ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.
რჩეულნო სასწაულთმოქმედნო ქრისტესნო და წმიდისა სარწმუნოებისა აღმსარებელნო
გური, სამონ და აბიბო, ზნეკეთილნო, ხსენებისა თქვენისა ქებისა გალობითა
პატივისმცემელნი ვითარცა ქრისტიანთა მეოხთა და ტანჯულთა მფარველთა და კადნიერების
მქონებელთა წინაშე ღმრთისა, გიგალობთ თქუენ. ყოვლისა ჭირისა და ზედამოსვლისაგან
გვიხსენით ჩუენ, სარწმუნოებითა და სიყვარულით მხმობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ხორცითა ანგელოსნო და სამებისა წმინდისა სწორნო რიცხვითა, ღმრთისა მიმართ მხურვალითა სიყვარულითა კერპნი დაამხენით, სარწმუნოებაჲ ქრისტესი განამტკიცენით, სამებაჲ წმიდაჲ განადიდენით, რისთვისცა მაქებელნი ღუაწლისა თქვენისანი გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ლაპმარნო ღმრთისმოსაობისანო;
გიხაროდენ, მამხილებელნო უწმინდურებისანო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელნო ქრისტეს სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, სვეტნო ღმრთისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სასოო და მეოხნო მართალთანო;
გიხაროდენ, ზარდამცემნო და მომწყვლელნო ორგულთანო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ედესისა ქალაქისა ერისა უწმინდურებისა მხილველნი გური და სამონ უდაბნოსა შინა განერნეს მათ, ილტვოდნენ მთავრისაგან ამის სოფლისა და საცდურისა და გულსმოდგინებითა მსახურებდნენ ღმერთსა, დღისითა და ღამით მგალობელნი: ალილუია.
ბრძენისა გონებისა მქონებელნო წმიდანო მოწამენო, მარადის მოღუწენო სადიდებელად ღმრთისა, წარმართთა უწმინდურებისა მამხილებელნო, სიმართლისა გზასა წარუმართებთ მეძიებელთა ჭეშმარიტებისასა და მრავალთა მერყევსა მოიყვანებთ ჭეშმარიტისა ღმრთისა მომართ, რისთვისცა გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, დამნერგველნო ჭეშმარიტისა ღმრთისთაყვანისცემისაო;
გიხაროდენ, აღმომფხვრელნო დემონთა მსახურებისაო;
გიხაროდენ, მამხილებელნო წყვდიადისა უწმიდურებისაო;
გიხაროდენ, დამამხობლენო საცთურისა კერპთაო;
გიხაროდენ, აღმსარებელნო ჩინებულნო ქრისტესნო;
გიხაროდენ, ლამპარნო მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
კურთხეულნი ძალითა მაღლისათა წმიდანი მოწამენი არა შეუდრკენ მდევნელთა წმიდისა სარწმუნოებისათა, ნებაჲ უწმიდურისა ანტონიანესი არად შერაცხეს და სარწმუნოებაჲ ქრისტესი განადიდეს ხმითა მაღლითა, რისთვისცა დილეგსა შინა შთაგდებულნი ხმობდეს ღმრთისა მომართ: ალილუია.
ქრისტეს მიმართ მქონებელნო სარწმუნოებისა უფროის ანდამატისა მტკიცისა და ძალითა მისითა აღჭურვილნო, სიმხნით დამთმენელნი იყუენით საკვრელთა და თვით სიკუდილისაცა, წმიდანო მოწამენო, ამისთვისცა ესევითარისა მხნებისა თქუენისა მაქებელნი, გადიდებთ თქუენ ესრეთ:
გიხაროდენ, აღმსარებელნო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, მემკვიდრენო ზეცისა სასუფევლისაო;
გიხაროდენ, საქებელნო მოწამეთანო;
გიხაროდენ, ტანჯვათა დამთმენელნო დიდებულნო;
გიხაროდენ, სიმტკიცენო წმიდისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, განმამშვენებელნო ქრისტიანთა ერისაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
მღელვარეთა ზრახვათა აღზავებისა მიერ შეპყრობილმან უწმინდურმან მეფემან ლიკინიისამან დევნა მკსინვარეჲ აღძრა ქრისტიანთა ზედა, ხოლო შენ, აბიბო ტანჯვათადამთმენელო, არა შეუდერკ მას და ხმობდი სარწმუნოებითა ქრისტეს ღმრთისა მომართ: ალილუია.
ესმა რა ღწვაჲ შენი მეფეს ლიკინიისასა, ღირსადსასწაულთმოქმედო აბიბო და აღმსარებლობაჲ მტკიცეჲ სარწმუნოებისა შენისა, გულისწყრომითა განძვინებულმან ინება მოკიდინებაჲ შენი, ვითარცა წინააღმდგომისა სამეუფოჲსა მისისა, ხოლო შენ, მხილველმან ესევითარმან, ვნებანი თავს ისხენ და ცეცხლითა დაწვაჲ დაითმინე სიხარულითა, რისთვისცა განკვირვებულნი დიდითა მხნებითა შენითა, გადიდებთ ესრეთ:
გიხაროდენ, შეუდრეკელო დამცველო ქრისტეს სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, უძლეველო მხედარო ქრისტესო;
გიხაროდენ, ძელსა ზედა დამოკიდებულო განმპყრობელისათვის ხელთა თვისთა ჯვარსა ზედა;
გიხაროდენ, დაჭრილო ბრჭყალითა რკინისათაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო მწუხარეთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემსმენელო ყოველთა ჭეშმარიტებისა მომართ მოსწრაფეთაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ზეცისა მყარსა ზედა ღმრთივმავალსა ვარსკვლავისა მობაძავ იქმენით, წმიდანო მოწამენო, თქვენისა უწმინდურებისა განმანათლებელნო და გზისა მომართ ჭეშმარიტებისასა მრავალთა მომყვანებელნო, ამისთვისცა ღმრთისმოსაობითა პატივისმცემელნი ხსენებისა თქუენისა, მადლობით ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.
ედესისა ქალაქისა ერმან, მხილველმან მრავალთა სასწაულთა, რომელნი იქმნებოდეს ლუსკუმისაგან წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოსითა, ძლიერად განიხარეს და ყოვლითა გულითა ადიდებდეს უფალსა და ჩუენცა პატივისმცემელნი წმიდისა ხსენებისა თქუენისანი, წმიდანო მოწამენო, ლმობიერად გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, მეოხნო უმართლოდ დევნულთაო;
გიხაროდენ, მეგობარნო ქრისტეს ერთგულთა მონათაო;
გიხაროდენ, მფარველნო საკვრელთა და საპყრობილეთა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ, განმაბრძნობელნო მდევნელთა და მჩაგვრელთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელნო მგლოვარეთაო;
გიხაროდენ, დამხსნელნო სიკუდილისაგან კადნიერისა და სასტიკისაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
სიბრძნით მიმღებელნი მაღლით მადლისათა განსაცდელსა შინა მყოფთა მეოხ ექმენით, ყოვლადქებულნო და ყრმაჲ იგი მწარისა სიკუდილისაგან იხსენით, წმიდანო, ჭეშმარიტად ხართ თქუენ დიდებანი ედესისა ქალაქისა და სიხარული ყოვლისა სოფლისა, რისთვისცა ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.
მიხსნენ ჩუენ მონობისაგან მტერისა, იესო ცხოვრებისმომცემელო, მოწამეთა შენთა თხოვითა გევედრებით, რაჲთა სულიერთა და ხორციელთა ვნებათა მონობისაგან ხსნილნი ვაქებდეთ მათსა მსწრაფლსა შეწევნასა, ვითარცა დედაკაცი იგი ქმრისა მიერ დაბეჭდული საფლავსა შინა და მსწრაფლშეცნობითა დასხნილი, მის თანავე გიხმობთ ჩუენცა ესრეთ:
გიხაროდენ, სიკუდილისაგან დამხსნელნო უბრალოჲსა მის დედაკაცისაო;
გიხაროდენ, მტანჯველთა სიმხეცისა დამთრგუნველნო საკვირველითა ხსნითა მისითაო;
გიხაროდენ, მამხილებელნო ბოროტისა მის კაცისა სასტიკისა საქმისაო;
გიხაროდენ, მისთვისცა სარწმუნოებისა და ქრისტიანთა ღმრთისა სარწმუნოებისა მასწავლელნო;
გიხაროდენ, ჭირვეულთათვის მომცემელნო წყალობისაო;
გიხაროდენ, დაუძინებელნო მცუელნო სახელისა თქუენისა მომხსენებელთაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ინება რა კაცთმოყვარემან ღმერთმან წარმოჩინებაჲ წყალობისა თვისისა წინაშე ერისა თვისისა, სასწაულთა აღმომაცენებელნი ხორცნი უხრწნელად დაიცვნა და მათ მიერ ყოველსა ჟამსა კურნებათა წყაროთა მიემთხვევიან მხმობელნი ღმრთისა: ალილუია.
ედესისა ქალაქისა ერმან, მხილველმან თქუენმან, მეოხთა ახალთა და საკვირველთა სასწაულთმოქმედთა, აღაშენეს წმიდაჲ ტაძარი მოსახსენებლად თქუენდა და მას შინა დაკრძალეს წმიდანი ნაწილნი თქუენნი, რომელნი აღმოუცენებენ შეწევნასა ყოველთა ტანჯულთა და ჩუენცა მქონებელნი თქვენდა მომართ შეურყეველისა სარწმუნოებისანი, ვხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, მკურნალნო სულიერთა და ხორციელთა წყლულებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, განმდევნელნო ეშმაკთა სახელითა უფლისათაო;
გიხაროდენ, კეთილადმახარებელნო სახიერებისა ჭეშმარიტებისაო;
გიხაროდენ, მტვირთველნო ღმრთეებრივისა მადლისაო;
გიხაროდენ, სახელისათვის უფლისა მიმთხვეულნო მრავალთა მწუხარებათაო;
გიხაროდენ, საკვირველად განბრწყინვებულნო შორის წმიდათა მისთაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
საშინელ არს და უცნაურ სმენად ურწმუნოთათვის, თუ ვითარ საკვირველნი საქმენი აღესრულებიან წმიდათა ნაწილთა თქუენთა მიერ: წყლულნი განიკურნებიან, ვნებანი დაიხსნებიან და ჩუენცა მქონებელნი შეურყეველისა სასოებისანი თქუენდა მომართ და მადლობისა შემწირველნი, გიხმობთ სარწმუნოებითა: ალილუია.
ყოველთა ქველისმოქმედებითა აღვსებულთა და მათ მიერ და ღმრთისა დიდებითა პატივდებულთა, შეიწყნარეთ, წმიდანო მოწამენო, ლოცვანი მართალთანი, რომელნი პატივს სცემენ წმიდასა ხსენებასა თქუენსა და ისმინეთ ხმობანიცა ესე მათნი:
გიხაროდენ, გლახაკნო სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ცათა;
გიხაროდენ, მგლოვარენო გულითა, რამეთუ ნუგეშინისცემულ იქმენით;
გიხაროდენ, მშვიდნო, რამეთუ დაიმკვიდრებით ქუეყანაჲ;
გიხაროდენ, მშიერნო და მწყურვალნო სიმართლისათვის, რამეთუ განძეღით;
გიხაროდენ, მოწყალენო, რამეთ მოიხვეჭეთ წყალობაჲ;
გიხაროდენ, წმიდანო გულითა, რამეთუ იხილენით უფალი;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ზედამოსლვანი ყოველნი, მოწავნულნი ედესისა ქალაქსა ზედა, დახსენით, წმიდანო მოწამენო, ნუ დაგვიტევებთ ჟამსაცა ამას ჩუენ მდაბალთა და ცოდვილთა ამათ, არამედ ყოველნი ერნი ამის სამკვიდროჲსანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განამტკიცენით, რაჲთა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვხმობდეთ განმადიდებელისა თქუენისა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
რიტორნი ენამჭევრნი, ვითარცა თევზნი უხმონი გხედვენ თქუენ, წმიდანო მოწამენო: გულისხმისა ვერმყოფელნი, თუ ვითარ იყვენით სულითა მაღლითა უდაბნოსა შინა, ხოლო დაუძინებელითა ღუაწლისა მოღვაწებითა ეგენით შორის კაცთა და ჩუენცა მოხარულნი, რამეთუ მოვიხვეჭეთ ესევითარი მოძღვარნი და მეოხნი, გადიდებთ თქუენ, მხმობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, წინწილანო ღმრთისა სიტყვისანო;
გიხაროდენ, მხურვალნო მეოხნო ჩუენთვის წინაშე ღმრთისა;
გიხაროდენ, განმანათლებელნო იუდეველთა და ელინთაო;
გიხაროდენ, მახარებელნო ღმრთეებისა სამგვამოვანისაო;
გიხაროდენ, მასწავლელნო თვინიერებისა და თავშეკავებისაო;
გიხაროდენ, მამხილებელნო ცრუთა და მპარავთაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
დაღაცათუ ედესისა ქალაქისა ერნი გონიერისა მის მგლისანი იხსენით და მტკიცედ შთააგონებდით მათ დადგრომასა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა, რაჲთა არა შეუდრკენ სასჯელსა მტრისასა, არამედ ჟამსა მწუხარებისა და ზედამოსვლისასა ჰმადლობენ ღმერთსა, მგალობელნი მისდა: ალილუია.
ზღუდე მყარი და საფარველი სანდო ხართ თქუენ, წმიდანო მოწამენო, ყოველთათვის, რომელნი თქუენდა მოილტვიან მვედრებელნი მწრაფლშემწეობისა თქუენისანი, ამისთვისცა ლმობიერებითა გულისათა ვხმობთ თქუენდა მომართ:
გიხაროდენ, სიხარულნო ყოველთა მწუხარეთანო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელნო და მხსნელნო ყოველთა ჩაგრულთა და პყრობილთანო;
გიხაროდენ, მეოხნო ქვრივთა და ობოლთანო;
გიხაროდენ, ერესთა და განწუალებათაგან დამცუელნო;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველნი ცოდვილნი ღუაწლითა თქუენითა განკვირდებიან;
გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისმოსავნი ყოველნი ხსენებითა თქუენითა განმხიარულდებიან;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
სამადლობელისა გალობისა შემწირველნი უფლისა მიმართ, გევედრებით თქუენ, მხურვალენო მეოხნო ჩუენნო, რაჲთა არა მარადის განგვეშორნეთ ცოდვათა ჩუენთათვის, არამედ წყალობაჲ ყოველთა უფლისაგან ითხოვეთ მგალობელთა ამათთვის: ალილუია.
წმიდათა მოწამეთა სამებისა - სხივცისკროვანისა განმადიდებელნი, მართალნო, განვერნებით ჩუენ სასჯელსა და შუღლსა ყოველსა ჟამსა ამის ცხოვრებისასა, მოვიზღუდნეთ თავნი ჩუენნი მართლმდიდებლობასა შინა შფოთისა და განწვალებისაგან და ერთისა სულისა მშვიდობისა თანა დამმარხველნი სიღრმით გულისათ ვხმობდეთ ესრეთ:
გიხაროდენ, ხმამაღალნო საყვირნო სახარებისა უწყებისაო;
გიხაროდენ, ტკბილხმოვანნო ბარბითნო მაცხოვნებელისა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის მებრძოლნო მტკიცენო;
გიხაროდენ, შეურყეველნო მომსვრელნო სიცრუისანო;
გიხაროდენ, მშვიდობისა და მადლისა მომღებელნო ზედა ღმრთისმოსავთა ოჯახთაო;
გიხაროდენ, სიმკაცრით დამსჯელნო სასტიკთა და უსჯულოთა მეუღლეთაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ღმრთისა მიერ თქუენდა მოცემულისა მადლისა მხილველნი ვდღესასწაულობთ ხსენებასა თქუენსა, წმიდანო მოწამენო, მხურვალითა ლოცვითა მოლტოლვილნი მტკიცისა შეწევნისა თქუენისა მომართ, წინაშე პატიოსნისა ხატისა თქუენისა, ვითარცა უბრძოლველისა ზღუდითა დაცულნი, რისთვისცა გაქებთ თქუენ, ქრისტესთვის ტანჯვათადამთმენელნო და გულსმოდგინებითა ვუხმობთ ღმერთსა: ალილუია.
მგალობელნი საკვირველისა ცხოვრებისა და მოწამეობრივისა აღსასრულისა თქვენისანი, გევედრებით თქვენ, ქრისტესათვის ტანჯვათდამთმენელნო, გური, სამონ და აბიბო, გვექმენით ჩვენ კეთილად შემწე ყოველსა შინა, გვაკურთხენით ჩუენ მშვიდობითა და სიყვარულითა და მოგვანიჭეთ ჩუენ სარწმუნოებაჲ შეურყეველი, ცხოვრებისა სიწმიდეჲ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა ყოველნი რომელნი ვეძიებთ სულიერსა მშვიდობასა, სიხარულით ვხმობდეთ თქვენდა მომართ:
გიხაროდენ, რამეთუ განდიდდა სახელნი თქუენნი შორის თვით ურწმუნოთასა;
გიხაროდენ, მხუხარეთათვის მომცემელნო ნუგეშინისცემისა და სიხარულისო;
გიხაროდენ, განმაკვირვებელნო და შემაშინებელნო მჩაგვრელთაო;
გიხაროდენ, სასტიკისა სიკვდილისაგან დამხსნელნო დედაკაცისა უბრალოჲსაო;
გიხაროდენ, სამართლად დამსჯელნო ბოტორისა ქმრისა მისისაო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ჰოჲ, წმიდანო ტანჯვათა დამთმენელნო ქრისტესნო გური, სამონ და აბიბო, შეიწირეთ სადიდებელი გალობაჲ ესე ჩუენი და შემსმენელთა გულისმოდგინეთა ვედრებათა ჩუენთა, მხურვალითა შუამდგომელობითა წინაშე ღმრთისა, განგვათავისუფლეთ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, ბრძოლათა და უთანხმოებათაგან და ყოველთა მძვინვარეთა ჭირთაგან და სნეულებათა, რაჲთა სიყვარულითა პატივისმცემელნი თქუენნი, მარადის ვხმობდეთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ხორცითა ანგელოსნო და სამებისა წმინდისა სწორნო რიცხვითა, ღმრთისა მიმართ მხურვალითა სიყვარულითა კერპნი დაამხენით, სარწმუნოებაჲ ქრისტესი განამტკიცენით, სამებაჲ წმიდაჲ განადიდენით, რისთვისცა მაქებელნი ღუაწლისა თქვენისანი გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ლაპმარნო ღმრთისმოსაობისანო;
გიხაროდენ, მამხილებელნო უწმინდურებისანო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელნო ქრისტეს სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, სვეტნო ღმრთისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სასოო და მეოხნო მართალთანო;
გიხაროდენ, ზარდამცემნო და მომწყვლელნო ორგულთანო;
გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
კონდაკი 1
რჩეულნო სასწაულთმოქმედნო ქრისტესნო და წმიდისა სარწმუნოებისა აღმსარებელნო გური, სამონ და აბიბო, ზნეკეთილნო, ხსენებისა თქვენისა ქებისა გალობითა პატივისმცემელნი ვითარცა ქრისტიანთა მეოხთა და ტანჯულთა მფარველთა და კადნიერების მქონებელთა წინაშე ღმრთისა, გიგალობთ თქუენ. ყოვლისა ჭირისა და ზედამოსვლისაგან გვიხსენით ჩუენ, სარწმუნოებითა და სიყვარულით მხმობელნი ესრეთ: გიხაროდენ, გური, სამონ და აბიბო, ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენელნო და ჩაგრულთა მფარველნო.
ლოცვა
ჰოჲ, წმიდანო მოწამენო, აღმსარებელნო ქრისტესნო გური, სამონ და აბიბო! მხურვალენო მეოხნო და მცლოცველნო ჩუენთვის წინაშე ღმრთისა გულითა ლმობიერითა. მჭვრეტელნი ყოვლადწმიდისა ხატისა თქვენისანი სიმდაბლით გევედრებით: შეისმინეთ ხმაჲ ცოდვილთა და უღირსთა მონათა თქვენთაგან, რომელნი ჭირთა და მწუხარებათა და განსაცდელთა შინა ვართ და უგულებელსჰყვენით მძიმენი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩუენნი. გარდამოგვივლინეთ მდიდარნი წყალობანი თქვენნი, აღგვადგინეთ ჩუენ ცოდვათა სიღრმეთაგან, განანათლეთ გონებანი ჩუენნი, მოამდოვრეთ ბოროტნი და კრულნი გულნი ჩუენნი, დახსენით ყოველი შური, მტერობაჲ და განწვალებაჲ, რომელ არს შორის ჩუენსა, გარდამოგვივლინეთ ჩუენ მშვიდობაჲ, სიყვარული და შიში ღმრთისაჲ, ევედრენით გულმოწყალესა ღმერთსა, რაჲთა მოწყალებითა თვისითა დაჰფაროს ცოდვათა ჩუენთა სიმრავლეჲ, დაიცვას წმიდაჲ ეკლესია თვისი ურწმუნოებისა ერესისა და წვალებათაგან და მოჰმადლოს ერსა ჩუენსა კეთილდღეობაჲ და ქუეყანასა ნაყოფიერებაჲ, სიყვარული შორის მეუღლეთა, მორჩილებაჲ შვილთა, მოთმინებაჲ ჩაგრულთა, მჩაგვრელთა შიში ღმრთისაჲ, მწუხარეთა დიდსულოვნებაჲ, მოხარულთა თავშეკავებაჲ; დაგვიფაროს ჩუენ, ყოველნი ყოვლადძლიერითა მარჯუენითა თვისითა, შიმშილისაგან, სრვისა, საბრხისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსლვათაგან უცხოტომთასა და ტომითისაგან ბრძოლისა და ამაოჲსა სიკვდილისაგან. რაჲთა გარემოგვზღუდოს ჩუენ მხედრობათა მიერ წმიდათა თვისთა ანგელოსთა და ჟამსა განსვლისა ჩუენისასა ამიერ სოფლითგან მათ მიერ განგვათავისუფლოს ჩუენ სასჯელისაგან ბოროტისა და საიდუმლოთა და ზეციურთა საზვერეთაგან მისთა, რაჲთა მსჯავროში წარვსდგეთ წინაშე საყდრისა დიდებულისა ღმრთისასა, სადაცა პირნი წმიდათა ანგელოსთანი ყოველთა წმიდათა თანა მარადის ადიდებენ ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინვალესა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.