ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი 1
ღმრთივ გამორჩეულნო საკვირველთმოქმედნო და ღუაწლისა მძლენო მოწამენო, ბრძენნო მკურნალნო და ჭირთა და სალმობათაგან უსასყიდლოდ გამომხსნელნო, შესხმასა ქებისასა წადიერებით აღვსწერთ თქუენდამი, რამეთუ ჭურნი ეგე მადლისანი ყოვლადვე შემეწევით მჭმუნვარებისა მთხრებლსა შთათხეულთა უძლურთა ამათ, და წყლულებათა ბოროტთა სულისა და ხორცთა ჩუენთასა უწყინოდ ჰკურნებთ; ამისთვისცა, ვადიდებდეთ რაი ღმერთსა, წმიდათა შორის თვისთა საკვირველსა, თქუენცა გნატრით, მხმობელნი:
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
იკოსი 1
გული გითქუმიდა ანგელოზებრისა მოქალაქობისა, ხოლო სოფლისაი ყოველი მოიძულენით, და, ღუაწლითა მოღუაწებითითა გვირგვინოსანნი, პირისპირ ხილვად უფლისა ძალთაისა ღირს იქმნენით. ევედრენით უკუე ჩუენთვის გულსმოდგინედ, რომელნი-ესე შემოვედრებულ ვართ შეწევნასა თქუენსა, და ქებით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, მლოცველნო მხურვალენო პატივისმცემელთათვის წმიდისა ხსენებისა თქუენისათა.
გიხაროდენ, მკურნალთაგან დაგდებულთა ლმობიერად მკურნალნო.
გიხაროდენ, რამეთუ არად შეჰრაცხეთ სახლი, მამული და ყოველი მონაგები მშობელთა თქუენთა.
გიხაროდენ, გლახაკთა მოწყალედ გამომზრდელნო.
გიხაროდენ, ვნებულთა სალმობითა გულისაითა ნუგეშინისმცემელნო.
გიხაროდენ, სიწმიდითა და უმანკოებითა ანგელოზთა მიმსგავსებულნო.
გიხაროდენ, ლამპარნო საღმრთოისა ნათლისანო.
გიხაროდენ ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო.
გიხაროდენ, რამეთუ ქრისტიანეთა უვით შესავედრებლად ურცხუენელად.
გიხაროდენ, ვიდრე უკანაისკნელად აღმომშვინვამდე მსახურებასა შინა უფლისასა ცხორებისა თვისისა განმკაფელნო.
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალენო სამკვიდრებელნო მადლისანო და ჭურნო სულისა წმიდისანო.
გიხაროდენ, მსწრაფლშემწენო ყოველთა მღაღადებელთა თქუენთანო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 2
ჰხედვიდა რა უფალი ღმერთი გონებისა სიწმიდესა და კეთილმსახურებისა მიმართ გულსმოდგინებასა თქუენსა, რომელთა-ეგე ყოველივე ქუეყნიერი და ამის სოფლისაი ნაგევად შეგერაცხა, ხოლო მოყუსისა სიყუარულითა დაუცადებელთა ზრუნვათა შინა იყოფოდით, და კეთილითა ზნეობითა სულნი თვისნი განგეშუენნა, აღგავსნა თქუენ მადლითა სულისა წმიდისაითა; მისითა ნათლითა განცისკროვნებად ჩუენცა გვიოხენით წინაშე ქრისტეს ღმრთისა, რაითა ერთობით უგალობდეთ: ალილუია.
იკოსი 2
ცნობითა ჭეშმარიტისა ღმრთისმეცნიერებისაითა მეფესა უკეთურსა გულისხმა-უყავთ, და წარმოსტყუენეთ იგი ძალითა სიტყვითა თქუენთაითა, რომლითა კადნიერად ჰქადაგეთ ქრისტე. ხოლო ჩუენ, კადნიერებისა თქუენისა მაქებელნი, გიხმობთ გალობით:
გიხაროდენ, რომელნი არა მოინადირენით საცთურითა უკეთურისა მეფისაითა.
გიხაროდენ, წინაშე მისა კადნიერებით აღმსაარებელნო საღმრთოისა ჭეშმარიტებისანო.
გიხაროდენ რომელნი არა შეუშინდით მრისხანებასა მისსა.
გიხაროდენ, უკეთურისა კრებულისა სირცხვილეულ-მყოფელნო.
გიხაროდენ, უშიშონო ქადაგნო ჭეშმარიტებისანო.
გიხაროდენ, კერპთმსახურებისა შემმუსვრელნო.
გიხაროდენ, მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა მცველნო.
გიხაროდენ, აღმსაარებელნო შეურყეველნო; სულითა მოთმინებისაითა და შურითა დიდებისა ღმრთისაითა აღვსებულნო.
გიხაროდენ, დაუდუმებელნო მიმთხრობელნო საუფლოთა ბრძანებათანო.
გიხაროდენ, სარწმუნონო მოძღუარნო საღმრთოისა სიბრძნისანო.
გიხაროდენ, სასუფეველისა ქრისტესსისა მეოხნო ჩუენთვის.
გიხაროდენ, რომელნიცა არა დამიტევებ ჩუენ შემდგომად აღსრულებისაცა.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 3
ძალითა ზეგარდამოითა საწუთოსავე შინა ცხორებასა თქუენსა მომღებელ იქმნენით ხელმწიფებასა კურნებად ყოველთა სენთა და სალმობათა, წმიდანო, ხოლო შემდგომად აღსრულებისა უმეტესად განგადიდნა თქუენ ღმერთმან მრავლითა სასწაულთმოქმედებითა, რომლისათვისცა აწ ყოველნი მოვილტვით თქუენდამი, მთხოველნი კურნებად სენთა ხორცთა ჩუენთასა, და უფროისად-რე – სენთა სულისათაცა, და ღმერთსა, ქველის-მოქმედსა ჩუენსა, უღაღადებთ: ალილუია.
იკოსი 3
ვიხარებთ, განვიცდიდეთ რაი მრავალმკურნალთა ნაწილთა თქუენთა, ვითარცა მრავალფასსა რასმე საუნჯესა, და შემსხმელნი მადლსა კურნებათასა, მოცემულსა თქუენდა ღმრთისაგან, მადლობით უგალობთ:
გიხაროდენ, მხურვალენო შუამდგომელნო ჩუენნო წინაშე ღმრთისა.
გიხაროდენ, ელინურთა ზღაპრობათა არარად შემრაცხველნო.
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალენო სასანთლენო ჰრომისანო.
გიხაროდენ, ცოდვითა დაბნელებულთა ქუეყანათა განმანათლებელნო.
გიხაროდენ, ახოვანებისა და მოთმინებისა მასწავლელნო.
გიხაროდენ, რამეთუ ქვათა დაკრებისა დამთმენელთა მოწამებრივი აღსასრული ჰპოვეთ.
გიხაროდენ, ქრისტეს სიყვარულისათვის ვნებულნო; ჩუენცა ზეცისა კეთილთა თანაზიარად შეგვიწყნარენ.
გიხაროდენ, მონანო ღმრთისანო, უფლისა იესუ ქრისტესგან ძლევისა გვირგვინთა მომხუმელნო.
გიხაროდენ, მაჩუენებელნო სიმშვიდისა და სიმდაბლისა სახისა, საკვირველისა და ყოვლადშუენიერისა.
გიხაროდენ, შეურყეველო საფუძველო მართლმადიდებლობისაო, რომელსა ზედა დამტკიცებულ არს წმიდათა უვეცხლოთა მოწამებისა პატიოსნებაი.
გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეთა ბრწყინვალეო დიდებაო.
გიხაროდენ, სახიერნო მკურნალნო, რომელნი არავისგან მიიღებთ სასყიდელსა კურნებათასა.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 4
აღძვრამან უღმრთოისა მის მეფისა მძვინვარებისამან ვერ შეუძლო შერყევად სულთა თქუენთა, და რაჟამს მორწმუნეთა კაცთა მღვიმესა რომელსამე დაგიფარეს შეპყრობად მეძიებელთა თქუენთაგან, ნებსით თვისით გამოეცხადენით მხედართა, მხმობელნი: „შეგვიპყრენით, რამეთუ ჩუენ ვართ, რომელთა ეძიებთ, ხოლო უბრალონი განუტევენით“. ესრეთ ჯაჭვთა კრულნი ჰრომედ წარიგზავნენით; ხოლო ჩუენ, სარწმუნოებისა თქუენისა მაქებელნი და ჯაჭუთა თქუენთა ამბორისმყოფელნი, უგალობთ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 4
ესმა რაი ერთა ჰრომისთა ხმაი იგი ვნებულთა მიმართ დიდისა მის სიყუარულისა თქუენისათვის და სასწაულებრივთა კურნებათა, თქუენ მიერ აღსრულებულთა, ყოვლით-კერძო მოისწრაფეს თქუენდა სარწმუნოებითა თქუენ შორის მოქმედისა საღმრთოისა მადლისა კურნებათაისა; და მიემთხვივნეს რაი მსწრაფლ სიმრთელესა, აქებდეს ღმერთსა, ხოლო თქუენ, მოწყალეთა მკურნალთა თვისთა, ესრეთ გიგალობდენ:
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა ღმრთისა უძლეველნო მქადაგებელნო.
გიხაროდენ, საჭურველსა ქრისტეს ჯუარისასა კეთილად-მძლედ აღმღებელნო.
გიხაროდენ, სახიერნო მკურნალნო, ვნებულთა მსწრაფლშემწენო.
გიხაროდენ, ყოველთა უძლურთა უსასყიდლოდ მკურნალნო.
გიხაროდენ, აწცა სიმრთელისა გარდარეულად აღმომაცენებელნო.
გიხაროდენ, მოწყალენო ნუგეშინისმცემელნო ჭირთა და მწუხარებათა შინა შთავრდომილთანო.
გიხაროდენ, ყოველთა გარემოდგომილებათაგან დამცველნო ჩუენნო.
გიხაროდენ, შეუწევნელთა მიმართ მხსნელო მოხედვაო.
გიხაროდენ, მართალთა ყოვლად-ქებულნო სამკაულნო.
გიხაროდენ, მეოხებაო ჩუენო ძლიერო.
გიხაროდენ, ჩუენთვის გულსმოგინედ მვედრებელნო წინაშე ღმრთისა.
გიხაროდენ, ყოველთა, სარწმუნოებით მწოდებელთა თქუენთა, მსწრაფლშემწენო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 5
ღმრთივსათნოთა გზათა ზედა ვიდოდეთ, მონანო ღმრთისანო, რაჟამს კრულნი ჰრომს მიყვანებულ იქმნენით, რამეთუ არა ჰმსახურეთ კერპთა, არამედ ქრისტესა მხოლოსა ჰმონეთ, რომლისათვისცა სატანჯველნი მწარენი მოგეტყუა, წმიდანო, არამედ ყოველივე დაითმინენით სიყუარულისა მისისათვის; ხოლო ჩუენ, დიდებულითა მით მოთმინებითა თქუენითა და უფლისა მიმართ სიყუარულითა განხურვებულნი, თქუენთანავე უგალობთ მას: ალილუია.
იკოსი 5
იხილა რაი მეფემან, რამეთუ განკურნებულ იქმნა ძალითა ქრისტესითა, ქება შეწირა მისა, ხოლო ჩუენ, მადიდებელნი ღმრთისა მაღლისანი, გნატრით თქუენ, სათნოთა მისთა, და გიღაღადებთ:
გიხაროდენ, რომელთა შეიყუარეთ ზენაი უფროის ქუენაისა.
გიხაროდენ, რომელთა ქუეყანასა ზედა მოიღეთ ანგელოზებრი მოქალაქობაი.
გიხაროდენ, რამეთუ მრავალღმრთეებისა საცთური გარე-მიაქციეთ და კეთილმსახურებასა მამულსა არა გარდაჰხედით.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველი მონაგები თქუენი, უფლისა ბრძანებისაებრ, გლახაკთა განუყავთ, რათა ქრისტე შეიძინნეთ.
გიხაროდენ, რამეთუ არა ხოლო სიტყვითა, არამედ უფროისღა საქმითაცა და ღმრთისა მიმართ დაუცადებელითა ლოცვითა ყოველთა ჰმოძღურით.
გიხაროდენ, მოუკლებელთა წყაროთა კურენებათათა აწცა მოწყაროენო.
გიხაროდენ, ღმრთივ მოცემულთა სასწაულთა მოფენითა განმამდიდრებელნო ჩუენნო.
გიხაროდენ, თავთა შორის თქუენთა ტაძართა ღმრთისათა განმამზადებელნო.
გიხაროდენ, გლახაკთა მსწრაფლშემსმენელნო.
გიხაროდენ, მწუხარეთათვის მზრუნველნო და ნუგეშინისმცემელნო.
გიხაროდენ, უსასოთა უწყებულო სასოებაო.
გიხაროდენ, სნეულთა მსწრაფლ მკურნალნო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 6
რომელნი-ეგე სახელისა ქრისტესისა მქადაგებელ იყვენით ცხორებასა შინა თქუენსა, აწცა ძალსა მისსა სწამებთ საკრველთმოქმედებითა, ხატისა თქუენისაგან აღმომდინარითა; და ვითარცა ოდესმე არა უგულებელს-ჰყვენით სარწმუნოებაი ვისსამე დედაკაცისა, გამოეცხადენით რაი მას ძილსა შინა და აღსუბუქებაი სალმობისაი მიანიჭეთ, ეგრეთვე ჩუენთაცა ვედრებათა და გალობათა ხმანი შეისმინეთ, წმიდანო უვეცხლონო, სარწმუნოებაი და სიყუარული ერისა თქუენისაი მიითუალეთ და ზეგარდამოი საფარველი მოგუმადლენით, რომელნი-ესე გაქებთ თქუენ და უგალობთ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 6
აღმობრწყინდა, ვითარცა ნათელი, სიმართლე თქუენი, რაჟამს შესმენილთა სამშჯავროსა ზედა მეფისასა კადნიერებითა არქუთ მას: არა საცთურითა და მანქანებითა ვკურნებთ სნეულებათა, არამედ ძალითა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რამეთუ მან გუამცნო, მეტყუელმან: "უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, უსასყიდლოდ მოგიღებიეს და უსასყიდლოდცა მისცემდით". ხოლო ჩუენ, განკვირვებულნი კადნიერებითა თქუენითა, გნატრით შესხმითა ესევითარითა:
გიხაროდენ, რომელთა გვიჩუენენით სახელ სიმტკიცისა და სარწმუნოებისაი.
გიხაროდენ, სიხარულითა სამოთხისაითა მარადის განსუენებულნო.
გიხაროდენ, ყოვლად ბრძენნო მთესვარნო კეთილმსახურებისანო.
გიხაროდენ, დიდებულნო მქადაგებელნო მართლმადიდებლობისანო.
გიხაროდენ, მოძღუარნო, ზეცად მიმართ აღსვლად მაწუეველნო.
გიხაროდენ, დაუძინებელნო მცველნო წმიდისა და უხრწნელისა ცხორებისანო.
გიხაროდენ, მხურვალენო შემსმენელნო ხმასა მვედრებელთაისა.
გიხაროდენ, შუენიერნო და სარწმუნონო წარმმართებელნო ცხორებად მიმართ.
გიხაროდენ, პატიოსნად და ღმრთივსათნოდ ცხორებისა მნებებელთა სახიერნო წინამძღუარნო.
გხაროდენ, კეთილთათვის მეოხნო ყოველთა პატივისმცემელთა ხსენებისა თქუენისათა.
გიხაროდენ, სრბათა თქუენთა კეთილად აღმასრულებელნო.
გიხაროდენ, სიმართლისა გვირგვინთა მეუფისა ქრისტესგან მომღებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 7
გეგულებოდა რაი ძალისა ქრისტესისა გამოცხადებად ბოროტმსახურისა მეფისა, სულითა წმიდითა აღვსებულთა არქუთ მას: “სირცხვილეულ იქმენ, ჰოი მეფეო, ღმერთებითურთ შენით!” და მეყსეულად პირი მისი შეცვალებულ იქმნა, ხოლო ქედი განდრკა უშუერად: სასწაულითა ამით შეძრწუნებული გევედრებოდა თქუენ და იტყოდა: “აჰა ესერა ვხედავ, რამეთუ მონანი ხართ ჭეშმარიტისა ღმრთისანი; გევედრები უკუე თქუენ, ვითარცა სხუათა ჰკურნებდით, ეგრეთვე მეცა სიმრთელე მომმადლეთ, რაითა თქუენ თანა უღაღადო ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 7
საკვირველნო მეოხნო ჩუენნო, მკურნალნო სულთა და ხორცთა ჩუენთანო, და ცხორებისა საუკუნოისა მომატყუებელნო, გულითა მადლიერითა ქებისა გალობასა მგალობელთა ღმრთისა, მომმადლებელისა ჩუენდა ესევითართა საკრველთმოქმედთა, თქუენდაცა შესხმად გული-გუთქუამს:
გიხაროდენ, მოთმინებითა თქუენითა ანგელოზთა განმაკვირვებელნო.
გიხაროდენ, საღმრთოითა ბრწყინვალებითა სასწაულთა თქუენთაითა ყოვლისავე განმანათლებელნო.
გიხაროდენ, ყოველთა სნეულებათა უსასყიდლოდ და მსწრაფლ წარმდევნელნო.
გიხაროდენ, შუამდგომელობითა თქუენითა განრღუეულთა აღმადგინებელნო.
გიხაროდენ, უკურნებელთა სენთაგან ცოცხლებად მომყვანებელნო.
გიხაროდენ, ღირსებით აღმასრულებელნო ღუაწლთა ქუეყნიერთა.
გიხაროდენ, ჩუენთვის, კეთილთა საქმეთაგან განშიშულებულთა, მარადის შუამდგომელნო წინაშე ღმრთისა.
გიხაროდენ, რამეთუ ელვარებითა სიბრძნისა, ღმრთისა მიერ მონიჭებულისაითა, ყოველთა მორწმუნეთა განმანათლებელ ექმნებით.
გიხაროდენ, ჩუენთვის მვედრებელნო და შუამდგომელნო ჩუენნო, ყოვლად საკვირველნო.
გიხაროდენ, ქრისტესთვის ვნებათა ახოვნებითა დამთმენელნო.
გიხაროდენ, ნაკადულითა სისხლთა თქუენთაითა ქუეყანისა განმწმედელნო.
გიხაროდენ, კერპთმსახურთა უგუნურებისა მამხილებელნო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 8
მხილველნი სოფლისაგან უცხოისა ცხორებისა თქუენისანი, უცხო ვექმნებით ჩუენცა ამაოებათა, და გონებითა ზეცად მიცვალებულნი, გიღაღადებთ თქუენ, წმიდანო უვეცხლონო: დააცხვრენით სნეულებანი მადლით შემოსილისა კურნებისა გარდამოდინებითა ყოველთა მიმართ, რომელნი შეწევნისა თქუენისადმი გულსმოდგინედ მოივლტიან და ღმერთსა უგალობენ: ალილუია.
იკოსი 8
რომელთა ყოველი ცხორებაი თქუენი ქუეყანასა ზედა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუსისა მიმართ აღასრულეთ, წმიდანო უვეცხლონო კოზმან და დამიანე, აწცა მსწრაფლშემწედ გამოუჩნდებით ყოველთა, სარწმუნოებით მწოდებელთა თქუენთა, რამეთუ კურნებასა გარდამოუვლინებთ, არა თუ ოდენ რომელნი წმიდათა ნაწილთა თქუენთა მოუხდებიან, არამედ შორსმყოფთა მორწმუნეთაცა. ამისთვისცა მოგიძღუანებ თქუენ ქებისმეტყუელებასა ამას:
გიხაროდენ, რომელთა ერთსა ღმერთსა, სამებით დიდებულსა, სარწმუნოებით ჰმსახურეთ.
გიხაროდენ, ერთისა მის სახმარისა სიბრძნით გამომრჩეველნო.
გიხაროდენ, რამეთუ დაუცადებელსა შრომასა და ღუაწლსა შინა დღენი და ღამენი თვინიერ ყოვლისავე მოწყინებისა გარდაჰვლენით.
გიხაროდენ, რამეთუ ესევითარითა იწროებითითა და საჭირველითა ცხორებითა დიდებაი ღმრთისაი განამრავლეთ კაცთა შორის.
გიხაროდენ, უშიშად შედგომილნო მეუფისა ქრისტისა.
გიხაროდენ, რამეთუ გამოსჩნდით მასწავლელ და მყოფელ მცნებათა ქრისტესთა.
გიხაროდენ, რამეთუ დიდ წოდებულ იქმნენით სასუფეველსა ცათასა.
გიხაროდენ, დიდებითა ქრისტესითა ყოვლისა სოფლისა განმაცისკროვნებელნო.
გიხაროდენ, რამეთუ ვნებითა თქუენითა უვნებლობისა მომატყუებელ იქმნენით.
გიხაროდენ, რამეთუ მოწამებითითა სიკუდილითა უკუდავება მოიპოვეთ.
გიხაროდენ, რამეთუ ანგელოზთაებრ განსდიდენით ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.
გიხაროდენ, რამეთუ აწ გვირგვინშემოსილნი სდგათ წინაშე ღმრთისა.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 9
ყოველი ბუნებაი კაცობრივი განკვირდა თქუენ შორის განბრწყინვებულითა მადლითა საღმრთოითა, წმიდანო კოზმან და დამიანე, რაჟამს მეფესა უკეთურსა, მხილველსა სასწაულთა, სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა თქუენ მიერ ქმნულთასა, ჰრწმენა და დიდებაი მისცა ღმერთსა; ამისთვის ჩუენცა, მომცემელსა თქუენდა ესევითარისა ძალისასა, უგალობთ: ალილუია.
იკოსი 9
ენანი მრავალმეტყუელნი მოუძლურდებიან ღირსად გამოთქუმად სავსებასა სიყუარულისა თქუენისასა, რომლითა აღვსებულ იქმნენით, წმიდანო, კაცთა მიმართ უფლისა მიერ; ამისთვისცა სიღრმით გულთა ჩუენთაით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, რომელნი-ეგე სიკუდილამდე არა დასცხრებოდეთ მონებად უფლისა.
გიხაროდენ, ცეცხლითა სიყუარულისა ღმრთისაითა მოტყინარეთა, დამშრეტელთა ცეცხლსა კერპთა ნაზორევისათა.
გიხაროდენ, მოყუასთა თვისთა უფროის თავისა თვისისა შემყუარებელთა.
გიხაროდენ, რამეთუ მიჰხედევდით უძლურთა და სნეულებითა შეპყრობილთა.
გიხაროდენ, უპოვართა სახმარებად მოსწრაფენო.
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელნო.
გიხაროდენ, უსასოთა შემწენო.
გიხაროდენ, ობოლთა გამომზრდელნო.
გიხაროდენ, ღელვა-გუემულთა შესავედრებელნო.
გიხაროდენ, შეიწრებულთა განმათავისუფლებელნო.
გიხაროდენ, რამეთუ სრბისა კეთილისა აღმასრულებელნი, ქრისტეს მიმართ ამაღლებულ იქმნენით.
გიხაროდენ, რამეთუ სასუფეველსა მისსა განისუენებთ.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 10
მრავალთა ცხოვნებისა მნებებელმან უფალმან გამოგვიცხადნა თავნი თქუენნი, ვითარცა სასწაულთმოქმედნი თვისნი; ვინ არა შეიმუსვროდის, იხილის რაი ყოველთა მიმართ განუზომელი ლმობიერება თქუენი; ვინ არა გნატრიდეს თქუენ, რამეთუ არა ხოლო თუ კაცთა ჰკურნებთ არაძლებათაგან, არამედ პირუტყუთაცა შეიწყალებთ; აწ უკუე, ნუ გარე-მიაქცევთ ლოცვათა ჩუენთა, არამედ უშურველად გარდამოგვივლინენ დიდნი და მდიდარნი წყალობანი თქუენნი, რაითა ხმა-ვყოთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
იკოსი 10
ზღუდე ხართ ყოველთა მაქებელთა სასწაულთა თქუენთათა, და შეწევნისა თქუენისა მომართ მოლტოლვილთა, ჰოი უსასყიდლონო; ზღუდე და სიმტკიცე ხართ, გარე-მომზღუდველნი და დამცველნი ჭირთაგან, ყოველთა, რომელნი გულსმოდგინედ გხადიან შემწედ; ჩუენცა უკუე დაგვიცვენით სიგლახაკისა და მტერთა ზედა-დასხმისაგან, სალმობათა და მწუხარებათა; გევედრებით და მხურვალედ გიღაღადებთ:
გიხაროდენ, ძალითა და მოთმინებითა ანდამატსა აღმატებულნო.
გიხაროდენ, ვეცხლისმოყუარისა შურითა უბრალოდ ვნებულნო.
გიხაროდენ, ჭირთა შინა შემწენო დიდებულნო.
გიხაროდენ, უძლურთა და შეუწევნელთა განმამტკიცებელნო.
გიხაროდენ, ზედა-დასხმათა შინა უძლეველნო მცველნო.
გიხაროდენ, გლახაკთა და უპოვართა ყოვლად მოწყალენო განმამდიდრებელნო.
გიხაროდენ, მშიერთა მოწყალედ გამომზრდელნო.
გიხაროდენ, სალმობითა და სნეულებითა შეპყრობილთა ყოვლად ბრძენნო მკურნალნო.
გიხაროდენ, სარწმუნოებით თქუენდა მოლტოლვილთა მხურვალენო დამცველნო ყოველთაგან ურვათა და გარე-მოდგომილებათა.
გიხაროდენ, რამეთუ ხსენებაი თქუენი დიდებულ არს ყოველთა მიერ ქუეყანასა ზედა.
გიხაროდენ, რამეთუ სახელნი თქუენნი დაწერილ არიან ცათა შინა.
გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისა მიერ განდიდებულ იქმნენით.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 11
გალობაი შემუსვრილითა გულითა აწ ჩუენ მიერ ძღუნად შეწირული ვერ კმა არს ღირსად ქებად ყოვლად დიდებულთა ღუაწლთა და შრომათა თქუენთა, რომელნი ქრისტესთვის აღასრულეთ ცხორებასა შინა თქუენსა, არამედ კადნიერებით გევედრებით, გულსმოდგინე ლოცვა ჩუენი შეიწყნარეთ, და თქუენითა ლოცვითა ჭირთაგან განგუარინენით ჩუენ, რაითა მდაბლითა გულითა ხმა-ვყოთ ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 11
ნათელცისკროვანი და ზეციური გონება განაცხადეთ ოდესმე მეფისა წინაშე, მამხილებელთა ცთომისა მისისათა, ხოლო აწ უხრწნელებითა ნაწილთა თქუენთაითა და სიმრავლითა სასწაულთაითა დამამტკიცებელ მართლმადიდებლობის იქმნებით; ამისთვისცა მადლობით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, გუამოვანისა სიტყვისა კადნიერად ქადაგნო.
გიხაროდენ, კერპთა ძალისა კეთილადმძლედ შემმუსვრელნო.
გიხაროდენ, რამეთუ თქუენ მიერ დაითრგუნა მსახურებაი ეშმაკთაი.
გიხაროდენ, რამეთუ თქუენ მიერ ქადაგებულ იქმნა თაყუანისცემაი ქრისტეს მიმართ.
გიხაროდენ, მოძღუარნო ყოვლად ბრძენნო.
გიხაროდენ, ქველისსაქმეთა უწყინოდ აღმასრულებელნო.
გიხაროდენ, რამეთუ, შრომათაებრ ქუეყნიერთა, საყოფელთა ზეცისათა მოდასეობთ.
გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად მიცვალებისა თქუენისაცა არა დაგვიტევებთ.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებით მწოდებელთა თქუენთა მსწრაფლ შეწევნასა მოჰმადლებთ.
გიხაროდენ, წმიდანო მკურნალნო, რამეთუ ბოროტად სნეულთა სიმრთელესა მოგუანიჭებთ.
გიხაროდენ, ლოცვათა მორწმუნეთათა არა გარე-მიმაქცეველნო.
გიხაროდენ, ჩუენ უღირსთათვის წინაშე საყდარსა ღმრთისასა შუამდგომელნო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 12
მადლმან, მოცემულმან თქუენდა უფლისა ღმრთისა მიერ კურნებად ყოველთა უძლურებათა, სულიერთა და ხორციელთა, დღეს შემკრიბნა ჩუენ პატივისცემად ხსენებასა თქუენსა, წმიდანო უვეცხლონო კოზმან და დამიანე; კრძალულებითა მიმხედველნი წმიდათა ხატთა თქუენთა და სიმდაბლითა გულისაითა შევრდომილნი გევედრებით განრინებად ჩუენ ყოველთა ყოველთაგან ბოროტთა და სნეულებათა, რაითა ყოველთა ღაღად-ვყოთ ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 12
უგალობთ სასწაულთა თქუენთა, ვაქებთ ღუაწლთა და შრომათა, ვნატრით მოწამებრივსა აღსასრულსა, პატივ-ვსცემთ ოხასა და შუამდგომელობასა თქუენსა ყოველთათვის მოქენეთა შეწევნისა თქუენისათა: ვადიდებთ მომცემელსა ჩუენდა ყოველთა კეთილთასა - ღმერთსა, რომელმანცა მოგუანიჭა თქუენებრნი საკვირველნი მლოცველნი, და სიმდაბლითა გულისაითა გიხმობთ:
გიხაროდენ, უფლისა იესუის სარწმუნოდ მქადაგებელნო.
გიხაროდენ ჭეშმარიტებათა მისთა უშიშად მოწამენო.
გიხაროდენ, მხურვალენო შუამდგომელნო ჩუენნო წინაშე საყდარსა მისსა.
გიხაროდენ, ხორცთა ჩუენთა ლმობიერად მკურნალნო.
გიხაროდენ, რომელთა სუფევაი ზეცათაი და საუკუნონი კეთილნი დაიმკვიდრენით.
გიხაროდენ, სანატრელო ორობაო, ღმრთისა მიმართ სასოებაო ჩუენო.
გიხაროდენ, მირონნო კეთილსუნნელნო, სიმრთელისა მოწყაროენო.
გიხაროდენ, ვნებათა სიმყრალისა ლოცვითა თქუენითა განმაქარვებელნო.
გიხაროდენ, სიმრთელისა მომცემელნო და სასწაულთა აღმომაცენებელნო.
გიხაროდენ, ნათლით შემოსილნო სუეტნო ეკლესიისანო და ზღუდენო შეუძრველნო.
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა საღმრთოისა ვენახისა რტონო.
გიხაროდენ, ორობაო ბრძენთა უვეცხლოთაო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 13
ჰოი, ყოვლად საკვირველნო უვეცხლონო სასწაულთმოქმედნო მკურნალნო და სათნონო ღმრთისანო დიდებულნო კოზმან და დამიანე, მიითუალეთ ვედრებაი ესე ჩუენი, შემუსრვილითა გულითა შეწირული; განკურნენით მრავალსახენი სენნი ჩუენნი და მხურვალითა შუამდგომელობითა თქუენითა გამოგვითხოვეთ ქრისტესგან ღმრთისა განრინებაი ჩუენი ყოველთა ჭირთა და ხდომათაგან, და მოტევებაი შეცოდებათა ჩუენთა და კეთილი სასოებაი საუკუნოისა ცხორებისაი, რაითა ღირს ვიქმნნეთ თქუენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა დაუსრულებელთა შინა საუკუნეთა გალობად ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისა: ალილუია. ( ეს კონდაკი - 3-გზის)
იკოსი 1
გული გითქუმიდა ანგელოზებრისა მოქალაქობისა, ხოლო სოფლისაი ყოველი მოიძულენით, და, ღუაწლითა მოღუაწებითითა გვირგვინოსანნი, პირისპირ ხილვად უფლისა ძალთაისა ღირს იქმნენით. ევედრენით უკუე ჩუენთვის გულსმოდგინედ, რომელნი-ესე შემოვედრებულ ვართ შეწევნასა თქუენსა, და ქებით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, მლოცველნო მხურვალენო პატივისმცემელთათვის წმიდისა ხსენებისა თქუენისათა.
გიხაროდენ, მკურნალთაგან დაგდებულთა ლმობიერად მკურნალნო.
გიხაროდენ, რამეთუ არად შეჰრაცხეთ სახლი, მამული და ყოველი მონაგები მშობელთა თქუენთა.
გიხაროდენ, გლახაკთა მოწყალედ გამომზრდელნო.
გიხაროდენ, ვნებულთა სალმობითა გულისაითა ნუგეშინისმცემელნო.
გიხაროდენ, სიწმიდითა და უმანკოებითა ანგელოზთა მიმსგავსებულნო.
გიხაროდენ, ლამპარნო საღმრთოისა ნათლისანო.
გიხაროდენ ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო.
გიხაროდენ, რამეთუ ქრისტიანეთა უვით შესავედრებლად ურცხუენელად.
გიხაროდენ, ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მსახურებასა შინა უფლისასა ცხორებისა თვისისა განმკაფელნო.
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალენო სამკვიდრებელნო მადლისანო და ჭურნო სულისა წმიდისანო.
გიხაროდენ, მსწრაფლშემწენო ყოველთა მღაღადებელთა თქუენთანო.
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
კონდაკი 1
ღმრთივ გამორჩეულნო საკურველთმოქმედნო და ღუაწლისა მძლენო მოწამენო, ბრძენნო მკურნალნო და ჭირთა და სალმობათაგან უსასყიდლოდ გამომკსნელნო, შესხმასა ქებისასა წადიერებით აღვსწერთ თქუენდამი, რამეთუ ჭურნი ეგე მადლისანი ყოვლადვე შემეწევით მჭმუნვარებისა მთხრებლსა შთათხეულთა უძლურთა ამათ, და წყლულებათა ბოროტთა სულისა და კორცთა ჩუენთასა უწყინოდ ჰკურნებთ; ამისთვისცა, ვადიდებდეთ რაც ღმერთსა, წმიდათა შორის თვისთა საკრველსა, თქუენცა გნატრით, მხმობელნი:
გიხაროდენ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და ყოვლად დიდებულნო საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე.
ლოცვაჲ მუხლთმოდრეკით სათქუმელი
თქუენდა მომართ, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო კოზმან და დამიანე, ვითარცა მსწრაფლშემწეთა და მხურვალეთა მვედრებელთა ცხორებისა ჩუენისათვის, ჩუენ უღირსნი, მოდრეკითა მუხლთაითა მოვილტვით და შევრდომილნი გულსმოდგინედ გიღაღადებთ: ნუ შეურაცხჰყოფთ ვედრებასა ჩუენ ცოდვილთა და უძლურთასა, შთავრდომილთა მრავალთა უშჯულოებათა შინა და ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცოდვათა მომპოვნებელთა; გვითხოეთ უფლისაგან, რაითა განავრცოს ჩუენ ზედა, უღირსთა მონათა თვისთა, დიდი და მდიდარი თვისი წყალობა; განგუარინენით ჩუენ ყოვლისაგან მწუხარებისა და სნეულებისა, რამეთუ უფლისა და ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისა იესუის ქრისტესგან მოგიღებიეს მოუკლებელი მადლი კურნებათაი მტკიცისა მის სარწმუნოებისა თქუენისათვის, უსასყიდლოისა მკურნალობისა და მოწამებრივისა აღსასრულისა თქუენისა.
შეისმინეთ ჩუენი, მვედრებელთაი, და კეთილსათნოითა შუამდგომელობითა თქუენითა გვითხოეთ ქრისტეს ღმრთისაგან მართლმადიდებელთა და ღმრთისმოყუარეთა განმგებელთა ჩუენთათვის სიმრთელეი, კეთილდღეობაი, ცხორებაი, ხოლო მტერთა ზედა ერისა ჩუენისათა – ძლევაი და განმარჯუებაი.
შევრდომილნი კუალადცა გულსმოდგინედ გევედრებით, გვითხოეთ უფლისაგან ყოველივე კეთილად სარგებელი, რაიცა რაი სახმარ არს ცხორებასა ამას ჩუენსა შინა საწუთოსა, და უფროისღა ცხორებასა საუკუნესა, რაითა ღირს ვიქმნნეთ ლოცვითა თქუენითა მიწევნად აღსასრულსა ქრისტიანობითსა, უჭირველსა, ურცხუენელსა, მშვიდობითსა, და განვერნეთ მზაკუვარებათა ეშმაკისათა და საუკუნოთა სატანჯველთა, და დავიმკვიდრნეთ დაუსრულებელი და ნეტარი სუფევაი ზეცათა სასუფეველსა.
ჰოი, სათნონო ღმრთისანო, ნუ დასცხრებით ვედრებად ჩუენთვის, სარწმუნოებით თქუენდა შევედრებულთა; დაღაცათუ სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთაისა არა ღირს ვართ მოწყალებისა თქუენისა, არამედ ვინაითგან სარწმუნონი მობაძავნი ხართ კაცთმოყუარისა ღმრთისანი, ყავთ ჩუენ შორის, რაითა ვპოვნეთ ნაყოფნი, ღირსნი სინანულისა, და მივიწინეთ საუკუნესა განსუენებასა, მაქებელად და მაკურთხეველად საკვირველისა წმიდათა შორის თვისთა – უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, და თქუენისაცა მხურვალისა შეწევნისა, წმიდანო, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და მეოხებითა წმიდათა უვეცხლოთა მკურნალთა და საკვირველთმოქმედთა კოზმან და დამიანესითა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.