მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა
იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე-თორნიკყოფილისა
და ეფთვიმი და გიორგი მთაწმიდელთა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

კონდაკი 1


შესხმით გიგალობთ ეფთჳმისთანა დიდსა გიორგი მთაწმინდელსა, იოვანე თორნიკყოფილსა - ქრისტჱს მჴედარსა, და იოვანე და გაბრიელ ქართველთა, და ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შუამდგომელად, რაჲთა თანაწარგუხადოს რისხუაჲ, სამართლად აღძრული ცოდვათა ჩუენთათჳს და დაჴსნას კადნიერებაჲ ურიცხუთა მტერთა ჩუენთაჲ, რომელნი მარადის გვმძლავრობენ და გვაჭირვებენ და მოგუმადლოს უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ შემსხმელთა თქუენთა: გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



იკოსი 1


ძალნი ცათანი განაკჳრვნა ზეგარდამო თქუენდამი ბოძებულმან მადლმან საკჳრველთმოქმედებისამან, აღმატებულმან კაცობრივსა ძალსა და სიტყუასა, და ჩუენცა მადლობასა შევსწირავთ იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რომელმანცა არა უგულებელს-ყო ერი ესე ჩუენი საზეპუროჲ, მეოხებითა დედისა თჳსისაჲთა და მოგავლინათ ეგე ვითარნი მამანი საწვრთელად და გულისჴმის საყოფელად ჩუენდა, რაჲთა მოშურნე და მობაძავ სათნოებათა თქუენთა ვიქმნნეთ და ჴმა-ვჰყოფდეთ მადლიერად:


გიხაროდენ, ათონითგან აღმობრწყინვებულნო მნათობნო საქართველოჲსანო;

გიხაროდენ, ახოვანნო ქადაგნო მართლმადიდებლობისანო;

გიხაროდენ, უბრძოლველნო ზღუდენო კეთილმსახურებისანო;

გიხაროდენ, უდაბნოჲსა მოყუარენო, მსგავსად დიდისა წინამორბედისანო;

გიხაროდენ, განმავრცობელნო გრიგოლ ხანძთელისა ღუაწლისანო;

გიხაროდენ, სუეტნო და სიმტკიცენო მონაზონთა კრებულისანო;

გიხაროდენ, მსახურნო ღმრთისანო და ერთგულნო მამულისანო და მეფისანო;

გიხაროდენ, წესნო და კანონნო ეკლესიისანო;

გიხაროდენ, უწმიდესნო ვარსკულავნო საღმრთოჲსა დიდებისანო;

გიხაროდენ, ზეციერნო წინამბრძოლნო ერისა ჩუენისანო;

გიხაროდენ, მიურულებელნო მცველნო და ქომაგნო ივერთა მიწა-წყლისანო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 2


მადლმან ღმრთისამან დაიმკჳდრა შენთანა, მჴნეო იოვანე, და სიმდიდრჱ წარმავალი დაუტევე ახოვანმან და რჩეულმან წყობათა შინა და განათავისუფლე თავი თჳსი ყოველთაგან ზრუნვათა ამის სოფლისათა, ხოლო მიიწიე რაჲ ლავრასა დიდებულსა ოთხთა ეკლესიათასა, მუნ მყოფნი მამანი: ღირსი მოსჱ და გელასი განაკჳრვე მონაზონებრივითა ღუაწლითა, რამეთუ ერთი ხოლო ზრუნვაჲ გაქუნდა, რაჲთამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა, ეგრეთვე აწ მორწყე სულნი ჩუენნი სწავლითა და მოძღურებითა საღმრთოჲთა, რაჲთა სურვილითა შენითა ვიღუაწოთ ახოვნად და ღირს ვიქმნეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 2


განითქუა რაჲ ჰამბავი შენი სახელოვნად ქართველთა შორის, უცხოებაჲ გექმნა წინამძღურად გზასა ჭეშმარიტსა, და მამათა კურთხევითა მიიწიე რაჲ მთასა ულუმბოჲსასა, ისარნი ბოროტისანი განხურვებულნი დაშრიტენ მორჩილებითა, და ჯორთა მსახურებაჲ იტჳრთე სიმდაბლითა, ეგრეთვე აწ განანათლე სული ჩემი ბრწყინვალებითა მადლისა შენისაჲთა და განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა მარადის ვიქმოდეთ სათნოყოფასა ღმრთისასა და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:


გიხაროდენ, ქრისტჱს ჯუარისა ბეჭთა თჳსთა ზედა აღმღებელო;

გიხაროდენ, სიმდაბლესა შინა და მორჩილებასა საქებელო;

გიხაროდენ, საყუარელისა მამულისა დამტევებელო და ზეციერისა მამულისა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, სიყუარულისათჳს ღმრთისა დიდებისაგან ამის საწუთროჲსათა განრომილო და ზეციერისა დიდებისა მომხვეჭელო;

გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელებისა მადლისა მომგებელო;

გიხაროდენ, ცუდად მზვაობართა და მტყუართა მომძულებელო;

გიხაროდენ, საღმრთოჲსა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცთომილთა მამხილებელო;

გიხაროდენ, მაცთურისა დიდებისა და საფრჴეთა მისთა დაუცადებელითა ლოცვითა და ფსალმუნებითა დამშრეტელო;

გიხაროდენ, ქრისტჱს სამწყსოჲსა მართლმადიდებლობითა გამომზრდელო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 3


აზნაურებისა მის დამტევებელი აბრაჰამისებრ ჰმწირობდ უცხოსა ქუეყანასა, და გესმა-რაჲ, ვითარმედ ძჱ შენი, ეფთჳმი, მძევლად მისცეს მეფესა ბერძენთასა, აღხვედ კონსტანტინეპოლედ - სამეუფოდ ქალაქად, ძჱ შენი გამოიჴსენ და ულუმბოდვე მისრულმან აღზარდე სულიერად, ეგრეთვე აწ შეგვეწიენ მამობრივითა მოწყალებითა შენითა, რაჲთა მამანი ჩუენნი დღითი-დღე ასწავებდეს საღმრთოჲსა სჯულისა და მამულისა სიყუარულსა შჳლთა თჳსთა და დედანი ქართველთანი შჳლთა სასიქადყლოდ ზრდასა შეუდგეს ძუელთა დედათა მიბაძჳთა, რაჲთა ყოველნი სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და მარადის უგალობდეთ უფალსა: ალილუია.



იკოსი 3


ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ სათნოებათა შენთაჲ, მჴნეო იოვანე, და ევლტოდე რაჲ დიდებასა კაცთა მიერსა, წარიყუანე ძჱ შენი, ეფთჳმი, და ფარულად მიიწიე რაჲ მთაწმიდას, ლავრასა დიდისა ათანასჱსა, სათნოებათა და სასწაულთა შენთა დაფარვითა არცხვინე მჴდომსა ამპარტავანსა, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტჱსითა, რაჲთა ვიდოდეთ გზათა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათა, და უვნებელად დაცულნი ვიტყოდეთ წადიერად:


გიხაროდენ, საღმრთოჲთა მოქალაქობითა კაცთა შორის ანგელოზთაებრ განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, ჴორცითა განკაფულო და სულითა განშუენებულო;

გიხაროდენ, ფუტკარო, ასკეტთაგან სიქუელისა თაფლისა შემკრებელო;

გიხაროდენ, აბრაჰამისებრ ბრძენო, უხილავსა ზედა საკურთხეველსა ძისა შენისა შემწირველო;

გიხაროდენ, ხეო კეთილფურცლოვანო, მორჩისა კეთილისა გამომღებელო;

გიხაროდენ, სოფლის მპყრობელისა მაცდურისა განმბასრველო;

გიხაროდენ, ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და აღძრვისაგან ჴორცთაჲსა გამომჴსნელო;

გიხაროდენ, უმეცართა და ურჩთა განმსწავლელო;

გიხაროდენ, უღმრთოებისა სიმყრალისა განმდევნელო და ღმრთისმსახურებისა თესლისა დამნერგველო;

გიხაროდენ, ქართველთა ერისათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;

გიხაროდენ, გლახაკთა ჴელის აღმპყრობელო და ქურივთა და ობოლთა განმკითხველო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 4


მოსწრაფე იყავ შენ ღმრთისა მიერ აღძრვითა, ნეტარო იოვანე, ძისა შენისა სწავლად თარგმანებასა, ხოლო ძჱ შენი ეფთჳმი, სიყრმითგანვე მადლისაგან საღმრთოჲსა განათლდა და მიეცა გონებაჲ მაღალი, მხედველი საღმრთოთა სიბრძნეთა, და გულისჴმის-ყოფაჲ მეტყველებად ენათა და თარგმანებად წიგნთა, ვითარ ეუწყა მას გამოცხადებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა, რაჲსთჳსცა მხოლოდშობილსა ძესა მისსა წილ-ხდომილნი მისნი შევსწირავთ გალობასა ღირსსა: ალილუია.



იკოსი 4


ჟამსა სიყრმისასა ფრიად დასნეულდა ძჱ შენი, იოვანე, და არარაჲ სარგებელ ეყო წადიერებაჲ მკურნალთაჲ, ხოლო შენ შეხვედ ეკლესიად, და თაყუანის-ეც წმიდასა ხატსა უბიწოჲსა დედი-სასა და ცრემლთა დათხევითა ავედრებდი რაჲ ეფთჳმისა, მოხედა კეთილმოწყალემან დედამან მწუხარებათა შენთა და მოჰმადლა სიმრთელჱ და სული სიბრძნისაჲ ძესა შენსა, ამისთჳსცა თაყუანის-ვსცემთ ქალწულსა ღმრთისა დედასა, და შეგასხამთ სამადლობელსა ქებასა:


გიხაროდენ, მდაბალო და შეურაცხებისა მოყუარეო;

გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო და სავანეო ღმრთივშუენიერთა საქმეთაო;

გიხაროდენ, დიდისა ათანასისა მზრახვალო და მობაძავო მოციქულთაო;

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო;

გიხაროდენ, წესო და კანონო მონაზონთაო; გიხაროდენ, თანა-ზიარო პირველთა მათ მართალთაო;

გიხაროდენ, დიდო სამკაულო ღმრთისმსახურთაო და წინამძღუარო უდაბნოჲსმოყუარეთაო;

გიხაროდენ, საყუდელო მოხუცებულთა და ჭაბუკთაო;

გიხაროდენ, მოწყალეო და მწყალობელო გლახაკთაო;

გიხაროდენ, შემწეო და შესავედრებელო შეცდომილთაო;

გიხაროდენ, ტკბილო მამაო ყოველთა შენდამი მოლტოლჳლთაო;

გიხაროდენ, კეთილო შუამდგომელო შორის ღმრთისა და კაცთაო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 5


იყოფოდი რაჲ ეკლესიას, ჩუენებაჲ იხილა ძემან შენმან, და მიხვედ რაჲ, ღირსო იოვანე, ხედევდ მრთელსა და უვნებელსა - „რაჲ არს ესე შჳლო ჩემო?“, - ჰკითხე განცჳფრებით ძესა შენსა, და აღაღო რაჲ პირი თჳსი ყრმამან, ვითარცა წყაროჲ, დაუყენებელად აღმოდინ უწმიდეს ყოველთა ქართველთასა: „წარმომიდგა მე ბრწყინვალედ მოსილი დედოფალი და ენითა ჩუენითა მრქუა: - რაჲ გევნების ეფთჳმი?, - მოვკუდები, დედოფალო - ღაღად-ვყავ ცრემლითა, ხოლო იგი განმკურნებდა და მეტყოდა: ნუ გეშინინ, ყრმაო, აღდეგ და ჴსნილად უბნობდი ქართულად“ - და აჰა, ვითარცა ხედავ, განმარინა მე მწარეთაგან სალმობათა“, ხოლო შენ გესმა რაჲ ესე, სანატრელო, მადლისა და წყალობისა გარდამხდელმან მიუძღუანე გალობაჲ ღმრთისმშობელსა და ჴმა-ტკბილად ადიდებდი მისგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 5


მუნ ჟამადმდე მწუხარე იყავ, ღმრთივგონიერო იოვანე, რამეთუ ძნიად უბნობდა ქართულად ძჱ შენი, გარნა მიემთხვია-რაჲ სანატრელსა მას ხილვასა, ანგელოზთაგან ოდენ ღირსქმნილსა, მობერვითა სულისაჲთა ჴმობდა დიდებასა ქრისტჱს ღმრთისასა და უაღრეს ძალთა კაცობრივისა ადიდებდა ტკბილსა და ნუგეშინისმცემელსა დედასა მისსა, რომლისა მომადლებითა და წყალობითა სრულ-იქმნა ღუაწლი თქუენი, და სიყუარულითა თქუენითა მგზებარენი მადლობასა შევსწირავთ ღმრთისმშობელსა და აღვიძრვით გალობად თქუენდა:


გიხაროდენ, კაცნო, გულის სათქუმელნო სულისანო, ჭეშმარიტო ამაღორძინებელნო ღმრთისშემეცნებისანო;

გიხაროდენ, კლდენო განუკვეთელნო მართლისა სარწმუნოებისანო;

გიხაროდენ, თანაზიარნო საღმრთოჲსა სიყუარულისანო;

გიხაროდენ, ოქროცურვილნო ლამპარნო ღმრთისმოსავობისანო;

გიხაროდენ, უშურველნო წყარონო წყალობისანო;

გიხაროდენ, ფარნო, დამცველნო კეთილმსახურებისანო და მახჳლნო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისანო;

გიხაროდენ, ქადაგნო ჴმა-მაღალნო ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისანო;

გიხაროდენ, კანონნო სიმართლისანო და ნუგეშინისცემისანო;

გიხაროდენ, დიდებანო და სიქადულნო საყუარელისა მამულისა თქუენისანო;

გიხაროდენ, სასანთლენო ყოვლად ბრწყინვალენო, ცისკროვან-მყოფელნო ქართველთა ერისანო;

გიხაროდენ, მოუწყინებელად მოქმედნო ქრისტეს ვენაჴისანო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 6


მაშინ გეტყოდა ყოვლად ბრძენი მამაჲ შენი, ეფთჳმი, - „ქუეყანაჲ ჩუენი ფრიად ნაკლულევან არს წიგნთაგან, და ტალანტი იგი რომელი ღმერთსა მოუმადლებია შენდა, ვითარცა სარწმუნომან მონამან, განამრავლე და მრავალ-წილ მიართვი ივერთა ეკლესიასა“ - და შენცა მორჩილად შეუდეგ ბრძანებასა მისსა, და ვითარცა ფუტკარი სიტყვიერი იღუწიდი რაჲ ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა, თარგმანთა შენთა ნეკტარითა დაატკბობდი ენასა ჩუენსა და ეკლესიასა, ამისთჳსცა მგალობელნი მას შინა დიდებისვმეტყუელებთ, და ვითარცა ორღანოჲთა ჴმითა ტკბილითა უგალობთ განმაბრძნობელსა შენსა: ალილუია.



იკოსი 6


რაჟამს წყარომან წყლისა ცხოველისამან, დედოფალმან ღმრთისმშობელმან, გასვა სიბრძნჱ, ეფთჳმი სანატრელო, ბაგეთა შენთა გარდამოეცა წყაროჲ უხრწნელებისაჲ უხუად მომრწყუელად ურწყულსა ქუეყანასა შენსა, რომლისა ჴელმწიფჱ მოსწრაფე იყო, რაჲთა თარგმნიდე ბერძენთა ენისაგან და წარგზავნიდე წიგნთა საღმრთოთა, ამისთჳს არა სცემდი განსუენებასა თავსა თჳსსა და კეთილმსახურებისა წერილნი წარუგზავნე დავით კურაპალატსა, ხოლო იგი სიხარულითა ჴმობდა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ერსა ჩუენსა ახალი ოქროპირი გამოუჩინა,“, და აქებდა გულსმოდგინებასა შენსა:


გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან ღმრთისა შეწირულო და უბიწოჲთა მღდელობითა ქრისტესა შედგომილო;

გიხაროდენ, ლოცვითა განწმედილო და წინაჲსწარცნობისა მადლითა განმდიდრებულო;

გიხაროდენ, უბიწოჲსა ქალწულისა მიერ მარიამისა გამოუთქუმელითა სიხარულითა აღვსებულო;

გიხაროდენ, დაფარულთა საიდუმლოთა ენითა ქართულითა ღმრთივშუენიერად მეტყუელო და სიბრძნეთა განმფენელო;

გიხაროდენ, მსმენელთა გულისა გულისჴმისყოფად განმკრძალველო;

გიხაროდენ, მამაო ყოველთა თარგმანთაო, წმიდათა წერილთა და მართლმადიდებელ მამათა მიერ აღწერილთა განმამრავლებელო;

გიხაროდენ, ენითა მით ღმრთისმეტყუელითა ყოვლისავე ჴელოვნებისა სიტყუათაჲსა დამჴსნელო და ჰურიაებრივისა დრტჳნვისა აღმკვეთელო;

გიხაროდენ, სულთა მარგებელთა სწავლებათა მომმადლებელო და სულთა მავნებელთა სწავლებათა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, თითოფერთა ყუავილთაგან ერთად გოლად საუკუნოჲსა სიტკბოებისა ქართველთა ნათესავისდა დამაუნჯებელო;

გიხაროდენ, იშვიათთა ჴელნაწერთა გარდამომღებელო და წიგნთა სიღრმისა ძალსა შუენიერად განმმარტებელო;

გიხაროდენ, წესთა და კანონთა ეკლესიისათა, დამამტკიცებელთა სარწმუნოებისა ჩუენისათა, უცთომელო აღმწერელო;

გიხაროდენ, ქართლოსიანთა შორის ღმრთისმეცნიერებისა დამნერგველო და ცრუმორწმუნე-ობისა ბიწისა აღმჴოცელო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 7


გესუა რაჲ ძმაჲ ღმრთისმოშიში, სპასპეტი ქართლისაჲ, თორნიკ ჩორდვანელი, არა ჰრიდა მან ჰასაკსა და პატივსა მჴედრობისასა, და იტჳრთა რაჲ ღუაწლი მონაზვნებრივი სიყუარულისათჳს ღმრთისა, შთასრულმან ულუმბოთა ვერღარა გპოვა მუნ, ღირსო იოვანე, და მოსრულმან მთაწმიდასა მოიწია რაჲ ლავრასა დიდსა, მოიკითხნეთ ურთიერთას კეთილთა მათ მოყუარეთა და ჰმადლობდით ღმერთსა, რომელმან ხილვად ურთიერთას კუალადცა ღირს-გყვნათ და უგალობდით სახიერებასა მისსა: ალილუია.



იკოსი 7


განხდა რაჲ სახელი თქუენი ყოველთა ცისკიდეთა, შეწევნითა ღმრთისაჲთა იწყეს ქართველთა მოსლვად და განმრავლებად, და ესე რაჲ იხილეთ მჴნეთა, აღაშენეთ იოვანე მახარებლისა ეკლესიაჲ და სენაკები უდაბნოსა შუენიერსა, ხოლო ღმრთისმშობლის წილხუედრი ერი დაამკჳდრეთ მისდავე წილ-ხდომილსა მთასა ზედა, ევედრეთ აწ ქალწულსა ღმრთისმშობელსა, მადლი და კურთხევაჲ ერსა ჩუენსა განუახლოს და მთაწმიდას, ივერთა მონასტერსა შინა კუალად განამრავლოს ნათესავი ქართველთაჲ, რაჲთა არა დაჳვიწყოთ კეთილმოქმედებაჲ თქუენი და ჴსენებისა თქუენისა სრულმყოფელნი ვნატრიდეთ სიბრძნესა თქუენსა:


გიხაროდენ, სიტყჳერნო გოდოლნო შეუძრველნო და ძეგლნო სიმჴნისანო, ურყეველნო;

გიხაროდენ, თანამჴედარნო და უგამოცდილესნო ერისთავნო, ტაოთგან აღმოცენებულნო;

გიხაროდენ, თანამოსაგრენო, მთაწმიდას აღყუავებულნო;
გიხაროდენ, სიბრძნით-მეტყუელნო და საღმრთოთა წერილთა მართლიად აღმსრულებელნო;

გიხაროდენ, სოფლიურისა სიმდიდრისა და განსუენებისა წილ სიმდაბლისა და სიგლახაკისა შემყურებელნო;

გიხაროდენ, ერთითა სულითა მქცეველნო და ყოველთა მავნებელთა საქმეთა მსწრაფლ აღმომფხურელნო;

გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულ-მოკლეთა და უდებთათჳს მაგალითისა მიმცემელნო და უდებთა მარცხვენელნო;

გიხაროდენ, უცხოებასა შინა მყოფთა თჳსტომთა ნუგეშინისმცემელნო და ჴელის-აღმპყრობელნო;

გიხაროდენ, უბიწოთა მოქალაქეთა და მოღუაწეთა ძმათა ერთად შემკრებელნო;

გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ღუაწლთა შინა განმამტკიცებელნო და ეკლესიისა დიდთა მნათობთა გამომზრდელნო;

გიხაროდენ, მტერთა ბოროტისა განზრახვისა განმაქარვებელნო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 8


ოდეს საბერძნეთსა გადგა სკლიაროსი და ყრმათა მათ მეფეთა მხდომად აღუდგა, მაშინ მისწერეს იოვანეს და დიდსა ათანასის: „ბრძოლასა შინა არავინ არს შემწჱ ჩუენი თჳნიერ დავით კურაპალატისა, აწ გევედრებით, ვითარცა დიდი მჴედართ-მძღუანი, იოვანე თორნიკ-ყოფილი წარვიდეს წინაშე მისა“, გარნა შენ არა გენება, ღირსო, მონასტრისაგან განრომაჲ, არამედ შეგეწყალნეს ყრმანი მეფენი და მამათა კურთხევითა ტაოს წარემართე, ეგრეთვე აწ მწედ და შუამდგომელად აღგძრავთ შენ, ზეცისა მეუფისა მჴედარსა, და უფალსა შევღაღადებთ: ალილუია.



იკოსი 8


მიიწიე რაჲ წინაშე დავით კურაპალატისა და ყოველი განსაცდელი მათი აუწყე, მყისვე სპასალარად განგაჩინა, ნეტარო თორნიკ-იოვანე, და ლაშქრითა რჩეულითა წარგგზავნა საბერძნე-თს, ხოლო შენ ბერულისა სამოსელისა აღმძარცველმან ჯაჭუ-ჭური რკინისაჲ შეიჭურე, და განხუედ რაჲ წყობად მჴდომთა, შეწევნითა ღმრთისაჲთა დაამჴუე, მაშინ იხარებდეს ღირსად მეფენი ბერძენთანი, და „ზემონი ქუეყანანი“ კურაპალატსა მიანიჭეს, ხოლო შენ სჳნგელოზისა პატივი მოგმადლეს, ახოვანო, და ვითარცა ქრისტჱს მჴედარსა, უძლეველსა, სამადლობელი ქებაჲ შეგასხეს:


გიხაროდენ, სიმჴნეთა მიერ შენთა ქრისტჱსმოყუარისა მჴედრობისა განმაძლიერებელო და მწყალობელო;

გიხაროდენ, ყოველთა მიმძლავრებულთა და ჩაგრულთა მფარველო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა მაკურთხეველო და მსწრაფლ-მსმენელო;

გიხაროდენ, მჴედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელო და მამაცობისა აღმძრველო;

გიხაროდენ, მორჩილებისათჳს მამათაჲსა ჴრმლისა ძლიერისა აღმღებელო;

გიხაროდენ, ქუეგამხედველთა და შურისმგებელთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისა და მამულისაგან განდგომილთა შემრისხველო;

გიხაროდენ, განლაღებულისა სკლიაროსისა უკუნ-მქცეველო და დამამხობელო;

გიხაროდენ, მეფეთა ზედა ბერძენთასა მოწევნადისა მის ძნელბედობისა დამაცხრობელო და სკიპტრისა მათისა დამამტკიცებელო;

გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმჴნისა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, ზეცისა მჴედრად აღწერილო, ძლევისა მოსაგებელისა მომგებელო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 9


რაჟამს თორნიკ დიდითა საფასითა კუალად ათონადმდე მოიქცა, ნებაჲ თჳსი სრულიად განჰკვეთა და შეუდგა მორჩილებასა შენსა, მაშინ განიზრახეთ, მამაო იოვანე, ქართველთა სავანისა აღგებაჲ და აღაშენეთ ლავრაჲ ესე დიდებული ზღჳსკიდესა, ეგრეთვე აწ მოგუმადლეთ ჩუენცა საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, და ახოვნებაჲ სულისაჲ, რაჲთა ვსტიროდეთ დაკარგვისათჳს მონასტრისა ამისა, და იესუს, მჴსნელსა ჩუენსა, უგალობდეთ სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.



იკოსი 9


ხედევდი რაჲ, წმიდაო მამაო, სიმდაბლესა და მორჩილებასა დიდისა თორნიკისსა, შენცა ჯეროვნად პატივს სცემდი მას და სწყალობდი სიბერესა მისსა, გარნა ნეტარი იგი წყობასა შინა აღზრდილ იყო და სალაშქროთა საქმეთა თხრობაჲ უყუარდა, ხოლო შენ შეგეწყალნეს, ბრძენო იოვანე, და მიუთხარ თაფლ-მწთოლვარითა ენითა: „უკეთუ გინდეს სოფლიურთა საქმეთა უბნობაჲ, მოღუაწეთა შორის რჩეულსა გაბრიელსა მიუთხარ“, რომელი დაყუდებულ იყო ნაპრალთა შინა მახლობლად მონასტრისა და ჟამსა ზამთრისასა იყოფებოდა ივერთა სავანესა, ხოლო ჩუენ ვაქებთ ეგზომსა სულგრძელებასა შენსა და წინაშე ხატთა თქუენთა წარდგომილნი ვღაღადებთ წადიერად:


გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო და ძმანო ჴორციელნო, რამეთუ გამოაბრწყინეთ სახელი მშობელისა ქუეყანისაჲ;

გიხაროდენ, ცათა მობაძავთა ეკლესიათა აღმმართებელნო, რამეთუ ათონს ქართველთა განმრავლებაჲ იღუაწეთ და ალაგი ეგე წმიდაჲ ნათესავსა თქუენსა დაუმტკიცეთ;

გიხაროდენ, კეთილითა მუშაკობითა განშუენებულნო, რამეთუ თჳსნი თქუენნი უცხოსა ქვეყანასა დაამკჳდრეთ და უფროჲს მკჳდრთა მათ ბერძენთასა ადიდეთ;

გიხაროდენ, სამოციქულოსა ძალსა მიწვდომილნო, რამეთუ საუფლოჲსა ერისა ძილი სულიერი განაფრთხვეთ და გზასა მას სამეუფოსა წარმართეთ;

გიხაროდენ, სათნოებათა და მოღუაწებათა მიმართ მაწვეველნო, რამეთუ ყოველსა ღირსებისაებრ სწყალობდით და აღადგინეთ კაცნი ბაძუად თქუენდა;

გიხაროდენ, მრავალთა სულთა ნავთასყუდელნო, რამეთუ მრავალნი მოისწრაფდეს სმენად სიტყუათა ღმრთისათა თქუენგან და თქუენ თანა ყოფად;

გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო და ჴორციელად უმტკიცესნო, რამეთუ ღმრთისა მიერ მოგენიჭათ თქუენ ძალი სასწაულთა დიდთა აღსრულებისაჲ;

გიხაროდენ, ყოვლისა ქართველთ ზნეობათა აღმამაღლებელნო, რამეთუ ერი ღმრთისაჲ აცხოვნეთ დანთქმისაგან სულთა წარწყმედელისა;

გიხაროდენ, რამეთუ სათნოებაჲ თქუენი და ღირსებაჲ არა ხოლო საქართველოსა ოდენ განეფინა, არამედ სრულიად საბერძნეთად, იერუსალჱმსა და სინასაცა;

გიხაროდენ, რამეთუ იქადის ივირონი თქუენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა და ღაღადებს, ვითარმედ ქართველთა ძმათა სამკჳდრებელია;

გიხაროდენ, ქუეყანისა ანგელოზნო და კაცნო ზეცისანო, რამეთუ ვითარ არწივნი ფრთივ-მალენი მოვლით ყოველსა სოფელსა და ყოველთა თაყუანისცემელთა თქუენთა უზესთაეს მზისა გამოუბრწყინვებთ შეწევნისა თქუენისა საბოძვართა;

გიხაროდენ, ხატნო მეტყველნო, რომელნი წინა გჳვით სახედ სიწმიდისად და სიმჴნედ ახოვნებისა;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 10


ესმა რაჲ ესე თორნიკ-ყოფილსა იოვანეს, შეძრწუნებული დავარდა ფერჴთა ზედა შენსა და ცრემლით ითხოვდა შენდობასა, მაშინ სიყუარულითა აღადგინე და სახელითა უფლისაჲთა შეუნდევ, ხოლო მან შემუსრვილებაჲ გულისაჲ და მყუდროებაჲ გონებისაჲ კრძალულებასა შეაზავა და მჴცოვანებითა კეთილითა სრულ-ქმნილი წარსდგა-რაჲ წინაშე ღმრთისა, აღირაცხა მჴედრობასა თანა ზეცათასა და მათ თანა უგალობს დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.



იკოსი 10


ეჰა, უაღრესსა მას მიმადლებულებასა, გაბრიელ ქართველო, რამეთუ მრავალთა შორის მამათასა გამოირჩიე მიქმად დედისა ღმრთისა პატიოსნისა ხატისა, ცოცხლებრ მავალისა და უსხეულებრ ზღუასა ზედა დაუნთქმელად მქცევისა, რომლისა მიმგებელი მამაო საკჳრველო, ზღუასა ზედა ხვიდოდი დაუნთქმელად, ხოლო სადა-იგი აღმოასვენე ხატი ღმრთისმშობლისაჲ, მუნ აღმოჴდა წყაროჲ სასწაულთმოქმედი, რომელი კუალად აღმოადინებს კურნებასა, ეგრეთვე აწ ღირს-ჰყვენ შჳლნი ქართველთა ერისანი განუშორებელად მსახურებად ყოვლად წმიდისა ხატისა პორტაჲტისაჲსა და შესხმად შენდა, და გალობად ძალისაებრ მათისა:


გიხაროდენ, იოვანესა და ილიას მიმსგავსებულო უდაბნოჲს მოყუარებითაო, რამეთუ საწუთოჲ ესე წარმავალი მოიძულე, და ზრახვიდი ღმერთსა დაყუდებითა და სიმდაბლითა;

გიხაროდენ, რამეთუ სრულ იყავ სათნოებითა, კეთილი და შემძლებელი, განგებად სულთა ნებისაებრ ღმრთისა;

გიხაროდენ, მხილველო გამოუთქუმელთა საიდუმლოთაო, რამეთუ სიწმიდითა გულისაჲთა მარად მოიგე ხედვაჲ ღმრთისაჲ და ენაჲ, რომელი არა იცოდი, გესმა;

გიხაროდენ, რამეთუ ცეცხლმოტყინარჱ ხატი გამოჩნდა პირისპირ მთაწმინდისა;

გიხაროდენ, ფრიად მოყუარეო ღმრთისმშობელისაო, რამეთუ ესმათ ბერძენთა „გაბრიელ ქართველი არს გამომყუანებელი ხატისა ყოვლად წმიდისა და მხოლოჲ ბერი იგი არს ღირს შეხებად მისა“;

გიხაროდენ, პეტრეს წყალთა ზედა სლვითა აღმატებულო, რამეთუ მიეახლე რაჲ, დაუნთქმელად, ზღუამანცა, დედოფლისა მტჳრთველმან, საკჳრველად მოგიბოძა ხატი მისი ცეცხლმნთებარჱ და მიიქვი მკერდსა ზედა;

გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად სამისა დღისა ლიტანიითა მიაბრძანეთ სისხლისა წყლულებითა აღბეჭდული ხატი მონასტერსა და კრძალვით დაასუენეთ საკურთხეველსა, გარნა მიეფარა და უჩინოჲ იქმნა ხატი იგი საკჳრველი და მრავლითა ძიებითა იპოვეთ კარიბჭესა;

გიხაროდენ, დედისა ღმრთისა საკუთარო მონაო, რამეთუ ძილსა შინა გეჩუენა და გრქუა: „არა მნებავს მფარველობაჲ თქუენი, არამედ მე ვარ მცველიცა და მფარველიც ქართველთა ნათესავისაჲ“;

გიხაროდენ, რამეთუ მიუთხარ რაჲ ღმერთშემოსილსა იოვანესა და ღირსსა ეფთჳმესა, აღაშენეს მათ ტაძარი მცირჱ მახლობლად კარიბჭისა, და დაასუენეს მას შინა საკჳრველთ-მოქმედი ხატი იგი და უწოდეს „პორტაიტისაჲ“;

გიხაროდენ, რამეთუ არა მივიდა იგი სხუასა მონასტერსა, არამედ ივერთასა ღირს იჩინა დავანებაჲ და ეწოდა „დედაჲ ღმრთისაჲ ივერიის კარისაჲ“;

გიხაროდენ, რამეთუ ესევითარი ცხადი სასწაული ჩუენებულ იყო სიყუარულისა მისდა წილხდომილთა ერისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისაგან, ოდეს საკჳრველი ხატი თჳსი მოანიჭა ივირონსა;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 11


ოდეს სარეცელსა ზედა მდებარე იოვანე მწარეთა ტკივილთა სიმჴნითა დაითმენდა, მორჩილ იქმენ ბრძანებათა მისთა, ეფთჳმი სანატრელო, და წინაძღომითა მისითა განაგებდი ივერთა სავანესა, ხოლო ვითარ იკონომოსი და მზრუნველი, ათანასეს დიდსა ლავრასაცა, და განსწავლიდი ბერძულთა მონასტერთა მამასახლისთა და იღუმენთა, გარნა ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ მამასა შენსა, დაგადგინა განმგებელად საქმეთა მისთა ზედა, და გალობითა შე-ჰვედრა სული თჳსი ქრისტესა, ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 11


დაყავ რაჲ წელნი ათოთხმეტნი წინამძღურობასა შინა, მრავალნი საკჳრველნი ქმენ და კეთილად განაგებდი სამწყსოთა თჳსთა, არამედ დაბრკოლდებოდი რაჲ თარგმანებისაგან წმიდათა წერილთასა, წინამძღურობაჲ ძმათაჲ, ანდერძისაებრ მამისა შეჰვედრე ძმის-წულსა მისსა გიორგი ვარაზ-ვაჩესა და განაჩინე იგი მამასახლისად და მწყემსად ივირონსა, მაშინ აღაშენა მან ეკლესიაჲ დიდი ღმრთისმშობლის სახელსა ზედა და იწოდა მაშენებელად, ხოლო შენ უაღრეს ძალისა თჳსისა შეუდეგ წიგნთა საღმრთოთა თარგმანებასა და ვალნ კარაულითა, ვიდრე დღედმდე შესუენებისა თჳსისა, არამედ აღესრულე რაჲ, ჵ, საკჳრველთმოქმედო ეფთჳმე, ყოველნი, ვითარცა ობოლნი, შეიქმნენ მამისაგან, და ჴსენებითა შენითა ნუგეშინისცემულნი გიძღუნიდენ ესევითარსა გალობასა:


გიხაროდენ, მწყემს-მთავრისა ქრისტჱს მოწაფეო, სამწყსოჲსა შენისა კეთილად დამმწყსველო და უბიწოთა სულთა მოუწყვლელად დამცველო;

გიხაროდენ, მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო;

გიხაროდენ, მთაწმინდელთა მრავალფერისა საურავისა მჴართა შენთა ზედა აღმღებელო;

გიხაროდენ, სასწაულთა სიმრავლითა მოსავთა შენთა განმანათლებელო და წინა-აღმდგომთა ზრახვათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა მონაზონთა გამომწვრთნელო;

გიხაროდენ, ბრალეულთა სინანულად მომაქცეველო და ურჩთა განმდევნელო;

გიხაროდენ, ძმათა მაშფოთებელთა და წინააღმდგომთა შეჩუენებითა საშინელითა განმაკანონებელო;

გიხაროდენ, მარადის ძაძითა და ჯაჭჳთა შემოსილო და კვიპრეს ეკლესიისა საყდართა ზედა კათალიკოსობისა არა თავს-მდებელო;

გიხაროდენ, მედგართა მკულელთა მიერ მახჳლით დაჩხვეპასა და სიკუდილსა ორგზის საკჳრველად განრინებულო;

გიხაროდენ, მთასა ათონისასა ფერისცვალებას უბრწყინვალეს მზისთუალისა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, მეორედ ელიად წოდებულო, ჟამსა გვალვისასა წჳმისა მომყვანებელო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 12


იღუწიდა რაჲ ივერთა საღმრთოსა მონასტერსა, ბრწყინვალედ აღწერა „ცხორებაჲ“ თქუენი და „ღუაწლი“ გიორგი მთაწმიდელმან, სარგებელად სულთა და შესაძინელად მრავალთა, რომელთა უნებს ცხორებაჲ, და ძეგლად სარწმუნოებისად აღუმართა ერსა ჩუენსა, რაჲთა ჴსენებაჲ თქუენი არა დავიწყებულ იქმნეს ნათესავთაგან მომავალთა, ხოლო თჳთ აუწყა ქართველთა სარწმუნოებისა სიწმიდჱ ანტიოქიის პატრიაქსა და განუმარტნა რაჲ ღმრთისმე-ტყუელებანი, ძნიად მისაწდომელნი, დაჴსნა ცილისწამებაჲ სჳმეონ-წმიდელთა მონაზონთაჲ და განამტკიცა ივერთა ეკლესიის თჳთმყოფადობაი, ამისთჳსცა თქუენთანა ვაქებთ მუშაკსა მას სიბრძნისასა და შევსწირავთ ღმერთსა სამადლობელსა ქებისასა: ალილუია.



იკოსი 12


ეკლესიაჲ ქართველთაჲ შჳლთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სამკაულითა წმიდათა წიგნთა თქუენთათა და ეფთჳმისთანა გაქებს გიორგის, მვედრებელად და მეოხად ჩუენთჳს მდგომარეთა წინაშე ღმრთისმშობლისა, რომელმანცა ეფთჳმის სიმრთელჱ მიანიჭა და ენაჲ კეთილად მეტყველი ქართულად, და შენ - სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა, ხოლო თქუენ განანათლეთ მისდა წილ-ხდომილი ქუეყანაჲ საქა-რთველოჲსა და მიუბოძეთ სწავლანი ყოვლადშუენიერნი ერსა თჳსსა, ეგრეთვე აწ შესწირეთ ვედრებაჲ ჩუენი ყოვლად-უბიწოსა დედოფალსა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რომელი უფროს ყოველთა ნათესავთა გამოირჩია, რაჲთა ღირსებითა და სიწმიდითა ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გაქებდეთ თქუენ, ეკლესიისა და ერისა ჩუენისა მოღუაწეთა:


გიხაროდენ, კანონნო და სიქადულნო მღდელობისანო;

გიხაროდენ, მონაზონნო და იღუმენნო ივერთა სავანისანო;

გიხაროდენ, მამანო და მჴურვალენო მფარველნო წმიდისა მთისანო;

გიხაროდენ, მუშაკნო სიბრძნისანო და მთარგმნელნო წმიდისა წერილისანო;

გიხაროდენ, ღმრთივ-აღძრულნო ქნარნო სიტყუათა დავითისანო;

გიხარდენ, ჭეშმარიტო ამაღორძინებელნო ღმრთისშემეცნებისანო;

გიხაროდენ, ხატნო სულიერისა სისრულისანო და დაფარულთა მცნობელნო უფსკრულნო გულისჴმის-ყოფისანო;

გიხაროდენ, ახალნო ოქროპირნო, განმანათლებელნო ქართველთა ერისანო;

გიხაროდენ, ბრძენნო ქადაგნო მოციქულთა და მამათა სწავლებისანო;

გიხაროდენ, დამაყენებელნო მძჳნვარისა მის სულიერისა სიყმილისანო;

გიხაროდენ, ქრისტჱს მიერ მიმღებელნო ძლევისა გჳრგჳნისანო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 13


ჵ, მწყემსნო სახიერნო და მოძღუარნო სულიერნო: იოვანე და გაბრიელ ქართველნო, თორნიკ-ყოფილო იოვანე და ეფთჳმი და გიორგი მთაწმიდელნო! სარწმუნოებითა შევრდომილნი მტკიცესა მას თქუენსა მეოხებასა და მამობრივსა მადლსა და შეწევნასა შეგჳწყალეთ და გჳჴსენით ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და მრავალთა მათგან საფრხეთა ეშმაკისაჲთა, რაჲთამცა განვიბანენით ჴორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართენით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყვანებს ჩუენ ცხორებასა მას განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა და მათ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.


ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ:



იკოსი 1


ძალნი ცათანი განაკჳრვნა ზეგარდამო თქუენდამი ბოძებულმან მადლმან საკჳრველთმოქმედებისამან, აღმატებულმან კაცობრივსა ძალსა და სიტყუასა, და ჩუენცა მადლობასა შევსწირავთ იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რომელმანცა არა უგულებელს-ყო ერი ესე ჩუენი საზეპუროჲ, მეოხებითა დედისა თჳსისაჲთა და მოგავლინათ ეგე ვითარნი მამანი საწვრთელად და გულისჴმის საყოფელად ჩუენდა, რაჲთა მოშურნე და მობაძავ სათნოებათა თქუენთა ვიქმნნეთ და ჴმა-ვჰყოფდეთ მადლიერად:


გიხაროდენ, ათონითგან აღმობრწყინვებულნო მნათობნო საქართველოჲსანო;

გიხაროდენ, ახოვანნო ქადაგნო მართლმადიდებლობისანო;

გიხაროდენ, უბრძოლველნო ზღუდენო კეთილმსახურებისანო;

გიხაროდენ, უდაბნოჲსა მოყუარენო, მსგავსად დიდისა წინამორბედისანო;

გიხაროდენ, განმავრცობელნო გრიგოლ ხანძთელისა ღუაწლისანო;

გიხაროდენ, სუეტნო და სიმტკიცენო მონაზონთა კრებულისანო;

გიხაროდენ, მსახურნო ღმრთისანო და ერთგულნო მამულისანო და მეფისანო;

გიხაროდენ, წესნო და კანონნო ეკლესიისანო;

გიხაროდენ, უწმიდესნო ვარსკულავნო საღმრთოჲსა დიდებისანო;

გიხაროდენ, ზეციერნო წინამბრძოლნო ერისა ჩუენისანო;

გიხაროდენ, მიურულებელნო მცველნო და ქომაგნო ივერთა მიწა-წყლისანო;

გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



კონდაკი 1


შესხმით გიგალობთ ეფთჳმისთანა დიდსა გიორგი მთაწმინდელსა, იოვანე თორნიკყოფილსა - ქრისტჱს მჴედარსა, და იოვანე და გაბრიელ ქართველთა, და ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შუამდგომელად, რაჲთა თანაწარგუხადოს რისხუაჲ, სამართლად აღძრული ცოდვათა ჩუენთათჳს და დაჴსნას კადნიერებაჲ ურიცხუთა მტერთა ჩუენთაჲ, რომელნი მარადის გვმძლავრობენ და გვაჭირვებენ და მოგუმადლოს უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ შემსხმელთა თქუენთა: გიხაროდენ, ღირსნო მამანო ათონელნო, ჭეშმარიტნო მწყემსნო და მოძღუარნო ქართველთა ერისანო!



სავედრებელი ლოცვა


ჵ, ყოვლად ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, თორნიკ-ყოფილო იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო! ვარსკვლავნო უდაბნოჲსანო ყოვლად ბრწყინვალენო, მარხვისა და ლოცვისა სუეტნო მტკიცენო, მონაზონთა სიქადულნო და მოღუაწეთა სამკაულნო, ქართველთა განმანათლებელნო, გლახაკთა ნუგეშინისმცემელნო და ყოველთა უღონოთა და განწირულთა შემწენო და შესავედრებელნო!


ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მამანო და მოძღუარნო ქართველთანო, იოვანე და გაბრიელ იბერნო, თორნიკ-იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ჩუენთჳს მეოხნო ბრძენნო მოღუაწენო! რომელნი მადლითა და წყალობითა ღმრთისაჲთა წმიდასა მთასა მიიწიენით ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად ნათესავისა ჩუენისა, მამობრივითა მოწყალებითა თქუენითა შეგვაწყნარეთ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ განაახლოს და ნათესავი ჩუენი კუალად განამრავლოს დიდებულსა მონასტერსა შინა ივერთასა, რაჲთა თაყუანისცემდენ და მსახურებდენ ყოველთა ქრისტეანეთა სასოსა და უფროჲს ეკლესიისა და ერისა ჩუენისა მფარველსა - ივერიის კარისა ღმრთისმშო-ბლისა ხატსა, პორტაიტისად წოდებულსა და საკჳრველთმოქმედსა, რამეთუ არცაღა-რაჲ ერთი ქართველი იპოების სავანესა ამას თქუენსა, რომელი ესე დიდითა ღუაწლითა აღაშენეთ სამკჳდრებელად ქართველთა. ევედრენით თქუენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ-ჰყოს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა ქართველთასა და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპის-კოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.


ჵ, ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო: იოვანე და გაბრიელ ქართველნო, სახელ-დიდო თორნიკყოფილო იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო! ნუ დასცხრებით ვედრებად ქრისტჱს მიმართ, ღირსნო, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა სულგრძელებაჲ; მხიარულთა მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალო-ბაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და თქუენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა