ევედრებიან ლოთობისა და ნარკომანიისგან განსაკურნებლად
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
გამორჩეული და საკვირველი გამოხსნა მოგვანიჭა ჩუენ პატიოსანმან ხატმან შენმან, დედუფალო ღმრთისმშობელო, ვინაითგან გამოცხადებითა მისითა იხსნი ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან და სამწუხარო შემთხვეულობათაგან, სამადლობელსა ქებასა შევსწირავთ შენდა, ყოვლადმოწყალეო ხელისაღმპყრობელი. ხოლო შენ, ჩუენ მიერ „ბარძიმად შეუსმელად“ წოდებულო, დედუფალო, ყური მიუპყარ კეთილმოწლეობითა ჩუენთა ამოოხვრათა და ღაღადებასა გულისასა და გამოხსნაჲ მიჰმადლე სენითა მემთვრალეობისათა ვნებულთა, რათა სარწმუნოებით ვხმობდეთ შენდამო:
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
გუნდნი ანგელოსთანი და კრებულნი მართალთანი დაუდუმებელად დიდებისგმეტყველებენ შენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, შუამდგომელო უსჯულოებათა შინა შთაფლულისა და ცოდვათა შინა დადგრომილისა, მრავალცოდვიანისა ქრისტეანეთა ნათესავისა, რამეთუ ნუგეშად და ხსნად მიჰმადლი მას წყალობასა შენსა მრავალსახელიანთა სასწაულთმოქმედთა ხატთა მიერ, რომელთაცა, ვითარცა ვარსკულავთა ცისათა ვსჭვრეტთ ყოველსა ქუეყანასა ზედა; ხოლო ერთსა ამა ხატთაგან, „ბარძიმად შეუსმელად“ სახელდებულსა, შეუვრდებით და სიღრმით გულისათ ვხმობთ შენდამო:
გიხაროდენ, მიუახლებელისა ღმრთეებისა სამკჳდრებელო;
გიხაროდენ, კაცთათვის მოუკლებელო საკვირველებაო;
გიხაროდენ, განსაცდელთა მიერ ცოდვათა ჩუენთა განმწმენდელო;
გიხაროდენ, მწუხარებათა მიერ უძლურებათა ჩუენთა მკურნალო;
გიხაროდენ, საკვირველთმოქმედ ხატთა მიერ წყალობისა შენისა ზეგარდამო წარმომგზავნელო;
გიხაროდენ, გამოცხადებითა მათითა გულთა ჩუენთა მხიარულმყოფელო;
გიხაროდენ, ყოველთა ღმრთისადმი ყოვლადსაკვირველო დამგებელო;
გიხაროდენ, საუკუნოჲსა გეჰენიისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
ხედვიდა რა, ყოვლადწმიდა დედუფალი მწუხარებასა გულისასა, ტანჯვასა სულიერსა, გულწრფელსა სინანულსა კაცთასა, შეპყრობილთა წარმწყმედელისა მანკიერებისაგან მემთვრალეობისათა, სათნო-იჩინა წყალობისა მინიჭებად ღმრთივდაცულისა ქალაქისა სერპუხოვოსადა გამოცხადებითა ყოვლადსაკვირველისა ხატისა თვისისა „ბარძიმი შეუსმელი“, რათა ყოველნი სარწმუნოებითა და შემუსვრილებითა გულისათა მისდამი შევრდომილნი, მიიღებდნენ კურნებასა მძიმისაგან სენისა, სიღრმით გულისათ მღაღადებელნი ღმრთისადმი: ალილუია.
გულისხა-ჰყო რა მემთვრალეობისა ვნებითა შეპყრობილმან კაცმან ვინმემან, სამგზის გამოცხადებაჲ ღირსისა ვარლაამისა და ბრძანებული მისგან წარსულიყო ღმრთივდაცულსა ქალაქსა სერპუხოვოსა, მუნ მისრულმან მონასტერსა შინა ჰპოვა წმიდაჲ ხატი შენი „ბარძიმად შეუსმელად“ წოდებული. ხოლო ჩუენ მხედველნი ჩუენ ცოდვილთა ზედა ესევითარისა მზრუნველობისა, კეთილკრძალულებითა ვხმობთ შენდამო:
გიხაროდენ, ღმრთისმოშიშთა კაცთა მიერ საკვირველებათა შენთა დიდებისა ცოდვილთადმი განმაცხადებელო;
გიხაროდენ, მეგზურო წინათმომასწავებელო, ცხონებისა გზისა მათთვის მჩუენებელო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო წინამძღუარო ჩუენო, სიყუარულითა შენითა მომნადირებელო;
გიხაროდენ, შენდამი ყოველთა კეთილთა საქმეთა შენთათვის სამადლობელისა მასწავლელო;
გიხაროდენ, წუხილისა ჩუენისა სიხარულად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, უეჭველითა სასოებითა მხიარულ-მყოფელო;
გიხაროდენ, წარმწყმედელთა ვნებათა ჩუენთა დამარღვეველო;
გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა აღსრულებისა შემწეო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
ძალმან მაღლისამან და მადლმან დედუფლისამან განამტკიცა ძუელოდესმე კაცი ვინმე, ვნებული სენისაგან მემთვრალეობისა, რომელსა აქუნდა ფერხნი განრღვეული, ოდეს მოვიდა ქალაქსა სერპუხოვოსა, აღასრულა რა ღირსისა ვარლაამისა მიერ, ბრძანებული ღმრთისმშობლისაგან. მოსრულმან ქალაქსა მას შინა ჰპოვა ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, რომლისა მიერ განიკურნა სენისაგან სულიერისა და ხორციელისა და სიღრმით გულისათ შეჰღაღადა მმადლობელმან ღმერთსა: ალილუია.
მქონებელ-ვართ რა წყაროჲსა მოუკლებელისა, ზეციურთა ნიჭთა შეუსმელისა ბარძიმისა, არათუ ოდენ სერპუხოვოსა მოქალაქენი, არამედ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი სხვათა ქალაქთა და დაბათანი, მოლტოლვილნი ყოვლადსაკვირველისა ხატისა შენისადმი „ბარძიმისა შეუსმელისა“, და განკურნებულნი მის მიერ, შეგივრდებიან შენ და მმადლობელითა ბაგითა ღაღადებენ შენდამო:
გიხაროდენ, ემბაზო, რომელსაცა შინა ყოველნი მწუხარებანი ჩუენნი დაინთქმებიან;
გიხაროდენ, ბარძიმო, რომლისა მიერ ცხონებისა ჩუენისა სიხარულსა მოვიღებთ;
გიხაროდენ, ჩუენთა სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა მკურნალო;
გიხაროდენ, ჩუენთა ვნებათა ძალითა ლოცვათა შენთათა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ყოვლისა სახმარისა მვედრებელთათვის სარგებელისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, აურაცხელთა სიუხვეთა ყოველთათვის მიმცემელო;
გიხაროდენ, წყალობისა საუნჯისა ჩუენთვის განმღებელო;
გიხაროდენ, დაცემულთა მიმართ შემწყნარებლობისა მჩვენებელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
შინაგან იჭვნეულთა გულისთქმათა ალმურისა მქონებელნი, გარნა შენისა გამოუთქმელისა მოწყალებისადმი წრფელითა სინანულითა მოლტოლვილნი, პყრობილნი მემთვრალეობისა ვნებითა კურნებასა მიიღებენ და სიღრმით გულისათ ღაღადებენ შენგან შობილისა მაცხოვრისა მომართ: ალილუია.
ესმა რა უფალსა ფრიადნი მწუხარებანი, მოთქმანი და გოდებანი ცოლთა, მოხუცებულთა და ყრმათანი, რომელთაცა ნათესავნი აღზრზინებულ-იყვნენ ვნებითა მემთვრალეობისათა, მიუბოძა მათ, დედუფალო, ხატი შენი, რომლისაგანცა ყოველნი მისდამო მოლტოლვილნი მიიღებენ ნუგეშინის-ცემასა და სიხარულსა სულიერსა და ხმობენ ცრემლმორევითა:
გიხაროდენ, ტარიგო, კრავისა მშობელო, რომელმან აიხვნა ცოდვანი სოფლისანი;
გიხაროდენ, ბარძიმო, წყაროჲსაგან უკვდავებისა ჩუენთვის სიხარულისა აღმომავსებელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა დედათა ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, უსასოთა სასოო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა მადლმოსილო საფარველო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ლხენაო და მხიარულებაო;
გიხაროდენ, მემთვრალეობისა ვნებისა შფოთისა დამაწყნარებელო;
გიხაროდენ, შენისა შეწევნისა მდომებელთა ხელისა განმპყრობელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
ვითარცა ღმრთივმავალი ვარსკულავი გამოგვიცხადე პატიოსანი ხატი შენი, დედუფალო ქუეყანისაო, ხოლო ჩუენ მხილველნი მისნი, სარწმუნოებითა გულისათა გვედრით, ღმრთისმშობელო, მეტყუელნი: განკურნე მემთვრალეობითა და სულიერთა და ხორციელთა სხვაგვართა სნეულებათაგან ვნებულნი, ხოლო მართალთა ასწავებდე გალობასა ქებისასა ღმრთისადმი: ალილუია.
მხედველნი ყოვლადდიდებულთა სასწაულთა და ყოვლადსაკვირველთა ნიშთანი, რომელნი იქმნებიან არა ხოლო ხატისაგან შენისა, ქალაქსა შინა სერპუხოვოსა გამოჩინებულნი, ღმრთისა დედაო, არამედ ხატისაგან შენისა გარდაწერილთა მსგავსებათაგან, სიმდაბლითა ვღაღადებთ შენდამი:
გიხაროდენ, მსწრაფლშუამდგომელობითა შემწეო გულსმოდგინებითა შენდამი მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, კეთილგულოვანო შემსმენელო ვედრებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, კურთხევითა შენითა ქალაქისა სერპუხოვოსათვის ჯვრისა გარდამსახველო;
გიხაროდენ, მოსკოვსა შინა საკვირველებათა შენთა დიდებისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მსაჭიროებელთათვის კურნებისა საუნჯეო მოუკლებელო;
გიხაროდენ, სიფხიზლესა შინა კეთილმოღვაწეთა ყოვლადძალმოსილო მფარველო;
გიხაროდენ, ამა სოფლისა, ხორცთათა, ეშმაკისა და მემთვრალეობისა მიმართ მბრძოლთა სახიერო თანამდგომელო;
გიხაროდენ, სოფელსა ამას შინა ღმრთისმოშიშებით ცხორებულთა გულსმოდგინე ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
ხატისაგან შენისა „ბარძიმად შეუსმელად“ წოდებულისა აღსრულებულ სასწაულთა მქადაგებელნი, ღმრთისმშობელო, გვედრით დათხევითა ცრემლთაჲთა, ყოვლადწმიდაო, გვიხსენ ყოველნი მოსმურობისა მიდრეკილებისაგან და ცოდვიანისა დაცემისაგან, გვასწავე ჩუენ თავშეკავებაჲ, რაჲთა ამისა მოქმედნი ვუღაღადებდეთ ღმერთსა: ალილუია.
განბრწყინვებულ-ხარ საღმრთოჲსა დიდებულებისა ნათელსა შინა, ქალწულო ღმრთისა ყრმაო, მიმხედველი ყრმისა მიმართ, წინასაუკუნეთა ღმრთისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელი სიწმინდისა ჭურჭელსა შინა, ვითარცა შეუსმელსა ბარძიმსა, წარდგომილ-არს, ვითარ გჭვრეტთ გამოსახულსა საიდუმლოდ წინათუწყებულსა ხატსა შენსა ზედა „ბარძიმსა შეუსმელსა“, რომლისაგანცა სარწმუნოებით მოლტოლვილთა მემთვრალეობის ვნებისაგან დახსნასა მიჰმადლი, ამა ყოველთათვის ცრემლთა თანა მოგიძღვანებთ ღაღადებასა დაუდუმებელსა ესევითარად:
გიხაროდენ, რამეთუ შენდამი იხარებს და იშვებს კრებული ანგელოსთა და ნათესავი კაცთაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ დიდებულება შენი ჰმატს შესხმასა მიწიერსა და ზეციურსა;
გიხაროდენ, საიდუმლოდ ჭურჭელსა შინა ძისა შენისა გამოხატვითა საღმრთოჲსა ევქარისტიისა საიდუმლოებისა ჩუენდა გამომცხადებელო;
გიხაროდენ, შენგან შობილისა კრავისა, მარადის ჭამებულისა და დაულევნელისა, ჩვენთვის საკვირველად მიმანიშნებელო;
გიხაროდენ, ბარძიმო სიცოცხლისა და უკვდავებისაო, საუკუნოჲსა ცხოვრებისა კარიბჭესთან მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მოწყურებულთა სულთა უხრწნელებისა და სიხარულისა წყაროჲთა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, აურაცხელთა სახიერებათა ყოველთა უმეტეს მოძაგებულთა და უარყოფილთა არდამტევებელო;
გიხაროდენ, წარწყმედისა მთხრებლიდან მოწყალებითა შენითა სასოწარკვეთილთა აღმომყვანებელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
კაცმან ვინმემან შენდა მადლობისა მგულვებელმან, დედუფალო, განკურნებისათვის სენისაგან მემთვრალეობისა, განაშუენა ხატი შენი საკვირველი, ღმრთისა დედაო, რომელ არს ქალაქსა შინა სერპუხოვოსა, სიღრმით გულისათ მგალობელმან ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ახალსა სასწაულსა ვჭურეტთ, დედუფალო, წმიდისაგან ხატისა შენისა: რამეთუ მონა ღმრთისაჲ ვინმე სტეფანე, დედობრივისა შუამდგომელობისა შენისა მომართ მოლტოლვილი, მძიმისაგან სენისა მემთვრალეობისა განიკურნა, და მმადლობელმან ხატი შენი კეთილმშვენიერითა შესაწირავითა შეამკო, და მისდა შევრდომილმან, ცრემლმორევითა ღაღად-ჰყო შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, წყაროო კურნებათაო ცხოვრებისმომცემელო;
გიხაროდენ, ბარძიმო ზეციურო ღვთიურთა ნიჭთაო;
გიხაროდენ, მიწყივ მედინო მდინარეო კურნებათაო;
გიხაროდენ, ზღვაო, ყოველთა ჩუენთა ვნებათა დამთქმელო;
გიხაროდენ, მემთვრალეობის ცოდვის სიმძიმილ ქუეშ დაცემულთა შენითა დედობრივითა ხელითა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, სამადლობელთა ძღუენთა არა განმგდებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმოშიშთა კაცთა გულების განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, ყოველთა კეთილთა სათხოვართა ჩუენთა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
საკვირველად და იჭვნეულად უჩნს ურწმუნოთა, თუ ვითარ აღმოაცენებს ხატი შენი „ბარძიმი შეუსმელი“ საღმრთოთა კურნებათა სასწაულებს. ხოლო ჩუენ, დედუფალო, გვრწამს პირველდაწერილისა ხატისა შენისა მიმართ თქმულისა: „მადლი ჩემგან შობილისა და ჩემიცა იყავნ ხატისა ამის თანა“, – გვრწამს ვითარმედ ხატიცა ესე გვიწყაროებს მადლსა შენსა. მითვე კეთილმოკრძალებულითა თაყუანის-ცემითა, ამბორს-ვუყოფთ მას, მღაღადებელნი ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ყოველთა მემთვრალეობისა სენითა ვნებულთა, შენდამი აქუთ სასოებაჲ, ჰოჲ დედუფალო. ყური მიუპყარ უძლურებათა და ვნებათა ჩუენთა, რამეთუ ვის ძალუძს ჩუენ ცოდვილთა წარწყმედისა და სულიერისა და ხორციელისა სიგლახაკისა მთხრებლისაგან აღმოყვანება, გარეშე შენსა, დედუფალო, რომლისთვისცა, პატიოსნისა ხატისა შენისა წინაშე მუხლნი მოგვიდრეკიეს, მღაღადებელთა შენდამო ესევითარად:
გიხაროდენ, ცოდვილთა ვედრებისა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, შენდამი მხმობელთა ზეციურისა შეწევნისა გარდამომვლენელო;
გიხაროდენ, შენისა მოწყალებისა უფსკრულთა ცოდვილთათვის მჩუენებელო;
გიხაროდენ, განწირულთა და სასოწარკვეთილთა განმამხნევებელო;
გიხაროდენ, მემთვრალეობის ვნებითა შეპყრობილთათვის ხელისა განპყრობელო;
გიხაროდენ, ვნებულთა მოთმინეთა მადლიანითა ნიჭებითა ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, სულიერთა და ხორციელთა სნეულებათა ჩუენთა მკურნალო;
გიხაროდენ, ამა სოფლისა ამაო სიხარულთა მოძაგებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
შენისა მოწყალებისა საქმემან, უფალო, ყოველი ანგელოსთა ბუნებაჲ განაკვირვა, რამეთუ მიანიჭე კაცთა ცოდვილსა ნათესავსა შეურყეველი შემწეჲ და შუამდგომელი, ჩუენისა უძლურებისათვის ყურისა მომპყრობელი, მემთვრალეობისა მწარისა სენისაგან გამომხსნელი, ხოლო მართალთა ღმრთისა მიმართ გალობისა მასწავლელი: ალილუია.
კაცნი რიტორნი ვერ მიჰხვდებიან, ჰოჲ დედუფალო, ხატისა შენისა გამოჩინებისა დიდებულებისა ღირსად ქებად. არცა ჩუენ, ცოდვილთა შეუძლოთ მწიკულევანთა ბაგეთა ჩუენთა მიერ ღირსად ქებად მეოხისა ჩუენისა. გარნა ხატისაგან შენისა გამოცხადებულთა აურაცხელთა სასწაულთა მხილველნი, სულითა და გულითა მოხარულნი, ვხმობთ შენდამო:
გიხაროდენ, წმინდისაგან ხატისა შენისა სასწაულთა გამომავლინებელო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათაგან მსწრაფლ დამხსნელო;
გიხაროდენ, შენთა უარმყოფელთა სირცხვილეულ-მყოფელო;
გიხაროდენ, შენდა მოლტოლვილთა ყოველთა ბოროტებათაგან დამცველო;
გიხაროდენ, შენითა მშვიდითა გამოკრთომითა ცოდვათა ჩუენთა წყვდიადისა და ვნებათა ნისლისა განმფანტველო;
გიხაროდენ, შენდა და ძისა შენისა მომართ სულთა ჩუენთა სიყვარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, გზასა ზედა სინანულისასა სიბრძნითა დამადგინებელო;
გიხაროდენ, კეთილისა მიგებისა სამართლიანისა მსაჯულისა წინაშე ჩუენთვის გულსმოდგინე შუამდგომელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
გსუროდა რა მემთვრალეობის სენით ვნებულთა გამოხსნაჲ, საკვირველი ხატი შენი, ღმრთისა დედაო, მიანიჭე, რათა ყოველნი ამით ვნებითა შეპყრობილნი და შენისა საკვირველთმოქმედისა ხატისა მიმართ მიივლტოდნენ, და კურნებისა მიმღებელნი, ლმობიერქმნილნი ხმობდნენ ღმრთისა მიმართ: ალილუა.
ზღუდე და ფარი ხარ, ღმრთისა დედაო, მემთვრალეობისა სენითა ვნებულთათვის, და ყოველთა გულსმოდგინებითა შენდა მოლტოლვილთა და ხატისა შენისა წმიდისა მოკრძალებით პატივისმცემელთა. რამეთუ ესე მოგვანიჭა ჩუენ სიკეთის მომცემელმან უფალმან შემწედ და კურნებად წარმწყმედელისაგან ვნებისა და მით შეგვაგონებს გალობად შენდა:
გიხაროდენ, სასოო განწირულთაო და მწუხარებათა ჩუენთა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, სულიერთა და ხორციელთა სნეულებათა მკურნალო;
გიხაროდენ, ჩუენთა მწიკულევანებათა სიწმინდითა შენითა განმწმედელო;
გიხაროდენ, ჩუენთა ვედრებათა შენითა შუამდგომელობითა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ჩუენისა ხრწნადობისა უხრწნელებითა შემმოსველო;
გიხაროდენ, ჩუენთა უძლურებათა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ჩუენთა გარემომცუელთა ვნებათა ღრუბელთა მსწრაფლ განმფანტველო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
სავსებისაგან სიყვარულისა და გულსმოდგინებისა შენდა მოძღვანებულთა ჩუენთა მდაბალთა საგალობელთა ნუ მოიძაგებ, წმიდაო, და ნუ მიაქცევ სახესა შენსა უსასო-ქმნილთა და მემთვრალეობისა სენისაგან შეპყრობილთაგან, არამედ შემწე ეყავნ მათ და ჩუენცა რათა განვიწმინდნეთ ყოვლისაგან მწიკულისა ცოდვათასა, და რათა შეუძლოთ ღირსად და სამართლად გალობად ღმრთისა: ალილუია.
ნათლისშემწყნარებელსა ლამპარსა ვჭვრეტთ შენში, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ ხატი შენი წმიდაჲ მადლისა სხივთა მიერ ალმურთა ცოდვათასა განსდევნის და სათნოებათა გზასა ზედა ნათელსა დაადგინებს სარწმუნოებით შენდამი მხმობელთა ესევითარად:
გიხაროდენ, შენითა მეოხებითა მრავალშფოთიანისა ამის სოფლისა ამაოებისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ჩუენდამო კუეთებულთა ხორციელთა ვნებათა მაოტებელო;
გიხაროდენ, გულთა შინა ჩუენთა კეთილისა გულის-სიტყვისა დამნერგველო;
გიხაროდენ, შემწიკვლებულისა სვინიდისისა ჩუენისა განმწმენდელო;
გიხაროდენ, მემთვრალეობის მტანჯველ სენისაგან ვნებულთა დამხსნელო;
გიხაროდენ, გულწრფელისა სინანულისაკენ და გულის-ხმის-ყოფისა მომწოდებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განბოროტებულთა სულისა მომამდოვრებელო;
გიხაროდენ, შენისა შეწევნისა მხმობელთა და შენისა სახელისა განმადიდებელთა დამხსნელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
მადლი ღმრთისა, რომელი ახლავს ხატსა შენსა წოდებულსა „ბარძიმად შეუსმელად“, მოიზიდავს, დედუფალო, ყოველთა მწუხარეთა, უპოვართა, ქურივთა და ხანდაზმულთა, ხოლო უმეტეს ყოველთასა მემთვრალეობის სენით ვნებულთა, და შენთა საღმრთოთა ნიჭთა შეუსმელისა ბარძიმისაგან შეუსმენელსა არა უკუნ-აქცევ არცა ერთსა, არამედ შენისა საკვირველთმოქმედისა ხატისაგან მოუკლებელად კურნებისა მიმღებელნი, სახიერო, მადლობით უგალობენ ღმერთსა: ალილუია.
მგალობელნი შენთა საკვირველებათა და დიდთა წყალობათა, კაცთა ზედა, შეპყრობილთა მემთვრალეობისა ვნებითა, გვედრით შენ, დედუფალო, გვიხსენ და შეგვიწყალენ, და დაგვადგინე გზასა ზედა მართალსა და ნუ უკუნ-გვაქცევ შენისა საფარველისა მეძიებელთა და მხმობელთა შენდამო:
გიხაროდენ, მემთვრალეობისა ცოდვისა მიმართ თავშეკავებისა ყოველთა განმაღვიძებელო;
გიხაროდენ, მოსმურობისა მიმართ მიდრეკილთა შენისა წყალობისა ცვარ-ნამითა გამომხსნელო;
გიხაროდენ, მემთვრალეობისა მწარისა სენისაგან ვნებულთა მარადის მკურნალო;
გიხაროდენ, ვნებათა შინა შეიწრებულთა მსწარფლ-შემწეო;
გიხაროდენ, სულმოკლეთა საკვირველო სიმხნევეო;
გიხაროდენ, კეთილსულოვანთა დიდებულო სიხარულო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, მდაბალთა აღმამაღლებელო და ყოველთა ცხონებისა მოშურნეო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
ჰოჲ, ყოვლადმოწყალეო დედაო უტკბილესისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო! შეისმინე აწინდელი ვედრებაჲ ჩუენი და გამომიხსენ ჩუენ ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, უფროს ყოველთასა იხსენ მემთვრალეობისა სენისაგან ვნებულნი მონანი შენნი (სახელები), რათა არა წარწყმდნენ ბოროტებასა შინა, არამედ შენს მიერ გამოხსნილნი მარადის ხმობდნენ ღმრთისადმი: ალილუია. (კონდაკი ესე წართქვი სამჯერ)
გუნდნი ანგელოსთანი და კრებულნი მართალთანი დაუდუმებელად დიდებისგმეტყველებენ შენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, შუამდგომელო უსჯულოებათა შინა შთაფლულისა და ცოდვათა შინა დადგრომილისა, მრავალცოდვიანისა ქრისტეანეთა ნათესავისა, რამეთუ ნუგეშად და ხსნად მიჰმადლი მას წყალობასა შენსა მრავალსახელიანთა სასწაულთმოქმედთა ხატთა მიერ, რომელთაცა, ვითარცა ვარსკულავთა ცისათა ვსჭვრეტთ ყოველსა ქუეყანასა ზედა; ხოლო ერთსა ამა ხატთაგან, „ბარძიმად შეუსმელად“ სახელდებულსა, შეუვრდებით და სიღრმით გულისათ ვხმობთ შენდამო:
გიხაროდენ, მიუახლებელისა ღმრთეებისა სამკჳდრებელო;
გიხაროდენ, კაცთათვის მოუკლებელო საკვირველებაო;
გიხაროდენ, განსაცდელთა მიერ ცოდვათა ჩუენთა განმწმენდელო;
გიხაროდენ, მწუხარებათა მიერ უძლურებათა ჩუენთა მკურნალო;
გიხაროდენ, საკვირველთმოქმედ ხატთა მიერ წყალობისა შენისა ზეგარდამო წარმომგზავნელო;
გიხაროდენ, გამოცხადებითა მათითა გულთა ჩუენთა მხიარულმყოფელო;
გიხაროდენ, ყოველთა ღმრთისადმი ყოვლადსაკვირველო დამგებელო;
გიხაროდენ, საუკუნოჲსა გეჰენიისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
გამორჩეული და საკვირველი გამოხსნა მოგვანიჭა ჩუენ პატიოსანმან ხატმან შენმან, დედუფალო ღმრთისმშობელო, ვინაითგან გამოცხადებითა მისითა იხსნი ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან და სამწუხარო შემთხვეულობათაგან, სამადლობელსა ქებასა შევსწირავთ შენდა, ყოვლადმოწყალეო ხელისაღმპყრობელი. ხოლო შენ, ჩუენ მიერ „ბარძიმად შეუსმელად“ წოდებულო, დედუფალო, ყური მიუპყარ კეთილმოწლეობითა ჩუენთა ამოოხვრათა და ღაღადებასა გულისასა და გამოხსნაჲ მიჰმადლე სენითა მემთვრალეობისათა ვნებულთა, რათა სარწმუნოებით ვხმობდეთ შენდამო:
გიხაროდენ, დედუფალო, ბარძიმო შეუსმელო, სულიერისა წყურვილისა ჩუენისა დამაცხრობელო.
ჰოჲ, ყოვლადგულმოწყალეო დედუფალო! შენსა შუამდგომელობასა აწ მოუხდებით, ვედრებათა ჩუენთა ნუ მოიძაგებ, არამედ მოწყალედ ისმინე ჩუენი: მეუღლეთა, შვილთა, დედათა; და მემთვრალეობისა მწარითა სენითა შეპყრობილთა და მის გამო დედისა თვისისა – ქრისტეს ეკლესიისა და ცხონებისაგან განვარდნილთა ძმათა და დათა და ნათესავთა ჩუენთა მკურნალად გამოუჩნდი.
ჰოჲ, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შეეხე გულთა მათთა და ცოდვათა დაცემისაგან მსწრაფლ აღადგინე, და მაცხოვნებელსა თავშეკავებასა მოიყვანე.
ვედრებითა შენითა ლმობიერ-ჰყავ ძეჲ შენი, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რათა შეგვინდოს შეცოდებანი ჩუენნი და არა მიაქციოს წყალობაჲ თვისი კაცთა მისთაგან, არამედ რაჲთა განგვამტკიცნეს ჩუენ სიფხიზლესა შინა და უმანკოებასა.
შეიწირე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ლოცვანი შვილთა ზედა მოტირალთა დედათანი, ცოლთა ქმართათვის მოქვითინეთა, შვილთა, ობოლთა და ღატაკთა, გზაშეცთომილთაგან დატევებულთა, და ჩუენ ყოველთანი, ხატისა შენისა მიმართ შევრდომილთა. დე, მიიწიოს სულთქმანი ჩეუნნი, ლოცვითა შენითა, წინაშე საყდრისა ყოვლად უზენაესისა. დაგვიფარენ და დაგვიცვენ მონადირებისაგან მზაკვარისა და ყოველთა მტრულთა მანქანებათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსლვისასა შემწე გუეყავნ რათა დაუბრკოლებელად განვლოთ საზვერენი ჰაერისმცველთანი, ლოცვათა შენთა მიერ გვიხსენ ჩუენ საუკუნოჲსაგან განკითხვისა, ეგრეთ გვფარვიდეს წყალობა ღმრთისა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა