მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოწამისა ევსტათი მცხეთელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

ტროპარი წმიდისა ევსტათი მცხეთელისა

 

ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მტავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავვნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

 

 

კონდაკი 1

 

მძლევარი ეგე განრღვეულისა სოფლისაი,მადლითა ღმრთისაითა ლამპრად დაუშრეტელად გამოჩინებული, მიმთხვეულხარ სასუფევლისა გამოუთქმელსა დიდებასა და ღმრთისა საყდრისა მხილველი მეოხებ შენდამი მვედრებელთა მომართ, რათა საღმრთოითა სურვილითა აღვსებულნი გალობასა დაუდუმებელსა აღავლენდნენ მგალობელნი შენნი: გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

იკოსი 1

 

მამულისა რჩულისა დამტევებელმან და მაცხოვნებელისა მოძღვრებისა მომგებელმან მოწამისა გვირგვინისა დიდებაი მოინაყოფე და შენდამი, წარუვალისა მის ქრისტეს ბეჭდისა მომღებელისა მიმართ, მონანი ღმრთისანი გალობად აღვემართებით:

 

გიხაროდენ, შჯულისა ცთომილისა დამტევებელო;

 

გიხაროდენ, მაცხოვნებელისა სარწმუნოებისა მომგებელო;

 

გიხაროდენ, აღმსარებლობითა მით ჭეშმარიტითა დაბეჭდულო;

 

გიხაროდენ, შჯულისა ჭეშმარიტისა მეუნჯეო;

 

გიხაროდენ, ეკლესიისა კეთილადაღმომდინარე გალობაო;

 

გიხაროდენ, უფლისა მიერ "კეთილმდგომად" სახელდებულო;

 

გიხაროდენ, რომლისა მიმართ აღიძვრიან მეფსალმუნენი;

 

გიხაროდენ, რომლისა მიმართ განეფინებიან ქებანი;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 2

 

კეთილთა მარგალიტთა ძიებისა საღმრთოითა წყურვილითა აღვსებულმან და მუშაკმან ახოვანმან განყიდე ყოველი, რაიცა გაქუნდა და მარგალიტი იგი წმიდაი მრავალსასყიდლისაი მოივაჭრე, ხმა-მყოფელმან ლმრთისა მიშართ ესრეთ: ალილუია.

 

 

იკოსი 2

 

სულისა მშვიდობისა, ნეტარსა წიაღსა მიმთხვეულო და ქრისტესა უეჭნობელსა მწვანილოვანსა შინა განსვენებულო, უოხჭნოისა სასუფევლისა სიხარულსა შინა დამკვიდრებულო შეგითხზავთ: ქებასა ამას:

 

გიხაროდენ, საღმრთოითა მარგალიტითა განცხოველებულო;

 

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მხურვალებაო;

 

გიხაროდენ, უპოვართა შორის მდიდრად გამოჩინებულო;

 

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ აღშენებულო ტაძარო უქცეველო;

 

გიხაროდენ, საუფლოისა ტრაპეზისა წინაშე წარდგომილო;

 

გიხაროდენ, წმიდათა და ანგელოზთა თანა შვებულო;

 

გიხაროდენ, სულიერისა ახოვანებისა ზღუდეო დაუცემელო;

 

გიხაროდენ, ეკლესიისა ბრწყინვალებაო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 3

 

ძველისა და ახლისა შჯულისა საღმრთომან მეცნიერებამან განგაბრძნო შენ, ნეტარო, და სამოელისა არქიდიაკონისადა დამოწაფებულმან გალობაი იგი საკვირველი აღმოუტევე: ალილუია.

 

 

იკოსი 3

 

ერსა ღმრთისასა შერთული და ახლისა ისრაელისა მტილსა შინა დავანებული, მაცხოვნებელითა მოძღვრებითა შეჭურვილი სულიერითა სიმაღლითა წარემატე, რომლისათვისცა გადიდებთ შენ:

 

გიხაროდენ, ნერგო კეთილო, სპარსთაგან აღმომცენარეო;

 

გიხაროდენ, სამღრთოითა წერილითა გამოხურვებულო;

 

გიხაროდენ, მთესვარისა დიდებულისა მარცვალო ლხინებულო:

 

გიხაროდენ, წყაროსა სამარადისოსა მიმთხვეულო;

 

გიხაროდენ, გამოუთქმელისა საგალობლისა ამობგერებაო;

 

გიხაროდენ ქალაქო ვრცელო და უმუსვრელო;

 

გიხაროდენ, ზეცათა მეუფისა მცნებათა აღმასრულებელო;

 

გიხაროდენ, ხატებაო შვენიერო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 4

 

ჯვარცმულისა იესოსა მაცხოვარებისა მცნობელმან ნათლისღებისა გამოუთქმელითა სიწმიდითა ქრისტე შეიმოსე და დაუტევე რა ღმრთისა მიერ დაბადებულთა თაყვანებაი, ღაღადყავ ცათა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 4

 

მოგვობისა უბადრუკობისა განმაქიქებელო, ცეცხლისა ნივთიერისა ღმრთად მგონებლობისა უგუნურებაი ამხილე და ჭეშმარიტებისათვის სწამე, ამისათვისცა გიგალობთ შენ:

 

გიხაროდენ, ღმრთისა სიხარულსა შინა დამკვიდრებულო;

 

გიხაროდენ, სარწმუნოებისა კლდესა ხედა ამაღლებულო ებგურო შვენიერო;

 

გიხაროდენ, მორწმუნეთა მარადის სამზერელო;

 

გიხაროდენ, ცათა შინა ანგელოზთა თანა ჰამოო უბნობაო;

 

გიხაროდენ, მართლმადიდებელთა საჭურველო;

 

გიხაროდენ, გოდოლო ძირმტკიცეო;

 

გიხაროდენ, შობითა სულიერითა განცხოველებულო;

 

გიხაროდენ, სარწმუნოებისა მხურვალისა მაგზებელო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 5

 

მოგვობისა ურჩულოებისა დამტევებულმან და ქრისტიანობისა მადლითა განბრწყინვებულმან სამკვიდრებელიცა იგი სპარსთაი დაუტევე და დაივანე მცხეთას მღაღადებელმან ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 5

 

სპარსთა ტოზიკისა უარისმყოფელო და ქრისტესა ტოზიკისა მეტოზიკეო, განრინებულო უმღრთოსა მას ტაბლასა ეშმაკისასა, შენისა ღვაწლისა ნათლითა განხურვებულნი შეგასხამთ ქებასა ამას;

 

გიხაროდენ, მხედარო, ღმრთისაგან აღჭურვილო;

 

გიხაროდენ, სულითა წმიდითა განბრძნობილო;

 

გიხაროდენ, ძველისა კაცისა მომაკვდინებელო;

 

გიხაროდენ, ახლისა ადამისა კურთხევაო;

 

გიხაროდენ, დღე-ყოველ სულიერო მეტობაო;

 

გიხაროდენ, წარუვალისა დიდებისა მემკვიდრეო;

 

გიხაროდენ, საღმრთოო გულმოდგინებაო;

 

გიხაროდენ, წრფელო მადლიერებაო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 6

 

რომელი იგი არა დასცხრების ყოვლადვე ცოფისაგან და მძვინვარებისა, ლეგეონითა წარწყმედულითა წინა-აღგიდგა ბელიარ, ხოლო შენ, ვითარცა ხელოვანმან მხედარმან, განაშიშვლე რაი საბრძოლველი მახვილი სულიერი, იფსალმუნე ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 6

 

მცხეთით ტფილისს მარზაპანისა წინაშე წარგზავნილი ლოცვითა წმიდითა აღიჭურვე და ქრისტესთვის მხნეობაი იგი სანატრელი თავს-იდევ, ხოლო ჩვენ, ფრთოვან-ქმნილნი შენითა ახოვანებითა, ესრეთ გიგალობთ:

 

გიხაროდენ, ტევანო საღმრთოისა ვენახისაო;

 

გიხაროდენ, საუფლოისა მტილისა მცენარეო;

 

გიხაროდენ, სავანეო ყუდროებისაო;

 

გიხაროდენ, კლდესა ზედა აღშენებულო სასახლეო;

 

გიხაროდენ, გლახაკთა და უპოვართა შესავედრებელო;

 

გიხაროდენ, კეთილისა მის ნაყოფისა მოსთულებაო;

 

გიხაროდენ, სადგურო სიწმიდისაო;

 

გიხაროდენ, რომლისა მიერ შემოქმედი იდიდების;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 7

 

წარდგომილმან შვიდთა მათ მოყვასთა თანა წინაშე ქართლისა მარზაპანისასა, ქრისტეანეთა რჩული იგი საღმრთოი აღიარე და მხიარულ-ჰყავ ცათა შინა ანგელოზნი: ალილუია.

 

 

იკოსი 7

 

ქრისტიანეთა რჩულისა კეთილსუნნელებაი და შვენიერებაი ჰქადაგე რაი წმიდითა მით პირითა შენითა, სულიერითა სიხარულითა შთაჰხედ საპყრობილედ, რომლისა სიმხნესა ვაქებდეთ ჩვენ ესრეთ ხმა-მყოფელნი:

 

გიხაროდენ, გულისა და საცნობელისა შენისა წრფელმყოფელო;

 

გიხაროდენ, მახვილო ჭედილო საკვირველო:

 

გიხაროდენ, ქვეყანაო ნაყოფისა გამომღებელო;

 

გიხაროდენ, ღმრთისა სიყვარულითა განწმენდილო;

 

გიხაროდენ, წმიდათა ღირსო თანამოსაგრეო:

 

გიხაროდენ, მორწმუნეთა კეთილო საზრდელო;

 

გიხაროდენ, ზეციერისა ყანისა უხვებაო;

 

გიხაროდენ, გუნდრუკო ცათა მიმართ აღმავალო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 8

 

უშურველითა მოწყალებითა ღმრთისათა და შუამდგომელობითა ქართლისა კათოლიკოსისა და საჩინოთა მთავართათა, მარზაპანმან მან არვან გუშნასპმან საპყრობილითგან განგათავისუფლა, რამეთუ არღარა მოწევნულ იყო ჟამი შენი, წმიდაო: ალილუია.

 

 

იკოსი 8

 

მაცხოვნებელისა აღმსარებლობისა სრულად მტვირთველი გაბრწყინდი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ხოლო ქრისტესა ჯვარისა უარისმყოფელთა სული თვისი ცხოველი წარიწყმიდეს. აღვაღებთ პირსა ჩვენსა მწიკვლევანსა შენდა მიმართ და ხმა-ვყოფთ:

 

გიხაროდენ, საუკუნოისა ნეტარებისა მომხსნებელო;

 

გიხაროდენ, მოწამებისა ეკლისა თავს-მდებო;

 

გიხაროდენ, ღეაწლითა ფრიადითა ქვეყანისა შემამკობელო;

 

გიხაროდენ, მოყვასთაგან გამორჩეულო;

 

გიხაროდენ, სულისა წმიდისა მიერ წარმოვლინებულო;

 

გიხაროდენ, მართლისა სიტყვისა ნაცვალგებულო;

 

გიხაროდენ, ანგელოსთა საწერელო;

 

გიხაროდენ, მელევანდო ჭეშმარიტებისაო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 9

 

შენისა სულისა სიმაღლითა და პირისა მხიარულებითა განძვინვებულმან მთავარმან მან ბნელისამან გესლი იგი თვისი განამრავლა, შენდა მიმართ, ხოლო შენ, უკეთურებისა მის სიმდაბლითა აღმხოცველმან, იღაღადე ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 9

 

ხილულისა მშვიდობისა მიერ მცირედსა ჟამსა დაპურებულო და საღმრთოისა მის ღვაწლისათვის განმზადებულო, ახლისა მარზაპანისა, ვეჟანისა ბუზმირისა წინაშე წარდგომილსა გიგალობთ შენ:

 

გიხაროდენ, შვილთა შენთა სიხარულო;

 

გიხაროდენ, ღმრთისა სავალსა ზედა განფენილო ბაიაო;

 

გიხაროდენ, სიბრძნითა მით მიუწვთომელითა განბრძნობილო;

 

გიხაროდენ, ეშმაკისაგან. განცდილო;

 

გიხაროდენ, მოღვაწეო მოუსყიდველო;

 

გიხაროდენ, სულისა წმიდისა საყოფელო;

 

გიხაროდენ, საღმრთოისა მის წიაღისა მობურვაო;

 

გიხაროდენ, თავთა ჩვენთა მშვიდობისა სასთუმალო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 10

 

ურჩულოთა საკრებულოსა წინაშე ქრისტესა მაღიარებელი თვით ქრისტემან აღგიარა შენ თვისისა მამისა წინაშე და წიგნსა შინა ცხოველთასა სამარადისოდ შთაწერილი ხმა-ყოფ ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 10

 

სულისა მიერ წმიდისა განწმენდილო და შემოქმედისა შენისა მიმართ სიტყვითა და საქმითა ლოცვისა მყოფელო და მხოლოსა მისისა კაცთმოყვარებისა მადიდებელო, შენდა ქებად აღიძვრიან ენანი ჩვენნი:

 

გიხაროდენ, სულთა ჩვენთა სასურველო საზრდელო;

 

გიხაროდენ, წიაღსა შინა უფლისასა განახლებულო;

 

გიხაროდენ, ვეცხლისა მის წარწყმედელისა უყვარულო;

 

გიხაროდენ, მდევნელთა შენთა მაკურთხეველო;

 

გიხაროდენ, ხატო მოწამებისაო;

 

გიხაროდენ, წმიდათა მოღვაწეთა მაქებელო;

 

გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ გალობისა შემწირველო;

 

გიხაროდენ, მეუფესა ზეცათასა შეწყნარებულო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 11

 

თავისა წარკვეთისა განჩინებაი სარწმუნოებისა ზღუდემან უქცეველმან და ძირმტკიცემან სულიერითა სიხარულითა შეიწყნარე და შენდა მიმართ გაწვდილისა უხილავისა მის გვირგვინისა მგრძნობელმან ღაღად-ყავ ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 11

 

ზეცით გამოსრული ხმაი მოიწია სასმენელთა შენთა, რომელმან ნუგეშინის-გცა და ახოვანებითა საღმრთოითა აღგავსო, შეგრთო რაი პირველთა მათ წმიდათა მამათა კრებულსა. აწ კი, მათ თანა შვებულო, მოიხილე ჩვენ ზედა, რათა ღირსებით გიგალობდეთ შენ:

 

გიხაროდენ, საღმრთოითა აიაზმითა სხურებულო;

 

გიხაროდენ, მორჩილებითა ქედდადრეკილო;

 

გიხაროდენ, ანგელოსთა შემსგავსებულო;

 

გიხაროდენ, წინადაგებულო პურო უფლისაო;

 

გიხაროდენ, ცხოვრებითა შენითა სამარადისოსა გალობისა ღაღადმყოფელო;

 

გიხაროდენ, წუთისოფლისა ღელვასა შინა მაცხოვნებელისა მის ხომალდისა მენავექმნილო;

 

გიხაროდენ, ნაკადულო სინანულისაო;

 

გიხაროდენ, საუნჯეო ოქროხვეწილო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 12

 

მაცხოვარისა ჩვენისა სიყვარულითა აღგზებულო და მისთვის თავწარკვეთილო, გვამი შენი ღმრისა მიერ განწმენდილი და კურთხეული მრავალსა კურნებასა აღმოუცენებს ქრისტეს მორწმუნეთა, ხოლო შენ, შვებული და განდიდებული, შემოქმედისა მიმართ ფსალმუნებ: ალილუია.

 

 

იკოსი 12

 

სულითა შენითა ღმრთისა საყდარსა მიწევნულო და ხორცითა ღვაწლითშემოსილითა მცხეთას დაკრძალულო, ბრძოლისა მის საშინელისა განმარჯვებითა განმასრულებელო, გვიოხე წინაშე ღმრთისა, რათა დიდებისგმეტყველებდეთ:

 

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა ცეცხლო მოტყინარეო;

 

გიხაროდენ, საღმრთოისა პურისა მტეო;

 

გიხაროდენ, ყოვლისამპყრობელისა მიერ შეწყნარებულო;

 

გიხაროდენ, სიწმიდესა შინა შთაფლულო;

 

გიხაროდენ, ქებაო ჯეროვანო;

 

გიხაროდენ, ხატო უბიწოებისაო;

 

გიხაროდენ, გონებათა ჩვენთა მღვიძარებაო;

 

გიხაროდენ, მრავალფერო სათნოებაო;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 13

 

ჰოი, წმიდაო მოწამეო ევსტათი, ღმრთისა სიყვარულისა შინა აღსრულებულო და აწ სასუფეველსა შინა დიდებითა გამოუთქმელითა დავანებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა წყალობითა მისითა დაულევნელითა განწმენდილნი და განბანილნი მივემთხვივნეთ საყდარსა მისსა საუკუნოსა ესრეთ ხმა-მყოფელნი: ალილუია, ალილუია, ალილუია (3-გზის).

 

 

იკოსი 1

 

მამულისა რჩულისა დამტევებელმან და მაცხოვნებელისა მოძღვრებისა მომგებელმან მოწამისა გვირგვინისა დიდებაი მოინაყოფე და შენდამი, წარუვალისა მის ქრისტეს ბეჭდისა მომღებელისა მიმართ, მონანი ღმრთისანი გალობად აღვემართებით:

 

გიხაროდენ, შჯულისა ცთომილისა დამტევებელო;

 

გიხაროდენ, მაცხოვნებელისა სარწმუნოებისა მომგებელო;

 

გიხაროდენ, აღმსარებლობითა მით ჭეშმარიტითა დაბეჭდულო;

 

გიხაროდენ, შჯულისა ჭეშმარიტისა მეუნჯეო;

 

გიხაროდენ, ეკლესიისა კეთილადაღმომდინარე გალობაო;

 

გიხაროდენ, უფლისა მიერ "კეთილმდგომად" სახელდებულო;

 

გიხაროდენ, რომლისა მიმართ აღიძვრიან მეფსალმუნენი;

 

გიხაროდენ, რომლისა მიმართ განეფინებიან ქებანი;

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

კონდაკი 1

 

მძლევარი ეგე განრღვეულისა სოფლისაი,მადლითა ღმრთისაითა ლამპრად დაუშრეტელად გამოჩინებული, მიმთხვეულხარ სასუფევლისა გამოუთქმელსა დიდებასა და ღმრთისა საყდრისა მხილველი მეოხებ შენდამი მვედრებელთა მომართ, რათა საღმრთოითა სურვილითა აღვსებულნი გალობასა დაუდუმებელსა აღავლენდნენ მგალობელნი შენნი: გიხაროდენ, ქრისტესა ტოზიკისა მედღესასწაულეო წმიდაო მოწამეო ევსტათი!

 

 

ლოცვა წმიდისა ევსტათისადმი

 

ჰოი, ღვაწლით შემოსილო, ახოვანო და შვენიერო წმიდაო მოწამეო ეესტათი, ნეტარსა მას სამყოფელსა შინა განსვენებულო და ღმრთისა პირისა მხილველო, ლოცვითა შენითა წმიდითა განანათლე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. შეიწყალე და აცხოვნე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგვიწყალნეს ჩვენ საშინელსა და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა მისსა და მიტევებისა და სიყვარულისა მისისა წყაროსა შინა შეწყნარებულნი და მისა მიმართ დაგებულნი დაუდუმებელად ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოით მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.