მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
სასწაულთმოქმედი ხატისათვის - „აღმზრდელი“

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

ტროპარი საზოგადო, ხმა 4


ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვჰყოთ სიღრმით გ ულისათ: ჰოჲ დედოფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლმეწიენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა და ნუ გარემიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.



კონდაკი 1


ზესთამბრძოლსა უძლეველსა და სახიერსა აღმზრდელსა ქრისტიანთა ერისასა, ვითარცა ხსნილნი განსაცდელთაგან შემოგწირავთ სამადლობელსა მონანი შენნი, არამედ, ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, განათავისუფლენ შვილნი ჩემნი ჭირთაგან ყოველთა, რაჲთა ცრემლით გიგალობდეთ შენ: აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოისა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა;



იკოსი 1


ანგელოსი ზეცით მოვლენილი ჰყავ შენ შუამდგომელად, ყოვლადწმიდაო, შვილთა ჩემთათვის წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რამეთუ მოივლინა თვით შენსაცა მომართ მცუელი ყოვლადძლიერი გაბრიელ ანგელოსთა მთავარი და ღირსმყავ მე ხმობად შენდა, ესრეთ:


აღზარდენ შვილნი ჩემნი, ვითარცა ანგელოსნი ქუეყანისანი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, ვითარცა კაცნი ზეცისანი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მონებად შენდა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მხმობელად შენდა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოისა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.

კონდაკი 2


მომხედველო ლოცვათა ამათ ზედა დედობრივთაო, შვილთათვის ჩემთა შეწევნითა ვედრებასა აღვავლენ შენდა მომართ მხოლოისა; შეიწყნარენ იგინი ქუეშე პატიოსნისა და მოწყალისა საფარველისა შენისა, რაჲთა ხმობდნენ ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 2


დანერგენ გონებასა შინა შვილთა ჩემთასა, თუ ვითარ გმსახურებდნენ შენ კეთილად, და სიბრძნითა მით ზეციურითა აღმოავსენ გულნი მათნი და ერთისა მის მხოლოისა მომართ სიყუარული მოჰმადლენ მათ, რაჲთა უმეტესად უგულებელს-ჰყოფდნენ ქუეყნიერსა და ნუ განაშორებ გალობასა ამას ბაგეთაგან ჩემთა:


აღზარდენ შვილნი ჩემნი ბრძენნი ვითარცა გუელნი და უმანკონი, ვითარცა ტრედნი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მქონებელად ცნობისა კეთილისა და არამქონებელად ცოდვისა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი სიბრძნით წარმმართებელად ცხოვრებათა თვისთა, სახეთაებრ წმიდათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, გამომზრდელო სძითა საღმრთოისა სიბრძნისაითა, რაჲთა დაფარულსა მისსა ეძიებდენ იგინი ყოველსა ჟამსა ცხოვრებისა მათისასა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოისა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 3


ძალი მაღლისა აგრილობდეს შვილთა ჩემთა დაუძინებელისა შუამდგომელობისა შენისა მიერ წინაშე ძისა შენისა და ესევითარად მცნობელნი დედობრივისა გ ულმოწყალებისა შენისანი, ყოველთა ღმრთისა მოლტოლვილთა მომართ, ხმობდენ უფლისად: ალილუია.



იკოსი 3


ღმრთისა მიერ მომპოვნებელსა შვილთა ამათ ჩემთასა არა მნებავს, რაჲთა ვიხილნე იგინი შთავრდომილნი სატანჯუელსა მას საუკუნესა, არამედ მნებავს, რაჲთა შთაიწერნეს იგინი წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა და დაიმკვიდრონ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ. ამისთვისაცა, ქალწულო ყოვლადწმიდაო, მოაპყარ ყური შენი ვედრებასა ჩემსა, შეწირულსა შენდა:


აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა გარნენენ სატანჯველსა მას საუკუნესა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა დაიმკვიდრონ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა წარვლონ ცხოვრებაჲ ესე სინანულითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, აღმატებითა მოღუაწებითა მოხუეჭად მადლისა სულისა წმიდისაჲთა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა იხმიონ ღონეჲ ყოველი აღსავალად სასუფეველსა მას ზეცათაჲსა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა შთაიწერნეს სახელები მათი წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 4


ღელვისა შინაგან მქონებელნი გულის სიტყუათა იჭუნეულთასა შვილნი ჩემნი აღიყვანენ საუკუნესა მას სასუფეველსა, ვღაღადებ მე, ყოვლად-სახიერო, მომხსენებელი წყალობისა შენისა და სასოებითა და ლმობიერებით გულისა ჩემისაჲთა ვუგალობ ძესა: ალილუია.



იკოსი 4


მსმენელი ხმისა შენისა მეტყუელისა მომართ ძისა შენისა: შენ მიერ ჩემდა წილხვდომილნი დავიცვნე მე უკუნისამდე – განვიპყრობ გულსა და ხელთა ჩემთა მოწყალებისა მომართ შენისა, რაჲთა მიითვალნე შვილნი ჩემნი მონათა შორის შენთა და აღასრულენ ვედრებანი ესე ჩემნი:


აღზარდენ შვილნი ჩემნი წილხვდომილად სიწმიდისა შენისა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი ყოველთა წმიდათა შენთა თანა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, ვითარცა მონანი, აღმასრულებელნი ნებისა შენისანი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი წარმავალად იწროსა გზასა მცნებათა ძისა შენისათა, მიმყუანებელსა მაღალსა მას იერუსალემსა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მეძიებელნად შეწევნისათა მხოლოჲსა შენისაგან;

აღზარდენ შვილნი ჩემნი შემწყნარებელად საუკუნოჲსა მის ცხოვრებისასა:

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 5


ვარსკულავი განთიადისაჲ, ვითარცა ეწოდა ძესა შენსა, ქალწულო ყოვლადწმიდაო, განბრწყინდნეს გულთა შინა შვილთა ჩემთასა ნათლითა მით დაუღამებელითა, რაჲთა ხმობდენ ღმრთისა მომართ: ალილუია.



იკოსი 5


მხედველი ვედრებათა ამათ ჩემთა, დაუცადებელად ალვლენილთა სადიდებელად შენდა, ვითარცა საკმეველისა კეთილსულნელისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა შვილთაგან ჩემთა და უკუეთუმცა მოძაგებულ არიან შენ მიერ იგინი, უმეტესად შეისმინე სიტყუანი ესე ბაგეთაგან ჩემთა, მგალობელისა შენდა მომართ:


აღზარდენ შვილნი ჩემნი გლახაკნი სულითა, რაჲთა მოიგონ სასუფეველი ცათაჲ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მგლოვარენი გულითა, რაჲთა იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მშვიდნი, რაჲთა დაიმკვიდრონ ქუეყანაჲ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის, რაჲთა იგინი განსძღენ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მოწყალენი, რაჲთა იგინი შეიწყალნენ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი წმიდანი გულითა, რაჲთა მათ ღმერთი იხილონ;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მშვიდობისმყოფელნი, რაჲთა ძედ ღმრთისად იწოდნენ;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნთი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 6


იქადიან ქრისტიანთა ნათესავნი ყოველნი მარადის შეწევნასა ობოლთა და ქვრივთა და დედათათვის მვედრებელთა შვილთა თვისთა და მგალობელთათვის ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 6


აღზარდენ ნათლითა მადლისათა სულნი შვილთა ჩემთანი, რაჲთა შენ მიერ მაღლით განბრწყინვებულთა განჭვრიტონ გზაჲ მიმყვანებელი ცხოვრებასა საუკუნესა და დაადგრენ მას ზედა - გამოზრდილნი ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისა, სადა არს ცხოვრებაჲ დაუსრულებელი და შეისმინე ჩემი, მხმობელისა ესრეთ:


აღზარდენ შვილნი ჩემნი ნათლითა მით მშვიდობისაჲთა, რაჲთა ბრწყინვიდეს ნათელი მათი წინაშე კაცთა და მხილველნი კეთილთა საქმეთა მათთანი, ადიდებდნენ მამასა მათსა ზეცათასა.

აღზარდენ შვილნი ჩემნი ნათლითა ძისა შენისაჲთა, რაჲთა ნათელსა მას შინა იხილონ ნათელი და მისდა მიმართ წარემართოს სლვანი მათნი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მიმპყრობელად ყოველთა შემოქმედისა მიმართ თუალთა გულთა თვისთათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი განთიადისა მის ვარსკვლავისა მიერ გზისა წარმართებითა, სადაცა ჰგიეს ძეჲ შენი სავანესა მას მართალთა თანა;
აღზარდენ შვილნი ჩემნი სიტყვისა ღმრთისა მიმართ მოშიშებითა, მდუმარებითა და ძრწოლითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი შემყუარებელად შენდა და ძისა შენისა, არა ოდენ ცნობითა, არამედ გულითაცა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოისა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 7


მნებებელი საუკუნოჲსა ცხოვნებისა შვილთათვის ჩემთა, ცრემლით წარდგომილ ვარ წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა, დედოფალო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა, მხმობელისა ძისა მომართ შენისა: ალილუია.



იკოსი 7


სამართალთა მიერ საკვირველთა და გამოუკვლეველთა ძისა შენისათა მიიხუენ შვილნი ჩემნი მოწყალითა ხელითა შენითა ქუეშე მადლისმომნიჭებელისა საფარველისა შენისა, რაჲთა ვხმობდე გულისმოდგინებითა შენდა:


აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა უწინარეს ეძიებდენ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა განვიდოდიან ბჭესა იწროსა, მიმყუანებელსა ცხოვრებასა მას საუკუნესა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, რაჲთა ყოველგნით აღასრულებდნენ ნებასა ძისა და ღმრთისა შენისასა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, მიმსწრაფნი დამკვიდრებად სასუფეველსა მას ცათასა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი ესევითარად, რაჲთა არცა სიტყვითა და არცა ცნობითა არა იკადრებდნენ გმობასა სულისა წმიდისასა;
აღზარდენ შვილნი ჩემნი მცირედთა მათ რჩეულთა შორის შენთა;
აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 8


ჟამსა მწირობისასა მრავალვნებულსა და ტვირთმძიმესა ქუეყანასა ამას ზედა, სადა ჰპოონ სიხარული და ნუგეშისცემაჲ შვილთა ამათ ჩემთა, არათუმცა შორის შენსა, ღმრთისმშობელო, თანამავალ ეყავნ მათ და დაადგინენ იგინი გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა, რაჲთა ხმობდენ ღმრთისა მომართ: ალილუია.



იკოსი 8


ხარ შენ დედაჲ ყოველთა მვედრებელთა შენთა, დედოფალო და მნებავს მე, რაჲთა ექმნა დედად შვილთაცა ამათ ჩემთა. ხელთა შენთა მოგცემ მათ და გევედრები შენ სიმდაბლითა:


აღზარდენ შვილნი ჩემნი მღვიძარებითა და ლოცვითა, რაჲთა არა შეყვანებულ იქმნენ იგინი განსაცდელსა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, გულმოწყალებითა, რამეთუ მამაჲ ჩუენი ზეცათაჲ მოწყალე არს;

აღზარდენ შვილნი ჩემნი ლმობიერებითა ყრმეებრივითა, რამეთუ ყრმათა არს სასუფეველი ღმრთისაი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი უმცირესად ყოველთა შორის, რაჲთა იწოდნენ იგინი დიდად სასუფეველსა ღმრთისასა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი დამმარხუელად სიტყუსსა უფლისასა და თანაზიარ ჰყუენ იგინისამოთხისა მის ნეტარებასა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი სასოდ კეთილად სასუფეველისათვის ცათასა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 9


აღასრულე სიკეთეჲ ყოველი სულთა და გულთა მათთა განდევნითა უღმრთოებისა სულისა ბოროტსულნელისა მათგან, მიჰმადლენ მათ უხუებითა შენითა სარგებელი ყოველი, რაჲთა ხმობდნენ ღმრთისა მიმართ: ალილუია.



იკოსი 9


მისრულნი შორის ამაოდ მბრძნობელთა, რომელნი შენისა ყოვლადძლიერისა მეოხებისათვის უბნობენ სიცრუესა, განათავისუფლენ იგინი და მომხედე მე სამართლად მგალობელსა შენდა:


აღზარდენ შვილნი ჩემნი ძლიერებითა აღდგომილნი ძლევად უღმრთოთა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი სიმტკიცითა წინააღმდგომნი წინაშე სწავლათა მათ ღმრთივსაძულველთა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი განმგდებელად ურწმუნოთა მათ ცრუმოძღუართა ქადაგებათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი უგულებელსმყოფელად ძეთა სულისა მის ურჩებისათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მეოტად ნუგეშთაგან ქუეყნიერთა და შუენიერებათაგან ამის სოფლისათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მიდრეკილად ბოროტისაგან და მოქმედ კეთილისა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი შემყუარებლად და მლოცველად მტერთათვის თვისთა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 10


ცხოვნებაჲ რა სოფლისა ინება ძემან შენმან უწინარესად მართალთასა, სინანულად მოუწოდა ცათაგან ცოდვილთა, ამისთვისაცა ევედრე ძესა შენსა და მიუთხარ მას შვილთათვის ჩემთა, რაჲთა შენ მიერ ცხოვნებულნი, ხმობდნენ ღმრთისად: ალილუია.



იკოსი 10


იქმენ შენ ზღუდედ უბრძოლველად შვილთა ამათ ჩემთა, დედოფალო ზეცისაო, რაჲთა ნეტარსა საფარველსა ქვეშე შენსა შეუძლონ აღსრულებად მრავლისა ღუაწლისა კეთილისა და მათ თანა ვხმობდე შენდა ესრეთ:


აღზარდენ შვილნი ჩემნი აღმსრულებლად ნებისა ძისა და ღმრთისა შენისა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მოკლებულნი ცოდვათაგან და უსჯულოებათაგან ყოველთა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი შემყუარებელად კეთილისა და ქუელისაქმისა ყოვლისა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი სიწმიდითა მით უხრწნელითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი თითოეულსა დღესა აღმავლად კიბესა ზედა ცხოვრებისა მათისათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი აღმპყრობელად თუალთა თვისთა შენდა მომართ ყოველსა მწუხარებასა შინა მათსა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მსახურებად შენდა უმანკოებითა და მორჩილებითა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 11


ღირს ჰყავ შვილნი ესე ჩემნი (სახელები), რაჲთა მარადის უგალობდნენ უძლეველსა მეოხებასა შენსა და მადლითა შენითა აღაღე პირი ჩემი დიდებად ღმრთისა: ალილუია.



იკოსი 11


ჰყავ ცხოვრებაჲ მათი, ვითარცა ლამპარი, ნათლისამტვირთველო, ზეგარდმო განმანათლებელი და დადნობილი სიყუარულითა შენდა და ძისა შენისა და მოყუასისა მომართ და ნუ უგულებელსმყოფ მე, მხმობელსა შენდა:


აღზარდენ შვილნი ჩემნი შემყუარებლად შენდა ყოველითა გულითა და გონებითა მათითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მარადის მხედველნი ჯვარისა და ვნებათა მიმართ ძისა შენისა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი აღმღებელად პირთა თვისთა ოდენ ქებად და დიდებად სახიერებათა შენთა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი ცრემლით მომლოდინენი მოსვლასა ძისა შენისასა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მღვიძარებითა და ლოცვითა დაუცადებელითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი წარმდგომელად წინაშე შენსა მარადის ღმრთისმოშიშებითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი გამომღებელად ნაყოფისა კეთილისა;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 12


გამოუთქმელითა მადლითა სულისა წმიდისაჲთა აღზარდენ გულნი შვილთა ამათ ჩემთანი, რაჲთა იყუარებოდნენ მხოლოსა მას ძესა და ღმერთსა შენსა და შენ, ყოვლადსახიერო, და აღძრულნი შენ მიერ ხმობდნენ ყოველთა მეუფესა: ალილუია.



იკოსი 12


მგალობელი შენისა გ ულმოწყალებისანი, რომლითაცა შეივედრებ და ზრდი შვილთა ჩემთა, გევედრები: ნუ დააცადებ ლოცუასა მათთვის წინაშე ძისა შენისა, რამეთუ მრწამს, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს შენ და კეთილად აღმისრულე ვედრებაჲ ესე ჩემი:


აღზარდენ შვილნი ჩემნი აღვსებულნი სულითა წმიდათა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მომპოვნებელად მარჯვენისა მის სამსჯავროსა ზედა ძისა შენისასა;

~ აღზარდენ შვილნი ჩემნი ცხოვრებისა სიწმიდითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი განმტკიცებულნი საღმრთოჲსა სულისა მადლითა გზასა ზედა სიმართლისასა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი შიმშილითა და წყურვილითა მადლისა სულისა წმიდისაითა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი სრულნი, ვითარცა მამაი ჩუენი ზეცათაჲ სრულ არს;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოჲსა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 13


ჰოჲ ყოვლადსაგალობელო დედაო იესო ტკბილისაო! შეიწირე კნინი ესე დაუჯდომელი საგალობელი, ვითარცა საკმეველი კეთილსულნელი შვილთა ჩემთათვის და შეიწყნარენ იგინი საფარველსა ქუეშე გულმოწყალებისა შენისა, რაჲთა ზრახვიდენ, ხედვიდენ, ყურად-იღებდნენ, იტყოდნენ და იქმოდენ მხოლოსა მას, რაჲცა მიუძღვების მომართ შენდა და ძისა შენისა და დაუმკვიდრებს საუკუნესა სუფევასა და გარდამოუვლინე მათ, ჟამსაცა ამას ქუეყნიერისა ცხოვრებისა მათისასა, ყოველივე სარგებელი სულთა მათთათვის, რაჲთა ხმობდნენ ღმრთისა მიმართ: ალილუია.


ეს კონდაკი წაიკითხება 3-გზის.



იკოსი 1


ანგელოსი ზეცით მოვლენილი ჰყავ შენ შუამდგომელად, ყოვლადწმიდაო, შვილთა ჩემთათვის წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რამეთუ მოივლინა თვით შენსაცა მომართ მცუელი ყოვლადძლიერი გაბრიელ ანგელოსთა მთავარი და ღირსმყავ მე ხმობად შენდა, ესრეთ:


აღზარდენ შვილნი ჩემნი, ვითარცა ანგელოსნი ქუეყანისანი;

აღზარდენ შვილნი ჩემნი, ვითარცა კაცნი ზეცისანი;
აღზარდენ შვილნი ჩემნი მონებად შენდა;

აღზარდენ შვილნი ჩემნი მხმობელად შენდა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“;

აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოისა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა.



კონდაკი 1


ზესთამბრძოლსა უძლეველსა და სახიერსა აღმზრდელსა ქრისტიანთა ერისასა, ვითარცა ხსნილნი განსაცდელთაგან შემოგწირავთ სამადლობელსა მონანი შენნი, არამედ, ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, განათავისუფლენ შვილნი ჩემნი ჭირთაგან ყოველთა, რაჲთა ცრემლით გიგალობდეთ შენ: აღზარდენ, დედოფალო, შვილნი ჩემნი (სახელები მოიხსენება) ღირსად ზეციურისა სამეუფოისა და გამოაჩინენ მემკვიდრედ კეთილთა მათ საუკუნეთა;



ლოცვა უფლისადმი


უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა შეისმინე ჩემი, ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, შენისა მოწყალისა ხელმწიფებისა ქუეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელები). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო, შეუნდევ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, რომელი ქმნეს წინაშე შენსა. უფალო, წარუმართენ მათ გზაჲ ჭეშმარიტი მცნებათა შენთა და ნათლითა ქრისტესითა განანათლენ გონებანი მათი საცხოვნებლად სულისა და საკურნებლად ხორცისა. უფალო, აკურთხენ იგინი სახლსა შინა და გზასა ზედა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიფარენ იგინი საფარველითა წმიდითა შენითა და დაიცევ მფრინავისაგან ისრისა, ტყვიისა, მახვილისა, საწამლავისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა. უფალო, გარემოზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტისა ვითარებისაგან. უფალო, აღადგინენ იგინი ყოვლისაგან სნეულებისა, განწმიდენ ყოვლისგან მწიკვლისა და აღამსუბუქენ მწუხარებანი სულთა მათთანი. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა წმიდისა მრავალსა წელსა ცხოვრებისა მათისასა. სიმრთელეიჲ და უმანკოებაჲ ყოველსა ქველისსაქმესა შინა და სიყუარული მშვიდობისა თანა ყოველთა მიმართ ახლობელთა და შორეულთა. უფალო, განამრავლენ და განამტკიცენ ძალნი გონებათა და ხორცთა მათთანი, რომელნი მიემადლენ შენ მიერ. მიჰმადლენ მათ კურთხევაჲ კეთილსასურველისა ქორწინებისაცა, უკეთუ სათნო არს შენთვის და ურცხვენელი შვილიერებაჲ. უფალო, მომმადლენ მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი)კურთხევაჲ მშობლიური შვილთა ჩემთა და მონათა შენთათვის ამასცა ჟამსა, ცისკარსა და შუადღესა და ღამესაცა ყოველსა, სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მეუფებაჲ შენი საუკუნო არს, ყოვლადძლიერი და ყოვლისაშემძლებელი, ამინ.



ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი


ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედოფალო, ქალწულო ღმრთისმშობელო, აცხოვნენ და დაიცვენ საფარველსა ქუეშე შენსა შვილნი ჩემნი (სახელები), ყოველნი ყრმანი, ქალწულნი და ჩვილნი, ნათელღებულნი და უსახელონი და ტვირთულნი წიაღთა შინა დედათა თვისთა, დაიფარენ იგინი სამოსელითა დედობრივითა შენითა, დაიმარხენ იგინი შიშითა ღმრთისაჲთა და მორჩილებითა მშობელთა მათთა, ევედრე უფალსა ჩუენსა და ძესა შენსა, რაჲთა მიჰმადლოს მათ ყოველი სარგებელი ცხოვნებისათვის მათისა. განკურნენ იგინი დედობრივითა ნებითა შენითა, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღმრთეებრივი მონათა შენთათვის, ამინ.


მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა