მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა ეკატერინესი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კონდაკი 1

  რჩეულსა და გვირგვინოსან ქალწულმოწამეს, სძალს ქრისტესას, ქებისა გალობათა აღვუვლენთ, ვითარცა უდიდებულესსა მტანჯველისა მძლეველსა და ყოვლადბრძენსა ფილოსოფოსთა დამმოძღვრელსა; შენ კი, დიდო მოწამეო ეკატერინე, ღმრთისა მიმართ კადნიერების მქონეო, წყალობითა მიიდრიკე კეთილკრძალულ თხოვათა მიმართ შენდამი მღაღადებელთა: გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

იკოსი 1

  ანგელოზთა სწორისა სიწმინდისა მქონებელო, წმინდაო ქალწულო ეკატერინე, ანგელოზთა ღმრთაებრივსა ნათელს მიემსგავსე რა, მათთანავე სამწმინდისა გალობისა მგალობელი, შეისმინე ჩვენი, ქუეყანასა ზედა შენდამი ესრეთ მხმობელთა:

 

  გიხაროდენ, სიწმინდისა პატიოსანო სამკვიდრებელო;

 

  გიხაროდენ, შენზედ აღსრულებული ღმრთაებრივი განზრახვის სასწაულებრივო მინიშნებაო;

 

  გიხაროდენ, მამისა მოწყალებისა ჭურჭელო;

 

  გიხაროდენ, ქრისტეს ვნებათა აღსრულებაო;

 

  გიხაროდენ, სულიწმინდის წმინდა სავანეო;

 

  გიხაროდენ, კეთილკრძალული რწმენის შუქით განათებულო;

 

  გიხაროდენ, წმინდა ემბაზიდან შობილო;

 

  გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა შესამოსლის კრავის სისხლში განმბანელო;

 

  გიხაროდენ, ცათა შინა წმინდა ქალწულთა თანა მედღესასწაულეო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 2

  ხედვიდა რა ეკატერინე ჩვენებასა ეგევითარსა, წმინდა მამისა მიმართ ისწრაფვოდა, უწინარეს ამისა, მისთვის ღმრთისმშობლის ხატის მბოძებელისა, მაუწყებელი, თუ ვითარ გარემიიქცევდა პირსა თვისსა მისგან თავის ყოვლადწმიდა დედასთან ერთად ჩვენებული ქრისტე, ვითარ უწოდდა მას უგონოსა და გლახაკსა და მდაბიოსა, უკეთუ არა დაუტევებს კერპთა უწმინდურებასა. ღირსი კი, ამისა მსმენელი, რწმენისა და ნათლობისა საიდუმლოთა ასწავებდა. ისიცა განახლებულითა სულითა მადლობით უგალობდა უფალს: ალილუია.

 

იკოსი 2

  გონებაი კეთილი, კეთილშობილებაი ჭეშმარიტი, სიმდიდრეი უხრწნელი მოიხვეჭა სულიერსა ხელახლადშობაში წმინდამან ეკატერინემ, ღირსეულად წარსდგა რა ზეციური სიძის, ქრისტეს წინაშე. მანცა, მისდამი ჩვენებულმან, შეიყვარა იგი და ძღვანებულითა ბეჭდითა სძლად თვისად სახელსდვა. იგი კი, ეგევითარისა ღმრთაებრივისა მოწყალებისა შემცნობელი, მისი ამგვარი სიყვარულით გულშეძრული, ქვეყნიურ ფიქრთა დაუტევებდა და თავის სატრფოზე ზრახვიდა მოუკლებელად. ეგევითარისა მადლისა მომღებელმან შეისმინე ჩვენი:

 

  გიხაროდენ, სოფლიური სიმყრალის მომძულებელო;

 

  გიხაროდენ, სოფლიურ სიმყრალეში ქრისტესმწთოლვარეო;

 

  გიხაროდენ, უკვდავისა სიძისა კეთილად შემყვარებელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთაებრივისა მოწყალებისა საუნჯეო;

 

  გიხაროდენ, დღეო ბრწყინვალეო;

 

  გიხაროდენ, სავსე მთვარეო;

 

  გიხაროდენ, ზეთისხილო ღმრთის სახლში დანერგულო;

 

  გიხაროდენ, კედარო ლიბანსა შინა ზრდილო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 3

  ძალმან მაღლისამან მისცა მაშინ წმიდა ეკატერინეს კადნიერებაი, უსჯულო მეფე მაქსიმიანეს, კერპებისადმი მსხვერპლის შემწირველის, უშიშრად მხილებისა და ისიცა, მრავალსა ჟამსა უტყვ იქმნა, ვერშემძლებელი წინააღდგომად სიტყვათა მისთა. იგი კი, ღმრთისადმი მადლობისა შემწირველი, უგალობდა მას: ალილუია.

 

იკოსი 3

  აქვნდა რა წმიდასა ეკატერინეს სიბრძნეი მაღლით მოცემული, ოდეს უსჯულო მეფე, მის წინაშე წარდგომილსა, გვარსა და წოდებასა ჰკითხვიდა, თავსა თვისსა მეფისა ასულად აღუარებდა, ფილოსოფოსთა და რიტორთა მეცნიერებისა კეთილად შემსწავლელი სძლად ქრისტესად თავსა თვისსა სახელსდებდა, კერპისა მსახურებისა აშკარად უარისმყოფელი:

 

  გიხაროდენ, ეკატერინე ყოვლადდიბულო;

 

  გიხაროდენ, მეფობისა სიწმინდეო;

 

  გიხაროდენ, ფუტკარო კერპთმსახურების კვამლისაგან უკუქცეულო;

 

  გიხაროდენ, მტრედო ოქროფრთოვანო;

 

  გიხაროდენ, საკმეველო ქრისტეს კეთილსულნელებისაო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 4

  მრისხანებისა ქარიშხალი დაატეხა მეფემ წმინდასა ქალწულს, მხმობელმა მისდამი: ნუ ბოროტად მოიხსენებ ღმერთთა ჩვენთა. წმინდა ეკატერინე კი სიტყვას უგებდა: უკეთუ გნებავს განიფანტოს უკუნი იგი ხიბლისაი შენთა სულიერთა თვალთაგან, გულისხმაყავ ღმერთთა შენთა უკეთურებაი და შეიცან ღმერთი ჭეშმარიტი, რამეთუ მხოლოდღა ხმობაი სახელისა მისისაი, ანდა ჯვარი, ჰაერსა შინა გამოსახული, განაგებს ღმერთთა შენთა და ღუპავს მათ. და უკეთუ ინებებ, გამოგიჩინო შენ ჭეშმარიტებაი, მგალობელმან ღმრთისადმი: ალილუია.

 

იკოსი 4

  ესმა რა უკეთურსა მეფეს თამამი და ბრძნული სიტყვისგებაი შენი სარწმუნოებაზედ ქრისტესი, შიშნეულმან, რამეთუ არა იძლიოს შენგან, თავისი ქვეყნის კიდით კიდითგან შეჰკრიბა ბრძენნი პაექრობად, რიცხვით ორმეოცდაათი. შენ კი, მთავარანგელოზ მიქაელისაგან განმტკიცებულმან და გამარჯვებაში დარწმუნებულმან, განიხარე მათთან პაექრობითა, მიიღე რა, ეგრეცა ჩვენგან ქებაი ესე:

 

  გიხაროდენ, ქრისტეს გონებისა გამოჩინებაო;

 

  გიხაროდენ, ქერუბიმთაებრ ღმრთის შემეცნებისა მომხვეჭელო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ სერაბიმთა მსგავსი სიყვარულით მნთებარეო;

 

  გიხაროდენ, ბრძენთა უფროისად განბრძნობილო;

 

  გიხაროდენ, სულიერო მახვილო, ურწმუნოებასა ზედა აღლესულო;

 

  გიხაროდენ, უკეთურებისა განმდევნელო;

 

  გიხაროდენ, მორწმუნეთა დამმოძღვრელო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 5

  ღმრთისამწთოლვარე ვარსკვლავს მიემსგავსა, ეკატერინე, ორმეოცდაათი რიტორისა მძლეველი და მათი ქრისტიანულ გზაზე დამყენებელი, რომელი მიიყვანებს მზესთან სიმართლისა, ქალწულისაგან აღმოცისკრებულ ქრისტე ღმერთთან, რომელნი ბრძნულ სიტყვათა გამო განიკითხნენ ქრისტესათვის, ვიდრე დაწვამდე. შენი ლოცვით გზადალოცვილნი, ცეცხლში სიხარულით მიმავალნი, გალობასა აღავლენდნენ: ალილუია.

 

იკოსი 5

  ხედვიდა რა შენს მიერ თავისი მეფური ნების უგულებელყოფასა და შეგონებათა არად ჩაგდებას, ეშმაკობასა მიმართა ლიქნით ცდუნებისა, შენთვის ნახევარი სამეფოს აღმთქმელმან. შენ კი, სარწმუნოებისა მიწიერ საუნჯეთა უფროისად გამომრჩეველმან და სიძისა ქრისტესა უფროისად მიწიერისა სამეფოისა და მოწამეობრივი სამოსლისა უფროისად ძოწეულისა შემყვარებელმან, უარყავ მისი ფუჭმეტყველებაი. ამისთვისცა შედამი ქებისა გალობასა აღვავლენთ:

 

  გიხაროდენ, ქალწულო, ლიქნისა მამხილებელო;

 

  გიხაროდენ, ენადაბორკილ გველისა დამთრგუნველო;

 

  გიხაროდენ, ასულო მეფისაო;

 

  გიხაროდენ, ქალწულო, ოქროისა სამოსლითა შემოსილო,

 

  გიხაროდენ, ყოველგვარ ნივთიერზე ამაღლებულო;

 

  გიხაროდენ, ღმრთაებრივი გამოცხადების მთასა ზედა აღმოწყაროებულო;

 

  გიხაროდენ ღმრთაებრივი შემეცნების ნათლითა განათლებულო;

 

  გიხაროდენ საყვირო სულისაო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველების ხმისა გამომცემელო,

 

  გიხაროდენ სარწმუნოებისა კეთილად აღმსაარებელო;

 

  გიხაროდენ სახარებისა ნათლისა ბრწყინვალებაო;

 

  გიხაროდენ მარადიულ კანონთა მცველო;

 

  გიხაროდენ ჩვენო შემწეო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 6

  მქადაგებელმა ღმერთშემოსილმა, მოციქულთადმი მოშურნეობითა აღვსილმა, მტანჯველისა წინაშე კადნიერად იქდაგე ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, მასვე უგალობდი რა ნაიარევი და დილეგსა შინა მყოფი: ალილუია.

 

იკოსი 6

  აღმობრწყინდა რა გულსა შინა შენსა, ჭეშმარიტისა ღმერთშემეცნებისა ნათელი, გაჰფანტა ბნელი იგი მწუხარებათაი, რამეთუ არა დაგიტევა სიყმილსა შინა, გულიოსა მეოხებით შენთვის საკვებისა მომცემელმან, შემდგომში სნეულებაზედ ურვით შეპყრობილი დილეგსა შინა თავადვე გინახულა, განგაძლიერა რა და გვირგვინი მრავალი აღგითქვა. შენ კი, უფრიოსად განმტკიცდი, მტკიცე სულისა მქონებელო და დედოფალი იგი ავგუსტა და მხედართმთავარი პორფირი, მებრძოლებითურთ შენდამი მოლტოლვილი, ქრისტეს რწმენისა ნათლისაკენ მოაქციე და ასწავე ესე გალობაი შენდამი:

 

  გიხაროდენ, სოფლისათვის ღმრთაებრივი სიყვარულის გამომაჩინებელო;

 

  გიხაროდენ, ანდამატო მტკიცეო;

 

  გიხაროდენ, ღვინოო გამოუთქმელთა სასწაულთაო;

 

  გიხაროდენ, მტერისა მოთმინებით მომაკვდინებელო;

 

  გიხაროდენ, უფლის იარათა საკუთარი სხეულით მატარებელო;

 

  გიხაროდენ, დედოფალ ავგუსტას მოწამეობრივ ღვაწლს მიმთხვეულთა გზაზე დამყენებელო

 

  გიხაროდენ, რამეთუ ბნელსა შინა გამოსჩნდი, ვითარცა ნეთელი;

 

  გიხაროდენ, რამეთუ თავად უფალმა, ნათელი იგი სოფლისა დილეგსა შინა მყოფსა გამოგიბრწყინა;

 

  გიხაროდენ, ცოდვის საკრველთაგან, მსწრაფლ დამხსნელო;

 

  გიხაროდენ, სნეულთ მსწრაფლ განმკურნელო;

 

  გიხაროდენ, ჩვენისა ხსნისა შემწეო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 7

  ინება რა უსჯულო მეფემან, საძაგელსა კერპთმსახურებასა შინა შენი ჩაგდებაი, ეგევითარსა მახეს დაგიგებდა შენ ყოვლადბრძენო, რაითა ლიქნით მოგინადიროს, შენი სილამაზის ხოტბის შემსხმელმან; შენ კი სილამაზის დროებითად და სწრაფწარმავალად სახელმდებელი, ქრისტესა, ვითარცა ცხოველსა და ჭეშმერიტსა ღმერთსა აღუარებდი, მგალობელი მისდამი: ალილუია.

 

იკოსი 7

  აშკარა სიშმაგე და არაადამიანურობა გამოაჩინა მეფემ, უბრძანა რა ეპარქს ბორბლით დაგლეჯა შენი ქალწულებრივი, უბიწო და წმიდა სხეულისა, მაგრამ სასწაულებრივად ანგელოზის ხელით უვნებელად განერინე რა, ბორბალი იგი, მანამადე ურწმუნოთა ხელით მრავალთამომაკვდინებელი, ნაწილებად დაიმსხვრა, ვიდრე უკვირდა თვით მეფესა და ერსა წარდგომილსა, ესრეთ მხმობელსა: “დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა”, ჩვენ კი ამითა განკვირვებულნი, გიღაღადებთ შენ:

 

  გიხაროდენ, მოწამეო, ანგელოზებრივად წმიდაო და მარხულო;

 

  გიხაროდენ, მოწამეთა ლეგიონის დიდებაო;

 

  გიხაროდენ, მტრის ბრწყინვალე ძლევაო;

 

  გიხაროდენ ძრწოლავ ურწმუნოთაო;

 

  გიხაროდენ, ჭურჭელო, ღვთის ძალთა განმამრავლებელო;

 

  გიხაროდენ, მორწმუნეთა სიხარულო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 8

  უცნაურისა დიდების უარისყოფისა და დედოფლისა და მხედართმთავრის, მებრძოლებითურთ, ქრისტესთვის წამებისა მხედველნი, სოფლისა და ხორცის სიყვარულსა განვეშოროთ და შევემცნოთ უფალსა, რამეთუ იგი არს შუენიერებაი და დიდებაი და გვირგვინი ჩვენი, მგალობელთა ესრეთ: ალილუია.

 

იკოსი 8

  ყოველი სიტკბოება, ყოველი სურვილი შენი, წმიდაო ეკატერინე, იყო იესუ; სოტკბოებისა მისისათვის მწარე ტანჯვანი დაითმინე რა და სკიპტრაი, შენთვის შემოთავაზებული, უგულებელჰყავ მომავალისა ჯილდოს მჭვრეტელმან. ჩვენგან კი შეიწირე საქებარი გალობაი ესე:

 

  გიხაროდენ, წმიდაო, წმიდათა უწმიდესისა შემყვარებელო;

 

  გიხაროდენ, გვრიტო, შუენიერისა სიძისაო, ვრცელი სოფლის უდაბნოს შინა ნანატრო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ვითარცა არჩვი, მარადიულ გორაკთა უწინარეს შობილს, არომატულ მთათა ეძიებ;

 

  გიხაროდენ, მოწამეობრივი ღვაწლის ქრისტეს სიყვარულისთვის მტვირთველო;

 

  გიხაროდენ, მოწამისა სახით, ღმრთის წინაშე წარდგომილო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ბრძენნი შენს მიერ ცათა სასუფეველს მიემთხვიენ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ჩვენცა შენსა მიერ იმავეს მიღებასა ვსასოებთ;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 9

  ყოველმან ბუნებამან ანგელოზთამან განიხარა სიხარულითა, ეკატერინე, გხედვიდა რა სოფლისა მთავრის მძლეველად, ზეშთასოფლიურთა მიმართ მოლტოლვილსა, ვითარცა ძლევამოსილ მხედართმთავარს, მოწამეთა ლეგიონის კვალდაკვალ მავალს, და გამარჯვებისა საგალობლის აღმვლენელი, ესრეთ ხმობდი: ალილუია.

 

იკოსი 9

  ბაგენი მრავლისმეტყველნი დადუმდნენ: ვერშემძლებელნი წინააღდგომად ღვთივსულიერთა სიტყვათა შენთა, ნიჭთა შენთა დუმილით მადიდებელნი; ჩვენ კი, უძლურნი, ვითარ შემძლებელ ვართ აღვაღოთ პირი ჩვენი ქებად შენდა? თუმცაღა კადნიერნი გვედრით, ღირს გვყვენ, მადლმოსილო, არამწირვყოთ გალობაი ესე, შენდამი შეწირული:

 

  გიხაროდენ, ორღანო სულისა წმიდისაო;

 

  გიხაროდენ, გამოუთქმელისა ცისკრის ნათებაო;

 

  გიხაროდენ, ღმრთაებრივ დოგმატთა მორევო;

 

  გიხაროდენ, ხრიკო, ფილოსოფოსთა პაექრობაში დამამარცხებელო;

 

  გიხაროდენ, ფიალაო სიბრძნისაო;

 

  გიხაროდენ, ბრძენთა ხლართის გამხსნელო;

 

  გიხაროდენ, ცოდვის ხიბლთა დამარღვეველო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 10

  სულისა ხსნისა მსურველი, სხეულსა შენსა არად აგდებდი, ეკატერინე, და მტანჯველისადმი ამის მხმობელი, ხმლით თავისა წარსაკვეთად მხიარულად წარემართე, ესრეთ მგალობელი წმიდისა უკვდავისა მიმართ: ალილუია.

 

იკოსი 10

  ზღუდედ მტკიცედ და გარდაულახავად მოევლინე დედაკაცთა მათ, თავის წარკვეთის ადგილისაკენ შენთანა მავალთა და თავისა თვისისა მიმართ გულქვად და უგონოდ მოთქმით მხმობელთა, რამეთუ არა დაინდე ცხოვრებაი შენი ტკბილი, გაფურჩქვნის ჟამს მყოფი, ვითარმედ მოიძულე შემოთავაზებული მიწიერი სამეფო და ნეტარება. შენვე აკრძალე უსარგებლო გოდებაი მათი და ფუჭმეტყველებაი, რამეთუ შენსა სატრფოსთან უსწრაფესსა შეერთებას ესწრაფვოდი სიკვდილითა, ამისთვისცა გასმენთ შენ:

 

  გიხაროდენ, ბოლომდე დამთმენელო;

 

  გიხაროდენ, ნაკადო კეთილად დაწრეტილო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ვერცა მწუხარებამ, ვერცა იარებმა, ვერცა მახვილმა, გზას ქრისტეს აღმსაარებლობისა ვერ განგაშორა;

 

  გიხაროდენ, კერიასა შინა სიყვარულის ცეცხლის ჩაუქრობლად შემნახველო;

 

  გიხაროდენ, მოწამეთა შვენებაო;

 

  გიხაროდენ, ქრისტიანთა მტკიცე სავანეო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 11

  ქებისა გალობასა კადნიერად შემოგწირავთ, თუმცაღა მწირ იქმნების სიტყვაი ჩვენი და განკვირვებულ არს გონებაი ჩვენი, თუ ვითარ შემძლებელ ვართ ხმობად; რამეთუ სიტყვაი შენი, ყოვლადბრძნული, მრავალთა უმეცრებისა და კერპთა უწმინდურებისაგან მომნადირებელი, აღგვაშენებს ჩვენ, გვიწყალობე ჩვენცა სიტყვაი შენი რაითა ვუგალობოთ ღმერთს, რომლისაგან დიდებულებაი მოგეფინების: ალილუია.

 

იკოსი 11

  სანთელო სინათლისა მომღებელო, მახვილისა წარკვეთით ჩამქრალო, მაგრამ ძეციურ სასანთლეზე წმიდა სამების საყდრის წინ მნთებარევ, წმიდა ანგელოზთა მხედველო,რომელნი ცხოველსა თავსა მოუდრეკენ და მეუფისაგან ბრძანებაი მოირéს სენი ქალწულებრივი სხეულის სინას მთაზე დაფლვისა, რაითა უხილაველეყოთ იგი, რამეთუ თავადვე ისურვე ესე, ღმრთის მტერტა გამო, ჩვენ კი, შენდამი გალობასა ამას აღვავლენთ:

 

  გიხაროდენ, მზისდარო ქალწულო, სულით ზეცაზე აღმოცისკრებულო;

 

  გიხაროდენ, სიონის მთას მიმთხვეულო;

 

  გიხაროდენ, გვირგვინო სიკეთისაო, უფლის ხელთა მიერ პყრობილო;

 

  გიხაროდენ, ღმრთის სახლის სისავსიდან, სიხარულის მომღებელო;

 

  გიხაროდენ, მარადიულ, ხელთუქმნელ კარავთან მიახლებულო;

 

  გიხაროდენ, სჯულის მთაზე სხეულით განსვენებულო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ იქ გამოგვიჩნდა ღმერთი სინაისი, ღმერთი იაკობისი;

 

  გიხაროდენ,მოსეს გამოცხადების ადგილისა მპყრობელო;

 

  გიხაროდენ, ილიას მოშურნეობისა მინიშნებაო;

 

  გიხაროდენ, შეუწველ მაყვალთან წარდგომილო;

 

  გიხაროდენ, ქალწულო, ქალწულ დედოფალთან მოოქროვილი, ფერადოვანი სამოსით მიახლებულო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენს მიერ იგალობების იგი ქალწულთა შორის ბობღნით მგალობელთა;

 

  გიხაროდენ, რამეთუ დიდადმშვენიერებაი მისი მოგეფინების;

 

  გიხაროდენ, მარადიულ საყდართან წარდგომილო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ შენ გჭვრეტენ ყოველნი მლოცველნი, მსოფლიო საყდარსა შეკრებილნი;

 

  გიხაროდენ, საკმეველო, მაღლისადმი ჩვენზედ ლოცვათა კეთილსურნელებისა აღმვლენელო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 12

  ღმრთისა მიერ გებოძა შენ მადლი წინამძღვრობისა, სანუკვარ საიდუმლოთა შინა მისი ჭეშმარიტების შესამეცნებლად, რაითა უწყალობო იგი ყოველთა, სარგებლისაებრ თხოვათა. ამისთვისცა ჩვენ, დაბნელებულნი, ლმობიერად გვედრით შენ, ბრძენო ქალწულო: განანათლენ გონიერნი თვალნი ჩვენნი და გაგვიკვალე ბილიკი ზეცად აღმავალი, რაითა ჩვენცა, აწ და საუკუნოდ შენთანა ვუგალობოთ ერთარსებასა ყოვლადბრძენსა: ალილუია.
 

 

იკოსი12

  შენს მძლავრ მოწამეობრივ ღვაწლთა მგალობელნი, გაქებთ შენ, ვითარცა ცხოველ ჭურჭელს კაცთა ხსნისა, რამეთუ შენითა გონებითა უფალმა საუკუნისა ამის ფრიად ბრძნობაი უბრძენესთაი განაქარვა, შენს მიერ უწოდდა რა მათ, ვითარცა წმიდად მეტყველთა, კაცთა განახლებულთა, მითვე ქრისტესათვის ვნებულთა, განგვანათლე ჩვენცა, დაბნელებულნი, ქალწულო სახიერო, მღაღადებელნი შენდამი:

 

  გიხაროდენ, ღმრთისა სიბრძნისა მჭვრეტელო;

 

  გიხაროდენ, მაღლისა ძალით შემოსილო;

 

  გიხაროდენ, მოღვაწეო, სიხარულის ზეთითა პოხილო;

 

  გიხაროდენ, მხედართმტავარო, ღმრთაებრივი ლეგიონის მარადიულ დიდებულებასთან მიმყვანებელო;

 

  გიხაროდენ, წმინდანთა ნათელს მიახლებულო;

 

  გიხაროდენ, მიუწვდომელ ნათელსა შინა მყოფის წინაშე მხურვალისა მსახურისა სახით წარდგომილო;

 

  გიხაროდენ, სამწმიდისა გალობისა გვირგვინის საკუთარი ხმით განმაძლიერებელო;

 

  გიხაროდენ, სიკეთის გამოუთქმელისა სიტჯბოების დამგემოვნებელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ თავსა შენსა დიდებაი და სიხარული მოიწია;

 

  გიხაროდენ, რამეთუ მარადიული დიდებაი გმოსავს;

 

  გიხაროდენ, სამსახოვან ღმერთის მიერ ცათა სასუფევლის გვირგვინით შემკობილო;

 

  გიხაროდენ, ჩვენო მადლისა და დაუსრულებელი დიდებისათვის შუამდგომელო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

კონდაკი 13

  ჰოი, წმიდაო დიდმოწამე ეკატერინე! შეიწირე საქებარი გალობაი ესე და გვიხსენ ჩვენ ხილულტა და უხილავთა მტერთაგან და საუკუნო სატანჯველისაგან შენი კეთილისმყოფელი შუამდგომლობით დაგვიფარე, რაითა მარადის შენთანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია(ეს კონდაკი იკითხება 3-გზის)

 

 

იკოსი 1

  ანგელოზთა სწორისა სიწმინდისა მქონებელო, წმინდაო ქალწულო ეკატერინე, ანგელოზთა ღმრთაებრივსა ნათელს მიემსგავსე რა, მათთანავე სამწმინდისა გალობისა მგალობელი, შეისმინე ჩვენი, ქუეყანასა ზედა შენდამი ესრეთ მხმობელთა:

 

  გიხაროდენ, სიწმინდისა პატიოსანო სამკვიდრებელო;

 

  გიხაროდენ, შენზედ აღსრულებული ღმრთაებრივი განზრახვის სასწაულებრივო მინიშნებაო;

 

  გიხაროდენ, მამისა მოწყალებისა ჭურჭელო;

 

  გიხაროდენ, ქრისტეს ვნებათა აღსრულებაო;

 

  გიხაროდენ, სულიწმინდის წმინდა სავანეო;

 

  გიხაროდენ, კეთილკრძალული რწმენის შუქით განათებულო;

 

  გიხაროდენ, წმინდა ემბაზიდან შობილო;

 

  გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა შესამოსლის კრავის სისხლში განმბანელო;

 

  გიხაროდენ, ცათა შინა წმინდა ქალწულთა თანა მედღესასწაულეო;

 

  გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

კონდაკი 1

  რჩეულსა და გვირგვინოსან ქალწულმოწამეს, სძალს ქრისტესას, ქებისა გალობათა აღვუვლენთ, ვითარცა უდიდებულესსა მტანჯველისა მძლეველსა და ყოვლადბრძენსა ფილოსოფოსთა დამმოძღვრელსა; შენ კი, დიდო მოწამეო ეკატერინე, ღმრთისა მიმართ კადნიერების მქონეო, წყალობითა მიიდრიკე კეთილკრძალულ თხოვათა მიმართ შენდამი მღაღადებელთა: გიხაროდენ, ეკატერინე, ყოვლადბრძენო სძალო ქრისტესო!

 

 

სავედრებელი ლოცვა

  ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან,სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმან და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყლულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცა ჩვენთვის გამოითხოვე ღვთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცთურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვექებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.