ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ხსენებაჲ შენი ყოვლადპატიოსანი განგუაცისკროვნებს ყოველთა მოყუარეთა სიწმიდისა
შენისათა და აღგუძრავს სათნოებათა შენთა შემკობად, ღმერთშემოსილო, რომელი მსგავსად
მზისა აღმოუბრწყინდი ერსა შენსა და განანათლენ ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა,
ეგრეთვე ნუ დაგვტევებ ჩუენ მოსავთა შეწევნისა შენისაჲთა, მოგუფინე მადლი წმიდისა
ლოცვსა შენისაჲ და განგუსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და ჩვეულებისაებრ
მამულისა სლვად, რაჲთა ერთითა პირითა და ერთითა გულითა გიგალობდეთ და გაქებდეთ,
ვითარცა ერისა ჩუენისა სულიერად განმაბრწყინუებელსა და დამნერგუელსა კეთილსა
სათნოებათასა, მეტყუელნი ესრეთ:
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვრველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ვითარიმე გვირგვინი ქებისაჲ შეგითხზნათ, ღირსად საგალობელო, რამეთუ ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი აღმოსთქუას სიმრავლეჲ ღუაწლთა შენთაჲ, რომელი არა დაჰფარნა ღმერთმან, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა და ყოველთა სულთა მკურნალად გამოგაჩინა, ამისთვსცა აღგუძრავს ჩუენ სიყუარული სიწმიდისა შენისაჲ და, ვითარცა სულიერისა წყვდიადიდან ნათელსა შინა აღმომყუანებელსა და უკეთურ სულთა მძლესა და შემმუსრველსა, დაუდუმებელად გადიდებთ:
გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ აღძრულო ქნარო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სიმხნეო მოთმინებისა და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო მართლისა სარწმუნეობისაო;
გიხაროდენ, სამკვირებელო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამძღუარო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ხორცნი მოაკუდინენ შრომითა მარხვისაჲთა სიყრმით შენითგან და ჭეშმარიტად ფრთოვან-ჰყავ სული შენი ღმრთისა მიმართ, სანატრელო, რამეთუ შეიყუარე საწადელი სიბრძნეჲ იგი ღმრთისმეტყუელებისაჲ და შეიწყნარე მადლი სულისა წმიდისაჲ, რომლისათვისცა ღირს-იქმენ ანგელოზთა თანა მარადის გალობად: ალილუია.
გამოაბრწყინვებ-რაჲ ქუეყანასა ზედა საკვრველებისა შარავანდედსა, საღმრთოჲთა მოქალაქობითა შენითა აღსძრავ ყოველსა ქრისტეანესა გალობად და ქებად შენდა, ღირსო მამაო, რომლისათვისცა ჩუენცა წადიერად გევედრებით: ნუ მოგვაკლებ საფარველსა და კურთხევასა მადიდებელთა შენთა და დაგვიფარენ ჩუენ ყოველნი სალმობათა და ჭირთაგან, რაჲთა უგალობდეთ ცხორებასა შენსა დიდებულსა და ესრეთ გნატრიდეთ:
გიხაროდენ, რჩეულო ქრისტესო, სამკვიდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, ხმაო შუენიერო ღმრთისმეტყველებისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მცნობელო უფსკრულო გულისხმისყოფისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო განუკუეთელო სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფისა გამომღებელო ნერგო სამოთხისაო;
გიხაროდენ, კეთილქცევითა განშუენებულო მუშაკო ქრისტეს ვენახისაო;
გიხაროდენ, ფარო დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
არათუ ქვიშასა ზედა დასდევ საფუძუელი მონაზონებისაჲ, ღირსო მამაო, არამედ კლდესა ზედა სიმტკიცისასა, რომელ-არს ქრისტე, რამეთუ იღუაწე შენ სასოებითა და დაითმინენ მრავალნი განსაცდელნი. ამისთვისცა ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლადბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა ესრეთ გიგალობთ და სარწმუნოებით მვედრებელნი გიღაღადებთ: ალილუია.
დაუტევე-რაჲ სოფელი და აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, მამაო, წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა წარმართენ სლვანი შენნი სანახებსა ხანძთისასა და აღაშენე მონასტერი დიდებული სახელსა ზედა გიორგი მოწამისასა, საცხოვნებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, ხოლო მოწაფენი შენნი სიმდაბლითა თვისითა მიიწინეს საზომსა შენსა და განასხმიდენ სულთა უკეთურთა და განჰკურნებდენ სნეულთა, ხოლო ჩუენ ღუაწლითა შენითა განკვირვებულნი შეგითხზავთ ქებასა ესრეთ და გიღაღადებთ:
გიხაროდენ, ბრწყინუალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო მსახურო ქრისტეს მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, სვეტო და სიმტკიცეო მღვდლობისაო;
გიხაროდენ, ხმა-ტკბილად მეტყუელო ებანო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დამამტკიცებელო უტყუელისა მის აღთქმისაო;
გიხაროდენ, მახვილო განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, სათნომყოფელო ღმრთისაო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ეუწყა-რაჲ ღმრთივგვირგვინოსანსა მეფესა აშოტსა კეთილმოღუაწებაჲ შენი, ღუაწლითშემოსილო, სიხარულითა გიწვია არტანუჯს და ვითარცა უდაბნოსა შინა მოღუაწებითა განჰბრწყინუებულსა მნათობსა ეკლესიისასა, ჯეროვანი ქებაჲ შეგასხა მგალობელმან ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ვითარცა მწყემსმან და ქადაგმან სარწმუნოებისამან, ჭეშმარიტისა მის მწყემსისა სიტყუანი დაიმარხენ და განანათლენ სამწყსოჲ ქრისტესი საღმრთოჲთა გულის-ხმის-ყოფითა შენითა, და სიმართლითა და სიწმიდითა წინამძღურობდი მათ, ეგრეთვე, აწცა ცისკროვან-ყავ, სანატრელო, გონებაჲცა ჩუენი, რაჲთა შემძლებელ-ვიქმნნეთ სიწმიდისა შენისა მითხრობად და ქებისა გალობითა ესრეთ შემკობად:
გიხაროდენ, უქმთა უდაბნოთა უკეთილესო აღმაყვავებელო;
გიხაროდენ, კეთილთა ქცევათა მძოვართაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, მორჩილთათვს საღმრთოასა შურისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა სულიერისა ძილისაგან განმაფრხობელო;
გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამარისხებელო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა მამულისა წყვდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, უძლურთა სარწმუნოებითა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
უდაბნოჲსა მოქალაქობაჲ შეიყუარე უფროჲს სოფლისა შუებისა და საწუთოჲსა სიტკბოებისა და აღაშენე ხანძთაჲ და შატბერდი სადიდებელად ღმრთისა, რომელსა შინა შეკრებულნი ძმანნი ადიდებდეს იესუს ყოვლადძლიერსა და გნატრიდეს შენ, ჭეშმარიტსა ღმრთისა მონასა, მგალობელნი ესრეთ: ალილუია.
ვითარცა აკურთხა უფალმან სახლი ნოვე მართლისაჲ და აბრაჰამ მამათმთავრისაჲ, იგივე კურთხევაჲ დაუმკვიდრე, ნეტარო, სახლსა გაბრიელ მთავრისასა და ოდეს მოგანიჭეს ხორციელი კეთილი „ნამეტნავისაგან მათისა“, შენცა მიანიჭე სულიერი კეთილი „ნამეტნავისაგან თქუენისა“ და წინაშე ღმრთისა მხურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი. აწცა ნუ მოგუაკლებ კურთხევასა და შეწევნასა მაქებელთა შენთა, რაჲთა გალობითა და შესხმითა სულიერითა ესრეთ გადიდებდეთ:
გიხაროდენ, ღმრთივდაცულისა ერისა შენისა კეთილად დამმწყსველო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცთომილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა სარწმუნოებისა განმადიდებელო;
გიხაროდენ, მრავალსახეთა ჭირთა და მწუხარებათა დამთმენელო;
გიხაროდენ, უგულისხმოებისა ჩუენისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, უკეთურთა და უდებთა მარცხუენელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ვითარცა უფალი ჟამითი ჟამად მოუვლენდა მეფესა ისრაელისასა წინაჲსწარმეტყუელთა სიქადულად მათდა და ზღუდედ შჯულისა, ეგრეთვე შენ, მამაო, გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, რამეთუ სამღუდელოჲთა სამოსელითა შემკობილმან ყოვლად საწადელნი გალობანი გამოსთქუენ აღსავსე სიტკბოებითა და ღმრთისმსახურებაჲ განაშუენე შესხმითა წმიდათაჲთა, რომელთა ლოცვითა განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა და მეოხებითა შენითა გამოხსნილნი მტერისაგან ბოროტისა აღვავლენთ გალობასა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ძალითა საღმრთოჲთა განაწესე შენ, ღმრთივგანბრძნობილო, განგებაჲ მონასტრისა შენისაჲ, სიბრძნითა განსაზღურებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევითა შეკრებული და ვითარცა მწყემსმან კეთილმან, განარინე სამწყსოჲ შენი ღელვათა მრავალსახეთა და შეიყუანე ნავსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშვიდობით, რომლისათვისცა გხადით შენ მეოხად ღმრთისა მიმართ და გიღაღადებთ:
გიხაროდენ, უდაბნოთა შინა სულიერისა ცხორებისა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, დღე და ღამე ლოცვითა და მუშაკობითა დამაშურალო;
გიხაროდენ, ღირსად ცხორებულთა წმიდათა მამათა ერთად შემკრებელო;
გიხაროდენ, პირველდამკვიდრებულთა მეუდაბნოეთა განმამხნობელო;
გიხაროდენ, კეთილმავალთა სიბრძნითა დამცველო;
გიხაროდენ, მრავალთა კეთილთა მწყემსთა გამომაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, სარწმუნეობითა მვედრებელთა შენთა მაცხოვნებელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
განიზრახა-რაჲ უგუნურმან ეშმაკისა სადგურმან მოკუდინებაჲ შენი, ღმრთივკურთხეულო, საღმრთოჲთა ჩუენებითა იხილა სუეტი ნათლისაჲ და ჯუარი თუალთშეუდგამი გარემო შენსა ცისარტყელისა სახედ, ფრიადმან ძრწოლამ შეიპყრა იგი და დაჰხსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი, ხოლო შენ შეიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, საწყალობელი მკულელი შენი და მიემსგავსე ქრისტესა, განკურნე-რაჲ ტირილითა შევრდომილი შენდა და მღაღადებელი შემუსრვლითა გულითა: ალილუია.
იხილე-რაჲ, წმიდაო, გოდებაჲ დედისაჲ და ყრმაჲ მისი, ვნებული მტერისაგან, შეგეწყალნეს ფრიად და მხურვალითა ლოცვთა შენითა განიოტე სული იგი უკეთური და მიჰმადლე კურნებაჲ, რამეთუ მოგეცა შენ ღმრთისაგან მრავალნიჭები მადლისანი და ქმნაჲ საკვრველებათაჲ, სენთა კურნებისაჲ და ეშმაკთა საცთურთაგან განხსნისაჲ და განდევნისაჲ, რომლისათვისცა შენდამი მონიჭებული სარმრთოჲსა ძალისა მხილველნი, ესრეთ გიღაღადებთ:
გიხაროდენ, ივერიისა მკვიდრთა ტკბილო და სახიერო ნუგეშო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა სიბრძნითა განსრულებულო;
გიხაროდენ, დღე ყოველ ღმრთისადმი გალობისა აღმომქუმელო;
გიხაროდენ, საცთურთა სახმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, სულიერისა უმეცრებისა მაოტებელო და უშჯულოებისა დამხსნელო;
გიხაროდენ, ჭირთა და მწუხარებათაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ქრისტეს მცნებათა კაცთა შორის დამამტკიცებელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
განზრახვანი შენ ზედა აღდგომილთა უკეთურთა კაცთანი ცუდ-ყვენ, მამაო, რამეთუ ცქირისა უშჯულოებანი შეჰმუსრე ლოცვთა მხურვალითა და განაბნიე ბოროტი მტერი ეკლესიისაჲ, ხოლო სუეტად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისად წინა დაგვიდევ მოღუაწებაჲ შენი პატიოსანი, და სამწყსოსა შენსა ასწავე გალობაჲ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
განანათლე-რაჲ სამწყსოჲ შენი საღმრთოჲთა ქადაგებითა, დაამტკიცენ ქართველნი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და დაუდევ ლოდი საკიდური ახლად შენებასა ქუეყანისა შენისასა, მამაო, რამეთუ ნებითა ღმრთისაჲთა მეფე კეთილმსახური მძლე-ექმნა უშჯულოთა აგარეანთა და შეჭურვლმან ძლიერითა მით ლოცვითა შენითა აღადგინა სამეფოჲ ქართლისაჲ, რომლისათვისცა, წმიდაო, ვითარცა მწყემსსა და მოძღუარსა ერისა ჩუენისასა, დაუდუმებელად გადიდებთ:
გიხაროდენ, წყალობისა და სიტკბოებისა უშურველო წყაროო;
გიხაროდენ, უძლურთა ძალო და მეფეთა ძლიერო ზღუდეო;
გიხაროდენ, ღმრთის მცნებათა უბიწოდ დამმარხუელო;
გიხაროდენ, კაცთა შორის ღმრთისა და მამულისა სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულევანებისა აღმავსებელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა განმაოტებელო და უჩინომყოფელო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა მტერთა დამამხობელო და ურწმუნოებისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
საქმენი შენნი უცხოჲ და საკვრველ არიან, სანატრელო, რამეთუ მხეცნი მოადოვრენ და ეშმაკნი დააყუდენ და წინაჲსწარმტყუელებდი წინაჲსწარ ყოფადთა საქმეთათვის და ამხილებდი მეფეთა და მთავართა ცთუნებულთა ტრფიალებითა, რომელნიცა შემუსრვილითა გულითა გაქებდენ შენ, ვითარცა საცთურთაგან დამხსნელსა და ადიდებდეს უფალსა: ალილუია.
იხილა-რაჲ ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ჟამსა ცისკრისასა მნათემან საყოფელსა შენსა, რომელსა შინა ცეცხლი და კანდელი არაოდეს დანთებულ-იყო, მსწრაფლ მირბიოდა განკრთომილი დეკანოზისა მიმართ, რამეთუ ჰგონებდა ცეცხლსა აღდებულსა სენაკსა შინა შენსა, ხოლო მან შთახედნა ნაპრალსა სენაკისასა და გიხილა-რაჲ დიდებითა შემკული და მბრწყინავი, ვითარცა მზეჲ, სიხარულითა ჰმადლობდა უფალსა, რამეთუ მრავალგზის ეხილვა სული ღმრთისაჲ განმანათლებელი შენ ზედა, ამისთვისცა გაქებთ შენ, ვითარცა ღმრთისა მადლისა დამტევნელსა, და დაუდუმებელად გადიდებთ:
გიხაროდენ, ძლიერად მოღუაწებითა მრავალთა სასწაულთა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ცრემლთა მდინარებითა უდაბნოჲსა მომრწყუელო;
გიხაროდენ, სალმობათა ჩუენთა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ხელმწიფეთა თუალუხუავად მამხილებელო;
გიხაროდენ, დახსნილთა კეთილზნეობითა აღმძურელო;
გიხაროდენ, სიტყვითა შენითა უგუნურთა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, დაცემულთა მეყუსეულად აღმადგინებელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
მართლისა სარწმუნოებისა მხნეო მოღუაწეო, პატიოსანთა სიტყუათა შენთა მადლითა ყოველივე სავსებაჲ ეკლესიისაჲ განშუენდების, დედისა ღმრთისა წილ-ხვდომილი საქართველოჲ განჰბრწყინდების და მართლმადიდებელი ერი შენი საზეპუროჲ ღმრთისმეცნიერებითა განათლდების, რომლისათვისცა ზღუდედ მოგვიგიე შენდამი ესრეთ მსასოებელთა და მგალობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ცხორებაჲ ქუეყანასა ზედა კეთილმსახურებითა აღასრულე და იქმენ მფარველ უდაბნოჲსა მყოფთა და ქუეყანით ცად ხედევდი ღმერთსა, რომლისათვისცა შიში და ზარი სიწმიდეთა შენთაჲ მიეფინა მეფეთა და ყოველსა ერსა ზედა, ვითარცა მძლავრებაჲ წინააღუდგომელისა ხელმწიფებისაჲ, რომელთა თანა ჩუენცა დაუცხრომელად გიღაღადებთ:
გიხაროდენ, ღმრთისა სახიერებისა მადიდებელო;
გიხაროდენ, სავანეთა შენთა მცველო მიურულებელო;
გიხაროდენ, ლოცვათა ჩუენთა კეთილმიმთუალველო;
გიხაროდენ, ხელმწიფეთა ქველკეთილობისა წარმომაჩინებელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, მრავალთა წარწყმედისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა შინა მყოფთა მხურვალეო შუამდგომელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
მდაბალ და ტკბილ იყავ შენ მორჩილთათვის, ნეტარო, ხოლო უდებთათვის დამხსნელ მედგრობისა მათისა, რამეთუ ყოველნი შორად განიოტენ და განუხრწნელად დაიცევ სამწყსოჲ შენი საღმრთოჲთა მადლითა და გონიერებითა დამწყსენ მგალობელნი ღმრთისა მიმართ: ალილუია.
გიხილა-რაჲ, წმიდაო, თუალთშეუდგამითა სამკაულითა განშუენებული, კრებულმან მამათამან საკვირველითა ხილვითა, გულისხმა-ყო ღმრთისამიერი დიდებულებაჲ შენი და სიტყვითა შენითა დაამტკიცა კათალიკოსობაჲ დიდისა არსენისი, ვინაჲცა გამოსჩნდა კანონად მღვდელთმთავართა და საღმრთოჲ სიხარული მოჰფინა ივერთა ეკლესიასა. ამისთვისცა გიგალობთ შენ, ვითარცა განმაბრძნობელსა მამათასა და წადიერად გადიდებთ:
გიხაროდენ, ყოვლადვე ღმრთისმხილველო და ანგელოზთა თანამზრახველო;
გიხაროდენ, არაწმიდა სულთაგან ვნებულთა ლოცვითა შენითა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ნადირთა ველისათა მყუდროო ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ, ბრალეულთა სინანულად მომაქცეველო და ურჩთა განმდევნელო;
გიხაროდენ, საღმრთოთა შჯულისდებათა თუალუხუავად განმაჩინებელო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღუეველო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
წინაჲსწარ გაუწყა-რაჲ უფალმან მიცუალებაჲ შენი, საწადელო, შემოუწოდე წმიდათა მამათა და აკურთხენ ყოველნი, ხოლო ზეციურთა ძალთაგან გესმა ხმაჲ სანატრელი, რამეთუ ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად გიწოდდა შენ მეუფე ცათაჲ ქრისტე, რომლისათვისცა არა შეშინდი უხილავთა მტერთაგან და ყოვლითა კეთილითა განსრულებული შეერთე ანგელოზთა კრებულსა, ღმრთისა მიმართ მგალობელი: ალილუია.
აწ ადიდებს ხსენებასა ღუაწლთა შენთასა, ღირსო მამაო, კრებული მორწმუნეთა ქართველთა და უფროჲს ღაღადებს ხანძთაჲ და შატბერდი დიდებასა მას შენსა მიუთხრობელსა, რომლისა მიერ ჩუენცა ვიქადით და გევედრებით: ნუ დაგვივიწყებ, სანატრელო, უძლურებასა და დახსნილობასა შინა მყოფსა ერსა შენსა და წმიდითა ლოცვითა შენითა გვიხსენ განსაცდელთაგან, აღგვიდგინე ერთობაჲ მამულისაჲ, მტერისა მიერ დარღუეული, და განავრცე საქართველოჲ სპერითგან დარუბანდამდის, რაჲთა ჩუენცა, შემტკიცებულნი სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა, წმიდასა და ყოვლადსანატრელსა ხსენებასა შენსასა აღვასრულებდეთ მონასტერსა ხანძთისასა, მგალობელნი ესრეთ;
გიხაროდენ, პატივო და სიქადულო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ახოვანო მხედარო ზეცისა მეუფისაო;
გიხაროდენ, ნათელსა შინა ღმრთის ხედვითა განჰბრწყინუებულო მკვიდრო უდაბნოჲსაო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკვიდრებულო;
გიხაროდენ, წიგნსა მას ცხოველთასა აღბეჭდულო და ცხონებისათვს ჩუენისა მზრუნველო;
გიხაროდენ, რამეთუ განგადიდა შენ ქრისტემან მადიდებელი თვისი;
გიხაროდვნ, რამეთუ მეოხებასა ჰყოფ უფლისა მიმართ მადიდებელთა შენთათვის;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ჰოი, ყოვლადღირსო და ფრიად საწადელო, ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, აღავსენ გულნი მადიდებელთა შენთანი მდინარეთაგან მადლისა შენისაჲთა და წარჰმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიერ საღმრთოჲთა ქრისტეს მიმართ შეწევნითა შენითა, რაჲთა ვიპოვნეთ შენ თანა სიხარულსა მის ცხორებისაჲსა და სასუფეველსა მას ცათასა მივემთხვივნეთ მგალობელნი ესრეთ: ალილუია. (3-გზის)
ვითარიმე გვირგვინი ქებისაჲ შეგითხზნათ, ღირსად საგალობელო, რამეთუ ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი აღმოსთქუას სიმრავლეჲ ღუაწლთა შენთაჲ, რომელი არა დაჰფარნა ღმერთმან, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა და ყოველთა სულთა მკურნალად გამოგაჩინა, ამისთვსცა აღგუძრავს ჩუენ სიყუარული სიწმიდისა შენისაჲ და, ვითარცა სულიერისა წყვდიადიდან ნათელსა შინა აღმომყუანებელსა და უკეთურ სულთა მძლესა და შემმუსრველსა, დაუდუმებელად გადიდებთ:
გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ აღძრულო ქნარო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სიმხნეო მოთმინებისა და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო მართლისა სარწმუნეობისაო;
გიხაროდენ, სამკვირებელო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამძღუარო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ხსენებაჲ შენი ყოვლადპატიოსანი განგუაცისკროვნებს ყოველთა მოყუარეთა სიწმიდისა
შენისათა და აღგუძრავს სათნოებათა შენთა შემკობად, ღმერთშემოსილო, რომელი მსგავსად
მზისა აღმოუბრწყინდი ერსა შენსა და განანათლენ ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა,
ეგრეთვე ნუ დაგვტევებ ჩუენ მოსავთა შეწევნისა შენისაჲთა, მოგუფინე მადლი წმიდისა
ლოცვსა შენისაჲ და განგუსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და ჩვეულებისაებრ
მამულისა სლვად, რაჲთა ერთითა პირითა და ერთითა გულითა გიგალობდეთ და გაქებდეთ,
ვითარცა ერისა ჩუენისა სულიერად განმაბრწყინუებელსა და დამნერგუელსა კეთილსა
სათნოებათასა, მეტყუელნი ესრეთ:
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო არქიმანდრიტო, ღირსო და საკვრველთმოქმედო მამაო გრიგოლ.
ჰოი, ყოვლადდიდებულო და ღმრთივბრწყინვალეო, ღირსო მამაო წმიდაო გრიგოლ, კაცო ზეცისაო და ქუეყანისა საკვირველო ანგელოზო, სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო, მნათობო ყოვლისა სოფლისაო, წმიდაო დიდო მოღუაწეო კლარჯეთისა უდაბნოთაო და განმანათლებელო და მფარველო ივერთა ერისაო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო და მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.
ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო, ღმრთივშუენიერად მანათობელო ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ღირსო მამაო, წმიდაო გრიგოლ, ბრძანებითა ქრისტესითა ნეტარებისა საქმეთა სამკვიდრებელო, გიხაროდენ! სასყიდელი შენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ მსგავსად მოციქულისა პავლეს მართლისა, ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს, საქმითა კეთილითა განსრულებული. ამისთვისცა მიითუალე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მოგანიჭა მეუფემან შრომათა წილ შენთა წმიდათა. მოგვიხსენენ წინაშე ღმრთისა და ძლიერითა მით ლოცვითა შენითა შემწე ეყავნ ქუეყანასა ივერიელთასა, მოგუმადლე ძლევაჲ მტერთა ზედა და, დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტეს ღმრთისაგან, განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოას კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, მამაო მამათაო, წინამძღუარო მონაზონთაო, თანა მოდასეო ანგელოზთაო და მეოხო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, თაყუანის-გცემთ და გევედრებით: შემწე გუეყავ ყოველთა მოსავთა და მოყუარეთა სიწმიდისა შენისაჲთა, მოგუეც მხურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ და სიყუარული მამულისაჲ, დაგვიფარენ ყოვლისაგან ცოდვისა, სულთა წარწყმედელისა, და მოგუმადლენ სათნო-ყოფაჲ შენგან შეყუარებულისა ღმრთისაჲ, რაჲთა სიმდაბლითა, სიმშვიდითა და სიწრფოებითა ვიქცეოდეთ სოფელსა ამას შინა და სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველისა დიდებასა და ვადიდებდეთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ტექსტი შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა