ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
მოციქულო ქრისტეს ღვთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიენ და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე ღვთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი წყალობაი.
ღმრთისა მიერ ჩინებულ იქმენ, თევზთა თხევლისაგან ქადაგებად სახარებისა და მესათხევლისაგან თევზთა, მესათხევლედ კაცთა. ჭეშმარიტსა მას ღმრთის-მჭვრეტელობისა ნათელსა შინა მიწევნული დიდებულო მოციქულო, მოწაფეო, მეგობარო და ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო, ევედრე ერთადერთსა ჭეშმარიტად კაცთმოყვარესა, მასვე, შენს მიერ უწრფელესი გულით შეყვარებულსა. რათა შეგვიწყალოს ჩუენ, მის წინაშე შენისა წინამდგომელობისა მეძიებვლნი და შენდამი მხმობელნი! გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ანგელოზთა ძალთა და ყოველივე ქმნილისა შემოქმედმან, მეუფემან და უფალმან, ჩვენისა ხორცისა შემმოსველმან და ქუეყანასა ზედა ჩვენდა ხსნად მოვლენილმან, გიხილა რა მქცეველმან მან ზღვის კიდესა მას გალილეისასა და გიწოდდა რა შენ ძმითურთ, ნეტარო იოანე, მოციქულებრივი წოდებით, დაუტევე ეგე ბადენი იგი მეთევზეთანი და მამაი შენი, ნავსა შინა მჯდომარე, მიერითგან განუხრელად კვალდაკვალ მისდევდი რა მაცხოვარსა. ამისათვისცა ესრეთ გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ქრისტეს სიყვარულისათვის ხორციელი მამის დამტევებელო.
გიხაროდენ, ქრისტეს მიერ ზეციური მამის შემძენელო.
გიხაროდენ, ამა სოფლისა და ყოველთა მისთა სიამეთა მომძულებელო.
გიხაროდენ, ზეციურ სიკეთეთა ჯილდოდ მიმღებელო.
გიხაროდენ, ხორცისა სულისადმი სრულიად დამმონებელო.
გიხაროდენ, სულისა შენისა შენი უტკბილესი მასწავლებლის, იესოსადმი დამამორჩილებელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
იხილა რა, ქრისტემან ღმერთმან, შეუბღალავი სიწმინდე გულისა მის შენისა, ხორციელ ვნებათაგან მიუაჩრდილებელი, შეგრაცხა შენ ღირსად საიდუმლოთა გამოცხადებათა ჭვრეტისა, რამეთუ ღმრთისმეტყვველებისა სიღრმეთა მწვდომელი, შემძლებელ ხარ ქადაგებად მისა, საცნობელად ყოვლისა ქუეყანისა. ამისათვისცა "ძედ ქუხილისა" უფლისა მიერ სახელდებულ იქმენ და მასვე შეჰღაღადე ესრეთ: ალილუია.
ჭეშმარიტად ღმრთისმჭვრეტელითა გონებითა განანათლე სული შენი, ვიდოდი რა შენი სახიერი მასწავლებლის კვალდაკვალ, მის ბაგეთაგან გარდამომავალ სიბრძნისა შემსწავლელი, ოდეს სრული უზაკველობისა და ქალწულებრივი უბიწოებისა დამმარველი, შენი უფლის, ქრისტეს მიერ შეყვარებულ იქმენ, შეისმინე ჩვენიცა, შენდამი ესრეთ მგალობელთა:
გიხაროდენ, უზაკველობისა დამმარხველო.
გიხაროდენ, ქალწულებისა და სიწმინდისა მცველო.
გიხაროდენ, ღმრთისა და მოყვასისა სიყვარულისა მასწავლებელო.
გიხაროდენ, კეთილზნეობრიობისა მიმართ წარმმართველო.
გიხაროდენ, მორჩილებისა სარკეო.
გიხაროდენ, ლამპარო ღმრთაებრივისა მადლისაო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ღმრთაებრივი ძალი იგი ქრისტესი, უძლლური ადამიანური ბუნებისა ღრუბლით დაფარული, ცხადად შეიმეცნე ოდეს უფალმა ჩვენმა, აღმადგენელმან მან ასულისა მის იაიროსისა, ხოლო ამისა შემდგომ, თაბორსა ზედა ფერისა მცვალებელმან, გყო შენ ღირსად, ყოფილიყავ თვისთა ორთა მოწაფეთა თანა, ეგევითართა უდიდებელეს სასწაულთა მოწამე, იხილე რა, რამეთუ ქრისტე არს ღმერთი ჭეშმარიტი, გულის სიღრმით, შენით ღაღადყავ მისდამი: ალილუია.
უდიდესისა კადნიერებისა მქონებელი, შენი შემყვარებელი ქრისტეს, ძე ღმერთის მიმართ, მკერდსა მისსა ზედა მიეყრდენ აღმასრულებელსა მას საიდუმლოისა სერობისასა და ოდეს უფალმა ჰწინასწარმეტყველა გამცემელსა თვისზე, მხოლო ოდენ შენ კადნიერ იქმენ კითხვად სახელისა მისისა. ამისათვისცა გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, მოწაფეო, ქრისტეს მიერ შეყვარებულო.
გიხაროდენ, მისო მარადიულო მეგობარო.
გიხაროდენ, დაუბრკოლებლად უფლის მკერდსა ზედა განსვენებულო.
გიხაროდენ, გამცემელისა სახელისა კადნიერად მკითხველო.
გიხაროდენ, ქრისტესთან სხვებზე უფროისად მიახლებულო.
გიხაროდენ, უფლის სიტყვათა, ვითარცა საუნჯისა მრავალსასყიდლისა, გულსა შინა დამმარხველო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ოდეს ულმობელ და უმადურ იუდეველთა მრისხანებისა და ბოროტი განძვინებისა ქარიშხალი აღიძრა ქრისტეს, ძე ღმერთის წინააღმდეგ, მაშინ ყოველნი მოწაფენი მისნი ივლტოდნენ ძრწოლით შეპყრობილნი. ხოლო შენ, მისდამი უმტკიცესისა სიყვარულისა მქონებელმა, ვიდრე ჯვარსა და სიკვდილამდე არა დაუტევე იგი, უმზერდი ყოველთა ვნებათა ქრისტესთა, გულით თანამგრძნობელი ქალწულისა მის დედისა ღმრთისასა, რომელი ჰცრემლეოდა და ჰგოდებდა, და ღმრთისა უკიდურესითა გულმოწყალებითა და მრავლისმთმენობისა განკვირვირვებული, უღაღადებდი კაცსა მოდგმისათვის ვნებულს: ალილუია.
იქნა რა გამოკიდებულ, ჩვენთა ცოდვათა გამო, ჯვარსა ზედა მიმსჭვალული მხსნელი ქვეყნიერებისა და გხედვიდათ შენ და დედასა თვისსა, წინაშე მდგომარეთ, ძედ უკურთხეულესსა ქალწულსა მიგცა შენ, მისდამი ესრეთ მხმობელმა: "დედაკაცო, აჰა ძეი შენი, - და შენცა კვლავაც, - აჰა დედაი შენი". ჩვენ კი, განკვირვებულნი, შენზედა გამოჩინებულთა სიყვარულითა ქრისტესითა, ეგრეცა გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, ძეო, ღმრთისა დედისა თანა გებისა ღირსად შერაცხილო;
გიხაროდენ, ამისათვისცა ქრისტესადმი ერთგვარი სულიერი ნათესაობითა უფროისად მიკუთვნებულო.
გიხაროდენ, რომელი დედასა ღმრთისასა ღირსეულად მსახურებდი.
გიხაროდენ, რომელი მას, ვითარცა დედასა თვისსა, შენთანა ყოველგვარი პატივითა ამყოფებდი.
გიხაროდენ, შემდგომად მიძინებისა, მისისა პატიოსანისა და წმიდისა სხეულისა საფლავთან მიმაცილებელო.
გიხაროდენ, რომელი მთავარანგელოზ გაბრიელისა მიერ ჩამოტანილ სამოთხისა მოელვარე რტოთი, სარეცელსა მისსა წინა უძღოდი.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ღვთივმწთოლვარე ვარსკვლავი გამოგიჩნდა ასიას, ღმრთის სიტყვის საქადაგებლად განსრულსა მას შინა, ვითარცა ესე წილისა ყრითა გენიშნა შენ, გარნა ესრეთ ღმრთისა მიერ დაშვებულ იქნა, რათა მიმავალი მუნ, გზად ზღვასა შინა შთაგდებულ ყოფილიყავ. ხოლო მადლმან ღმრთისამან, მარადის შენთანა მყოფელმა ცხოვლად დაგიცვა ესე ზღვის წყალთა წიაღ და შემდგომად ათოთხმეტისა დღისა, უბრძანა ტალღასა მას ზღვისასა, აღქაფებითა მისითა, ნაპირსა ზედა გამორიყვა შენი. ხოლო ოდეს იხილა ეს მოწაფემან შენმან პროხორმა, შენისა აღსასრულისა მრავალგზის გამომგლოველმან, ღაღადჰყო ესრეთ ხმითა დიდითა სასწაულმოქმედი ღმრთისადმი: ალილუია.
იხილეს რა ეფესოსა მცხოვრებთა უდიდებულესი სასწაული ესე, შენს მიერ აღსრულებული, ოდეს ყრმაი იგი დომნა, ეშმაკისა მიერ მოკვდინებული, ლოცვითა შენითა აღადგინე, ხმითა დიდითა უგალობდნენ ძალსა უფლისასა, მათთვის შენს მიერვე ნაქადაგებსა და ბილწისა კერპთმსახურებისაგან განრინებულნი, ხმობდნენ შენდა მომართ:
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა ღმრთისა მსახურო.
გიხაროდენ, ეშმაკთა განმსხმელო.
გიხაროდენ, მკვდართა ქრისტეს ძალითა აღმადგინებელო.
გიხაროდენ, კაცთათვის სიცოცხლისა და სიმრთელისა დამბრუნებელო.
გიხაროდენ, რომელი, დაბნელებულთა გონებითა, ჭეშმარიტი ნათლისაკენ მოუწოდებ.
გიხაროდენ, რამეთუ მართლითა სარწმუნოებითა განათლებულთ სათნოებისაკენ მისდრეკ.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ეფესოსა შინა სიტყვისა ღმრთისა ღმერთშემოსილ მქადაგებლად მყოფი და მადლისა მის სახარებისა გულსმოდგინე განმავრცობელი, სწავლებასა შენსა დიდებულითა და საკვირველითა სასწაულებითა დაამტკიცებდი, ოდეს საკერპოი იგი არტემიდასი ერთითა ხოლო ლოცვითა დაამხვე, წარმართნი კი ამისა მხილველნი, ერთსავე ღმერთსა შეემეცნენ, ჩვენცა მასვე უღაღადებთ რა: ალილუია.
აღმობრწყინდა რა, ვითარცა მზე იგი, ეფესოს შინა, ნათელი შენს მიერ ნაქადაგები ქრისტეს სარწმუნოებისაი, ოდეს, უღრსი დომეტიანე, დევნითა აღიძრა ქრისტიანეთა წინააღმდეგ. მაშინ შენცა, ვითარცა ეგე ქრისტეს სახელისა გულსმოდგინე აღმსარებელი, რომსა შინა მთავრისა მიერ შეკრული წარიგზავნე, სადაცა საშინელნი ტანჯვანი დაითმინე. ამისათვისცა ჩვენცა ესრეთ მოწიწებით ვხმობთ შენდამი:
გიხაროდენ, ქრისტეს აღმსარებლობისათვის გვემულო.
გიხაროდენ, მომაკვდინებელ შხამით სავსე თასისა უვნებელად შემსმელო.
გიხაროდენ, მდუღარე ქვაბსა წინა უხარშველად დაცულო.
გიხაროდენ, ქრისტეს ძალითა საშინელ ტანჯვათაგან უვნებლად განრინებულო.
გიხაროდენ, შენთვისა ზიანისა ვერ მიყენებითა მტარვალისა მის, კეისრისა შემაშინებელო.
გიხაროდენ, ამითა ერისა მის, ქრისტიანთაგან თაყვანისცემულისა ღმრთისა დიდებულებაში დამარწმუნებელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ოდეს იხილა მტარვალმან მან, ვითარმედ უსაშინლესი ტანჯვანი, რომელნი მისგან დაითმინე, ვერ შემძლებელ არიან მოკვდინებად შენდა, მაშინ შეგრაცხა რა უკვდავად, კუნძულ პატმოსსა შინა დევნულებაი მოგისაჯა. შენ კი, დამორჩილებული განგებულებასა ღმრთისასა, ყოველივეს ესრეთ მნებებელისა, ეგევითარითა მადლობისა გალობითა უგალობდი უფალსა, ყოველივეს კეთილად მომაწყობელსა: ალილუია.
ახალნი სასწაულნი გამოუჩინე წარმართთა, ეძიებდი რა მათ ქრისტეს მაცხოვნებელ სარწმუნოებასა ზედა მოქცევასა. ოდეს დევნულებისა ადგილისაკენ ცურვითა მიმავალმა, უბრძანე ზღვასა, დამხვრჩალი ყრმისა გემსა ზედა ცხოვლად გამორიყვა, ქარიშხალი დასცხრა, წყალი მარილოვანი ტკბილად გარდაიქცა, მებრძოლი მუცლის სნეულებისაგან განიკურნა, ხოლო პატმოსზე შენისა მისვლისა შემდგომ, ეშმაკი იგი მტანჯველი, მომავლისა მწინასწარმეტყველებელი, მისით შეპყრობილისაგან განიდევნა. მაშინ ყოველნი, მხილველნი ეგევითართა საკვირველთა სასწაულთა, შენგან აღსრულებულთა, სამპიროვან ღმრთისა ცნობად და ნათლისღებად მოყვანილ იქმნენ. ჩვენ კი კვლავაც ესრეთ გნატრით შენ:
გიხაროდენ, ზღვისა და ქარიშხლისა მბრძანებელო.
გიხაროდენ, კაცთაგან სატანურ სულთა განმდევნელო.
გიხაროდენ, ერთითა მით სიტყვითა სნეულებათაგან განმკურნელო.
გიხაროდენ, ჭირსა შინა ყოველთა შემწეო.
გიხაროდენ, სასწაულთა შენთა მიერ კერპთაყვანისმცემელთა განმაკვირვებელო.
გიხაროდენ, სწავლებითა შენითა, ურწმუნოთა ჭეშმარიტ სარწმუნოებასა ზედა დამამტკიცებელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
უცნაურ იქმნა სახილველად ქურმთათვის აპოლონისა, თუ ვითარ ტაძარი ღმრთისა მათისა და ყოველნი მას შინა მყოფნი კერპნი, ერთითა სიტყვითა ქვეყანასა ზედა დაამხვე. ამისათვისცა განკვირვებულნი ამითა და განძვინვებულნი, ეგევითარითა კადნიერებითა შენითა, წარვიდნენ ვინმე გრძნეულისა თანა, უდიდესისა სატანურისა ძალისა მქონებელისა, მთხოვნელნი შურისგებად შეურაცხყოფისათვის ღმრთისა მათისა; ის კი დაბრმობილი ეგე სულითა და ვერ მხილველი ძალისა მის შენში დამკვიდრებულისა, სხუადასხვაგუარ მოჩვენებებითა გესხმოდა თავს შესაძრწუნებელად შენდა და ერსა მას, შენსა წინააღმდეგ აღძრავდა: თუმცაღა თავადვე შთავრდომილ იქნა წყეული იგი ზღვასა შინა და იქვე დაინთქა, უძლურ იქმნენ რა ეშმაკნი ხსნად მისდა, რამეთუ უბრძანე შენ სახელითა იესუ ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, ოდეს მასვე ადიდებს ერი იგი, სასწაულთა მისთა მხილველი, მგალობელი ესრეთ: ალილუია
სრულიად აღვსილ იქმენ რა ღმრთაებრივითა სიყვარულითა, სულისა წმიდისა ნიჭთა ჭურჭლად მოგვევლინე ესრეთ: მომავალსა ჰწინასწარმეტყველებდი, შორეულსა, ვითარცა ახლოსა მყოფსა მოასწავებდი, სნეულთა ჰკურნავდი, ოდეს ცოლსა მთავრასასა, კუნძულ პატმოსზე, დაბადებიდან სნეულებათა შინა ტანჯულსა, ზღურბლზე ფეხის დადგმისთანავე მეყსეულად შვებაი მიანიჭე. მიიღე ჩვენ ცოდვილთაგანაც ქებაი ესე შენდა აღვლენილი:
გიხაროდენ, ჭურჭელო ღმრთაებრივისა მადლისაო.
გიხაროდენ, სულისა წმიდისა სამკვიდრებელო.
გიხაროდენ, მდინარეო სასწაულთა გარდმომადინებელო, სნეულებათა შინა მაკურნებელო ძალისაო.
გიხაროდენ, სწავლებათა წყაროო მართლისა სარწმუნოებისა შემეცნებამდე მიმყვანებელო.
გიხაროდენ, მზაკვარი სატანის ვერაგობისა მამხილებელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
კაცთა შორის ყოველგვარ უსჯულოებათა მოშურნედ მომსვრელი, მათ მიმართვე მივლენილ იქმენ, კერპთაყვანისმცემელთა ხიბლში ყოფნისა მამხილებელი, რომელნიცა თაყვანის სცემდნენ ეშმაკსა, მგლისა სახითა კაცთათვის მრავალგზის მოვლენილსა და მრავალნი მათ შორის ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა მოაქციე: საკერპოი იგი ვაკხისაი, ლოცვითა შენითა დაარღვიე და გრძნეული ნუკიანე, სახლეულთა თანა სასწაულთა შენთა მიერ სინანულად მისდრიკე, ოდეს შენვე, ცოდვისაგან ცხონებად მომაქცეველი, დაუდუმებლად ადიდებდი უფალს: ალილუია.
ენამჭევრობა კაცობრივისა სიბრძნისა ვერშემძლებელ არს თქმად, არცაღა ხორციელისა კაცისა გონებასა ძალუძს წვდომად, თუ ვითარ გვამცნე ჩვენ დაუსაბამოისა ყოფიერებისა შესახებ სამპიროვანისა ღმრთისა: მსგავსად მოსესი, რომელმანცა გრგვინვათა და ელვათა შორის მიიღო მთასა ზედა ღმრთისაგან საიდუმლოი იგი ღმრთის-მეტყველებისაი და ამცნე ესრეთ სოფელსა, ვითარმედ პირველითგან იყო სიტყუაი, მამისგან დასაბამითვე განუყოფელი და ყოველივე არსებულისა მიზეზი და ცხოვრებისა ნათლისა მქონებელი, რომელსაცა ბნელი იგი ვერ ეწია. გაცისკროვნებულსა, ღმრთაებრივისა ჭეშ-მარიტებისა შუქისა ეგევითარითა ბრწყინვალებითა, თაყვანის გცემთ შენ, ვითარცა მესაიდუმლესა დაუსაბამოისა სამებისასა და გიგალობთ შენ, ვითარცა უსრულყოფილესსა ღმრთისმეტყველსა:
გიხაროდენ, არწივო თავად ღმრთის ცეცხლოვან საყდრამდე აღფრენილო;
გიხაროდენ, საყვირო, რომელმანცა ამცნე სოფელსა საუკუნეთა უწინარესი და დაუსაბამოი ღმერთი.
გიხაროდენ, ჩვენთვის ქრისტესა მის კაცობრივობისა და ღმრთაებრიობისა განმმარტებელო.
გიხაროდენ, უფლის საკვირველ სიტყვათა და სწავლებათა, სახარებასა შენსა ჩვენთვისა განმაცხადებელო.
გიხაროდენ, სიყვარულისა, საქმითა და ჭეშმარიტებითა ჩვენთვისა მასწავლელო.
გიხაროდენ, სიყვარულში მყოფთათვის, მათში ღმრთისა მყოფობისა აღმთქმელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
მსურველი კაცთა სულთა ხსნისა, ყოველნაირად ასწავებდი, ვითარმედ კაცნო, ირწმუნენით ქრისტე, ძე ღმრთისა, გაქვნდეთ სინიდისი იგი შეუბღალავი და იყვარებოდეთ ურთიერთარს, რაითა შემძლებელ იქმნეთ არა ხოლო თუ აქა, არამედ მართალთა სამკვიდრებელშიც ყოვლადშვენიერად უგალობდეთ ყოვლისშემძლესა ღმერთსა: ალილუია.
გამოცხადებასა შინა იხილე რა ზღუდენი ზეციურისა იერუსალიმისანი, გვამცნე ესე. ჩვენცა რაიცა იგი იხილე და რაიცა ყოფად არს აღსასრულამდე სოფლისა, ამისა ჩვენდა მომართ დაფარულმიერთა სიტყვითა მხმობელი, რომელნი ძალუძს გულისმაყოს ოდენ გონებასა სიბრძნისა მქონებელსა. განკვირვებულნი ეგევითარითა წინასწარმეტყველებისა ნიჭითა, შენთვისა ღმრთისაგან მონიჭებულითა, ესრეთ გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, შემეცნებითა მისითა, რომელი არს, რომელი იყო და კვალად მომავალ არს, კაცობრივსა ბუნებასა ზედა უფროისად აღმატებულო;
გიხაროდენ, დამტევნელო კაცობრივისა გონებისათვის დაუტევნელ საიდუმლოთაო.
გიხაროდენ, მჭვრეტელო გამოუთქმელ ღმრთაებრივ გამოცხადებათაო;
გიხაროდენ, ამისა მორწმუნეთათვის მიმართმეველო.
გიხაროდენ, წმინდანთათვის განმზადებულ მხიარულებათა ამ სოფელშივე დამაგემოვნებელო;
გიხაროდენ, რომელი მათით გარდამეტებულად ჰნეტარებ.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
მადლობისა გალობასა აღავლენდა შენდამი, წმიდაო მოციქულო იოანე, ოდეს ქრისტიანი იგი, სიგლახაკესა შინა მყოფი და არარაისა მქონებელი რაითამცა გაისტუმროს მავასხებელნი მისნი, წარეკვეთა რა სასოი, ეძიებდა თავისა თვისისა მოკვდინებასა. შენ კი, მოყვასისადმი სიყვარულისა მქადაგებელო, გსურდა რა განრინებაი მისი დროებითისა და მარადიულისა სიკვდილისაგან, ჯვრისა მის გარდასახვითა თივაი იგი ოქროდ გარდააქციე და მასვე ჩააბარე, რომელი ამ ოქროითა თანანადებთა მისცემდა მავასხებელთა მისთა და სახლეულსაცა თვისთა გამოჰკვებავდა, ესრეთ უგალობდა რა ღმერთსა, შენს მიერ მისთვის წყალობისა მიმნიჭებელსა: ალილუია.
ნათლით მოსილმან სულმან შენმან, სრულისა ჰასაკისა საზომსა მიღწეულმან, სცნო რა მოახლოებაი ჟამისა მის, ოდეს შვენის ხრწნადსა მას, აღთქმულისა უხრწნელებისა მიღება და მოკვდავსა მას, აღთქმულისა უკვდავებისა მიღება. შენ კი მიწიერისა ცხოვრებისა დამასრულებელმან, ესრეთ უბრძანე მოწაფეთა შენთა სრულიად მიწით დაფარვა გვამისა მის შენისა. ხოლო ამისა მსმენელნი ქალაქს შინა მყოფნი ძმანნი, საფლავსა შენსა მიეახლნენ და გახსნეს რა, ვერარაი ჰპოვეს მას შინა. ამითვე სცნეს, ვითარმედ ცვალებაი შენი იქმნა არა ჩვეულითა მით კაცობრივითა სასიკვდილო მიძინებითა, გიგალობდნენ რა ესრეთ:
გიხაროდენ, არწივო, შენისა ყმაწვილკაცობისა ღმრთაებრივისა დიდებისა მზესთან მიახლებითა განმაახლებელო;
გიხაროდენ, რამეთუ ამგვარი ცვალებითა ყოველგვარ კაცობრივ ბუნებასა აღემატე.
გიხაროდენ, შენისა სახიერისა მასწავლებლის აღთქმისაებრ, ათორმეტთაგან ერთსა მას საყდარსა ზედა მჯდომარეო;
გიხაროდენ, რომელი მასზე მჯდომი, ისრაელის ღმრთის კაცთა შორის, მსჯავრსა და სამართალსა აღასრულებ.
გიხაროდენ, რომელი უტკბილესისა მის იესუისა პირისპირ ჭვრეტითა ჰნეტარებ, ოდეს მისსავე მკერდსა უწინარეს ვნებისა მის და აღდგომისა, განისვენებდი ესრეთ;
გიხაროდენ, მისისა გულმოწყალებისა მიმართ ჩვენთვის ყოველგვარ სიკეთეთა შუამდგომელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
მადლი ღმრთისაი მიენიჭა ალაგსა მას, ღმრთისა მიერ, სადაცა გუამი იგი შენი ქვეყანასა დაეფლა, რომელი დღესა მას დაფლვისა შენისასა, ფერფლსა წვრილ ნაკადად გამოსცემდა საკურნებელად სნეულთასა, უჩვენა რა, თუ სასწაულითა ამით, ვითარ ადიდებს ღმერთსა მოყვარული მისი და ყოველნი, ამისა მხილველნი დაუდუმებელად გულითა და ბაგით, დღითა და ღამით უღაღადებთ მას: ალილუია.
ვუგალობთ მოციქულებრივთა ღვაწლთა შენთა და სასწაულთა და კურნებათა, რომელნი ეგე შენგან გარდმოედინებოდნენ და გარმოედინებიან სულისა წმიდისა მადლითა მის, შენში დამკვიდრებულითა, ვადიდებთ რა უფალსა, რომელმანცა გვიბოძა ჩვენ მეგზური ეგევითარი, ჩვენისა ხსნისა გზაზე დამაყენებელი და უძლურებათა ჩვენთა ზედა მოწყალებისა მომღებელი. ამისათვისცა მიიღე ჩვენგან, წმიდაო მოციქულო, ქებაი ეგევითარი:
გიხაროდენ, უგულსმოდგინესო მახარებელო ქრისტეს სარწმუნოებისაო.
გიხაროდენ, ურჩულესო მასწავლებელო ქრისტეს ეკლესიისაო.
გიხაროდენ, დასაბამო და საფუძველო ღმრთისმეტყველებისაო.
გიხაროდენ ღმრთაებრივ საიდუმლოთა მაუწყებელო.
გიხაროდენ, ქალწულებაში მყოფთათვის მაგალითის მიმცემელო და უბიწოებისა წესისა დამდგენელო.
გიხაროდენ ყოველთა მორწმუნეთა, შენისასა შუამდგომლობისა მეძიებელთა, მსწრაფლ შემწეო და მფარველო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ჰოი, ყოვლადდიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო და მახარებელო, მკერდსმიყრდნობილო და ქრისტეს მიერ შეყვარებულო იოანე! შენითა ყოვლადძლიერითა შუამდგომელობითა, შენივე ყოვლადსახიერისა მასწავლებლისა და ჩვენისა მეუფისა და ღმრთისა წინაშე, გამოითხოვე ჩვენთვისაც ყოველივე კეთილი, დროებითიცა და მარადიულიც და ქრისტიანობითი აღსასრული ჩვენისა ცხოვრებისაი, რაითა შენთანა და ანგელოზთა წინაშე მართალთა სამკვიდრებელში ვუგალობდეთ სამპიროვანსა ღმერთსა: ალილუია.
ეს კონდაკი წაიკითხება 3-გზის.
ანგელოზთა ძალთა და ყოველივე ქმნილისა შემოქმედმან, მეუფემან და უფალმან, ჩვენისა ხორცისა შემმოსველმან და ქუეყანასა ზედა ჩვენდა ხსნად მოვლენილმან, გიხილა რა მქცეველმან მან ზღვის კიდესა მას გალილეისასა და გიწოდდა რა შენ ძმითურთ, ნეტარო იოანე, მოციქულებრივი წოდებით, დაუტევე ეგე ბადენი იგი მეთევზეთანი და მამაი შენი, ნავსა შინა მჯდომარე, მიერითგან განუხრელად კვალდაკვალ მისდევდი რა მაცხოვარსა. ამისათვისცა ესრეთ გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ, ქრისტეს სიყვარულისათვის ხორციელი მამის დამტევებელო.
გიხაროდენ, ქრისტეს მიერ ზეციური მამის შემძენელო.
გიხაროდენ, ამა სოფლისა და ყოველთა მისთა სიამეთა მომძულებელო.
გიხაროდენ, ზეციურ სიკეთეთა ჯილდოდ მიმღებელო.
გიხაროდენ, ხორცისა სულისადმი სრულიად დამმონებელო.
გიხაროდენ, სულისა შენისა შენი უტკბილესი მასწავლებლის, იესოსადმი დამამორჩილებელო.
გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ღმრთისა მიერ ჩინებულ იქმენ, თევზთა თხევლისაგან ქადაგებად სახარებისა და მესათხევლისაგან თევზთა, მესათხევლედ კაცთა. ჭეშმარიტსა მას ღმრთის-მჭვრეტელობისა ნათელსა შინა მიწევნული დიდებულო მოციქულო, მოწაფეო, მეგობარო და ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო, ევედრე ერთადერთსა ჭეშმარიტად კაცთმოყვარესა, მასვე, შენს მიერ უწრფელესი გულით შეყვარებულსა. რათა შეგვიწყალოს ჩუენ, მის წინაშე შენისა წინამდგომელობისა მეძიებვლნი და შენდამი მხმობელნი! გიხაროდენ, იოანე მოციქულო, ქრისტეს მკერდსა ზედა მიყრდნობილო და ღმრთისმეტყველო.
ჰოი, დიდებულო მოციქულო, მახარებელო მქუხარისა ხმისაო, ღმრთისმეტყველო უმჭერმეტყველესო, იდუმალ-მჭვრეტო გამოუთქმელ გამოცხადებათაო, ქალწულო და მკერდსა ზედამიყრდნობილო, ქრისტეს მიერ შეყვარებულო იოანე! შეგვიწყნარე ჩვენ, ცოდვილნი, შენისა ძლიერისა ქომაგობისა მეძიებელნი. გამოითხოვე ყოვლად უხვი, კაცთმოყვარისა ქრისტესაგან, ჩვენისა ღმრთისაგან, რომელმანცა წინაშე თვალთა შენთა სისხლი თვისი ჩვენთვის, თვისთა უხმართა მონათათვის, დასთხია, დაე ნუ მოიხსენებს უსჯულოებათა მათ ჩვენთა, არამედ შეგვიწყალოს ჩვენ და თვისისა მის მოწყალებისაებრ ჰყოს ჩვენთანა: რათა მოგვანიჭოს ჩვენ სიმრთელე სულიერი და ხორციელი, ყოველგვარი დღეკეთილობა და სიუხვე, გვასწავებს რა, ყოველივე სადიდებელად, წინაშე მისა შემოქმედისა, მხსნელისა მის და ღმრთისა ჩვენისა, გარდავაქციოთ, ხოლო შემდგომად დასრულებისა დროებითისა ცხოვრებისა ჩუენისა, რათა შენითა წინამძლოლობითა და მფარველობითა დავემკვიდროთ ზეციურსა მას იერუსალიმსა, მისსავე დიდებასა სჭვრეტდი რა გამოცხადებასა შინა, ხოლო ახლა დაულევნელითა სიხარულითა ჰნეტარებ.
ჰოი დიდებულო იოანე! დაიცევ ყოველნი ქალაქნი და ქვეყანანი ქრისტიანეთა, ტაძარი ესე, ყოველნი მშრომელნი და მგალობელნი მას შინა, სიყმილისაგან, სვრისა, ძვრისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხო თესლთა და ტომთა ზედა მოსვლისაგან და ბრძოლისა. ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან უბედობისა და ჭირისა და ლოცვითა შენითა გარე წარაქციე სამართლად ჩვენზედა მოწევნული რისხვაი ღმრთისაი და გამოითხოვე ჩვენთვის წყალობაი მისი, რათა შენთანა ღირს ვიქმნეთ დიდებად, დაუღამებელსა მას დღესა, ყოვლადწმიდისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ტექსტი რედაქტირებულია მორჩილი ირაკლის (გუნიავა) მიერ.