მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა დიდებულისა მოწამისა,
კეთილმსახურისა მეფისა არჩილისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

კონდაკი 1


მეფეთა შორის პირველ მოწამესა და მხედარსა დიდ-სახელსა, რჩეულსა ქრისტესსა, დიდებულსა არჩილს, ახოვანსა და უძლეველსა, ქებასა ამას სამადლობელად მოგიძღუნით ჩუენ და გევედრებით, ვითარცა აღგვითქუ ჟამსა აღსრულებისა შენისასა, შემწე და მფარველ გვექმენ სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



იკოსი 1


კარი მარტვილობისა შენისაი განაღე, ნათლიშემოსილო, ქრისტეის მხსნელისა მოწამეო, და გზა-ჰყავ სრბად შემდგომთა მეფეთა, რომელსა ზედა უშიშითა გონებითა, ვითარცა გმირნი სრბად განვიდნენ მხნენი დემეტრე და ლუარსაბ, რომელთა თანა მეფეთა კეთილმსახურთა და მოწამეთა გუნდთა ყოვლითურთ ზიარ გამოსჩნდი და სიხარულითა განანათლებ გულთა ჩუენთა, რომელნი ესე შენდა მოვივლტით და გალობასა ამას შევსწირავთ შენდა:


გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;

გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო წინამბრძოლო ჭეშმარიტებისაო;

გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მძლეველო უშიშარო მხედარო მაცხოვრისაო;

გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო კეთილმსახურებისა და სიწმიდისაო;

გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;

გიხაროდენ, განმაძლიერებელო ქრისტესმოყუარისა მხედრობისაო;

გიხაროდენ, გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;

გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;

გიხაროდენ, წინამძღუარო ქართველთაო ერისაო;

გიხაროდენ, წარუტყუეველო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 2


რაჟამს უშჯულომან მურვან ყრუმან მოვლო ყოველი კავკასიაი და შემუსრა უმრავლესნი ციხენი კიდეთა ქართლისათა, მაშინ მეფენი ქართლისანი განხვედით აფხაზეთს და დასდეგით ციხესა შინა ანაკოფიისასა, სადაცა მიემთხვიეთ და სარწმუნოებითა შეუვრდით ხელითუქმნელსა მას ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და წყალობისა მთხოველნი აღუვლენდით ხმასა საღმრთოისა ქებისასა: ალილუია.



იკოსი 2


ჰოი განსკრთომელი სიმხნეი და სიქველეი და ხელი საუფლოი, რამეთუ ღამესა მას გეჩუენა ანგელოზი უფლისაი და გაუწყა, ვითარმედ მოუვლინა სასტიკად მომსრველი გუემაი უშჯულოთა მათ მტერთა თქუენთა და გიბრძანათ კუეთებაი მათ ზედა, მაშინ განხუედით სასოებითა ღმრთისაითა და ძალითა მისითა არცხვი-ნეთ უკეთურთა მათ აგარიანთა, ამისთვის კადნიერ ვიქმნებით გალობად შენდა:


გიხაროდენ, მშობელთაგან ღმრთისმსახურთა აღმომორჩებულო;

გიხაროდენ, მადლის კეთილ-მოქმედებითა განათლებულო;

გიხაროდენ, სიმტკიცითა და სიმამაცითა გამორჩეულო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოქადულო;

გიხაროდენ, შვილად ღმრთისად გამორჩეულისა ერისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;

გიხაროდენ, ახოვნად მოღუაწებითა და ღმრთისმსახურებითა წამებისაითა გამოჩინებულო;

გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებლად ივერიისა გამობრწყინებულო;

გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტვილთაითა განშუენებულო;

გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ზღუდედ და მცველად წოდებულო;

გიხაროდენ, მეფობისა და მარტვილობისა მრჩობლ-გვირგვინითა შემკულო;

გიხაროდენ, ივერიელთა მიერ მარადჟამს ხსენებულო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 3


რაჟამს ეუწყეს მეფესა ბერძენთასა, თუ რაი იქმნა ღმრთისა მიერ ხელითა თქუენითა, მოიხსენა წარჩინებულობაი ნათესავ-ბრწყინვალეთა მშობელთა თქუენთაი, და სიხარულითა წარმოსცა რაი ორი გვირგვინი დიდებული, სიმხნეი სულისა თქუენისაი და გონებისა თქუენისა სიბრძნეი თუალუხვავად ადიდა: ალილუია.



იკოსი 3


ოდეს დამძიმდა ძმაი შენი, მეფეი მირი, წყლულებისა მისგან, რომელ მიიღო ბრძოლასა მას შინა, ვიდრე სიკუდიდმდე, მაშინ გაუწყა, თუ სადაი დაჰფლა მამამან თქუენმან მეფეთა საგანძური, და შეგვედრა სამეფოი ქართლისაი და ასულნი თვისნი, ხოლო შენ, სულითა განბრძნობილო, მიეც ძმისწულნი შენნი ქართლისა ერისთავთა და წყალობითა ღმრთისაითა მშვიდობით მეფობდი ჟამსა მრავალსა, რომლისათვისცა შესხმით იქები მორწმუნეთაგან:


გიხაროდენ, ქრისტეს სახარებისა თესლთა შენ შორის აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, ვნებათა სიმრავლისა, ვითარცა ღუარძლისა აღმომფხურელო;

გიხაროდენ, ტაძართა და მონასტერთა აღმშენებელო;

გიხაროდენ, სინანულისა ძლით შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო;

გიხაროდენ, მრავალთა მიერ განცდათა შეპყრობილთა და ზრუნვით გარემოცულთა დამხსნელო;

გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა დამამხობელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა მგმობართა დამცემელო;

გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა ტყუვილისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;

გიხაროდენ, რწმენით, სასოებითა და სიყუარულით აღმსთობილთა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა მხედართა და სპათა დიდად მწყალობელო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 4


რაჟამს აღსდგა ნათესავი უშჯულოი, ფიცხელი, მძვინვარეი და სისხლის მსმელი ერსა შენსა ზედა, მაშინ განიზრახე, მწყემსო კეთილო, თავისა შენისა და სულისა დადებაი სახსრად ქრისტეანეთა, და მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა და მეუფესა ცათასა წარსდეგ წინაშე უწყალოისა ასიმისა და ითხოვე მშვიდობაი ქუეყანისა შენისაი, რომლისათვისცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეც ძალი შემკობად ღუაწლისა შენისაი: ალილუია.



იკოსი 4


მაშინ იწყო მზაკუვარმან ლიქნით სიტყუად, რამეთუ აღგითქუმიდა ნიჭთა მრავალთა და გაწვევდა დატევებასა ქრისტეის სჯულისასა და მიქცევად სარკინოზად, გარნა შენ, ახოვანო მხედარო ღმრთისაო, აღიბეჭდე თავი შენი ნიშითა პატიოსნისა ჯუარისაითა და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგე წინაშე უშჯულოთა მძლავრთასა, რომლისათვისცა ძალისაებრ ჩუენისა შეგასხამთ ქებასა:


გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;

გიხაროდენ, სასოებისა შენისა ღმრთისა მიმართ დამდებელო;

გიხაროდენ, სიბრძნითა სულისაითა მძაფრთა სატანჯველთა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისა კაცთა შორის დამნერგველო;

გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა სახუმილისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა საღმრთოითა კადნიერებითა დამხსნელო;

გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;

გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა სარწმუნოებითა დამაწყნარებელო;

გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამხობელო;

გიხაროდენ, გულის-სიტყუათა ბოროტთა დამთრგუნველო;

გიხაროდენ, უღმერთოებითა და უშჯულოებითა დაბრმობილთა გულისხმისმყოფელო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 5


სიტყუანი ცრუ-მოციქულისანი ვერ შეაშფოთებდეს გონებასა შენსა, რამეთუ მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექ და ეძიებდი ქრისტესთვის სიკუდილსა - „უკეთუ ვისმინო შენი, მოვკუდე სიკუდილითა და ვიტანჯო საუკუნოდ, გარნა უკეთუ შენ მომკლა, აღვსდგე, ვითარცა ღმერთი ჩუენი და მისთანაცა ვიდიდო“ - ესრეთ ეტყოდი, და განმაძლიერებელსა შენსა ქრისტესა ხმა-ტკბილად უგალობდი: ალილუია.



იკოსი 5


რაჟამს იგი ასპარეზი სიმხნისაი და მოსაგებელი უხრწნელისა ძლევისაი განიმზადა შენთვის საღმრთოითა წინა-განგებითა, მაშინ მეფობაი მარტვილობისა მიმართ განსცუალად მოისიბრძნე სიბრძნისმოყუარებითა, საცთური შეურაცხ-ყავ და ამპარტავნებაი უშჯულოისა მის ჭიჭნაუმისაი დაამხუე სიმხნითა ბუნებისაითა, ეგრეთვე აწ დაამხუე სივერაგეი მტერისა ჩუენისაი, და განჰკურნენ მრავალნი წყლულებანი ქართველთა ერისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვცხონდებოდეთ და ვხმობდეთ:


გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო სიქადულო სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, სამკვიდრებელო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო;

გიხაროდენ, მახვილო მომკუეთელო მუჰმედისა საცთურისა ღუარძლისაო;

გიხაროდენ, შვიდ-წილად გამოხურვებულო მსგავსად ოქროისა წმიდისაო;

გიხაროდენ, მომგებელო ძლევისა გვირგვინისაო;

გიხაროდენ, ვარდო შუენიერო ზეცისა მტილისაო;

გიხაროდენ, წამებისა ნაყოფისა გამომღებელო რტოო ქრისტეის ვენახისაო;

გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;

გიხაროდენ, ფარო დამცველო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, მახვილო განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;

გიხაროდენ, მიუდრეკელო ზღუდეო კეთილმსახურებისა და ეკლესიისაო;

გიხაროდენ, დამაცხრობელო ცოდვათა ჩუენთა წყლულებისაო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 6


ესმა რაი ესე ყოველი უშჯულოსა და იხილა სიმტკიცეი შენი უქცეველი, დაუკვირდა ფრიად და ბრძანა შეპყრობაი შენი და დილეგსა შეყენებაი, რაითა მრავალსახითა ტანჯვითა მოგაქციოს, ხოლო შენ ფრთოვან-ყავ გონებაი შენი ღმრთისა მიმართ, და შეცურეული მადლისაგან საღმრთოისა, ვითარცა ყრმანი იგი ძუელად სახუმილსა შინა, აკურთხევდი, დიდებულო, უფალსა გალობითა: ალილუია.



იკოსი 6


ოდეს საპყრობილესა შეწყუდეულ იქმენ უსჯულოთა მიერ, არა შეშინდი შენ მაცთურისაგან მტერისა, არამედ მშვილდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცვითა მხურვალითა და ენაი გესლოვანი უღმრთოთა წარმართთაი დახსენ ძალითა საღმრთოითა, ხოლო აწ გვიხსენ მზაკუვარებათაგან და საცთურთა მზაკურისა ეშმაკისაითა, რომელსა ჰნებავს წარწყმედაი ჩუენი, რაითა ვიშუებდეთ შენ თანა უკუნისამდე, შემსხმელნი შენნი ქართველნი:


გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო;

გიხაროდენ, აგარეანთა საცთურისა ძლევით მამხილებელო;

გიხაროდენ, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელო და ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ქრისტეს აღმსარებელთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა და მწვალებელთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა მხედართა თანამბრძოლო და მფარველო;

გიხაროდენ, სიყუარულისაგან შუებათა წუთიერისა და მსწრაფლ-წარმავალისა მომაქცეველო;

გიხაროდენ, სიტყუათა შენთა საჭურველითა მტანჯველთა მომწყულელო;

გიხაროდენ, ბელიარის ზრახვათა მომსრველო;

გიხაროდენ, ერთგულთათვის პატივისა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, ორგულთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა ამამაღლებელო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 7


მაშინ აღივსო სიბოროტითა ეშმაკისაითა სარკინოზად მოქცეული მთავარი ერთი გარდაბნელი, ვითარ პირველ იუდა მიმცემელი, და აუწყა ასიმს, რამეთუ იყავ შენ ძეი სტეფანოზისი, და ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი და მირიანისი, და ზაკვითა რქუა: „იგიცა იცის, თუ სადაი დაჰფლა მამამან მისმან მეფეთა საგანძური“, ხოლო შენ ყოველნი მახენი მტერისანი ძალითა სულისაითა შემუსრენ, და ოსანაი ძლევისაი იგალობე: ალილუია.



იკოსი 7


ღმრთეებრივითა სიბრძნითა აღვსებული ეტყოდი მძლავრთა: „მცირე ვიყავ ასაკითა, ოდეს მამამან და ძმამან ჩემმან დასხნეს ციხესა მას საგანძურნი, ხოლო მე არა დაუტეო ღმერთი ჩემი და არცა განვყიდო წარუვალი იგი დიდებაი მსწრაფლ წარმავალისა ამისათვის“, და ყოველი საცთური მცბიერთაი დააკვეთე და დაჰხსენ, რომლისათვის იხარებს ერი ჩუენი მის შორის აღმოცენებისა შენისათვის და ესრეთ გიღაღადებს:


გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა ქრისტეს ეკლესიისა განმაბრწყინებელო;

გიხაროდენ, დაბნელებულისა გონებისა ჩუენისა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, მოწყლულთა უხილავთაგან მოისართა გამკურვნელო;

გიხაროდენ, მორწმუნეთა სულთა საცნაურად განმანათლებელო;

გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამხნევებელო;

გიხაროდენ, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;

გიხაროდენ, ქურივთა ხელის აღმპყრობელო და მაწუხებელთა მათთა მიმგებელო;

გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და მწყალობელო;

გიხაროდენ, ყოველთა მიმძლავრებულთა და ჩაგრულთა მფარველო;

გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა საკრველთაგან დამხსნელო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 8


კუალად გკითხვიდა უგუნური: „შენ უკუე იყავ დაცემასა მას სარკინოზთასა აფხაზეთს შინა?“, ხოლო შენ სარწმუნოებისა ცეცხლითა განბრწყინებული ესრეთ ეტყოდი - „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“ და დამბადებელსა ყოველთასა ხმა-მაღლად უგალობდი: ალილუია.



იკოსი 8


ესმა რაი მძლავრსა მას სიტყუანი შენნი სიბრძნისანნი, გულის-წყრომითა აღივსო ფრიად და გრქუა: „რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“ - ხოლო შენ მძლავრთა მიმართ სიტყვისგებაი მოგეცა უხუებით სულითა მამისაითა და ესრეთ ეტყოდი: „ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცისა და ქუეყანისა, მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი“, და ცდომილებასა მათსა ამხილებდი, ამისთვის ახოვანსა, ჯუარითა ჭურვილსა მხედარსა ქრისტეისსა გაქებთ შემოკრებულნი ყოველნი:


გიხაროდენ, საღმრთოთა მცნებათა გულსა შენსა დამბეჭდველო;

გიხაროდენ, მრავალფერთა სატანჯველთა ხრწნილთა ხორცთა ბუნებითა დამთმენელო;

გიხაროდენ, ურვათა და განსაცდელთა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, მაჭირვებელთა ჩუენთა დამამხობელო;

გიხაროდენ, ყოვლისა უსამართლოისა განბოროტებისაგან დამხსნელო;

გიხაროდენ, მრავალთა სულთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, სულთა არა წმიდათა განმდევნელო;

გიხაროდენ, მხარეთა ქართლისათა ღუაწლითა შენითა განმაშუენებელო;

გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა სიხარულითა შემცვალებელო;

გიხაროდენ, ხილულისა და უხილავისა მტერისა ღონისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, მშიერთა დამაპურებელო და შიშველთა შემმოსელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ნებისმყოფელთა შემწეო და შესავედრებელო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 9


მაშინ განრისხდა უგულისხმოი იგი და რქუა: „რომლისა ღმერთი მოკუდავი არს და სასოებაი ცხორებისაი მოკუდავისა მიმართ აქუს, ჯერ არს მისიცა სიკუდილი“, და ბრძანებაი მისცა მეხრმლეთა, რაითა თავის მოკუეთითა მოგკლან მხედარი ქრისტეისი, ხოლო შენ, წმიდაო, სასოებითა შეჰვედრე სული შენი და სამეფოი უფალსა და კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ითხოვდი ნიჭსა უძლურთა კურნებისასა, რომლისათვისცა მოგართუმევთ ხმასა საღმრთოისა ქებისასა: ალილუია.



იკოსი 9


დაღათუ შეკრული მიიყუანებოდი მუნ, მხნეო მეფეო, არა გოდებდ, ვითარცა ტყუეი, არამედ სიხარულითა მოუდრიკე თავი შენი მტარვალთა და შეეყავ გზასა მას წმიდათასა, რამეთუ სიკუდილი და ვნებაი სიხარულად გიჩნდა შენ და მსგავსად მხსნელისა შენისა მიისწრაფდი ღუაწლთა მიმართ, ვიდრე სიკუდიდმდე, რომელსაცა მიემთხვიე და წარსდეგ წინაშე ღმრთისა, და აწ მრჩობლ-გვირგვინითა შემკული მფარველ ხარ ყოველთა, შენდა შევედრებულთა და სურვილით მგალობელთა:


გიხაროდენ, ტკივილისა და სიკუდილისა თავსმდებელო;

გიხაროდენ, ზეცისა იერუსალეიმისთვის ტანჯვათა დამთმენელო;

გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტეისთვის სისხლისა დამთხეველო;

გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველო და მძლავრთა მძვინვარებისა სრულიად წარმწყმედელო;

გიხაროდენ, სათნოებათა კეთილთა დამნერგველო;

გიხაროდენ, შენდა მომართ მოლტოლვილთა გზასა ზედა მცნებათა უფლისათა დამაყენებელო;

გიხაროდენ, უცხო თესლთა საცთურისა კადნიერად დამამხობელო;

გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა შენთაითა მორწმუნეთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, საკვირველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, წარმავალისა მეფობისა წილ, წარუალისა ნათლისა მომღებელო;

გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკვიდრებულო და ცხონებისათვის ჩუენისა მზრუნველო;

გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უკეთურთა სულთა შემმუსრველო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 10


რაჟამს აღესრულე, დიდებულო მეფეო და მარტვილო, ღამესა მას აღიღეს გუამი შენი მარტვილთმოყუარეთა და შემურეს რაი დიდითა პატივითა, დამარხეს ნოდოკრას, ღმრთივაღშენებულსა შენსა ეკლესიასა და მოწამეობისა შენისა სიმხნესა უთხრობდეს ყოველთა, რაითა ყოველნი რწმენით მოლტოლვილნი თაყუანის-სცემდეს პატიოსანსა საძვალესა შენსა და ღირსად შეამკობდეს ქებით ხსენებასა შენსა: ალილუია.



იკოსი 10


ვითარ იგი გვირგვინი მეფობისაი და პორფირი მეწამული განსცვალე შარავანდედსა ზედა წარუვალისა მეფობისასა, ეგრეთვე მიბაძვითა შენითა მეფეთა და მთავართა, მხედართა და მდაბიურთა შესწირნეს თავნი თვისნი სიხარულით ქრისტესა ღმერთსა, რომლისათვისცა იხარებს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა შენისა ამის ღუაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა დიდებად და ქებად:


გიხაროდენ, საღმრთოისა შჯულისა შეუგინებელად დამცველო;

გიხაროდენ, ღმრთივდაცულისა ერისა შენისა კეთილად დამმწყსველო;

გიხაროდენ, ღმრთისა, მამულისა და მეფის სიყუარულისა დამნერგველო;

გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა ამღებელო და სარკინოზთა ძირს დამკვეთელო;

გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა მტერისა აღლესულისა მახვილისა დამლეწველო;

გიხაროდენ, ქართველთა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელო;

გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისა დამხსნელო;

გიხაროდენ, დახსნილთა კეთილზნეობითა აღმძვრელო;

გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელო;

გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა დამცემელო და სრულიად განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ერისა ჩუენისა სულიერად განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 11


ბრწყინვალე არს სახელი შენი, და დიდებულ არს სახსენებელი შენი, ჰოი მეფეო, წმიდაო და რჩეულო, რამეთუ აგარიანთა მრავალ ღონენი დააცხრვე ჭირთა მძვინვარებანი მოწევნადი ერსა შენსა ზედა, რომლისათვისცა ტაძარსა შენსა მოსრული ერი, მოწოდებული, მორწმუნე, მოხარული ხსენებასა შენსა განათლებულსა, ღუაწლთა შენთა მიუთხრობს და დიდებასა შესწირავს ღმერთსა: ალილუია.



იკოსი 11


უმაგალითო ვნებაი აჩუენე, მეფეთა შორის დასაბამ წამებითა, და ბაძვად შენდა აღადგინენ მოსაყდრენი იგი შენნი, რომელთა თანა იდიდე, ვითარცა მხედარი რჩეული და გვირგვინოსან იქმენ, ვითარცა მეფეი კეთილმსახური, რომლისათვისცა ვიხარებთ კრებული ესე ღმრთივ-შეკრებული, და ხსენებასა შენსა წმიდასა პატივს-ვსცემთ ყოვლად-ქებულად მხმობელნი:


გიხაროდენ, წამებისა შენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, სისხლითა შენითა მართლისა სარწმუნოებისა განმადიდებელო;

გიხაროდენ, ცუარითა მით საღმრთოითა მორწმუნეთა განმაგრილებელო;

გიხაროდენ, შეგინებულისა გონებისა ჩუენისა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;

გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;

გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაითა შეპყრობილთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, არა-ცხოველისა და ნელტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო;

გიხაროდენ, ცოდვილთათვის ღმრთისაგან წყალობისა გამომთხოველო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 12


ვითარცა ძუელად აჩუენე საკვირველი მფარველობაი შენი ერსა ჩუენსა და მხურვალითა ზედა მდგომელობითა დაიფარენ მტერისაგან ბოროტისა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა კადნიერებითა მდგომარემან, ვითარცა მოწამემან შეგვაწყნა-რენ ღმერთსა სახიერსა, რაითა ლოცვაი ჩუენი არა საყუედრელად შეგუერაცხოს, არამედ ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგუემარჯვოს და შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 12


დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, ჰოი პატიოსანო და ბრძენო ხელმწიფეო, რამეთუ ქართველთა ეკლესიაი ბრწყინვალედ განაშუენე საღმრთოითა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტესთვის თავს ისხენ მხნედ მოხარულმან, რომლისათვისცა გულსმოდგინედ მოვისწრაფვით ტაძარსა შენსა შუენიერსა და საძვალესა ბრწყინვალესა, რაითა კურნებაი აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა:


გიხაროდენ, ვახტანგის ტომისა განმაშუენებელო, რომელსა გერწმუნა საყდარი ფარნავაზისი და სკიპტრაი მირიანისი;

გიხაროდენ, მართლმადიდებელთათვის ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო, რომელმან მხცოვანებასა შინა უღმერთოთა რისხვაი სიმხნით თავს-იდევ და დიდებაი ქრისტესი განაბრწყინენ;

გიხაროდენ, ზღუდეო შეურყეველო თარგამოსიანთა მორწმუნეთაო, რომელმან სისხლითა შენითა დაიცევ სამწყსოი შენი;

გიხაროდენ, მოწამეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებაო, რამეთუ მეორედ მიიღე ნათლისღებაი სისხლითა შენითა და განსწმიდე სული შენი;

გიხაროდენ, კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, რომელმან ღირსად მოიღე ძლევისა მოსაგებელი ქრისტეის მიერ;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა წინამბრძოლო, რამეთუ შენ განუღე კარი წამებისაი მეფეთა მოწამეთა;

გიხაროდენ, მოქალაქობითა მხნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, რამეთუ საყდარი მეფობისა შენისაი პატიოსან ჰყვენ ვნებითა შენითა;

გიხაროდენ, ბრძენო მეფეთა შორის და მეფეო ბრძენთა შორის, რომელმან სულელ და ცოფ-ჰყავ მრავალ-ღონეი იგი ბელიარისაი;

გიხაროდენ, აელვებულითა უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, რომელსა გვირგვინისა წილ დაგედგა შვიდ-გზის დაუჭნობელი გვირგვინი ზეცისაი;

გიხაროდენ, კეთილად მსახურო ღმრთისაო, რამეთუ ღუაწლისა მიერ ჰპოვე საშუებელი უხრწნელი და სიმხნისა მიერ გვირგვინი ძლევისაი;

გიხაროდენ, უხრწნელებითა შემოსილო, რამეთუ აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ და ჰსუფევ ქრისტეის თანა უკუნისამდე;

გიხაროდენ, ივერიის მკვიდრთა ტკბილო ნუგეშო, რამეთუ საკვირველებანი შენნი ზღუდედ უბრძოლველად გვივის ქართველთა ერსა;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 13


ჰოი ყოვლად დიდებულო და საკვირველებითა ქებულო მხნეო მოწამეო, მეფეო არჩილ! რომელმან ცხორებაი შენი განამტკიცენ კეთილმსახურებითა და სახლი ქართველთა მეფობისაი ღმრთივბრწყინვალედ შეამკევ წამებისა სისხლითა, აწ წყაროდ კურნებისა მოემადლე ერსა შენსა, გარნა მათ ოდენ, რომელნი სარწმუნოებით ითხოვენ შენ მიერ კურნებასა და მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა ადიდებენ ქუელისმოქმედსა, ყოველთა მწყალობელსა: ალილუია.


ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:



იკოსი 1


კარი მარტვილობისა შენისაი განაღე, ნათლიშემოსილო, ქრისტეის მხსნელისა მოწამეო, და გზა-ჰყავ სრბად შემდგომთა მეფეთა, რომელსა ზედა უშიშითა გონებითა, ვითარცა გმირნი სრბად განვიდნენ მხნენი დემეტრე და ლუარსაბ, რომელთა თანა მეფეთა კეთილმსახურთა და მოწამეთა გუნდთა ყოვლითურთ ზიარ გამოსჩნდი და სიხარულითა განანათლებ გულთა ჩუენთა, რომელნი ესე შენდა მოვივლტით და გალობასა ამას შევსწირავთ შენდა:


გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;

გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო წინამბრძოლო ჭეშმარიტებისაო;

გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მძლეველო უშიშარო მხედარო მაცხოვრისაო;

გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო კეთილმსახურებისა და სიწმიდისაო;

გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;

გიხაროდენ, განმაძლიერებელო ქრისტესმოყუარისა მხედრობისაო;

გიხაროდენ, გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;

გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;

გიხაროდენ, წინამძღუარო ქართველთაო ერისაო;

გიხაროდენ, წარუტყუეველო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



კონდაკი 1


მეფეთა შორის პირველ მოწამესა და მხედარსა დიდ-სახელსა, რჩეულსა ქრისტესსა, დიდებულსა არჩილს, ახოვანსა და უძლეველსა, ქებასა ამას სამადლობელად მოგიძღუნით ჩუენ და გევედრებით, ვითარცა აღგვითქუ ჟამსა აღსრულებისა შენისასა, შემწე და მფარველ გვექმენ სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ!



სავედრებელი ლოცვა


ჰოი ეკლესიისა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო არჩილ!


ჰოი დიდებულო მოწამეო ქრისტეისო, ახოვნად მოთმინეო, მხედარო დიდ-სახელო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მეფეო, წმიდაო არჩილ! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიე, სანატრელო, და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაი“. მოგუანიჭეი ძლევაი მათ ზედა და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალადცა განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი, და აღგვიდგინე რქაი ცხებულობისაი, რაითა არა მივემსგავნეთ პირუტყუთა უგუნურთა, მსგავსად მათ კერპთმსახურთა და სხუთაცა ეგევითართა უგულისხმოთა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტრო-პოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.


ჰოი ღვაწლისა მძლეო მხნეო მოწამეო, მეფეო არჩილ! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, იმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი