ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
საგალობელ არს ყოვლად-წმიდაჲ ღუაწლი თქუენი და სახელნი თქუენნი დიდ საქებელ, მჴედარნო ბრწყინვალენო, და მარტჳლნო საკჳრველნო, ამისთჳსცა ქებით შეგამკობთ და გევედრებით, მიითუალეთ მცირე ესე საგალობელი ჩუენი და ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა გჳჴსენით ქებით შემსხმელნი თქუენნი: გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ერთობაჲ ძმობისაჲ სრულ-ყვენით ქრისტჱსთჳს თავის შეწირვითა, და აღმაღლდით რაჲ ზეცას, სწორსა პატივსა და დიდებასა ღირს იქმენით და მეუფისაგან ყოველთასა მიიღეთ გჳრგჳნი დიდებისაჲ და აღთქმული იგი მადლი კურნებისაჲ და ჭირთაგან ჴსნისაჲ, და ჰკურნებთ, რომელნი მარადის გადიდებენ თქუენ, და იჴსნით განსაცდელთაგან შემსხმელთა თქუენთა:
გიხაროდენ, ჭეშმარიტნო აღმსაარებელნო მართლისა სარწმუნოებისანო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოჲსა უღლისანო;
გიხაროდენ, მახჳლნო ორლესულნო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისანო;
გიხაროდენ, გოდოლნო შეუძრველო სიმჴნისანო;
გიხაროდენ, მაგალითნო საღმრთოჲსა მჴედრობისანო;
გიხაროდენ, სიქადულნო გუარ-ნათესავობისა თქუენისანო;
გიხაროდენ, ძლიერნო შურისმგებელნო ქართლოსიანთა მტერისანო;
გიხაროდენ, მსხუერპლნო და საკუერთხნო, საჩინონო ქრისტჱს ღმრთისანო;
გიხაროდენ, დიდებანო და ძლიერებანო მამულისა ჩუენისანო;
გიხაროდენ, ხატნო წინაპართა ჩუენთა ძლევამოსილებისანო;
გიხაროდენ, მტკიცენო ზღუდენო ივერთა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ოდეს კიდენი არგუეთისანი უშჯულოთა მიერ აღივსებოდა, მაშინ ორნი ეგე ძმანი, წყობასა შინა უძლეველნი და ერისა წინამძღოლნი, ბრძოლად აღემზადეთ და გაამამაცეთ გუნდი ლომებრთა ვაჟკაცთაჲ, რაჲთა დაიცვნეთ მამული თქუენი სარკინოზთაგან, ეგრეთვე აწ შეგვაწყნარეთ იესუს, ყოვლად ძლიერსა, მოიხილოს ერსა ჩუენსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა და მტერთა კუეთებითა შერყეული ქუეყანაჲ ჩუენი დაიცვას შეუძრველად, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და მადლობითა ვადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.
უშიშ იყუენით, ვითარცა უჴორცონი, და არა შეძრწუნდით სიმრავლესა მტერთასა, არამედ ფიცხელად ეკუეთნეთ განლაღებულთა, მჴდომთა მათ მუსულმანთა, ურიცხჳ მოსრეთ და აღუდგინეთ ძლევაჲ ქართველთა, გარნა აწ მთავარნი უსჯულოებისანი აღძრულ არიან ჩუენ ზედა და იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა ერისა ჩუენისასა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ქუეყანაჲ ჩუენი აოხრებულ და დაცემულ არს, არამედ ძალი მოგვეცით, მჴნენო, დათრგუნვად მანქანებათა მტერისათა, რაჲთა ვევლტვოდეთ რისხვასა ღმრთივაღძრულსა და ვიტყოდეთ საგალობელსა ამას ქებისასა:
გიხაროდენ, ერისთავნო და მჴედართმთავარნო, ვაჟკაცობისა ძეგლნო უმუსრველნო;
გიხაროდენ, დავით, მჴედარო უგამოცდილესო, და კონსტანტინე, ჭაბუკო ყოვლად ბრძენო;
გიხაროდენ, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისა ჟამსა მბრძოლნო უძლეველნო;
გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო და ჴორციელად უმტკიცესნო;
გიხაროდენ, ბრძოლათა შინა შემმართებელნო და მამაცობისა აღმძრველნო;
გიხაროდენ, უმჴურვალესად ქრისტჱსთჳს თავდადებულნო და ჯუარითა მისითა მოქადულნო;
გიხაროდენ, მამულად სამსახურებელად მომწოდებელნო;
გიხაროდენ, შეცთომილთა ჭეშმარიტებისა გზასა მომყუანებელნო;
გიხაროდენ, ქუად-ქმნილთა და განფიცხებულთა გულთა მომალბობელნო;
გიხაროდენ, გლახაკთა გამომზრდელნო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ეუწყა რაჲ მძჳნვარესა მას მურვან-ყრუსა მიწევნული იგი მათ ზედა, აღიძრა ბრძოლად და შურისძიებად ქართველთა, და მოიწია რაჲ სპითა ურიცხჳთა, იწყო ხოცად და მოსრვად ყოველთა, ხოლო თქუენ მეთაკილენი უკუნ-ქცევად, მრავალ-გზის ეკუეთეთ ბილწსა მას ამირასა, გარნა ფრიად მაშურალნი ბრძოლისაგან შეეწყუდიენით ჴელთა შინა მძჳნვარეთა მტერთასა, და ვითარცა ყრმანი საჴუმილსა შინა, შესწირვიდით ღმერთსა მსხუერპლსა ქებისასა: ალილუია.
აცნობეს რაჲ ბილწსა მას ყრუსა შეპყრობაჲ თქუენი უსახარულევანესი და უამესი, აღატყუელნა ჴელნი ზეცად და განადიდა ცრუ-სჯულისა დამდებელი მუჰამედი, ხოლო თქუენ სდეგით შორის უღმრთოთა, მჴნენო, მტკიცედ და შეურყეველად, ვითარცა გოდოლნი, და ქრისტესა, ღმერთსა ჭეშმარიტსა დაუცხრომელად ქადაგებდით, რომელსაცა ევედრენით აწ, ღუაწლისა მძლენო, რაჲთა ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისაგან გჳჴსნნეს თქუენდამი მგალობელნი:
გიხაროდენ, ძმებრივითა გონებითა შეუღლებულნო;
გიხაროდენ, ბჭობითა საღმრთოჲთა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრითა სიმჴნითა შეჭურვილნო;
გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაჲთა განმჴნობილნო;
გიხაროდენ, ასპარეზსა ღუაწლისასა სიმჴნით შესრულნო;
გიხაროდენ, ტარიგნო ღმრთისანო, კუალსა კეთილისა მწყემსისასა შედგომილნო;
გიხაროდენ, ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, თანამჴედარნო და თანამოსაგრენო, სუფევასა მას დაუსრულებელსა თანამკჳდრნო;
გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტჳლთაჲთა დავანებულნო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა შემატებულნო;
გიხაროდენ, სანატრელნო და კურთხევითა საჴსენებელნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
წარგადგინეს რაჲ წინაშე ამირა მურვანისა, შურმან საღმრთომან უფროჲსად განგამჴნოთ და კადნიერად ამხილებდით ცრუ-მოციქულსა შედგომილსა, რომელი გაიძულებდეს თქუენ ამაოჲსა ცხორებისათჳს წარწყმედად უკუდავისა მის ცხორებისა და განაქიქებდით საქმეთა მისთა, ეგრეთცა მოგუანიჭეთ ჩუენ საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
ესმა რაჲ მძლავრსა მას სიტყუანი თქუენნი სიბრძნისანნი, გულისწყრომითა აღივსო ფრიად და უბრძანა მტარვალთა გუემაჲ თქუენი არგნებითა, გარნა თქუენ ჴორცთა დაბძარვანი თავს-ისხენით წადიერითა გონებითა და უღმრთოთა ბანაკნი დააკუეთეთ წინამძღურითურთ მათითა, ეგრეთცა მოიხილეთ ჩუენ ზედა, და გარე წარგვხადეთ განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მეოხებითა თქუენითა, რაჲთა უვნებელად დაცულნი ვიქადდეთ და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ, ტყუეობასა შინა საღმრთოჲსა აზნაურებისა დამმარხველნო;
გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაჲთა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველნო;
გიხაროდენ, მჴედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელნო;
გიხაროდენ, უსჯულოებისა სახუმილისა მოთმინებისა ცუარითა დამშრეტელნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოძულეთა სილაღისა დამამდაბლებელნო;
გიხაროდენ, მწვალებელთა ჴელოვანებათა დაამრღვეველნო;
გიხაროდენ, ბარბაროსებრთა კადნიერებათა დამაყუდებელნო;
გიხაროდენ, ენითა ცეცხლისაჲთა მრავალშეთხზულთა სიცრუვეთა დამწველნო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა ეშმაკისაჲთა დამჴსნელნო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელნო და მტერთა დამცემელნო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილისა და ღმრთივსათნოჲსა დამნერგველნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ჰგონებდა რაჲ ყოვლად ბოროტი იგი ამირა თმენათა თქუენთა ძლევასა და ცთუნებასა, ზაკულითა მიერ ლიქნითა გეტყოდათ მჴნეთა მოწამეთა: „დაუტევეთ ამაოჲ სარწმუნოებაჲ თქუენი და დაემორჩილეთ სჯულსა მუჰამედისასა, რაჲთა მოგანიჭოთ ურიცხვი საფასჱ და უპირატეს გყოთ ყოველთა მჴედართ-მძღუანთა ჩემთასა“, გარნა განცრუვნა სიცბილი მისი, რამეთუ მაცთური იგი დიდებაჲ და პატივი მჴედრობისაჲ არარად შეჰრაცხეთ ქრისტჱს ღმრთისა სურვილითა და უშიშად უგალობდით ძალსა მისსა: ალილუია.
გსუროდათ რაჲ სასუფეველი მაცხოვრისაჲ, ერთჴმად მიუგეთ უსჯულოსა: „ჵ, მძლავრო ბოროტო, ღმერთმან ჩუენმან მოგჳწოდნა ნათელსა და ჩუენცა მზა ვართ სახელისა მისისათჳს ტანჯვასა და სიკუდილსა,“ და კადნიერად დაუყუნეთ პირნი მძლავრსა მას მგმობარსა, ეგრეთცა მოგუანიჭეთ მადლი ერთობისაჲ და განგჳცოცხლეთ სახე ჩუენისა სულიერისა ღონისაჲ, რაჲთა ძმურითა და ერთსულითა მოღუაწებითა ღმრთისა და მამულისა სამსახურისასა, წინა აღუდგეთ ხილულისა და უხილავისა მტერისა მზაკუვარებასა და ვიტყოდეთ სამადლობელსა გალობასა:
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა მცველნო, მღჳძარენო;
გიხაროდენ, სოფლისა ამის შუებისა არარად შემრაცხველნო;
გიხაროდენ, უხრწნელისა მის საუკუნოჲსა სიმდიდრისა მეძიებელნო;
გიხაროდენ, ცოდვასა შინა საგონებელისა დღეკეთილობისა განმაქიქებელნო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა მბრძოლთა მახეთა შემმუსრველნო;
გიხაროდენ, უღმრთოთა ცთომილებისა მარტჳლებრითა მით კადნიერებითა დამჴსნელნო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლათა დამამჴობელნო;
გიხაროდენ, მრავალფერთა სატანჯველთა ხრწნილთა ჴორცთა ბუნებითა დამთმენელნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა ძლიერებისა ქუეყანსა ზედა დამამტკიცებელნო;
გიხაროდენ, ღმრთისა და მამულისა სიყუარულისა დამნერგველნო;
გიხაროდენ, სანთელნო, გონიერთა განმანათლებელნო და უგუნურთა დამწველნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
არად შეჰრაცხეთ თქუენ განრისხებაჲ უსჯულოთაჲ და არცა ყოვლად ზარგანჴდილ იქმენით, არამედ სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენეთ, და ვითარცა მჴედართა მეუფისა დიდისათა, უძლეველთა, დაამჴუეთ მრავალღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ, ეგრეთვე აწ განაშორეთ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და მოგუანიჭეთ სიბრძნჱ ბოროტისა და კეთილისა განრჩევისაჲ, რაჲთა წარმწყმედელთა მახეთა მტერისათა განვეშოროთ და ღირს ვიქმნეთ სამწმიდა არსობითისა გალობისა: ალილუია.
გხედვიდათ რაჲ უძლეველად, ცოფი იგი ამირა განრისხდა ფრიად და მიგცნათ ჴელთა მტარვალთა და უკეთურთა, რაჲთა გტანჯვიდეს ათ-დღე უსვენებელად, გარნა თქუენ ასოთა დამუსრვანი და ფიცხელნი საგვემელნი თავს ისხენით მტკიცითა სარწმუნოებითა და ძელსა მიმსჭუალულთა იწყეთ გალობად მაცხოვრისა, აწ იმეოხეთ წინაშე მისსა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რომელი გამოირჩია, და დაგვიფაროს ყოვლისაგან წვალებისა და სჯულისაგან უცხოჲსა, რაჲთა არა განვუდგეთ წმიდასა სამოციქულოსა ეკლესიასა და მცნებათა შინა ღმრთისაჲთა მავალნი ღირს ვიქმნეთ შესხმად ღუაწლისა თქუენისა:
გიხაროდენ, ღელვათა მრავალსახეთა და ტანჯვათა თავსმდებელნო;
გიხაროდენ, შიმშილისა და წყურილისა ახოვნად დამთმენელნო;
გიხაროდენ, უსჯულოთა მათ მძლავრთა სივერაგისა უძლურად გამომაჩინებელნო;
გიხაროდენ, ურწმუნოებისა მწიკულისა განმბანველნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ღუაწლითა თქუენითა უჴორცოთა წესთა განმაკჳრვებელნო;
გიხაროდენ, უგულისჴმოებითა დაბნელებულთა გულისჴმისმყოფელნო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმჴნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ღრმად დაძინებულისა სჳნდისისა ჩუენისა განმაღჳძებელნო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელნო და ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელნო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა სპათა განმამჴნობელნო;
გიხაროდენ, მოსავთა თქუენთა ბაძვად სათნოებათა თქუენთა აღმძრველნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
დილეგსა შინა დასჯილნი მოგიხილნეს რაჲ მოგუთა უსჯულოთა, ლიქნით აღგითქმიდეს მძჳნვარეთა მათ სატანჯველთა, უკუეთუ არა უარჰყოთ ქრისტჱ, უფალი და ღმერთი ცხოველთაჲ და მკუდართაჲ, ხოლო თქუენ არა თავს იდეთ შეურაცხებაჲ ღმრთისა შემოქმედისაჲ კაცთა მიერ უღმრთოთა და ცოდვილთა, არამედ განჰკიცხეთ სიმჴნითა ლიქნანი მათნი და განმაძლიერებელსა თქუენსა ადიდებდით წინაშე უსჯულოთა: ალილუია.
ეჰა, უშიში ახოვნებაჲ, მოყუარენო კეთილნო და ძმანო შუენიერნო, რამეთუ ძჳრისხილვითა განკაფულნი ეტყოდეთ მძლავრთა, „იცანთ შემოქმედი თქუენი“, ხოლო მათ სასმენელნი დაეყუნეს მსგავსად ყრუჲსა ასპიტისა და თჳთოფერითა სატანჯველითა გუამნი თქუენი განკაფნეს, სანატრელნო, არამედ განკჳრდეს ახოვნებასა თქუენსა ზედა, რამეთუ სიკუდილი და ვნებაჲ სიხარულად გიჩნდათ თქუენ და, მსგავსად მჴსნელისა თქუენისა, მიისწრაფდით ღუაწლთა მიმართ, ვიდრე სიკუდიდმდე, ამისთჳს ორთა დიდებულთა, უძლეველთა მარტჳლთა და მჴედართა ძლიერთა, ესრეთ გიღაღადებთ:
გიხაროდენ, საპყრობილესა შინა ლოცვითა და ფსალმუნებითა ღმრთისა მადიდებელნო;
გიხაროდენ, ქრისტიანეთა საღმრთოჲსა სიბრძნისა მქადაგებელნო;
გიხაროდენ, დილეგისა სიბნელისა და კრულებათა ახოვნად დამთმენელნო;
გიხაროდენ, ცხოვარნო მეტყუელნო და შესაწირავნო სულიერნო, ქრისტჱს სიყუარულისათჳს სისხლისა დამთხეველნო;
გიხაროდენ, მძლავრთა ზახებისა დამცემელნო;
გიხაროდენ, მოგუთა და მისანთა გრძნებისა დამარღვეველნო; გიხაროდენ, სიცბილისა მათისა ძლევითა მამხილებელნო;
გიხაროდენ, ძლიერთა და ახოვანთა, სიმდიდრესა ზედა მკლავისა თჳსისასა მოქადულთა და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, ერთგულთათჳს პატივისა მიმნიჭებელნო; გიხაროდენ, მამულისა ორგულთა და განდგომილთა ზარდამცემნო;
გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა ბიწისა აღმჴოცელნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო.
რაჟამს შეკრულნი, ვითარცა კრავნი, კლვად მიგიყუანნეს კიდეთა მდინარისასა, სიხარულითა წარსდეგით ასპარეზსა მას მარტჳლთა ღუაწლისასა და მჴურვალედ ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა ნაწილნი თქუენნი საღმრთოჲთა ძლიერებითა განიოტებდეს ვნებათა და სახელნი თქუენნი, სარწმუნოებითა მოჴსენიებულნი, ჰკურნებდეს სენთა და სალმობათა, მაშინ ჴმაჲ საღმრთოჲ გესმათ ზეგარდამო სასმენლად ყოველთა, რომელი აღგითქუმიდათ შეწევნისა მადლისა მონიჭებასა, და ლოცვითა და გალობითა შეჰვედრეთ სულნი თქუენნი ღმერთსა: ალილუია.
ესმათ-რაჲ ჴმაჲ იგი ზეცით, კეთილად აღმასრულებელი ვედრებისა თქუენისაჲ, ვერ გულისჴმა-ყვეს სასწაული ესე უმადლოთა მათ მტარვალთა და ლოდ-კიდულნი და შეკრულნი შთაგთხინეს დიდსა მას მდინარესა რიონსა, სადა იგი მიითუალეთ საღმრთოჲ აღსასრული, და ძლევითა შემკობილნი გჳრგჳნოსან იქმენით მარჯვენისაგან ღმრთისა, და აწ გვიოხეთ წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, რაჲთა ღირსებითა და სიწმიდით ვიქცეოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და გნატრიდეთ სურვილითა:
გიხაროდენ, ლამპარნო ბრწყინვალენო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველნო;
გიხაროდენ, სიყუარულისათჳს ღმრთისა და ერთგულებისათჳს ერისა თავისა განმწირველნო;
გიხაროდენ, უმოწყალოჲსა სიკუდილისა მადლობითა მიმთუალველნო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელნო;
გიხაროდენ, შუამდგომლობითა თქუენითა საღმრთოჲსა მოწყალებისა კართა განმხუმელნო;
გიხაროდენ, ქართველთა ერისათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველნო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა თქუენთაჲთა ჰრულითა მცონარებისაჲთა შეპყრობილთა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, პატიოსნითა სისხლითა თქუენითა ივერთა ეკლესიისა შემამკობელნო;
გიხაროდენ, ღუაწლთა თქუენთა უწყებითა ერთგულთა საქართველოჲსათა და მონათა სარწმუნოთა ნუგეშინისმცემელნო;
გიხაროდენ, თჳსისა მამულისა და სჯულისა დამვიწყებელთა შემრისხველნო; გიხაროდენ, ბოროტთა და უცხოთა ზნე-ჩუეულებათა აღმკვეთელნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
გულისჴმა-ყვეს ღმრთისამიერი დიდებულებაჲ თქუენი მსახურთა თქუენთა, ხედვიდეს რაჲ სასწაულთა ბუნებათა უაღრესთა - სამთა მათ სუეტთა ნათლისათა და გუამთა თქუენთა მბრწყინავთა წყალსა ზედა, უნათლეს მზისა, - და აღმოიხუნეს რაჲ პატივითა, დასხნეს საკურთხეველსა ქუეშე, ნარღუევსა ეკლესიისასა, და ღუაწლისა თქუენისა მომთხრობელნი გიძღუნიდენ ქებასა გალობისასა და აქებდენ მომცემელსა თქუენდა ძლევისასა: ალილუია.
უცხოჲსა მის და საშინელისა ხილვისაგან შეძრწუნდა მეფჱ ბაგრატ, ოდეს ძილსა შინა გამოუჩნდით ქრისტჱს მჴედარნი, აღჭურვილნი, და აუწყეთ სამარხოჲსა თქუენისა საყოფელი, მაშინ სულითა აღიძრა მეფჱ კეთილმსახური და ადგილსა მას აღაშენა მონასტერი შუენიერი, ხოლო ეკლესიასა შინა ლუსკუმითა დაასვენა ნეშტნი თქუენი, უხრწნელნი და უვნებელნი, განსამტკიცებელად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა და ნიშად უკუდავებისა, რაჲთა ყოველნი თაყუანის-სცემდენ, ვითარცა საუნჯესა, სიწმიდეთა მტჳრთველსა, და იტყოდენ ქებულებათა თქუენთა:
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალენო წინამბრძოლნო და მოწამენო ჭეშმარიტებისანო;
გიხაროდენ, ძეგლნო სარწმუნოებისანო და ბეჭედნო სიმტკიცისანო;
გიხაროდენ, გონიერნო ანდამატნო მოთმინებისანო;
გიხაროდენ, ერთობით მტჳრთველნო მძჳნვარისა მის განსაცდელისანო;
გიხაროდენ, მჴნედ განმბასრველნო კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა შჯულისანო;
გიხაროდენ, მახჳლნო, მომკუეთელნო მუჰამედისა საცთურისა ღუარძლისანო;
გიხაროდენ, მომმუშაკებელნო მჴედრობითისა და მოწამეობითისა ღუაწლისანო;
გიხაროდენ, დამდგმელნო უხრწნელებისა გჳრგჳნისანო;
გიხაროდენ, კეთილსურნელნო ყუავილნო სამოთხისანო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტჱს ვენახისანო;
გიხაროდენ, თუალნო პატიოსანნო, მნათობნო ივერთა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ოდეს ღმრთივკურთხეულსა ქუეყანსა ჩუენსა კადნიერად ეუფლნეს ურწმუნონი, რომელთა არა იცოდნეს ძალი ღმრთისაჲ, მსგავსად მჴდომთა მათ ბარბაროზთა მოარბიეს „მოწამეთა“ და შეაგინეს საძვალჱ თქუენი ყოვლად პატიოსანი და წმიდაჲ, და დაღაცა-თუ არა-სადაჲთ იყო ღონე ჴსნისაჲ და შეწევნისაჲ, ყოვლისმპყრობელმან უფალმან ინება განცხადებაჲ საღმრთოჲსა დიდებისა თქუენისაჲ, რაჲთა ესრეთ გულსმოდგინებითა შეგამკოთ თქუენ და შევსწიროთ ღმერთსა სამადლობელი ქებისაჲ: ალილუია.
რაჟამს მჴეცებრ განძჳნებულთა მათ ღმრთისმგმობელთა ნეშტნი თქუენნი, მრავალვნებულნი, ვითარცა მჴნენი ორმეოცნი, უპატიოებითა დაყარნეს ურემსა და მიისწრაფდეს შთაყრად მდინარესა რიონსა, ღმერთმან საკჳრველებათამან ცუდ-ყო განზრახვაჲ მათი, და ვერცა-ღა მიეახლნეს კიდეთა მდინარისასა, რამეთუ სეტყუაჲ და წჳმანი მძაფრნი, ვითარცა ზღუდჱ შეუძრველი აღემართნეს წინაშე მკრეხელთასა და ქრისტჱს აღმსარებელთა მისცემდეს ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა, რაჲთა ყოველნი, რომელთა ესმნეს საკჳრველებანი თქუენნი, ნათლითა სულიერითა აღივსნეს, და ვითარცა ქართველთა უბრძოლველთა გოდოლთა და ზღუდეთა დაუცემელთა დაუცხრომელად გნატრიდეს:
გიხაროდენ, გჳრგჳნად მოწამეთა და უძლეველად მჴედრად ქრისტჱსა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა უღმერთოთა და გულარძნილთა შემაშფოთებელნო;
გიხაროდენ, მგმობართა სულისა წმიდისათა შემრისხველნო;
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა მზაკუვარებითა განმხრწნელთა შემმუსრველნო;
გიხაროდენ, საკურთხევლისა მარღვეველთა და სამღდლოთა მდევნელთა ზარდამცემნო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისა და ურცხვინოებისაგან დამჴსნელნო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელნო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელნო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელნო;
გიხაროდენ, სულთა განმაღვიძებელნო და ცოდვათა ჩუენთა მამხილებელნო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მბრძნობელთა ერის-მძღუართა და მსაჯულთა შესავედრებელნო და მსწრაფლ-მსმენელნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინათ თქუენ სიმჴნემან, მოწამენო, რამეთუ ნაწილნი თქუენნი, განგებულებითა ღმრთისაჲთა მუზეუმსა შინა დავანებულნი, ვითარცა წყაროჲ მადლისაჲ და ნიშთა სიმრავლისაჲ, დაუწყვედელად აღმოაცენებდა კურნებასა სულთა და ჴორცთასა, და მძლავრებასა ქუეშე დამონებულთა განამტკიცებდა ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა, ხოლო განმჴნობილი კრებული მორწმუნეთაჲ უხუად მოიღებდა მადლსა და კურნებასა და ჴმა-ტკბილად უგალობდა ყოვლისა შემოქმედსა: ალილუია.
განიზრახეს რაჲ მძლავრთა მათ სირცხვილეულთა ნეშტთა თქუენთა მიქცევაჲ მუნვე საძვალესა თქუენსა ფარულად, რაჲთა არა აგრძნან მარტჳლთმოყუარეთა, ურიცხჳ ერი და სიმრავლჱ ქართველთაჲ სიხარულითა აღიძრნეს მოგებებად თქუენდა და განაგდეს რაჲ შიში ქრისტჱსმოძულეთაჲ, ლამპრებითა და კელაპტრებითა განანათლეს უჩინოჲ იგი წყუდიადი ბნელისაჲ და მყის სრბად მოწევნულნი „მოწამეთას“, გაქებდეს თქუენ, ვითარცა ღმრთისა მიერ მონიჭებულთა მეოხთა მჴურვალეთა:
გიხაროდენ, ნიშთა ბრწყინვალებითა და ელვარებითა ღუაწლთა თქუენთაჲთა ორთა მნათობთა სამყაროჲსათა მიმსგავსებულნო;
გიხაროდენ, წმიდისა ამის სავანითგან, ვითარცა მდინარისაგან ედემეანისა, ნაკადულთა ცხორებისათა პირსა ზედა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა მიმფენელნო;
გიხაროდენ, უძლურისა თხოვისა შემწყნარებელნო და სულიერთა ნიჭთა უხუად მიმმადლებელნო;
გიხაროდენ, ღმრთიმგმობელობითა გაუღმერთოებულთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, მათ მიერ ზარგანხდილთა ქრისტიანეთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელნო;
გიხაროდენ, ნაწილთა თქუენთა ძლიერებითა სულთა არა წმიდათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, მორწმუნეთათჳს ტკბილისა ნათლისა ძლევისაჲთა მომფენელნო და განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელნო;
გიხაროდენ, წყუდიადშემოსილთა სულთა განმანათლებელნო; გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილნო და მოსავთა თქუენთა განმამჴნევებელნო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
აწ განსცხრების ეკლესიაჲ ქართველთაჲ საჴსენებელსა თქუენსა და განშუენდების საზღუარნი არგუეთისაჲ, არამედ უფროჲს იქადის „მოწამეთა“, და ყოველთა მორწმუნეთა აზიარებს სიხარულსა და უშურველად განუყოფს მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა, ამისთჳსცა მოჳსწრაფით სავანესა მაგას შუენიერსა და ნაწილთა თქუენთა საყოფელთა, რაჲთა სიწმიდენი თქუენნი მჴურვალედ შევიტკბნეთ და ჴმითა მადლობისაჲთა ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.
ეჰა, სასწაული ღმრთეებრივისა სიყუარულისაჲ და მადლისაჲ, რამეთუ შემდგომად სიკუდილისაცა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობთ კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა და ლუსკუმით გამო ჰქადაგებთ ქრისტესა ღმერთსა, მას მხოლოსა ევედრენით, რაჲთა თანაწარგუხადოს რისხუაჲ, სამართლად აღძრული ცოდვათა ჩუენთათჳს და დაჴსნას კადნიერებაჲ ურიცხუთა მტერთა ჩუენთაჲ, რომელნი მარადის გვმძლავრობენ და გვაჭირვებენ, და მოგუმადლოს უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ შემსხმელთა თქუენთა:
გიხაროდენ, სახელდიდნო და საჩინონო, რამეთუ მჴედარ უფლისაჲ იქმენით წამებითა, და ვიდრე აქამომდე მოიგეთ სახელი უკუდავებისაჲ;
გიხაროდენ, შეერთებულნო განუყრელნო, რამეთუ პატივს-ვსცემთ სატანჯველთა თქუენთა თანაზიართა და ერთობით სიკუდილსა, რომელთა მიერ იდიდენით;
გიხაროდენ, რამეთუ კეთილ ჯერ-იჩინა ქრისტემან ყოვლად წმიდათა ნაწილთა თქუენთა საყდრად თჳსად დადებაჲ და მორწმუნეთა მოჰმადლებს მეოხებითა თქუენითა ლხინებასა;
გიხაროდენ, რამეთუ ვითარცა საუნჯჱ მადლთა უშურველთაჲ გუაქუს ჩუენ ტაძარი თქუენი დიდებული და მოვიღებთ მას შინა უხუად წყალობასა და კურთხევასა;
გიხაროდენ, რამეთუ ადიდა ღმერთმან წმიდაჲ ჴსენებაჲ თქუენი და უფროჲსღა ლუსკუმაჲ პატიოსანთა ძუალთა თქუენთაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ სიმდიდრედ სულიერად და საუნჯედ საღმრთოდ გჳვის წმიდაჲ ლუსკუმაჲ თქუენი და სარწმუნოებით მოლტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მივემთხვევით სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა;
გიხაროდენ, რამეთუ ძუალნი თქუენნი შიშველნი მეფეთა და მღდელთმთავართა მიერ დიდ-პატიოსნად პატივ-იცემების;
გიხაროდენ, შემწენო განუყოფელნო და უძლეველნო, რამეთუ ნაწილთა თქუენთა შემხებელნი სულითა და ჴორცით განვმრთელდებით;
გიხაროდენ, რამეთუ აღვიძრვით ყოველნი მორწმუნენი მიმთხვევად ლარნაკსა ნაწილთა თქუენთასა და აღმოვივსებთ მადლსა და ნიშთა კურნებასა;
გიხაროდენ, დიდნო საკჳრველთმოქმედნო, რამეთუ ნიშთა და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა აღასრულებთ და ღელვა-გუემულთა მიანიჭებთ ჴსნასა და ცხორებასა;
გიხაროდენ, რამეთუ სამარტჳლოჲ ძუალთა თქუენთაჲ სურნელ-ჰყოფს ყოველთა მგალობელთა თქუენთა;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ჵ, ბრძოლათა შინა უძლეველნო მჴედარნო ბრწყინვალენო და ჭირთა შინა ურცხვენელნო ჴელის აღმპყრობელნო, ღმერთშემოსილნო, დავით და კონსტანტინე, ყოვლად ქებულნო მოწამენო! მჴედრობაჲ ქუეყნიერი სცვალეთ მჴედრობისა მიმართ ზეციერისა, და აწ უჴორცოთა წესთა თანა მარადის იხარებთ ცათა შინა, რომელთა თანა ევედრენით ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, შეგჳწყალნეს და გჳჴსნნეს ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა, რაჲთა განვერნეთ მწარეთა სატანჯველთა მათ საუკუნეთა და მარადის თქუენ თანა უგალობდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი1
ერთობაჲ ძმობისაჲ სრულ-ყვენით ქრისტჱსთჳს თავის შეწირვითა, და აღმაღლდით რაჲ ზეცას, სწორსა პატივსა და დიდებასა ღირს იქმენით და მეუფისაგან ყოველთასა მიიღეთ გჳრგჳნი დიდებისაჲ და აღთქმული იგი მადლი კურნებისაჲ და ჭირთაგან ჴსნისაჲ, და ჰკურნებთ, რომელნი მარადის გადიდებენ თქუენ, და იჴსნით განსაცდელთაგან შემსხმელთა თქუენთა:
გიხაროდენ, ჭეშმარიტნო აღმსაარებელნო მართლისა სარწმუნოებისანო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოჲსა უღლისანო;
გიხაროდენ, მახჳლნო ორლესულნო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისანო;
გიხაროდენ, გოდოლნო შეუძრველო სიმჴნისანო;
გიხაროდენ, მაგალითნო საღმრთოჲსა მჴედრობისანო;
გიხაროდენ, სიქადულნო გუარ-ნათესავობისა თქუენისანო;
გიხაროდენ, ძლიერნო შურისმგებელნო ქართლოსიანთა მტერისანო;
გიხაროდენ, მსხუერპლნო და საკუერთხნო, საჩინონო ქრისტჱს ღმრთისანო;
გიხაროდენ, დიდებანო და ძლიერებანო მამულისა ჩუენისანო;
გიხაროდენ, ხატნო წინაპართა ჩუენთა ძლევამოსილებისანო;
გიხაროდენ, მტკიცენო ზღუდენო ივერთა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
საგალობელ არს ყოვლად-წმიდაჲ ღუაწლი თქუენი და სახელნი თქუენნი დიდ საქებელ, მჴედარნო ბრწყინვალენო, და მარტჳლნო საკჳრველნო, ამისთჳსცა ქებით შეგამკობთ და გევედრებით, მიითუალეთ მცირე ესე საგალობელი ჩუენი და ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა გჳჴსენით ქებით შემსხმელნი თქუენნი: გიხაროდენ, დავით კონსტანტინეს თანა ბრძენნო, ახოვნად მოთმინენო, მჴნენო მოწამენო!
ჵ, კეთილადმძლენო მოწამენო ქრისტჱსნო, ახოვნად მოთმინენო, დავით, მჴედარო უგამოცდილესო და კონსტანტინე, ჭაბუკო ყოვლად ბრძენო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, არგუეთისა ბრწყინვალენო მთავარნო!
ჵ, ბრწყინვალენო და დიდნო სამკაულნო მოწამეთანო, დავით - უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, და კონსტანტინე - მტკიცეო ვნებათა შინა გონებითა! აღმაღლდით რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა თქუენისა, მოჰმადლეთ ყოვლად ქებულნი ნაწილნი თქუენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა და თაყუანის-ვსცემთ მათ და გევედრებით: მოგჳჴსენეთ წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა თქუენისაჲთა დაშრიტეთ საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული „საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ“ და დაგჳფარეთ მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაჲ“, რაჲთა არა ჰსთქუან უღმრთოთა და წარმართთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. გუექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ქრისტჱს მიმართ, რაჲთა დაგვიცვნეს მტერისა საფრჴისაგან და ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგვცეს ჩუენ სარწმუნოჲ და გონიერი კაცი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რომელიცა ძალითა ჯუარისაჲთა აღადგენს მამულისა ჩუენისა ერთობასა, დარღვეულსა, და ვითარცა ძუელ ოდესმე, აღამაღლებს ღირსებასა და ძლიერებასა ღმრთისმშობლის წილხვდომილისა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა. განაძლიერეთ მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტჱსმოყუარენი მჴედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჵ, მოწამეთა და მოღუაწეთა შუენიერებანო, ჩუენო საწურთელნო და ბრწყინვალებანო, მეუფისა მრავალნაყოფიერნო ნამუშაკევნო, დავით დიდო მნათობო სოფლისაო და კონსტანტინე ჭურო სიმჴნისაო! ვითარცა გაქუთ ძლიერებაჲ ღმრთივმონიჭებული, იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და თქუენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი