მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ქრისტეს აღდგომისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

კონდაკი 1


ზესთამბრძოლო მხედართმძღვანო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, სამადლობელსა გალობასა მოგართმევთ შენ დღესასწაულობით ძლევისათჳს, მონანი შენნი, რომელი აწ ჯოჯოხეთად შთახედ და შენთანა ყოველნი აღადგინენ, და ჩუენისა გამოხსნისა მედღესასწაულენი, ფრიადისა განცხრომითა ვღაღადებთ: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 1


ანგელოსი უფლისა, მწუხრსა შაბათისასა ფრიად დამაშურალი ზეცით გარდამოხდა, გარდააგორვა ლოდი საფლავისა მისგან იესუჲსა და დაჯდა მასზედა. შიშისა მისგან მცუელნი ქუე დაცვივდნენ და იქმნენ ვითარცა მკუდარნი. ხოლო ჩუენ მკუდრეთით აღმდგარსა ცხოველსა ღმერთსა მენელსაცხებლეთა თანა თაყუანის-ვცემთ და პასქასა საიდუმლოსა ვახარებთ, მღაღადებელნი:

ქრისტე აღსდგა და მთავრობანი ჯოჯოხეთისანი დაეცნეს.

ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთისა ბჭეთა მცუელნი შეშინდეს.

ქრისტე აღსდგა და რუალისა ბჭენი შეიმუსრვნეს. ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთისა სიმაგრენი დაეცნეს.

ქრისტე აღსდგა და სიკუდილი აქვითინდა. ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთი სულთქმით ღაღადებს:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 2


იხილეს რა მარიამ მაგდალინელმან და მარიამ იაკობისმან და სალომემ საფლავსა შინა იესუჲსა ჭაბუკი, შემოსილი სამოსლითა ელვარითა და მჯდომარე მარჯუენით, შეძრწუნდეს. ხოლო მან სთქუა მათდა მიმართ: „იესუს ჯუარცმულსა ეძიებთ?“ არა არს აქა, რამეთუ აღსდგა მკუდრეთით, ვითარცა სთქუა. მოვედით, იხილეთ ადგილი, სადა დასდუეს უფალი, და მსწრაფლ წარვედით და უთხართ მოწაფეთა: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 2


გონებისათვის მიუწვდომელისა გულისხმისა მეძიებელნი, პეტრე და სხვა მოწაფე მიისწრაფდეს საფლავად, და შე-რა-ვიდეს მას შინა, იხილეს ტილონი იგი ხოლო მდებარენი და სუდარი, რომელი იყო თავსა მისსა იესუჲსა, არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა, ირწმუნეს რა, აღიზახეს სიხარულითა:

ქრისტე აღსდგა და იხარებს ყოველი დაბადებული.

ქრისტე აღსდგა, იხარებნ ცანი.

ქრისტე აღსდგა და თანაგანსცხრებიან ჩუენ თანა ანგელოსნი.

ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთი უკუნ-იქცა.

ქრისტე აღსდგა, აღვიზახოთ სიხარულითა, სიკუდილისაგან დახსნილთა. უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 3


ემდგომად აღდგომისა ზეგარდამო ძალითა შეჰმოსა თჳსნი მოწაფენი უფალმან. ისწრაფდეს იგინიცა გალილეას, მთასა მას, ვითარცა უბრძანა მათ იესუ: „მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით უკუე და ასწავებდით ყოველთა ენათა და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ასწავებდით მათ დამარხუად ყოველთა მცნებათა, რომელი გამცენ თქუენ“. ხოლო მათ თაყუანის-სცეს მას, მღაღადებელთა: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 3


აქუნდა რა მარიამ მაგდალინელსა გულსა შინა თჳსსა სიყუარული მოძღვრისა, სდგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა, და იხილა რა აღმდგარი მკუდრეთით, ჰგონებდა, ვითარმედ მემტილე არს, და ეტყოდა მას: „უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“. გარნა უფროსღა სასოებისა, ესმა მას: „მარიამ, აღვალ მამისა ჩემისა, და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. მივედ მოწაფეთა მათთა მიმართ და ეტყოდი მათ:

ქრისტე აღსდგა და საწერტელი ცოდვისა მოუძლურდა.

ქრისტე აღსდგა და სოფელი ცოდვისა წარღვნისაგან დახსნილ-არს.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ მტერისა კირთებისაგან განვთავისუფლდით.

ქრისტე აღსდგა და საცთური ეშმაკისა დაირღვა.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ ზედა ხელითწერილი განხეთქნა.

ქრისტე აღსდგა და ყოველი დაბადებული განახლდების, მღაღადებელი:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 4


უთხრობდეს მოწაფენი თომას, ვითარმედ ვიხილეთ უფალი, ხოლო მან, აქუნდა რა თავსა შორის თჳსსა ალმური იჭვნეულთა გულისსიტყუათა, ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“, გარნა ოდეს ირწმუნა, სიხარულითა ღაღად-ჰყო: „ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.



იკოსი 4


ესმა რა თომას მოწაფეთაგან, ვითარმედ იხილეს უფალი, და ჰსუროდა რა ხილვა მისი თჳსითა თუალითა, თქუა: „არასადა მრწმენეს“. შემდგომად რვისა დღისა შევიდა იესუ კართა ხშულთა, დადგა შორის მოწაფეთა და ჰქრუა თომას: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. მიუგო თომა და ჰრქუა:

ქრისტე აღსდგა, შენ ხარ უფალი ჩემი.

ქრისტე აღსდგა, შენ ხარ ღმერთი ჩემი.

ქრისტე აღსდგა და ყოველთა უხრწნელება და ცხორება შევიმოსეთ.

ქრისტე აღსდგა და მკუდარნი თანააღადგინა.

ქრისტე აღსდგა და სასჯელისა და ტანჯუათაგან განვთავისუფლდით.

ქრისტე აღსდგა და ცხორება საფლავისა მისგან აღმოუბრწყინდა სოფელსა მღაღადებელსა ესევითარად:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 5


ღმრთეებისა ცეცხლითა არა შეიწვა თომა, მაცხოვრის გვერდისა კადნიერად განმხილველი. უფროჲსღა განათლდა, ჩუენისა ხსნისათვის ხორცშესხმულისა და მერმე ხორცითა მკვდრეთით აღმდგარისა ღმრთისა შემცნობელი. მითვე ურწმუნოებითა თჳსითა ნეტარი მარჩბიჳ ეკლესიისა რწმენას ამოწმებს, რომლისა აღმსარებელნი ერთხმობით ვღაღადებთ: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 5


მკუდრეთით აღმდგარი იესუს ხილვაზე მოწაფენი იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონათ, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. ხოლო იესუმ, დასარწმუნებელად მათდა, უჩუენა მათ ხელნი და ფერხნი და გუერდი მისნი, ეგრეთვე ჭამა წინაშე მათსა თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. მათაც რა დარწმუნდნენ და თჳსგან შიში და წუხილი განიშორეს, სიხარულითა იგალობეს:

ქრისტე აღსდგა, მიიღო უდარესი და მოგვანიჭა უაღრესი.

ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთი მოკვდინებულ-იქნა ღმრთეებისა მისისა ელვარებითა.

ქრისტე აღსდგა და სიბნელე განიბნა და შავ-ბნელნი ეშმაკნი განიფანტნენ.

ქრისტე აღსდგა და ვნებათა მიერ განხრწნილი ბუნება კაცთაჲ განახლდა.

ქრისტე აღსდგა და უსჯულოებანი ჩუენნი უსასყიდლოდ განიწმიდა.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ ყოველნი, რომელთა შევიმოსეთ უხრწნელება, გალობასა ამას მივუძღვანებთ:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 6


წარჰგზავნიდი რა, შემდგომად აღდგომისა შენისა სოფელსა ამას შინა, ღმერთშემოსილთა მოციქულთა შენთა საქადაგებლად, ქრისტე, შეჰბერე მათ და არქუ: „მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. ამა ჟამამდის ყოველსა სოფელსა შვილნი ეკლესიისანი მითვე ხელმწიფებითა ცოდვათაგან განტევებულნი, დაუდუმებელად ადიდებენ შენსა მოწყალებასა და სულითა განწმენდილნი სიხარულითა გალობენ: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 6


ბნელთა შინა ჯურღმულთა ჯოჯოხეთისაცა გამობრწყინდა, ქრისტე, აღდგომისა შენისა ნათელი და საუკუნითგან მას შინა პყრობილთა სულთა ეხარათ მიტევება და აღსუბუქება და გამოხსნა, მრავალმოწყალეო. მითვე გველისაგან, კაცის-მკვლელისა, გამოტაცებულნი და სიხარულითა ნათლისა შენისა მომართ მოლტოლვილნი, გალობენ ესევითარად:

ქრისტე აღსდგა და ბორკილნი ჩუენნი დასცჳვენ.

ქრისტე აღსდგა და აჩრდილი სიკუდილისა საუკუნო ცხოვრებად შეიცვალა.

ქრისტე აღსდგა და ხელმწიფება სიკუდილისა ვერღარა იპყრობს ადამისა მოდგმასა.

ქრისტე აღსდგა და კადნიერება მტანჯუელისა დაეცა.

ქრისტე აღსდგა და სამოთხემან ნაცულად ჯოჯოხეთისა ცხორება მოგუანიჭა.

ქრისტე აღსდგა და სოფელი ჰგალობს მარად: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 7


გული გითქუმიდა რა დაცემულისა ადამისა მსახურებად, მაცხოვარო ჩუენო, ქუეყანასა ზედა გამოსჩნდი და ვერა ჰპოვე რა იგი მას შინა, თჳთ მის ჯოჯოხეთამდი შთახუედ მეძიებელი, ხოლო მიირქჳ რა, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, ყოველთა თანა ცხონებულთა გალობს: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 7


დიდებულითა აღდგომითა შენითა, უფალო, სოფელი ესე ახლისა ცხოვრებისა თანაზიარ-ჰყავ. ძუელი ყოველი მსწრაფლ წარჰხდა: ჯოჯოხეთიცა, სიკუდილიცა და მეუფებაცა ეშმაკისა. ყოველი დაბადებული თავისუფლებით იცნობების და უწინ დაბნელებულნი, აწ ვითარცა ძენი ღმრთისანი განცხრომით უგალობენ:

ქრისტე აღსდგა, მოდგმასა ჩუენსა ზედა წყალობისა და სიუხვისა უფსკრულისა დამაფრქვეველი.

ქრისტე აღსდგა, მთხრებლსა შინა ჩუენ შთაცვევნილთა თჳსთანა აღმადგინებელი.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ სათხეველთაგან ეშმაკთასა დახსნილ ვიქმენით.

ქრისტე აღსდგა და სიმწარე ცოდვისა სამოთხისეული ცხორებისა სიტკბოებამან შესცუალა.

ქრისტე აღსდგა და ხითა მოკვდინებულნი განცოცხლდნენ.

ქრისტე აღსდგა და უწინდებურსა ღირსებასა მოგვიყვანა, რომლისთჳსცა ვხმობთ:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 8


თანა-უვიდოდი რა, მაცხოვარ, კლეოპას და ლუკას დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან და ვერ გიცნეს შენ, გაჰკიცხჳდი მათ ურწმუნოებისა და გულ-მძიმობისა მათისათჳს, მეტყუელი: „ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?“ და იწყე რა მოსესითგან და ყოველთა წინასწარმეტყუელთა, ასწავე მათ გალობად: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 8


თავი შენი სისავსით მიეც, მაცხოვარ, ღმერთო ჭეშმარიტო და კაცო სრულო, ორთა მოწაფეთა ემმაოსსა შინა, ოდეს მოიღე პური, აკურთხე და განტეხე და მისცემდი მათ: ამან თუალნი მათნი განუხუნა და გიცნეს შენ და თავადი მიეფარე მათგან, ხოლო იგინი ეტყოდეს ურთიერთას:

ქრისტე აღსდგა და სუფევს ცხორება.

ქრისტე აღსდგა და საცთური ეშმაკისა იმხილა.

ქრისტე აღსდგა და შეწყდა მსხუერპლი საკერპოჲ.

ქრისტე აღსდგა და ყოველი სოფელი შესწირავს მას მსხუერპლსა ქებისასა.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ, ხისაგან ურჩებისა ჭამადისა გემოს-მხილველნი, აწ საზრდელსა საუკუნოსა ვიხმევთ.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ სიხარულსა სამარადისოსა ზიარებულნი, ვგალობთ:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 9


ყოველნი ანგელოსნი, ქრისტე მაცხოვარ, შენსა აღდგომასა უგალობენ ცათა შინა. ღირს-გვყუენ ჩუენცა ქუეყანასა ზედა წმიდით გულით გალობად სიხარულითა: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 9


რიტორი ყოვლისა სოფლისა და მოძღუარი ენათა პავლე ღუთივმეტყუელი, ვითარცა საყვირი, ჰხმობს: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, დასაბამ შესვენებულთა აღდგომისა იქმნა. ვითარცა, ადამის მიერ ყოველნი მოჰკუდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი განცოცხლდებიან. ვინაცა აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, სიხარულითა ვჰღაღადებთ:

ქრისტე აღსდგა და თავადი ამის სოფლისა იძლია.

ქრისტე აღსდგა და ქუესკნელი თრთოლვას შეუცავს.

ქრისტე აღსდგა და სიკუდილი შთაინთქა გამარჯუებითა.

ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთი შეპყრობილ-იქნა მისითა ხელმწიფებითა.

ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთისა დაურღვეველ ბორკილთაგან დახსნილ-ვიქმნენით.

ქრისტე აღსდგა და ჩუენ ხსნილნი ხრწნილებისაგან ძედ აღდგომისა გამოვსჩნდით და ვხმობთ:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 10


გსუროდა რა კაცთა მოდგმისა გამოხსნა მტერისა მონებისაგან, უფალო, ჯვარცმა და სიკუდილი დაითმინე, დადებულ-იქმენ რა საფლავად, მესამესა დღესა აღსდექ მკუდრეთით. ანგელოსი სპეტაკად მოსილი საფლავსა შინა ახარებს დედათა, მეტყველი: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 10


შემდგომად აღდგომისა გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მესამედ ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა სიმონ-პეტრეს და თომას და ნათანაელს და ძეთა ზებედესთა სხუათა ორთა მოწაფეთა თანა, და ვითარცა მეუფემან ყოველთამან ჰრქუა მათ: „სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა“, და სიტყუაჲ იგი მსწრაფლ იქმნა საქმედ და მოწაფეთა მათ ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა და სერობა საკჳრველი მზა-იქმნა ქუეყანასა ზედა. მითვე ჩუენცა ღირს-გუყვენ, უფალო, აზრითა დატკბობად, მგალობელნი ესრეთ:

ქრისტე აღსდგა და მიეცა მას ხელმწიფება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.

ქრისტე აღსდგა და მოიწია სასუფეველი ღმრთისაჲ.

ქრისტე აღსდგა და ხორცთა მისთა, ვითარცა პურსა ცხორებისასა, ყოველნი მოვიღებთ.

ქრისტე აღსდგა და სისხლსა მისსა, ვითარცა წყაროსა უკვდავებისასა, ვიწდევთ.

ქრისტე აღსდგა და ადამ განთავისუფლებული ჩუენთანა იხარებს.

ქრისტე აღსდგა და ევა საკრველთაგან დახსნილი იშუებს, ესრეთ მხმობელი:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 11


საგალობელსა ყოვლადლმობიერსა შესწირავ შენსა აღმადგინებელსა, პეტრე, სამგზის უარმყოფელო, სამგზისვე აღმსარებელო: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. სამგზისვე გესმა მისგან მერმე უტკბილესი მოწოდება სამწყსოსა ზედა: „აძოენ კრავნი ჩემნი, დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. მითვე ჰხმობს პეტრე: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 11


სინათლის მომცემელი, ვითარცა მზე, აღმობრწყინდა სამდღემკუდარყოფილი საფლავისაგან და ყოველნი განანათლნა სინათლითა მით ჭეშმარიტისა ღმრთისმეცნიერებისათა. მითვე მსხდომარენი ბნელსა შინა ურწმუნოებისა და იჭვნეულობისა მოციქულთა თანა მორწმუნე ვიქმნებით, ვითარმედ ჰგიეს უფალი, და არღარა გამოვეძიებთ: „შენ ვინ ხარ?“ არამედ შენ მკუდრეთით აღმდგარსა გადიდებთ, ლმობიერად მხმობელნი:

ქრისტე აღსდგა და ყოველნი განანათლნა აღდგომითა თჳსითა.

ქრისტე აღსდგა და ნათელი საუკუნო აღმოუბრწყინდა ბნელთა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარეთა.

ქრისტე აღსდგა და მართალთა მოსცა ზეგარდამო სულისა წმიდისა ელვარება საიდუმლოდ მაგრილობელი.

ქრისტე აღსდგა და უწინ ბრმაყოფილთა თუალნი აღეხილნეს.

ქრისტე აღსდგა და მამაჲ სინათლისა გვეცნობა.

ქრისტე აღსდგა, სირცხვილეულ-იქმენინ ყოველნი უარისმყოფელნი უფლისა დიდებისა და ჩუენ-თანა გალობდინ:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 12


მადლითა შენითა, ქრისტე, ყოვლისა კაცისათვის ცხორებისა გზისა მჩვენებელი, ეტყოდი სიმონ-პეტრეს: „რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ხელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“, აუწყებდი რა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. ხოლო საყუარელსა მოწაფესა უბრძანა ყოფაჲ, ვიდრემდე მოვიდეს. უკუეთუ განეშორა მოციქულთა თჳსთა, გარნა საკრველითა სიყუარულისათა შეჰკრა, ერთხმობით მღაღადებელნი: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



იკოსი 12


მგალობელნი შენისა მესამისა დღისა აღდგომისანი, ქრისტე, განვიხარებთ შენსა უცვალებელსა აღთქმასა ზედა. ვითარმედ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა აღგვითქჳ ჩუენ-თანა ყოფაჲ, ყოვლისაგან ბოროტისა ჩუენისა გამომხსნელმან და ცხორებისა საუკუნოჲსა მიმართ წინამძღუარმან. ამისთჳსცა მადიდებელნი შენნი, გიგალობთ შენ:

ქრისტე აღსდგა და აწ ჩუენ ყოვლისაგან ვნებულობისა დახსნილ-ვიქმნებით.

ქრისტე აღსდგა და მარჯუენით მამისა თჳსისა თანა ჩუენცა დაგვსხნა.

ქრისტე აღსდგა და ჩუენცა საუკუნოჲსა დიდებისა თჳსისა თანაზიარგუყნა.

ქრისტე აღსდგა და პირველმშობელისა ჩუენისა მტერი ძლიერი შემმუსვრელი ძუელ-ოდესმე შეჰმუსრა.

ქრისტე აღსდგა და უწინ სამოთხით განსხმულნი აწ, ანგელოსთა თანა, მას შინა დავემკვიდრებით.

ქრისტე აღსდგა და მისთანა ყოველთა აღადგენს, ვინაცა ჰხმობენ:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 13


ჰოჲ პასექო დიდებულო და ყოვლადწმიდაო, ქრისტე იესუ, მაცხოვარო ჩუენო, მადლობით აღვიარებთ შენსა მაცხოვნებელსა დიდებულსა წყალობასა, რაჲთა მერმეცა ღირს-გვყუნე, უღირსნი ესე, აწ სიხარულით მგემებელნი ბრწყინვალისა აღდგომისა შენისანი. მომეც ჩუენ დაუღამებელსა ნათელსა შენისა სასუფეველისასა ნამდჳლ-ჭეშმარიტად და უსრულყოფილესად გეზიაროთ შენ, ტკბილსა მაგას, და ანგელოსთა და ყოველთა წმინდათა თანა სახარულევანად გიგალობდეთ შენ საუკუნოდ უკუნისამდე: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


კონდაკი ესე ითქმის სამგზის



იკოსი 1


ანგელოსი უფლისა, მწუხრსა შაბათისასა ფრიად დამაშურალი ზეცით გარდამოხდა, გარდააგორვა ლოდი საფლავისა მისგან იესუჲსა და დაჯდა მასზედა. შიშისა მისგან მცუელნი ქუე დაცვივდნენ და იქმნენ ვითარცა მკუდარნი. ხოლო ჩუენ მკუდრეთით აღმდგარსა ცხოველსა ღმერთსა მენელსაცხებლეთა თანა თაყუანის-ვცემთ და პასქასა საიდუმლოსა ვახარებთ, მღაღადებელნი:

ქრისტე აღსდგა და მთავრობანი ჯოჯოხეთისანი დაეცნეს.

ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთისა ბჭეთა მცუელნი შეშინდეს.

ქრისტე აღსდგა და რუალისა ბჭენი შეიმუსრვნეს. ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთისა სიმაგრენი დაეცნეს.

ქრისტე აღსდგა და სიკუდილი აქვითინდა. ქრისტე აღსდგა და ჯოჯოხეთი სულთქმით ღაღადებს:

ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი 1


ზესთამბრძოლო მხედართმძღვანო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, სამადლობელსა გალობასა მოგართმევთ შენ დღესასწაულობით ძლევისათჳს, მონანი შენნი, რომელი აწ ჯოჯოხეთად შთახედ და შენთანა ყოველნი აღადგინენ, და ჩუენისა გამოხსნისა მედღესასწაულენი, ფრიადისა განცხრომითა ვღაღადებთ: ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



ლოცვა მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვრისა მიმართ


დიდება შენდა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, რამეთუ კუალადცა ღირს-მყავ უღირსი ესე, განვლად სარბიელსა წმიდისა მარხვისასა, თაყუანის-ცემად საღმრთოთა ვნებათა შენთა და ხილვად ყოვლადსასიხარულოსა დღესა შენისა ყოვლადდიდებულისა საფლავისაგან აღდგომისა, რომლითა საუკუნითგან ჯოჯოხეთსა შინა პყრობილნი სულნი მართალთანი განათავისუფლენ. მით საღმრთოჲთა თავისუფლებითა სულისა და ხორცთაჲსა, მაცხოვარო ჩემო სასურველო, მეცა მნებავს, განხსნად, შეკრულსა მრავლითა ცოდვითა, ეჰა უბრძანე აღდგომისა შენისა ნათელსა დაბნელებულსა სულსა შინა ჩემსა გამობრწყინვებად: რამეთუ ვსჭვრეტ აურაცხელთა მოწყალებათა და გამოუთქმელსა კაცთმოყუარებასა შენსა, ვინაჲთგან არარაობისაგან ყოფად მომიყუანენ, და ხატებითა შენითა შემკულ-მყავ, ყოველთა ქუეყანისა დაბადებულთა ზედა, მეუფედ დამადგინე, გარნა შემდგომად ამისა დაცემული და მტერსა დამონებული, არა დამტოვე, არამედ შენითა მრავალ-სასყიდლითა სისხლითა გამომისყიდე მე, მადლითა ნათლისღებისათა შემმოსე მე, რაჲთა აღვიწიო პირველსა მას ღირსებასა. მე, შესაწყალი, შებღალულ-ვიქმენ გონებითა ხორციელებრივითა, უკუნ-ვიქეც და ვითარცა მონამან ვჰქმენ ცოდვა-ვნებანი, ვიდრეღა არა წარვსწყმიდნე ყოველნი ნიჭნი მადლისა შენისანი. აწ უკუე, რაჲ ვჰქმნა, არა უწყი: გარნა მოვიგონებ თქმულთა შენთა უწმიდესთა ბაგეთა მიერ, ვითარმედ არ მოხვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, და მეცა, ვითარცა ერთი ამათგანი, სარწმუნოებითა და სიმდაბლითა მოუხდები ცხოვრებისმომცემელსა საფლავსა შენსა, არა ნელსაცხებელისა და მირონისა მომრთმეველი (შიშუელ ვარ და ცალიერ საქმეთაგან კეთილთა), არამედ უფროჲსღა სასოებისა მქონებელი, ვპოვო მის მიერ შენდობაჲ შეცოდებათა ჩემთა და განახლება არაწმინდისა ცხოვრებისა ჩემისა. მოიხილე ჩემ ზედა მონანულისა და შენისა მსახურებისა მგულვებელისა და ნუ განმაგდებ მე მადლისაგან აღდგომისა შენისა! ცხოვრებისმიმნიჭებელითა სიკუდილითა შენითა და საფლავად დადებითა მოჰკალ ბოროტნი ვნებანი ჩემნი, რაჲთა ვითარცა მკუდარი და დაფლული ვსცხოვრობდე სოფელსა ამას შინა. დიდებულითა აღდგომითა შენითა აღადგინე სული ჩემი, ცოდვითა მომკუდარი, და განაცხოველე სჳნიდისი, რომელი უსაჭიროეს არს სოფელსა ამას შინა. ამაღლებითა შენითა განმაშორე მე ამაოთა და სულისგანმხრწნელთა ქუეყნიერთა კეთილთაგან, და შემწე-მეყავნ მე ზეცისასა ვზრახვიდე, რაჲთა არა თავსა თჳსსა სათნო-ვეყოფოდე, არამედ შენ, უფალსა და ღმერთსა ჩემსა, გმსახურებდე და სათნო-გეყოფოდე, ვინათგან არა ხოლო ქუეყანასა ზედა ღირს-ვიქმნე თაყუანის-ცემად აღდგომისა შენისა, ესრეთ მივემთხვივნე შენისა ხილვად, მაცხოვარო ჩემო გულის-სათქმელო, ცათა შინა, ჯუარსა ზედა ნებსით სიკუდილისა მიმღებელისა დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ქმნილისა და დადგრომილი მარჯუენით დიდებისა შენისა, მთავარანგელოსთა და ანგელოსთა თანა, და ყოველთა შენ მიერ ხსნილთა ძმათა ჩემთა თანა, საუკუნოდ უკუნისამდე გიგალობდე შენ: ალილუია. ამინ.

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და მეოხებითა წმიდათა მამათა ჩუენთა და წინამძღურთა ეფთჳმე მთაწმიდელისაჲთა და გიორგისითა, და სხუათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

სლავურიდან თარგმნა
დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა