მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მღუდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

ტროპარი

 

  საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე, ნეტარო, აღმყუანებელი ხედვად, ამისთჳსცა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოჲტყოდი, და სარწმუნოებით იღუაწე ვიდრე სისხლითა დათხევადმდე წმიდაო მღუდელმთავარო ეგნატე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. 

 

კონდაკი

 

  დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი შენი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმინდაო ეგნატე.

 

 

კონდაკი 1

 

  უგამორჩეულესო, დამთმენო ვნებათაო და რჩეულო მხედარო ქრისტესო, წმიდაო მღვდელმთავარო ეგნატე, ქებულებისა გალობასა შემოგწირავთ ჩვენ. ხოლო შენ, წინამდგომელმან ანგელოსთა თანა საყდარსა უზენაესისა, ნუ დაეყენები ლოცვისაგან ჩვენ, ცოდვილთათვის, რომელნი გულსმოდგინედ გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

იკოსი 1

 

ანგელოსთა ემსგავსე შენ, მცირეწლოვანი ყრმაი ეგე, ოდეს უფალმა მიგიქვა ყოვლადწმიდა ხელთა მიერ გულსა შინა თვისსა, მოწაფეთა შორის დაგადგინა, ხელი დაგდვა თავსა ზედა და ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იყვნეთ ვითარცა ყრმანი, ვერღა შეხვიდეთ სასუფეველსა ღმრთისასა“. ამისთვის მუხლთა მოვიყრით წინაშე შენსა, ღმერთშემოსილო მამაო ეგნატე, და ესრეთ გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ კეთილად წარმატებულო მამაო.

გიხაროდენ, რამეთუ მარადის ღმერთი გაქუნდა შენ შემოსილი გულსა შინა თვისსა.

გიხაროდენ, მონაო სახიერო და ერთგულო, გულსმოდგინეო მიმდევარო ქრისტესო.

გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთათვის სანატრელო მამაო.

გიხაროდენ, რამეთუ სუჭაბუკითვე შენით შეიყვარე შენ უფალი იესუ ქრისტე ყოვლითა სულითა შენითა.

გიხაროდენ, რამეთუ ყოვლითურთ მიენდვე მას ყოვლითა გულითა და სრულითა გონებითა შენითა.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 2

 

  ჰხედვიდი რაი კეთილპატიოსანსა ცხოვრებასა წმიდისა მოციქულისა იოანე ღვთისმეტყველისა, მოძღვრისა შენისა, დიდითა ნდომითა აღივსებოდი მსახურებისათვის უფლისა ერთობით მის თანა, და ესრეთ უქადაგებდი წმიდასა სახარებასა კაცთა, მსხდომარეთა წყუდიადსა შინა და აჩრდილსა ქვეშე სიკუდილისასა, რომელთა ესრეთ ასწავლიდი გალობასა ერთისა მიმართ ჭეშმარიტისა ღმერთისა: ალილუია.

 

 

იკოსი 2

 

  გულისხმა-ჰყავ რა სულითა შენითა, წმიდაო ეგნატე, ვითარმედ ანგელოსნი ცათა შინა მარადის ადიდებენ ღმერთსა, სამებით შეცნობადსა, შემოქმედსა ცათა და ქვეყანისა, და ესრეთ ღაღადებენ ურთიერთას: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“, შენ ქვეყნიურსა ცა ეკლესიასა შინა დაამკვიდრე გალობაი ესე. ამისთვის ჩვენცა ჩვილებითა გულისაითა გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, სვეტო და დამტკიცებაო ეკლესიისა ღმრთისაო.

გიხაროდენ, მგზნებარეო ლამპარო მართლმადიდებლობისაო.

გიხაროდენ, რომელი იყავ ეპისკოპოსი ეკლესიასა შინა, სადა-იგი პირველად იწოდნენ მორწმუნენი ქრისტეანებად.

გიხაროდენ, რამეთუ ღირს-იქმენ თავთაგან მოციქულთა პეტრესა და პავლესაგან მიღებად სამღუდელოისა ხელდასხმისა.

გიხაროდენ, რამეთუ ღირს იქმენ პირისპირ ხილვად წმიდათა ანგელოსთა, მადიდებელთა ღმრთისათა.

გიხაროდენ, რამეთუ აწ შენცა ერთობით ანგელოსთა თანა მარადის განადიდებ უფალსა ცათა შინა.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 3

 

  ძალმან მაღლისამან განგაძლიერა შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო ეგნატე, ოდეს წარდგომილსა წინაშე წარმართი ტრაიანესი, არამცა შეგეშინა სასჯელისა მიღებად ხელმწიფისაგან ამის, არამედ მხნედ აღიარე იესუ ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად და უშიშარად არცხვინე უკეთურება წარმართთა, ხოლო ყოველთა მართალთა მორწმუნეთა გვასწავლე გალობაი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 3

 

  გაქუნდა რაი მადლი უფლისაგან განათლებად კაცთა ღმრთისათა, დაჰმოძღურიდი მათ გულსხმის-ყოფასა შინა ღმრთაებრივისასა და ესრეთ ასწავლიდი სიტყვითაცა, ხოლო უფრორე ცხოვრებითა შენითა, რამეთუ იყავ მათთვის ხატი სიყვარულისა სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა და თავმდაბლობითა შენითა. ამისთვის ჩვენცა სიყვარულითა და სიხარულითა გიგალობთ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, რამეთუ სახელსა ჭეშმარიტისა ღმერთისა მხნედ ქადაგებდი შენ წინაშე ხელმწიფისა და ყოველთა წარმართთა.

გიხაროდენ, რამეთუ კეთილად წარემატე დამოძღვრასა შინა სამწყსოისა შენისა.

გიხაროდენ, რამეთუ თავმდაბლობითა შენითა მოიხვეჭე ყოველნი სიმდიდრენი სულისანი.

გიხაროდენ, სიგლახაკითა შენითა ღმრთაებრივისა სიმდიდრისა მომპოვებელო.

გიხაროდენ, წმიდათა სამოციქულო გარდამოცემათა ზედმიწევნით შემნახავო.

გიხაროდენ, ღმერთის ეკლესიისა ერთგულო დამცველო და ბრძენო აღმაშენებელო.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 4

 

  გაბოროტებისა ქარბობალა აქუნდა რაი გულსა შინა თვისსა, მოგიწოდა შენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, წარმართთა ხელმწიფემან ტრაიანე და გკითხვიდა რისხვითა: „შენა ხარ განა ღმერთშემოსილი? რაისათვის გარყვნი ერსა ჩემსა?“ ხოლო შენ ესრეთ მიუგებდი მას: „დიახ, ღმერთშემოსილი ვარ მე, გარნა კი არ შევრყვნი ერსა შენსა, არამედ ვიხსნი და ვაცხოვნებ მას!“ ამისთვის ვინ არ გნატრიდეს შენ ესევითარისა აღსაარებისათვის ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა? და ჩვენცა, ყოველნი სამართლად მადიდებელნი შენნი, ესრეთ ვუგალობთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 4

 

  ოდეს ესმოდა მორწმუნე ერსა ესევითარი აღსაარება შენი, ადიდებდა იგი ჭეშმარიტსა ღმერთსა, ხოლო წარმართი ხელმწიფე ტრაიანე რისხვითა იღრჭენდა კბილთა თვისთა და კვალად გკითხვიდა შენ: „რაისათვის იწოდები შენ ღმერთშემოსილად?“ და შენ ესრეთ მიუგებდი მას: „რამეთუ გულსა შინა ჩემსა მიტვირთავს მე ღმერთი ჩემი“. ამისთვის ესრეთ გიგალობთ შენ, წმიდაო ეგნატე:

გიხაროდენ, ერთგულო მხედარო ზეციერისა მეუფისაო.

გიხაროდენ, უძლეველო მებრძოლო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის.

გიხაროდენ, კეთილო მწყემსო ქრისტეს სამწყსოისაო.

გიხაროდენ, მარადის მგზნებარე მლოცველო სულთათვის ჩვენთა.

გიხაროდენ, რამეთუ ღმრთაებრივითა სულითა განათლებულმან და აღვსილმან კადნიერად არცხვინე შენ ბორგნეული მძვინვარება მტარვალისა მის წარმართი ხელმწიფისა.

გიხაროდენ, რამეთუ დამოძღურითა სამწყსოისა ქრისტეისსა, მრავალნი განანათლე შენ ნათლითა ღმერთის შემეცნებისაითა.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 5

 

  ყოველსა სიმშვენიერესა სოფლისა ამის ნაგევად შეჰრაცხვიდი შენ, რაითა ქრისტე შეგეძინა გულსა შინა თვისსა. „ვინ განმაშოროს მე სიყვარულისაგან ღმრთისა?!“ ღაღადებდი შენ, წმიდაო ეგნატე, – „ტკბილ არს ჩემდა მწუხარებისა სიმწარე, სასურველ არიან ჩემდა საკრველნი წარმართთანი სანატრელისათვის უფლისა ჩემისა, დევნულებანი საამო არიან ჩემდა უფროის მამულისა ჩემისა და სნეულებანიცა - უმჯობესნი სიმრთელისა სხეულისა ჩემისა“. ხოლო ჩვენ, პატივისმცემელნი დიდებულისა ხსენებისა შენისა, ესრეთ ვუგალობთ მაღალსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 5

 

  გხედვიდა რაი შენ, ესრეთ მხნესა და უძლეველსა აღმსაარებელსა ქრისტეს სარწმუნოებისასა, სასიკვდილოდ განგსაჯა უღმერთომან ხელმწიფემან მან ტრაიანე, ხოლო შენ აღვსებული სიხარულითა დიდითა, ესრეთ ღაღადებდი: „ტკბილ არს ჩემდა სიკვდილი ქრისტესთვის უფროის ცხოვრებისა სოფელსა შინა, და უკუეთუ მოვკუდე, შეძინება არს ჩემდა, რამეთუ მივალ მის თანა, რომელი მიყუარს და რომლისა შეძინებასა მარადის ვსასოებ“. ამისთვის ესრეთ ნეტარ-გყოფთ შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო ეგნატე:

გიხაროდენ, აღვსებულო სურვილითა ვნებად ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის და მარადის მყოფობად ქრისტე ღმერთისა თანა.

გიხაროდენ, წმიდაო მსხვერპლო, ღმრთისად შეწირულო.

გიხაროდენ, კეთილად მიმბაძველო ქრისტეს ვნებათაო.

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტესა თანა-ჯვარს-ეცვი შენ.

გიხაროდენ, რამეთუ წმიდა სისხლი შენი დაღვარე ქრისტესთვის.

გიხაროდენ, რამეთუ სისხლითა შენითა სამღვდელმთავრო სამოსელი თვისი მეწამულად შეჰფერე და ყოვლად დაამშვენე შენ.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 6

 

  მქადაგებელად მოთმინებისა დიდისა გამოსჩნდი შენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, ოდეს სიხარულითა ისმინე სასიკვდილოდ განსჯა შენი კბილთაგან მხეცთა სასტიკთა. და ნეტარ-ვყოფთ რა მტკიცესა და უშიშარსა აღსაარებასა შენსა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისასა, დიდად განკვირვებულნი დამკვიდრებულითა შენ შორის მადლითა ღმრთისაითა, ანგელოსთა გალობასა ვუგალობთ ჩვენ შემოქმედსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 6

 

  ვითარცა მზე გამობრწყინდი შენ, წმიდაო სათნო-მყოფელო ღმრთისაო, სიმშვენიერითა სულისა შენისაითა, ოდეს მტარვალთა მათ მეომართა დაგდვეს საკრველნი მძიმენი, ხოლო შენ ვითარცა შესამოსელი ცხოვნებისა და პერანგი მხიარულებისა შეიწყნარე ესე ახალი სატანჯველი, და მოწამეობრივისა სატანჯველისა მისაღებად წარემართე ჰრომს, ვითარცა საქორწილოსა ლხინისა მიმართ მიმავალი. ამისთვის ჩვენცა სიხარულით გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, დიდებაო და ქებულებაო ანტიოქიისა ეკლესიისაო.

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მამათა სიმშვენიერეო და კეთილის-ყოფაო.

გიხაროდენ, სულისა წმიდისა კეთილხმოვანო სტვირო.

გიხაროდენ, ძლევაშემოსილო მხედარო ქრისტე იესუისო.

გიხაროდენ, რამეთუ ამპარტავნება ქედმაღალისა წარმართი ხელმწიფისა ქვე-დაამხუე შენ.

გიხაროდენ, რამეთუ ესრეთ არცხვინე შენ ბატონი მისი — სული ბოროტი.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 7

 

  გეგულებოდა რაი განსლვად ანტიოქიით, მღვდელმთავარო ქრისტესო, გულსმოდგინედ ევედრებოდი შენ უფალსა, რაითა არა დაუტეოს საყვარელი სამწყსო შენი. ხოლო მორწმუნენი მწარედ დაგტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ოდეს გხედვიდენ შენ, მიმავალსა მიღებად გარდუვალისა სიკუდილისა; გარნა შენ აკურთხევდი მათ და სიხარულით უგალობდი მაღალსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 7

 

  უფალმან ღმერთმან, საკვირველმან წმიდათა შორის თვისთა, ნუგეშინის გცა შენ, წმიდაო ეგნატე, ოდეს მიმავალსა გზასა ზედა ჰრომისასა, თანხლებულსა ათისაგან მხედართა მათ წარმართთა, მიგეგება შენ ქალაქსა სმირნას წმიდა პოლიკარპე, კაცი კეთილმსახური, რომლისა თანაზრახვითა განიხარე ფრიად მაცხოვრისა მიერ ღმრთისა შენისა. ამისთვის ჩვენცა, მადიდებელნი შენნი, ნეტარ-გყოფთ შენ ესრეთ:

გიხაროდენ, რამეთუ სარწმუნოებაი ქრისტესი მტკიცედ გეპყრა შენ გულსა შინა თვისსა.

გიხაროდენ, რამეთუ შეუეჭვებელითა სასოებითა ღმრთისაითა მარადის აღვსებულ იყავ შენ.

გიხაროდენ, რამეთუ სახელი იესუ ქრისტესი ყოველსა სოფელსა შინა განადიდე შენ.

გიხაროდენ, რამეთუ ესრეთ განიმზადებდი შენთვის საუკუნოს ამას გვირგვინსა სიმართლისასა.

გიხაროდენ, ერთგულო და სარწმუნოო მსახურო უფლისაო.

გიხაროდენ, აღნთებულო ლამპარო ღმრთისაო, მარადის მგზნებარეო და ყოვლისა მანათობელო.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 8

 

  უცხო და საკვირველი იყო სლვაი შენი ჰრომდ, წმიდაო მღვდელმთავარო ეგნატე, ადგილისა მიმართ ტანჯვისა შენისასა: რამეთუ მხედართა მათ კრული მიჰყვანდი შენ ვითარცა ბოროტის მოქმედი ვინმე, ხოლო მორწმუნე ერი ღმრთისაი ეპისკოპოსთა და ხუცესთა თანა ვითარცა ანგელოსსა ღმრთისასა მიგეგებვოდა შენ, და ყოველნი ტკბილად ისმენდეს ღმრთაებრივთა სიტყუათა შენთა, მგალობელნი მაღლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა: ალილუია.

 

 

იკოსი 8

 

  გაქუნდა რაი სურვილი დასრულებად ცხოვრებისა შენისა სოფელსა შინა და მარადის მყოფობად ქრისტესა თანა, ოდეს მიხვიდოდი ჰრომს მიღებად სატანჯველთა მათ, სიხარულითა გალობდი საგალობელსა შენსა: „იფქლი ღმრთისაი ვარი მე და კბილთაგან მხეცთა სასტიკთა ჯერ-არს შემუსრვად ხორცთა ჩემთა და ქმნად პურად წმიდად ღმრთისათვის“. ამისთვის, განკვირვებულნი მოთმინებითა შენითა და განმადიდებელნი საღმრთოისა განგებულებისა შენთვის, ჩვენცა განვადიდებთ ღვაწლსა შენსა და ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, მიუწვდომელო სახეო საკვირველისა მხნეობისა და მოთმინებისაო.

გიხაროდენ, შეურყეველო კანონო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა და კეთილმსახურებისაო.

გიხაროდენ, უძლეველო აღმსაარებელო ქრისტეს სარწმუნოებისაო.

გიხაროდენ, რამეთუ არა შეგეშინა შენ არცა ცეცხლისა, არცა მახვილისა, არცა ეშუთა ლომთა მყვირალთა.

გიხაროდენ, რამეთუ დიდითა მოთმინებითა შენითა ანგელოსნი ღმრთისანი სიხარულითა აღავსე შენ.

გიხაროდენ, რამეთუ მხნეობითა შენითა სახელი ქრისტეანეთა განადიდე შენ.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 9

 

  ყოვლითურთ მინდობილმან უფლისა მიმართ, შიშობდი შენ, წმიდაო მღვდელმთავარო ეგნატე, ვითარმედ მორწმუნე ერი, ვერ დამთმენელი ხილვად ვნებათა შენთა, აღგიკრძალავდა შენ მიღებასა სატანჯველთასა. ამისთვის წერილითა ევედრებოდი მათ: „ჰოი, საყვარელნო ქრისტესნო! შემეწიეთ მე, რაითა მხნედ თანა-ჯუარს-ვეცვა მე ქრისტესა ჩემსა, ვევნო და მოვკუდე მისთვის, რაითა ვსუფევდე და ვცხოვრობდე მის თანა უკუნითი უკუნისამდე და მარადის ვუგალობდე მაღალსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 9

 

  მრავლისა მაუწყებელნი მჭევრმეტყველნი ვერ შემძლებელ არიან ღირსად უგალობდენ ვნებათა შენთა, წმიდაო მღუდელთმთავარო ეგნატე. ამისთვის ჩვენდაცა ჯეროვან არს, დავიდუმებდეთ ქებულებასა ღვაწლთა შენთა, გარნა ძლეულნი დიდითა სიყვარულითა შენდა მომართ, გარდა ნამეტისაგან გულისმიერთა გრძნობათა ჩვენთა ესრეთ გიღაღადებთ შენ გიხაროდენთა ამათ:

გიხაროდენ, რამეთუ მრავალნი მორწმუნენი მიგიყვანიეს შენ ქრისტე ღმერთისად.

გიხაროდენ, რამეთუ ღმრთივსულიერთა წერილთა მიერ გზასა ცხოვნებისასა გამოუცხადებდი მათ.

გიხაროდენ, რამეთუ მწყურვალენი ცხოვრებისანი წყალთაგან კეთილმსახურებისაითა უხვად დაარწყულე შენ.

გიხაროდენ, რამეთუ სულიერითა თვალითა დაბრმავებულნი ნათლითა ღმრთისშემეცნებისაითა განანათლე შენ.

გიხაროდენ, რამეთუ ცოდვისაგან განრღვეულნი აღადგინე და გზასა ზედა ცხოვნებისასა დაადგინე შენ.

გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა მგლოვარეთა და მწარედ მოტირალთა ნუგეშინის-სცემდი შენ.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 10

 

  გსუროდა რაი ხსნა სულისა თვისისა, სერაბიმებრივითა სიყვარულითა მგზნებარებდი შენ ღმრთისა მიმართ და გულით ევედრებოდი ქრისტეანეთა, მოსრულთა შენდა: „ჰოი, ძმანო ჩემნო საყვარელნო! მისურვეთ მე მოწამებრივი სიკუდილი, რამეთუ მან მიმიყვანოს მე ქრისტესა თანა ჩემსა: სასტიკნი მხეცნი სახარულევანი არიან ჩემდა, მგზებარე ცეცხლი – ცუარად მიჩნს მე, და ფრიად ვსასოებ სიკუდილსა ფიცხელსა, რაითა ვსცხონდე იესუ ქრისტესა თანა!“ და ესრეთ შესახლდი შენ, წმიდაო მღვდელმოწამეო ეგნატე, სავანეთა შინა ზეცათასა, სადა-იგი ანგელოსთა თანა მარადის უგალობ აწ უფალსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 10

 

  მეუფემან ზეცათამან, სახიერმან მან ნუგეშინის-მცემელმან ჩვენმან, სულმან ჭეშმარიტებისამან დაგადგინა შენ მწყსად ეკლესიისა ქრისტესსა, და ამისთვის მოგანიჭა ძალი კეთილად წარმართებად სიტყვისა ჭეშმარიტებისასა, დამოძღურად სულიერად ყოველთა კაცთა მართალთა და მხილებად ბოროტთა მათ წინააღმდგომთა ჭეშმარიტებისათა. ამისთვის ჩვენცა, მადიდებელნი შენნი, წმიდაო მღუდელთმთავარო ეგნატე, ესრეთ გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, ღმრთივ-განბრძნობილო მოძღვარო ჭეშმარიტებისა და კეთილმსახურებისაო.

გიხაროდენ, მხნეო მამხილებელო უკეთურებისაო.

გიხაროდენ, სულისა შენისა დამდებელო ცხოვართათვის შენთა.

გიხაროდენ, მოწამეობრივისა გვირგვინისა მომხვეჭელო.

გიხაროდენ, რამეთუ ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჟამსა განუწყვეტლივ ილოცვიდი შენ ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გიხაროდენ, რამეთუ სიკუდილისაცა შემდგომად მარადის ილოცავ შენ ჩვენთვის.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 11

 

  უგალობდი რაი უფალსა და განუწყვეტლივ ილოცვიდი რაი ჩვენთვის წინაშე მისსა, შენდა მონდობილ მორწმუნეთაცა დაჰმოძღურიდი აღსრულებად ამისა, მეტყველი: „მოუკლებელად ილოცევდით ურთიერთას და სიმშვიდე თქვენი, დაე, საცნაური იყოს ყოველთათვის! ძმათა სიყვარულსა შინა ჰგიებდით, რაითა არღა იყოს თქვენ შორის შფოთი და უთანხმოება. ჰბაძევდით ჩვენთვის ჯვარცმულსა იესუ ქრისტესა, გწამდეთ მისი, რამეთუ იგი არს ცხოვრება საუკუნო: მორწმუნე მისი უკუეთუმცა მოკუდეს, მსწრაფლ განცოცხლდების და აქუს მას ცხორებაი საუკუნო“. ხოლო ჩვენ, განმადიდებელნი ღმრთისა, რომელმან მოგუმადლა ესევითარი მოძღვარი, სიხარულითა ვუღაღადებთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა: ალილუია.

 

 

იკოსი 11

 

  ვითარცა ხილული მზე ესე, შენცა, ღმერთშემოსილო ეგნატე, ძლევამოსილად მოვვლე ყოველი ქვეყანა ესე აღმოსავალით ვიდრე დასავალადმდე, და დაუვალად მიხვედ ამა ქვეყანისაგან ქრისტეს მიმართ, განმანათლებელი ყოვლისა სოფლისა ღმრთივსულიერითა მოძღურებითა შენითა. ამისთვის ჩვენცა, სამართლად განმადიდებელნი შენნი, ესრეთ გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, წმიდაო სათნო-მყოფელო ქრისტესო.

გიხაროდენ, მოწამეო მისთვის და კეთილო მწყემსო მისო.

გიხაროდენ, მალიად შემწეო ყოველთა შეჭირვებულთა კაცთა, ფიცხელთა განსაცდელთა შინა მყოფთა.

გიხაროდენ, ქმედითო დამცველო ყოველთა დევნულთა სიმართლისათვის.

გიხაროდენ, სნეულთა და უძლურთა ძლევაშემოსილო კეთილო მკურნალო.

გიხაროდენ, სარწმუნოო საფარველო და ხელის-აღმპყრობელო ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოგეახლებიან შენ.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 12

 

  მადლი ფრიადი და მდიდარნი წყალობანი ზეცისანი მიგიღებიეს, შენ ქრისტე ღმერთისაგან ჩვენისა, ეგრეთვე ძალი ქმედითი ლოცვისა ყოველთათვის, რომელნი სარწმუნოებით მოგიწოდებენ შენ ამისთვის ჩვენცა, თაყვანისმცემელნი შენნი, ესრეთ გიღაღადებთ შენ, წმიდაო მღვდელმთავარო ქრისტესო ეგნატე: მეოხმყოფელობითა შენითა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩვენისა შეგვეწიე ჩვენ, რაითა შეუეჭვებელი სარწმუნოება გვაქუნდეს გულთა შინა ჩვენთა, სასოებაიცა შეურყეველი და გულწრფელი სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა ჩვენისა, და ესრეთ კეთილითა ღუაწლითა მოვიღუაწოთ ქვეყნიური ცხოვრებაი ესე და მყოვარ ჟამ სიხარულით ვუგალობდეთ მაცხოვარსა ჩვენსა: ალილუია.

 

 

იკოსი 12

 

  ვუგალობთ რაი დიდთა და ყოვლადქებულთა ღვაწლთა შენთა, თაყვანის-მცემელნი ფიცხელთა ვნებათა შენთა, წმიდაო მღვდელმოწამეო ეგნატე, ღირს-საფერითა ქებულებითა განვადიდებთ ფრიადსა მხნეობასა შენსა, ნეტარ-ვჰყოფთ წმიდასა აღსასრულსა შენსა და გულსმოდგინედ გიღაღადებთ: შეისმინე ვედრებანი ჩვენნი, რომელნი ესრეთ მოგიწოდებთ შენ:

გიხაროდენ, რომელმან სახელოვნად დაასრულე მდინარება ქვეყნიურისა ცხოვრებისა შენისა.

გიხაროდენ, რომელმან სისხლითა შენითა დაამტკიცე ჭეშმარიტებაი ქრისტეს მოძღურებისა.

გიხაროდენ, რომელმან გვირგვინი სიმართლისა მიიღე ქრისტესაგან, განმზადებული ყოველთათვის მოყვარულთა მოვლინებისა მისისა.

გიხაროდენ, საუკუნოდ დამკვიდრებულო ნათელსა შინა წმიდათასა.

გიხაროდენ, რამეთუ აწ მთავარანგელოსთა თანა განსცხრები შენ ცათა შინა საუკუნოდ.

გიხაროდენ, რამეთუ პირისპირ ხილვითა უფლისა ღმრთისა ჩვენისაითა მარადის დასტკბები შენ.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 13

 

  ჰოი, მრავალვნებულო და ყოვლადსაკვირველო მოწამეო ქრისტესო, წმიდაო ღმერთშემოსილო ეგნატე! შეიწყნარე ჩვენ, უღირსთაგან, ესე მცირედი გალობანი ქებულებისანი და შეჰვედრე შემოქმედსა ღმერთსა ჩვენსა, რაითა დაგვიფაროს ჩვენ და ყოველნი მართლმადიდებელი ქრისტეანენი, და მადლითა თვისითა დაგვიცვას ყოვლისა ბოროტისაგან ქვეყნიურსა ცხოვრებასაცა ამას შინა, და ჟამსაცა აღსრულებისა ჩვენისა არა დაგვიტეოს ჩვენ დაუცველად, არამედ მოგვფინოს ჩვენ ყოვლადმაცხოვნებელი საფარველი თვისი, ხოლო შემდგომად ხორციელისა სიკუდილისა ჩვენისა ღირს-გვყოს დამკვიდრებად ცათა სასუფეველისა, რაითა მუნ მარადის ვუგალობდეთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა: ალილუია, ალილუია, ალილუაი, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. (3-გზის

 

 

იკოსი 1

 

ანგელოსთა ემსგავსე შენ, მცირეწლოვანი ყრმაი ეგე, ოდეს უფალმა მიგიქვა ყოვლადწმიდა ხელთა მიერ გულსა შინა თვისსა, მოწაფეთა შორის დაგადგინა, ხელი დაგდვა თავსა ზედა და ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იყვნეთ ვითარცა ყრმანი, ვერღა შეხვიდეთ სასუფეველსა ღმრთისასა“. ამისთვის მუხლთა მოვიყრით წინაშე შენსა, ღმერთშემოსილო მამაო ეგნატე, და ესრეთ გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ კეთილად წარმატებულო მამაო.

გიხაროდენ, რამეთუ მარადის ღმერთი გაქუნდა შენ შემოსილი გულსა შინა თვისსა.

გიხაროდენ, მონაო სახიერო და ერთგულო, გულსმოდგინეო მიმდევარო ქრისტესო.

გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთათვის სანატრელო მამაო.

გიხაროდენ, რამეთუ სუჭაბუკითვე შენით შეიყვარე შენ უფალი იესუ ქრისტე ყოვლითა სულითა შენითა.

გიხაროდენ, რამეთუ ყოვლითურთ მიენდვე მას ყოვლითა გულითა და სრულითა გონებითა შენითა.

გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

კონდაკი 1

 

  უგამორჩეულესო, დამთმენო ვნებათაო და რჩეულო მხედარო ქრისტესო, წმიდაო მღვდელმთავარო ეგნატე, ქებულებისა გალობასა შემოგწირავთ ჩვენ. ხოლო შენ, წინამდგომელმან ანგელოსთა თანა საყდარსა უზენაესისა, ნუ დაეყენები ლოცვისაგან ჩვენ, ცოდვილთათვის, რომელნი გულსმოდგინედ გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ღმერთშემოსილო ეგნატე, დიდო და ყოვლადქებულო დამთმენო ვნებათაო.

 

 

ლოცვა პირველი წმიდისა მიმართ მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა

 

  ჰოი, დიდო მღვდელმთავარო უფლისაო, ღმერთშემოსილო ეგნატე! შენ შემოგივრდებით და გევედრებით: მოიხილე ჩვენ, ცოდვილთა ზედა, რომელნი ვსასოებთ ხელისა აღპყრობასა შენსა, და ევედრე უფალსა ღმერთსა, რაითა შეგვინდოს ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი სული თვისი მოწამეობრივად დასდევ შენ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის და აწ ჩვენცა მოგვმადლე ძალი და მხნეობა, რაითა ყოველივესა შინა გბაძვიდეთ შენ აღსაარებითა ჭეშმარიტებისაითა. ჟამსა ქვეყნიურისა ცხოვრებისა შენისა ვერარამ შეუძლო განშორებად შენსა სიყვარულისაგან უფლისა: ვერცა პირმოთნეთა აღთქმათა, ლიქნათა ვერცა ალერსისათა, ვერცა აკრძალვათა, ვერცა მუქარათა და ვერცა თვით სატანჯველთა სასტიკთა სიხარულით მიეგებე შენ ფიცხელსა სიკუდილსა მხეცთაგან საშინელთა და ვითარცა ნათლისა ანგელოსი აღფრინდი სავანეთა მიმართ ზეციურისა მამისა ჩვენისა. ამისთვის მეოხმყოფელი ლოცვაიცა შენი მრავლისა შემძლებელ არს წინაშე უფლისა. და ჩვენცა სასოებით გევედრებით, წმიდაო და დიდო სათნომყოფელო ღმრთისაო: გვექმენ ჩვენ მეოხმყოფელ და შუამდგომელ წინაშე მაცხოვრისა ჩვენისა, რაითა ჩვენცა საუკუნოდ დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათაი მის თანა. კვალად გევედრებით, წმიდაო სათნომყოფელო ღმრთისაო: დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, ეგრეთვე მოსაყდრე მისი მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუისა შიო, სრულიად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქნი და მღვდელმთავარნი, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი საქართველოს მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და მართლმორწმუნენი ქრისტეანენი, ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი და ქვეყანა ჩვენი ივერია, წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცევ. არა სირცხვილეულ-ჰყო სასოება ჩვენი, რომელი ღმრთისა და ღმრთისმშობლისა მიერ დაგვიმყარებიეს შენ ზედა, წმიდაო მამაო, არამედ იყავ ჩვენდა მსწრაფლ-შემწე, ნუგეშინის-მცემელ მწუხარებათა შინა და მფარველ ჩვენ ზედა მოწევნულ განსაცდელთა შორის. კვალად შეეწიე ყოველთა მართლმადიდებელ ქრისტეანეთა წმიდითა ლოცვებითა შენითა ყოვლადძლიერისა მიმართ ღმრთისა, რაითა დაგვიცვას და გვიხსნას ჩვენ სიყმილისაგან, გვალვისა და სეტყვისაგან, უწვიმობისა და სასიკუდინო სენთაგან და მოგვმადლოს ხორციელი სიმრთელე და ხსნა სულთა ჩვენთა. გვექმენ ჩვენ მსწრაფლ შემწედ ყოველსა მწუხარებასა და თავსდატეხილ განსაცდელთა შინა, უფროისად კი შეგვეწიე ჩვენ ჟამსა აღსასრულისა ქვეყნიურისა ცხოვრებისა ჩვენისა, გვეყავ მაშინ ჩვენ მძლე დამცველად და მეოხმყოფელად წინაშე უფლისა და შეჰვედრე მას, რაითა ღირს-ვიქმნათ ჩვენ ყოველნი, აწ ტფილად მლოცველნი წინაშე შენსა, დამკვიდრებად შემდგომად ქრისტიანულისა აღსრულებისა ჩვენისა ცათა სასუფეველსა, სადა-იგი ერთობით ყოველთა წმიდათა და ნათლისა ანგელოსთა თანა სიხარულით ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ლოცვა მეორე წმიდისა მიმართ მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა

 

  ჰოი, დიდო სათნომყოფელო ქრისტესო, წმიდაო მღვდელმოწამეო ეგნატე, ღმერთშემოსილო მამაო ჩვენო! მოიხილე მოწყალითა თვალითა შენითა ჩვენ, ცოდვილთა ზედა და უფლისა მიმართ აღავლინე მგზნებარე ლოცვა-ვედრებანი შენნი ჩვენთვის, რაითა ღმრთაებრივითა გულმოწყალებითა თვისითა მოგვხედოს და შეგვეწიოს ჩვენ უფალი იესუ ქრისტე; მითხოვე სულთა ჩვენთათვის მოტევება ყოველთა შეცოდებათა ჩვენთა, ხორციელთა და სულიერთა, ნებსითთა და უნებლიეთთა. რამეთუ ჩვენ, ცოდვილნი მონანი ღმრთისანი, შემუსრვილითა გულითა და თავმდაბალითა სულითა შემოგივრდებით შენ, გულმოწყალესა მეოხმყოფელსა და მლოცველსა ჩვენთვის წინაშე მეუფისა ზეციერისა და გევედრებით: ნუ უგულვებე-გვყოფ ჩვენ, უღირსთა და ცოდვილთა ამათ, რომელთა უაღრესად გვიხმს ლოცვითი შეწევნა შენი; მოწყალითა თვალითა შენითა მოიხილე ჩვენზედა, გულწრფელად მლოცველთა შენდა მომართ, და მითხოვე ჩვენ უფლისაგან ყოველივე სასარგებლო ხსნისათვის ჩვენისა, რაითა ყოვლადუხვმან და ყოვლადმოწყალემან მაცხოვარმან ჩვენმან იესუ ქრისტემან მოგვანიჭოს ჩვენ ღმრთაებრივი მადლი, შეწევნა და წყალობა თვისი, შეგვმოსოს ღმრთაებრივითა ძალითა და მადლითა თვისითა მარადის განსადიდებელად ჩვენ მიერ ყოველთა სიკეთეთა მომცემელისა, სახიერისა ერთისა ღმრთისა ჩვენისა, სამებით დიდებულისა — მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ტროპარი ეგნატე ღმერთშემოსილის წმიდა ნაწილთა გადასვენებისათვის

 

ზნითა შენითა წმიდათა მოციქულთა თანამოზიარე იქმენ და საყდრითაცა მონაცვლე მათი იყავ, რომელმან საქმენიცა მათებრ დიდებულად აღასრულე, ღმრთივსულიერო ეგნატე, მხილველო აღმოსავალისაო: ამისთვის სიტყუანი ჭეშმარიტებისანი განმარტე და სარწმუნოებისათვის ევნე თვით სისხლადმდე, წმიდაო მღვდელმოწამეო, ევედრე ქრისტე ღმერთსა ცხოვნებად სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 3

 

ნათლითა ღვაწლითა შენითა, გაბრწყინვებულსა დღესა ამას, ყოველთა წინაისწარ უქადაგებ შენ ქუაბსა შინა შობილსა უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, რამეთუ გწყურის სიყუარულითა მისითა დასტკბებოდე მარადის, ხოლო იღვწოდი შენ იმისთვის, რაითა განძვინებულ მხეცთაგან შეჭმულ იქმნე; ამისთვის ღმერთშემოსილად იწოდე შენ, წმიდაო და ყოვლადბრძენო ეგნატე.

 

ტროპარი, ხმა 4

 

მოციქულთა ზნისა მიმბაძველო და საყდრისა მათისა თანამემკვიდრეო, მღვდელმთავართა მოწონებაო და ლხინებაო, წმიდათა მოწამეთა დიდებულებაო, ღმრთივსულიერო მამაო, ცეცხლსა, მახვილსა და მხეცთაგან სასტიკთა ვნებასა მხნე კადნიერებითა მიეგებე შენ სარწმუნოებისათვის და სიტყუაცა ჭეშმარიტებისაი წრფელ-ჰყავ, ხოლო ევნე სისხლადმდე, წმიდაო მღვდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ხსნისათვის სულთა ჩვენთა.

 

იკოსი, ხმა 4

 

იერემია საშოითგან დედისა მისისა აკურთხა ღმერთმან, და უწინარეს შობისა მისისა უწყოდა მან, ვითარცა წინათმცნობელმან, ვითარმედ მეგობარი იქმნების სულისა წმიდისა, რომელი მარადის ძალითა აღავსებდა ცხოვრებასა მისსა სიჭაბუკითგან მისით, წინაისწარმეტყველისა და მქადაგებელისა ყოველთათვის წინათუწყებისა მოვლინებისა მისისა წმიდასა შინა მიწასა: ვითარმედ თვით ღმერთი იშვების ქალწულისაგან, და ოდეს მოვიდა საქადაგებლად, ჰპოვა სიყრმითგანვე ღირსეული მოწაფე მადლისა თვისისა, ღმერთშემოსილი და ღვთაებრივი ეგნატე.

 

იკოსი, ხმა 4

 

აბრაჰამი უკუე ოდესმე ძესა თვისსა შესწირვიდა ღმერთსა, დაკლვითა მისითა წინათ-მომასწავებელი ყოვლისა მპყრობელისა უფლისა ვნებისა, ჩვენ, ყოველთათვის დაკლულისა, რომელი აწ ქვაბსა შინა იშვების, ხოლო შენ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, თავი თვისი სავსებით მიუძღვენი ღმერთსა ვითარცა მსხვერპლი დაკლვადი, და შეჭმული მძვინვარე მხეცთაგან, იფქლად წმიდად წარსდეგ წინაშე შემოქმედისა შენისა, ჭეშმარიტად გვირგვინოსან-ქმნილი ბეღელთა შინა ცისათა და ესრეთ დამტკბარი გულმოდგინებისაგან შენისა. ამისთვის შენ, ყოვლისა სოფლისა დამტევებელი, ღმერთშემოსილად იწოდე, ყოვლადბრძენო ეგნატე.

 

დიდებისმეტყველება წმიდისა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა

 

დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე, ხოლო მოწამეობრივითა აღსრულებითა შენითა უფროის განშუენდი, ღმერთშემოსილო წმიდაო ეგნატე, დიდება შენდა.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.