მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1

 

  საღმრთოჲთა სჯულითა ცხორებულსა და თჳისისა აღსასრულისა წინაჲსწარმხედველსა, რომელსაცა მოყვასებრივისა თანალმობისა ძალი იგი უძლეველი ეპოების, ძნობითა და ორღანოჲთა ვუგალობდეთ, ქრისტეანენო:

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

იკოსი 1

 

  საურავთა საქმეთა კეთილგამგებელო, რომელმან დასდევ სული შენი ერისა შენისათვის, ეკლესიასა შინა შენდა ქებად შემოკრებულნი ესრეთ გადიდებთ:

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა უსუპითა სხურებულო;

 

  გიხაროდენ, მართლმორწმუნოებისა საჭვრეტელო;

 

  გიხაროდენ, საკუერთხო ჭეშმარიტო;

 

  გიხაროდენ, საკვირველთა ნიჭთა მოსთულებაო;

 

  გიხაროდენ, შეიწროებულთა პანდუქიონო;

 

  გიხაროდენ, ობოლთა შესავედრებელო;

 

  გიხაროდენ, საქვრიოთა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ, ფოლოცთა შინა გლახაკთა განმკითხველო;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 2

 

  ვარდისა მიმართ საღმრთოჲსა მსრბოლო, არღა გეძჳნა შენ სოფლიოჲსა ეკალი მერმეთა მათ კეთილთა დამახრწეველი: ალილუია.

 

 

იკოსი 2

 

  კეთილმორწმუნეობისა დამმარხველო, დევნულებისა მახვილმან შეგიწყნარა შენ, ვითარცა სიძემან შვენიერმან, ამისთვისცა ხმოვანებენ შენდა მიმართ ნესტვნი ქრისტეანეთანი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, მარხვისა და მუხლთყრისა ფრიადისა მომგებელო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოთა საქმეთა მიწევნისა მეძიებელო;

 

  გიხაროდენ, ქვეყანასა ზედა ტაძართა განმამრავლებელო;

 

  გიხაროდენ, ცათა შინა სულად სულნელად აღსრულო;

 

  გიხაროდენ, საეკლესიოჲსა საფასისა განმამდიდრებელო;

 

  გიხაროდენ, მამათა მათ მოღვაწეთა პატივმდებელო;

 

  გიხაროდენ, დედათა მათ ცისკროანთა ფრთოვანებაო;

 

  გიხაროდენ, ღმრთივპატიოსანთა მონაზონთა მწეო უცვალებელო;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 3

 

  რომელმან მიუთხარ ყოველი ქებულებაჲ ღმრთისაჲ ბეჭთა ასულისა სიონისათა, დავითისაებრ სიტფოებაჲ იგი სინანულისაჲ აღგვიგზენ ჩვენცა საცხორებელად ჩვენდა: ალილუია.

 

 

იკოსი 3

 

  მოოხრებულთა ქვეყანათა აღმაშენებელო და მეფეთა სახეო ჭეშმარიტო, შენდა ფსალმუნებად აღიძვრიან მოქენეთა შენთა ორღანონი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, წმიდაო პირველნაყოფო;

 

  გიხაროდენ, მოწამეთა მართალო პურისმტეო;

 

  გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა კეთილად განმცდელო;

 

  გიხაროდენ, ტარიგო ღმრთივკურთხეულო;

 

  გიხაროდენ, საცნობელთა ჩვენთა მაგზებელო;

 

  გიხაროდენ, სიტყვიერო ვენახოანო;

 

  გიხაროდენ, რომელმან დაალტვე სარეცელი შენი ცრემლითა შენითა;

 

  გიხაროდენ, რომელსა გაქვნდა ცრემლნი სინანულისანი პურად დღე და ღამე;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 4

 

  ისრაიტელო უზაკველო და ქრისტეანობისა ზღუდეო უმუსრველო, სისხლითა შენითა იკურთხა ქვეყანაჲ მღაღადებელი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

 

 

იკოსი 4

 

  უდარესისა განმაგდებელო და უაღრესისა აღმრჩეველო, რომელმან განჰყავ ჟამი იგი ღამისაჲ ძილად და ლოცვად, ღმრთივსათნოსა მას აღმსთობასა მიგვაახლენ ჩვენ, შენისა დაუწყვეტელისა მეოხებისა დიდების-მეტყველნი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, საღმრთოთა სიტყვათა საწნეხელო;

 

  გიხაროდენ, სიბრძნისა მტილო მწვანილოანო;

 

  გიხაროდენ, ჰაზრთა კეთილთა ყანობირო ხვავრიელო;

 

  გიხაროდენ, სახისმეტყველო უაღრესო;

 

  გიხაროდენ, უფალსა შემსჭვალულო;

 

  გიხაროდენ, საზრდელო გულისა სათქუმელო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ თვალნი უფლისანი კეთილმუშაკსა გხედვენ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ წამნი ღმრთისანი განიკითხვენ საქმეთა შენთა;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 5

 

  მართალთა წიაღთაგან აღმოდაბადებულო, შენ მერმეთა მათ კეთილთა მეტრფესა ქმნულ-კეთილსა საღმრთოსა ამასა გალობასა გიღაღადებთ: ალილუია.

 

 

იკოსი 5

 

  დაუცალიერებელითა ტაბლითა მით სულიერითა გამოზრდილო, ხმოვანებენ შენდა მიმართ ღმრთეებრივისა სერობისა მეწინწილენი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, შენზედა მოწევნულთა ჭირთა ახოვნად დამთმენელო;

 

  გიხაროდენ, სატანჯველთაგან შეუდრეკელო;

 

  გიხაროდენ, განსაცდელთაგან გამოხურვებულო;

 

  გიხაროდენ, მხედარო ახოვანო;

 

  გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სენაკაპანო;

 

  გიხაროდენ, ებგურო ქრისტესმიერო;

 

  გიხაროდენ, მარადის სასოკეთილო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისა მაცხოვარებისა კეთილმესიტყვეო;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 6

 

  აჰა ესერა, მორწმუნენო, მოწამისა სრბაჲ საკვირველი, რომლისა თანაგვაძს ხსენებაჲ საუვიწყოჲ ქებაჲ დაუდუმებელი: ალილუია.

 

 

იკოსი 6

 

  ნუ გამოვეხვებით ამისა სრბისა სახისაგან, ქრისტეანენო, ნუცა დაშრტებიან გონებათა ჩვენთა ლამპარნი აღგზებულნი, წნიდისა მიმართ მღაღადებელნი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, პირველთა მათ წმიდათა მეფეთა თანადაბანაკებულო;

 

  გიხაროდენ, ტაძარო აღმატებულო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა სენთა გარდამკვეთელო;

 

  გიხაროდენ, უსასოთა აღმმართებელო;

 

  გიხაროდენ, გულთა ჩვენთა ზედაწერილო;

 

  გიხაროდენ, ივერიისა გულანო სახარულევანო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ სიმართლითა შენითა დაეშენე შენ კარავსა ღმრთისასა;

 

  გიხაროდენ, რამეთუ გამოგახურვა შენ უფალმან, ვითარცა გამოიხურვების ვერცხლი;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამისა სისხლითა განმაშვენებელო მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 7

 

  მარადის მაღლისა ღმერთისა მოქენეო, გვასწავენ ჩვენ ცხოვრებისა ჩვენისა სრულყოფაჲ, ღმრთისა მიერ მოსწავებული: ალილუია.

 

 

იკოსი 7

 

  სიმდაბლითა ჩინებულო და მოწყალებითა ნეტარ-ქმნილო, შენ, გონიერითა ლოცვითა განშვენებულსა, შენითა სამეუფოჲთა წყალობითა განტფობილნი ესრეთ გიგალობთ:

 

  გიხაროდენ, მოღვაწეო ზეცისაგანო;

 

  გიხაროდენ, წმიდისა წერილისა ხუვილთა შემკრებელო;

 

  გიხაროდენ, მუშაკო მიურულებელო;

 

  გიხაროდენ, სასოებითა აღსუბუქებულო;

 

  გიხაროდენ, უზეშთაესთა წინამძღვართა თანამოღვაწეო;

 

  გიხაროდენ, ანგელოზთა თანამოსახელეო;

 

  გიხაროდენ, რომელმან, არა ზაკუე ენითა შენითა და არცა უყავ მოყვასსა შენსა ბოროტი;

 

  გიხაროდენ, რომელმან არა მოიღე ყუედრებაჲ მახლობელთა შენთა ზედა;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 8

 

  მხედარო განმარჯვებულო, უხილავსა ბრძოლასა შინა შთაგაცვა შენ ღმერთმან ძალი იგი უბრძოლველისაჲ: ალილუია.

 

 

იკოსი 8

 

  უბნისა თიხისაებრ მტერთა შენთა დამრთგუნველო, გონებასა შინა შენსა მტკიცისა სარწმუნოებისა მქონებელსა და სპარაზენსა ღმრთივდიდებულსა ესრეთ გადიდებთ:

 

  გიხაროდენ, თვალუხვავისა მსაჯულისა მობაძავო;

 

  გიხაროდენ, თივაცენებულისა ალაგისა ნაყოფიერ მყოფელო;

 

  გიხაროდენ, ცხოვარო ქრისტესო;

 

  გიხაროდენ, სარწმუნოებისა წყაროო კეთილაღმომდინარეო;

 

  გიხაროდენ, ცხოველისა წყლისა ჯურღმულო განუცდელო;

 

  გიხაროდენ, ქვეყანასა ზედა საუკუნოჲსა მის აგარაკისა მთესველო;

 

  გიხაროდენ, შარავანდედო ზეგარდამოსრულო;

 

  გიხაროდენ, ქრისტეანეთა სიხარულო;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 9

 

  აღსასრულისა შენისა წინაჲსწარმეცნიერო და მეცნიერებასა მას შინა ლოცვითა ფრიადითა განკაფულო, ცათა მიმართ აღიწევიან სათნოებათა შენთა სულნელებანი: ალილუია.

 

იკოსი 9

 

  საშვებელთა მათთვის მერმისათა სოფლის ნივთთა განმგებელო, შენ, საწუთოსა ამას შინა გამოჩენილსა ხატსა ღმრთივწერილსა ესრეთ გხმოვანებთ:

 

  გიხაროდენ, საღმრთოსა წიაღსა შინა კვალადგებულო;

 

  გიხაროდენ, სახლად სულიერად აღშენებულო;

 

  გიხაროდენ, სამღდელოჲსა ნათესავისა ხატო ცისკროანო;

 

  გიხაროდენ, ერისა მოგებულისა მცველო ღმრთისმიერო;

 

  გიხაროდენ, სიჩჩოჲთ კურთხეულო;

 

  გიხაროდენ, მეფეო მართლგანმზრახველო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განგსწავლეს შენ თირკუმელთა შენთა;

 

  გიხაროდენ, რამეთუ განიხარა გულმან შენმან და გალობდა ენაჲ შენი;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 10

 

  გულთა შინა ჩვენთა ღმრთისმიერთა სწავლებათა გამომსახველო, რომელმან ნებანი ხორცთანი დააგენ სულსა, აღაყვავილენ სულთა ჩვენთა მცენარებანი: ალილუია.

 

იკოსი 10

 

  უზეშთაეს საბრხისა მის მონადირეთასა იქმენ, წმიდაო, და იპოვე შენ შეუპყრობელ ბოროტისა მიერ, ამისთვისცა ძნობენ ძლევისა საკვირველისა მაქებელნი ესრეთ:

 

  გიხაროდენ, ღმრთისა მარჯვენისა შეწყნარებულო;

 

  გიხაროდენ, მცენარეო ნაყოფიერო;

 

  გიხაროდენ, მოწამებასა შეკერტებულო;

 

  გიხაროდენ, ღმრთისმოყვარებისა სახეო უმუსრველო;

 

  გიხაროდენ, მოძღვარო მოძღვართაო;

 

  გიხაროდენ, ჩვენდა საცხოვნებელად დანერგულო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა უხვებაო;

 

  გიხაროდენ, ბევრეულთა ნეტარმყოფელო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 11

 

  ძლიერებითა სულისათა კაცებრივისა უძლურისა ბუნებისა დამფარველო, აჰა ესერა, შემოვკრებით მისთვის, რომელი შენზედა იქმნა განსაკრთომელი: ალილუია.

 

იკოსი 11

 

  სულისა სიხარულითა ჩინებულო და ღმრთისმიერისა განმარჯვებისა ქადაგო, ჰაერთა ზედა შენისა აღსუბუქებისა მხედველნი ხმავყოფთ შენდა მიმართ ესრეთ:

 

  გიხაროდენ, სიტფოებაო მოუკლებელო;

 

  გიხაროდენ, ნათებაო დაუღამებელო;

 

  გიხაროდენ, ბრწყინვალებაო დაუცხრომელო;

 

  გიხაროდენ, უსასყიდლჲსა მარგარიტისა მსახურო;

 

  გიხაროდენ, ბაზმაკო დაუვსებელო;

 

  გიხაროდენ, საუკუნეთა საგალობელო;

 

  გიხაროდენ, ჩვენთა საცხოვრისთა მაკურთხეველო;

 

  გიხაროდენ, ზეცისა ბეჭედო აღუტეხელო;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 12

 

  აღესრულა ცხოვრებისა შენისა საზღუარი შვენიერი და განხდა ხმაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა: ალილუია.

 

იკოსი 12

 

  მადლისა მაღნარო პირმეტყველო, მიგეღო შენი საწუთოჲ და მოგეცა შენ სასუფეველი, ამისთვისცა შენ, დაუჭკნობელითა მტილითა გარეშეცულსა ქრისტეანესა ესრეთ გმეტყველეთ:

 

  გიხაროდენ, სამარხისა შენისა წმიდამყოფელო;

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა პურისა მომცემელო;

 

  გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთა განმხნობაო;

 

  გიხაროდენ, ცათა მიმართ ახოვნად აღსრულო;

 

  გიხაროდენ, საფასეო განუპარველო;

 

  გიხაროდენ, მედღესასაწაულეთა ხმოვანებისა მიზეზო;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან გწყლა და ღმერთმა განგკურნა შენ;

 

  გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან მოგაკვდინა და ღმერთმან გაცხოვნა შენ;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 13

 

  ჰოჲ, ზვარაკო ჭამებულო და ცხოვრებისა ჩვენისა საზრდელო კურთხეულო, წმიდაო მეფევ და მოღვაწეო დემეტრე, გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა მაცხოვნებელითა სიტყვითა აღორძინებულნი და ქრისტეანობითსა აღსასრულსა მიწევნულნი ჩვენცა შენთანა ვუგალობდეთ მეუფესა უცვალებელსა: ალილუია. ( ეს კონდაკი - 3-გზის

 

 

იკოსი 1

 

  საურავთა საქმეთა კეთილგამგებელო, რომელმან დასდევ სული შენი ერისა შეისათვის, ეკლესიასა შინა შენდა ქებად შემოკრებულნი ესრეთ გადიდებთ:

 

  გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა უსუპითა სხურებულო;

 

  გიხაროდენ, მართლმორწმუნოებისა საჭვრეტელო;

 

  გიხაროდენ, საკუერთხო ჭეშმარიტო;

 

  გიხაროდენ, საკვირველთა ნიჭთა მოსთულებაო;

 

  გიხაროდენ, შეიწროებულთა პანდუქიონო;

 

  გიხაროდენ, ობოლთა შესავედრებელო;

 

  გიხაროდენ, საქვრიოთა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ, ფოლოცთა შინა გლახაკთა განმკითხველო;

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

კონდაკი 1

 

  საღმრთოჲთა სჯულითა ცხორებულსა და თჳისისა აღსასრულისა წინაჲსწარმხედველსა, რომელსაცა მოყვასებრივისა თანალმობისა ძალი იგი უძლეველი ეპოების, ძნობითა და ორღანოჲთა ვუგალობდეთ, ქრისტეანენო:

 

  გიხაროდენ, სამეუფოჲსა პორფირისა შენისა მოწამებისა სისხლითა განმაშვენებელო, მეფეთა თვალო ზეხილულო დემეტრე!

 

 

ლოცვა

 

  ჰოჲ, აზნაურებადისა სჯულისა მეუნჯეო, წმიდაო დემეტრე თავდადებულო, მსწრაფლშეწევნადითა ლოცვითა შენითა გარეშეცულ-ჰყავ ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტესმიერნი დიაკონნი, ყოველნი სამონაზნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

 

  ჰოჲ, სასუმელო სიტყვიერო, რომელი გვიწდია ღმერთმან წყალობითა თვისითა, განამტკიცენ დახსნილნი ორღანონი ესე სულთა და ხორცთა ჩვენთანი, რაჲთა წარწყმედელთა მწიკვლთაგან განბანილნი და გონიერთა გამგეთა სასყიდელსა მიმთხვეულნი ქებასა სამარადისოსა შევწირვიდეთ ღმრთისა მიმართ, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

  ავტორი: დეკანოზი მიქაელ გალდავა.