ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
ღმრთივ რჩეულსა მთავარანგელოსსა, მარადის წინამდგომელსა საყდარსა ყოვლისმპყრობელისასა, მესაიდუმლოესა მადლისასა და კეთილმაუწყებელსა სიხარულისასა, ყოვლად პატიოსანსა გაბრიელსა, ყოვლადწმიდისა მარიამისა სასძლოდ შემამკობელსა, ქებისა გალობითა კეთილმოშიშებით თავყანის-ვსცემდეთ და მადლობით ვხმობდეთ: გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
რომელი, ბუნებით ანგელოსი, უხორცო ხარ, მხილველად დაბადებისა ქმნილებისა გამოსჩნდი დიდებასა შინა მარადის მყოფისა და საუკუნოისა სიბრძნისა მიერ, მთავარანგელოსო გაბრიელ. ამისთვის ჩვენცა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, თვით სახელითაცა შენითა ღმერთის ძლიერებისა მაუწყებელო;
გიხაროდენ, საკვირველითა მშვენიერებითა შენითა გამოუთქუმელისა საღმრთოისა დიდებისა განმაცხადებელო.
გიხაროდენ, სულო უნივთოო, სხეულებრივი ბუნების საკრველთაგან თავისუფალო;
გიხაროდენ, ნათელო გონებაო, უხილავისა ღმრთაებისა მსგავსებაო.
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა გონიერებისა დამტევნელო.
გიხაროდენ, გამოუთქუმელთა საიდუმლოთა საუნჯეო.
გიხაროდენ, პირველგამობრწყინვებულისა ნათელისა უსპეტაკესო სხივო;
გიხაროდენ, ლამპარო, საღმრთოისა სიყვარულისა ცეცხლითა მგზნებარეო.
გიხაროდენ, საყდრისა ღმრთისასა წინაშე მდგომელო;
გიხაროდენ, უფლისა დიდებისა მარადის მჭურეტელო.
გიხაროდენ, ჩვენ, ქვეყნიერთა ყოველთა, ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, ღმრთისა ბრძანებათა მსწრაფლ აღმსრულებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
გხედევთ რა შენ, ვითარცა სხივმფინარსა ვარსკულავსა, კეთილად შემამკობელსა ცისა გონიერისა, ქმნილისა უწინარეს ხილულთა ამათ ცისა და ქვეყანისა, მთავარანგელოსო გაბრიელ, შენ თანა ვუღაღადებთ შემოქმედსა ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.
შემოქმედებითსა გონებასა სჭურეტდი დაბადებასა შინა ცათა და ქვეყანისა და ყოველთა შემკულებათა მათთა, მთავარანგელოსო გაბრიელ, მოწიწებით იყავ წინამდგომელო საყდარსა დამბადებელისასა; ხოლო ოდეს დაებადნენ ვარსკულავნი, დიდითა ხმითა აქებდი მას ყოველთა ზეციურთა ძალთა თანა. ამისთვის ჩვენცა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ცაო უნივთოო, ღმერთის დიდებისა მაცნეო;
გიხაროდენ, მნათობო სულიერო, შემოქმედისა სახიერებისა მაუწყებელო.
გიხაროდენ, ვარსკულავო, უწინარეს ხილულისა ნათელისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ყოვლადნათელო მთოვარეო, საღმრთოისა მადლისა უფროის მრავალთა ანგელოსთასა მიმღებელო.
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა გამოცხადებისა სარკეო;
გიხაროდენ, სულიერისა განათლებისა შემწეო.
გიხაროდენ, პირველანგელოსო, საღმრთოთა საიდუმლოთა განმაცხადებელო;
გიხაროდენ, ნათელო მეორეო, შენისა მომართ მგალობელთა მართალთა განმანათლებელო.
გიხაროდენ, უსპეტაკესო მგზნებარე სიყვარულო ღმრთისაო;
გიხაროდენ, დაუდუმარო ბაგეო მისისა ქებულებისაო.
გიხაროდენ, ცეცხლითა მადლისაითა გულთა ჩვენთა განმატფობელო;
გიხაროდენ, ვნებათა სიცხისა ამით განმაგრილებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
საღმრთოისა ძალისა თანამოსახელეო, ყოვლადნათელისა ზეციურისა მხედრობისა მთავარანგელოსო გაბრიელ, რომელი არქისტრატიგისა მიქაელისა თანამბრძოლად გამოსჩნდი ბნელთა დაცემულ წინააღმდგომთა სულთა მიმართ და მარადის იყავ ერთგულ შემოქმედისა უფლისა, და სხვათა უხორცოთა დასთა თანა აღუვლენდი მას სამწმიდაობითსა გალობასა, რომელსა ჩვენცა ვუღაღადებთ შენ თანა: ალილუია.
გაქუს რა მადლი ხელშეუვალი ერთგულებისათვის შენისა უფლისა მიმართ, მთავარანგელოსო გაბრიელ, ხარ საუკუნოდ დამკვიდრებულ კეთილსა ნებელობასა შენსა. ამისთვის საქებელად გიგალობთ შენ გიხაროდენსა ესრეთ:
გიხაროდენ, მადლმოსილსა მკვიდრობასა შინა შენსა მარადის უცვალებელო;
გიხაროდენ, შენისა ნეტარისა ზენაარისა მყოფობისაგან მარადის განუშორებელო.
გიხაროდენ, წინამდგომელო უხორცოთა ძალთაო, ღმერთის ბრძანებათა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, ყოვლადსაკვირველითა მორჩილებითა შემკულო.
გიხაროდენ, საღმრთოსა მადლსა შინა საუკუნოდ დამკვიდრებულო;
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა გონიერებისა უხვებით მომნიჭებელო.
გიხაროდენ, მხურვალითა სიყვარულითა უფლისა მიმართ მგზნებარეო და არცღა-როის მისგან მოკლებულო.
გიხაროდენ, ანგელოსთა ზეციურისა პურისა მარადის მგემებელო;
გიხაროდენ, ზეციურითა დამმოძღვრებელო, საქებელთა გალობათა შემქმნელო.
გიხაროდენ, ზენაართა წინამძღვარო, ცათა დიდებისად ჩვენო მიმყვანებელო;
გიხაროდენ, წესთმთავარო წინაშე პირსა ღმრთისასა მარადის მგალობელ ანგელოსთა დგომისაო;
გიხაროდენ, ამა ნეტარისა საუნჯის მპყრობელთა მხიარულყოფაო და დატკბობაო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
იჭვნეულთა ზრახვათა ქარიშხალისა ნათლითა ღმრთაებრივისა მადლისაითა განმფანტველო, მთავარანგელოსო გაბრიელ, შენ ზეგარდამო მოგაქუს მშვიდობაი გულთა შინა ჩვენთა. ამისთვის ჩვენცა განვადიდებთ ქველმოქმედებათა შენთა და მადლობით ვუგალობთ მაცხოვარსა ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.
ოდეს ვისმენთ ღმრთივშთაგონებულთა თხრობათა წინასწარმეტყველისა მოსესი დასაბამისათვის სოფლის შესაქმისა და ამბავთა პირველთა მათ შობათა, კეთილპატიოსან მოძღვრად მისად გგონებთ შენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, რამეთუ ცნობად მიუწვთომელნი საიდუმლონი გამოუცხადე მას ბრძანებითა ღმრთისაითა. ამისთვის ქებულებათა გიგალობთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სხივმფინარო ვარსკულავო, სამმზეებრივისა ღმრთაებისაგან გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მადლისა უხვებითა ქმნილისა ბუნებისა დიდებულო შემკულებაო.
გიხაროდენ, სულო მსახურებისაო, ხსნად კაცთა ნათესავისა ღმრთისაგან წარმოგზავნილო;
გიხაროდენ, მანათობელო ლამპარო საღმრთოთა გამოცხადებათაო, ქვეყნად გამოჩენილო.
გიხაროდენ, ცეცხლო მგზნებარეო, სიცრუისა და ცრურწმენისა ღვარძლის შემწველო;
გიხაროდენ, მახვილო სულიერო, ჭეშმარიტებისა სიტყვითა ურწმუნოებისა და უღმრთოებისა კურინჩხისა მომსრველო.
გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვათა ჭეშმარიტებით გულისხმის-საყოფელად ზეციურო მოძღვარო;
გიხაროდენ, ცხოვნებისა დიდისა საიდუმლოისა წინათგანჩინებულო მსახურო.
გიხაროდენ, საღმრთოთა მესაიდუმლეო, დაბადებისა აღწერასა შინა პირველქმნილი ცის სახელდებით ანგელოსთა უხილავისა სამყაროისა დაფარულად ჩვენდა მაუწყებელო;
გიხაროდენ, შემოქმედებისა სიტყვათა მიერ ყოვლადძლიერისა ჰიპოსტასისა სიტყუისა ღმრთისასა ჩვენდა მაჩვენებელო.
გიხაროდენ, დაბადებასა კაცისასა და ჩინებულთა სიტყვათა შორის ღმრთისათა, ქმედებათა და სახეთა მიერ ძუელისა აღთქმისათა საიდუმლოისა ყოვლადწმიდისა სამებისა ჩვენთვის განმაცხადებელო;
გიხაროდენ, ძველთა მათ პატრიარქთა მიმართ ღმრთისა აღთქმათა მიერ ჩვენისა ხსნისა დასაბამთა მაცნეო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
საღმრთოთა გამოცხადებათა ღმრთივმდინარე ნაკადულად გამოსჩნდი, მთავარანგელოსო გაბრიელ, წინასწარმეტყველთა მიმართ უკანაისკნელთა, ოდეს განცხადებულად აუწყებდი წინასწარმეტყველსა დანიელს ნიშთა მათ ჟამთათვის უკუანაისკნელთა და მეფეთათვის და მეუფებათა. ამისთვის ვუღაღადებთ საკვირველსა განგებულებათა შინა თვისთა მეუფესა მეფეთასა – უფალსა ღმერთსა ჩვენსა გალობასა ქებულებისასა: ალილუია.
ვხედევთ რა აღსრულებასა ცხადთა წინაისწარმეტყველებათა შენთა, მთავარანგელოსო გაბრიელ, მომავალისა დახსნისათვის ძველისა აღთქმის ისრაელისა ტყვეობისაგან ბაბილოვნისა და მერმეცა მოვლინებისათვის სოფლად მეუფისა ქრისტესა, – ჩვენ, ვითარცა ახალი ღმრთივრჩეული ისრაელი, კეთილმოშიშებით ვჰმადლობთ განმათავისუფლებელსა სულთა ჩვენთასა და შემოგწირავთ შენ გალობასა ქებულებისათა:
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა ნათელისა სამკვიდრებელო; გიხაროდენ, აზრთა ჩვენთა გაცისკროვნებაო.
გიხაროდენ, მომავალთა მათ განგებულებათა ღმრთისათა ნათელმხილველო;
გიხაროდენ, რომელი საიდუმლოდ ჰსწავლი გამომცდელთა უფლისა მოწმობათა.
გიხაროდენ, რომელი წინა-უძღვი კეთილმსახურთა ძლევად მტერთასა;
გიხაროდენ, რომელი ბრძენთა მმართველთა მოჰმადლი საღმრთოთა გამოცხადებათა.
გიხაროდენ, რომელი სიხარულითა გვამცნებ ჩვენ უკანასკნელ სირცხვილეულ-ყოფასა წარმართთა უკეთურებისასა;
გიხაროდენ, სურვილთა კაცთა, სულიერად მავალთა, დახსნითა ისრაელისათა განმახარებელო.
გიხაროდენ, იერუსალიმისა აღორძინებისა და წმიდისა ტაძრის განახლებისა წინათ-მაუწყებელო;
გიხაროდენ, ქრისტე-მაცხოვრისა ცხადად წინათ-მომასწავებელო.
გიხაროდენ, შვიდეულებითა აღმრაცხველო ჟამთა ქრისტეს მაცხოვნებელისა სიკუდილისასა;
გიხაროდენ, რამეთუ გამოცხადებითა შენითა დასრულდა ძეებრი ღმრთისმსახურება ძუელისა აღთქმისა.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
მსოფლიო მქადაგებელად მაცხოვარებისა ხარებისათვის მოივლინე, მთავარანგელოსო გაბრიელ, რამეთუ ოდეს მოახლოვდა ჟამი გამოჩინებისა ქრისტე-მესიისა, უწყებული წინაისწარმეტყველ დანიელისა მიმართ სახითა შვიდეულებისაითა, მიხვედ შენ ბერწთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა, შეურვებულთა უშვილოებისათვის მათისა, უწყებად შობისა კურთხეულისა ასულისა, საუკუნითგან წინათ-აღრჩეულისა დედად ქრისტე მაცხოვარისა, რომელსა ეგულებოდა მოსლვად ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა, ვისა მიმართ ჩვენცა ვღაღადებთ შენ თანა: ალილუია.
შენ მიერ გამოუბრწყინდა, მთავარანგელოსო გაბრიელ, შეურვებულთა მშობელთა ღმრთაებრივისა ასულისა მარიამისა ნუგეში დიდი, ვითარმედ მალიად დაესრულებოდა სიბერწე მათი შობითა ყოვლადკურთხეულისა. ხოლო დაღაცათუ მიიღე მათგან მადლობა ფრიადი, აწ ჩვენგანცა შეიწყნარე ქებულებანი ესრეთ:
გიხაროდენ, საღმრთოისა მადლისა ნათელო სარკეო;
გიხაროდენ, ზეციურო მაცნეო მაცხოვნებელისა ხარებისაო.
გიხაროდენ, ქადაგო ღმრთაებრივო, ზენაარისა სამყაროისა კურთხევით შემოსილო;
გიხაროდენ, სულიერისა შეძრწუნებისა მალიად განმდევნელო.
გიხაროდენ, ბნელსა შინა გზააბნეულთა ღმრთისმცნობელობითა ანაზდეულო გაცისკროვნებაო;
გიხაროდენ, მსხდომარეთა მათ მოწყინებისა აჩრდილსა შინა სიკუდილისასა მადლმოსილო განცოცხლებაო.
გიხაროდენ, მდაბალთა და დამცრობილთა განმახარებელო;
გიხაროდენ, შეურაცხთა და უარყოფილთა ნუგეშინის-მცემელო.
გიხაროდენ, მომაკუდინებელთა ურვათა ამა სოფლისათა მაოტებელო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელთა ღმრთისამიერთა მწუხარებათა სინანულისათა აღმძვრელო.
გიხაროდენ, მოწევნულ ძვირთა მჭვუნვარებათაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, მსასოებელთა უფლისათა განმამხიარულებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
უფალმან ღმერთმან, მნებებელმან უნათლესად გაბრწყინებად გზისა სარწმუნოებისასა აღმომავალისა მზისათვის სიმართლისა, ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, მოგავლინა შენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, უწყებად მღუდელსა ზაქარიას, ვითარმედ მისგან იშვების დიდი იოანე, წინამორბედი მაცხოვარისა. ამისთვის სიხარულით ვუღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.
ვინათგან საკვირველისა წინასწარმატყველებისა შენისა სიტყვანი შობისათვის წინამორბედისა უფლის არა ჰრწმენა მშობელსა მისსა ზაქარიას, დადუმებულ იქმნა იგი შენ მიერ, მთავარანგელოსო, და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე შობადმდე იოანესა. ხოლო ჩვენ, მხილველნი აღსრულებისა წინაისწარმეტყველებისა შენისა, ქებულებათა შემოგწირავთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სხივმფინარო ვარსკულავო, წარსულთა ღამეთა სიკუდილისათა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, მთიებო, ახლისა მადლის დაუღამებელი დღისა კეთილო მაცნეო.
გიხაროდენ, რომელმან დასაბამი სახარებისაი წინაისწარ აუწყე მღუდელსა ზაქარიას;
გიხაროდენ, რომელმან დახსნითა უტყუებისა მისისა განდიდებაი უფლისა ასწავლე მას.
გიხაროდენ, მომავალისა მაცხოვრისათვის ზეციურისა გზისა განმამზადებელო;
გიხაროდენ, თესლისა მაცხოვნებელისა სარწმუნოებისა მისისა ქვეყნასა ზედა მთესვარო.
გიხაროდენ, ღმრთაების ყოვლადძლიერებისა გულსმოდგინეო წარმომაჩინებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა იჭვისა ამის მიმართ მკაცრად დამსჯელო.
გიხაროდენ, ძველისა აღთქუმისა ეკლესიისათვის სძლისა მიმყვანო;
გიხაროდენ, მომავალისა სიძისა ქრისტესთვის სოფლისა მახარებელო.
გიხაროდენ, ძველისა აღთქუმისა საწინასწარმეტყველო გამოცხადებისა სრულ-ყოფაო.
გიხაროდენ, ახლასა აღთქუმასა შინა სახარებისა აღსრულების პირველო მაცნეო;
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
მფარველად ღმრთაებრივისა ყრმა ასულისა მარიამისა, საკვირველად შობილისა ბერწთაგან მშობელთა თვისთა, ღმრთისა მიერ დადგინებულ იქმენ, დიდო მთავარანგელოსო გაბრიელ, და ტაძარსა შინა ღმერთისასა სულიერად და ხორციელად ჰზრდიდი, დღითი დღედ მიგაქუნდა მისდა საზრდო, და ჰსწავლიდი მას მოუკლებელსა გალობასა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ყოველი სამყარო ზეციური და ქვეყნიური ჰკვირობს მსახურებასა შენსა, მთავარანგელოსო გაბრიელ, რამეთუ მეექუსესა თთუესა შემდგომად მუცლად-ღებისა წინამორბედისა ქრისტეს იოანესი, წარგზავნილ იქმენ ნაზარეთად უწყებად საიდუმლოისა საუკუნითგან დაფარულისა და უცნობელისა თვით ანგელოსთათვის და ხარებად ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამ ღმრთისმშობელისა, ვითარმედ მუცლად-იღოს ძე ღმრთისაი. ამისთვის საქებელად შენდა, ვითარცა კეთილმაუწყებელისა ჩვენისა ცხოვნებისათვის, სიხარულით ვღაღადებთ:
გიხაროდენ, წინადსაუკუნოისა საღმრთოისა ზრახვისა გამოცხადებაო;
გიხაროდენ, დაფარულთა საიდუმლოთა წარმოჩინებაო.
გიხაროდენ, ნათელმბრწყინვალისა მაცხოვნებელისა დღისა მახარებელო ცისკარო მრავალნათლისაო;
გიხაროდენ, აღმომავალისა სიმართლის მზის – ქრისტე მეუფისა სხივო პირველო.
გიხაროდენ, მაღლის ძის საღმრთოისა დიდების მაცნეო;
გიხაროდენ, უტკბილესისა სახელისა იესუს პირველო მხმობელო.
გიხაროდენ, ქრისტეს საუკუნოისა სუფევისა კეთილმაუწყებელო;
გიხაროდენ, კაცთა ცოდვილი ნათესავისა მხსნელო ნუგეშინის-მცემელო.
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა სარწმუნოებისა ჩვენისა მოძღვარო;
გიხაროდენ, ჩვენთვის უფლისა მიმართ მაცხოვრისა გულსმოდგინეო მლოცველო.
გიხაროდენ, შედგომად გზასა ცხოვნებისასა მსურველთა ზენაარო მსახურო;
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა ქრისტეანეთასა ზეციურო მფარველო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
ყოველი სიმდიდრე მორჩილებისაი და უბიწოებისაი გამოაჩინა მარადის ქალწულმან, ოდეს შეძრწუნდებოდა ყოვლადდიდებულისა მოკითხვისაგან შენ მთავარანგელოსისა და, მყოფი საგონებელსა შინა ესრეთ გკითხვიდა შენ, მახარებელსა თვისსა: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ხოლო შენ განამტკიცებდი მას და ეტყოდი: „სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“, რომელსაცა ჩვენცა თავ-ყანის ვსცემთ მას შენ თანა, მთავარანგელოსო გაბრიელ, და ვუღაღადებთ: ალილუია.
მჭევრნი რიტორნი მრავლისმეტყველნი ვერ შემძლებელ არიან ქებად საკვირველისა მსახურებისა შენისა, მთავარანგელოსო გაბრიელ. ხოლო ჩვენ, ძლეულნი სიყვარულისაგან, კვალად გიგალობთ შენ, ვითარცა კეთილმაუწყებელსა ცხოვრებისა ჩვენისასა, ესრეთ:
გიხაროდენ, ზეციურო გონებაო, საღმრთოთა საიდუმლოთა ნათელო სარკეო;
გიხაროდენ, სულიერთა თვალთაგან ჩვენთა ძველისა სჯულისა საბურველის გარდამხდელო.
გიხაროდენ, უზენაესისა მეუფისა უაღმატებულესო მსახურო;
გიხაროდენ, სამპიროვანისა ღმრთაებისა საიდუმლოთა მტკიცეო განმმარტებელო.
გიხაროდენ, ღმერთის ძის ჭეშმარიტისა განკაცებისა ქადაგო;
გიხაროდენ, გარდამოსვლითა სულიწმიდისაითა მარადის ქალწულისა მიერ უმამაკაცოდ მუცლად-ღებისა მისისა მაუწყებელო.
გიხაროდენ, ნუგეშინის-მცემელის ღმრთაებრივისა ძალისა მაცნეო;
გიხაროდენ, მით მადლმოსილისა მფარველობისა ყოვლადწმიდისა ქალწულისა მახარებელო.
გიხაროდენ, საყვირო ღმრთისაო, ბრძანებათა უფლისათა ძლიერო მღაღადებელო;
გიხაროდენ, ორღანოო კეთილო, საღმრთოისა განგებულებისა აღმასრულებელო.
გიხაროდენ, ქნარო უფლისაო, ღმერთის ძის ღმრთაებრივისა გარდამოსლვისა მიმთხრობო.
გიხაროდენ, ებანო - სულისა წმიდისაო, ნუგეშისა მგალობელო;
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
გსუროდა რაი ხსნა მართლისა იოსებისა, ყოვლადწმიდა ქალწულის დამწინდველისა, ქარიშხლისაგან ზრახვათა იჭუნეულთა, გამოეცხადე მას, მთავარანგელოსო გაბრიელ, და არწმუნე ქორწილისა გამოუცდელისა მარიამისათვის, ვითარმედ მუცლად-ღებაი მისი სულისაგან წმიდისა არს, და შემდგომად შობისა ქრისტესა ბეთლემს აუწყე ფრიადი სიხარული ესე მწყემსთა, და სიმრავლისა დასისა თანა ზეცისა ძალთა უგალობდი უფალსა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა! რომელსა ჩვენცა მარადის ვუღაღადებთ: ალილუია.
თავადსა მეუფესა ქრისტესა, უწინარეს ნებსითთა ვნებათა მისთა, გამოეცხადე, მთავარანგელოსო გაბრიელ, მტილსა გეთსიმანიისასა, და განაძლიერებდი მას ვითარცა კაცსა, მყოფსა ღუაწლსა შინა აწ ჩვენცა განგვამტკიცე საღმრთოითა მადლითა, უძლურნი ესე სულითა, რაითა სიხარულით აღმოგივლენდეთ გიხაროდენსა ამას:
გიხაროდენ, ჭირთა შინა მყოფთა მალიად მეოხმყოფელო;
გიხაროდენ, მსასოებელთა შენთა გულსმოდგინეო ხელისაღმპყრობელო.
გიხაროდენ, განსაცდელთა შორის მძლეო შემწეო;
გიხაროდენ, ბოროტთა სულთა წინააღმდეგ ძლიერო თანამბრძოლო.
გიხაროდენ, იჭვნეულობისა და შეძრწუნებისა ბნელისა გულთაგან ჩვენთა განმდევნელო;
გიხაროდენ, ღმრთისა ნებისა შეცნობითა გონებისა ჩვენისა განმანათლებელო.
გიხაროდენ, მწუხარებათა შინა მყოფთა ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, ზეთითა ღმრთისა წყალობისათა მგლოვარეთა გულთა განმაპოხებელო.
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა ღმრთისმცნობელობის მეძიებელთა ზეციურო მოძღვარო;
გიხაროდენ, კეთილმსახურისა ცხოვრებისა უტყუვარო დამმოწმებელო.
გიხაროდენ, მოციქულთასწორებრივისა ცხოვრებისათვის მარადის აღმძვრელო.
გიხაროდენ, ზენაარისა სამეუფოისა მიმართ ჩვენო სარწმუნოო წინამძღუარო;
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
გალობათა ქებულებისათა ცათა შინა უგალობდი შენ აღდგომასა ქრისტესსა სხუათა ზეცისა ძალთა თანა, და ქვეყანასაცა ზედა იყავ მაცნე მისი, მთავარანგელოსო გაბრიელ, ოდეს გამოეცხადე მენელსაცხებლე დედათა და ახარე მათ აღდგომაი ქრისტესი ცხოვრების მომცემელისა, რომელსა ჩვენცა შენ თანა განვადიდებთ და ვუღაღადებთ: ალილუია.
ნათლისმომცემელ ლამპრად საღმრთოთა გამოცხადებათა მოივლინე შენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღმრთისმშობელისა, მთავარანგელოსო გაბრიელ, და ახარე მას, მხურვალედ მლოცველსა მთასა ზედა ელეონისასა, ვითარმედ მოახლებულ არს პატიოსანი მიძინება მისი, და მიეც ნათელმოსილი რტო სამოთხისაი. ამისთვის შეიწყნარე ჩვენგანცა საქებელი გალობაი ესე:
გიხაროდენ, შვიდთა მათ სულთა, წინაშე ღმრთისა საყდარსა მდგომელთაგან, უდიდებულესო;
გიხაროდენ, ქვეყანასა ზედა ყოვლადწმიდისა დედისა ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა უპატიოსნესო მსახურო.
გიხაროდენ, ღმერთის მაცხოვნებელ გამოცხადებათა ჩინებულო მსახურო;
გიხაროდენ, ღმერთის მოწყალებათა მარადის სიყვარულით მახარებელო.
გიხაროდენ, მართალთა მგზნებარე ლოცვათა ღმრთისა საკურთხეველსა ზეცისასა შემწირველო;
გიხაროდენ, საღმრთოისა მშვიდობისა და კურთხევისა მუნით მათთვის მომტანო.
გიხაროდენ, ღმრთივ-სათნო ცხოვრებასა შინა მოსაგრეთა გულსმოდგინეო თანამდგომო;
გიხაროდენ, ნეტარსა აღსასრულსა მიახლებულთათვის სახიერო ნუგეშინის-მცემელო.
გიხაროდენ, წინაშე საყდარსა ზეცისასა მართლისა მსაჯულისა მიმართ ჩვენთვის მვედრებელო;
გიხაროდენ, რამეთუ სარწმუნოებით შენდა მომლტოლვარენი საუკუნოისა სატანჯველთაგან ხსნილ-არიან.
გიხაროდენ, რამეთუ მოყვარენი შენნი ანგელოსთა თანა საუკუნოისა სასუფეველისა ღირს-იქმნებიან;
გიხაროდენ, მდაბალთა, მშვიდთა და მორჩილთა მონათა ღმრთისათა მოყვარეო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
მადლმოსილთა ნიშთა შეწევნისათა არახოლო თუ ძველსა დროსა, არამედ ახალთაცა შინა გამოავლენდი, მთავარანგელოსო, გაბრიელ, რამეთუ ყოვლადპატიოსანი სავანე დოქიარისა ათონისა წმიდა მთასა ზედა, სადა-იგი აღეშენა ტაძარი მთავარანგელოზთაი, დღესამომდე გვაუწყებს სასწაულსა შენსა, ოდეს ერთობით მიქაელ მთავარანგელოსისა თანა სიკუდილისაგან იხსენ კეთილმსახური მორჩილი ფრიადსა უფსკრულსა ზღვისასა. ამისთვის მადლობით ვუღაღადებთ ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.
ვითარცა ხარ მგალობელი ცათა შინა სხვათა უხორცოთა ძალთა თანა მისა მიმართ, რომელი არს უპატიოსნესი ქერუბიმთასა, ჩვენცა გვსწავლი გალობასა, მკვიდრთა ამათ ქვეყანისათა. რამეთუ სხვაიცა ყოვლადპატიოსანი სავანე ათონისაი, „ღირს არსად“ წოდებული, თვით სახელითა თვისითა ქადაგებს ყოვლად-დიდებულსა სასწაულსა გამოცხადებისა შენისასა, მთავარანგელოსო გაბრიელ, ოდეს კეთილმოშიშსა მორჩილსა ასწავლე გალობაი ზეციური სადიდებელად ღმრთისა დედისა. და აწ ჩვენცა ვგალობთ რა მას პატივად ღმრთისმშობელისა, შენცა ღირსად გაქებთ მღაღადებელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ზეციურო მახარებელო დედისა ყოვლადკურთხეულისაო;
გიხაროდენ, უხრწნელისა მარადის ქალწულისა სასძლოდ შემამკობელო.
გიხაროდენ, ზეციურო მისო გალობით განმადიდებელო;
გიხაროდენ, წინაშე საუკუნოისა მისისა დიდებისა მდგომარეო.
გიხაროდენ, რამეთუ სხუათაცა ანგელოსთა წოდებათა აღადგინებ გალობად უპატიოსნესსა ქერუბიმთასა;
გიხაროდენ, რამეთუ ჩვენცა, ქვეყანისაგანთა, გვსწავლი განდიდებად აღმატებით უზეშთაესთა სერაბიმთასა.
გიხაროდენ, ანგელოსებრივისა ცხოვრებისათვის მოშურნეთა ზენაარო მფარველო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ ლოცვისა ყოვლადკეთილო მოძღვარო.
გიხაროდენ, მლოცველთა გულების უფლისა მიმართ აღმგზნებო;
გიხაროდენ, გუნდრუკისა წმიდათა ლოცვათა საკურთხეველსა ზეცისასა აღმკმეველო.
გიხაროდენ, მადლითა სალმობიერებისა და გულაჩვილებისათა მლოცველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, განმხოლოებასა შინა მათსა სიტკბოებითა ამით ნუგეშინის-მცემელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
ჰოი, დიდო მთავარანგელოსო გაბრიელ, დაფარულ საღმრთოთა საიდუმლოთა მსახურო, ხორციელ-ქმნისა ძისა ღმრთისასა ყოვლად-სახარულევანო მახარებელო და ჩვენისა ცხოვნებისა გულსმოდგინეო თანა-შემწეო! შეიწყნარე ჩვენ, უღირსთაგან, ქებულებისა და მადლობისა გალობაი ესე და ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა მომადლებად ჩვენდა მკვიდრობისა საუკუნოსა სასუფეველსა მისსა, რაითა შენ თანა მარადის მოუკლებელად ვუგალობდეთ მას: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
რომელი, ბუნებით ანგელოსი, უხორცო ხარ, მხილველად დაბადებისა ქმნილებისა გამოსჩნდი დიდებასა შინა მარადის მყოფისა და საუკუნოისა სიბრძნისა მიერ, მთავარანგელოსო გაბრიელ. ამისთვის ჩვენცა გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, თვით სახელითაცა შენითა ღმერთის ძლიერებისა მაუწყებელო;
გიხაროდენ, საკვირველითა მშვენიერებითა შენითა გამოუთქუმელისა საღმრთოისა დიდებისა განმაცხადებელო.
გიხაროდენ, სულო უნივთოო, სხეულებრივი ბუნების საკრველთაგან თავისუფალო;
გიხაროდენ, ნათელო გონებაო, უხილავისა ღმრთაებისა მსგავსებაო.
გიხაროდენ, ღმრთაებრივისა გონიერებისა დამტევნელო;
გიხაროდენ, გამოუთქუმელთა საიდუმლოთა საუნჯეო.
გიხაროდენ, პირველგამობრწყინვებულისა ნათელისა უსპეტაკესო სხივო;
გიხაროდენ, ლამპარო, საღმრთოისა სიყვარულისა ცეცხლითა მგზნებარეო.
გიხაროდენ, საყდრისა ღმრთისასა წინაშე მდგომელო;
გიხაროდენ, უფლისა დიდებისა მარადის მჭურეტელო.
გიხაროდენ, ჩვენ, ქვეყნიერთა ყოველთა, ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, ღმრთისა ბრძანებათა მსწრაფლ აღმსრულებელო.
გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
ღმრთივ რჩეულსა მთავარანგელოსსა, მარადის წინამდგომელსა საყდარსა ყოვლისმპყრობელისასა, მესაიდუმლოესა მადლისასა და კეთილმაუწყებელსა სიხარულისასა, ყოვლად პატიოსანსა გაბრიელსა, ყოვლადწმიდისა მარიამისა სასძლოდ შემამკობელსა, ქებისა გალობითა კეთილმოშიშებით თავყანის-ვსცემდეთ და მადლობით ვხმობდეთ: გიხაროდენ, მთავარანგელოსო გაბრიელ, საუკუნოისა ცხოვრებისა ჩვენისა კეთილმაუწყებელო მახარებელო.
ჰოი, წმიდაო მთავარანგელოსო ღმრთისაო გაბრიელ! მარადის წინამდგომელო საყდარსა უზენაესისასაო, ყოვლადსახარულევანო კეთილმაუწყებელო და გულმოდგინეო შემწეო ჩვენისა ხსნისაო! მოწყალედ შეიწყნარე ჩვენ უღირსთაგან შენდა მოძღვნილი ქებულებისა გალობაი ესე; წარგვიმართე და წრფელ-ჰყავ ლოცვანი ჩვენნი, და ვითარცა გუნდრუკი, კმეული ზეციურისა საკურთხეველისა მიმართ, აღავლინე მსხვერპლად შეწირულად ღმრთისა. განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისათა, აღაგზნე სიყვარულითა გულნი ჩვენნი ქრისტესა მიმართ, მაცხოვარისა ჩვენისა; მოაქციე და განამტკიცე სურვილნი ჩვენნი მაცხოვნებელსა გზასა ზედა მცნებათა სახარებისათა, რათამცა მშვიდობითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრებდეთ საუკუნესაცა ამას შინა და მომავალსაცა საუკუნესა არა მოვაკლდეთ სასუფეველსა ცათასა, რომლისა დამკვიდრებად, ნეტამცა, ღირს-ვიქმნათ მადლითა ქრისტესითა, ღმრთისა ჩვენისა, მეოხმყოფელობითა ყოვლადწმიდისა დედისა მისისაითა და შენითა მრავალძალითა ლოცვითა, და რაითა შენ თანა და სხუათა უხორცოთა ზეციერთა ძალთა და ყოველთა წმიდათა თანა მარადის ვადიდებდეთ ერთსა და სამობით დიდებულსა ღმერთსა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმიდაო მთავარანგელოსო გაბრიელ, ცათაგან გამოუთქმელისა სიხარულისა ყოვლადწმიდისა ქალწულისად მომტანო, აღმივსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ესე ჩემი, ამპარტავნებითა ყოვლადგანმწარებული. ჰოი, დიდო მთავარანგელოსო ღმრთისაო გაბრიელი, რომელმან ახარე ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს მუცლადღება ძისა ღმრთისასა. მაუწყე მე, ცოდვილსა ამას, საშინელი დღე იგი სიკვდილისა ჩემისა და შეჰვედრე უფალსა ღმერთსა ცოდვილი სული ჩემი, რაითა შემინდოს მე უფალმან ცოდვანი ჩემნი, და რაითა ვერღა დამაბრკოლონ ბოროტთა ეშმაკთა საზვერეთა შინა ჰაერთასა ცოდვათა გამო ჩემთა. ჰოი, დიდო მთავარანგელოსო გაბრიელ! დამიცევ მე ყოველთაგან ჭირთა, განსაცდელთა და მძიმეთა სნეულებათაგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოსო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა შენითა შეგვზღუდენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთაითა, უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცვულნი შეგივრდებით და ხელ-აპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩვენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.
ცათა შინა სჭურეტ ღმრთისა დიდებასა და ქვეყანასა ზედა მაღლით მოსცემ მადლსა, მთავარო ანგელოსთაო, ბრძენო გაბრიელ ღმერთის დიდებულებისა მსახურო და მსოფლიოს ღმრთაებრივო შემწეო, იხსენ და დაიცევ ყოველნი, რომელნი გიღაღადებენ შენ: გვექმენ შემწედ და ხელის-ამპყრობელ.
ზესთამბრწყინვალისა და პატიოსნისა და ყოველთა შემოქმედისა ყოვლად გამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერისთავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმიდაო, აწცა დაუცხრომლად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.