ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
არავინ არს რომელი გხადოდეს თქუენ ჭირთა შინა და არაი ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაი, ქრისტეის მხედარნო, უძლეველნო, ამისთვის შემოკრებულნი ესე ვაქებთ დამბადებელსა, რომელმანცა მოგცნათ მადლნი ეგე ვითარნი, და გიხა-როდენსა მოგიძღუანებთ, შემწენო ჩუენნო: გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
უკეთუ სარწმუნოებითა მოხსენებულნი სახელნი თქუენნი საღმრთოითა ძლიე-რებითა სალმობათა ცხადად ჰკურნებენ, რომელნი ესე ქებით შეგასხამთ თქუენ, უფლისა მოწამენო, გვიხსენით სულიერთა და ხორციელთა სენთა და სალმობათაგან და ყოველთა ვნებათაგან განგუათავისუფლეთ, რაითა მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ მარადის მაქებელ ვიყვნეთ წმიდათა მოწამეთა და სიმხნეთა თქუენთა დაუცხრომელად ვაქებდეთ:
გიხაროდენ, საკაცობიოთა მოქმედებითა ურცხვინელნო;
გიხაროდენ, მხედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელნო;
გიხაროდენ, უმჯობესისა უდარესისაგან და კეთილისა ბოროტისაგან განმრჩეველნო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის მამულისა და ერთგულობისათვის ერისა თავისა განმწირველნო;
გიხაროდენ, მბრძოლისა ლაშქრისა მტერთა ზედა განმამაკაცებელნო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან ერისა ჩუენისა გამომხსნელნო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველნო;
გიხაროდენ, ძმათა შორის სიძულვილისა დამხსნელნო;
გიხაროდენ, თვისისა მამულისა და ჩუეულებათა დამვიწყებელთა შემრისხველნო;
გიხაროდენ, ქართველთა ერისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველნო;
გიხაროდენ, მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფთა მამულისა სიყუარულითა შემამტკიცებელნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
რაჟამს მცირემან შაჰ-აბასმან განიზრახა სამკვიდროისაგან სრულიად აღმოფხურაი ქართველთა ნათესავისაი და ურიცხვი თათარი დედაი-წულითურთ მათითა დაამკვიდრა კიდით-კიდედმდე კახეთისა, მაშინ დაღათუ არასადა იყო ღონეი ხსნისა და შეწევნისა, არამედ უფალმან მოსცნა განზრახვაი კეთილი ზაალ არაგვის ერისთავსა, ბრძოლად და შურის-ძიებად შაჰისა, და იდუმალ მოგიწოდათ ქსნის ერისთავთა, შალვასა და ელიზბარს და კახეთის სუფრაჯსა ბიძინა ჩოლოყაშვილსა, ხოლო თქუენ მსწრაფლ აღჭურნეთ მამაცნი ერნი და ხმობდით ძლევისა გალობასა: ალილუია.
ერთითა პირითა და ერთითა გულითა ზრახვიდით, მოყუარენო კეთილნო და კაცნო შუენიერნო, და იყუენით რაი გამოცდილ მხედრობითსა შინა წყობასა, შემოიმტკიცნეთ თუშნი და მთიულნი და ღამესა ერთსა ბნელსა და უმთვაროსა, იდუმალ დაესხით ბახტრიონს მდგომსა ურიცხუსა მას სპასა შაჰისასა, და აღსწყვიდნეთ ყოველნი მახვილითა ერთისაცა განურინებლად, რომლისათვისცა ვნატრით წინა-განწყობასა და ძლევაშემოსილებასა თქუენსა სპარსთა ზედა და ძალისაებრ ჩუენისა შეგითხზავთ ქებასა:
გიხაროდენ, ერისა წინა-მძღუარნო ღმრთივმოცემულნო;
გიხაროდენ, ახოვნებითა და წყობათა შინა სიქველითა გამორჩულნო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოითა და მამაცებრითა სიმხნითა შეჭურვილნო;
გიხაროდენ, საჭურველითა ჯუარისაითა შეზღუდვილნო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მამულისა და მოყუასის სიყუარულითა ერთ-ზრახვად შეკრულნო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოქადულნო და უმხურვალესად ქრისტეისთვის თავ-დადებულნო;
გიხაროდენ, ღმრთისმშობლის წილ-ხუდომილისა ერის მხსნელად და მფარველად მოვლინებულნო;
გიხაროდენ, უმსჯავროდ უწყალოსა სიკუდილსა მიცემულნო;
გიხაროდენ, ქრისტეს კუალთა შედგომილებისათვის პირად-პირადითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილნო;
გიხაროდენ, სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირულნო;
>
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის თავდადებულთა მამა-პაპათასა შეერთებულნო;
გიხაროდენ, ძირ-ძუელთა ქართულთა მიწა-წყალთა მცველად და მეუნჯედ დადგინებულნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ყოვლისა სიბრძნითა განმგებელმან წინაისწარ უწყოდა რაი სიმტკიცეი გონებისა თქუენისაი და სიყუარული, რომელი გაქუნდათ მისა მიმართ, მოგცათ ესევითარი შეწევნაი მცირეთა მათ ქართველთა, რამეთუ ძლევაშემოსილი გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინა-უძღოდა მხედრობასა თქუენსა და დასცემდა უცხო თესლთა მათ და უკუნ-აქცევდა, რომლისათვისცა მადლი და დიდებაი აღავლინეთ ღმრთისადმი ცრემლთა დამთხეველთა: ალილუია.
შეწევნითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაითა და თანამბრძოლობითა მთავარ-მოწამისა გიორგისაითა ახოვნად ეკუეთნეთ ალავერდს მდგომთა განლაღებულთა ყიზილბაშთა, ურიცხვი მოსრეთ და აღუდგინეთ ძლევაი ქართველთა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა კადნიერებითა მდგომარეთა, ვითარცა მოწამეთა ითხოვეთ ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, და სიმტკიცეი მართლმადიდებელთა ქართველთა, რაითა სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაითა ერთ-ზრახვად შეკრულნი, მარადის გნატრიდეთ თქუენ, ჭეშმარიტად საქებელთა:
გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველნო და წინააღმდგომთა ძალთა დამცემელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად ურწმუნოთათვის ზარისა დამტეხელნო;
გიხაროდენ, ხმლისა ძლიერისა აღმღებელნო და სპარსთა აღლესულისა მახვილისა დამლეწველნო;
გიხაროდენ, ალავერდისა ტაძრისა შემაგინებელთა დამგმერელნო;
გიხაროდენ, წმიდა გიორგის ხატის შემმუსრველთა დამლახვრელნო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მამულისა და მოყუასის განუყოფელისა სიყუარულისა დამნერგველნო;
გიხაროდენ, საცთურისა სიმტკიცისა განმკაფველნო და მტერთა ძვირის-ზრახვისა განმდევნელნო;
გიხაროდენ, უღმრთოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა სულიერად განმამხნობელნო;
გიხაროდენ, ძნელისაგან ჭირისა და პყრობილებისაგან განმარინებელნო;
გიხაროდენ, უშჯულოთა მათ მძლავრთა მზაკუვარებისა უძლურად გამომაჩინებელნო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელნო;
გიხაროდენ, ძლევა-განმარჯუებისა ზეციდგან მომღებელნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ოდეს ძლევაშემოსილთა ერის-მძღუართა მტრისაგან მოიცალეთ, აღაშენეთ საყდარნი დარღვეულნი და შეამკვეთ და განაშუენეთ ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა, ხოლო ყოველი იგი ერი განბნეული დაეშენა თვისსავე ალაგთა ზედა, და მმადლობელნი თქუენნი, მოუკლებელად აღავლენდენ ღმრთისა მიმართ ლოცვასა და დიდებასა, ეგრეთვე აწ ოხაი ჩუენი შესწირეთ მხსნელისა მიმართ და გვითხოვეთ, განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და კუალად შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა, რაითა თვინიერ შებრკოლებისა მივეახლნეთ პატიოსანსა სამარხოსა თქუენსა და ღირსად ვნატრიდეთ სიმხნეთა თქუენთა: ალილუია.
აუწყეს რაი შაჰ-აბაზსა ჰამბავი ესე საკვირველი, გულისწყრომითა მრავლითა მიუმცნო მმართველსა კახეთისასა წახდენაი და სიკუდილი არაგვის ერისთავისა ზაალისა და წარგზავნაი თქუენნი წინაშე მისსა, მაშინ სურვილითა საღმრთოითა პატივი და დიდებაი დაუტევეთ და მსწრაფლ ეახლეთ მურთუზალ-ყული-ხანსა, ვინაიცა წარგგზავნათ სამნივე სპარსეთს, წინაშე უწყალოისა შაჰისასა, ხოლო საკვირველი და ახოვანი ქრისტეს მხედარი ზაალ ერისთავი მოკლეს ღალატითა, რომლისათვისცა გიგალობთ ერთობასა შეერთებულსა სულისა მიერ წმიდისა:
გიხაროდენ, სჯულისა მამულისა დამცველნო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეობისა დამმარხველნო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველნო;
გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამარისხებელნო;
გიხაროდენ, სულისა თქუენისა პირველად ქრისტეეისათვის და მერმე ძმათათვის დამდებელნო;
გიხაროდენ, ქართველთა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელნო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელნო და მტერთა დამგმერელნო;
გიხაროდენ, მსგავსად დავითისა უცხო-თესლთა დამცემელნო;
გიხაროდენ, მძლეობით ბარბაროსთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, სპარსთა აღვირ-აღმსხმელნო და მართლ-უკუნ-მქცეველნო;
გიხაროდენ, მაგინებელთა, მემრუშეთა და მპარავთა ზარდამცემნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა და მამულისაგან განდგომილთა შემრისხველნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
რაჟამს წარგადგინეს თქუენ წინაშე სამსჯავროსა მას შაჰისასა, აღგითქმიდეს მრავალსა კეთილსა და გაიძულებდეს დატევებად ქრისტეისა და მიქცევად მაჰმადისა, ხოლო თქუენ უშიშად ეტყოდით: „არა ვეძიებთ საბოძვართა თქუენთა, რამეთუ ჩუენ ზეცისა მეუფისა მონანი ვართ და საფასეთა მოუკლებელთა მისგა-ნვე მოველით“, ამისთვისცა ახოვანთა, ჯუარითა ჭურვილთა მხედართა ქრისტეისთა გაქებთ შემოკრებულნი ყოველნი: ალილუია.
მაშინ მოიხსენებდეს მძლავრნი სიმხნესა და სიკეთესა თქუენსა და გეტყოდეს, რაითა შეიწყალნოთ თავნი თვისნი და არა მიეცეთ უჟამოსა სიკუდილსა, ხოლო თქუენ შეუშფოთებელითა გონებითა მიუგებდით: „არა განვეყენებით ჩუენ სჯულსა ქრისტესსა და არცა ოდეს ვისმინოთ ცრუისა მის მოციქულისა თქუენისა“, და მარადის ლოცვითა შეზღუდვილთა დაამხუეთ საცთური იგი მზაკუვარისა, რომლისათვისცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეცით ძალი შემკობად ღუაწლისა თქუენისა:
გიხაროდენ, საკვირველნო და ჭეშმარიტად ახოვანნო მხედარნო ზეცათა მეუფისანო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელნო მძლავრთა მზაკუვარებისანო;
გიხაროდენ, შეუდრეკელნო ზღუდენო ქუეყანისა და სარწმუნოებისანო;
გიხაროდენ, გოდოლნო და შემწენო მართლმადიდებლობისანო;
გიხაროდენ, ოქროცურვილნო ლამპარნო ღმრთისმოსავობისანო;
გიხაროდენ, მაგალითნო საღმრთოისა მხედრობისანო და აღმძრველნო მამაცობისანო;
გიხაროდენ, ძლიერნო შურისმგებელნო ქართლოსიანთა მტერისანო;
გიხაროდენ, საჩინონო მნათობნო ივერთა ქუეყანისანო;
გიხაროდენ, მხსნელნო და მფარველნო კახეთისა მხარისანო;
გიხაროდენ, საქადულნო ძენო მამულისა ჩუენისანო;
გიხაროდენ, ხატნო ქართველთა ძლევამოსილებისანო;
გიხაროდენ, პატიოსანნო მარგალიტნო ზეციერისა და ქუეყნიერისა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
რაჟამს წარიკვეთეს უღმრთოთა მათ სასოებაი გარდაქცევისა თქუენისაი, შეგიპყრნეს სამნივე ეგე მხედარნი ქრისტეისნი და შეკრულსა გცემდეს და გათრევდეს უწყალოდ ქუეყანასა ზედა, და კუალად გაიძულებდეს, რაითა უარჰყოთ ქრისტე, გარნა თქუენ, ვითარცა რაი სხვისა ხორცითა, სასტიკთა გუემა-თა ახოვნად მოითმენდით და სამთა ყრმათა გალობასა კეთილშუენიერად ღაღადებდით: ალილუია.
მაშინ მუნ მყოფნი მსახურნი თქუენნი გევედრებოდენ, ნეტარნო, რაითა დაემორჩილოთ ბრძანებასა მათსა და იხსნათ თავნი თქუენნი ესოდენთა ძვირთაგან, ხოლო თქუენ ფიცხლად შერისხეთ და რქვით: „არა კმა არიან მაიძულებელად ჩუენდა მძლავრნი ესე უღმრთონი და მათ თანა მტერნი იგი უხილავნი მძვინვარედ მბრძოლნი ნათესავისა ჩუენისანი?“, რომლისათვისცა ღირს თქუენდა თქმად, მოწამენო, გალობანი ესე ძლევისანი:
გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა უქცეველად დამმარხველნო;
გიხაროდენ, სანთელნო, გონიერთა განმანათლებელნო და უგუნურთა დამწველნო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა მტერისაითა დამხსნელნო;
გიხაროდენ, ძალითა საღმრთოითა მრავალ-ფერთა ვნებათა დამთმენელნო;
გიხაროდენ, უშჯულოებისა სიმპლისა და სიმყრალისა განმწმედელნო;
გიხაროდენ, მხილებისა მახვილითა ეშმაკის მსახურთა განმგმერელნო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელნო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, ურჩ-ქმნილთა ყრმათა გულისხმისმყოფელნო და განმსწავლელნო;
გიხაროდენ, ტყვეთა განმათავისუფლებელნო და ობოლთა და ქვრივთა განმკითხველნო;
გიხაროდენ, ცოდვასა შინა საგონებელისა დღეკეთილობისა განმაქიქებელნო;
გიხაროდენ, ქართველთა ერისათვის კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ვერცა ლიქნამან და ვერცა ქადებამან, ვერა სადა შეჰსძრა, მხნენო, უძლეველი გონებაი თქუენი, არამედ მოყუასი მოყუასსა განამხნობდით, რაითა სიხარულითა შეიწყნაროთ თქუენ ზედა მოწევნული ყოველი სატანჯველი, და ცრემლით ილოცევდით და ღმერთსა ევედრებოდით, რაითა მოგივლინოს თქუენ შეწევნაი მისმიერი, და ყოვლადწმიდასა სამებასა სამწმიდაარსობისა გალობითა ადიდებდით: ალილუია.
მაშინ განკვირდა მძლავრი ახოვნებასა თქუენსა და ლიქნით გეტყოდათ მხნეთა მოწამეთა: „ნუ ჰყოფთ თავთა თქუენთა სახელოვანთა საცინელ მტერთა, ნუცა აღირჩევთ სიკუდილსა, ტკბილისა სიცოცხლისა წილ, არამედ უარ-ჰყავთ სჯული ქრისტესი და მიიღეთ ნიჭთა სიმრავლეი და სახმართა უხუებაი“, გარნა თქუენ არა დაამონეთ თავნი თვისნი უღირსსა დამონებასა და განზრახვისა თვისისაგან უქცეველ იყუენით, ამისთვის ნეტარ არს წმიდათა შორის ღუაწლი და ძლევაი თქუენი ესრეთ საქებელი:
გიხაროდენ, მუშაკნო საღმრთოისა სჯულისანო;
გიხაროდენ, მტკიცენო სუეტნო სარწმუნოებისანო;
გიხაროდენ, რჩეულნო ჭურნო სიწმიდისანო;
გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველნო გოდოლნო სიმხნისანო;
გიხაროდენ, ხატნო და ბეჭედნო მამულისა ყოფისანო;
გიხაროდენ, ფარნო, დამცველნო კეთილმსახურებისანო;
გიხაროდენ, მახვილნო ორლესულნო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისანო;
გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფისა გამომღებელნო ნერგნო სამოთხისანო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტეს ვენახისანო;
გიხაროდენ, დიდებანო და ძლიერებანო მამულისა ჩუენისანო;
გიხაროდენ, მეოხნო და განმაძლიერებელნო ივერთა ერისანო;
გიხაროდენ, ხმა-ტკბილნო ქნარნო და ორღანონო შუენიერნო ქართველთა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ესე ყოველი ესმა რაი უღმრთოთა მათ, განგაშიშვლეს და შეკრულნი ხელითა და ფერხითა სიცხესა შინა მზისასა დაგყარნეს, გარნა თქუენ, შიმშილისაგან და წყურილისაგან განკაფულნი და ბუზთა და ბზიკთა მიერ უწყალოდ დაკბენილნი ხორცთათვის არა იურვოდით, არამედ მომლოდნელნი გვირგვინთა და მოსა-გებელთა ძლევისათა, ქრისტესა, ღუაწლისდამდებელსა თქუენსა სურვილით უგალობდით: ალილუია.
პირველად მოგიხდენ მტარვალნი ორთა დიდებულთა ერისთავთა, და უწინარეს ეგულვათ თავთა თქუენთა წარკუეთაი, რაითა ამით ოდენ ზარი განხადონ ბიძინა ჩოლოყაშვილსა და შიშნეულ-ყონ მხნეი იგი სულითა და ახოვანი გონებითა, არამედ იგი განგამხნობდათ და გეტყოდათ: „არა რაი უტკბილეს არს ქრისტეისთვის სიკუდილისა“, და ბაგენი მისნი არა დასცხრებოდა დიდებისმეტყუე-ლებად ღმრთისა, ხოლო თქუენ პირველად შეჰვედრეთ მამული და მერმე სულნი თქუენნი ქრისტესა მეუფესა, და აწ კრებულსა თანა წმიდათასა განსცხრებით, და მეოხ-ხართ მგალობელთათვის თქუენთა:
გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაითა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველნო;
გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებანო და მძლავრთა დამცემელნო;
გიხაროდენ, ტანჯუათა სახუმილისა მოთმინებისა ცუარითა დამშრეტელნო;
გიხაროდენ, უცხო თესლთა საცთურისა კადნიერად დამამხობელნო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა და მზვაობართა დამამდაბლებელნო;
გიხაროდენ, მდაბალთა და უპოვარებისა მოყუარეთა ამამაღლებელნო;
გიხაროდენ, ძმათ-უყუარულთა და ანგარ-მომხვეჭელთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და დედ-მამის უპატივცემულოთა მამხილებელნო;
გიხაროდენ, ყოველთა მხურვალედ მვედრებელთა თქუენთა მაცხოვნებელნო;
გიხაროდენ, ღუაწლსა და მონაზვნებასა შინა მყოფთა მწყალობელნო;
გიხაროდენ, უცხოებასა და მწირობასა შინა მყოფთა ნუგეშინისმცემელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოსახელეთა მხედრობათა თანამბრძოლნო და მფარველნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
რაჟამს მტარვალთა მათ აღიმაღლნეს მარჯუენენი მათნი, რაითა ძლიერად უხეთქონ ქედთა თქუენთა, ვერ შეუძლეს აღხდომად, რამეთუ ახოვან და მაღალ იყუენით ჰასაკითა, მაშინ მახვილნი უხეთქეს წვივთა თქუენთა და მუხლთა ზედა დაგცეს ქუე, და ეგრე წარგკუეთნეს თავნი თვისნი ერისთავთა ბრწყინვალეთა, ხოლო თქუენ არა აღირჩიეთ წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყავით სახელი ქრისტესი, რომლისათვისცა იწამეთცა და დასდევით სული თქუენი მისთვის, ხოლო შვილნი ქართველთა ეკლესიისანი განკვირვებითა ხმა-ვჰყოფთ და ვიტყვით: ალილუია.
იხილეს რაი მძლავრთა მათ, რამეთუ შიშმან სიკუდილისამან ვერ მოდრიკა გული შენი, მოგასხეს ჩადრი საღმრთოსა მაგას მოწამესა, ვითარ იგი ქლამიდი მეწამული ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, მერმე მოიყუანეს ვირი და აღგსუეს მას ზედა, და მიმო-გატარებდეს უბანთა შორის და გაგინებდეს, ხოლო შენ კუალად ამხილებდი ხენეშსა სჯულსა მათსა და უფროის განაფიცხებდი, რამეთუ მოყუასთა შენთა თანა ისწრაფდი შესლვად ზეცისა იერუსალეიმსა, მხნეო ბიძინა, რომლისათვის ჯერისაებრ გიგალობთ და სურვილითა პატივს-ვჰსცემთ ხსენებასა შენსა:
გიხაროდენ, წამებისა შენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა ეკლესიისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა უმეტესად განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა და ხელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაითა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, საბრალოისა და შეწუხებულისა განმკითხველო;
გიხაროდენ, განრღვეულთა სულთა განმამრთელებელო;
გიხაროდენ, შეპყრობილთაგან ბოროტთა სულთა განმდევნელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა შემწეო და უღმრთოთა დამცემელო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა წყლულებისა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, პატივისმცემელთა შენთა მსწრაფლ-შუამდგომელო და უსამართლოისა განბოროტებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
მაშინ მოიღეს მახვილნი აღლესულნი მტანჯველთა მათ და იწყეს უწყალოდ ჭრად და კუეთად ასოთა და ნაწევართა მათ შენთა, მხნეო ბიძინა, პირველად მოგკუეთეს მარჯუენეი თითნი ხელთანი თითოეულად, და მერმე მარცხენეი, და განაპებდნენ რაი ხორცთა შენთა, სისხლი შენი უბრალოი, ვითარცა მსხუერპლი სულნელი შეიწირვოდის წინაშე ღმრთისა, ხოლო შენ სასტიკად განრთხმული ხორცთა დაბძარვასა და უწყალოდ განლევასა, მსგავსად იაკობ სპარსისა, ახოვნად დაითმენდი, და დაუდუმებელითა გონებითა განმაძლიერებელსა შენსა ადიდებდი: ალილუია.
მერმეცა მოგკუეთნეს ორნივე მკლავნი, ვიდრე იდაყუამდე და ორნივე წვივნი, ვიდრე მუხლამდე, და ორნივე ხელნი იდაყვიდან ვიდრე ბეჭამდე, და ესრეთღა უწყალოდ დაჭრილთა მათ ნაწილთა შენთა მიწასა ზედა ითრევდეს, და კუალად მოგკუეთნეს სხვილ ბარკალნი ორნივე და ჯერეთ ცოცხალ-ღა იყავ, მხნეო ბიძინა, რამეთუ თავი ოდენ გაქუნდა უვნებელად მრავალვნებულსა გუამსა შენსა და საზარელ იყო სახილველად, გარნა შენ დახსნასა ნასხამთასა დუმილით მოითმენდი და ნიშსა ლოცვისასა თუალითა აჩუენებდი, ამისთვის განვიცდით შენზედა მოწევნულთა ძვირთა და მჭმუნვარებათა და კადნიერ ვიქნებით გალობად შენდა:
გიხაროდენ, სარწმუნოებითა სამებისაითა მტერისა ხელმწიფებისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტესათვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, სისხლითა შენითა უღმრთოებისა ცეცხლისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ორგულთა და უნანელთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, გრძნებისმოქმედთა და მჩხიბავთა დამამხობელო;
გიხაროდენ, ქრისტეისთვის თავდადებულთა მწყალობელო და ქრისტეიმტყუართა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთვის ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დამაყენებელო;
გიხაროდენ, ვერაგისა მტერისა მიერ ცთუნებულთა ქართველთა კუალად მსახურებასა შინა მამულისასა ჩამაყენებელო;
გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა მამხილებელო და ბოროტისა კეთილად დამდებთა შემმუსრველო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ოდეს ქოჩრითა გათრევდეს უპატიოდ ქუეყანსა ზედა, ერთმა მტარვალთაგანმან შინაგან შთაგხედნა და იხილა რაი გული შენი, რამეთუ ჩუეულებისაებრ ჯერეთ იძრვოდა, განრისხებულმა სცა მახვილი წმიდასა გულსა შენსა, და ვითარცა ცხოვარი დაგკლა ლახუარითა, ხოლო სული შენი ყოვლადბრწყინვალეი, ზეცისა იერუსალეიმსა დაემკვიდრა, სადა მკვიდრ იყუნენ შალვა და ელიზბარ, ამისთვისცა იწამეს ქართველთა მთავარ-მოწამეობაი შენი, მხნეო ბიძინა, და აღმოსთქუეს საგალობელი ესე ქებისაი: ალილუია.
რაჟამს ხრმლითა განკაფულნი ასონი მარტვილთანი განყარნეს დაუფლველად, ღამესა მას მოეფინა ნათელი ბრწყინვალეი სამთავე მათ გუამთა ზედა, ყოველთა სახილველად, და რომელთა იხილეს, ადიდებდეს ღმერთსა, მაშინ წარიპარეს მუნ მყოფთა სომეხთა და დაკრძალნეს ეკლესიასა შინა თვისთა, და ნაწილნი იგი წმიდათანი ჰყოფდეს მრავალთა კურნებათა, ხოლო შემდგომად უკუე ჟამთა აღმოიღეს ურთიერთას აღრეულნი გუამნი მათნი ცოლმან და ძემან შალვასმან და დასხნეს ლუსკუმსა შინა ერთსა, იკორთას, ეკლესიასა შინა მთავარანგელოზთასა, რომლისათვისცა მიეგებნეს მარტვილთმოყუარენი ერნი და ჯუარშემოსილი კრებული გალობითა და ღაღადყვეს წადიერად:
გიხაროდენ, ქრისტეს ვნებათა მობაძავნო და სიკუდილისა ნებსით თავსმდებელნო;
გიხაროდენ, სულისა თქუენისა უშფოთველად ღმრთისადმი გარდამცემელნო;
გიხაროდენ, უმოწყალოისა სიკუდილისა მადლობითა მიმთვალველნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა წარუალისა ნათლისა მომღებელნო;
გიხაროდენ, მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომწოდებელნო;
გიხაროდენ, ტყუილისა და ცრუ-ფიცისა მომძულებელნო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა ღუაწლის უარისმყოფელთა და მედროვეთა მამხილებელნო;
გიხაროდენ, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, სიწმიდისა კრძალულებითა დამცველთა მაკურთხეველნო;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშვრალთა მწყალობელნო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მავალთა ნუგეშინისმცემელნო;
გიხაროდენ, ყოველთა ბოროტ ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა შემრისხველნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ვინაიცა ძლიერად იღუაწეთ და დაკლვითა და სისხლითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, აწ ოხაი ჩუენი შესწირეთ მხსნელისა მიმართ და გვითხოვეთ, რაითა არასადა ღირს იქმნენ კაცნი ცრუნი და ურწმუნონი, რომელნიცა ჰგმობენ ჭეშმარიტსა ღმერთსა და აქუთ თაყუანის-საცემელად და სალოცველად თვისად მამონაი, მთავრობად ერსა ჩუენსა ზედა და მიტაცებად მართლმადიდებელთა ქართველთა, არამედ განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყო-ფილნი ერის-მძღუარნი, რომელნიცა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათვის და დავითისებრ სიმდაბლითა უგალობდეს ღმერთსა: ალილუია.
ვითარცა მღვიძარე მწყემსად გამოუჩნდით ივერიელთა და ერისა ძილი სულიერი განაფრთხვეთ, ეგრეთვე აწ ისწრაფეთ განრინებად ჩუენდა განსაცდელთაგან და საქმეი, ხედვაი და სარწმუნოებაი კეთილად წარჰმართეთ, რაითა მამანი შვილთა თვისთა სამშობლოისა ქუეყანისა წარსულსა ასწავებდეს, ხოლო დედანი, ძუელთა დედათა მიბაძვითა, ნაშობთა თვისთა სჯულისა და მოყვასის სიყუარულითა განსწავლიდეს, რაითა ყოველნი სულითა და ჭეშმარიტებითა იესუს, მხსნელსა ჩუენსა ადიდებდეს და კურთხეულითა ენითა ქართულითა სიმხნეთა თქუენთა დაუცხრომელად აქებდეს:
გიხაროდენ, ერთობით მტვირთველნო მძვინვარისა მის განსაცდელისანო, რამეთუ შეაერთებს ძმობასა ღუაწლი წმიდაი და განაშუენებს გვირგვინნი ძლევისანი;
გიხაროდენ, ნათელნო მორწმუნეთანო და საჩინონო მნათობნო სარწმუნოებისანო, რამეთუ განაქარვეთ თქუენ ღამეი სპარსთა საცთურებისაი;
გიხაროდენ, მამულისათვის ჩუენისა უცხო-თესლთა ზედამოსლვისა ჟამსა მბრძოლნო უძლეველნო, რამეთუ მიიღეთ სასყიდელი იგი მუშაკობისაი;
გიხაროდენ, მხედრად ქრისტეისა განწესებულნო, რომელმანცა მოგცნათ თქუენ ესევითარი ძლევაი საკვირველი;
გიხაროდენ, ამპარტავანისა მის გუელისა შემმუსრველნო, რამეთუ ჯუარცმული ქრისტეი გაქუნდათ ზღუდედ და ძალად;
გიხაროდენ, მოწამეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებანო, რამეთუ სურვილითა ქრისტეისითა მხედრობაი ქუეყნიერი სცვალეთ უხრწნელსა ზედა მარგარიტსა;
გიხაროდენ, სულითა უძლეველნო ადამატნო, რამეთუ თმენანი საკვირველნი თქუენნი განაცვიფრებს გონებასა ჩუენსა;
გიხაროდენ, ჩუენი წარსულის წიაღითგან აღმოსრულნო, რამეთუ ქრისტეის მიმართ თავისა შეწირვითა მობაძავ იქმენით პირველთა მოწამეთა;
გიხაროდენ, კეთილ მონანო სახიერნო და სარწმუნონო, რამეთუ სრბაი კეთილად აღასრულეთ და მკვიდრ ხართ ნათელსა მას გამოუთქმელსა;
გიხაროდენ, ჩინებულთა შორის საჩინონო, რომელნი მოგმკეს უღმრთოთა სპარსთა, ვითარცა პირველ ბრწყინვალედ გვირგვინოსანი დედოფალი ქეთევან და ქართველთა საჩინოი მნათობი მეფეი ლუარსაბ;
გიხაროდენ, წინაპართა ჩუენთა სისხლით განპოხილთა მიწა-წყალთა მცველნო მიურულებელნო, რამეთუ სამარხოი თქუენი აღმოაცენებს მადლსა უშურველად და წმიდა-ჰყოფს ალაგთა მათ შიდა ქართლისათა;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მიერ მარადჟამს სახსენებელნო, რამეთუ დიდებული სახელი ქრისტეისი თქუენ მიერ ბრწყინვალედ იდიდების;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ჰოი, ღუაწლისა-მძლენო, მხნენო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ! შეიწირნეთ ვედრებანი და სულთქმანი გულითა შემუსრვილითა აწ მოძღუანებულნი თქუენდა და ნუცა-ღა მოიხსენებთ ძვირსა ჩუენსა, რამეთუ ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ, და არა ვჰყავთ, რაი იგი გუამცნო ჩუენ ღმერთმან, არამედ ვითარცა გაქუთ კადნიერებაი დიდი, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა და მტერისა საფრხისაგან, და ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს მგალობელთა თქუენთა: ალილუია.
ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:
უკეთუ სარწმუნოებითა მოხსენებულნი სახელნი თქუენნი საღმრთოითა ძლიე-რებითა სალმობათა ცხადად ჰკურნებენ, რომელნი ესე ქებით შეგასხამთ თქუენ, უფლისა მოწამენო, გვიხსენით სულიერთა და ხორციელთა სენთა და სალმობათაგან და ყოველთა ვნებათაგან განგუათავისუფლეთ, რაითა მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ მარადის მაქებელ ვიყვნეთ წმიდათა მოწამეთა და სიმხნეთა თქუენთა დაუცხრომელად ვაქებდეთ:
გიხაროდენ, საკაცობიოთა მოქმედებითა ურცხვინელნო;
გიხაროდენ, მხედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელნო;
გიხაროდენ, უმჯობესისა უდარესისაგან და კეთილისა ბოროტისაგან განმრჩეველნო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის მამულისა და ერთგულობისათვის ერისა თავისა განმწირველნო;
გიხაროდენ, მბრძოლისა ლაშქრისა მტერთა ზედა განმამაკაცებელნო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან ერისა ჩუენისა გამომხსნელნო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველნო;
გიხაროდენ, ძმათა შორის სიძულვილისა დამხსნელნო;
გიხაროდენ, თვისისა მამულისა და ჩუეულებათა დამვიწყებელთა შემრისხველნო;
გიხაროდენ, ქართველთა ერისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველნო;
გიხაროდენ, მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფთა მამულისა სიყუარულითა შემამტკიცებელნო;
გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
არავინ არს რომელი გხადოდეს თქუენ ჭირთა შინა და არაი ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაი, ქრისტეის მხედარნო, უძლეველნო, ამისთვის შემოკრებულნი ესე ვაქებთ დამბადებელსა, რომელმანცა მოგცნათ მადლნი ეგე ვითარნი, და გიხა-როდენსა მოგიძღუანებთ, შემწენო ჩუენნო: გიხაროდენ, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ღირსად საქებელნო!
ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველნო მხედარნო ბრწყინვალენო და ჭირთა შინა ურცხვენელნო ხელის აღმპყრობელნო, ყოვლად ქებულნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და ყოველთა ქართველთა ზღუდენო და საფარველნო!
ჰოი, ასოეულად დაჭრილო და ხრმლითა დაგმერილო მთავარ-მოწამეო ბიძინა და თანა ვნებულნო ქსნის ერისთავნო შალვა და ელიზბარ! მოგვიხსენეთ წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული ერი ჩუენი იხსენით ოხითა თქუენითა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ პატიჟი კადნიერებისაი, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთა და სული ძველისა პატიოსნებისაი, ძმათა ერთსულობაი, მორჩილებაი მამათაი და სული მამაცობისაი განდრეკილ იქმნა ჩუენგან, ნაცულად ამისა მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტეისგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. კუალად განგვიახლეთ თქუენებრ მხუ-რვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მო-შურნეობაი მამულისაი, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინეთ ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაი, რომელი-ცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა სამძღუართა საქართველო-ისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განა-ძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრია-რქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდე-ლონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრი-სტეისმოყუარე მხედრობანი და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი ადიდენით. ევედრენით, ყოვლადბრწყინვალენო მარტვილნო, თქუენგან შეყუა-რებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ურთიერთარს ბრძოლანი, ღალატი, შური და მტრობანი, საშოსა შინა ჩვილთა კლვანი და სხვანიცა შეცოდე-ბათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჰოი, ქრისტეს ჯუარითა აღჭურვილნო მარტვილნო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ! აჰა, ქართლოსიანნი გევედრებით: იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, დედათა კრძალულებაი და შვილთა კეთილ-ზრდილობაი, ხოლო ჩუენ კუალად აღგვიდგინოს სიმართლისა სიყუარული, მხნეობაი სულისაი, მრავალშვილიანობაი, ქვრივ-ობოლთა შეწყა-ლებაი და ურთიერთთანადგომაი. და მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხოვრებისა სიყუა-რული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი