ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ოხითაჲ - ხმა 4
ვითარ შეუძლოს ენამან მეტყუელმან ჯერისაებრ ქებად შენდა, ანჩისხატო საშინელო, არამედ სიყუარულისა ძლით შემტკიცებულნი, ქებისა გალობათა დაგითხზავთ შენ, მხმობელნი: მხსნელ და მცველ და მფარველ ეყავნ საზეპუროსა ერსა ჩუენსა, სარწმუნოებით თაყუანისმცემელსა შენსა!
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
კონდაკი - ხმა 2
ნეტარ არს ერი ქართველთაჲ, რომელმან იცის გალობაჲ შენი, უფალო, რომელი ეძიებს პირსა შენსა მარადღე, რომელი ვალს ნათლითა პირისა შენისაჲთა, მღაღადებელი ესრეთ: ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ; გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და ვცხოვნდეთ!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კონდაკი 1
გონებისა მუხლთა მოვიდრეკთ წინაშე შენსა, რამეთუ თაყუანისცემითა შენითა მართლუკუნიქცა ზამთარი ურწმუნოებისაჲ, რამეთუ არემან სარწმუნოებისამან აღაყუავილნა ქვეყანაჲ ქართლისაჲ, მღაღადებელი ხმითა: გიხაროდენ, ანჩისხატო, ხატო ხელითუქმნელო, კათოლიკე ეკლესიისა შვილთა ყოველთა ნუგეშინისმცემელო! ალილუიაჲ.
იკოსი 1
გადიდებთ შენ, თაყუანისგცემთ შენ, გაკურთხევთ შენ, მზეო, მზის მამზევებელო, ქრისტე, რამეთუ განკაცებითა შენითა ცოდვათაგან ხსნილნი კუალად ხატად და მსაგვსად ღმრთისა შევმრთელდებით, ხელითუქმნელისადა მხმობელნი:
გიხაროდენ, ხატო საშინელო ნებითა უფლისაჲთა უნივთოდ დაბეჭდული.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, იეროპოლისით ჩუენდა მობრძანებულო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, მადიდებელთა შენთა დამამტკიცებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, თაყუანისმცემელთა შენთა დამამყარებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ჩუენ, ქართველთა, ერად საზეპუროდ მომგებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ჩუენ ყოველთა ზედა წყალობათა მდიდრად გარდამფენელო.
გიხაროდენ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 2
აღმოსავალით, გინა დასავალით, ჩრდილოჲთ, გინა ბღუარით მოსრულნი მართლმორწმუნენი ყოველნი ქებისა გალობათა გიგალობენ შენ, მეუფესა ყოველთასა, ქრისტე, და თაყუანისსცემენ პირისა ღმრთისა ხატსა საშინელსა, ხატსა უცვალებელსა, ხატსა ღმრთივქმნულსა: ალილუიაჲ.
იკოსი 2
შენდამი ვიხარებთ, ყოველთა დამბადებელო, შვილნი საქართველოჲსანი, შენდამი ვიხარებთ, ყოვლისმპყრობელო, კაცებით დაფლულო, ღმრთეებით აღდგომილო, საშინელისა ბეჭედისა თვისისა აწ ჩუენდა მომნიჭებელო, შენდამი ვიხარებთ მართლმადიდებელნი ყოველნი, მგალობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, არსთა ხსნად განკაცებულისა ქრისტეს ღმრთისა ხატო ღმრთივკურთხეულო.
გიხაროდენ, დამბეჭდველისა შენისა ღმრთისა თანა თაყუანისცემულო.
გიხაროდენ, დამტვიფრელისა შენისა ღმრთისა თანა პატივცემულო.
გიხაროდენ, სახეო უცვალებელო, პირმშოჲსა ხატისა თანა დიდებულო.
გიხაროდენ, მადლო საღმრთოო, მადლო წარმოუცალიერებელო.
გიხაროდენ, პირო ღმრთისაო, ანჩისა სიქადულო, ქართლისა სიხარულო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელთუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 3
ცხოველო ხატო მამისაო, აღმოცისკრებაო დიდებისაო, ჩუენ, პირმშოჲსა მის ხატისა ხატად ქმნულნი, შენ მიერ ხსნილნი, ქებისა გალობითა დიდებისვმეტყუელებთ: ალილუიაჲ.
იკოსი 3
ბუნებითო ხატო პირველხატისაო, ხატო პირმშოჲსა მის შუენიერებისაო, შენ გადიდებთ, მხსნელო სოფლისაო, ხატისა ხელითუქმნელისა შემასხმელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ერისა ჩუენისა დიდებაო.
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ცხოვნებაო.
გიხაროდენ, უღმრთოთა ხატთმბრძოლთა ყოველთა დამარცხებაო.
გიხაროდენ, ხატთთაყუანისმცემელთა ყოველთა გამარჯვებაო.
გიხაროდენ, ღმერთმბრძოლთა ცოფთა ყოველთა დაცემაო.
გიხაროდენ, მსასოებელთა შენთა ყოველთა აღმართებაო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 4
დამიკვირდების შენისა სახიერებისათვის, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ჩემ, განმარისხებელისა შენისა აღმადგინებელო, პირველისა უვნებლობისა, უხრწნელებისა, უკუდავებისა პატივსა კუალადმგებელო, დამიკვირდების და ვხმობ შენდამი მოწლედ: ალილუიაჲ.
იკოსი 4
ქალწულისაგან განკაცებულო, უძლეველისა მამისა ხატო პირმშოო ზესთადიდებულო, მეოხგუეყავ, ჰოჲ წყალობააღურაცხელო ქრისტე, რაჲთა სიკეთე პირმშოჲსა ხატისა თავთა შორის თვისთა სრულიად გამოვაჩინოთ, რაჲთა შევუძლოთ შემკობად ესრეთ:
გიხაროდენ ანჩისხატო, ხატო გამოუწერელო.
გიხაროდენ ანჩისხატო, ხატო უცვალებელო.
გიხაროდენ ანჩისხატო, ხატო უხრწნელო.
გიხაროდენ ანჩისხატო, ხატო ღმრთივქმნულო.
გიხაროდენ ანჩისხატო, ხატო ღმრთივკურთხეულო.
გიხაროდენ ანჩისხატო, ხატო ზესთაქებულო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 5
მსავსად ღმრთეებისა დაბადებულნი პირველ, დავხსნდით ურჩებითა, გარნა შემოქმედმან და მხსნელმან ჩუენმან ქრისტემან, ძემან მამისამან მხოლოდშობილმან, კუალადგუაგო სამოთხედ პირველად ნეტარებად, მღაღადებელნი ძნობით: ალილუიაჲ.
იკოსი 5
რომელმან განაახლე კაცი იგი ძუელი კუალად, რომელმან არწმუნე კუერთხი ძეობილობისაჲ კუალად, რომელმან ქალწული დაისახლე ჩუენთვის, რაჲთა ჩუენცა ცანი დავისახლნეთ, შენ დიდებისგმეტყუელებთ ხელითუქმნელისა მაქებელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ბეჭედო უცვალებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, საფასეო აღურაცხელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, სალაროო წარუპარველო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ლხინებისა მომცემელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, მშვიდობისა მომნიჭებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ცხოვნებისა მომატყუებელო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 6
ძეობილნი შენნი შენ, ღმრთისა ხატისა ხატად ქმნულნი, ქებისა გალობითა გადიდებთ შენ, ქრისტე, ძეო მამისაო, და განკაცებისა შენისა ბეჭედსა ხატსა ამას ზესთადიდებულსა თაყუანისვცემთ ძრწოლით: ალილუიაჲ.
იკოსი 6
ქრისტე იესუ, ღმრთისა მამისა ხატო, ჩუენ, შექმნილნი მისისა ხატისა ხატად, შენ გმადლობთ, შენ გაქებთ, შენ გადიდებთ პირისა ღმრთისა ანჩისხატისადა მგალობელნი ესრეთ:
გიხაროდენ ხელითუქმნელო, ეკლესიისა ჩუენისა დიდებაო, გიხაროდენ!
გიხაროდენ ხელითუქმნელო, მართლმადიდებელთა ძლევაო საკვირველო, გიხაროდენ!
გიხაროდენ ხელითუქმნელო, თაყუანისმცელეთა შენთა ნუგეშო, გიხაროდენ!
გიხაროდენ ხელითუქმნელო, შენდა მოლტოლვილთა ლხინებაო, გიხაროდენ!
გიხაროდენ ხელითუქმნელო, ზღუდეო ყოვლადუძლეველო, გიხაროდენ!
გიხაროდენ ხელითუქმნელო, სიმტკიცეო ყოვლადშეუძრველო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 7
ვითარცა შენდამი დაიხატა ოდესმე კაცი ძე მადლისმიერი, ეგრეცა დაიბეჭდა მანდილსა ზედა პირი შენი ღმრთული ნუგეშინისცემად ძეობილთადა, ვინაჲ გიგალობთ შენ, ქრისტე იესუ, გალობითა სულიერითა, გალობითა ახლითა: ალილუია.
იკოსი 7
ჩუენზედა გამოჩნდა ნათელი პირისა შენისა, ქრისტე, და ხატებითა თვითმფლობელობაჲ მოგვესწავა, ხოლო მსგავსებითა მსგავსებაჲ სათნოებითი, ვინაჲ დიდებისმეტყუელნი შენნი ესეგუართა დაგითხზავთ შესხმათა:
გიხაროდენ, არსებითა კაცქმნილისა ღმრთისა ხატო გამოუწერელო.
გიხაროდენ, კრებულთა მართლმორწმუნეთა განმანათლებელო.
გიხაროდენ, გუნდთა მწვალებელთა დამაბნელებელო.
გიხაროდენ, სენთა ეშმაკებრთა მაკურნებელო.
გიხაროდენ, პირისა ღმრთისა ნათელო ჩუენზედა გამოჩინებულო.
გიხაროდენ, კათოლიკე ეკლესიისა შვილთა ნუგეშინისმცემელო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 8
გამოუკულეველ არს და მიუწდომელ პირმშოჲსა ხატისა განგებაჲ თვისისა მიმართ ხატისა, რომელმანცა უკუნსცა კაცსა კეთილხატოვანებაჲ იგი ძუელი და ძეობილად თვისად გამოაჩინა იგი, მღაღადებელი ხმითა: ალილუია.
იკოსი 8
რომელმან-ეგე შეჰქმენ კაცი ხატისაებრ თვისისა გონიერად, თვითმფლობელად, მსგავსებისაებრ თვისისა სათნოებითა სრულად, შენ დიდებისგმეტყუელებთ ხელითუქმნელისა შემამკობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ხატო ღმრთივქმნულო, მართლმორწმუნეთა მაცხოვნებელო.
გიხაროდენ, ხატო ღმრთივქმნულო, მწუხარეთა ნათელო მხიარულო.
გიხაროდენ, ხატო ღმრთივქმნულო, ნიშთ-სასწაულთმოქმედო.
გიხაროდენ, ხატო ღმრთივქმნულო, გონებათა ჩუენთა ცისკროვანმყოფელო.
გიხაროდენ, ხატო ღმრთივქმნულო, თუალთა ჩუენთა ნათელმყოფელო.
გიხაროდენ, ხატო ღმრთივქმნულო, საძლეველო შეუორგულებელო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 9
საშინელსა ხატსა შენსა შეუვრდებით სარწმუნოებით, მაცხოვარ, რაჲთა ვიქმნნეთ, ვითარცა პირველ, ყოვლითა სათნოებითა განბრწყინვებულნი და ყოველთა კეთილთა მიერ აღვსებულნი, მგალობელნი გზნებით: ალილუიაჲ.
იკოსი 9
რომელი აღხედ ზეცად, რაჲთა ცოდვისა დავრდომილებასა შინა ქუემდებარენი თავისა მიმართ თვისისა მოგვიზიდნე, შენ პატივცემულგყოფთ, შენ დიდებულგყოფთ, ხატისა ხელითუქმნელისა შემამკობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ქრისტეს უნივთოჲსა ხატისა ხატო გამოუწერელო.
გიხაროდენ, საღმრთოჲსა განკაცებისა ბეჭედო შეუძრველო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ტვიფარო უცვალებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, მცველო მიურულებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ხატო ღმრთივწერილო.
გიხაროდენ, ნესტორიოს ცნობავნებულისა დამამხობელო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 10
ღმრთისა მამისა ხატო უცვალებელო, ხატო პირმშოო, ძეო მხოლოდშობილო, ძეო ბუნებითო, გიხაროდენსა შევსწირავთ შენდა ჩუენ ღმრთისა მამისა ხატისა ხატნი ძეობასა მადლით ღირსქმნულნი: ალილუია.
იკოსი 10
ჯუარსა ზედა ცოდვისა ჯუარმცუმელმან, ტყუეობისა დამატყუევებელმან, კუალადმაგე მამული იერუსალემი ზეცისაჲ, და ძუელსა გუელსა წამლეანსა შეწმასნული უაზნოჲ ესე კუალად აზნაურმყავ, ქრისტე, მგალობელი ხმითა:
გიხაროდენ, უხილავისა ღმრთისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, ზეცას შობილისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, ორითა ბუნებითა შობილისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, ღმრთისა მამისა არსებისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, პირმშოჲსა შუენერებისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, არსებადაუბადებელისა ღმრთისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 11
ჰე, უფალო, მიუწდომელ არიან გზანი შენნი! რამეთუ ჩუენ, განმამწარებელთა შენთა, მოგუანიჭე ძალი და გონებაჲ, რაჲთა პატივვსცეთ სახისდასაბამსა, რაჲთა უკუნვსცეთ ხატებაჲ ხატსა, რაჲთა ვიცნათ პატივი ჩუენი, რაჲთა დიდებულგყოთ შენ: ალილუიაჲ.
იკოსი 11
დიდებაჲ ზესთაგამოთქუმისა მოწყალებრიობასა შენსა, ქრისტე, რამეთუ, გან-რაჲ-ხორციელდი ჩემთვის, კუალად სრულმყავ, კუალად აღმომშვი და კუალად პირველისა ადამისა აღმიყუანე, ვინაჲ სახარულევანი გალობათა სულიერთა დაგითხზავ ესეგუართა:
გიხაროდენ, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ყოვლადუძლეველო.
გიხაროდენ, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ყოვლადბრწყინვალეო.
გიხაროდენ, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ყოვლადსაგალობელო.
გიხაროდენ, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ყოვლადაღმაღლებულო.
გიხაროდენ, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ყოვლადდიდებულო.
გიხაროდენ, პირმშოჲსა ხატისა ხატო, ყოვლადკურთხეულო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 12
ჰოჲ ქრისტე, მხსნელო ყოვლისა სოფლისაო, ჰოჲ იესუ, მაცხოვარო კაცთა ნათესავისაო, დიდებაჲ ზესთასახიერებასა შენსა, რამეთუ თბეთა ჩუენთა მიღებითა ხატი ჩუენი აცხოვნე და ხორცნი უკუდავყვენ: ალილუია.
იკოსი 12
პირმშოჲსა ხატისა სიკეთეო, ტრფიალო პირველშექმნულისა მის ხატისაო, რომელი მისა მიმართ გარდამოჰხედ და დაცემული აღადგინე და კუალად აღამაღლე ზეცად, სახიერებითა შენითა დაკვირვებულნი ანჩისხატსა შევასხამთ ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ ყუავილგარდაფენილსა ამას დღესა გიგალობთ შენ, ხატო საშინელო.
გიხაროდენ, რამეთუ გარეშეუწერელისა ღმრთისა ხატსა გამოუწერელსა გადიდებთ დღეს, ხატო საშინელო.
გიხაროდენ, რამეთუ შესხმაჲ ესე შენი პირველხატისა პატივად აღვალს, ხატო საშინელო.
გიხაროდენ, რამეთუ ლიტანიობითა და გალობითა შეგასხამთ შენ ტომნი ქართლველთანი, ხატო საშინელო.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ ერისა ჩუენისა მცველი და მხსნელი, ხატო საშინელო.
გიხაროდენ, რამეთუ იეროპოლისით შემობრწყინვებულმან ქართლად წარჰხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი, ხატო საშინელო.
გიხაროდენ, ჰოჲ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 13
ჰოჲ უცხო, ჰოჲ საკვირველი, ჰოჲ გამოუკულეველი! ბეჭედი შეუძრველი, ხატი უცვალებელი, საზღვარი და სიტყუაჲ მამისაჲ მოვიდა ხატისა თვისისა, რამეთუ ჯერ-იყო კუალად აღმართებაჲ კაცთაჲ პირველსავე ბუნებასა და მეცნიერებასა დამბადებელისასა მოსვლაჲ: ალილუიაჲ. ( ეს კონდაკი - 3-გზის)
იკოსი 1
გადიდებთ შენ, თაყუანისგცემთ შენ, გაკურთხევთ შენ, მზეო, მზის მამზევებელო, ქრისტე, რამეთუ განკაცებითა შენითა ცოდვათაგან ხსნილნი კუალად ხატად და მსაგვსად ღმრთისა შევმრთელდებით, ხელითუქმნელისადა მხმობელნი:
გიხაროდენ, ხატო საშინელო ნებითა უფლისაჲთა უნივთოდ დაბეჭდული.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, იეროპოლისით ჩუენდა მობრძანებულო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, მადიდებელთა შენთა დამამტკიცებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, თაყუანისმცემელთა შენთა დამამყარებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ჩუენ, ქართველთა, ერად საზეპუროდ მომგებელო.
გიხაროდენ, ხატო საშინელო, ჩუენ ყოველთა ზედა წყალობათა მდიდრად გარდამფენელო.
გიხაროდენ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ!
კონდაკი 1
გონებისა მუხლთა მოვიდრეკთ წინაშე შენსა, რამეთუ თაყუანისცემითა შენითა მართლუკუნიქცა ზამთარი ურწმუნოებისაჲ, რამეთუ არემან სარწმუნოებისამან აღაყუავილნა ქვეყანაჲ ქართლისაჲ, მღაღადებელი ხმითა: გიხაროდენ, ანჩისხატო, ხატო ხელითუქმნელო, კათოლიკე ეკლესიისა შვილთა ყოველთა ნუგეშინისმცემელო! ალილუიაჲ.
ლოცვაჲ მუხლთმოდრეკით სათქუმელი
უტყუიქმნა სიტყუაჲ მეტყუელთაჲ სასწაულთა შენთათვის, ანჩისხატო საშინელო, არამედ მამისა მადიდებელნი, ძისა მგალობელნი, სულისა წმიდისა მაკურთხეველნი შენ თაყუანისგცემთ დაუცხრომელად!
განძღამცა ქრისტესმოყუარე ერი ჩუენი ხელითუქმნელისა თაყუანისცემითა, ქებითა და გალობითა, ერნო?! განვახუნეთ აწ საუნჯენი გონებათა ჩუენთანი, რაჲთა ენითა განმარტებულითა და ხმითა ღაღადებისაჲთა შევასხმიდეთ ანჩისხატსა საშინელსა დაუცხრომელად!
ღმრთისა მამისა სიტყუასა და სიბრძნესა, ძალსა და ნებასა, ბეჭედსა მას ხელშეუხებელსა დიდებისვმეტყუელებდეთ და ღმრთისა მამისა ხატისა ხატსა საშინელსა თაყუანისვცემდეთ დაუცხრომელად!
განათლდი აწ განათლდი, ქუეყანაო ქართლისაო, რამეთუ გამოაბრწყინვა შენ ზედა დიდებაჲ თვისი უცვალებელმან ბრწყინვალებამან მამისამან, მოგუანიჭა რაჲ სახე თვისი უცვალებელი ანჩისხატი საშინელი. მას ვუგალობდეთ მართლმორწმუნენი ყოველნი დაუცხრომელად!
იხარებდ, აწ იხარებდ, ქუეყანაო ქართლისაო, რამეთუ ხატი ესე საშინელი შემოვალს შენდა, რომელსა ქრისტეს ხატად ავღიარებთ, ამბორსვუყოფთ და თაყუანისვცემთ დაუცხრომელად!
იშუებდ, აწ იშუებდ, ქუეყანაო ქართლისაო, რამეთუ გონებათა უზესთაეს არს ანჩისხატისა მიერ ნიშთა წყალობათა სიმრავლენი შეწევნად და ცხოვნებად მოცემული ჩუენდა. მას სარწმუნოებით ვუგალობდეთ ყოველნი დაუცხრომელად!
წინდი ცხოვრებისაჲ მოგუენიჭა და წყალობაჲ ღმრთისაჲ მოგუებოძა, უსძლოო სძალო, რამეთუ შენგან უთესლოდ შობილმან სიტყუამან მამისამან გუცა ღმერთქმნულთა ხორცთა თვისთა სახე ხელითუქმნელი ზესთასაშინელი. მას სარწმუნოებით ვუგალობდეთ ყოველნი დაუცხრომელად!
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და მეოხებითა წმიდათა მამათა ჩუენთა და წინამძღურთა ეფთჳმე მთაწმიდელისაჲთა და გიორგისითა, და სხუათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ავტორი: ნინო (ნანა) ლაზარაშვილი.