინა სიყუარულით გადიდებდა შენ;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 12


ევედრე მადლისა მონიჭებად ჩუენდა, ჰოჲ ქრისტეს წმინდა სძალო მარიამ, რათა დღესა საშინელსა განკითხვისა თვისისასა შეგვიწყალოს ჩუენ და შეგვრაცხოს წმინდასა სამწყსოსა თვისსა და ღირს-გუყოს რათა მარადის ვუგალობდეთ მას: ალილუია.



იკოსი 12


ვუგალობთ შენსა სინანულსა, რომელსა განჰკვირდებოდნენ ანგელოსნიცა ცათა შინა და ეგრეთვე ვნებულებასა შენსა შეუდარებელსა, რომლისა გამოთქუმად ვერ ძალუძს ადამიანურსა ენასა. სიყუარულითა და სიხარულითა გიგალობთ შენ:


გიხაროდენ, ვინათგან შიშლოვნებისა შენისათჳს საკვირველითა სამოსელითა დაფარულ-ხარ სამოთხესა შინა;

გიხაროდენ, ვინათგან უდაბნოსა შინა სიცხითა შემწუარი აწ ცათა შინა განგრილდები საამურადა;

გიხაროდენ, ვინათგან მიწყივ სიყმილისა დამთმენელი, აწ პურითა ქრისტესითა განმაძღარ-ხარ ზეცათა შინა;

გიხაროდენ, ყოველგუარ მწუხარებათა დამთმენელო, რომელიცა აწ სიხარულისა ჴმასა გამოსცემ ბაგითა;

გიხაროდენ, ვინათგან ათჩვიდმეტი წელი ჰბრძოდი ეშმაკსა;

გიხაროდენ, ვინათგან გამარჯუებული განდიდებულხარ, გარეშეცული საკჳრველითა ნათლითა;

გიხაროდენ, ვინათგან ბრძენმან ქალწულმან არა დაჰშრიტე ლამპარი;

გიხაროდენ, ვინათგან ძელისა მიერ ჯუარისა იქმნა მაცხოვნებელი ღვაწლი შენი;

გიხაროდენ, წმიდისა ქალწულისადა აღმთქმელო, მისითა შეწევნითა აღმასრულებელო აღნათქვემისაო;

გიხაროდენ, უდაბნოსა შინა მრავალფერად ვნებულო, გარნა გზისაგან არა გარდამქცეველო;

გიხაროდენ, ნიშითა ჯუარისათა მტერისა მანქანებისა დამარღუეველო;

გიხაროდენ, აწ საღმრთოთა ნიჭთა და მოწყალებათაგან დაპურებულო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 13

ჰოჲ, წმინდაო, ყოვლადქებულო და მრავალგზის განმარჯუებულო სათნომყოფელო ქრისტესო, მარიამ, სინანულისა ხატო უბრწყინვალესო!
გვედრით შენ, გვითხოვე ჩუენცა უფლისა ღმრთისაგან ძალი მადლისა მისისა, რაჲთა ჩუენცა აღვხოცოთ სიმრავლე ცოდვათა ჩუენთა, შემუსრვილებისა ცრემლითა მათზედა და რაჲთა ღირს-ვიქმნეთ სავანესა მონანულთასა საუკუნოჲსა ნუგეშინის-ცემისა მიღებად უცვალებელითა აღთქმითა მისითა, და ანგელოსთა წესთა თანა გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა ანგელოსურითა საგალობელითა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


(ესე კონდაკი ითქმის სამგზის)



იკოსი 1


ანგელოსნი განაკჳრვე უეცარითა შეცვალებითა შენ შორის, ღირსო მარიამ, თუ ვითარ შეუძლე მეყსა შინა წარწყმედად მიმავალისა ფართოჲსა გზისა დატევებაჲ და შედგომაჲ იწროსა გზასა ცხორებისასა. მიიღე ჩუენგან, ჰოჲ ქრისტჱს სათნო-მყოფელო, სახარულევანი ესე გალობაჲ:


გიხაროდენ, ღმრთისა დედისა მავედრებელო, რაჲთა ღირს-გყოს შევრდომად ჯუარისა;

გიხაროდენ, წმიდისა ქალწულისადა მვედრებელო, რაჲთა გამოგითხოვოს ქრისტესაგან შენდობაჲ;

გიხაროდენ, ქალწულისა მიმართ წმიდისა აღმთქმელო, არა დაბრუნებად გზასა ზედა წარწყმედისასა;

გიხაროდენ, ღირსო დედაო ტკივნეულსა მკერდსა ზედა მწარისა ცრემლისა დამაცვრეველო;

გიხაროდენ, ვინათგან სწრაფლშესმენილ-იქმენ შუამდგომელისა მიერ ლოცვათა შინა;

გიხაროდენ, ვინათგან მას ჟამსა შინა შემძლებელ-იქმენ დაუბრკოლებელად მიახლებად ჯუარისა მიმართ;

გიხაროდენ, ლმობიერითა გულითა ძელისა ცხოველისა ამბორის-მყოფელო, რომელსა ზედა ჯუარს-ეცუა ქრისტე;

გიხაროდენ, ყოვლითა არსებითა ათრთოლებულო, ცრემლისა ნაკადულთა დამომადინებელო;

გიხაროდენ, ამასთანა უკმოუბრუნებელად სლჳსა მნებებელო;

გიხაროდენ, უღლისა ქრისტეს და ტჳრთისა მისისა ტჳრთვისა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, ამისა მნებებელობითა ეშმაკისა თავისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, ეგევითარითა განჩინებითა ცათა შინა სიხარულისა ფრიადისა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



კონდაკი 1


კაცთა დაცემულსა მოდგმასა შინა ღმრთისა მიერ გამორჩეულო და ღუაწლითა მძიმითა ცათა შინა დიდისა დიდებისა მომპოვნებელო, სიმდაბლითა გულისაჲთა ქუეყანისაგან შობილნი ვჴმობთ შენდა მომართ, ჰოჲ წმინდაო მარიამ, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენთვის, რაჲთა აღმოყვანებულ ვიქმნნეთ ჯურღმულისაგან ვნებათაჲსა საქებარო შემსხმელთა მიერ:

გიხაროდენ, ღირსო დედაო მარიამ, მოღუაწებითა შენითა განმაცჳფრებელო ანგელოსთაო.



ლოცვა ღირსისა დედისა ჩუენისა მარიამისა


წმინდაო და დიდებულო სათნო-მყოფელო ქრისტესო მარიამ! ანგელოსნი განკვირდებოდნენ შეუდარებელსა მოღვაწებასა შენსა. გვედრით შენ, ნეტარო, მდგომარეო აწ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა, ევედრე უფალსა, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ ურიცხვი წინაშე მისსა, რაჲთა ღირს-გვყოს ჩუენცა მსგავსად შენსა, შევინანოთ აურაცხელთა შეცოდებათა შინა ჩუენთა, და რათა შეგვინდოს ჩუენ თვისითა კაცთმოყუარებითა და არა დაგვსაჯოს სოფელსა ამას და არცაღა მომავალსა საუკუნესა.


ევედრე ყოვლადწმიდასა თავმდებსა შენსა წმინდაო მარიამ, განმაძლიერებელსა შენსა მძიმესა მოღვაწებასა შინა, რაჲთა განმაძლიეროს ჩუენცა, ყოვლადწმიდითა, ყოვლისშემძლებელითა შეწევნითა თვისითა, სოფლისა ამის ეკლიანსა სტადიონსა ზედა და ვინათგან შენ სარწმუნოებითა და სიყუარულითა ამბორის-მყოფელმან ყოვლადპატიოსნისა ჯუარისა ქრისტესისა მიიღე მადლი მისი ყოვლადძლიერი ბრძოლასა შინა ეშმასა, ამასოფლისა და ხორცთა მიმართ და ახოვნად შემუსრე ყოველნი მანქანებანი სატანისანი, ესრეთ ჩუენცა მივემთხვივნეთ შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ძელისა ჯუარისა უფლისათა, რათა მივიწივნეთ ზეციურსა სასუფეველსა და ღირს-ქმნილნი საუკუნოსა ცხოვრებასა შენთანა მარადის ვუგალობდეთ ყოვლადწმიდასა ერთარსსა სამებასა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა