ჯვარის ნიშის საიდუმლო და მაცხოვნებელი ძალა იმდენად დიდია, რომ უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესასწაულისათვის ეკლესიის მამებს ცალკე დაუჯდომელი არ შეუდგენიათ და ჯვართამაღლების ამ ნათელ დღესასწაულზეც ეკლესიის მიერ დაწესებულია უფლის პატიოსანი და ცხოველყოფელი ჯვარის დაუჯდომელის კითხვა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დედად ღმრთისად აღრჩეულსა ყოველთაგან ნათესავისა კაცთასა, დედუფალსა ცათა და ქვეყანისასა, განმანათლებელსა ყოვლისა სოფლისა მოსლვითა ჩვენ თანა ყოვლადპატიოსნითა შობითა შენითა, კეთილმოწიწებითსა გალობასა აღმოგივლენთ მონანი შენნი, ღმრთისმშობელო. ხოლო შენ, ვითარცა მოსრულმან ნუგეშინისცემად და საცხოვნებელად ჩვენდა, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან მიხსენ ჩვენ, რაითა გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო.
მთავარანგელოსი გაბრიელ მოივლინა მართლისა ანნაისა, ოდეს მტილსა შინა იხილა ბუდე ფრინველისა მცირეთა თანა მართვეთა მისთა და მწუხარემან უნაყოფობისათვის თვისისა, გულის სიღრმითგან უღაღადა უფალსა; და აუწყა მას მთავარანგელოსმან მან სიხარული დიდი, ვითარმედ: „შესმენილ იქმნა ლოცვაი შენი და ცრემლნიცა შენნი აღმოვიდოდიან წინაშე ღმრთისა, და შვა შენ ასული ყოვლად-კურთხეული, რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და უწოდიან მას სახელი მარიამ“. აწ ჩვენცა, განკვირვებულნი ესევითარისა სახარულევანისა აღთქმისათვის, ვუღაღადოთ ყოვლადკურთხეულსა დედასა ღმრთისასა:
გიხაროდენ, უკეთილშობილესისა სამეუფოისაგან გვარისა იოაკიმეს მიერ აღმოცენებულო;
გიხაროდენ, უწმიდესისა სამღვდელმთავრო ტომისაგან ანნას მიერ შობილო;
გიხაროდენ, პირველმშობელთა ჩვენთა ხრწნილებისაგან სიკუდილისა განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მშობელთა შენთა გინებისაგან უშვილობისა დამხსნელო;
გიხაროდენ, წმიდათა კართა აღსავალისათა მხილველო, და უნაყოფოთა კართა შობითა შენითა განმხვნელო;
გიხაროდენ, დახშულო კარო ქალწულებისაო, და შემოსვლისა დიდისა მღვდელთმთავრისა მომლოდინეო;
გიხაროდენ, ცრემლთა დედისა შენისათა სიხარულად შემცვლელო;
გიხაროდენ, კიცხევისაგან ერისა მისო განმარინებელო;
გიხაროდენ, მშობელთათვის შენთა დიდო ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისათვის ენით-უთქმელო სიტკბოებაო;
გიხაროდენ, დაცემულისა ადამისა მოწოდებაო;
გიხაროდენ, ცრემლთა ევაისთა წარმხოცველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ოდეს იხილა მართალმან ანნა მთავარანგელოსი დიდი და ესმა მისგან სიტყვანი ესევითარნი, თაყვანი-სცა მომავლინებელსა მისსა ღმერთსა და იტყოდა: „ცხოველ არს უფალი ღმერთი, და უკუეთუ ვშუა მე ასული, მივსცე მას სამსახურებელად, რაითა ჰმსახურებდეს მას და დღისით და ღამე ადიდებდეს წმიდასა სახელსა მისსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თვისისათა!“ ხოლო აღვსებული სიხარულითა გამოუთქუმელითა, წარვიდოდა იერუსალემს წადილითა, რაითა მუნ ტაძარსა შინა უგალობდეს ღმერთსა მადლობით: ალილუია.
ვინათგან მქონებელი გონებისა უზაკველისა წინაშე ღმრთისა, მართალი იოაკიმე უარყოფილ იქმნა კაცთაგან ტაძარსა შინა უშვილობისათვის თვისისა, წარვიდა მწუხარე უდაბნოს და მუნ ილოცვიდა ცრემლითა და იტყოდა: „არა შთავიდვა პირსა ჩემსა საზრდელი, არცა მივიქცე სახლად ჩემსა, არამედ ცრემლნი ჩემნი იყვნენ საზრდოდ ჩემდა და უდაბნო – სახლად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდეს ჩემდა უფალი ღმერთი ისრაელისაი!“ და აჰა ესერა ანგელოსი უფლისაი მოევლინა მას და ახარებდა, ვითარმედ იშვება მისგან ასული და შობითა მისითა სიხარული დიდი იქმნების ყოვლისა სოფლისა. ესრეთ აღვსებული სიხარულითა ამით, წარვიდა იგი იერუსალემს და მუნ, ერთობით ანნაისა თანა, ცოლისა თვისისა, ადიდებდა ღმერთსა და მიუთხრობდა აღთქმულსა ასულსა თვისსა:
გიხაროდენ, ძველთაგან წელიწადთა ყოველთა მიერ სასოებით მოლოდებულო;
გიხაროდენ, ყოველთა წინასწარმეტყველთაგან ცხადად წინასწარ-თქმულო;
გიხაროდენ, ქვეყნის დასაბამითგან ღმრთისა მიერ წინათ-აღრჩეულო;
გიხაროდენ, პირველმშობელთა დაცემითგან ცოდვილთათვის აღთქმულო;
გიხაროდენ, ღმრთისა ზრახვითა წინად-საუკუნო მზრუნველობაო;
გიხაროდენ, საღმრთოისა განგებულებისა კეთილაღწერილო სახეო;
გიხაროდენ, გრაგნილო განსულიერებულო, რომელსა ზედა თითითა ღმრთისაითა სიტყუა დაწერილ-იქმნა;
გიხაროდენ, წყაროო მარადის ცხოველო, რომლისაგან მდიდრად წარმოდინდება ხარება ქრისტესი;
გიხაროდენ, ღმრთივ-ქსოვილო ძოწო, რომლითაცა წინადსაუკუნო სიტყუა შეიმოსა;
გიხაროდენ, კეთილსურნელო ნელსაცხებელო, რომელსა შინა მადლი სულისა წმიდისა შემოსახლდა;
გიხაროდენ, ყოვლისა ოქროისა უმეტესად მბრწყინაო, ღმერთის სიბრძნისა ხელთუქმნელო პალატო;
გიხაროდენ, ყოვლისა მზიანისა ცისკრისა უნათლესო, სამკვიდრებელო ქრისტესო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ძალი მაღლისაი ჰფარვიდა მუცლად-ღებისათვის მოხუცებულსა მას მართალსა ანნასა, და უნაყოფოსა წიაღსა მისსა ვითარცა ნაყოფიერსა ყანასა გამოაჩინებდა, რაითა აღმოცენდეს მისგან სიხარული ყოვლისა სოფლისა, წარწყმედადისა გლოვასა შინა, საყოფელი ტკბილი, ყოვლადკურთხეული ქალწული მარიამ, სიხარული ყოველთა, რომელთა ჰსურის მომკად ხსნაი და გალობად სულის სიღრმითგან ღმრთისა მიმართ: ალილუია.
აქუნდა რაი, მშობელთა შენთა ცხოვრება უბიწო, ჩაგსახეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, მოხუცებულებასა თვისსა კეთილსა არა ნდომითა ხორციელისა ტკბობისაითა, არამედ ღვაწლითა უბიწოებისათა და თავშეკავებისათა, რაითა შობასა შენსა გამოჩინდეს არა მოქმედება ბუნებისა, არამედ ძალი საღმრთოისა მადლისა, მძლეველი წესთა ბუნებისათა და რაითა ყოველთა ცნან, ვითარმედ ლოცვამან მათმან სულთ-თქმათა თანა უნაყოფობისათვის თვისისა აღმოგაცენეს შენ, ნაყოფი ცხოვრების მომნიჭებელი სოფლისათვის. ამისთვის თაყვანის-ვსცემთ უბიწოსა მუცლად-ღებასა შენსა და გიგალობთ შენ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, დედისა უნაყოფოებისა განმხიარულებაო;
გიხაროდენ, ბერწთა მშობელთა ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, ხმელთაგან ძირთა იესესთა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, მისგან ყვავილისა – ქრისტეისა – გამომზრდელო;
გიხაროდენ, რამეთუ თვით ჩასახვასა შენსა იწყე ძლევაი წესთა ბუნებისათა;
გიხაროდენ, რამეთუ ამით მომავალსა შობასა შინა შენსა ქალწულებისა დამარხვასა წინათ-მოასწავებდი;
გიხაროდენ, რამეთუ მიერითგან დაჰბერა ქარმან, ცხოვრებისა მაუწყებელმან;
გიხაროდენ, რამეთუ იმიერ კერძო მადლი იწყებს ნაყოფისა გამოღებასა;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ უნაყოფოება ბუნებისა ჩვენისა ძლეულ-იქმნების;
გიხაროდენ, რამეთუ შენით წყევლა პირველისა მის დედისა დაიხსნების;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისათვის სიხარულისა წინათ-მაცნეო;
გიხაროდენ, ჩვენისა ცხოვნებისათვის დასაბამისა დამდებო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ურვათა და მწუხარებათა ნიავქარი მოიწია მშობელთა ზედა შენთა, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მუხუცებულებადმდე ბერწად დაშთომილნი ჰგონებდენ, ვითარმედ არღა არიან ღირს დამკვიდრებად სასუფეველსა ღმრთისასა. ხოლო თანა-ელმოდა მათ საუკუნოისა უნაყოფოებისათვის ბუნებისა ჩვენისა ყოველი ქმნილება, ქვედადრეკილი ამაოებასა: რამეთუ ჰგოდებს ადამი, რათგან მის გამო იქმნა წყევასა ქვეშე ყოველი ქვეყანა, და სტირის ევაიცა, რამეთუ განმრავლდეს მწუხარებანიცა და სალმობანი მისნი, ეგრეთვე სულთ-ითქუამს მათ თანა ყოველი ნათესავი კაცთა, თანა-შეყოფილი მათ გამო ხრწნილებასა და სიკვდილსა. ხოლო ოდეს შობითა შენითა, ჰოი, დედაო ღმრთისაო, დაიხსნა ძველი უნაყოფობაი იგი და ხრწნილებაცა წარიხოცა, ყოველმან ქმნილებამან უღაღადა შენ მიერ ღმერთსა: ალილუია.
შეისმინა უფალმან ღმერთმან სულთ-თქმანი მართალთა მათ მშობელთა შენთა – იოაკიმესი და ანნასი და მოჰმადლა მათ აღთქმისაებრ მთავარანგელოსისა ასული ყოვლადწმიდა და ყოვლად კურთხეული, ქალწული მარიამი, დასაბამი და მეოხი ხსნისა ჩვენისა, რომლისა შობისათვის განიხარა ცამან და ქვეყანამან, და ანგელოსნიცა და მთავარანგელოსნიცა განსცხრებოდეს, ხოლო კაცნი განადიდებდენ ღმერთსა და გიგალობდენ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, მარიამ, სასწაულო დიდო ყოვლისა ქმნილებისაო;
გიხაროდენ, ასულო დავითისო, ხოლო უფლისა დედაო;
გიხაროდენ, მხოლოო კურთხეულო დედათა შორის;
გიხაროდენ, ცათა შინა ანგელოსთაგან ყოვლად განდიდებულო;
გიხაროდენ, ცისკარო დაუსრულებელო, ნათელო, ყოვლისა სოფლისათვის გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ლამპარო დაუშრეტელო, მწუხარებისა ღამისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, რამეთუ ხილვაიცა პირისახისა შენისა ყოვლად დამატკბობელ არს ანგელოსთათვის;
გიხაროდენ, რამეთუ მოვლინება შენი სოფელსა ამას ყოვლად-სახარულევან არს კაცთათვის;
გიხაროდენ, ახალო სამოთხეო, ქვეყანასა ზედა დანერგულო;
გიხაროდენ, პალატო ნათელო, ზეციურისა მეუფისათვის ყოვლადშემკულო;
გიხაროდენ, სამკვიდრებელო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, კარავო ღმრთისაო კაცთაგან;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ნაზარეთით აღმონათებულ ღმრთივმდინარ ვარსკულავად და ყოვლისა სოფლისა განმანათლებლად გხედავთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო: რამეთუ დაღაცათუ მცირეღა იყო ქალაქი იგი, გარნა შობითა შენითა განაბრწყინვე, და უკეთუ მოძაგებულ იყო კაცთაგან, რამეთუ მისთვის იტყოდიან ყოველნი: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად?“ — გარნა უძლური იგი და დამცირებული გამოარჩია ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა, და ყოველსა სოფელსა გამოუცხადა ნაზარეთით ყვავილი დაუჭნობელი, მარადის აღყუავებული ქალწულებითა მისითა, ყოველთა წმიდათა უწმიდესი ქალწული, რომელმან არცა ერთი ცოდვაი იცოდა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თვისისათა, რათამცა ყოველნი შენ მიერ მადლობით ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
იხილეს რა მშობელთა შენთა საკვირველი შობა შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, საბოძვარნი მდიდარნი მიუძღვანეს ღმერთსა, და იკურთხეოდიან მღუდელთაგანცა და ყოველთა კაცთაგანცა, ვითარცა მიმღებელნი კურთხევისა ღმრთისაგან, და ქმნეს პურობა დიდი სახლსა თვისსა, იხარებდეს სულითა და განადიდებდეს ღმერთსა. გარნა მოიხსენებდეს ანგელოსისაცა აღთქუმასა და პატივსა მოგაგებდეს შენ ვითარცა დედუფალსა თვისსა, თაყვანის-გცემდეს და გიგალობდეს ესრეთ:
გიხაროდენ, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა სძლად სულისა წმიდისა სახელ-დებულო;
გიხაროდენ, ქალწულო – უკანასკნელთა ჟამთა დედად ძისა ღმრთისასა გამოცხადებულო;
გიხაროდენ, მამა ღმერთისა ასულო, ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, ნათლითა ცხოვრების დასაბამიერისა სამებისა საკვირველად გაბრწყინებულო;
გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა მიუწვდომლად აღმატებულო;
გიხაროდენ, ყოველთა ეშმაკისმიერთა მხედრობათა სირცხვილეულ-მყოფელო და განმდევნელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ნათესავისათვის კაცთასა ყოვლადძლიერო ხელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ყოველთა მონანულთა ცოდვილთა ყოვლად-მოწყალეო მეოხის-მყოფელო;
გიხაროდენ, პატიოსანთა დედათა სიქადულო;
გიხაროდენ, წმიდათა ქალწულთა დიდებაო;
გიხაროდენ, მცირისა ნაზარეთით ყოვლისა სოფლისათვის კეთილთა მომტანო;
გიხაროდენ, კიდით კიდედმდე ქვეყანისა სიყვარულისა შენისა ყოველთათვის გარდამომფენელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
მქადაგებელად მოვლინებისა შენისა სოფლად, ღმრთისმშობელო, გამოჩნდა მართალი ელისაბედ, ოდეს გიხილა შენ, მომავალი სახლად მისა, გამოვიდოდა რაი მოგებებად შენდა და გიღაღადებდა შენ ხმითა დიდითა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი! და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?“ ესრეთ ჩვენცა, ყოვლად დიდებულისა შენისა შობისა მედღესასწაულენი, რეცა პირველსა მოწევნასა შენსა ქვეყანასა ჩვენსა, მოგეგებვით შენ მოკითხვითა ამით: ვინა ჩვენდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩვენისაი ჩვენდა? კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი, რომელსა ყოველნი ვუგალობთ მადლობით: ალილუია.
სიხარული შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო, გამოუბრწყინდა არა-ხოლო-თუ მართალთა მშობელთა შენთა, არამედ ყოველთა მოყუასთაცა და შორებელთაცა, და გიებულთა თვით შორის კიდეთა ქვეყანისათა, რამეთუ ღმერთმან, რომელი ცათა შინა ზედა-ჰზის გონიერთა საყდართა ზედა, საყდარი წმიდა წინათ-განიმზადა თავისთვის ქვეყანასა ზედა და ცისკარი ახალი გამოაჩინა, წინათ-მომასწავებელი მალიად მოსლვისა ქრისტეს სიმართლისასა. ამისთვის გიგალობთ შენ, წმიდაო, ესრეთ:
გიხაროდენ, ცისკარო უნათლესო, ქრისტეს – მზისა დიდისა წინათ-მაუწყებელო;
გიხაროდენ, სხივო დაუვალო, მიუაჩრდილებელისა ნათელისა მზისა მშობელო;
გიხაროდენ, ცეცხლითა შენითა ლოცვისა კაცთა ვნებათაგან განმწმენდელო;
გიხაროდენ, უძლურთათვის ცუარითა მადლისა შენისაითა გეჰენიის ცეცხლისა განმაგრილებელო;
გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისა საღმრთოისაო, ყოვლისა ბნელისა წარმხოცველო;
გიხაროდენ, კეთილსურნელო საცეცხლურო, ლოცვათა მართალთა ძისა მიმართ შენისა მიმრთმეველო;
გიხაროდენ, კიდობანო ზეციურო, ზენაართაგან ქვეყნიერთა მომართ მოტანილო;
გიხაროდენ, ცეცხლოვანო საყდარო, ზეციურისა მეუფისათვის ქვეყანასა ზედა განმზადებულო;
გიხაროდენ, დავითის დაცემულისა კარვისა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ზენაარისა იერუსალიმისა ქვეყანასა ზედა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა ძოწეულისა სისხლთაგან შენთა კრავისათვის ღმრთისა განმამზადებელო;
გიხაროდენ, ღმრთივ-ქსოვილისა პორფირისა სიტყუისა ღმრთისათვის ხორცთაგან შენთა მქმნელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო.
ვითარცა ჰსუროდა მრავალმოთმინესა უფალსა გამოცხადებად უფსკრულისა კაცთმოყვარებისა თვისისა პირველად სამოთხესა ედემისასა დაცემულისათვის ნათესავისა კაცთასა, მოსცა მუნ პირველმშობელთა ჩვენთა აღთქუმაი, ვითარმედ თესლი დედაკაცისაი უმზირდეს და შეჰმუსრვიდეს თავსა გველისასა, ხოლო უკანაისკნელთა ჟამთა შენ ზედა აღასრულა, ყოვლადწმიდაო, პირველი იგი აღთქუმაი, აღგირჩია რა შენ მხოლოი ყოველთა ნათესავთაგან დედად თვისად, რაითა შობითა შენითა შეჰმუსრო თავი გველისა მის პირველისა; ამისთვის მადლობით ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.
შესაძრწუნებელ და საკვირველ არს ახალი საიდუმლო შენი, ღვთისმშობელო, რომლისაგან წყარო ცხოვრებისა გამოგვიჩნდა ჩვენ ნაცვალად ევაისა გრძნობისმიერისა: რამეთუ ამან მორჩილებითა გველისაითა დასაბამი დაუდო უკუნ-ქცევასა ღმრთისასა კაცთაგან და სალმობათა მწუხარებისათა შობისა დედათასა. ხოლო ძე შენი, ჰოი ქალწულო, რომელმან საჯა ევაი შობად ნაყოფისა სალმობითა და ჭირითა, წიაღსა შენსა შემოსახლდა თვინიერ სალმობისა და არცა შობასა თვისსა დაარღვია კლიტენი ქალწულებისანი. ამისთვის შენს გამო უხარის დაცემულსა ბუნებასა დედათასა, ძველისა წყევისა ნაცვალ ქრისტესმიერისა თავისუფლებისა მიმღებელსა, და შენდა შემოდგომილნი დედანი განცხადებულად სძლევენ მტერთა, დადგრომილნი ქალწულებასა ზედა და მღაღადებელნი შენდა ესრეთ:
გიხაროდენ, ღმრთაებრივითა დიდებითა ყოვლად შემკულო;
გიხაროდენ, სიწმიდითა ქალწულებისაითა ზეაღმატებულო;
გიხაროდენ, დაცემულისა ბუნებისა კაცთასა განღმრთოვებელო;
გიხაროდენ, პირველისა მის მწუხარებისაგან დედათა დამხსნელო;
გიხაროდენ, სიმშვენიერითა ქალწულებისა შენისაითა გაბრიელ მთავარანგელოსისა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ყოვლადნათელითა სიწმიდითა შენითა ანგელოსთა დასთა ზედა უსაზომოდ აღმატებულო;
გიხაროდენ, კარო გაუვალო, დახშულისა ედემისა განმღებელო;
გიხაროდენ, წიგნო დაბეჭდულო, სრულად ვერ-შესაცნობელ საიდუმლოთა ღმრთისათა დამტევნელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა კეთილსურნელო შროშანო;
გიხაროდენ, სიწმიდისა დაუჭნობელო ყვავილო;
გიხაროდენ, ზეციურისა ქალწულებისა ქვეყანასა ზედა დამნერგავო;
გიხაროდენ, კართა სამოთხისათა დაცემულთათვის განმხვნელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ვხედევთ რა უცხოსა შობასა შენსა უნაყოფოებისაგან ბერწთასა, მიუახლებელსა ვნებათა ხორცთასა და გამობრწყინვებულსა უბიწოებისა და კეთილკრძალულებისაგან, განვეშორებით ამაოსა ქვეყანასა და ყოველსა ბიწიერებასა – სულიერსა და ხორციელსა, მიმქცეველნი ზეცად გონებისა და გულისა ჩვენისა. რამეთუ ამისთვის მოვიდა სოფლად დედა უბიწოებისა და კეთილკრძალულებისა, რაითა ქვეყნისაგანნი აღიყვანოს სიმაღლეთა ზეცისათა და ყოველთა ასწაოს უზაკველითა ბაგითა და შეუგინებელითა გულითა გალობად ღმრთისა: ალილუია.
„ყოვლითურთ ხარ კეთილ, მოყუასო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა; მოვედ, ტრედო ჩემო, და მიჩვენე მე პირისახე შენი, და მასმინე ხმაი შენი, რამეთუ ტკბილ არს ხმა შენი და შუენიერ არს ხატი შენი. ერთი უვი შენ დედასა შენსა, რჩეული მშობელისა შენისა!“ − ვითარცა იტყვის ძე და უფალი შენი, ყოვლადწმიდაო, მიმგებებელი და მიმრქმელი შენი, რამეთუ ბერწობისაგან იქმნა შობაი შენი და მოსლვაი შენი სოფლად. და ჩვენცა, მსემნელნი ღმრთაებრივისა ხმისა ამის, კადნიერად გიგალობთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, დედუფალო, მარჯვენით მეუფისა ქრისტესა მდგომარეო;
ან გიხაროდენ, ხელმწიფაო, სამოსელითა ქალწულებისა ოქროისათა ყოვლად შემკულო;
ილ გიხაროდენ, რამეთუ კეთილნი შენნი ისურვა მეუფემან ზეცათამან;
გიხაროდენ, რამეთუ მის მიერ იწოდე მოყუასად და კეთილად დედათა შორის;
გიხაროდენ, უდაბნოსაგან ზეაღმავალო ღრუბლისებრ კუამლისა, მურისა და გუნდრუკისა მკმეველო;
გიხაროდენ, ნელსაცხებელო გარდმოსხმულო, კეთილსურნელებისა ზეციურისა მირონის-მბოლველისაგან გარდამომფენელო;
გიხაროდენ, მტილო დახშულო, რომელსა შინა არავის ძალუც შემოსლვად;
გიხაროდენ, ჯურღმულო დაბეჭდულო, რომლისა სიღრმითგან ვერვინ შეუძლოს სუმად;
გიხაროდენ, ცისკრისებრ მბრწყინაო მსხდომარეთათვის ბნელსა შინა;
გიხაროდენ, მთოვარესაებრ აღმომავალო, და მზისებრ რჩეულო;
გიხაროდენ, წყაროო წყალისა ცხოველისაო, საყდრისაგან ღმრთისა მარადის მდინარეო;
გიხაროდენ, ხეო ცხოვრებისაო, შორის სამოთხისა მარადის აღყუავებულო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ყოველი ბუნება ანგელოსთა სიხარულითა განსცხრებოდა და განადიდებდა ღმერთსა, ოდეს შემდგომად შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო, მღვდელთმოძღვარი იგი დიდი, მღუდელთა და რჩეულთა კაცთა თანა, მოვიდა სახლსა მშობელთა შენთასა და მადლობისა ლოცვათა აღუვლენდა ღმერთსა. ხოლო ოდეს გაკურთხევდა შენ, ქალწულო, აღიმაღლა ხმა თვისი და იტყოდა ესრეთ: „ღმერთო მამათა ჩვენთაო, აკურთხე ყრმაი ასული ესე და მოჰმადლე მას - სახელი, რაითა განიდიდოს ყოველთა ნათესავთა შორის!“ და გიწოდა შენ სახელი მარიამ, დიდი და მადლმოსილი, ყოვლადტკბილი კაცთათვის, ხოლო შიშითა აღმავსებელი ეშმაკთათვის, და უღაღადებდა ღმერთსა მხიარულებით: ალილუია.
მრავლისმეტყეველნი რიტორნი, ვითარცა თევზნი უსიტყუელნი, საგონებელსა არიან, თუ ვითარ უგალობდენ ღირსად სიწმიდესა შენსა, ანგელოსებრსა უბიწოებასა სახვეველთაგან ჩვილობისა შენისათა, ყოვლადწმიდაო, რომელი მოგმადლა შენ უფალმან, რაითა გამოგაჩინოს დედად თვისად, მოკლებული ბიწსა ანუ მანკიერებასა, და მარადის გყოს შენ წმიდად და უბიწოდ. ამისთვის დედაი შენი გულსმოდგინედ გიმარხავდა სიწმიდესა შინა უბიწოებისასა, რაითა არა შეგეხოს შენ, საღმრთოსა ამას განსულიერებულსა კიდობანსა ხელი ბილწთა: რამეთუ განწმიდა სარეცელი შენი და თვითცა განეშორა ყოვლისაგან ბიწიერებისა და მოუწოდა ქალწულთა უზაკველთა დაცვად სიმშვიდისა შენისა. და ოდეს ძუძუთი გასაზრდოებდა შენ, ლოცვასა აღავლენდა, რაითა დედის რძისა თანა საზრდოობდი სიტყუითა ღმრთისათა. და ჩვენცა, განკვირვებულნი ესევითარისა სიწმიდისა და უბიწოებისა შენისათვის, გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, სიყრმითგანვე არცა ერთისა ცოდვისა შემცნობელო;
გიხაროდენ, შობითგანვე შენისა ყოველთა წმიდათა უწმიდესო;
გიხაროდენ, დედის სძისა უფროის ლოცვითა ნასაზრდოებო;
გიხაროდენ, პურისა უფროის სიტყუითა ღმრთისათა დაპურებულო;
გიხაროდენ, ზუციურო აღმონაცენო, ქვეყანასა ზედა დანერგულო;
გიხაროდენ, სამოთხისა მცენარეო, მშობელთაგან შენთა წმიდათა აღზრდილო;
გიხაროდენ, ტრედო უბიწოო, რომლისა სიწმიდისა არა ღირს არს ყოველი სოფელი;
გიხაროდენ, კრაო შეუბილწაო, რამეთუ უბიწოებამან შენმან გამოგაჩინა ღირსად დედობისა ქრისტესა;
გიხაროდენ, ერთითა წამის-ყოფითა ყოვლის-მპყრობელისათა უნაყოფოებისაგან ნაყოფად კეთილად გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, სიწმიდისა შენისა ღირსისა შობისა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, რამეთუ აღმოსავალით მზისაით ვიდრე დასავალადმდე ყოველგნით იქების სახელი შენი;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა ნათესავთაგან კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ჰსუროდა რა ხსნა სოფლისა საცთურისაგან მტერისა, კაცთმოყუარემან უფალმან აღგირჩია შენ ნათესავთაგან ქვეყნიერთა, ქალაქისაგან მცირისა და წიაღთაგან ბერწთასა დედად თვისად, საუკუნითგანვე წინათ-განჩინებული ეგე და წინასწარმეტ-ყველთაგანცა პირველვე ქადაგებული, რაითა იყო შენ მეოხი ცხოვრებისა ჩვენისა და მსწრაფლ ნუგეშინის-მცემელი მწუხარებასა და განსაცდელთა შინა მყოფთათვის, ეგრეთვე დამხსნელი უნაყოფოებისაგან ქვეყანისა, რაითა გამოუცხადო ყოველთა მავალთა წყუდიადსა შინა ცოდვისასა – ქრისტე – მზე სიმართლისა, რომელნი სიხარულითა და მადლობითა უგალობდენ მას: ალილუია.
ზღუდე და შესავედრებელი ხარ ყოველთა კაცთათვის, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელნი დღესასწაულობენ შობასა შენსა: ვითარმედ შენ, ქალაქად ღმრთისად ქმნილი მცირისა ქორედისაგან, სადა-იგი მყოფობასა იწყებ და მუცლისაგან არამშობადისა გამოსლვასა აღასრულებ, რაითა შემოსლვაი განუმზადო მღვდელმთავარსა დიდსა: რამეთუ ერთმან მხოლომან ღმერთმან განვლო შენით საკვირველი გზაი ესე და შეგიკრძალა შენ შეუწველად. ამისთვის კადნიერად გხადით შენ, ერთსა მხოლოსა წმიდასა და ღმრთივ კურთხეულსა და გიღაღადებთ ესრეთ:
გიხაროდენ, ცათა შინა ყოვლად კურთხეულო;
გიხაროდენ, ქვეყანასა ზედა ყოვლად განდიდებულო;
გიხაროდენ, ანგელოსთა სიხარულო და მხიარულებაო;
გიხაროდენ, ქვეყნისა მკვიდრთა შვებაო და ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, გვრიტო ღმრთივ-ხმოვანო და ურისხველო;
გიხაროდენ, ყრმაო ასულო – მშვიდო და უწყინარო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა სულისა უწმიდესო ტაძარო სამკვიდრებელო;
გიხაროდენ, ზეციურისა დაწინდვისა პალატო უსპეტაკესო;
გიხაროდენ, ცუარო აერმონისაო, სინაის მთასა ზედა გარდამოსულო;
გიხაროდენ, ალებასტრო მირონისა მრავალ-სასყიდლისაო, ყოვლისა ქვეყნისა გამაკეთილსურნელებელო;
გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისაო, მცირისაგან ქორედისა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, ნაზარეთისა ქალაქისა ხმელის ძირისგან ამოზრდილო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
გალობასა მადლობისასა სულითა უგალობენ უფალსა ღმრთაებრივნი იოაკიმე საკვირველი და ანნა, რამეთუ ხედვენ ქვეყანასა ზედა დედასა შემოქმედისასა – ქალწულსა მარიამს, რომელსა ეგულების ხორციელად შობაი მისი, ხოლო ჩვენცა მათ თანა, დედუფალო, ზღვისა ქვიშისა უმრავლესთა გალობათა მოგიძღვანებთ შენ და ვაქებთ ყოვლად-დიდებულსა შობასა შენსა მშობელთაგან ბერწთა, მადლობით მგალობელნი ღმრთისად: ალილუია.
ნათლისა მიმღებელ ლამპრად გხედავთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ყოვლად დიდებულად აღნთებულსა შობითა შენითა ღამესა ძველისა აღთქმისასა: რამეთუ ყოველთათვის მსხდომარეთა ბნელსა შინა ცოდვისასა და ჩრდილსა სიკუდილისასა გამოსჩნდი ნათელად, სიხარულად, მადლისა მონიჭებად და წარხოცვად პირველისა მის წყევისა, ევაისა მიზეზით ყოფილისა; რამეთუ შენგან აღმობრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, განმანათლებელი წყუდიადსა შინა მყოფთა ყოველთა, რომელნი გიღაღადებენ შენ ქებათა ესრეთ:
გიხაროდენ, ცისკარო დაუღამებელისა დღისაო, ქრისტეს მეუფებისა კართა განმხვნელო;
გიხაროდენ, მთიებო უნათლესო, ჩვენთვის ცხოვრებისა საუკუნოისა მაუწყებელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო დაუვალო, დიდისა მზისა სოფლად შემომყვანებელო;
გიხაროდენ, სანთელო სხივმფინარო, ძველისა ცოდვისა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, წყაროო ცხოვრების მატარებელო, ყოველთათვის სიცოცხლის მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მგზნებარეო ლამპარო, მზისა უწინარეს ჩვენდა ნათელისა გამომცემო;
გიხაროდენ, ჩვენ, ჯერეთ წყუდიადსა შინა მყოფთათვის, მადლისა ცისკართა გამომნათებელო;
გიხაროდენ, დედაო ნათლისა გონიერისაო, მადლითა მისითა ყოვლისა სოფლისა განმაცისკროვნებელო;
გიხაროდენ, სძალო სხივმფინარისა პალატისაო, ბრწყინვითა შესამოსელისა შენისა ყოვლისა ცისქვეშეთისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, მზით შემოსილო დედაკაცო, წარწყმედადთა ცხოვრებისათვის სოფლად მოსულო.
გიხაროდენ, ფერხთა ქვეშე თვისთა მთოვარისა მქონებელო;
გიხაროდენ, ათორმეტთაგან ვარსკულავთა გვირგვინოსან-ქმნილო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
მადლისა თანამოსახელე ღმრთაებრივი ანნა განიხარებს და ქებით ღაღადებს: „უნაყოფოი ბერწი ესე ვშობ დედასა ღმრთისასა, რომლისა მიერ სასჯელი ევაისი დახსნილ იქმნების და ეგრეთვე მწუხარებისა სალმობანი“. და ესრეთ სახარულევანი სდებს აღთქუმასა, ვითარმედ მიუყვანებს შობილსა ასულსა თვისსა ღმერთსა და იყოს იგი ძღვნად სრულყოფილად ღმრთისათვის ყოველთაგან ნათესავთა ქვეყანისათა, ხოლო კაცთათვის – ნუგეშად და სიხარულად საუკუნოდ, რაითა მარადის უგალობდნენ მის მიერ ღმერთსა: ალილუია.
ვუგალობთ ყოვლადწმიდასა შობასა შენსა, პატივს-ვსცემთ გამოუთქმელსა ჩასახვასა შენსა, განვადიდებთ უნაყოფობისაგან საკვირველსა შობასა შენსა, თაყვანის-ვსცემთ თვით სახვეველთა შენთა, სძალო ღმრთივ-მოწოდებულო და ქალწულო; ხოლო ჩვენ თანა ერთობით დიდების-მეტყველებენ სოფლად მოსლვისათვის შენისა დასნი ანგელოსთანი და მთავარანგელოსთანი და კრებულნი წმიდათა სულთანი: რამეთუ შობითა შენითა მართალთა იოაკიმესა და ანნაისაგან საყოველთაო სიხარული მოიწია ცით ქვეყანასა ზედა, ღმრთისმშობელო; ამისთვის განგადიდებთ შენ და გიღაღადებთ გიხაროდენთა ამათ:
გიხაროდენ, ყოვლადუბიწოო, წმიდისა სამებისა შემდგომად ყოველთა ანგელოსთა და კაცთათვის საერთო მეუფეო;
გიხაროდენ, ყოვლადკურთხეულო, ზეციურისა ნუგეშინის-მცემელისა შემდგომად ყოველთა ზეციერთა და ქვეყნიერთა მანუგეშებელო;
გიხაროდენ, უფლის მარჯვენისა მშვენებაო, ყოველთა შენთა ზეციერთა ნეტარ-მყოფელთა შემამკობელო;
გიხაროდენ, ნუგეშო ჩვენო ყოვლისა-მპყრობელისაგან მომადლებულო, ყოველთა ქვეყნიერთა, მომწოდებელთა შენთა, განმახარებელო;
გიხაროდენ, ცაო ცათაო, ყოველთა ანგელოსთა ძალთასა შეუდარებელად აღმატებულო;
გიხაროდენ, სასწაულო სასწაულთაო, ყოველთა კაცთა თიხისა სხეულად ღმრთისად მქმნელო;
გიხაროდენ, დედუფალთა დედუფალო, ყოვლისა სოფლისათვის ცოდვისმიერისა განხრწნისა საზღვრისა დამდებო;
გიხაროდენ, სრულიად ქრისტეს ეკლესიისა წმიდათა წმიდაო, ჩვენისა ცხოვნების დასაბამისა მომცემელო;
გიხაროდენ, ღმრთივმშვენიერო ქალწულო, ყოველთა ჟამთა და საუკუნეთა ღმრთისა კურთხევაო;
გიხაროდენ, ღმრთივრჩეული ყრმაო ასულო, ყოველთა ენათა და ნათესავთა მადლმოსილო შერიგებაო;
გიხაროდენ, სვეტო ქალწულებისაო, ყოველთა ქალწულებისა მსურველთა ზედა სიკეთისა მისისა განცხადებულად გარდამომფენელო;
გიხაროდენ, კარო ცხოვრებისაო, ყოველთა ცხოვნების მსასოებელთა მიმართ შეწევნისა ხელისა მსწრაფლ განმპყრობელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
ჰოი, ყოვლადქებულო დედაო, უნაყოფოებისაგან ბერწთასა შობილო საცხოვრებელად სოფლისა, შეიწყნარე ჩვენგან აწინდელი ესე ძღვენი, შემოწირული ყოვლადპატიოსნისა შობისა შენისა მომართ, და არა დაგვიტეო ჩვენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა და ტყვეობისაგან მტერთასა, ეგრეთვე დახსენ სულიერი უნაყოფოებაი ყოველთა მომწოდებელთა შენთა, რომელნი შენ მიერ მარადის უღარადებენ ღმერთსა: ალილუია. (3-გზის)
მთავარანგელოსი გაბრიელ მოივლინა მართლისა ანნაისა, ოდეს მტილსა შინა იხილა ბუდე ფრინველისა მცირეთა თანა მართვეთა მისთა და მწუხარემან უნაყოფობისათვის თვისისა, გულის სიღრმითგან უღაღადა უფალსა; და აუწყა მას მთავარანგელოსმან მან სიხარული დიდი, ვითარმედ: „შესმენილ იქმნა ლოცვაი შენი და ცრემლნიცა შენნი აღმოვიდოდიან წინაშე ღმრთისა, და შვა შენ ასული ყოვლად-კურთხეული, რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და უწოდიან მას სახელი მარიამ“. აწ ჩვენცა, განკვირვებულნი ესევითარისა სახარულევანისა აღთქმისათვის, ვუღაღადოთ ყოვლადკურთხეულსა დედასა ღმრთისასა:
გიხაროდენ, უკეთილშობილესისა სამეუფოისაგან გვარისა იოაკიმეს მიერ აღმოცენებულო;
გიხაროდენ, უწმიდესისა სამღვდელმთავრო ტომისაგან ანნას მიერ შობილო;
გიხაროდენ, პირველმშობელთა ჩვენთა ხრწნილებისაგან სიკუდილისა განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მშობელთა შენთა გინებისაგან უშვილობისა დამხსნელო;
გიხაროდენ, წმიდათა კართა აღსავალისათა მხილველო, და უნაყოფოთა კართა შობითა შენითა განმხვნელო;
გიხაროდენ, დახშულო კარო ქალწულებისაო, და შემოსვლისა დიდისა მღვდელთმთავრისა მომლოდინეო;
გიხაროდენ, ცრემლთა დედისა შენისათა სიხარულად შემცვლელო;
გიხაროდენ, კიცხევისაგან ერისა მისო განმარინებელო;
გიხაროდენ, მშობელთათვის შენთა დიდო ნუგეშინის-ცემაო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისათვის ენით-უთქმელო სიტკბოებაო;
გიხაროდენ, დაცემულისა ადამისა მოწოდებაო;
გიხაროდენ, ცრემლთა ევაისთა წარმხოცველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო;
დედად ღმრთისად აღრჩეულსა ყოველთაგან ნათესავისა კაცთასა, დედუფალსა ცათა და ქვეყანისასა, განმანათლებელსა ყოვლისა სოფლისა მოსლვითა ჩვენ თანა ყოვლადპატიოსნითა შობითა შენითა, კეთილმოწიწებითსა გალობასა აღმოგივლენთ მონანი შენნი, ღმრთისმშობელო. ხოლო შენ, ვითარცა მოსრულმან ნუგეშინისცემად და საცხოვნებელად ჩვენდა, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან მიხსენ ჩვენ, რაითა გხადოდეთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შობითა შენითა ყოვლისა სოფლისა განმახარებელო.
ჰოი, ყოვლადწმიდაო და ღმრთივრჩეულო ქალწულო, მეუფეო ჩვენო, ღმრთისა მშობელო, ცათა და ქვეყანის დედუფალო, სიხარულად და ნუგეშად ყოვლისა სოფლისა ბერწთა მშობელთათვის შენთა ღმრთისა მიერ მომადლებულო! შობილმან საღმრთოისა განგებულებითა, რომელმან დახსენ უნაყოფობაი მშობელთა შენთა, აწ ჩემიცა უნაყოფო გული ესე ჰქმენ გამომღებელად ნაყოფთა მეოხმყოფელობითა შენითა წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა, ხოლო უნაყოფო-ჰქმენ ბოროტნი საქმენი ჩემნი, სიტყვანი განმხრწნელნი და ზრახვანი უკეთურნი. ჰოი, ყოვლადნეტარო, შემეწიე მე, რაითა გამოვჩნდე შვილად ღმრთისა, მარადის გამომღებელად სათნოებათა კეთილნაყოფიერებისა. შენ დააცხრვე ყოვლადწმიდითა შობითა შენითა გოდება პირველისა დედისა ჩვენისა ევასი, და მართალნიცა მშობელნი შენნი იხსენ კიცხევისაგან უშვილობისა; აწცა დააცხრვე გოდება და სულთ-თქმანი მრავალსალმობიერისა და ცოდვისმოყვარულისა სულისა ჩემისა და მიხსენ მე კიცხევისაგან ბოროტსიმყრალისათვის საქმეთა ჩემთა, ვნებათათვის უპატიოყოფისა და ყოვლისაგან მონებისა მტერისადმი ჩვენისა. ხოლო უფროისად მოგვმადლე ჩვენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რაითა ყოვლადნათელსა დღესა შობისა შენისასა წმიდითა გულითა გულისხმა-ვჰყოფდეთ და მოვიხსენიებდეთ, თუ ვითარი სიხარულითა და მადლობით გატარებდა შენ მუცლად მართალი ანნა, და რაითა ჩვენცა არა სიტყვითა ოდენ, არამედ უფროისღა საქმითაცა და გულითა ლმობილითა გადიდებდეთ შენ, მღაღადებელნი ამისა: დიდება მოვლინებასა შენსა, უზაკველო! დიდება შობასა შენსა, წმიდაო! დიდება ქალწულებასა შენსა, დედაო ღმრთისაო, სძალო უსძლოო! ჰოი, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ, დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი საჭეთმპყრობელი ჩვენისა ეკლესიისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, მოსაყდრე მისი, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი შიო, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი პატიოსანნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი; ეგრეთვე ღმრთივდაცული ქრისტეანი ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი სიმშვიდითა და უშფოთველებითა დაიცევ; და ღირს გვყავ ჩვენ, რაითა ერთობით შენ თანა განუწყვეტლივ ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა ნაყოფსა შენსა, ხორციელ-ქმნილსა სიტყუასა ღმრთისასა, რომელსა შეუწველად ატარებდი მუცელსა შენსა, რამეთუ მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა თანა-დაუსაბამოით მამით მისითურთ და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით მისითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო.
იოაკიმ და ანნა ყვედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა; ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანამდებობისა ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: „ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩვენისასა“.
გაქებთ და გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, პატივს-ვსცემთ წმიდათა მშობელთა შენთა და ყოვლადდიდებულად ვადიდებთ პატიოსანსა და საკვირველსა შობასა შენსა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.