მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა მოწამისა ბონიფანტესი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

კონდაკი 1


არავინ არს რომელი გხადოდეს თქუენ ჭირთა შინა და არაი ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაი, ქრისტეის მხედარნო, უძლეველნო, ამისთვის შემოკრებულნი ესე ვაქებთ დამბადებელსა, რომელმანცა მოგცნათ მადლნი ეგე ვითარნი, და გიხა-როდენსა მოგიძღუანებთ, შემწენო ჩუენნო: გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!



კონდაკი 1


სიკუდილითა მოწამეობრივითა საუკუნოსა სიკუდილსა განრიდებულო და ნათელსა საუკუნოისასა დამკვიდრებულო, რჩეულო მხედრო ქრისტეეისო, მიითუალე აწ ლოცვაი ჩუენი, სარწმუნოებითა შენდამი შეწირული და ყოვლისაგან ბოროტად სიყუარულისა და სურვილისა მავნებელისა დაიცევ მაქებელნი შენნი: გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



იკოსი 1


ნათლისა ანგელოზმან, მოწამეობისა შენისა ცეცხლისა, ცვარითა მადლისაითა დამშრეტელმან, დაგიცვა შენ, ქრისტეისთვის ტანჯვათა დამთმენელო ბონიფანტე, რამეთუ მოიძულე ცოდვის მოყუარისა კაცისა სიხარული და შეიყუარე ჭეშმარიტი, წმიდაი და მაცოცხლებელი სიხარული მოღუაწებისა, რომლისათვისცა ვიქადით მორწმუნენი და შევკრბებით შეწირვად საღმრთოისა ამის ქებისა:


გიხაროდენ, გულმოწყალებითა შენითა ფრიად განთქმულო;

გიხაროდენ, სიკეთითა და სიქუელითა გამორჩეულო;

გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;

გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულო;

გიხაროდენ, გუემითა დაბძარვისაითა და ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულო;

გიხაროდენ, გვირგვინითა დიდებისაითა განბრწყინებულო;

გიხაროდენ, სანთელო წმიდაო, წინაშე ღმრთისა აღნთებულო;

გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილო;

გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოითა ცეცხლებრ შვიდ-წილად აღგზებულო;

გიხაროდენ, ღუაწლითა წამებისაითა ცად აღწევნულო;

გიხაროდენ, უსხეულოთა გუნდსა თანა ამაღლებულო;

გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 2


ახოვნებისა და შუენიერებისა შენისათვის სიყუარულითა ცოდვისაითა გეტრფიალა ქალბატონი შენი აღლაიდა, ხოლო შენ, შთაფლული ამაოებასა შინა ამა სოფლისასა, სიმთრვალემან უძვირესსა ცოდვასა შინა შთაგაგდო და შეგაცდუნა სიძვითა შუენიერებამან მისმან, არამედ ღმერთმან მადლითა თვისითა შეგაგონათ და განგიღოთ კარი სარწმუნოებისა, ამისთვისცა მგალობელთა შენთათვის ნუ დაიდუმებ ოხად წინაშე ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 2


გამოუთქმელი ძალაი ღმრთის მოწყალებისაი განცხადნა შენზედა, მხნეო ბონიფანტე, რამეთუ ცხორებისა შენისა საკვირველი თხრობაი ნათლად განგვიცხადებს, ვითარ დიდნი ცოდვილნი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა მიიღებენ ცოდვათა მიტევებასა, ოდეს ჭეშმარიტსა სინანულსა მიართუმევენ, და საუკუნოითა შუებითა აღვსებულნი იხარებენ ზეცისა სასუფეველსა, რომლისათვისცა მოგიძღუნით ხმასა ამას საღმრთოისა ქებისასა:


გიხაროდენ, განმაცხოველებელო განრღვეულისა სულისაო;

გიხაროდენ, დამამხობელო საცთურისა ზღუდისაო;

გიხაროდენ, სრულად მომძულებელო უწმინდურისა ცხორებისაო;

გიხაროდენ, შემმუსრველო გულისა ამპარტავნებისაო;

გიხაროდენ, საცნაურად დამცველო საღმრთოისა სჯულისაო;

გიხაროდენ, ქადაგო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, შეურყეველო სუეტო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;

გიხაროდენ, მახვილო მომკუეთელო კერპთმსახურებისა ღუარძლისაო;

გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, უახოვნესო მხედარო მაღლისა მის მეუფისაო;

გიხაროდენ, წყაროო ნუგეშისა და სიხარულისაო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 3


ეუწყა რაი აღლაიდას, რამეთუ ურიცხვი ერი დეოკლეტიანეს მიერ ქრისტესთვის აღიხოცებოდა, აღენთო გულსა შინა მისსა სინანული და ერიდებოდა ცოდვასა, გარნა ვერა წარსწყმედდა გულსა შინა თვისსა სიყუარულსა შენსა და განიზრახავდა წმიდათა მოწამეთა თვისსა მამულსა დაკრძალვასა და მით სულიერითა საჭურველითა აღჭურვასა, რაითა შეწევნითა მათითა განშორებოდა თვისსა ცოდვასა, ამისთვისცა მწუხარებითა დამძიმებული შეაერთებდა ცრემლსა ლოცვასა თანა: ალილუია.



იკოსი 3


ოდეს გეტყოდა აღლაიდა: „ვუწყით, რამეთუ სულიერად მოკლებულ ვართ მადლისაგან საღმრთოისა, გარნა, ვითარცა გვსმენია, მოწამეთა დაცვისა და მეოხებისა კადნიერებაი აქუთ წინაშე ღმრთისა, და წმიდანი ნაწილნი მათნი მიანიჭებს მადლსა და ღმრთისა წყალობასა“, სიტყუამან მისმან სული შენი განაღვიძა, და უთხარ თავსა თვისსა: „რაოდენი მადლი და ნიჭი ღმრთისაი გააუქმე შენ, ჰოი, ბონიფანტე, ცოდვითა და სიმთრვალითა“, რომლისათვისცა ქებით შეგამკობთ, სანატრელო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა:


გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;

გიხაროდენ, უმჯობესისა უდარესისაგან და კეთილისა ბოროტისაგან განმრჩეველო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო;

გიხაროდენ, ცოდვისა უარისმყოფელო და ცხორებისა წესისა გამომცვლელო;

გიხაროდენ, ძუელისა მის კაცისა განმძარცველო და ახლისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, საბრალოისა და შეწუხებულისა განმკითხველო;

გიხაროდენ, შეურყეველითა მხნეობითა ყოველთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, დახსნილისა და დაცემულისა ბუნებისა ჩუენისა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, სიღრმეთაგან დაღუპვისაითა სასოწარკვეთილთა აღმომტაცებელო;

გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა აღვირ-აღმსხმელო;

გიხაროდენ, კეთილსა საქმეთა შედგომილთა შემყუარებელო;

გიხაროდენ, ფერხთა ჩემთა სლვად ყოველსა მზაკუვარსა გზასა ზედა შემაფერხებელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 4


წმიდათა ნაწილთა თაყუანისცემისა მქადაგებლად გამოჩნდა ნეტარი აღლაიდა, რაჟამს წარგგზავნიდა აღმოსავლეთს მოპოვებისათვის ქრისტეისთვის ვნებულთა მოწამეთა ნეშტთა, რომელთაგან მადლი აღმოედინებოდა უხვად და საუკუნოი ხსნაი მიენიჭებოდა ყველას, ცოდვათაგან განშორებულთა და გალობითა ამბორისმყოფელთა: ალილუია.



იკოსი 4


მაშინ მოგეახლა შენ მადლი იგი განმაცხოველებელი მაცხოვრისაი და იწინაისწარმეტყუელე აღსასრული ცხორებისა შენისაი: „ჩემო ქალბატონო, უკუეთუ ნეშტსა ჩემსა მოგიტანენ, ნაცვლად ქრისტეს მოწამეთა ნაწილთა, მიიღებ პატივითა დიდითა?“, - მიუგე აღლაიდას და მტკიცედ რქვი გულსა შინა თვისსა: „კმა არს მონებაი ცოდვისაი“, სრულიად განეშორე ცოდვასა და შეუდეგ ქრისტესა, რომლისათვის კადნიერ ვიქმნებით გალობად შენდა:


გიხაროდენ, არარად შემრაცხველო დროებითისა შუენიერებისაო;

გიხაროდენ, მომძულებელო მთრვალობისა და მრუშობისაო;

გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო მამაცობისაო;

გიხაროდენ, გოდოლო შეუძრველო სიმხნისაო;

გიხაროდენ, შემაგონებელო მღვიძარედ და ფხიზლად ცხორებისაო;

გიხაროდენ, ცოდვისა ზღუასა შინა დანთქმულთათვის ნავთსაყუდელო ხსნისაო;

გიხაროდენ, სალხინებელო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, ცეცხლო, დამწველო გულსა შინა ჩუენსა ყოვლისა ღუარძლისა და კუროსთავისაო;

გიხაროდენ, რტოო ჭეშმარიტისა ვენახისაო;

გიხაროდენ, ნათელო მორწმუნეთაო და მნათობო სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, შუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 5


საკვირველსა მოქცევასა შენსა ვერცაღა ერწმუნა აღლაიდა და გულისწყრომითა გრქუა: „არა არს აწ ჟამი თავისა შექცევისაი, არამედ მოწიწებისაი, რამეთუ ნაწილნი მოწამეთანი აღმოადინებენ კურნებასა სულთა და ხორცთასა, გარნა ღმერთმან წარგიმძღუაროს ანგელოზი თვისი წინაშე შენსა და კეთილად წარგიმართოს ფერხნი შენნი გულმოწყალებითა თვისითა“, მაშინ დამწუ-ხრდი შენ, ბონიფანტე, და იწყე ყუედრებაი და მოძაგებაი თავისა თვისისა, და წარხვედ, რაითა აღასრულო წადილი მისი გულითადი და ცრემლითა სინანულისაითა უგალობდი სამებასა წმიდასა: ალილუია.



იკოსი 5


გუესმა რაი სახარებისა იგავი, თუ ვითარ უძღები იგი ძეი წარვიდა მამისა მიმართ და რქვა: „მამაო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“, ეგრეთვე მსგა-ვსად უძღებისა ძისა განაღვიძე გულსა შინა შენსა მონანება, და მიაღწიე რაი ქალაქსა ტარსუს, მსწრაფლ იწყე მოძიებაი წმიდათა მოწამეთა, და რაჟამს იხილე, თუ ვითარ არა უზორეს კერპთა უსულოთა და ცეცხლისა მიერ და მახვილისა მიეცნეს სატანჯველსა, ამბორს-უყოფდი და მოწიწებითა მსახურებდი ჭეშმარიტების შემყურებელთა, რომლისათვისცა ქებით შევამკობთ ხსენებასა შენსა:


გიხაროდენ, წამებულთა ქრისტეისთა და აღმსარებელთა სჯულისა მისისაითა შემყუარებელო;

გიხაროდენ, ცოდვისა მომშლელო და მადლისა მომხვეჭელო;

გიხაროდენ, კაცის ღირსებისა წამხდენელისა სიმთრვალისა მომძაგებელო;

გიხაროდენ, კაცთა წესიერებად მომყვანებელო;

გიხაროდენ, მემთრვალეთა მოუნელებელისა წყურვილისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ბოროტთა ჩუეულებათა დამონებულთა მსწრაფლ გამომხსნელო

გიხაროდენ, გემოთმოყუარეობითა ცთუნებულთა გულისხმისმყოფელო;

გიხაროდენ, ისრითა ცოდვისაითა მოწყლულთა სულთა ლოცვითა შენითა განმკურვნელო;

გიხაროდენ, სასუმელითა და წამლითა ცნობამიღებულთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, უსაწყლესთა და დაჩაგრულთა შვილთა მათთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, მრავალთა დარღვეულთა ოჯახთა კუალად აღმადგინებელო;

გიხაროდენ, კეთილთა ზრახვათა ჩუენთა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 6


გული გითქმიდა შენ, ახოვანო, ვითარცა წმიდათა მოწამეთა სულნი მათნი წარუდგინეს ღმერთსა სასტიკითა ტანჯვითა, ეგრეთვე შენცა მიბაძვითა მათითა გსუროდა დამტკიცებაი ღმრთისა სიყუარულისა, და გკითხვიდეს რაი კერპთმსახურნი, თუ ვინაი იყავ, არა შეშინდი განმზადებულთა მათ სატანჯველთაგან, და კადნიერად მიუგებდი ხმითა მაღლითა: „მე ქრისტეანე ვარ“, და ვითარცა ესმნეს სიტყუანი შენნი მსაჯულსა, გაიძულებდეს მსახურებასა კერპთასა, ხოლო შენ ცრუ-ღმერთთა თაყუანისმცემელთა უმეცრებაი ამხილე და აქებდი საუკუნოსა და უკუდავსა მეუფესა, ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 6


რაჟამს უსჯულოთა მათ სატანჯველნი მრავალფერნი განგიმზადეს, ღელვამან ვერ შეაშფოთა სული შენი, არამედ აღაპყრენ ხელნი შენნი ზეცად და ილოცე: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე სახელისა შენისათვის წამებასა“, და ცხადად აჩუენე, თუ რაი ძალაი აქუს აღსარებასა ქრისტეის-სა, და ვითარ გამოსცვლის და განაბრწყინებს იგი ბუნებასა კაცთასა, ამისთვისცა შევსწირავთ შენდა გალობასა:


გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო და სიმართლისა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, საღმრთოითა ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, ღრმად დაძინებულისა და დადუმებულისა სვინდისისა ჩუენისა განმაღვიძებელო;

გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, სულიერისა სიბრმავისა განმკურვნელო;

გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებათა განმდევნელო;

გიხაროდენ, დაბნელებულისა გონებისა ჩუენისა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, სუსტისა და შერყეულისა ნებისა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, სიხარბითა ღვინის მსმელთა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ყოვლითა ამაოითა საქმითა და სურვილითა წარტაცებულთა გულისხმისმყოფელო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა განსაცდელისა და შეჭირვებისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ცოდვისა შეგინებისაგან მიმძლავრებულთა დამხსნელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 7


მაშინ უბრძანეს მტარვალთა დამოკიდებაი შენი ძელსა ზედა და შოლტითა ცემაი, ხოლო შენ წადიერად დაითმინე ყოველივე სიმწარეი სატანჯველთა, და არა მოუდრიკე მუხლნი კერპთა ყრუთა, არამედ აჩუენე მოციქულებრივი მოშურნეობაი, მხნეო ბონიფანტე, და უგალობდი ღუაწლისდამდებელსა შენსა: ალილუია.



იკოსი 7


განრთხმულმან და ხორცთა წყლულებითა განკაფულმან, აღიხილენ ზეცად და ხმა-ყავ: „მეუფეო, ყოვლად ძლიერო, მომანიჭე მე სარწმუნოებაი შეურყეველი შენდა მომართ და დაიცევ სული ჩემი ღონეთაგან ეშმაკისაითა“, მაშინ მოვიდა შენდა შეწევნაი საღმრთოი და განგკურნა ყოველთაგან სატანჯველთა, ხოლო რომელთა არა იციან საქმენი ესე საკვირველნი მიუთხრობთ ქებულებათა შენთა:


გიხაროდენ, ბნელისა სამოსელისა განმძარცველო და სანატრელის სულიერისა შესამოსელისა შემმოსველო;

გიხაროდენ, ხორცთა წყლვად მიმცემელო და ტანჯვასა შინა მოციქულებრივ მქადაგებელო;

გიხაროდენ, სხეულსა შინა შენსა მყოფისა დაძუელებულისა ცოდვისა მომაუძლურებელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა სისხლითა მომღუაწებელო;

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;

გიხაროდენ, ზეცისა იერუსალეიმისათვის ტანჯვათა დამთმენელო;

გიხაროდენ, მძლავრთა ღუარძნილებისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ორგულთა და უნანელთა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ბოროტისა ეშმაკისაგან და ყოველთაგან უკეთურებათა მისთა დამხსნელო;

გიხაროდენ, ყოვლისა უსამართლობისა და სიცრუისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, მწუხარებისა სახუმილისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 8


რომელმან ბძარვაი და ფრჩხილთა განბასრავაი, ვითარცა რაი სხვისა ხორცითა, ახოვნად დაითმინე, და მარტვილობისა მის შენისა კადნიერებითა კერპთა უღმრთოებაი და მზაკუართა მძლავრებაი უძლურად გამოაჩინე, აწცა გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული დაამშვიდე და კეთილთა საქმეთა მოქმედებითა, კეთილ-სულნელად ქრისტეისა გამომაჩინე მე, რაითა სრული ყოვლითა კეთილითა გიგალობდე და გნატრიდე: ალილუია.



იკოსი 8


მაშინ უფროის აღბორგდეს მძლავრნი და მხურვალე კალაი შთაგთხინეს პირსა შენსა, გარნა არა შეიწვა ასონი შენნი შინაგანი ჰოი, მრავალმოღუაწეო ბონიფანტე, და ეგე უვნებელად, და რაჟამს შთაგაგდეს ქუაბსა შინა, აღდუღებულითა ფისითა აღსავსესა, გარდმოდინდა და აალდა, და ესრეთ დაწვა და დაადნო მტარვალნი, ვითარცა ცვილი წინაშე ცეცხლსა, ხოლო შენ მსგავსად ყრმათა მათ არა განილიენ, არამედ ზეგარდამო ანგელოზისა მიერ შეიცურიენ, და მადლსა და დიდებასა შესწირევდი ქრისტესა ღმერთსა, რომელსაცა ევედრე, აწ ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა და სურვილით მგალობელთა:


გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა ამღებელო და კერპთმსახურთა ძირს დამკვეთელო;

გიხაროდენ, ტანჯვათა და გუემათა ფიცხელთა საღმრთოითა ტრფიალებითა დამთმენელო;

გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამხობელო;

გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, უკეთურებასა შინა შთაფლულთათვის ნუგეშისა და ხსნისა მიმმადლებელო;

გიხაროდენ, სულ-მოკლეთა და მოუთმენელთათვის მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, სოფლისა და ცოდვის მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, უგუნურთა და ცოდვას დამონებულთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ყოველთა მხურვალედ მვედრებელთა შენთა მაცხოვნებელო;

გიხაროდენ, უნაყოფოისა და უძრავისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკვითა მტერისაითა წარწყმედულთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, ცოდვილისა მიდრეკილებისაგან დამხსნელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 9


რაჟამს დაელინეს ღონენი იგი სატანჯველთანი უღმრთოთა მათ, რამეთუ ვერარაი გავნეს წმიდასა მას, სირცხვილეულ იქმნეს ძალმოკლებულნი, და უბრძანეს მეხრმლეთა, რაითა მოგკლან მხედარი ქრისტესი, არამედ მოკვეთეს რაი წმიდაი თავი შენი, ჰოი საკვირველი, ჭრილობიდან გარდმოდინდა სისხლი და რძეი, ხოლო სასწაულითა ამით ახოვან-ქმნილი ურიცხვი ერი ქრისტესა აღიარე-ბდა და ძალსა მისსა უძლეველსა მხურვალედ ადიდებდა: ალილუია.



იკოსი 9


ტანჯვათა მოთმინებითა ბოროტი სიმაღლეი უღმრთოთაი ქუეყანად დააკუეთე და შემდგომად სიკუდილისაცა სიმთრვალისა ვნებითა მოწყლულთა კურნებისაი და ცუდთა ჩუეულებათა ოტებისაი მადლი ზეცით მიიღე, აწცა გულსა შინა მათსა, რომელნი შეპყრობილ არიან ბიწიერებითა სულთა განმხრწნელთა ვნებათაითა, შიში და მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი დანერგე, რაითა სიმართლითა ვიდოდეს გზასა უფლისასა და დაუცხრომელად გაქებდეს:


გიხაროდენ, ქრისტეს ვნებათა მობაძავო და სიკუდილისა ნებსით თავსმდებელო;

გიხაროდენ, სიბრძნითა სულისაითა მძაფრთა სატანჯველთა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტეისთვის სისხლისა დამთხეველო;

გიხაროდენ, სისხლთა შენთა მდინარითა საცთურისა ღუარძლისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაითა დამხსნელო;

გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;

გიხაროდენ, აღვირ-უსხმელთა და ნაყროვანთა დამაოკებელო;

გიხაროდენ, გამოუცდელთა და უჰასაკოთა ჭაბუკთა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;

გიხაროდენ, დედის მაგინებელთა და განდრეკილთა ზარგანმხდელო;

გიხაროდენ, ცრუთა და პირის გამტეხთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ნაანგარევთა შემკრებთა და ვერცხლისმოყუარებასა დამონებულთა მამხილებელო;

გიხაროდენ, მრავალთა ჭეშმარიტ სარწმუნოებასა ზედა მომაქცეველო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 10


რაჟამს აღიხუნეს მრავალვნებული ნეშტი შენი მოყუსთა შენთა და რომს წარიღეს, მაშინ ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ნეტარსა აღლაიდას და ახარა: აჰა, მიიღე ყოფილი ყმაი შენი, ხოლო აწ ძმაი ჩუენი სულიერი და თანამოსაგრეი, და კეთილად განუსვენე, რამეთუ აწ ცათა შინა ყოველთა დამბადებელსა ჩუენთანა უღაღადებს: ალილუია.



იკოსი 10


ოდეს მიართუეს წმიდაი ნეშტი შენი აღლაიდას, წინა მიეგება ლიტანიობითა და გალობითა, და ეძიებდა შენგან დაცვასა და მოწყალებასა, და მიერითგან მდიდრად აღმოადინებდი კურნებათა ყოვლად საკვირველთა და აღუსრულებდი კეთილთა თხოვათა, ხოლო მხედველნი მადლისანი, რომელი აღმოეცენებოდა წმიდათაგან ნაწილთა შენთა, წლითი-წლად აღასრულებდენ დღესა წამებისა შენისასა და შეგასხამდენ ქებასა:


გიხაროდენ, ფიცხელთა გულთა დამალბობელო და ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;

გიხაროდენ, ბილწად მომღერალთა და ბოროტად მროკავთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, სიმთრვალითა და სიმაძღრითა წარტაცებულთა მამხილებელო;

გიხაროდენ, სულთა ცოდვისა და ხორცთა სნეულებისა აღმხოცველო;

გიხაროდენ, ყოვლისა ცოდვისა ფესვითურთ აღმომფხურელო;

გიხაროდენ, ბოროტთა და მავნებელთა ჩუეულებათა აღმკვეთელო;

გიხაროდენ, ფრიად დაგლახაკებულთა და პირუტყვებრ წარხდენილთა სასწაულებრივ აღმადგინებელო;

გიხაროდენ, წარმწყმედელისა ხრწნილებისგან აღმომწოდებელო;

გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;

გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;

გიხაროდენ, ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა საეშმაკოისა და აღძრვისაგან ხორცთაისა გამომხსნელო;

გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძვირთა უხილავთა მტერთაისა დამფარველო და საუკუნოისა გეჰენიისაგან დამხსნელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 11


მაშინ სულითა აღიძრა ღუაწლითა დიდებული დედაკაცი და მამულსა შინა თვისსა აღაშენა მონასტერი შუენიერი, და ეკლესიასა შინა დაკრძალა კურნების მიმნიჭებელი ნეშტი შენნი, ხოლო თვით დადგა მუნ და ყოველთა ვნებათა ზესთა ექმნებოდა თაყუანისცემითა და გალობითა წინაშე წმიდათა ნაწილთა შენთაითა, ამისთვისცა შერაცხილ იქმნა დასთა თანა წმიდათასა და ხსენებაი თქუენი ერთობით იდიდება ქრისტეს ეკლესიისაგან: ალილუია.



იკოსი 11


შემწედ და მხსნელად გპოვეს შენ, მთხრებლსა შინა შთაცვინულთა, ბოროტისა მტერისა განზრახვითა, მოწამეო, ახოვანო სულითა, ამისთვისცა სიმთრვალისა სენითა ძლეულნი და ვნებითა შებილწულნი შენდა მოივლტიან მხურვალედ შეწე-ვნისა შენისა სასოებითა, რომელთა თანა მადლთა და ნიშთა შენთა სიმრავლისა და წყალობისა შენისა მოქენენი, აღმოვსთქუამთ გალობითა:


გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისა მასწავლელო;

გიხაროდენ, უშუერად მღერისა და მთრვალობისა მომძულებელო;

გიხაროდენ, ბანქოისა და სხუათა სულის განმრყვნელთა თამაშობათა მომძაგებელო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა და განრყვნილთა კაცთა მომაქცეველო;

გიხაროდენ, მხეცთაებრ განცოფებულთა კაცთა მომამდოვრებელო;

გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და დედ-მამის შეურაცხმყოფელთა მამხილებელო;

გიხაროდენ, თამბაქოთი და თრიაქითა გაბრუებულთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ღვინითა შებრუჟულთა და წამლითა ამღვრეულთა ფიცხელითა მხილებითა ზარდამცემო;

გიხაროდენ, ყოველთა შინაგანთა, უწმინდურთა გულის-თქმათა და ვნებათა აღვირ-მსხმელო;

გიხაროდენ, ბუნებასა შინა კაცისასა ცოდვის დამღუპველისა ქმედებისა შემაბრკოლებელო;

გიხაროდენ, კაცთა გონიერთა და ღმრთის მოშიშთა შემყუარებელო;

გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 12


ვითარცა გესლი გუელისაი მოსწამლავს და მოჰკლავს კაცსა, ეგრეცა საწამლავი ესე წამლად წოდებული და სიხარბითა ღვინის სმაი მოსწამლავს გულსა და სულსა კაცისასა, და მოჰკლავს სიყუარულსა ღმრთისა და მოყუასისასა, ამისთვისცა თავი გუელისაი შეჰმუსრე, რომელი განგმირავს მათ გესლითა ცოდვისაითა, რაითა მარხვისა მიერ შეიცნონ სიტკბოებაი თავშეკავებისაი და კეთილმსახურებითა ადიდებდენ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 12


ვინ აღმოსთქუას ურიცხუნი ვნებანი, რომელი წარმომდინარეობს, ვითარცა სიმთრვალისაგან, ეგრეცა მოწამლულისა ამის წყაროისაგან, რამეთუ განაშორებს საზეპუროსა ერსა ჩუენსა ყოველსა კეთილსა, ამისთვისცა გევედრებით, მოწამეო, განარინე მოყუასთა ჩუენთა ცნობისა მიმხდელნი და საზარელნი ესე ვნებანი, რაითა მოეგნენ გულისხმასა და ხმითა მადლობისაითა ჰნატრიდენ სიმხნეთა შენთა:


გიხაროდენ, მოწამეთა დასისა შუენებაო, რამეთუ სძლიე ხელმწიფებათა ბნელისათა და ზიარ გამოჩნდი ვნებათა საღმრთოთა;

გიხაროდენ, წინამძღუარო ყოველთა შეცდომილთაო, რამეთუ ისმინე წოდებაი ღრთისაი;

გიხაროდენ, საჭურველითა ჯუარისაითა შეზღუდვილო, რამეთუ განაქარვე მძვინვარებანი უღმრთოთანი;

გიხაროდენ, წინა-აღმდგომთა მიერ უძლეველო, რამეთუ მოიხვენ გვირგვინი უხრწნელებისანი;

გიხაროდენ, კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, რამეთუ შეიწირე, ვითარცა კრავი და მტერისა ძლიერებაი დაამხუე;

გიხაროდენ, შუენიერად შემკობილო, რამეთუ სისხლთა ეტლსა ზედა აღმხედრდი და ზეცისა სავანეთა მიმართ აღიწიენ;

გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაითა განმხნობილო, რამეთუ ღუაწლი წამებისაი მოითმინე და სამ-ძალი ძლევისაი შეიჭურვე;

გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფისა გამომღებელო, რამეთუ მადლი საღმრთოი ბრწყინვალედ შეიმოსე;

გიხაროდენ, სინანულისა ძლიერო საჭურველო, რომლისა მიერ ცოდვილნი ვცხონდებით;

გიხაროდენ, თანა მოსაგრეო ზეცისა მხედრობათაო, რამეთუ ბრწყინავს სახსენებელი შენი;

გიხაროდენ, ნუგეშო და სასოებაო დამწუხრებულთა დედათაო, რამეთუ მიჰმადლებ თხოვათა მათთა;

გიხაროდენ, სიხარულო ჭირვეულთაო და სასოო ყოველთა განწირულთაო, რამეთუ დაამშვიდებ და ჰკურნებ ბოროტითა სენითა შეპყრობილთა;

გიხაროდენ, ღუაწლი-სა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 13


ჰოი, მრავალ-ვნებულო და ყოვლად-ქებულო ბონიფანტე, მვედრებელთა შენთათვის ნუ დააცადებ მეოხებასა, რაითა არა შთავარდეს საბრხესა მტერისასა, რომელნიცა ძლეულ არიან სენითა დამღუპველითა სიმთრვალისაითა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, ვნებითა ამით შეპყრობილნი (სახელები) შეაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაითა განიღვიძოს გულსა შინა მათსა მღვიძარებამან, და დავითისაებრ სიმდაბლითა უგალობდეს ღმერთსა: ალილუია.


ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:



იკოსი 1


ნათლისა ანგელოზმან, მოწამეობისა შენისა ცეცხლისა, ცვარითა მადლისაითა დამშრეტელმან, დაგიცვა შენ, ქრისტეისთვის ტანჯვათა დამთმენელო ბონიფანტე, რამეთუ მოიძულე ცოდვის მოყუარისა კაცისა სიხარული და შეიყუარე ჭეშმარიტი, წმიდაი და მაცოცხლებელი სიხარული მოღუაწებისა, რომლისათვისცა ვიქადით მორწმუნენი და შევკრბებით შეწირვად საღმრთოისა ამის ქებისა:


გიხაროდენ, გულმოწყალებითა შენითა ფრიად განთქმულო;

გიხაროდენ, სიკეთითა და სიქუელითა გამორჩეულო;

გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;

გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულო;

გიხაროდენ, გუემითა დაბძარვისაითა და ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულო;

გიხაროდენ, გვირგვინითა დიდებისაითა განბრწყინებულო;

გიხაროდენ, სანთელო წმიდაო, წინაშე ღმრთისა აღნთებულო;

გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილო;

გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოითა ცეცხლებრ შვიდ-წილად აღგზებულო;

გიხაროდენ, ღუაწლითა წამებისაითა ცად აღწევნულო;

გიხაროდენ, უსხეულოთა გუნდსა თანა ამაღლებულო;

გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულო;

გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



კონდაკი 1


სიკუდილითა მოწამეობრივითა საუკუნოსა სიკუდილსა განრიდებულო და ნათელსა საუკუნოისასა დამკვიდრებულო, რჩეულო მხედრო ქრისტეეისო, მიითუალე აწ ლოცვაი ჩუენი, სარწმუნოებითა შენდამი შეწირული და ყოვლისაგან ბოროტად სიყუარულისა და სურვილისა მავნებელისა დაიცევ მაქებელნი შენნი: გიხაროდენ, ღუაწლისა-მძლეო ბონიფანტე, მოწამეო, გვირგვინოსანო და ყოვლად შუენიერო!



სავედრებელი ლოცვა


ჰოი, ყოვლად დიდებულო მოწამეო ბონიფანტე! ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და არა განაშოროს მოწყალებაი თვისი შვილთაგან თვისთა, არამედ მოგუცეს ძალი და მადლი კეთილად და ჯეროვნად ვემსახუროთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა.


ჰოი ღუაწლითშემოსილო, მხნეო მოწამეო ბონიფანტე! მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ნუ უგულებელს-ყოფ გალობასა მსწრაფლ შენდამი მოლტოლვილთასა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებითა და მემთრვალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და ვნებათა ბილწებითა წარტაცებულნი (სახელები) აღმოიტაცე სიღრმეთაგან დაღუპვისაითა, რაითა შეეხოს მათ განმაცხოველებელი მოქმედებაი სულისა წმიდისაი და ელტვოდეს გონებისა და ცნობის მიმხდელთა ჩუეულებათა. დაიფარე ბოროტისა ხრიკებისა და ყოვლისაგან მზაკუვარებისა მტერისაითა და დღისითა და ღამით დაიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისაითა. მიითუალე სულთქუმაი და ნაკადული ცრემლთაი დედათაი და დათაი, პატიოსანთა მეუღლეთაი, ქმართა ზედა თვისთა მგოდებელთაი და ყრმათა შეჭირვებულთაი, და ყოველთა წინაშე ხატისა შენისა მვედრებელთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთაი, რაითა ლოცვაი ჩუენი ლმობიერი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა, რომელი უბოძებს ყოველთა მვედრებელთა მისთა ხსნასა სულისა და ხორცისასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. ევედრე, ყოვლად ქებულო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.


ჰოი, ძლევით გვირგვინოსანო მოწამეო ბონიფანტე! ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი