მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
სასწაულთმოქმედი ხატისათვის - "იკონომისსა"

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1

 

აღრჩეულსა პირველ დაბადებისაგან ქვეყანისა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს, ღმრთისმშობელსა, რომელმან ჭეშმარიტად ჰშევ ხორციელად იესუ ქრისტე, მაცხოვარი და ღმერთი ჩვენი, ვითარცა ხელმწიფესა დედუფალსა ყოვლისა სამყაროისა, ფრიად შემყვარებელსა ქრისტესა, მქონებელსა ქვეშე ხელმწიფებრივისა საფარველისა შენისა წმიდათა სავანეთა მისთა, ქებულებისა გალობათა მოგიძღვანებთ ჩვენ, ცოდვილნი ესე. ხოლო შენ, ყოვლადპატიოსანო დედაო ჩვენო იღუმენია, დაგვიცევ, დაგვიფარე და გვიხსენ ყოველთა მტერთაგან ჩვენთა, ხილულთა და არახილულთა, რაითა ესრეთ გხადოდეთ შენ:

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია..

 

 

იკოსი 1

 

საუკუნითგან დაფარული საიდუმლო განგიცხადა შენ, ყოვლადუხრწნელო ქალწულო, გაბრიილ უხორცოთა მთავარმან, შიშითა მხმობელმან: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალო შენტანა და ჩუენცა ცოდვილნი არაწმიდნითა ბაგითა ვიკადრებთ გალობასა ესრეთ:

 

გიხაროდენ, კურთხეულო შორის დედათაო;

 

გიხაროდენ, ლერწო ვაზისაო;

 

გიხაროდენ, ქალწულო შობამდე და შემდგომად შობისაცაო;

 

გიხაროდენ, ყვავილო დაუჭკნობელო;

 

გიხაროდენ, საუნჯეო სიწმინდისაო;

 

გიხაროდენ, საცეცხლურო კეთილსულნელო;

 

გიხაროდენ, მირონო მრავალსასყიდლისაო;

 

გიხაროდენ ტრაპეზო სულიერო;

 

გიხაროდენ, სამყოფელო დაუღამებელისა ნათლისაო;

 

გიხაროდენ, გაწმნენდელო ყოვლისა სოფლისაო;

 

გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.

 

 

ონდაკი 2

 

ხედვიდა რა მწუხარესა გზასა ცხოვნებისასა ყოველთათვის ღირსთა მამა-დედათა თვისთა, უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტე სათნო-იყო, რაითა დედამან მისმან, ყოვლადწმიდა ქალწულმან მარიამ გარდამოაფინოს ღმრთაებრივი საწინამძღვრო საფარველი თვისი – ყოველთა წმიდათა სავანეთა ზედა ათონის მთისათა და ყოველთა სრულიად მსოფლიო მართლმადიდებელთა მონოზონთა, რაითა ყოველნი ცხოვნებადნი ღირსებითა და სიწმიდითა, რომელნი სარწმუნოებით ჭვრეტენ ღმრთაებრივსა წყალობასა ამას, განუწყვეტლივ უღაღადებდენ მაცხოვარსა ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 2

 

ღმრთაებრივითა გონიერებითა აღვსილნი ღირსნი მამა-დედანი, რომელთა ყოვლითა სულითა შეიყვარეს დიდება ზეცისა, ხოლო სოფელი ესე საცთურებითა მისითა მოიძულეს და ფერხითა დასთრგუნეს, ღმრთივ-სათნოდ შეუდგებოდნენ წმიდითა ღვაწლითა თვისითა ქრისტესა ქვეყნიურსა ცხოვრებას შინა, უვნებელად დაცულნი წინამძღვრობითა მარადისქალწულისა – ზეციურისა იღუმენიასი, რომელსა სარწმუნოებით ჭვრეტენ სახითა მრავალთა წმიდათა ხატთა მიერ მისთა და ლმობილებითა უღაღადებენ ესრეთ:

 

გიხაროდენ, თავო და დასაბამო ცხოვნებისა ჩვენისაო;

 

გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო ცხოვრებასაცა ამას და მომავალსაცა.

 

გიხაროდენ, წმიდათა სავანეთა ჩვენთა საკვირველო აღმშენებელო;

 

გიხაროდენ, ბერ-მონოზონთა საერთოთა საცხოვრებელთა მოწყალე მნეო.

 

გიხაროდენ, ყვავილო ღმრთაებრივისა აღორძინებისაო;

 

გიხაროდენ, მხიარულებავ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისაო.

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა ღმრთაებრივო განცხრომაო;

 

გიხაროდენ, სამკაულო ბერ-მონოზონობისაო;

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა ღმრთაებრივო განცხრომაო.

 

გიხაროდენ, მაცხოვრისა ჩვენისა ჭეშმარიტო დედაო.

 

გიხაროდენ, რამეთუ ხორციელად ჰშევ მძლეველი ჯოჯოხეთისა;

 

გიხაროდენ, რამეთუ სულიერი მტილი დაჰნერგე მთასა ზედა ათონისასა.

 

გიხაროდენ, რამეთუ მუნ ღირსებით მცხოვრებთ სამოთხესა ზეცისასა წინაუძღვი მარადის.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 3

 

ძალი მაღლისაი აჩრდილობს ყოველთა, ღირსებით, სიწმიდით და სიმართლით მცხოვრებთა, რომელთა მოუძულებიეს ამაოებაი სოფლისა ამის და ივლტოდიან წმიდათა სამონოზონო სავანეთა მიმართ, ხოლო მუნ, ამღებელნი ქედსა თვისსა სახიერისა უღლისა ქრისტესი ხატისებრ ანგელოსთა, სიწმიდით იღვწიან და ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა თვისისა მოუკლებელად უღაღადებენ ყოვლადწმიდასა სამებასა – ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.

 

იკოსი 3

 

აქუნდა რა მგზნებარე სურვილი ცხოვნებისა, ყოველნი კრებულნი ღირსთა მამა-დედათა, საუკუნითგან გაბრწყინვებულთა, და აწცა მაცხოვნებელითა ღვაწლითა გიებულთა სავანეთა შორის მონოზონური ცხოვრებისა – ლავრებსა, მონასტერთა, სკიტთა, კონოვიათა, სენაკთა და ყოველთა სხვათა ადგილთა შინა ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა, მქონებელნი მცველად ფარისა საკვირველისა, რომელ არს ღმრთაებრივი წინამძღვრობა დედისა ღმრთისა ჩვენისა, იღუმენიასი ყოველთა ბერ-მონოზონთა, ქებულებითა უგალობენ მას გიხაროდენთა ამათ:

 

გიხაროდენ, შემომკრებელო ჩვენო შორის ცოდვილისა სოფლისა ამის;

 

გიხაროდენ, აღმაშენებელო ხსნისა ჩვენისა სულიერისა.

 

გიხაროდენ, მხსნელო დაცემული ადამის ყოვლისა მოდგმისა;

 

გიხაროდენ, გამოუთქმელად მშობელო ხორციელად მაცხოვრისა და ღმრთისა ჩვენისა.

 

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო მონაზონო დედაო ჩვენო, ხატო ცხოვნებადთაო;

 

გიხაროდენ, მართალო იღუმენიავ ყოველთა ჩვენთა – ბერ-მონოზონობასა შინა მოსაგრეთაო.

 

გიხაროდენ, მართლმადიდებელისა სარწმუნოებისათვის უძლეველო ზესთამბრძოლო;

 

გიხაროდენ, ღმრთაებრივო სიმაგრეო ყოვლადძლიერებისო.

 

გიხაროდენ, მიმადლებულო, დედაო უფლისა და ჩვენო ყოველთაო,

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათათვის კეთილსაამო შვენიერებაო.

 

გიხაროდენ, ყოველთა მონანულთათვის კარო მოწყალებისაო;

 

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ მოღვაწეთათვის სარწმუნოო სასოებაო.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 4

 

ცოდვისმოყვარულ იჭვთა ნიავქარი უვარ-ჰყვეს და განაგდეს თვისაგან ღირსთა მამა-დედათა სულიერთა, რომელთა შეიყვარეს ეკლისა გზაი იწრო ცხოვნებისა, მცხოვრებთა მწუხარებათა და მოკლებათა შორის ცათა სასუფეველისათვის და ღმრთივ-სათნო ცხოვრებითა თვისითა ამშვენებენ აწ მრავალთა ადგილთა ყოვლისა სოფლისა, სადა-იგი დაფუძნებულ არიან მაცხოვნებელნი სავანენი მონოზონებრი ცხოვრებისანი, მათ შინა კეთილად სცხოვრებენ ცხოვნებადნი იგი და მარადის ანგელოსთა გალობასა უგალობენ ქრისტე ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.

 

იკოსი 4

 

ესმოდის რა წმიდანი სიტყვანი ქრისტეს სახარებისანი, რჩეულნი ესე ზეცისანი, ყოვლად მომძაგებელნი ამაოებისა სოფლისა ამის, წმიდასა გზასა ადგებიან, ქედსა თვისსა ზედა ამღებელნი ტკბილისა უღლისა მაცხოვრისა ჩვენისა სახიერისა და ცხოვრებითა თვისითა ჯერეთ ხორცთა შინა მყოფნი წმიდათა ანგელოსთა ემსგავსებიან, მქონებელნი ყოვლადსაკვირველისა იღუმენიასი ყოველთა ზედა წმიდათა სავანეთა მათთა სრულიად სოფელსა შინა, გაბრწყინვებულთა მსგავსად ვარსკვლავთა ზეცისათა, რომელსაცა მარადის უღაღადებენ:

 

გიხაროდენ, მართლმადიდებელისა მონოზონობისა ყოვლადბრძენო იღუმენია;

 

გიხაროდენ, ხსნაო ღმრთივრჩეულისა ერისაო.

 

გიხაროდენ, სვეტო ქალწულებისაო და ულევო ზღვაო მოწყალებისაო;

 

გიხაროდენ, მარადიულო წყაროო სამოთხისმიერი სიხარულისაო.

 

გიხაროდენ, შესავედრებელო მონანულ ცოდვილთაო;

 

გიხაროდენ, საუნჯეო უპოვარ და ღვთისგლახა მოსაგრეთაო.

 

გიხაროდენ, ყოვლისა სამყაროისა სიყვარულითა აღმავსებელო;

 

გიხაროდენ დიდებითა ზეციურითა სატანისა ჯოჯოხეთად შთამგდებელო.

 

გიხაროდენ, ღმრთაებრივო სიხარულო ანგელოსთა და კაცთაო;

 

გიხაროდენ, რამეთუ მარადი ტირილი უკუნისამდე მოაწიე ბილწთა დემონთა ზედა.

 

გიხაროდენ, ერთო მხოლოო სასოებაო მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაო.

 

 გიხაროდენ, დედაო უფლისა და ჩვენო ყოვლადდიებულო.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 5

 

ღმრთივმდინარი ცხოვრება განვლეს მართალთა მონოზონთა და, სიხარულითა მიწევნულნი ზეციურსა სამშობლოსა, აწ განსცხრებიან უფლისა მიერ წმიდათა ანგელოსთა თანა ყოველთა საუკუნეთა შინა, ხოლო ჩვენ, თანამოძმენი მათნი, ვიღუწით წმიდათა სავანეთა შინა და მარადის ქებულებისა გალობათა აღვუვლენთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 5

 

ხედვიდეს რჩეულნი ღმრთისანი მსწრაფლწარმავალსა დიდებასა სოფლისა ამის: რამეთუ სიმდიდრე დაუდგრომელ არს, ბედნიერება მალიად განქარდების, ხოლო მწუხარებანი, ურვანი, სასოწარკვეთა და ყოველნი ბოროტშემთხვეულებანი მარადნი თანამგზავრნი არიან ცხოვრებისა ამის, და უკანასკნელ სიკვდილიცა სხეულისა გარდუვალად მოელოდის ყოველთა კაცთა. ხოლო წმიდითა სარწმუნოებითა სჭურეტდეს იგინი საუკუნოთა საყოფელთა და ესრეთ შეიყვარეს ვიწრო და მწუხარე გზა მონოზონებრი ცხოვრებისა, სადა-იგი თვით ყოვლადწმიდაი დედაი უფლისა იღუმენიად არს, წინამძღვარი ცხოვნებადთა შვილთა თვისთა სულიერთა, რომელნი ქებულებითა ჰხადიან მას:

 

გიხაროდენ, ერთო ხსნაო სულთა ჩვენთაო;

 

გიხაროდენ, სამოთხისმიერო ნუგეშინისცემაო ყოველთა მწუხარეთაო.

 

გიხაროდენ, წმიდისა ათონის მთისა განმანათლებელო;

 

გიხაროდენ, ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა მოწყალეო მფარველო.

 

გიხაროდენ, სარწმუნოო შესავედრებელო ყოველთა მონანულთაო.

 

გიხაროდენ, მშვიდო თავშესაფარო განსაცდელთაგან ხსნილთაო.

 

გიხაროდენ, პეჩორისა ლავრისა აღმაშენებელო;

 

გიხაროდენ, პოჩაევისა სავანისა მტკიცეო მცველო.

 

გიხაროდენ, ათანასე ათონელისა ლავრის ეკონომისსაო;

 

გიხაროდენ, წიგნო ქრისტესო აღთქმისა ახლისა სიონისაო.

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა ერთად შემომკრებელო;

 

გიხაროდენ, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის სამოთხისა გზისა მაჩვენებელო.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 6

 

მქადაგებლად დიდებულისა ანგელოსთა სწორისა ცხოვრებისა ხორცთა შინა გამოსჩნდენ დიდი მამანი: ანტონი, პახომი, მაკარი, თეოდოსი და სხვანი ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ცხოვრებასა შეუდგებოდეს დასნი და დასნი ყოველთა ღირსთა მოღვაწეთა, რომელთა სავანენი სამოთხისანი დაიმკვიდრეს ყოველთა წმიდათა თანა, ხოლო აწ ჩვენცა, მობაძავნი მათნი, ანგელოსთა წოდებასა შინა ცხოვრებულნი მონოზონნი, ქებულებისა ღაღადითა ვუგალობთ მაცხოვარსა სოფლისასა: ალილუია.

 

იკოსი 6

 

ხატი ანგელოსებრი ცხოვრებისა გამოუბრწყინდა ყოველთა მეძიებელთა ცხოვნებისა განშორებითა ამაოებათაგან სოფლისა ამის, რომლისა სახე არს თავადი იესუ ქრისტე ღმერთი ჩვენი და ყოვლადწმიდაი დედა მისი – მარადის ქალწული მარიამ ღმრთისმშობელი, წინამორბედი უფლისა იოანე და სხვანი აღურაცხელნი წმიდანი – სათნო-მყოფელნი ღმრთისანი, რომელთა ცხოვრებასაცა ჰბაძვიან აწ ყოველნი ღირსნი მამა-დედანი ხელმწიფებრივითა წინამძღვრობითა დედუფალისა სამყაროისა, ყოვლადპატიოსნისა იღუმენიასი მართლმადებელ სავანეთა – მარიამ ღმრთისმშობელისათა, მარადის ქებულისა ყოველთა წმიდათაგან ყოვლასაკვირველითა ქებულებითა ამით:

 

გიხაროდენ, ანგელოსებრივისა ცხოვრებისა მათისა ხსნაო მარადო.

 

გიხაროდენ, გზასა ზედა ზეციურისა ცხოვრებისა სახიერო დამადგინებელო;

 

გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა მამულისა წინამძღვარო.

 

გიხაროდენ, ქვრივ-ობოლთა დაცვად მალიად მსწრაფველო;

 

გიხაროდენ, წმიდათა მოსაგრეთათვის მყოვარ გვირგვინთა მთხზველო.

 

გიხაროდენ, ყოველთა მართალთა მორწმუნეთა მოყვარულო;

 

გიხაროდენ, მონანულთა ცოდვილთა შემწყალებელო.

 

გიხაროდენ, რამეთუ სიყვარული შენი სიყვარულსა ღმრთისასა თანა-ემსგავსების;

 

გიხაროდენ, რამეთუ შენითა ყოველი ქმნილება უფლისა მიერ ცხოვნდების.

 

გიხაროდენ, სიხარულო ღმრთაებრივისა მხიარულებისაო;

 

გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა საფარველო და ხსნაო.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაი 7

 

ჰსუროდა რა ზეცად მიმყვანებელისა გზისა – იწროისა და მწუხარისა – კეთილად განგება, სათნო-იყო უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან დედისა თვისისათვის, რაითა იყოს იგი იღუმენიად ყოველთა ზედა

მართლმადიდებელთა საბერ-მონოზონო სავანეთა, ოთხივ კიდეთა ქვეყანისათა დაფუძნებულთა, რაითა წინა–უძღოდეს საყოფელად მიმართ სამოთხისა ზეციურისა ყოველთა ცხოვნებადთა – დასთა და დასთა რჩეულთა თვისთა, რომელნი სასოებით ეძიებენ ხსნასა და მოუკლებელად უგალობენ მხსნელსა ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.

 

იკოსი 7

 

ახალი ცხოვრება სახითა ანგელოსებრი ცხოვრებისა გამოაჩინეს ღირსთა მამა-დედათა, რომელთა სამარადჟამოდ დაუტევეს სიტკბოებანი ცოდვილისა სოფლისა ამის და კეთილად შეიყვარეს სლვაი ზეცად გზითა მეუფისა დიდებისაითა – ქრისტე ღმერთისა ჩვენისა, ჯვარისა ტვირთვითა ტანჯვათა და მრავალთა ჭირთა შორის, და ესრეთ იქმნენ იგინიცა მოწამედ თვინიერ სისხლისა, დათმენითა ყოვლისა ბოროტისა სასუფევლისათვის ღმრთისა, რომელიცა ნანდვილ დაიმკვიდრეს. ხოლო აწ კვალად დასნი და დასნი ღირსთა მამა-დედათა მხნედ მდინარებენ მითვე გზითა, წინამძღვრობითა დედისა ღმრთისა ჩვენისა, რომელ არს ყოვლადპატიოსანი იღუმენია მათისა ღირსისა ცხოვრებისა, ყოვლად განდიდებადი მათ მიერ ქებულებითა ამით:

 

გიხაროდენ, დედაო უფლისა ჩვენისაო, ყოვლადმართლისა მსაჯულისაო;

 

გიხაროდენ, იღუმენიად ყოველთა მართლმადიდებელ ბერ-მონაზონთა საუკუნითგან წინად-აღრჩეულო.

 

გიხაროდენ, სხეულებრივითა უბიწოებითა აღმატებით ყოვლისა ქმნილებისა უზეშთაესო;

 

გიხაროდენ, სიწმიდითა სულისა შენისაითა ზეცისა შემამკობელო.

 

გიხაროდენ, ყოველთათვის ზეციურისა მამულისა ხარებაო.

 

გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ბერ-მონოზონობისა შროშანო სულიერო;

 

გიხაროდენ, ყოველთა მართლმადიდებელთათვის გულსმოდგინეო მლოცველო;

 

გიხაროდენ, წმიდათა რჩეულთა შენთა სახიერო აღმაორძინებელო;

 

გიხაროდენ, ყოველთა მწირთა შესავედრებელო და მსხემთ მშვიდო თავშესაფარო;

 

გიხაროდენ, ნეტარისა მოხუცებულობისა ტკბილო შვებაო და მოსვენებაო;

 

გიხაროდენ, უსაკვირველესო სძალო უსძლოო;

 

გიხაროდენ, უწრფელესითა წადილითა ყოველთათვის ცხოვნებისა მნებებელო;

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 8

 

უცხო და საკვირველი ცხოვრებაი აქუნდა რჩეულთა ქრისტესთა, რომელთა დაუტევნეს ბილწნი ვნებანი და უვარ-ყვეს ხორციელნი სიამენი, ხოლო შეიყვარეს გზაი ტანჯვათა ჯვარისათა უდაბნოსსა შინა და ჭალაკთა ზედა, ნაპრალთა კლდისათა და მაღნართა შორის, რომელნი ანგელოსთა მსგავსად სცხოვრებდენ მხეცთა თანა ველისათა, სადა-იგი ნებითა ღმრთისაითა დააფუძნეს წმიდანი სავანენი და მუნ ყოვლითა ღმრთივ-სათნო ცხოვრებითა თვისითა უგალობდენ უფალსა ქერუბიმთა გალობასა: ალილუია.

 

იკოსი 8

 

ყოვლითურთ იყო და არს ყოვლადძლიერი ღმერთი გონებათა და გულთა შინა რჩეულთა სათნო-მყოფელთა თვისთა, ვითარცა თქუმულ არს: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის თვისთა“, განმადიდებელი წმიდათა თვისთა, შემომკრებელი მათი ცოდვილისაგან სოფლით ამის და დამამკვიდრებელი წმიდათა სავანეთა შინა, რაითა მათ მიერ, ერთობით წმიდათა ანგელოსთა თანა, მარადის იქებოდის უწმიდესი სახელი მისი, და რაითა ყოვლითა სიბრძნითა ღმრთაებრივითა წინამძღვრობდეს მათ ზეციური იღუმენია “– დედუფალი ჩვენი ღმრთისმშობელი, ყოვლადსახიერი დედა უფლისა, ჭირთა, განსაცდელთა და მწუხარებათაგან მხსნელი ყოველთა მდაბლად მაქებელთა წყალობათა მისთა ესრეთ:

 

გიხაროდენ, უპატიოსნესო ყოვლისა ქმნილებისა და სრულიად სამყაროისაო;

 

გიხაროდენ, უტკბილესო სამკვიდრებელო ღმრთისაო;

 

გიხაროდენ, წმიდაო საფარველო ცხოვრებისა ჩვენისაო;

 

გიხაროდენ, ღმრთაებრივო წყაროო ტკბობათა უტკბილესთაო;

 

გიხაროდენ, ცხოვნებისა ჩვენისა სრულო მოლოდებაო და მშვიდო მოსვენებაო;

 

გიხაროდენ, ქვეყნიურსაცა ცხოვრებასა ამას ჩვენო ღმრთისმიერო სასოებაო.

 

გიხაროდენ, რამეთუ მკვდრეთით აღდგა ძე და უფალი შენი;

 

გიხაროდენ, რამეთუ მან აღადგინა მკვდრეთით ყოველი ხორციელი.

 

გიხაროდენ, რომელსა მარადის გიგალობენ ზეციურნი მხედრობანი;

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათაგან ღირსად ქებულო.

 

გიხაროდენ, დიდო სიხარულო ცხოვნებისა ჩემისაო;

 

გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა ღმრთაებრივო ნუგეშინისცემაო.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 9

 

მომძაგებელნი ყოვლისა სიბრძნისა ქვეყნიურისა, ქრისტესთვის სულელად გამოჩნდენ წმიდანი სათნო-მყოფელნი ღმრთისანი, მსხემად და უცხოდ ვიდოდნენ ქვეყანასა ზედა, და არასადა აქუნდა რაიმე სხეულისათვის, რომელი მოეღო, და აწ ჩვენცა მათ ვჰბაძევთ ცხოვრებითა, ღვაწლითა და სიყვარულითა უფლისაითა, ვისა ქებულებათა მივუძღვანებთ და ღირსად განვადიდებთ, მგალობელნი ანგელოსებრ: ალილუია.

 

იკოსი 9

 

მჭევრმეტყველად სიბრძნითა უფლისაითა გამოჩნდენ ღირსნი მამანი: პახომი დიდი, ანტონი დიდი და მაკარი მეგვიპტელი და ყოველთა მართლმადიდებელ ბერ-მონაზონთა მთავარნი, რომელნი გამობრწყინდენ

წმიდათა შორის, რამეთუ წმიდა ანგელოსთასწორი ცხოვრებითა თვისითა ქვეყანასა ზედა და მაცხოვნებელითა სიტყვითა აცხოვნეს მრავალნი დასნი და დასნი მოწაფეთანი, ჭეშმარიტნი მონანი ქრისტესნი ყოველსა სოფელსა შინა ბრძანებითა ყოვლადწმიდისა სამებისაითა და ხელმწიფებრივითა წინამძღვრობითა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისაითა, რომელსა ყოვლითა სულითა მარადის მივუძღვანებთ ქებულებათა ამათ:

 

გიხაროდენ, ყოვლისა სამყაროისა ზესთამბრძოლო დედუფალო;

 

გიხაროდენ, ჩვენისა ცხოვნებისა წინამძღვარო - იღუმენია.

 

გიხაროდენ, მამა ღმერთისა ასულო საყვარელო;

 

გიხაროდენ, სიწმიდისა, სიმდაბლისა და მორჩილებისა შენისათვის ღმრთის ძისა დედად ყოფად ღირს-ქმნილო.

 

გიხაროდენ, სულიწმიდისა-ღმერთისა პალატო შვენიერო;

 

გიხაროდენ, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სიყვარულითა ყოვლადმდიდარო;

 

გიხაროდენ, მონაზონო დედაო, უპატიოსნესო ქერუბიმთაო;

 

გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, აღმატებით უზეშთაესო სერაბიმთაო;

 

გიხაროდენ, ქრისტეს მოციქულთა ყოვლადბრძენო დამოძღვრაო;

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა განმართლებაო.

 

გიხაროდენ, ქვეყნიურთა ტანჯვათა შორის ჩვენო შემწეო;

 

გიხაროდენ, მდაბალთა წრფელთა ლოცვათა მსწრაფლშემსმენელო;

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 10

 

ჰსუროდა რა ცხოვრებაი ნათესავისა კაცთასა, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გარდამოხდა ზეცით ღელესა ამას გლოვისა და მწუხარებისასა, სადა-იგი ტანჯვითა თვისითა სახე ღმრთაებრივისა ცხოვრებისა მოსცა ყოველთა წმიდათა, წადიერთა მიწევნად საუკუნოსა მოსვენებასა, რომელნი ღირსებით და სიმართლით ადიდებენ მას ანგელოსებრი ღაღადითა: ალილუია.

 

იკოსი 10

 

ღმრთაებრივ ზღუდედ მტკიცედ გამოსჩნდი ყოვლადპატიოსანო დედაო ჩვენო იღუმენია, რომელი იცავ, აცხოვნებ და იფარავ ყოველთა წმიდათა სავანეთა მონოზონებრი ცხოვრებისათა წმიდასა მას მთასა ზედა ათონისასა და ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა, ცისკრით ჟამითგან ქრისტეს სარწმუნოებისა ვიდრე ჟამადმდე საშინელისა მის დღისა უფლისა სამსჯავროისა, და საღმრთოითა მოწყალებითა შენითა აცხოვნებ ღირსთა მამა-დედათა შენთა, მარადის მაქებელთა უხვებათა შენთა გიხაროდენითა ამით:

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო ჩვენო იღუმენია;

 

გიხაროდენ, წყაროო სულიერისა აღდგომისაო;

 

გიხაროდენ, საფარველითა შენითა ყოვლისა სოფლისა მომცგიხაროდენ, დიდებაო და გვირგვინო წინაისწარმეტყველთაო;

 

გიხაროდენ, ჩემისა ცხოვრებისაცა ნეტარო დასრულებაო;

 

გიხაროდენ, უმშვენიერესო ცათაო და უტკბილესო სამოთხისაო;

 

გიხაროდენ, წმიდისა ცხოვრებისა მაგალითო სახეო;

 

გიხაროდენ, შენისა წილხვედრისა – ათონის მოყვარულო;

 

გიხაროდენ, იერუსალემისა და სიონისა დამამშვენებელო;

 

გიხაროდენ, დედაო მსაჯულისა ყოვლადმოწყალისაო;

 

გიხაროდენ, ცრემლის ნაკადულთა ცოდვილისა სოფლისათვის მღვრელო;

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 11

 

გალობათა ყოვლად ლმობილთა მოგიძღვანებენ შენ ყოველნი წმიდანი სავანეთა შორის ზეცისა სამოთხისათა, და წმიდათა ანგელოსთა თანა ღაღადით აქებენ და ადიდებენ ყოვლადწმიდასა სამებასა: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ” და ჩვენცა, მართლმადიდებელნი ბერ-მონოზონნი, სარწმუნოებით მჭვრეტელნი სიხარულისა, მოუკლებელად ვუღაღადებთ ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.

 

იკოსი 11

 

ნათლის მიმღები ლამპარი მართლმადიდებელი ცხოვრებისა აქუნდა კრებულთა ღირსთა მამა-დედათა, ყოველთა წმიდათა თანა საუკუნითგან გაბრწყინვებულთა, ზეცისა გზასა ზედა მავალთა ვითარცა პირველ, ეგრეთვე აწვე ჟამსაცა, რომელთა უფლისა მიერ უვით ყოვლადძლიერი წინამძღვარი დედუფალი – დედაი ემმანუელისა, ღმრთისა ჩვენისა, ვითარცა იღუმენია ღირსისა მათისა ცხოვრებისა, ვისა მიმართ სიხარულით ღაღადებენ მარადის ქებულებათა ამათ:

 

გიხაროდენ, რომელი ხატსა მორჩილებისა და სიმდაბლისასა გვაძლევ ჩვენ;

 

გიხაროდენ, რომელი ცხოვნების სავანეთა შინა შემოგვკრებ ჩვენ;

 

გიხაროდენ, წმიდისა ათონის მთისა დიდო იღუმენია;

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა მონასტერთა ბრძენო წინამძღვარო;

 

გიხაროდენ, ცხოვრებითა შენითა ყოვლადპატიოსანო მონაზონო დედაო;

 

გიხაროდენ, ბრძოლათა შორის ზესთამბრძოლო ყოვლადძლიერო;

 

გიხაროდენ, ცოცხალთა და მკვდართა მაცხოვნებელო მხსნელო;

 

გიხაროდენ, ყოველთა ქვრივ-ობოლთა მიმადლებელო მოყვარულო დედაო;

 

გიხაროდენ, მწუხარებათა შინა ჩვენო საამო შვებაო და ნუგეშინის-ცემაო;

 

გიხაროდენ, მართლმადიდებელ ქრისტეანეთა ცხოვნებაო;

 

გიხაროდენ, წმიდათა ღმრთაებრივ უხვებათა ულევო ზღვაო;

 

გიხაროდენ, სულიერ ღვაწლთათვის უხილავად ჩვენო განმაძლიერებელო;

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 12

 

საღმრთოისა მადლისა მარადის მომნიჭებელ არს ყოვლადტკბილი უფალი ჩვენი იესუ ყოველთა წმიდათა მონათა თვისთათვის, რომელნი ღირსებითა და სიწმიდით მოსაგრეობენ სოფელსა შინა, რამეთუ გუნდნი და გუნდნი წმიდათა მართლმადიდებელთანი ქრისტეს ეკლესიისა შორის სამოთხისა სავანეთა მარადის უგალობენ ყოვლადწმიდასა სამებასა ერთობით ყოველთა ზეცისა ძალთა თანა, ამისთვის ჩვენცა აწ ბაძვითა მაღლითა ვუღაღადებდეთ მაღალსა ღმერთსა, საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა: ალილუია.

 

იკოსი 12

 

ვუგალობთ რა აღურაცხელთა მოწყალებათა და უხვებათა უფლისათა, მარადის გარდამოღვრილთა ჩვენ, უღირსთა ამათ ბერ-მონაზონთა ზედა, და ყოვლადპატიოსანსა წინამძღვრობასა დედისა მისისა სახიერისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ყოველთა სავანეთა ზედა ჩვენთა, გვიხარის საღმრთოდ და განვსცხრებით, ვითარცა ღირს- ქმნილნი მაცხოვნებელთა ღვაწლთა აღსრულებისა სავანეთა შინა მართლმადიდებელთა, ვინაით უკუე აღურაცხელნი კრებულნი ღირსთა მამა-დედათანი მიწევნულ არიან სასუფეველსა ცათასა, ვისითა წმიდითა ლოცვითა და წყალობითა ღმრთისაითა, წმიდასა საფარველსა ქვეშე ზეციურისა  ჩვენისა დედა-იღუმენიასი, ნეტამცა ჩვენცა მივიწივნეთ სავანეთა სამოთხისათა, მხსნელითა და საქებელითა ღვაწლითა ჩვენითა, მგალობელნი მისა მიმართა გიხაროდენთა ამათ:

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო;

 

გიხაროდენ, ცხოვნებისა ჩვენისა ქმედითო თანა-მოსაგრეო;

 

გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთათვის ყოვლადუხვო იღუმენია;

 

გიხაროდენ, ღირსებათა შინა უპირველესო ყოველთაო;

 

გიხაროდენ, წყალობათა შენთა საფარველითა ყოვლისა სოფლისა მომცველო;

 

გიხაროდენ, ქვრივ-ობოლთა და მსხემთა მასაზრდოებელო;

 

გიხაროდენ, კეთილკრძალულებასა შინა ჭაბუკთა დამმოძღვრებელო;

 

გიხაროდენ, ყოველთა კაცთათვის სახიერო მზრუნველო;

 

გიხაროდენ, პირველმშობლისა ადამის მოდგმისა მხიარულებაო;

 

გიხაროდენ, ტკბილო შესავედრებელო და მშვიდო ნავთსაყუდელო ცხოვნებისაო;

 

გიხაროდენ, ყოვლადუხვო დედაო ჩვენო იღუმენია;

 

გიხაროდენ, ჩვენისა საგალობელისა სახიერო დასაბამო და დასრულებაო;

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

კონდაკი 13

 

ჰოი, ყოვლადქებულო დედაო ჩვენო იღუმენია, ყოვლადდიდებულო დედუფალო ღმრთისმშობელო! შეიწყნარე ვედრებაი ესე ჩვენი, ყოვლითა სულითა აღმოვლენილი შენდა და ღირს-გვყავი ჩვენ ანგელოსებრი წოდებითა მიწევნად სასუფეველსა ცათასა, სადა-იგი ყოველნი წმიდანნი – ანგელოსნი და ნათესავნი კაცთანი – მარადის უგალობენ ქებულებასა ღმერთსა – ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: ალილუია.

(ეს კონდაკი იკითხება 3-გზის, შემდეგ კვლავ იკოსი 1 და კონდაკი 1)

 

იკოსი 1

 

ანგელოსნი ხორციელნი იყვნენ ყოველნი ღირსნი მამა-დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, საუკუნითგან გაბრწყინვებულნი წმიდათა შორის და აწცა არიედ მართლმადიდებლურად მავალნი სავანეთა მიმართ ზეცისათა ნათლითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა ქრისტესი, ქვეყნიურსა ასპარეზსა ზედა – ღელესა ამას გლოვისა და მწუხარებისასა, ხელმწიფებრივსა საფარველსა ქვეშე დედისა ქრისტე ღმრთისა ჩვენისა, მართლმადიდებელი სამონოზონო ცხოვრების ყოვლადპატიოსანი წინამძღვრისა, რომლისა ყოვლადმოწყალესა მფარველობასა და მეოხებასა სიხარულით ვხადით ესრეთ:

 

გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო დედაო ჩვენო იღუმენია.

 

გიხაროდენ, სასოებაო ჩვენისა ცხოვნებისაო.

 

გიხაროდენ, მფარველო მთისა ათონისაო.

 

გიხაროდენ, მუნ მცხოვრებთა ბერ-მონოზონთა მაცხოვნებელო.

 

გიხაროდენ, სიხარულო და დიდებაო ქრისტეს მოღვაწეთაო.

 

გიხაროდენ, საღმრთოო შვებავ წმიდათა მეუდაბნოეთაო.

 

გიხაროდენ, რამეთუ ყოველნი წმიდანი შენ მიერ ცხოვნდებოდიან.

 

გიხაროდენ, რამეთუ ყოველი სოფელი შენით შემკულ არს.

 

გიხაროდენ, ყოვლისა სამყაროისა ღმრთისა მიერ ხელმწიფაო.

 

გიხაროდენ, ცათა სამოთხეს დამკვიდრებისა წინამძღვარო.

 

გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა ცხორების სახიერო და დიდებულო დასრულებაო.

 

გიხაროდენ, ღმრთაებრივო ნაკადო წმიდისა სიხარულისაო.

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

კონდაკი 1

 

აღრჩეულსა პირველ დაბადებისაგან ქვეყანისა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს, ღმრთისმშობელსა, რომელმან ჭეშმარიტად ჰშევ ხორციელად იესუ ქრისტე, მაცხოვარი და ღმერთი ჩვენი, ვითარცა ხელმწიფესა დედუფალსა ყოვლისა სამყაროისა, ფრიად შემყვარებელსა ქრისტესა, მქონებელსა ქვეშე ხელმწიფებრივისა საფარველისა შენისა წმიდათა სავანეთა მისთა, ქებულებისა გალობათა მოგიძღვანებთ ჩვენ, ცოდვილნი ესე. ხოლო შენ, ყოვლადპატიოსანო დედაო ჩვენო იღუმენია, დაგვიცევ, დაგვიფარე და გვიხსენ ყოველთა მტერთაგან ჩვენთა, ხილულთა და არახილულთა, რაითა ესრეთ გხადოდეთ შენ:

 

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდისა ათონის მთისა და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელ სავანეთა ყოვლადპატიოსანო იღუმენია.

 

 

ლოცვა 1
ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისადმი წინაშე წმიდისა ხატისა მისისა
„იკონომისსად“ – „ათონის მთის იღუმენიად“ წოდებულისა

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო; ყოვლადპატიოსანო დედაო ჩვენო იღუმენია, მონოზონური ცხოვრების ყოველთა მართლმადიდებელ სავანეთა – ათონის მთასა ზედა და ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა გიებულთა, მარადო წინამძღვარო! შეიწყნარე მდაბალნი ესე ვედრებანი ჩვენნი და მიართვ ყოვლადუხვსა ღმერთსა ჩვენსა ლოცვანი ესე, რაითა მადლითა თვისითა აცხოვნოს სულნი ჩვენნი. მოიხილე ჩვენ ზედა ყოვლადმოწყალითა თვალითა შენითა და თვით აღასრულე უფლისა მიერ ცხოვნება ჩვენი, ვინათგან თვინიერ წყალობისა მაცხოვრისა ჩვენისა და თვინიერ შენისა წმიდისა მეოხ-მყოფელობისა არა ძალ-გვიც ჩვენ, კრულთა ამათ, თავით თვისით აღსრულება ხსნისა ჩვენისა, რადგან ესერა წარვწყმიდეთ ცხოვრება ჩვენი ქვეყნიურთა ამაოებათა შორის, ხოლო დღე იგი სამკალისა ქრისტესი – საშინელისა სამსჯავროისა მისისა მოახლებულ არს. და ჩვენ, შეჩვენებულნი ესე, წარვწყმდებით უფსკრულსა შინა ცოდვისასა მცონარებისათვის და უდებობისა ჩვენისა, ვითარცა თქუმულ არს წმიდათა მამათაგან, პირველდასაბამიერთა ანგელოსებრი ცხოვრებისა ხორცთა შინა, ვითარმედ უკანასკნელნი მონოზონნი მცონარებითა და არაგულსმოდგინებითა მიემსგავსებიან კაცთა ერისათა, და აჰა ესერა აწ აღესრულების ყოველივე ესე, რამეთუ მონოზონობა ჩვენი ცხოვრებითა თვისითა ვალს ზღვასა შინა ცხოვრებისასა შორის დიდსა ნიავ-ქარსა და ავდარსა; და წმიდანიცა სავანენი ჩვენნი გაცამტვერებულ არიან ცოდვათა გამო ჩვენთა, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო ყოვლადმართალმან მსაჯულმან – უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტე, ხოლო ჩვენ, უღირსთა ამათ, არა გუაქუს, სადა-იგი თავი მივიდრიკოთ. ჰოი, უტკბილესო დედაო ჩვენო იღუმენია! კრებულად ერთად შემოგვკრიბე ჩვენ, განბნეული ესე სამწყსო ქრისტესი, და აცხოვნე ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი სინანულითა წრფელითა, ღირს-ჰყავი იგინი ცხორებასა სამოთხეს ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა სასუფეველსა შინა ქრისტე ღმრთისა ჩვენისა, რომელსა შვენის პატივი და დიდება დაუსაბამოისა მამისა თანა და ყოვლადწმიდისა სახიერისა და ცხოველსმყოფელისა სულისა თანა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ლოცვა 2
ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისადმი წინაშე წმიდისა ხატისა მისისა
„იკონომისსად“ – „ათონის მთის იღუმენიად“ წოდებულისა

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ათონის მთისა იღუმენია, მარადო ეკონომისსა – მნეო ათანასეს სავანისა და ყოველთა მართლმადიდებელთა სავანეთაო. შემწეო ყოველთა შეჭირვებულთა სიყმილისაგან და ხელმოკლეობისაგან, შეისმინე მარადი ლოცვა-ვედრებანი ბერ-მონაზონთა და ჩვენ – უღირსთა ამათ ცოდვილთა და მიართვ იგინი ძესა შენსა და უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, რაითა მეოხებითა შენითა მოგვანიჭოს წრფელი სინანული და ცოდვათა მოტევება, საღმრთო მშვიდობა მოჰფინოს ყოველსა სოფელსა და კეთილად დაიცვას ყოველნი მართლმადიდებელნი, მოღვაწენი სავანეთა შინა და მცხოვრებნი ერსა შორის, მოჰმადლოს მათ ნივთიერი შემწეობა და სიმდიდრე სულიერი, ჰე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მფარველო წილხვედრთა შენთა ათონის მთისა და ივერიისაო, კიევ-პეჩორის ლავრისა და დივეევოს მონასტრისაო, ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მაღალტოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი ივერია – სამარადჟამო წილხვედრი შენი, სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცევ. და ჩვენცა, ცოდვილნი შვილნი წილხვდომილისა საზეპუროისა ერისა შენისა დაგვიცევ და დაგვიფარე თვით აღსასრულადმდე ჩვენისა მძლე ლოცვითა შენითა, რაითა ცხოვნებულნი შენითა მეოხმყოფელობითა და შეწევნითა, ყოვლისავეთვის დიდებასა, ქებულებასა, მადლობასა და თაყვანის-ცემასა აღვუვლენდეთ ერთსა სამპიროვანსა ღმერთსა, ყოვლისა დამბადებელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ტროპარი, ხმა 4

 

მეოხმყოფელობაო საშინელო და ურცხვენელო, ნუ უგულვებელს-ჰყოფ, სახიერო, ლოცვათა ჩვენთა, ყოვლადქებულო და საგალობელო ღმრთისმშობელო, მოწყალეო განმგებელო და აღმშენებელო ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოვრებისაო, იხსენი ქვეყანა ჩვენი და დაიცევ მას შინა ცხოვრებულნი ყოველნი მართლმადიდებელნი, რომელმან ჰშევ ღმერთი, ერთო მხოლოო კურთხეულო.

 

კონდაკი, ხმა 6

 

ურცხვენელო წინამდგომელო ქრისტიანეთაო, უცვალებელო მეოხმყოფელობაო წინაშე შემოქმედისაო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებისა ხმასა ცოდვილთა ამათ, არამედ წინა-მსწრობელ გვეჭავ შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე მართლიად გხადით შენ, ისწრაფე ლოცვად და შეგვვედრე ძესა და უფალსა შენსა იესუ ქრისტესა ჩვენ, თაყვანისმცემელნი შენნი, მარადის მდგომელო წინაშე საყდრისა უფლისაო – ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო.

 

დიდებისმეტყველება

 

გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და თაყვანის-ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლისა მიერ მოკლებათა, სნეულებათა და უძლურებათა ჩვენთა განჰკურნებ და სულსაცა ჩვენსა ღმრთისა
მიმართ აღამაღლებ.

 

დასასრული ლოცვები

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.

 

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

 

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.