მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა ლუკა მკურნალისა,
სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

ტროპარი, ხმა 8


ოდეს აღიღე ჯვარი შენი, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, სიხარულითა და ერთითა განზრახვითა შეუდეგ ქრისტესა, და იყავ ჭეშმარიტად ყოვლადდიდებული მკურნალი სულთა და ხორცთა კაცთა, რამეთუ ღვაწლითა მღვდელმთავარისა და მკურნალისათა იხვეჭდი არა ქვეყნიურსა საუნჯესა, არამედ ზეციურსა და ამის ძლით შენ მიერ ცხოვნდებოდენ მრავალნი სულიერნი შვილნი შენნი, რომელნი შეიყვარე შენ, ვითარცა მწყემსმან კეთილმან. აწცა მეოხ-გვეყავ ჩვენ, მკურნალო სულთა და ხორცთაო, რაითა უფალმან ჩვენმან ლოცვითა შენითა მოგვმადლოს ძლიერება სულისა და სიმრთელე სხეულისა, წრფელი სინანული და გულისხმისყოფა ჭეშმარიტებისა საცხოვნებელად ჩვენისა და სადიდებელად ღმრთისა.



კონდაკი 1


მხნეო მბრძოლო მღვდელმთავარო მართლმადიდებელისა ეკლესიისაო და აღმსაარებელო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაო, რომელი მამულსა ჩვენსა აღმოუბრწყინდი მხარესა შინა ყირიმისასა ვითარცა სხივმფინარი მნათობი, კეთილად იღვაწე სოფელსა შინა და ქრისტეს სახელისათვის დევნულებანი დაითმინე, მარადის განადიდებდი განმადიდებელსა შენსა ქრისტესა, რომელმან სახითა შენითა მოგვმადლა ახალი მლოცველი და შემწე ჩვენი, წმიდაო ლუკა. ამისთვის ქებულებისა გალობათა გიგალობთ აწ, ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება დიდი მეუფისა მიმართ ცათა და ქვეყანისა, ყოველთაგან უძლურებათა სულისა და ხორცისა განგვათავისუფლე ჩვენ, და განგვამტკიცე კეთილად დგომისათვის მართლმადიდებლობასა შინა, რაითა ყოველნი ლმობილებითა გულისაითა გხადოდეთ შენ: გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



იკოსი 1


ანგელოსთა თანამზრახველო და კაცთა მოძღვარო, სახელოვანო ლუკა, მსგავსად მახარებელისა და მოციქულისა ლუკასი, თანამოსახელისა შენისა, მიიღე ღმერთისაგან ნიჭი კურნებისა კაცობრივ უძლურებათა, და კურნებათა შორის სნეულ მოყვასთა მრავალი შრომა ქედს იდევ, ხოლო სხეულისათვის შენისა არა გულსმოდგინებდი, და ესრეთ მრავალთა ქველის-საქმეთა შინა განადიდებდი ზეციურსა მამასა. ამისთვის ლმობილნი მადლობით გხადით შენ:

გიხაროდენ, რომელმან სიყრმით შენითგან გონება შენი უღელსა ქრისტესსა დაამორჩილე;

გიხაროდენ, რომელი წმიდისა სამებისა ყოვლადპატიოსანი სამკვიდრებელი იყავ.

გიხაროდენ, რომელმან მოწყალეთა ნეტარება, სიტყვისაებრ ქრისტეისსა, დაიმკვიდრე.

გიხაროდენ, რომელმან სარწმუნოებითა ქრისტესითა და ღმრთივ მომადლებულითა ცოდნითა მრავალნი უძლურნი განკურნე;

გიხაროდენ, სხეულებრივთა სენთაგან ვნებულთა დიდად მოწყალეო მკურნალო;

გიხაროდენ, დღეთა ბრძოლისათა მრავალთა მეომართა განმკურნველო;

გიხაროდენ, ყოველთა მკურნალთა ბრძენო მოძღვარო;

გიხაროდენ, შეჭირვებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო;

გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ეკლესიისა დამტკიცებაო;

გიხაროდენ, მიწა-წყალისა ჩვენისა გაცისკროვნებაო;

გიხაროდენ, ყირიმისა სამწყსოისა დიდო სიქადულო;

გიხაროდენ, სიმფეროპოლისა ქალაქისა შვენიერო შემკულებაო;

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო;



კონდაკი 2


კურნებათა შინა კაცთასა ვითარცა სარკითა ხედვიდი სიბრძნესა და დიდებასა ღმრთისასა, ყოველთა შემოქმედისა, და მარადის მისა მიმართ აღმაღლდებოდი სულითა შენითა, ღმრთივ განბრძნობილო მამაო ლუკა; აწ ჩვენცა განგვაცისკროვნე ნათლითა ღმრთაებრივისა გულისხმის-ყოფისა შენისა, რაითა ერთობით შენ თანა ვუღაღადებდეთ უფალსა: ალილუია.



იკოსი 2


გონება შენი ღმრთაებრივითა სწავლითა განინათლე, ყოვლად-სახელოვანო ლუკა, და უვარ-ჰყავ ყოველი სიბრძნე ხორციელი, ხოლო გონებისა თანად ნებაცა შენი უფალსა დაამორჩილე; წმიდათა მოციქულთა მსგავს იქმენ, ოდეს სიტყვისაებრ ქრისტეისსა – „მოვედით ჩემ თანა და გყვნე თქვენ მონადირე კაცთა“, დაუტევეს ყოველივე და შეუდგეს მას, რამეთუ შენცა, წმიდაო, ზეგარდამო გესმა რა მოწოდება მსახურებისათვის უფლისა იესუსი მონისაგან მისისა ტაშკენტის მთავარეპისკოპოსის ინოკენტისა, მეყვსეულად შეუდეგ ქრისტესა და მიიღე მღდელობა მართლმადიდებელისა ეკლესიისა. ამისთვის გნატრით შენ, ვითარცა ღმრთივ-განბრძნობილსა მსახურსა ღმრთისასა და გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, მფარველისა ანგელოსისა განმხიარულებაო.

გიხაროდენ, რომელსა არაოდეს დაგიმწუხრებიეს იგი.

გიხაროდენ, სწავლასა შინა ფრიად წარმატებულო და ბრძენთა ამა სოფლისათა განმაკვირვებელო.

გიხაროდენ, უშჯულოებისა მოქმედთაგან განშორებულო.

გიხაროდენ, საღმრთოისა სიბრძნისა შემმეცნებელო და მქადაგებელო.

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა ღვთისმეტყველებისა მჭევრო მოძღვარო ოქროსიტყვაო.

გიხაროდენ, სამოციქულოთა გარდამოცემათა დამცველო და აღმსრულებელო.

გიხაროდენ, ღმრთივ-დანთებულო სანთელო, უკეთურებისა ბნელისა განმფანტველო.

გიხაროდენ, ვარსკულავო, კაცთათვის ცხოვრების გზისა მაჩვენებელო.

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა მხნეო მოშურნეო.

გიხაროდენ, განხეთქილების მოქმედთა ქმედითო მამხილებელო.

გიხაროდენ, უფლისმიერ მოწმობათ და განმართლებათ მოწყურებულო.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 3


ძალითა მადლითა ღმრთისაითა ამა წარმავალსავე ცხოვრებასა შინა მიიღე შენ, წმიდაო ლუკა, ნიჭი კურნებისა სნეულებათა, რაითა ყოველნი, გულსმოდგინედ მომლტოლვარენი შენდა, ღირს-იქმნენ განკურნებისა სენთაგან ხორციელთა და უფრორე სულიერთა, და ამისთვის მადლობით უღაღადებდენ ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 3


მქონებელი დაუძინარისა მზრუნველობისა საცხოვნებელად სულთა, ღმრთისა მიერ შენდა მონდობილთა, ნეტარო ლუკა, მარადის სულის მაცხოვნებელი ცხოვრებისათვის მწყემსთმთავრულად დამოძღვრიდი სამწყსოსა შენსა სიტყვითაცა და საქმითაცა. ამისთვის ჩვენისა გულმოდგინებისაგანცა შეიწყნარე ღირს-საფერნი ესე ქებულებანი შენნი:

გიხაროდენ, საღმრთოითა გონიერებითა შემოსილო.

გიხაროდენ, მადლსა შინა სულისა წმიდისასა დამკვიდრებულო.

გიხაროდენ, სიგლახაკისა ქრისტეისსა მიმბაძველო.

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, წმიდისა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და ამაოდბრძნობისა მთასა ზედა წყმედულთა ცხოვართა მომძიებელო.

გიხაროდენ, მოქმედო ქრისტეს ვენახისაო, ჭეშმარიტსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა ღვთის შვილთა განმამტკიცებელო.

გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო.

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა შეურყეველო საფუძველო.

გიხაროდენ, კლდეო მტკიცეო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაო.

გიხაროდენ, სულისწარმწყმედისა ურწმუნოებისა და ბოროტ-მყოფელისა განმაახლებლობისა მხნეო მამხილებელო და აღმომფხურელო.

გიხაროდენ, სულიერსა ქმედებასა შინა მოღვაწეთა ბრძენო განმაძლიერებელო.

გიხაროდენ, ამა სოფლისაგან ოტებულთათვის მშვიდისა თავშესაფარისა მაჩვენებელო.

გიხაროდენ, რომელმან უდრტვინველად აღიღე ჯვარი შენი და მორჩილად შეუდეგ ქრისტესა.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 4


მქონებელი შინაგან მღელვარეთა ზრახვათა მრავალთა, საგონებელსა იყო მონა ღმრთისა, თუ რასა იტყვის მისთვის უფალი, ოდეს განიზრახევდენ მას ღირს-ყოფად ეპისკოპოსად ქალაქისა მის ტაშკენტისა: გარნა ყოვლად მიმძღვანებელი თავისა თვისისა ქრისტე ღმრთისად, ყოვლისავეთვის აღუვლენდა მადლობასა ღაღადისითა ამით: „კურთხეულ არს ღმერთი, მადლისა თვისისა გარდამომფენელი მღვდელმთავართა თვისთა ზედა!“ და უგალობდა მას: ალილუია.



იკოსი 4


ოდეს ესმოდა ყოველთა მართლმადიდებელთა, დევნულებასა შინა მყოფთა, კეთილნაყოფიერნი სიქველენი სულისა შენისანი, ღმერთშემოსილო ლუკა, და გხედვიდენ შენ წოდებასა შინა მღვდელთ-მთავრისასა, ვითარცა ღირსეულსა ჭურჭელსა საღმრთოისა მადლისა, მკურნალსა ყოველთა უძლურებათა და აღმავსებელსა მოკლებულისასა, განკვირდებოდენ ღმერთის მიუწვდომელისა განგებულებისა გამო შენთვის და ესრეთ მოგიძღვანებდენ კეთილთა ქებულებათა ამათ:

გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო, თვით უფლისა მიერ წინათ-წოდებულო.

გიხაროდენ, ზედა-წერილსაცა წიგნისა შენისასა ეპისკოპოსისა წოდებად წინასწარ-უწყებულო.

გიხაროდენ, მართლმადიდებელ მღვდელმთავართა შვენებაო.

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, დადებად სულისა ცხოვართათვის შენთა სიტყვიერთა მარადის განმზადებულო.

გიხაროდენ, ეკლესიისა მრავალმნათობიერო ლამპარო.

გიხაროდენ, წმიდათა მოციქულთა საქმისა თანამოზიარეო.

გიხაროდენ, აღმსაარებელთა მამათა სამკაულო.

გიხაროდენ, ზრუნვისა თავისა შენისათვის უვარისმყოფელო.

გიხაროდენ, ურვათა და მწუხარებათა განმაქარვებელო.

გიხაროდენ, კაცთა უმეცართა ზედა დიდად მზრუნველო.

გიხაროდენ, ცხოვნების მეძიებელთა მართლითა სწავლითა ჭეშმარიტებისათა დამმოძღურებელო.

გიხაროდენ, ყოვლითა ცხოვრებითა შენითა სწავლებისა ამის არა-სირცხვილეულ-მყოფელო.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 5


ღმრთივ-დათხეულითა სისხლითა საუკუნოისა სიკვდილისაგან გამოსყიდულთა მხნე დამცველი იყავ, წმიდაო ლუკა, და ოდეს საშინელსა ჟამსა ქრისტეანთა დევნულებისათა კურთხევითა წმიდისა პატრიარქისა ტიხონისათა წოდებაი ეპისკოპოსისა მართლმადიდებელთა იერარქთაგან მიიღე, სამახარებლო საქმე კეთილად აღასრულე: უღმერთოთა ამხილებდი, უწესოთა სწავლიდი, შეცთომილთა მოქცევისათვის უფალს ევედრებოდი და ყოვლითა მრავალმოთმინებითა და დამოძღვრითა მოაქცევდი, მგალობელი ღმრთისად: ალილუია.



იკოსი 5


ხედვიდეს რაი ანგელოსთა წოდებანი დიდთა ღვაწლთა შენთა, მხნეო მღვდელმთავარო ქრისტესო, ოდეს მცნებისაებრ უფლისა, მეტყველისა: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“, სიმტკიცითა გულისაითა უდრტვინველად იტვირთე პყრობილება და ექსორია-ყოფაი მხარესა ციმბირისა სახელისათვის უფლისა და წმიდისა ეკლესიისათვის ქრისტესსა, მრავლითა მოთმინებითა აღაშენებდი ცხოვნებასა შენსა, და ესრეთ შენითა მაგალითითა დამოძღვრიდი სულთა მართალთასა. ხოლო ჩვენ სიყვარულითა პატივის-მცემელნი შენნი, გულსმოდგინედ მოგაგებთ ჯეროვანსა ქებულებითა ამათ:

გიხაროდენ, მანათობელო კელაპტარო, ეკლესიისა დიდსა სასანთლესა ზედა დადგინებულო.

გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა განმართლდა სიტყვა წერილისაი – „სიყვარული სულგრძელ არს“.

გიხაროდენ, რომელმან დაცვაი შენდა მართალთა მორწმუნეთა აღუკრძალე.

გიხაროდენ, რომელი ხელმწიფებასა მთავრობისასა დაემორჩილე და ესრეთ ხელთა ერისაგანთა ღამესა შინა ნებითა შენითა მიეც.

გიხაროდენ, უმართლო მსაჯულთა მსახურთაგან ფრიად დამცირებულო.

გიხაროდენ, პყრობილებისათვის მორჩილად და უდრტვინველად მიმავალო.

გიხაროდენ, საგანმგებლოისა შენისაგან - ტაშკენტის ეპარქიისაგან – საღმრთოისა სიმართლისათვის განდევნილო.

გიხაროდენ, მართალთა მორწმუნეთაგან დატირებულო.

გიხაროდენ, ჯვარცმულისა უფლისათვის დაწყლულებულო და ყვირიმალს-ცემულო.

გიხაროდენ, ურწმუნოთა ცრუ ბაგეთა დამყოფელო.

გიხაროდენ, მართლითა ბაგითა შენითა დევნულებასაცა შინა ზეციურისა ჭეშმარიტებისა მქადაგებელო.

გიხაროდენ, რამეთუ წმიდანიცა მარტვილნი უფლისანი ცათა შინა მოთმინებისათვის შენისა განსცხრებოდიან.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 6


დაუდუმებელი მქადაგებელი იყავ საიდუმლოისა ყოვლადწმიდისა, ერთარსისა და განუყოფელისა სამებისა საპყრობილესაცა შინა და ქალაქთაცა შორის ექსორიისა შენისა ციმბირს, ოდეს დაითმენდი სიყმილსა, ყინულსა ჩრდილოისა მხარისასა და ფიცხელსა სისასტიკესა უღმერთოთა მათ მსახურთაგან. ამისთვის ქადაგებს ეკლესია ყირიმისა დიდებულებასა ღმრთისასა, გამოჩინებულსა შენ მიერ, მღვდელმთავარო ლუკა, რამეთუ ზეგარდნო მოგემადლა ძალი კურნებისა უძლურებათა სულიერთა და ხორციელთა მხარესაცა მას განდევნისასა, რაითა ჩვენ, ყოველნი, ერთითა გულითა და ერთითა ბაგითა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 6


ვითარცა ვარსკვლავი სხიმფინარი აღმოუბრწყინდი სამწყსოთა კრასნოიარსკისა და ტამბოვისათა, ოდეს მუნ სულთა მართალთასა განაცისკროვნებდი და წყვდიადსა უკეთურებისა და უღმრთოებისასა განფანტავდი, და მაშინ აღსრულდებოდა შენ ზედა სიტყვანი ქრისტესნი, რომელი იტყვის: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის“. ხოლო შენ, დევნული ქალაქითი ქალაქად და დამთმენი ცილ-შეწამებათა მრავალთა, სამღვდელთმთავროსა მსახურებასა შენსა უგოლმოდგინესადრე აღასრულებდი და სიტკბოებითა ქადაგებათა და წერილთა შენთა ყოველთა მშიერთა და მწყურვალთა სიმართლისათვის, განაძღებდი, და იგინიცა მადლობით გხადოდენ შენ:

გიხაროდენ, ბრძენო მოძღვარო, ზეცისათვის ყოველთა დამმოძღვრებელო.

გიხაროდენ, საღმრთოისა დიდებისათვის ჭეშმარიტო მოშურნეო.

გიხაროდენ, მხნეო მხედარო ქრისტესო, უძლეველო.

გიხაროდენ, ქრისტე უფლისათვის საპყრობილეთა და გვემულებათა დამთმენელო.

გიხაროდენ, სიმდაბლისა და მორჩილებისა მისისა ჭეშმარიტო მიმბაძველო.

გიხაროდენ, სულისა წმიდისა სამკვიდრებელო ღირსეულო.

გიხაროდენ, ბრძენთა თანა სიხარულსა უფლისა შენისასა შესრულო.

გიხაროდენ, ანგარების-მოყვარეთა მამხილებელო.

გიხაროდენ, წარწყმედადისა მზვაობრობისა და ცუდმედიდობისა გამომაჩინებელო.

გიხაროდენ, უშჯულოთა მოქცევად მომწოდებელო.

გიხაროდენ, რომლისა მიერ სატანა სირცხვილეულ-იყოფვოდა.

გიხაროდენ, რომლისა მიერ ქრისტე განიდიდებოდა.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 7


გსუროდა რა ღირსებით აღსრულებად ღვაწლისა შენისა, რომელი მოგენდო ღმრთისაგან, ყოვლად-საჭურველი ღმრთისაი შეიმოსე და აღსდეგ ბრძოლად სოფლისა მპყრობელთა მიმართ საუკუნისა ამის, სულთა ბოროტთა ცისქვეშეთისათა, საჭურველად შეირტყი შენ ჭეშმარიტებაი და შეიმოსე ფარი სიმართლისაი, და ესრეთ განაქარვებდი, აღმსაარებელო ლუკა, ყოველთა ისართა მზაკვარისათა, მგალობელი ღმრთისა მიმართ შემოქმედისა ჩვენისა: ალილუია.



იკოსი 7


კვალად დევნულებაი ახალი აღძრეს კაცთა უსჯულოთა და უღმერთოთა მართლმადიდებელსა ეკლესიასა ზედა და შორეულსა ტაიგისა სიღრმესა განგდევნეს შენ, მღვდელმთავარო ლუკა, სადა კნინ-ღა და სიკვდილსა მიწევნულ იყავ, გარნა მარჯვენემან ღმრთისამან დაგიფარა და გიხსნა შენ, რომელი პავლესა თანა მოციქულისა უფლისა ღაღადებდი: „ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა, შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით. ვიდევნებით და თავს ვიდებთ, ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე“. ამისთვის, ვუწყით რა ესე ყოველი, ნეტარ-გყოფთ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, ნეტარო აღმსაარებელო ქრისტესო.

გიხაროდენ, ფიცხელისა ყინელისა დამთმენელო.

გიხაროდენ, კნინღა სიკვდილსა მიახლებულო და უფლისა მიერ გამოხსნილო.

გიხაროდენ, სრულისა თავის უარყოფისა გამომაჩინებელო.

გიხაროდენ, სულისა შენისა ქრისტესა – სიძისა მიმართ დამწინდველო.

გიხაროდენ, ქრისტეისა, ჯვარსა ზედა მიმსჭვალულისა, მარადის თვალთა წინა მჭურეტელო.

გიხაროდენ, მარადის მღვიძარებითა და მოუკლებელითა ლოცვითა მყოფო.

გიხაროდენ, ერთარსისა სამებისა ჭეშმარიტო მოშურნეო.

გიხაროდენ, ყოველთა სნეულებათაგან მსწრაფლ განმკურნველო - უვეცხლოო.

გიხაროდენ, დაწყლულებულთა და სიმსივნეთაგან ქენჯნილთა მხსნელო მკურნალო.

გიხაროდენ, ბრძოლათა შინა მოწყლულთა და ძვალ-შემუსრვილთა განმამრთელებელო.

გიხაროდენ, რამეთუ სარწმუნოებითა შენითა და საკურნებელთა შრომათა მიერ ყოველთა მოუძლურებულთა ქმედითო შემწეო.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 8


მსხემ და უცხო იყავ ღელესა ამა სოფლისასა, სადა-იგი ხატსა მოთმინებისასა, კრძალულებისა და უბიწოებისასა გამოაჩინებდი, აღმსაარებელო ლუკა; სიყვარული სახარებისმიერი გვიჩვენე შენ, ოდეს ხიფათი დიდი მოიწია მამულსა ზედა შენსა მოხდომისაგან უცხოტომელთასა, და დღისი და ღამე დაშურებოდი სამკურნალოთა სახლთა შინა, სნეულებათაგან და წყლულთაგან განჰკურნებდი მთავართა და ერისაგანთა მამულისა შენისა ქვეყნიერისათა, და ესრეთ სიყვარულითა და არაბოროტის-ხსომებითა ყოველთა განაკვირვებდი, რომელნი ბოროტსა გიყოფდნენ შენ და განსაცდელთა შეგამთხვევდნენ, და ძალითა ამითა მრავალთა ქრისტესა მომართ მოაქცევდი, რაითა სიხარულითა უგალობდენ მას: ალილუია.



იკოსი 8


ყოვლად აღვსებული სიყვარულითა ქრისტესითა, ლუკა კეთილ-გულოვანო, სულსა თვისსა დასდებდი მეგობართათვის შენთა, და ვითარცა მფარველი ანგელოსი მარადის თანაელმოდი მახლობელთა და შორიელთა; გაბოროტებულთა აოკებდი, მტრად მოკიდებულთა ურთიერთას არიგებდი და ყოველთა ცხოვნებასა ესრეთ აღაშენებდი. აწ ჩვენცა, მომხსენებელნი მრავალთა ქველის-საქმეთა შენთა, თანამე-მამულეთა შენთა სარგებლობისათვის მოქმედებულთა, მადლობით გხადით შენ:

გიხაროდენ, საკვირველისა სიყვარულისა მამულისა შენისა მიმართ მქონებელო.

გიხაროდენ, სიმდაბლისა, მორჩილებისა და ურისხველობისა მასწავლებელო.

გიხაროდენ, განდევნისა და სასტიკთა სატანჯველთა სიმხნითა სიბრძნისაითა დამთმენელო.

გიხაროდენ, ქრისტესთვის ვნებულო და წამებულო.

გიხაროდენ, მტკიცედ და უშიშად სარწმუნოებისა მისისა აღმსაარებელო.

გიხაროდენ, მტერთა გაბოროტებისა სიყვარულითა ქრისტესითა მძლეველო.

გიხაროდენ, მამაო გულსახიერო, ცხოვნებისათვის მრავალთა მომძიებელო.

გიხაროდენ, რამეთუ დიდთა მწუხარებათაგან იქმენ გამოცდილ.

გიხაროდენ, რამეთუ დევნულებათა შორის მოთმინებაი საკვირველი გამოაჩინე.

გიხაროდენ, რამეთუ მტერთათვის ევედრებოდი უფალსა ღმერთსა.

გიხაროდენ, რამეთუ მისისა სიყვარულითა სძლიე ყოველსა მტრობასა.

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტესმიერითა ურისხველობითა შენითა სასტიკნი გულნი დაიმორჩილე.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 9


ყოველთათვის ყოველივე იყავ, ვითარცა წმიდა მოციქული პავლე, რაითა ყოველნი აცხოვნო, მღვდელმთავარო ლუკა, ოდეს სამღვდელთმთავროსა ღვაწლსა აღასრულებდი მხარესა შინა ტამბოვისასა, სადა-იგი მრავლითა შრომითა შენითა ტაძართა განაახლებდი და აღაშენებდი, წმიდა მამათამიერთა წეს-დებულებათა მკაცრად აღასრულებდი, სამწყსოისა შენისა ხსნისათვის მსახურებასა არა დააყენებდი და უზაკველად უგალობდი მაღალსა ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 9


მჭევრმეტყველებანი კაცობრივნი ვერ შემძლებელ არიან ღირსად გამოთქუმად სიმრავლეთა კეთილმოქმედებათა შენთა, მღვდელმთავარო მამაო ლუკა, ოდეს მხარესაცა ყირიმისასა გამოსჩნდი, ვითარცა მამა შვილთა მოყვარე, რამეთუ უხვად გამცემი მარჯვენე შენი ყოველგნით ყოველთა მისწვდებოდა და შეეწეოდა. ხოლო ჩვენ, მსურველნი ბაძვად გულსახიერებისა შენისა, განკვირვებულნი გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, ნათელო სხივო საღმრთოისა სიყვარულისაო.

გიხაროდენ, მაცხოვრის გულმოწყალებისა დაულევნელო საუნჯეო.

გიხაროდენ, რამეთუ ყოველივესა შენსა უქონელთა ურიგებდი.

გიხაროდენ, რამეთუ მოყვასნი შენნი უფროის თავისა თვისისა გიყუარდა.

გიხაროდენ, რამეთუ უდედმამოთა ობოლთა ასაზრდოებდი და ცხოვნებად წინა-უძღოდი.

გიხაროდენ, რამეთუ უღონოთა ზედა მოხუცებულთა მამა-დედათა ჰზრუნევდი.

გიხაროდენ, რამეთუ სალმობიერთა და საპყრობილეთა შინა ვნებულთა მიხედავდი.

გიხაროდენ, რამეთუ ღარიბ-გლახაკთა შეჭირვებათა ადრე შეეწეოდი სხვადასხვა ადგილთა შინა მამულისა შენისათა.

გიხაროდენ, რამეთუ უპოვართა მომხსენებელი, ტრაპეზობასა მათთვის განაგებდი.

გიხაროდენ, რამეთუ კაცად-კაცადსა, მწუხარებათა შინა მყოფთა, ვითარცა ანგელოსი ნუგეშინის-მცემელი ეცხადებოდი.

გიხაროდენ, ანგელოსო ქვეყანისაო და კაცო ზეცისაო.

გიხაროდენ, რამეთუ სიღრმისათვის გულმოწყალებისა შენისა დედაი ღმრთისა განიხარებდა.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 10


მსახურებასა საცხოვნებელად სამწყსოისა შენისა ყირიმისასა მრავალთა წელთა არა განეშორებოდი, და ხატებისაებრ მწყემსთმთავრისა ჩვენისა ქრისტესა, წყმედულსა ბუნებასა, მხართა ზედა შენთა აღებულსა, ღმრთისა და მამისა მიმართ მიიყვანებდი, რამეთუ საღმრთოითა მოწყალებითა შინითა მრავალთა ანუგეშებდი, გამოსწორებისათვის ცხოვრებისა მათისა მოძღურებითსა სიტყვისა შენისაითა აღძრავდი, და ამას ყოველსა შინა წმიდითა გულითა უგალობდი ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 10


ერთგული მსახური მეუფისა ზეცათაისა ქრისტე ღმერთისა ჩვენისა იყავ, მღვდელთმთავარო მამაო ლუკა, ოდეს დაუღალავად ჰქადაგებდი სიტყვასა ჭეშმარიტებისასა ყოველთა ტაძართა შინა მხარესა ჩვენსა თავრიდისასა, სულის მაცხოვნებელითა საზრდოითა სახარებისა სწავლებისა მართალთა შვილთა ეკლესიისათა დაჰმოძღვრიდი, და აღსრულებასა წეს-დებულებათა ეკლესიისათა მკაცრად უბრძანებდი. ამისთვის შენ, ვითარცა მწყემსსა კეთილსა, ესრეთ განგადიდებთ:

გიხაროდენ, დაუცხრომელო მქადაგებელო სიმართლისა სახარებისაო.

გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისა მიერ შენდა მონდობილსა სიტყვიერსა სამწყსოსა კეთილად ჰმწყსიდი.

გიხაროდენ, რამეთუ ცხოვართა შენთა სიტყვიერთა სულის წარმწყმედთა მგელთაგან იცევდი.

გიხაროდენ, საეკლესიო წეს-განგებისა ზედმიწევნით აღმსრულებელო.

გიხაროდენ, მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდისა დამცველო.

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაწერა სულმან წმიდამან მაცხოვნებელი სიტყვები.

გიხაროდენ, რამეთუ საიდუმლო ღვთისმეტყველებისა სულისათვის, სამშვინველისა და სხეულისა განგვიცხადე ჩვენ.

გიხაროდენ, რამეთუ სიტყვაი შენი, ვითარცა სამოსითა ოქროქსოვილითა, სარწმუნოების საიდუმლოთი შეჰმოსე.

გიხაროდენ, ელვაო, ამპარტავნებისა დამამხობელო.

გიხაროდენ, ქუხილო, უსჯულოებით მცხოვრებთა შემაძრწუნებელო.

გიხაროდენ, საეკლესიოისა კეთილმსახურებისა დამნერგავო.

გიხაროდენ, მწყემსთმთავარო, სულიერ მწყემსთა დამმოძღვრებელო და მარადის შემაგონებელო.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 11


გალობანი დღეთა შინა ნეტარისა მიძინებისა შენისასა წინაშე ცხედრისა შენისა არა მოაკლდებოდა, სათნო-მყოფელო ღმრთისაო, რამეთუ მრავალნი, ღმერთშემოსილად და მოციქულთასწორად მცნობელნი შენნი, მოვიდოდიან ყოველთა კიდეთაგან ქვეყნიურისა მამულისა შენისა აღსრულებად ერთობით ვედრებისა სულისა შენისათვის, აღმავალისა ზენა სავანედ მამულისა ზეციურისა, მგალობელნი ღმრთისად: ალილუია.



იკოსი 11


ლამპარი იყავ ეკლესიასა შინა ქრისტეისსა, მგზნებარე უნივთოითა ნათლითა საღმრთოისა მადლისა, მღვდელმთავარო ლუკა, და ყოველთა კიდეთა მიწა-წყალისა ჩვენისა განაცისკროვნებდი. ხოლო ოდეს მოვიდა ჟამი ამა ქვეყნიდან განსვლისა შენისა, ღმრთაებრივთა ანგელოსთა შეიწყნარეს სული შენი და ცათა სავანეთა აღამაღლეს. ამისთვის მომხსენებელნი ნეტარისა მიძინებისა შენისა და ფრიადისა განდიდებისა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, სიხარულითა მოგიძღვანებთ შენ კეთილთა ქებულებათა ამათ:

გიხაროდენ, დაუშრეტელო ლამპარო მიუაჩრდილებელისა ნათელისაო.

გიხაროდენ, რამეთუ მრავალნი ქველის-საქმეთა გამო შენთა განადიდებდენ მამასა ზეციურსა.

გიხაროდენ, რამეთუ ნათელი კეთილთა საქმეთა შენთა გამოუბრწყინდა კაცთა.

გიხაროდენ, რამეთუ კეთილმსახურითა ცხოვრებითა შენითა ღმერთსა სათნო-ეყავ.

გიხაროდენ, სათნო-მყოფელო ღმრთისაო, რომელმან კეთილმოშიში მდინარებაი აღასრულე.

გიხაროდენ, სარწმუნოებისა, სასოებისა და სიყვარულისა უფლისაგან მომხვეჭელო.

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტესა, რომელი შეიყვარე ყოვლითა გულითა შენითა, საუკუნოდ შეეყავ.

გიხაროდენ, ცათა სასუფეველისა და საუკუნოისა დიდებისა დამამკვიდრებელო.

გიხაროდენ, მღვდელთმთავარო, საუკუნოისა მღვდელთმთავრისაგან – ქრისტე ღმერთისა მადლმოსილითა ნიჭებითა აღვსილო.

გიხაროდენ, მომწოდებელთა შენთა მალიად შემწეო.

გიხაროდენ, ყირიმის მიწა-წყალისა ახალო მნათობო და დამტკიცებაო.

გიხაროდენ, ქრისტეანეთა ნათესავისა მადლმოსილო მფარველო.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 12


ზეგარდამო შენდა მონიჭებულისა მადლისა მცნობელნი, მოწიწებითა ამბორის-ვუყოფთ პატიოსნისა პირისახისა შენისა გამოსახულებასა, მღვდელმთავარო ლუკა, და ვსასოებთ მიღებად შენ მიერ ღმრთისაგან თხოვილისა ჩვენისა. ამისთვის მოვეახლებით წმიდათა პატიოსანთა ნაწილთა შენთა და ლმობილითა გულითა გევედრებით: განგვაძლიერე ჩვენ, რაითა კეთილად და მტკიცედ ვსდგეთ მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ზედა და ქველთა-საქმეთა მიერ სათნო-მყოფელნი ღმრთისა დაუდუმებელად ვუგალობდეთ მას: ალილუია.



იკოსი 12


მგალობელნი ღმრთისა მიმართ, საკვირველისა წმიდათა შორის თვისთა, გაქებთ შენ, აღმსაარებელსა ქრისტესსა, მღვდელმთავარსა და მდგომელსა წინაშე საყდრისა უფლისა. რამეთუ ყოვლითურთ მაღალთა შინა მკვიდრ ხარ, გარნა ქვეყნიერთაცა ამათ არ დაგვიტევებ, მღვდელთმთავარო მამაო ლუკა, რომელი მარადის ქრისტესა თანა ჰსუფევ და ჩვენ, ცოდვილთათვის, მეოხ-მყოფელობ წინაშე ღმრთისა საყდრისა. ამისთვის ლმობილითა გულითა გხადით შენ:

გიხაროდენ, მიუახლებელისა ნათელისა მჭვრეტელო.

გიხაროდენ, სხივმფინარო ვარსკვლავო, ქვეყანასა ზედა ჩვენსა გამობრწყინვებულო.

გიხაროდენ, რომლისა თანა ანგელოსნი განიხარებენ და მისთვისვე კაცნიცა განსცხრებიან.

გიხაროდენ, რომელმან მასწავე ჩვენ მცნებანი ქრისტესნი და მქმენ ქრისტეანედ.

გიხაროდენ, რამეთუ ღირსად გამოსჩნდი ცათა სასუფეველისა.

გიხაროდენ, აღმსაარებლობისა გზითა სავანეთა სამოთხისათა მიწევნულო.

გიხაროდენ, ქრისტესთვის გინებისა დამთმენელო და საუკუნოისა დიდებისა მის თანა მიმღებელო.

გიხაროდენ, სულთა ჩვენთა ცათა სასუფეველად მიმყვანებელო.

გიხაროდენ, ჩვენ ცოდვილთათვის წინაშე საყდარსა ღმრთისასა მდგომარეო.

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სიქადულო და მიწა-წყალისა ჩვენისა სიხარულო.

გიხაროდენ, წმიდათა დასში შერაცხვად ღირს-ქმნილო.

გიხაროდენ, კრებულსა ყოველთა წმიდათა ყირიმისათა თანაზიარო.

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



კონდაკი 13


ჰოი, დიდო და ყოვლადქებულო სათნომყოფელო ღმრთისაო, მმღვდელმთავარო მამაო ჩვენო ლუკა! შეიწყნარე ესე გალობაი ქებულებისაი ჩვენ, უღირსთაგან, სიყვარულითა აღმოვლენილი. და მეოხმყოფელობითა წინაშე საყდრისა ღმრთისასა და ლოცვითა შენითა ჩვენ ყოველთათვის დაგვამკვიდრე მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ზედა და განგვაძლიერე ქველის-საქმეთა შინა; გვიხსენ ყოველთაგან ჭირისა, მწუხარებისა, სნეულებისა და განსაცდელისა, მოწევნულისა ცხოვრებასა ამას შინა; განგვარინე სატანჯველთაგან მომავალისა საუკუნისა და ღირს-გვყავი, რაითა მომავალსა მას ნეტარსა ცხოვრებასა ერთობით შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა ვუგალობდეთ შემოქმედსა ჩვენსა ღმერთსა: ალილუია.


(ეს კონდაკი იკითხება სამგზის, შემდგომ იკოსი 1 და კონდაკი 1)



იკოსი 1


ანგელოსთა თანამზრახველო და კაცთა მოძღვარო, სახელოვანო ლუკა, მსგავსად მახარებელისა და მოციქულისა ლუკასი, თანამოსახელისა შენისა, მიიღე ღმერთისაგან ნიჭი კურნებისა კაცობრივ უძლურებათა, და კურნებათა შორის სნეულ მოყვასთა მრავალი შრომა ქედს იდევ, ხოლო სხეულისათვის შენისა არა გულსმოდგინებდი, და ესრეთ მრავალთა ქველის-საქმეთა შინა განადიდებდი ზეციურსა მამასა. ამისთვის ლმობილნი მადლობით გხადით შენ:

გიხაროდენ, რომელმან სიყრმით შენითგან გონება შენი უღელსა ქრისტესსა დაამორჩილე;

გიხაროდენ, რომელი წმიდისა სამებისა ყოვლადპატიოსანი სამკვიდრებელი იყავ.

გიხაროდენ, რომელმან მოწყალეთა ნეტარება, სიტყვისაებრ ქრისტეისსა, დაიმკვიდრე.

გიხაროდენ, რომელმან სარწმუნოებითა ქრისტესითა და ღმრთივ მომადლებულითა ცოდნითა მრავალნი უძლურნი განკურნე;

გიხაროდენ, სხეულებრივთა სენთაგან ვნებულთა დიდად მოწყალეო მკურნალო;

გიხაროდენ, დღეთა ბრძოლისათა მრავალთა მეომართა განმკურნველო;

გიხაროდენ, ყოველთა მკურნალთა ბრძენო მოძღვარო;

გიხაროდენ, შეჭირვებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო;

გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ეკლესიისა დამტკიცებაო;

გიხაროდენ, მიწა-წყალისა ჩვენისა გაცისკროვნებაო;

გიხაროდენ, ყირიმისა სამწყსოისა დიდო სიქადულო;

გიხაროდენ, სიმფეროპოლისა ქალაქისა შვენიერო შემკულებაო;

გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო;



კონდაკი 1


მხნეო მბრძოლო მღვდელმთავარო მართლმადიდებელისა ეკლესიისაო და აღმსაარებელო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაო, რომელი მამულსა ჩვენსა აღმოუბრწყინდი მხარესა შინა ყირიმისასა ვითარცა სხივმფინარი მნათობი, კეთილად იღვაწე სოფელსა შინა და ქრისტეს სახელისათვის დევნულებანი დაითმინე, მარადის განადიდებდი განმადიდებელსა შენსა ქრისტესა, რომელმან სახითა შენითა მოგვმადლა ახალი მლოცველი და შემწე ჩვენი, წმიდაო ლუკა. ამისთვის ქებულებისა გალობათა გიგალობთ აწ, ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება დიდი მეუფისა მიმართ ცათა და ქვეყანისა, ყოველთაგან უძლურებათა სულისა და ხორცისა განგვათავისუფლე ჩვენ, და განგვამტკიცე კეთილად დგომისათვის მართლმადიდებლობასა შინა, რაითა ყოველნი ლმობილებითა გულისაითა გხადოდეთ შენ: გიხაროდენ, წმიდაო აღმსაარებელო ლუკა, მღვდელმთავარო სიმფეროპოლისა და ყირიმისაო, მკურნალო სახიერო და მოწყალეო.



ლოცვა


ჰოი, ყოვლადნეტარო აღმსარებელო, მღვდელმთავარო მამაო ჩვენო ლუკა, დიდო სათნო-მყოფელო ღმრთისაო! ლმობილებითა მომდრეკელნი მუხლთა გულისა ჩვენისათა და მოახლებულნი ლუსკუმასა პატიოსანთა და მრავალ-საკურნებელთა წმიდათა ნაწილთა შენთა, ვითარცა შვილნი მამასა, გევედრებით შენ ყოვლითა გულმოდგინებითა: შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა თხოვაი ესე და მიართვ ლოცვანი ჩვენი მოწყალესა და კაცთმოყვარესა ღმერთსა, რომლისა წინაშე აწ შენ მდგომარე ხარ სიხარულითა წმიდათაითა და ანგელოსთა დასისაითა. რამეთუ გვრწამს, ვითარმედ გაქუს იგივე სიყვარული ჩვენდა მომართ, რომლითაცა ყოველნი თვისნი მოყვასნი შენნი შეიყვარენ შენ, ოდეს სცხოვრებდი ამას სოფელსა შინა. მითხოვე ჩვენ ქრისტე ღმერთისაგან, რაითა დაგვამკვიდროს ჩვენ წმიდასა მართლმადიდებელსა ეკლესიასა თვისსა სულითა მართლისა სარწმუნოებისაითა და კეთილმსახურებისაითა: მწყემსთა მოჰმადლოს წმიდა მოშურნეობა და მზრუნველობა ცხოვრებისათვის მათდა მონდობილთა სიტყვიერთა ცხოვართა; მართლიად მორწმუნენი შეიკრძალოს ჭეშმარიტებითა, უძლურნი და მერყევნი განაძლიეროს მართალსა სარწმუნოებასა ზედა, უცნობელნი დამოძღვროს, წინააღმდგომნი ამხილოს, ხოლო ჩვენ, ყოველთა, მოგვანიჭოს თითოეულად კაცად-კაცადსა ნიჭნი კეთილად სახმარნი, და ყოველივე სასარგებლო ამა წარმავალი ცხოვრებისათვის და საუკუნოისა ჩვენისა ხსნისათვის; ქალაქთა ჩვენთა მოჰმადლოს დამტკიცება, ქვეყანასა ჩვენსა კეთილ-ნაყოფიერება, სიყმილისა და წარწყმედისაგან ხსნა; მწუხარეთა და მგლოვარეთა ნუგეშინის-ცემა, სნეულთა კურნება, გზააბნეულთა შიშითა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დაბრუნება, მშობელთა კურთხევა, შვილთა ღმრთისათა აღზრდა და სწავლება, ქვრივ-ობოლთა და უპოვართა – შეწევნა და ხელის-აღპყრობა. კვალად გევედრებით, წმიდაო აღმსარებელო - ლუკა, მღვდელმთავარო ყირიმისაო: მეოხ-ეყავ წინაშე უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა უწმიდესსა და უნეტარესსა საჭეთმპყრობელსა ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მამასა ჩვენსა ილიას, წმიდათა მსოფლიოს მართლმადიდებელთა პატრიარქთა, ყოვლადსამღვდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარ-ეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღვდელოთა და სამონაზვნო წესთა, ზიართა მართლმადიდებელისა ეკლესიისათა, რაითა მოანიჭოს მათ ძალი სულგრძელებისა და განსაცდელთა დათმენისა, ჭეშმარიტისა მწყემსობისა და მოუკლებელი ლოცვა-ვედრებისა სამწყსოთათვის მათთა; ეგრეთვე ევედრე მაღალსა ღმერთსა ღმრთივდაცულისა ქრისტეანე ერისათვის ჩვენისა და ღვთისმშობლის წილხვედრისა მამულისა ჩვენისა ივერიისათვის, რაითა სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცვას იგი და მოჰმადლოს რწმენა, სასოება და სიყვარული, გამთლიანება და გაძლიერება; კვალად მოგვანიჭე ჩვენ ყოველთა მწყემსთმთავრული და წმიდა სამღვდელმთავრო კურთხევა შენი, რაითა მფარველობითა შენითა ვიხსნნეთ ჩვენ მზაკვარის მანქანებათაგან და განვერნეთ ყოვლისაგან მტერობისა და დაუწყობლობისა, წვალებათა და განხეთქილებათაგან. მოგვეც ჩვენ ღმრთის სათნოდ განსლვა ამა წარმავალი ცხოვრებისაგან, წინამძღვარ-მეყავ ჩვენ გზასა ზედა, მიმყვანებელსა საყოფელად მართალთასა, გვიხსენ ჩვენ საზვერეთაგან ჰაერთა და ევედრე ჩვენთვის ყოვლადძლიერსა ღმერთსა, რაითა საუკუნოსა ცხოვრებასა ერთობით შენ თანა განუწყვეტლივ ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა და ერთარსსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და ხელმწიფება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ტროპარი, ხმა 1


მაცხოვნებელისა გზისა მაუწყებელო, აღმსაარებელო და მწყემსთმთავარო ყირიმისა მხარისაო, ჭეშმარიტო მცველო მამათა გადმოცემებისაო, სვეტო მტკიცეო, მართლმადიდებლობისა მოძღვარო, მკურნალო და ღმრთივ - განბრძნობილო მღვდელმთავარო ლუკა, დაუდუმებელად ევედრე ქრისტესა მაცხოვარსა ჩვენსა, რაითა მოგვმადლოს ყოველთა მართლმადიდებელთა დიდი წყალობა – სარწმუნოება შეურყეველი და ცხოვრება საუკუნო.



კონდაკი, ხმა 1


ვითარცა ვარსკვლავი იყავ ყოვლად ნათელი, გაბრწყინვებული სათნოებებითა, წმიდაო მღვდელთმთავარო ლუკა, ხოლო სული შენი ანგელოსთა-სწორად ჰყავ, ამისთვის მღვდელმთავრობისა წოდებისა ღირს-იქმენ, უღმერთოთაგან განდევნასა შინა დიდად ევნე, გარნა სარწმუნოებითა შეურყეველი ჰგიე და მურნალობისა სიბრძნითა მრავალნი განჰკურნე. ამისთვის პატიოსანი სხეული შენი, წიაღისაგან ქვეყანისა საკვირველად მოპოვებული, უფალმან განადიდა, რაითა ყოველნი მართალნი მორწმუნენი გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო მამაო ლუკა, სიქადულო და დამტკიცებაო ყირიმისა მხარისაო.



  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.