მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
ღირსისა მამისა ჩუენისა დოდო გარეჯელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1


შესხმით გიგალობთ ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა, დიდსა მოღუაწესა დოდოს, რჩეულსა ღმრთისასა, და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისაჲთა: კნინი ესე გალობაჲ ჩუენი მიითუალე და შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და გზასა მას მცნებათა თჳსთასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



იკოსი 1


ანგელოზად ქუეყანისად და კაცად ზეცისად გიცით შენ, წმიდაო დოდო, და გევედრებით წადიერად: ნუ განგვაშორებ ჩუენ სიწმიდისა შენისა ძალსა და შეწევნასა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, მოგუმადლოს ძლევაჲ ურიცხუთა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით შემსჴმელთა შენთა:


გიხაროდენ, სიყრმითგანვე სიწმიდითა აღზრდილო და სულიერითა სიბრძნითა აღვსილო;

გიხაროდენ, მჴურვალითა ლოცვითა საღმრთოდ შეჭურვილო;

გიხაროდენ, სულისა თჳსისა ქრისტჱს სამკჳდრებელად განმკუთვნელო;

გიხაროდენ, მსგავსად იოვანე ნათლისმცემელისა უდაბნოჲსა შემყუარებელო;

გიხაროდენ, უბიწოჲთა მღდელობითა ქრისტესა შედგომილო;

გიხაროდენ, ჯუარისა მისისა ბეჭთა თჳსთა ზედა აღმღებელო;

გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა უხილავთა სიღრმეთა განმცდელო;

გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა უაღრეს რიტორთაჲსა გამომთქუმელო;

გიხაროდენ, ფიცხელთა ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 2


იყავ რაჲ შობილი ღმრთისმოსავთაგან მხარესა მას კახეთისასა, სიყრმითგან ქრისტესა შედგომილი სრულიად უნაკლულოდ აღასრულებდი ყოველთა სათნოებათა, და ლოცვითა და მარხვითა აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან, შეიმოსე სახჱ მონაზონებისაჲ და ცრემლითა და მღჳძარებითა დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 2


იყავ რაჲ მოშურნჱ ღმრთისმსახურებისაჲ, შეიმოსე სამღდელოჲ სამოსელი სიმართლისა და მადლისაჲ, და ნინოწმინდას იწყე მოღუაწებად უზეშთაეს ბუნებისა, აწ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებით და გჳჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა, ხოლო ერი ჩუენი დაიფარე წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და მართლითა სარწმუნოებითა აღმსთობილნი ღირს-ვიქმნეთ შეწირვად გალობისა:


გიხაროდენ, ნერგო ღმრთივბრწყინვალეო, ძირთაგან კეთილმსახურთა მათ დიდებულთასა აღმოცენებულო;

გიხაროდენ, ხეო ფრიად შუენიერო, ნაყოფად უკუდავებისად და ნერგად მოღუაწებისად აღორძინებულო;

გიხაროდენ, ჴორცითა განკაფულო და სულითა განშუენებულო;

გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა სიმდიდრითა აღვსებულო;

გიხაროდენ, კიბეო სათნოებათაო, ქუეყანით ზეცად აღწევნულო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოზღუდვილო და სამგვამოვნებასა შინა ერთღმრთეებისა თაყუანისცემისა მასწავლელო;

გიხაროდენ, მოგვთა გრძნებისა და მცბიერებისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, სიცბილისა მათისა ძლევითა მამხილებელო;

გიხაროდენ, უშჯულოებისა სიმყრალისა განმწმედელო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 3


ჟამსა მას წმიდათა მოკლებისასა არა უგულებელს-ყო ქრისტემან ერი ჩუენი, მეოხებითა დედისა თჳსისაჲთა, და წარმოგზავნა ასურეთით იოანე ზედაზნელი ათორმეტთა მათ მოწაფეთა თანა საწურთელად და გულისჴმის-საყოფელად ნათესავისა ჩუენისა, ხოლო შენ გესმა რაჲ, მჴნეო, თუ ვითარ ერთი ათცამეტთაგანი ნეტარი დავით იღუწიდა ლუკიანეს თანა, აღიძარ ხილვად მწყემსისა მის კეთილისა, და სიხარულითა მადლობდი ღმერთსა და ადიდებდი განგებულებასა მისსა: ალილუია.



იკოსი 3


გულსა თჳსსა ტრფიალ იყავ დაყუდებითისა ცხორებისა, და უარ-ჰყავ რაჲ სოფლისა ამისა ამაოებაჲ, მამაო, წარემართე ხილვად ნეტარისა მის ბერისა, და მიემთხვიეთ რაჲ ურთიერთსა, იუბნეთ მოძღურებაჲ საღმრთოჲ და ევედრებოდით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა დაიფაროს დედისა თჳსისა წილად ხუდომილი ქართველთა ერი ყოვლისაგან საფრჴისა, აწ გვითხოვეთ მისგან ჴსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიისაჲ ყოვლისაგან წუალებისა, რაჲთა განბრწყინდეს საქართველოჲ სარწმუნოებითა, და ჩუენცა აღვიძრნეთ ქებად ღმრთივბრწყინვალისა ღუაწლისა თქუენისა:


გიხაროდენ, ყოვლად ქებულნო მამანო - დავით სუეტო მოსაგრეობისაო, და დოდო, ბრწყინვალედ განათლებულო მადლითაო;

გიხაროდენ, დიდებულნო ქადაგნო სიყუარულისანო;

გიხაროდენ, ურყეველნო ძეგლნო სიმჴნისანო;

გიხაროდენ, ერთითა სულითა მქცეველნო და განმაქარვებელნო მტერთა ბოროტისა განზრახვისანო;

გიხაროდენ, სულიერ ქალაქად გარდამქცეველნო უკაცრიელისა მის უდაბნოჲსანო;

გიხაროდენ, მოძღუარნო უბიწოჲსა სარწმუნოებისანო;

გიხაროდენ, ზღუდენო და სიმტკიცენო ეკლესიისანო;

გიხაროდენ, ბრწყინვალენო მნათობნო სოფლისანო;

გიხაროდენ, ზეციერნო წინამბრძოლნო და ჯუარისმტჳრთველნო ერისა ჩუენისანო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 4


გიხილა რაჲ ღირსმან საღმრთოთა მათ საქმეთა მოსწრაფჱ, შეგიტკბო სიხარულითა და გიჩუენებდა რაჲ გაღმართ კლდესა, გრქუა: „მივედ, ძმაო დოდო, სხუათა მათ ძმათა თანა და ქმენ სავანჱ და ეკლესიაჲ სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა", აწა მჴურვალედ ლოცვაჲ ჰყავთ ჩუენთჳს წინაშე მისსა, მოგუმადლოს ჩუენ სული მოწყალებისაჲ, სიწმიდისა და სიმართლისაჲ, რაჲთა განვერნეთ ცოდვილსა ცხორებასა და არცაღა დავსცხრეთ ქებად და მადლობად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 4


ოდეს განხვედ რქასა მას, ღირსო, დადეგ იწროსა მას ნაპრალსა კლდისასა, ერთისა ოდენ კაცისა დამტევნელსა, და მარხვითა და სამარადისოჲსა ლოცვითა განკაფავდი რაჲ სხეულსა, სურნელებაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, ნეტარო, მოგუანიჭოს სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ, რაჲთა ღირსებითა და სიწმიდითა ვიდოდეთ გზასა მას წინაპართა ჩუენთასა და მოგიძღუნიდეთ შესხმასა ამას და გალობასა:


გიხაროდენ, სულითა ძლიერო, დიდსა სიგლახაკესა შინა თავს-მდებელო ღუაწლთა და შრომათაო;

გიხაროდენ, მმარხველო უფლისაო და დამჴსნელო ვნებათაო;

გიხაროდენ, ქუეყანისა ჩუენისა აღმავსებელო ლოცვათა კეთილსურნელებითაო;

გიხაროდენ, მონაზონთა მთავარო და ჭურო სათნოებათაო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო შენდამი მოლტოლჳლთაო;

გიხაროდენ, მოწყალეო და მწყალობელო გლახაკთაო;

გიხაროდენ, შემწეო და შესავედრებელო შეცდომილთაო;

გიხაროდენ, მყუდროო ნავთსაყუდელო ღელვა-გუემულთაო;

გიხაროდენ, უცხოთა შემწყნარებელო და ნუგეშინის-მცემელო მწირთაო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 5


მსახურებდი რაჲ ღმერთსა ადგილსა მას ფიცხელსა და კლდოვანსა, არა შეძრწუნდი ეშმაკთა ზედა-მოსლვასა, რომელთაცა ბრძოლაჲ დიდი აღადგინეს შენ ზედა, გარნა უკუნ-აქცივნე მანქანებანი მათნი სახელითა იესუ ქრისტჱსითა და ძლიერებითა ჯუარისა მისისათა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, მოგუცეს ძლევაჲ ეშმაკთაჲ და მანქანებათა მათთაჲ მოსავთა შენთა მართლმადიდებელთა, რაჲთა ვიხარებდეთ სულითა, მამაო, და ვაქებდეთ ძლიერებასა მისსა: ალილუია.



იკოსი 5


განითქუა რაჲ ჰამბავი საკჳრველებათა შენთა და სათნოებათა ბრწყინვალებაჲ, დაღაცა-თუ არს ადგილი ეგე ყოვლად უნუგეშისცემოჲ და სავსჱ ქუეწარმავალთაგან, მოისწრაფდა სიმრავლჱ ერისა, დამტევებელი ამის სოფლისაჲ, და გამოკუეთდეს რაჲ ქუაბთა და კლდეთა, იქმნებოდენ მონაზონ, და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა, გვიმეოხე აწ წინაშე მისა, ეკლესიაჲ ჩუენი დაიცვას და მღდელნი ერითურთ განამტკიცოს შეურყეველად, რაჲთა ყოველნი ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და გნატრიდეთ ძალსაებრ ჩუენისა:


გიხაროდენ, მეგობარო ღმრთისაო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო;

გიხაროდენ, უდაბნოსა შინა აღმგზებელო სიყუარულისა დაუშრეტელისა ცეცხლისაო;

გიხაროდენ, კანონო უბიწოდ ცხორებისაო;
გიხაროდენ, სარკეო სამღდელოჲსა ღუაწლისაო;

გიხაროდენ, ღირსებითა მსახურო საღმრთოჲსა საკურთხეველისაო;

გიხაროდენ, უბრძოლველო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, ცეცხლმთებარეო სვეტო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, საჩინოო მნათობო გარეჯისაო და მზეო კახეთისაო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 6


დაღათუ ნინო მოციქულთასწორმან განანათლა ქუეყანა ესე ქართველთაჲ, მრავალი თემი მოუქცეველი დაუშთა და ვიეთნიმე იყვნეს რაჲ წარმართობასა შინა, მიჰმართა დავითს მთავარმან რუსთავისმან, ბუბაქარ-ბარბაროზმან, ენება რაჲ მოქცევაჲ მართალსა სარწმუნოებასა ზედა, ხოლო მან ნათესავითურთ წარმოგზავნა შენდა, რამეთუ მღდელ იყავ შემწირველი მსხუერპლისაჲ, და ასწავე რაჲ ღმრთივშუენიერი სჯული ქრისტჱსი, სრულ-ყავ წმიდითა ნათლისღებითა, აწ ჩუენცა გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 6


დღითი-დღედ მდინარესებრ ლოცვასა აღავლენდი ცრემლითა, და იყავ რაჲ მარადის მღჳძარჱ, ხედევდი თუალითა სულისაჲთა მაღალთა შინა დამკჳდრებულსა ღმერთსა მხოლოსა, და ევედრებოდი მას მიტევებასა ცოდვათასა, გაძლიერებასა ძმათასა და ყოველთა ჭირთაგან ჴსნასა ქუეყანისა შენისასა, რამეთუ ერი ეგე ახალ ნერგ იყო და მოქენჱ სწავლათა სჯულიერთა, აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებ შეუწევნელად და გვიმეოხე ღმრთისა მიმართ, მოგვანიჭოს მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ და სიყუარული მოყუასისაჲ, რაჲთა ეგზებოდეს გული ჩუენი ცეცხლითა საღმრთოჲსა მოშურნეობისაჲთა და აღმოვსთქუათ სამადლობელი ესე ქებისაჲ:


გიხაროდენ, კაცთა შორის ანგელოზო, ერისა შენისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;

გიხაროდენ, მოღუაწებითა წინა-აღმდგომისა მის მბრძოლისა მტერისა მარცხვენელო;

გიხაროდენ, მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარ-განხდილთა ქრისტეანეთა სულითა განმამჴნობელო;

გიხაროდენ, პატიოსანთა სიტყუათა შენთა მადლითა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;

გიხაროდენ, კერპთ-მსახურებისა სიბნელისა განმდევნელო;

გიხაროდენ, უგუნურთა და უგულისჴმოთა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, შენდამი მოსწრაფეთა სულიერითა სიტკბოებითა გამომზრდელო;

გიხაროდენ, მოწაფეთა შენთა უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა გამომწვრთნელო და სათნოებათა შინა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, უდაბნოსა შინა მოსაგრეთა ფრთოსანთაებრ განმამრავლებელო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 7


მადიდებელი თჳსი საკჳრველმოქმედად გადიდა ღმერთმან, მსგავსად მოციქულთა მისთა ჰყოფდი რაჲ ურიცხუთა ნიშთა და კურნებათა: ლოცვითა განაძლიერებდი უძლურთა და თუალთაცა აღუხელდი ბრმათა, სულთა არაწმიდათა განასხმიდი სახელისდებითა ქრისტჱს ღმრთისაჲთა, და ყრუთა და უტყუთა განკურნებდი ჯუარისა მისისა შეხებითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა დაგჳფარე სავნებელთაგან სულიერთა და ჴორციელთაჲსა, რაჲთა განახლებულითა სულითა და ურცხჳნელითა პირითა ვაქებდეთ იესუს, განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.



იკოსი 7


მსგავსად მზისა გაბრწყინდეს რაჲ ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი გარეჯსა, ფრიად განმრავლდა კრებული უდაბნოჲსმოყურეთაჲ, და გამოკვეთეთ ტაძარი სადიდებელად ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა, სადა იგი მრავალთა საუკუნეთა მოივლტოდენ მეფენი სამღდელოთა და ერთა თანა, ვითარცა ნავთსაყუდელისა მიმართ მყუდროჲსა, და მუნ დავანებულითა მით მადლითა ახოვან ქმნილნი გნატრიდენ შენ, წმიდაო, ვითარცა დიდსა მოღუაწესა ეკლესიისასა:


გიხაროდენ, სიმდაბლითა შემოსილო უმტკიცეს ანდამატისაო;

გიხაროდენ, ცრემლთა მდინარითა ნაყოფიერ-მყოფელო უდაბნოჲსაო;

გიხაროდენ, შეურყეველო კლდეო კრძალულებისაო;

გიხაროდენ, საუნჯეო სიბრძნისაო, მასწავლელო ღმრთისმეცნიერებისაო;

გიხაროდენ, მხედველო შინაგანისა მის დაფარულისა ვნებისაო;

გიხაროდენ, განმჭურეტელო ყოველთა გულისწადილისაო;

გიხაროდენ, ცოდვის-მოყუარეთა კაცთათჳს მასწავლელო თავშეკავებისა სიტკბოებისაო;

გიხაროდენ, ხატო წინაპართა ჩუენთა კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 8


წმიდითა გონებითა და უბრალოებითა ჴელთაჲთა მარადის განკრძალულ იყავ რაჲ მსახურებასა მას მღდელობისასა, დიდითა შრომითა ჯუარცმული იქმენ უცოდველ ყოვლითურთ, ვითარცა პირველ ადამ სამოთხესა, და განამრავლე სავანენი, და აღავსე რაჲ მამათა მიერ მოღუაწეთა, უდაბნოჲ იგი მჴეცთა სადგური და ეშმაკთა საყოფელი, ქმენ საყოფელ ბერთა, რომელთა თანა უპოვარებასა შინა სიმდაბლითა იღუწიდი, და განწმედილითა ბაგითა ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 8


წარვლე რაჲ ყოველნი სათნოებისა გზანი მრავალთა ღუაწლთა შინა განცდილმან, დაჰყავ ერგასი წელი წინამძღურობასა შინა, და მიიწიე რაჲ ფრიადსა მას მჴცოვანებასა, მადლითა სულისათა წინაჲთვე გეუწყა განსვლაჲ თჳსი ჴორცთაგან, შემოიკრიბე მოწაფენი, და განამტკიცნე რაჲ ლოცვითა, ეზიარე უხრწნელთა საიდუმლოთა ქრისტჱსთა და მიიცვალე საუკუნეთა მათ სავანეთა, სადაცა არს განსუენებაჲ დამაშურალთა და მოღუაწეთაჲ, და მოიპოვე რაჲ პატივი მსგავსად შრომათა მათ შენთა და მჴურვალედ მოღუაწებისა, მათთანა იხარებ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და ნავთსაყუდელსა ცხორებისასა წარმგვიძეღუს ქებით შემსხმელთა შენთა:


გიხაროდენ, სრულებაო მამათაო და კეთილო წინამძღუარო მეუდაბნოეთაო;

გიხაროდენ, სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილო მოძღუარო ქართველთაო;

გიხაროდენ, საღმრთოო ტარიგო, დამწყსველო პირმეტყველთა კრავთაო;

გიხაროდენ, საკჳრველებითა გაბრწყინვებულო და განმანათლებელო ქართველთაო;

გიხაროდენ, განუკუეთელო ზღუდეო მორწმუნეთაო;

გიხაროდენ, განმამრავლებელო სწავლათა სულთა მარგებელთაო;

გიხაროდენ, მოხუცებულთა არგანო და კუერთხო ახალ ნერგთაო;

გიხაროდენ, გარეჯისა დიდებაო და სიქადულო ქრისტეანეთაო;

გიხაროდენ, კეთილო შუამდგომელო შორის ღმრთისა და კაცთაო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 9


ესმათ რაჲ მიცუალებაჲ შენი, მოვიდა კრებული მოსაგრეთაჲ და მრავალმოღუაწე გვამი შენი დაბურეს რაჲ შავითა დაფარნითა, სენაკსა შენსა დაფლეს ყოვლითა წესითა სქემოსნობისაჲთა, ხოლო სამარხოსა მას დაადეს ლოდი და დაუტევეს ჩასაყოფელი ჴელისაჲ, აღმოსაღებად მიწისა ევლოღიათ, რაჲთა შემხებელთა მისთა მოიღონ კურთხევაჲ და მადლი შენ მიერ, და აქებდენ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.



იკოსი 9


შემდგომად სიკუდილისა შენისა „დოდორქაჲ“ უწოდეს წმიდასა მას სავანესა შენსა და შეამკეს დიდებულად, ხოლო სენაკი იგი, კლდისაგან გამოკუეთილი, შექმნეს რაჲ ეკლესიად, ხატებაჲ შენი აღმოჰკვეთეს ქუასა მას საფლავისასა, და ანგელოზთაგან ზეცად აღყვანებაჲ შენი გამოსახეს კედელსა ტაძრისასა, რაჲთა ყოველნი მომდევნონი მათნი სდგენ მტკიცედ და შეურყეველად გზასა მას ზედა ქრისტჱს მცნებათასა და შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილნი გნატრიდენ შენ, ვითარცა დიდსა მამასა და წინამძღუარსა:


გიხაროდენ, ბრძენო ქადაგო მოციქულთა და მამათა სწავლებისაო;

გიხაროდენ, გოდოლო უბრძოლველო და ხატო უზაკუელისა სიმართლისაო;

გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო საღმრთოჲსა სარბიელისაო;

გიხაროდენ, რჩეულო უფლისაო, უშფოთველად მისთჳს გარდამცემელო სულისა შენისაო;

გიხაროდენ, ძალაო და სიმტკიცეო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, სიხარულო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, მამაო და მჴურვალეო მფარველო წმიდისა „დოდორქისაო“;

გიხაროდენ, დიდო ბერ-მოძღუარო ცათა მობაძავისა გარეჯისაო;

გიხაროდენ, მიურულებელო მცველო მამულისა შენისაო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 10


წმიდაჲ სავანჱ შენი და ეკლესიაჲ მრავალგზის მოაოხრეს რაჲ მჴდომთა მათ უშჯულოთა, საფლავი შენი იქმნა მიუდგომელ, და დაშრტა კანდელი წინაშე მისსა, არამედ წმიდათა ნაწილთა შენთა მოძიებაჲ და გარდასვენებაჲ მათი დავითისა უდაბნოსა გულსა შინა შთაისახა ბერმან მიქაელ-გობრონ საბინინმან, უწყოდა რაჲ სასწაულნი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, და საქმჱ ესე აუწყა რაჲ მამათა ლავრისათა, ჯერისაებრ გნატრიდენ და აქებდენ ყოვლისამპყრობელსა: ალილუია.



იკოსი 10


მიიწიეს რაჲ დოდორქას მიქაელ-გობრონ და დიაკონი სფირიდონ სამთა ხუცეს-მონაზონთა თანა ლავრისათა, აღასრულეს პარაკლისი და გევედრებოდენ რაჲ შეწევნასა, გულსმოდგინედ ძიებითა პოეს ტაძარი შენი, და აღხადეს რაჲ ლოდნი სამარხოსა, აღმოჴდა სულნელებაჲ საკჳრველი, რომელიცა სდიოდა ყოვლად პატიოსანთა ნაწილთა შენთა, და შეძრწუნებულნი ცრემლითა გნატრიდენ შენ, ღირსო, და დიდებასა მისცემდენ ღმერთსა, აწ მეოხებად მიგავლენთ მისა მიმართ, განგვიმრავლოს მოძღუარნი და მასწავლელნი სჯულისა, რაჲთა ჴმამაღლად მქადაგებელ იქმნენ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა და გაქებდენ მობაძავნი სიტყჳსა და საქმისა შენისა:


გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა ღუაწლისა კეთილად მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, სამწყსოჲსა შენისა ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმართ მიმყუანებელო;

გიხაროდენ, ქრისტჱს მიერ ძლევისა გჳრგჳნისა მომღებელო;

გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაჲთა მრავალთა სასწაულთა სრულ მყოფელო;

გიხაროდენ, მრავალთა მამათა მამად და წინამძღურად წოდებულო;

გიხაროდენ, ღირსად ცხორებულო და სიმართლით მოხუცებულო;

გიხაროდენ, მიწიერისა სავანითგან ზეციერსა სავანესა შინა აღტაცებულო;

გიხაროდენ, თანა-მოდასეო ზეცისა მჴედრობათაო, წინაშე წმიდისა სამებისა ურცხვენელო წინა-მდგომელო;

გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშჳდობით შემყვანებელო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 11


განჴსნეს რაჲ სამარხოჲ შენი, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ, გიხილეს კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, შეხვეული ძაძითა, და არცაღა დასცხრებოდენ დიდებად ღმრთისა და ქებად ღუაწლისა შენისა, ხოლო აღმოიყუანეს რაჲ პატიოსანნი ნაწილნი შენნი, ნეტარო, ვითარცა ალაბასტრი საღმრთოჲ უხუად აღმოაცენებდა კეთილ-სულნელთა, და წააბრძანეს რაჲ დავითისა უდაბნოსა გალობითა და კმევითა, წინა მიეგებნეს მამანიცა ზარის რეკითა, და, დაასვენეს რაჲ ტაძარსა, აქებდენ ღმერთსა, მოქმედსა საკჳრველებათასა: ალილუია.



იკოსი 11


გარდავლეს რაჲ ღამჱ იგი ლოცვითა, აღასრულეს საღმრთოჲ წირვაჲ მამათა, და ეწადათ დამარხვაჲ შენი მახლობლად თანა-მოღუაწისა შენისა, რამეთუ მოძღუარცა იყავ შენ, ნეტარო, დავითისა წმიდისა, გარნა გამოჩნდენ ფიცხლად წინააღმდგომნი საქმისა ამის კეთილისა, და პატიოსანნი ნაწილნი შენნი დაფლეს გალავანსა შინა ლავრისასა, ხოლო შემდგომად აღმოიყვანეს რაჲ ნებისაებრ ღმრთისა, დაკრძალეს ტაძარსა შინა, რომლისა მიერ განამდიდრეს სავანჱ იგი მრჩობლითა მადლითა, და ყოველნი აღგძრნეს შეთხზუად ქებისა გჳრგჳნისა:


გიხაროდენ, მწყემსნო სიტყჳერთა ცხოვართანო, საღმრთოჲთა სიტყჳთა და საქმითა დამწყსველნო;

გიხაროდენ, გულსა წარმართთასა ქრისტჱს სიყუარულისა შთამსახველნო;

გიხაროდენ, წინამძღვარნო ჩუენო ღმრთივკურთხეულნო, სიწმინდისა და სიმდაბლისა მასწავლელნო;

გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელნო;

გიხაროდენ, სულთა კაცთასა ქრისტეს თანა მომღუაწებელნო;

გიხაროდენ, მოღუაწეთა შუამდგომელნო და განმამტკიცებელნო;

გიხაროდენ, სენაკთა შინა აღვლენილთა ლოცვათა მსწრაფლ-შემსმენელნო;

გიხაროდენ, მოსავთათჳს ზეციერისა გჳრგჳნისა გამომთხოველნო;

გიხაროდენ, სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა განმამხიარულებელნო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 12


სიხარულითა გაქებთ შენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო, და მოვისწრაფით ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთა სიწმიდენი ეგე მჴურვალედ შევიტკბოთ და მადლსა და დიდებასა მივსცემდეთ ღმერთსა, აწ გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტჱს მიმართ, რაჲთა სიწმიდჱ და შემუსრვილებაჲ მოჰმადლოს გულთა ჩუენთა, და მარადის ვადიდებდეთ წმიდასა სახელსა მისსა: ალილუია.



იკოსი 12


ვითარცა სანთელი ბრწყინვალჱ ამაღლებული სასანთლესა ზედა ჰნათობდი რაჲ ქუეყანასა შენსა, მადლმოსილითა ლოცვითა შენითა და სწავლითა საღმრთოჲსა მართლმორწმუნოებასა შინა დაამტკიცებდი ქარველთა ერსა, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შეირაცხე წმიდანად ივერთა ეკლესიისა, და გაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, კუალად შეგვჭურვოს ჩუენ ძალითა თჳსითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, რაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვვლოთ და გაქებდეთ სურვიელად:


გიხაროდენ, მოწესეო, ანგელოზთა მობაძავო, რომელი სარწმუნოებასა შინა განამტკიცებდი ერსა ქართველთასა;

გიხაროდენ, ყოვლად სანატრელო, ღირსო მღდელთ-მოძღუარო, რომელმან ღუაწლთა მოთმინებითა სამწყსონი შენნი შესწირენ ღმრთისა მსხუერპლად სულიერად;

გიხაროდენ, ბრძენო და სულიერო, რომელმანცა წარდგომასა საყდართა უფლისათა, მიიტაცე სასუფეველი, მის მიერ განმზადებული მოყუარეთათჳს მისთა;

გიხაროდენ, მამაო მღჳძარეო და ღმრთის-მოყუარეო, დაუკჳრდა ყოველსა ბანაკსა ანგელოზთასა ღუაწლი შენი, წმიდაო, რამეთუ იღუაწე ჴორცითა და ზეცას განჰბრწყინდი სულითა;

გიხაროდენ, ივერთა ეკლესიისა შუენებაო, რამეთუ საფლავი შენი მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა;

გიხაროდენ, ელიაჲსა და იოანეს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რამეთუ მაუწყებელ-არს „დოდორქაჲ“ მოღუაწებისა შენისა და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შრომათა შენთა;

გიხაროდენ, უმჴნესო მოღუაწეო, რამეთუ სამარხოჲ პატიოსანთა ძუალთა შენთაჲ გუაქუს მორწმუნეთა სიმდიდრედ სულიერად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად;

გიხაროდენ, რამეთუ იხარებს ეკლესიაჲ ქართველთაჲ და ჰმადლობს ღმერთსა შენთჳს, მამაო წმიდაო დოდო;

გიხაროდენ, ზეციერო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, რამეთუ ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 13


ჵ, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო დოდო გარეჯელო, სარწმუნოებითა შევრდომილნი მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და მამობრივსა მადლსა და შეწევნასა შეგჳწყალე და დაგვიცევ ცოდვათაგან ბოროტთა და და უძლურებათაგან, და მრავალთა მათ საფრხეთაგან ეშმაკისაჲთა, ხოლო ჟამსა მას შინა განსჯისასა ოდეს წარვდგებით საყდართა მათ უკუდავთა, განგუარინენ საშინელსა მას და შესაძრწუნებელსა საშჯელსა, რაჲთა შენ მიერ ძღუანებულნი უჭირველად მივემთხვივნეთ ზეცისა სასუფეველსა და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი (3-გზის), შემდგომ 1 იკოსი და 1 კონდაკი



იკოსი 1


ანგელოზად ქუეყანისად და კაცად ზეცისად გიცით შენ, წმიდაო დოდო, და გევედრებით წადიერად: ნუ განგვაშორებ ჩუენ სიწმიდისა შენისა ძალსა და შეწევნასა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, მოგუმადლოს ძლევაჲ ურიცხუთა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით შემსჴმელთა შენთა:


გიხაროდენ, სიყრმითგანვე სიწმიდითა აღზრდილო და სულიერითა სიბრძნითა აღვსილო;

გიხაროდენ, მჴურვალითა ლოცვითა საღმრთოდ შეჭურვილო;

გიხაროდენ, სულისა თჳსისა ქრისტჱს სამკჳდრებელად განმკუთვნელო;

გიხაროდენ, მსგავსად იოვანე ნათლისმცემელისა უდაბნოჲსა შემყუარებელო;

გიხაროდენ, უბიწოჲთა მღდელობითა ქრისტესა შედგომილო;

გიხაროდენ, ჯუარისა მისისა ბეჭთა თჳსთა ზედა აღმღებელო;

გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა უხილავთა სიღრმეთა განმცდელო;

გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა უაღრეს რიტორთაჲსა გამომთქუმელო;

გიხაროდენ, ფიცხელთა ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;

გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



კონდაკი 1


შესხმით გიგალობთ ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა, დიდსა მოღუაწესა დოდოს, რჩეულსა ღმრთისასა, და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისაჲთა: კნინი ესე გალობაჲ ჩუენი მიითუალე და შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და გზასა მას მცნებათა თჳსთასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, წმიდაო ანგელოზთასწორო მამაო, ღირსო დოდო გარეჯელო!



სავედრებელი ლოცვა


ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკვლავო უდაბნოჲსაო, ღირსო მამაო ჩუენო დოდო გარეჯელო, დიდო იღუმენო „დოდორქის“ საღმრთოჲსა სავანისაო და სიქადულო საუფლოჲსა ერისა ჩუენისაო; მოღუაწებისა ძეგლო და მტკიცეო კლდეო სარწმუნოებისაო; მამათა წინამძღუარო და შუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!


ჵ, მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო საკჳრველთმოქმედო დოდო გარეჯელო! რომელი ზეგარდამოჲთა განგებულებითა ღმრთისაჲთა მიიწიე გარეჯისა უდაბნოსა ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად სავანეთა, სრულ ყავ ანგელოსებრივი სრბაჲ შენი ქუეყანასა ზედა, და აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან წინაშე ქრისტჱს ღმრთისა და მაცხოვრისა, მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა, და თაყუანის-ვსცემთ მათ და გევედრებით: მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მადლი თჳსი და წყალობაჲ განუახლოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და დაგვიცვას მტერისა საფრჴისაგან და ანტიქრისტეს სიცბილისაგან და მძლავრებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.


ჵ, უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო და კეთილად განმგებელო მოღუაწეო, ღირსო მამაო ჩუენო, წმიდაო დოდო გარეჯელო! რომელმან აღირჩიე ცხოვრებაჲ ანგელოზებრივი და შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ მოგჳჴსენენ წინაშე ღმრთისა, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ დიდი მისა მიმართ, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა განბრწყინვებაჲ, სამღდელოთა - პატიოსნებაჲ, მთავართა და განმგეთა ჩუენთა - კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა - მამაცობაჲ, ერისაგანთა - უცოდველობაჲ და დედათა - კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა, აღგვიდგინოს სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ და ქურივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, რაჲთა არა გვეუფლოს განმხრწნელი იგი სული ამა საუკუნისაჲ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და დიდების-ვმეტყველებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსა მხოლოსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 

 

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი.