მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა
და უფლის ნათლისმცემლისა იოანესი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 

კონდაკი 1


ღმრთივმომადლებულო წინაისწარმეტყუელო და ფიცხელითა მით მოსაგრეობითა შენითა ცათა მიმართ აღსწრაფებულო, რომელსაცა საცნაურნი იგი ნაყოფნი სულისანი წარმოგიტევებიეს, მთავარანგელოზისა მის გაბრიელისა ხარებისა მართალთა მშობელთა მათ შენთა თანა მედღესასწაულენი, შენ, ყოველთა ნაშობთა უპირატესად წოდებულსა და სინანულისა ნათლისღებისა განმაწესებელსა, ესრეთ გმეტყველებთ: გიხაროდენ, იესუისა მაცხოვანებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



იკოსი 1


საღმრთოითა მით განგებულებითა წარმოვლინებულო, რომელმან სამოთხით განვარდნილნი დაბადებულნი დამბადებელსა შეაწყნარენ, შენ, სულისა წმიდისა მიერ აქმულსა და სულიერისა მის ცისკრისა მთიებსა განსაკრთომელსა, ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, ქრისტესა ბეჭდითა მით უქმნელითა აღბეჭდულო;

გიხაროდენ, ღმრთისა მიერო ნათელო აღმომდინარეო;

გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელო განსაკვირვებელო;

გიხაროდენ, ჩუენისა ყინულქმნილისა გულისა ცეცხლო განმატფობელო;

გიხაროდენ, სავანეო მიუთხრობელო;

გიხაროდენ, საღმრთოითა მადლითა აგზებულო;

გიხაროდენ, მცენარეთა ნაყოფთმჩინებელო;

გიხაროდენ, განხმულთა შტოთა აღყუავილებაო;

გიხაროდენ, ამა სოფლით მოწამეობითა მით ღმრთივსათნოითა განსრულო;

გიხაროდენ, რამეთუ წინაისწარ ხედავ უფალსა შენსა წინაშე შენსა მარადის;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტე მარჯულ შენსა არს;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყო-ველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 2


ელისაბედისა ბერწობისა აღყუავილებაო და ზაქარიას მოლოდებისა კეთილაღსრულებაო, ბევრეულთა მათ უსასოქმნილთა სასოებად აღმადგინებელსა შეგითხზავ ქებასა ამას: ალილუია.



იკოსი 2


ღმრთისაგან ელიაის სულითა აღმოტევებულო და ქრისტესმიერისა მის სარწმუნოებისა მდუღარებაო, რომელი მუცელსა შინა დედისა შენისასა ხმოვანებითა მით ღმრთისმშობელისაითა ზეცად აღტრფობილი სიხარულითა ჰკრთებოდი, შენ, სულისა ჩუენისა საწერელსა წარუშლელსა, ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, ანგელოზთა თანამზრახველო;

გიხაროდენ, ღმრთისა სახიერებისა თანაშეტყვებულო;

გიხაროდენ, მხცოვანთა სიწმიდეო;

გიხაროდენ, ჭაბუკთა განმხნობაო; >გიხაროდენ, ჩუილთა საქებელო;

გიხაროდენ, შესვენებულთა სასოებაო;

გიხაროდენ, დაბადებიდთაგანთა სამღერელო;

გიხაროდენ, ცხოველთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, სულთა ამათ ჩუენთა უდებთა მხუმილველო მიურულებელო;

გიხაროდენ, ღმერთით მოქადულო;

გიხაროდენ, რამეთუ შენითა ღუაწლითა ღმრთისა წინააღმდგომნი საცინელ იქმნენ;

გიხაროდენ, რამეთუ მეგობარნი ქრისტესნი შენისა ღუაწლისათვის მუსიკობენ;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 3


ხელთაგან ჰეროდესთა განრინებულო და უდაბნოსა შინა დამკვიდრებულო, რომელსაცა დაობლებულსა გზრდიდეს სახიერნი იგი ანგელოზნი, შენდამი, სულიერისა ხვავრიელისა მის ყანობირისა მიმართ, ხმა-ვყოფთ ესრეთ: ალილუია.



იკოსი 3

სინანულისა მასწავლელო და ცრემლისა მის ღმრთივსათნოისა ქადაგო დაუცხრომელი, შენ, ზეცად მსრბოლსა მას მდინარესა ღმრთისასა და სრბისა შენისა კეთილად განმასრულებელსა, ესრეთ გმეტყუელებთ:


გიხაროდენ, საწვრთელო ცხოვრებაო;

გიხაროდენ, სამყაროისა პატიოსანო ნელსაცხებელო;

გიხაროდენ, აზნაურო ღმრთისმიერო;

გიხაროდენ, საწინაისწარმეტყუელო მათ წმიდათა მეცნიერო;

გიხაროდენ, სათნოებაო თითოფერო;

გიხაროდენ, საზეზთმჩენობითა გამობრწყინებულო;

გიხაროდენ, მთავარანგელოზისაგან სახელდებულო;

გიხაროდენ, სულისა მის წმიდისა მადლითა აღვსებულო;

გიხაროდენ, განდრეკილთა განმმართველო;
გიხაროდენ, ერქუანო საღმრთოო;

გიხაროდენ, წერილსა აღსრულებისა საცნაურმყოფელო;

გიხაროდენ, ჩუენთა ცოდვათა თავმსდებო;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 4


გახსნად საბელთა მათ ხმალთა იესუისთასა არაოდეს თავმსდებო, იორდანესა შინა ნათელ ეც უფალსა შენსა, რამეთუ ესრეთ შუენის შენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე: ალილუია.



იკოსი 4


ინება რაი ჩუენისა ცხოვრებისათვის ბიწისა უქონელმან უფალმან ნათლისღებაი, განცხადებითა თვისითა სამებისა თაყუანისცემაი გუასწავა ჩუენ, ხოლო შენ, რომელსაცა მამის ხმაი გესმა იესუისათვის და სული წმიდაი სახითა ტრედისაითა გამოგიბრწყინდა, საშინელისა ნათლისღებისა მოწამესა ღმრთივრჩეულსა, ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, ბევრეულთა თავისა მისადრეკელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მოწაფეთა თანაზიარო;

გიხაროდენ, სიხარულო დაუსრულებელო;

გიხაროდენ, აქ ფიცართა ზედა დაწერილო;

გიხაროდენ, ნიშო განმამხნობელო;

გიხაროდენ, მეუდაბნოეთა სახეო მასწავლელო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ლხინებისა მიზეზო;

გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა კეთილმზრახველო;

გიხაროდენ, მტერთა კუეთებასა შინა ღმრთისაგან განძლიერებულო;

გიხაროდენ, სამკვეთლოსა ზედა მოღებულო ნაწილო პატიოსანო;

გიხაროდენ, ბელიარისა ლეგეონისა მბრძოლო ახოვანო;

გიხაროდენ, მოღუაწეო მართლმკუეთელო;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 5


მეგვიპტურთა ბილწებათა შემრისხველო და თვალუხუავობითა მით ღმრთისმიერითა საცნაურყოფილო, ყოველთა სათნოებათაგან შეთხზულსა და სულთა ჩუენთა ცხოველსა საბანელსა დიდების-გმეტყუელებთ შენ: ალილუია.



იკოსი 5


უკანასკნელისა მის ჟამისა მოწევნაო და დაღამებადისა საწუთოისა სთველისა მეფსალმუნეო, უბრალოისა მის სისხლისა თვისისა ნებსით დამთხეველისა მეტრფესა და წინაისწარმეტყუელსა უსაკუთრესსა ესრეთ გადიდებ:


გიხაროდენ, ყოვლად პატიოსანთა ტაძართა შუენებაო;

გიხაროდენ, ალაგსა მას მარჯუენითსა ღმრთისასა დავანებულო;

გიხაროდენ, დანთქმადთა ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, სულისა ჩუენისა მწურთელო;

გიხაროდენ, ლოცვაო დაუდუმებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა წმიდაო ებისტოლეო;

გიხაროდენ, მართალთა მათ მშობელთა შენთა ღმრთივკურთხეულო იამავრო;

გიხაროდენ, მართლისა რჩულისა მპყრობელო;

გიხაროდენ, ნაკლულევანთა განმამდიდრებელო;

გიხაროდენ, მუშაკო უცხოფერო;

გიხაროდენ, რამეთუ მორწმუნეთა შენისა ხსენებისა ზატიკი მოგვიგიეს;

გიხაროდენ, რამეთუ ფრთოვან-ქმნილ ხარ ცათა შენა;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 6


დაუსაბამოისა მის ნათლისა ნესტვო შუენიერო და უაზნოთა მათ მეფეთა უშჯულოებისა მამხილებელო, ჯურღმულსა შინა ციხისასა შთაგდებული მზეებრ აღმობრწყინდი განსატფობელად წყუდიადისა მას საპყრობილისასა: ალილუია.



იკოსი 6


ჰეროდესა და ჰეროდეადასა განლაღებისა დამახწეველო, ნაშობთა მათ იქედნეთასა განმთხეველსა და მძვინვარისა მის ბელიარისა წინაშე მროკავთაგან თავწარკუეთილსა ღმრთისმეტყუელსა, ესევითარისა ძლევისა გამოჩინებისათვის შეგასხამთ ქებასა ამას:


გიხაროდენ, მწიკულევანებათაგან გონებათა ჩუენთა განმწმენდელო;

გიხაროდენ, ფიცხელთა მით საგრობითა შენითა გამოჩიენბულო;

გიხაროდენ, უსჯულოებისა მამხილებელო;

გიხაროდენ, ცოდვილთა ძრწოლაო;

გიხაროდენ, ჰეროდეს შიშო დაუცხრომელო;

გიხაროდენ, ჰეროდეადას ჩაკლულის მის სვინდისისა მქენჯნელო;

გიხაროდენ, სალომეას როკვისა შემრისხველო;

გიხაროდენ, პყრობილო და თავწარკუეთილო;

გიხაროდენ, საღმრთოისა განგებულებისა სამჭედურო;

გიხაროდენ, წმიდაო საწამებელო;

გიხაროდენ, რომელი მცნებათა მათ ღმრთისათა არასადა გარდაჰხედ;

გიხაროდენ, რომელსაცა „გიხაროდენსა“ გახარებენ ესრეთ;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 7


ჯოჯოხეთსა შინა ღმრთისამიერითა მით სიხარულითა შთასრულო, რომელმან მუნცა მიუაჩრდილებელისა მის ნათლისა გამობრწყინვებაი ჰქადაგე და ქრისტეს მიმართ გულნი შესვენებულთანი განჰმზადენ, ზეცით გარდამოღებულსა ხატსა ღმრთისასა გადიდებთ შენ: ალილუია.



იკოსი 7


ძუელისა აღთქუმისა განმასრულებელო და ახალისა აღთქუმისა მხმობელო, შენ, სასუმელსა სულიერსა და საზრდელსა გონებითსა, სულთა შინა ჩუენ-თა შენისა შთატევებულისა სამჭედურისა შემწყნარებელნი ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, უსჯულოთაგან ისარცემულო;

გიხაროდენ, ხორცითა მოწყლულო;

გიხაროდენ, სულითა ცხოველო;

გიხაროდენ, ყოვლისა ცთომილებისა მართლმამხილებელო;

გიხაროდენ, უზაკველო ისრაიტელო;

გიხაროდენ ჭურო უმუსრველო;

გიხაროდენ, მმარხუელო, ღუაწლსა შინა შენსა კაცთაგან მიუწთომელო;

გიხაროდენ, მადლითა აღტკინებულო ლამპარო;

გიხაროდენ, ღმრთისგან განდრეკილთა მაოტებელო;

გიხაროდენ, უგუნურთაგან დევნილო;

გიხაროდენ, რამეთუ ჩუილადყოფილსა ანგელოზნი გმსახურებდეს;

გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისა ძალნი ობოლქმნულსა მოგართმევდეს სძესა;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 8


ღმრთისაგან აღწონილო და განმართლებელო, რომელმან ვერცხლი იგი უნივთოი არა მიეც კაცთა აღნადგინებად, აწ ცათა შინა მოსაყდრეობ ანგელოზთა თანა: ალილუია.



იკოსი 8


ღუაწლთა მათ შენთაგან განსპეტაკებულო და სიმაღლეო განუცდელო, ღმრთისამიერსა მას საფასესა განუპარველსა ქუეყანასა ზედა, რომლისაცა მცენარეობენ სულიერნი ოქროვანებანი, ესრეთ გფსალმუნებთ:


გიხაროდენ, სანათო დაუშრეტელო;

გიხაროდენ, ბრძოლასა შინა ახოვნად განწყობილო;

გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა სიხარულევანო;

გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელო მართლმხედველო;

გიხაროდენ, ღმრთისა მადლითა სახიერქმნილო;

გიხაროდენ, საუნჯეო წარუვალო;

გიხაროდენ, საღმრთოთა მათ წიგნთა სიბრძნისმეტყუელო;

გიხაროდენ, გონებითა თუალთა სიწრფოებაო;

გიხაროდენ, ტაძარო განბრწყინვებულო;
< br>გიხაროდენ, სულიერთა მდელოთა მომფუტკრებელო;

გიხაროდენ, რამეთუ ხოტბათა შეგასხმენ ქერობინნი;

გიხაროდენ, რამეთუ გიქებენ სრბასა სერაბინნი;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 9


ხმოვანებაო განსაკრძალველო და გონებათა ჩუენთა მღვიძარებად მომყუანებელო, შენ, ღმრთისმიერითა მით მადლითა აღვსებულსა ტაკუკსა სარწმუნოებისასა, მაცხოვნებელისა მის სინანულისა მაძიებელნი, ვითარცა ღმრთისად მიმყუანებელსა, მიგემთხვევით: ალილუია.



იკოსი 9


საღმრთოთა მათ ენათა მეცნიერო და მართლსიტყუიერებისა მწურთელო ხელოვანო, შენ, მოღუაწებისა ზოსტერითა შემორტყმულსა და ხორცთა შუებისა უცოდნელსა, შენითა მეოხებითა ხელაღპყრობილნი და ვნებათა მათგან დანთქმადთა განრინებულნი ესრეთ გადიდებთ:


გიხაროდენ, მოწამებისა სრულებაო;

გიხაროდენ, სიწმიდისა განცხადებაო;

გიხაროდენ, ფრიადისა სარწმუნოებისა მომზევებაო;

გიხაროდენ, კეთილმუშაკობისა განჩინებაო;

გიხაროდენ, ალაგო ვენახოანო;

გიხაროდენ, ვენახოანისა მის კეთილსურნელებაო;

გიხაროდენ, ტევანთა მისთა სიტკბოებაო;

გიხაროდენ, მოწესეო განსაკრთომელო;

გიხაროდენ, მოღუაწებითა დამაშვრალო;

გიხაროდენ, დაშვრომითა მით აღსუბუქებულო;

გიხაროდენ, დაბრმობილთაგან მოძულებულო;

გიხაროდენ, რამეთუ შენგან გვისწავიეს ცათა მიმართ თუალთა აღხუმაი;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 10


ემბაზო ცისკროანო და ღმრთისმიერითა მით მადლითა მირონცხებულო, რომელი სოფლიოისა ამის განხეწნადთა საქმეთა თანაწარხედ, შენ, ღმრთისა წიაღსა შინა ანგელოზთა მიერ წარყუანებულსა, დიდებისგმეტყუელებთ: ალილუია.



იკოსი 10


ღვთივსათნოისა სულისა მდუღარებაო, რომლისაცა სახელი გვიცნობიეს ქრისტეანთა თესლითი-თესლამდე, შენისა მიურულებელისა ცხორებისა ხილვითა განკრთომილნი, ხმავყოფთ შენდა მომართ ესრეთ:


გიხაროდენ, ბოროტისა დამახრწუელო;

გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ აღტრფობილთა გულთა მედღესასწაულეო;

გიხაროდენ, მზუაობართა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, მდაბალთა აღამმაღლებელო;

გიხაროდენ, დაუვალისა მის მზისა მხმობელო;

გიხაროდენ, საცნობელთა ჩუენთა სასუფეველსა მიმაახლებელო;

გიხაროდენ, აღსასრულისა მის შენისა მდუმრიად მიმთუალველო;

გიხაროდენ, ზეციურსა მას ქალაქსა მიცვალებულო;

გიხაროდენ, ღმრთისმხდომთა დამთრგუნველო;

გიხაროდენ, ჯერკუალთა განმაგდებელო;

გიხაროდენ, რომელმანცა ჯოჯოხეთი მოიქადაგე;

გიხაროდენ, რომელმანცა პყრობილთა ჯოჯოხეთისათა ახარე მაცხოვრისა ხორცითა გამობრწყინვებაი;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 11


სიტყუიერთა მათ ცხოვართა მოძღუარსა ახოვანსა, რომელმანცა განსაკვირველითა მით მოღუაწეობითა თვისითა ყოველი ქრისტიანეთა გულნი მოიმძევლა, ხმითა მაღლითა ვუღაღადოთ, მორწმუნენო: ალილუია.



იკოსი 11


ყოველთა წმიდათა თანაშენაწევრებულო და საცთაურთაგან ყინულქმნილთა გულთა ჩუენთა განსატრფობელად აღნთებულო ცეცხლო ღმრთეებრივო, შე-ნითა სიახლოვითა განხურვებულნი ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, წადილო ღმრთეებრივო;

გიხაროდენ, შეურვებულთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, ჭურო უვრცელესო, ღმრთისაგან აღმოვსებულო;

გიხაროდენ, სრბისა შენისა მოწამეობითა განმასრულებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა აღლესულო მახვილო;

გიხაროდენ, ბელიარისა შინაგან განწონილო ქეიბურო;

გიხაროდენ, ჩუენდა სისახრულად მოსრულო;

გიხაროდენ, ყოვლისა დღესასწაულისა წინასიტყუაობაო;

გიხაროდენ, ნაკლულევანთა საქმეთა ჩუენთა კეთილგანმასრულებელო;

გიხაროდენ, რამეთუ შეგიტკბო შენ ქრისტემან;

გიხაროდენ, რომელიცა ღმრთისა შეწევნითა უძლეველ იქმენ;

გიხაროდენ, რომელიცა მოწამებითა მიიცვალე ამიერ ქუეყანით;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 12


ყოფადთა მესიტყუეო, რომელი პირველთა მათ საღმრთოთა წინაისწარმეტყუელთა შეეძინე, უგბილთა მორჩილებად მომყუანებელსა და უნანელთა გზათა მათ დრკულთა განმმართუელსა, გადიდებთ შენ: ალილუია.



იკოსი 12


რომელმანცა თვისითა მადლითა და კაცთმოყუარებითა მაცხოვნებელი ესე ნათლისღებაი მოგუანიჭა ჩუენ, მანცა გუასწავა უბადოთა ამათ მადლობაი ღმრთისა წმიდათაი ესრეთ:


გიხაროდენ, ახლისა აღთქუმისა მესიტყუეო;

გიხაროდენ, ცათა სასუფევლისა მხმობელო უპირველესო;

გიხაროდენ, ზეცისა სიბრძნითა მიწისა განმაშუენებელო;

გიხაროდენ, მამისა მაქებელო;
გიხაროდენ, ძისა მადიდებელო;

გიხაროდენ, სულისა წმიდისა მგალობელო;

გიხაროდენ, ღმრთისმშობლისა შევედრებულო;

გიხაროდენ, პირველთა მათ დიდთა მოღუაწეთა თანამოსაგრეო;

გიხაროდენ, ყოფათდა მოღუაწეთა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, მოქენეთა შენთა საზრდელო ღმრთეებრივო;

გიხაროდენ, რამეთუ სრულჰყო ღმერთმან, რასაცა შენ წინაისწარ-ღაღადებდი;

გიხაროდენ, რამეთუ შეესმა ხადილისა შენისაი ღმერთსა სიმართლისა შენისასა;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 13


ჰოი, ქრისტეს გამოჩინებისა წინამესიტყუეო და ღმრთისა ქებითა აღსრულებულო, რომელი უნანელთა სულთა ამათ ჩუენთა ზედა ცრემლით, ვითარცა ღმრთისა საყდრისა მგალობელმან, მოგვმადლე ლოცვითა მით შენითა სინანული იგი მაცხოვნებელი, რაითა შემოქმედასა მას ყოველთასა დაგებულნი და შეწყნარებულნი, დაუცხრომელსა მას გალობასა აღვავლენდეთ ღმრთისა მიმართ: ალილუია. (ეს კონდაკი ითქმის 3-გზის).



იკოსი 1


საღმრთოითა მით განგებულებითა წარმოვლინებულო, რომელმან სამოთხით განვარდნილნი დაბადებულნი დამბადებელსა შეაწყნარენ, შენ, სულისა წმიდისა მიერ აქმულსა და სულიერისა მის ცისკრისა მთიებსა განსაკრთომელსა, ესრეთ გიგალობთ:


გიხაროდენ, ქრისტესა ბეჭდითა მით უქმნელითა აღბეჭდულო;

გიხაროდენ, ღმრთისა მიერო ნათელო აღმომდინარეო;

გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელო განსაკვირვებელო;

გიხაროდენ, ჩუენისა ყინულქმნილისა გულისა ცეცხლო განმატფობელო;

გიხაროდენ, სავანეო მიუთხრობელო;

გიხაროდენ, საღმრთოითა მადლითა აგზებულო;

გიხაროდენ, მცენარეთა ნაყოფთმჩინებელო;
გიხაროდენ, განხმულთა შტოთა აღყუავილებაო;

გიხაროდენ, ამა სოფლით მოწამეობითა მით ღმრთივსათნოითა განსრულო;

გიხაროდენ, რამეთუ წინაისწარ ხედავ უფალსა შენსა წინაშე შენსა მარადის;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტე მარჯულ შენსა არს;

გიხაროდენ, იესუისა მაცხოვნებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყო-ველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



კონდაკი 1


ღმრთივმომადლებულო წინაისწარმეტყუელო და ფიცხელითა მით მოსაგრეობითა შენითა ცათა მიმართ აღსწრაფებულო, რომელსაცა საცნაურნი იგი ნაყოფნი სულისანი წარმოგიტევებიეს, მთავარანგელოზისა მის გაბრიელისა ხარებისა მართალთა მშობელთა მათ შენთა თანა მედღესასწაულენი, შენ, ყოველთა ნაშობთა უპირატესად წოდებულსა და სინანულისა ნათლისღებისა განმაწესებელსა, ესრეთ გმეტყველებთ: გიხაროდენ, იესუისა მაცხოვანებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინაისწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!



ლოცვა


ჰოი, ეკლესიისა სუეტო შეუძვრელო და ქრისტეანთა სიქადულო, ვითარცა ყოველთა ღაღადისისა შემწირველმან შეიწყნარე ჩუენიცა ესე ვედრებაი და მეოხ გვყავ ჩუენ, რაითა ყოვლად სახიერმან მეუფემან შეიწყალოს ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად სამღუდელონი მოტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღუდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი, ყოველნი სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.


ჰოი, უღუაწთა ამათ გონებათა ჩუენთა მომმუშაკებელო და ერქუანითა სინანულისათა გულთა შინა მორწმუნეთათა შთაბეჭდულო კუალო ღმრთისმიერო, ღმრთისა საყდრისა მჭვრეტელმან დაბრმობილნი თუალნი ეგე სულისანი ცათა მიმართ აღგვიხილენ, რაითა მაცხოვნებელსა მას ნათლისღებასა მიმთხუეულნი და ნათლისღებისა მის ბეჭდით ნიშანდებულნი და მისითა მადლითა დღეყოველ ცხორებულნი, ჩუენცა შენ თანა ვუგალობდეთ ნათლისმცემელად თვისად გამომაჩინებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, რომელსა შუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა თანა დაუსაბამოით მამით თვისით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.