მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი

წმიდისა მოციქულისა სვიმეონ კანანელისა

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

კონდაკი 1

 

მოციქულო ქრისტეისგან აღრჩეულო და მახარებელო, სათხეველითა საღმრთოისა ქადაგებისა შენისაითა სულთა მრავალთა ხსნად აღმომყვანებელო და კერპოვანებისა სიბნელითა გონებადაბნელებულთა ქრისტეის მიმართ მომაქცეველო, ნეტარო სვიმონ, სიყუარულითა ქებისა გალობასა შეგასხამთ შენ და გულსმოდგინედ გევედრებით: მოციქულებრივითა კადნიერებითა გვითხოვე მოტევებაი ცოდვათა ჩუენთა, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა, სულიერთა და ხორციელთა, და ღირს ვიქმნნეთ ქებად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

იკოსი 1

 

ანგელოზთა შემოქმედი და მეუფეი, ქრისტე ღმერთი, რომელმან კაცთა ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და განკაცნა, კანას გალილეას მოვიდა ქორწილსა შენსა, სვიმონ ყოვლადქებულო, დედითა თვისითა და მისივე ვედრებითა სახლსა მას შენსა აღასრულებდა პირველსა სასწაულსა თვისსა, გარდააქცინა რაი ღვინოდ წყალი და მითვე განაცხადა ძალი ღმრთეებისა თვისისაი, ამისთვისცა ღმერთკაცისა კეთილითა ნებითა და მობრძანებითა მადლშემოსილსა, ვითარცა ღმრთისმხილველსა და რჩეულსა მისსა მოწაფესა გიგალობთ ლმობიერად:

გიხაროდენ, სიძეო შუენიერო, ქორწილისაგან სოფლიურისა ზეციერსა მას ქორწილსა კრავისასა საკვირველად ხმობილო;

გიხაროდენ, ზეცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;

გიხაროდენ, თვით-მხილველო და ერთგულო მსახურო განკაცებულისა სიტყვისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, საკვირველითა მოშურნეობითა მქადაგებელო სახარებისა მის სიმართლისაო;

გიხაროდენ, ყოვლითა გულითა შემყუარებელო იესუ ტკბილისაო;

გიხაროდენ, საწუთოისა ზრუნვათა დამტევებელო და საღმრთოისა სრბისა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 2

 

მხედველი ქრისტეს სასწაულთა, სვიმონ ყოვლადქებულო, უეჭველითა სარწმუნოებითა მხურვალედ შეუდეგ რაი ხორცითა გამოჩინებულსა მას ღმერთსა, მის მიერ შეყუარებული შერაცხილ იქმენ თანაზიარად რჩეულთა მათ ათორმეტთა მოციქულთა და გეწოდა ზილოტი, ვითარცა მოშურნესა დიდებისა მისისასა, ამისთვისცა გამოგვითხოვე ჩუენ მოშურნეობაი ესე ღმრთისამიერი, მოწაფეო მხსნელისაო, რაითა შენთანა ღირს ვიქმნეთ გალობად მისსა: ალილუია.

 

 

იკოსი 2

 

გონებაი ზეციერი ზეგარდამო მოგენიჭა, ღმრთივგანბრძნობილო სვიმონ, და დაიმარხე რაი ღმრთეებრივი სიტყუაი ქრისტეისი, ესრეთ შეჰკონე გულსა შენსა, ვითარცა წიაღსა პოხიერსა შინა და მრავალწილად მიუძღვანე ნაყოფი ქადაგებითა მით სახარებისაითა, რომლისა მიერ განანათლე კიდენი სოფლისანი, აწ ქუეყანასა ჩუენსა განმრავლდა კრებული წარმართთა და მწვალებელთა, არამედ შენ ევედრე ყოველთა მწყალობელსა, გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი სამკალსა თვისსა, განსამტკიცებლად ყოველთა, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოებაი საზეპუროსა ერსა ჩუენსა და ღმრთისა სიტყვითა განბრძნობილნი გნატრიდეთ წადიერად:

გიხაროდენ, ქრისტეს ტკბილისა მის უღლისა და სუბუქისა ტვირთისა ქედთა შენსა ზედა მტვირთველო;

გიხაროდენ, წმიდითა ცხორებითა შენითა ქრისტეის მიმართ ყოველთა მიმზიდველო;

გიხაროდენ, სახელ-დიდო მოშურნეო ღმრთისა დიდებისაო;

გიხაროდენ, მხურვალედ შემყვარებელო იესუ ტკბილისაო;

გიხაროდენ, საკვირველო მეოხო ხსნისა მეძიებელთაო;

გიხაროდენ, დაუცხრომელო კეთილ-მაუწყებელო მაცხოვნებელისა სახარებისაო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 3

 

ძალმან ღმრთისამან განგანათლა შენ, ქრისტეს მოციქულო სვიმონ, ოდეს კუალსა ქრისტეის ღმრთისასა შედგომილმან, მოვლე მას თანა იუდეა და გალილეა, და შეიტკბე რაი ღმრთეებრივი სწავლებაი მისი, სჭურეტდი დიდებულებასა სასწაულთა მისთასა, და მანვე, ვითარცა სარწმუნოსა მოწაფესა თვისსა, მოგცა შენ ხელმწიფებაი და ძალი უძლურებათაგან ხსნისაი, სნეულებათა კურნებისაი, და უწმინდურთა სულთა განსხმისაი, რაითა ყოველნი ვადიდებდეთ შენ შორის განცხადებულსა ძალსა მისსა და უგალობდეთ მას ქებისა გალობასა: ალილუია.

 

 

იკოსი 3

 

სხუაი არაი-ოდენ გაქუნდა შენ ზრუნვაი, ყოვლადნეტარო სვიმონ, მხოლოი იგი ერთგული მსახურებაი კაცთა ხსნისათვის მოსრულისა მის განკაცებულისა ღმრთისა, ხოლო მხილველი მისი თუალითა და მქცეველი მას თანა ღირს იქმენ ღმრთეებრივთა ბაგეთა მისთა მიერ მიღებად დიდებულისა მოძღურებისა მადლისა, რაისთვისცა განკვირვებულნი აღვიმსთობთ და შეგასხამთ შენ მსგავსად ძალისა ჩუენისა:

გიხაროდენ, დამმარხველო ღმრთეებრივისა სიტყვისაო;

გიხაროდენ, ყოვლადსახარულევანო ქადაგო სახარებისა მის სიმართლისაო;

გიხაროდენ, ცისკარო მაუწყებელო დაუვალისა მზისაო;

გიხაროდენ, თვით-მხილველო და მსახურო განხორციელებულისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, მეუფისა მიმოსლვისა და უკუდავისა მისისა ტრაპეზისა თანამეინახეო;

გიხაროდენ, ქრისტეს რჩეულო მოწაფეო და შეუორგულებელო მეგობარო, რომელმან ერთგულებაი მისი ვიდრე სიკუდიდმდე დაიმარხე;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 4

 

ღელვამან იუდეველთა სიცოფისამან ჯუარსა შემსჭვალა რაი ქრისტე ღმერთი, ნებსით თვისით ყოველთა კაცთათვის ვნებული, არა შეირყია სარწმუნოებაი და სასოებაი შენი, ნეტარო სვიმონ, ვითარმედ არს იგი მხსნელი სოფლისაი, ვითარცა თქუმულ იყო ძუელად წინაისწარმეტყუელთა მიერ, და გამომსყიდველი დაცემულისა მის კაცთა ნათესავისა, ამისთვისცა მეუფესა და ღმერთსა სარწმუნოდ უგალობდი შენ და შეასხამდი ქებასა: ალილუია.

 

 

იკოსი 4

 

გესმა რაი ღმრთეებრივი იგი ხმაი ცხორებისმომცემელისა ქრისტეისი, მესამესა დღესა მკუდრეთით აღმდგარისა და კართა ხშულთა ხორცითა შესრულისა მოწაფეთა თანა და მთქუმელისა ,,მშვიდობაი თქუენ თანა~, ფრიად განიხარე, სვიმონ ღმერთშემოსილო, და მას, ვითარცა ღმერთსა, კრძალვით თაყუანის-ეც და ჭეშმარიტებაი აღდგომისა მისისაი ყოველთა აუწყე, ამისთვის ქებითა შეგასხამთ შენ და ესრეთ გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ქრისტეს მშვიდობისა ღირსად მიმღებელო შეუგინებელსა მას საჭურჭლესა სულისა შენისასაო;

გიხაროდენ, მშვიდობითა ამით ქუეყნიერებისა კიდეთა დამამშვიდებელო;

გიხაროდენ, კერპთმსახურებისა ძუელთა მათ მტრობათა აღვირმსხმელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ჭეშმარიტისა აღდგომისა თვითმხილველო და ყოველთათვის განმაცხადებელო;

გიხაროდენ, კართა ხშულთა ქრისტეს საკვირველად გასლვისა მჭვრეტელო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა და სიხარულევანისა ხმისა მისისა მსმენელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 5

 

დიდებით ზეცად აღმაღლებაი ქრისტეისი იხილე და მის მიერ აღივსე სულიწმიდითა, მოვლინებულისა სახითა ცეცხლისა ენათითა, და ესრეთ ღმრთეებრივისა სულისა მქონებელი და შემოსილი ძალითა მაღლისაიითა, სვიმონ ყოვლადქებულო, გახვედ სახარებისა ქადაგებად იუდეასა და სირიას; ეგვიპტეს, მავრიტანიას, ესპანეთსა და ბრიტანეთსა; ირანს, იბერიასა და სომხეთსა, და ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი რაი ქრისტეის ღმრთისა მხსნელსა ნათელსა და მას შინა უცთომელსა სარწმუნოებასა, ყოველთა შეკრებდი გალობად და ქებად მისა: ალილუია.

 

 

იკოსი 5

 

გიხილა რაი ქრისტეს მოციქული ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან ქუეყანათა მათ შორიელთაგან ღრუბლითა მოწევნული ყოვლად პატიოსანსა მიძინებასა მისსა, ფრიად განიხარა და ღირს გყო თვისთანა უბნობისა და კურთხევისა, ხოლო შენ დიდითა სიხარულითა აღივსე, სჭვრეტდი რაი ძესა მისსა და ღმერთსა, წმიდათა ანგელოსთა თანა მოსრულსა და წმიდისა სულისა მისისა ხელთა თვისთა მიმღებსა, ამისთვისცა ვიხსენებთ რაი სიხარულსა შენსა, სიყუარულითა გნატრით და გიგალობთ წადიერად:

გიხაროდენ, ზეცად მიმომსრბელო მოწაფეო მხსნელისაო, მიძინებასა მას დედისა მისისასა ღრუბლითა მსწრაფლ-მიწევნულო;

გიხაროდენ, ძისა მიერ თვისისა დედისა სულის მირქმისა ცხადად მხილველო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა სხვათა მათ მოციქულთა თანა ჯეროვნად დამკრძალველო;

გიხაროდენ, ღმრთისმშობლისა მთასა ზედა ხორცითა აღტაცებისა მჭურეტელო;

გიხაროდენ, დასაფლველთა მათ სახვეველთა და კუბოისა მისისა გეთსამანიასა მხილველო;

გიხაროდენ ნათლითმოსილთა ანგელოზთა თანა ქუეყნიერებისა დედოფლისა ძილსა-შორისსა ხედვისა ღირს-მყოფელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 6

 

ღმრთისმეტყველებისა ქადაგად მოევლინე ქუეყანათა მათ უცხოთა და კაცთა ველურთა, და აუწყე რაი სახარებაი ქრისტეისი, მოციქულო სვიმონ, სიმდაბლითა და ლმობიერებითა შენითა მოსდრიკე ულმობელობაი მათი, ხოლო მგელნი მტაცებელნი კეთილად გარდასცვალნე და ქრისტეს კრავთა მათ ანგელოზებრივითა გალობითა სამებისა ერთღმრთეებისა დიდებაი ასწავე: ალილუია.

 

 

იკოსი 6

 

გამობრწყინდი ურწმუნოთა მათ ქუეყანათა შინა, მოწაფეო მხსნელისაო, ვითარცა სასანთლეი მომფენი ნათლისაი, და ვითარცა ღმრთივ-აღმოცენებული ნათელი, უნაკადე რაი აღმოსავლეთსა და დასავლეთსა, აუწყებდი იესუ ქრისტეს მხსნელსა სარწმუნოებასა წარმართთა და განსდევნიდი ბნელსა უმეცრებისასა და განანათლებდი კიდეთა სოფლისათა, ეგრეთვე აწ ყოვლადძლიერითა შუამდგომლობითა შენითა განაშორენ ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა, რაითა გმადლობდეთ შენ და გნატრიდეთ, ღმრთივგანბრძნობილო, საღმრთოითა ქებითა ამით და გალობითა:

გიხაროდენ, სიტყვითა შენითა ეშმაკთა განმხდელო და უღმრთოებითა მოწყლულთა განმკურნელო;

გიხაროდენ, აფრიკასა შინა და ესპანეთსა სახარებისა სწავლებათა განმცხადებელო;

გიხაროდენ, იესუს სიმშვიდითა ბრიტანელთა ულმობელობისა მომამდოვრებელო;

გიხაროდენ, იბერიელთა და სომეხთათვის სიტყვისა ღმრთისა შემამეცნებელო;

გიხაროდენ, სპარსთა და მიდიელთა ქრისტეის მიმართ მომაქცეველო;

გიხაროდენ, შვილთა ეკლესიისათა მრავალ-ნაყოფიერად გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 7

 

სისხლითა შენითა გსუროდა რაი ღმრთეებრივისა მის ჭეშმარიტებისა ქადაგებისა დაბეჭდვაი, ვნებისა მოსურნეი იყავ სახელისათვის უფლისა, და ესრეთ განაგო ქრისტემან, ანდრიას თანა მოგიყვანა შენ ქუეყანასა ამას ჩუენსა - იბერიას, რაითა განსწავლიდე დედისა მისისა წილხვედრსა ერსა, ბნელსა კერპთმსახურებისასა მსხდომარეთა და ღმრთისა მიერ თქუენდა მონიჭებულითა მადლითა განსწავლიდით რაი წარმართთა, ანდრია მოციქული უკუნ-იქცა, ხოლო შენ ურწმუნოთა მათ ლაზთა მოგწყვიდეს მახვილითა და დაგფლეს მორწმუნეთა ნიკოფსიას, ამისთვისცა ვიხსენებთ რაი ვნებითა შენითა ქრისტეს ზიარსა აღსასრულსა, ხსენებასა შენსა ღირსად პატივს-ვჰსცემთ და მადლობისა ხმითა ვუღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 7

 

ახალ ნოედ, წინამძღურად კიდობნისა მის ქრისტეს მაცხოვნებელისა რწმენისა, აღგიარებთ შენ იბერიასა შინა, სვიმონ ღმრთივმღაღადებელო, და ვითარცა ეკლესიისა ჩუენისა ფუძე-მდებელსა, პატივსა მოგაგებთ შენ წადიერად და ვსტირით დაკარგვისათვის მიწა-წყალთა ჩუენთა შუენიერთა, რამეთუ ადგილსა მას დაფლვისა შენისასა ვერცა მოსრულ-ვართ და ვერცა-ღა მოვიდრეკთ მუხლთა ლმობიერად, არამედ ოხითა შენითა ვსასოებთ მართლ-უკუნ-ქცევასა ძირ-ძუელსა მას ქუეყანასა ჩუენსა – ძუელსა ლაზიკასა და აფხაზეთსა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ სამარხოსა შენსა, წმიდაო სვიმონ, და გნატრიდეთ შენ, ვითარცა სასოსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა:

გიხაროდენ, შეუძრველო მცველო იბერიისაო და ღმრთისაგან ბოძებულო მფარველო ბიჭვინთისაო;

გიხაროდენ, მცველო წინაპართა ჩუენთა სისხლით განპოხილისა მიწა-წყლისაო;

გიხაროდენ, სანუგეშოდ მბოძებელო ჩუენდა პატიოსნისა შენისა სამარხისაო;

გიხაროდენ, საკვირველად დამცველო უდაბნოსა შინა ტაძრისა შენისაო;

გიხაროდენ, ღუაწლთა შენთა და ვნებათა ადგილსა სახელსა შენსა ზედა განმაახლებელო მამათა სავანისაო;

გიხაროდენ, წმიდისა მის ათონისა მთიდგან მოსაგრეთა მარხვითა და ლოცვით მუნ საკვირველად განმფენელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 8

 

მოვლიდი რაი კიდეთა სოფლისათა, ქადაგო ქრისტეისო, დაარღვიენ საკერპონი და ეკლესიანი აღმართენ, ღმრთივგანბრძნობილო, და დააფუძნენ მათ შინა მორწმუნენი შვილნი ნათლის-ღებისანი, მეორედ-შობილნი წყლისაგან და სულისა მადლითა, ეგრეთვე აწ ვნებათა და გულის-სიტყუათაგან განჰსწმიდე შემრღუეული სული ჩემი საღმრთოითა მით მადლითა შენითა, რაითა განწმედილითა ბაგითა უგალობდე და მადლი და დიდებაი შევსწირნე წინაშე ღმრთისა ჩუენისა: ალილუია.

 

 

იკოსი 8

 

ქართველთა წმიდაი ეკლესიაი პატივსა მოგაგებს შენ, მოციქულო სვიმონ, ვითარცა ქრისტეს ურყევსა სარწმუნოებასა ზედა დამამყარებელსა და სულიერისა მსხმოიარობისათვის პატიოსნითა სისხლითა შენითა მომრწყველსა და მფარველსა, რამეთუ წიაღსა მისსა საკვირველად აღმოსცენდა რაი დასი წმიდათაი, აწცა მოზეიმეი ზეცად შენთანა, მარადის ითხოვთ ჩუენთვის ცოდვათა მოტევებასა და წყალობასა, ამისთვისცა სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი გნატრით და ვაქებთ საქმეთა შენთა საკვირველთა:

გიხაროდენ, შემწყნარებელო და ნუგეშისმცემელო მწუხარეთაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ-შემწეო წარწყმედად განწირულთაო;

გიხაროდენ, სარწმუნო მეგობარო ქრისტეისო, მომხვეჭელო კადნიერებისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, მის მიერ ხელმწიფობისა მიმღებელო უწმიდურ სულთა განსხმისაო;

გიხაროდენ, ქებაო და დიდებაო წმიდისა სავანისა შენისაო;

გიხაროდენ, მარადიულისა ხსნისათვის მეოხ-მყოფელო ამა სავანესა შინა მოღუაწეთაო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 9

 

რომელსა ეგულვების მართლმსაჯულებითა განკითხვაი ყოვლისა სოფლისა, მოციქულო მხსნელისაო, და რომელი ოდეს ტახტსა მაღალსა მჯდომარეი კუალად მომავალ არს აღსრულებად მართლისა მსჯავრისა, მაშინ სათნო-გუეყავნ ჩუენ, წმიდაო, და შეგვავედრე კეთილსახიერებასა მისსა, რაითა გვაშორნეს საღმრთოისა მსჯავრისა საშინელებაი უშჯულოებისა ჩუენისათვის და ღირს-გვყოს წმიდათა თანა გალობად და დიდებად მისა: ალილუია.

 

 

იკოსი 9

 

ენამზეობაი კაცთაი ვერ შემძლებელ არს სადიდებლად ღუაწლთა და სასწაულთა შენთა, სვიმონ, ყოვლადქებულო, არამედ აწ მიითუალე კეთილნაწლეობითა და მოწყალებითა შენითა, მოწაფეო მხსნელისაო, კნინი ესე ვედრებაი და გალობაი ჩუენი გულმხურვალე, ქებად შენდა მორთმეული სარწმუნოებითა და სიყუარულითა, ხოლო შენ გვითხოვე ღმრთისა მიერ პატიოსნებაი ღირსებისაი და მადლი მოწყალებისაი, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვლოთ და გნატრიდეთ სურვილითა:

გიხაროდენ, აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულო და განდიდებულო;

გიხაროდენ, აღსასრულითა შენითა იბერიელთა ქუეყნისა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, მოციქულთასწორისა ნინოისა, ვითარცა ვაზისა კეთილნაყოფიერისა, მუნ სულიერად აღმომაყუავილებელო;

გიხაროდენ, წიაღთაგან მისთა წმიდათა დასისა ქრისტეისთვის ძღუნად შემწირველო;

გიხაროდენ, მთათა და ველთა მისთა კეთილპატიოსანითა მოსაგრეობითა შენითა სახელგანმთქმელო;

გიხაროდენ, ვითარცა მამა ძეებითურთ, სამოთხისა საყოფელთა შინა იბერიელთა წმიდათა თანა მოზეიმეო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 10

 

ხსნისა საწინდარი, წმიდაი მართლმადიდებლური სარწმუნოებაი, გვიანდერძე რაი ვითარცა მემკვიდრეთა, აწ ლოცვათა შენთა ყოვლადძლიერითა მეოხებითა წინაშე ღმრთისა დაგვიცევ ჩუენ, შვილნი შენნი, ყოველთა წვალებათა და განხეთქილებათაგან, რაითა ვიდრე უკანაისკნელ აღმოფშვინვადმდე ვსდგეთ მტკიცედ და შეურყევლად გზასა მას ჭეშმარიტებისასა, და მარადის ვადიდებდეთ ყოვლისმპყრობელსა ღმერთსა: ალილუია.

 

 

იკოსი 10

 

ზეციერისა მეუფისა ქრისტეს რჩეულო მოწაფეო, ნეტარო სვიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენ ცოდვილთათვის, რაითა ღმრთისამიერი მოშურნეობაი შენი სჯულისა მისისა დამარხვისაი მოგვანიჭოს ჩუენ უღირსთაცა, რომლისა მიერ მზა-ვიქმნეთ ქრისტიანებრთა სათნოებათა აღსრულებად და მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა ჩუენისა აღსაარებად არა სიტყვითა ოდენ, არამედ საქმითაცა და არა მხოლოი სახელად ვიწოდებოდეთ შვილებად შენდა, არამედ ჭეშმარიტად, და ღირს ვიქმნეთ შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, ქრისტეის მეუფისა კვალსა შედგომილო და ვიდრე სიკუდიდმდე ვნებათა მისთა მობაძავო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ნათელმფენო, სიმართლის მზისა – ქრისტეისა მიმართ ყოველთა წარმმართველო;

გიხაროდენ, ქრისტეს მარილითა გონებისა დამმარილებელო;

გიხაროდენ, ჩაუქრობელო სანთელო, ტახტსა თანა ღმრთისა დიდებისასა მარადის მნთებარეო;

გიხაროდენ, ჭურჭელო ოქროვან-ქმნილო, კურნებათა წყაროისა ჩუენდა მადინებელო;

გიხაროდენ ქრისტეისგან შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებისა მიმღებელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 11

 

გალობასა წმიდისა სამებისასა ზეცად აღავლენ ყოველთა წმიდათა თანა, სვიმონ ყოვლადქებულო, და ზეგარდამო მოიხილავ ამა სოფელსა შინა ღუაწლთა და ვნებათა შენთა ადგილთა, სადაცა აწ ცხორებულნი მარადის გვმძლავრობენ და გვაჭირვებენ და ზრახვენ ქართველთათვის ბოროტსა, გარნა შენ ევედრე ქრისტესა ღმერთსა: დაარღვიოს აწ ზღუდენი მტერობისანი, დააცხროს ყოველივე შუღლი და განაგდოს საცდურნი ყოვლისა ცილობისაი, რაითა სიყუარულითა ურთიერთარსისაითა მშვიდობით თაყუანის-ვჰსცემდეთ საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა და უგალობდეთ მარადის ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა: ალილუია.

 

 

იკოსი 11

 

სამ-მზეობისა ნათლისა სხივ-მფენელი სასანთლე ხარ ერთგულთათვის, ქრისტეს მოციქულო სვიმონ, და ყოველთა უხილავად განგვანათლებ გზასა ზედა კეთილთა საქმეთა და სათნოებათასა, რაითა არა შთავვარდეთ საფრხესა მას ეშმაკისასა, არამედ უვნებელად დავიხსნეთ ყოველთა მისთა მზაკუვარებათა და საცდურთაგან, და გზასა მას ჭეშმარიტსა მსრბოლნი მხურვალედ აღვიძრნეთ ქებად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, ქრისტეს სიტყვიერისა სამწყსოისაო;

გიხაროდენ, რომელი არა სცემ-ნებასა სულთა წარმწყმედელსა მგელსა, რაითა წარიტაცოს სულიერი სამწყსოი შენი;

გიხაროდენ, რამეთუ ზეცისა მიუწთომელი სიღრმეი სიბრძნითა განუცხადე მათ, დიდებით დიდებულო;

გიხაროდენ, აწცა მლოცველო ხსნისათვის ჩუენისაო;

გიხაროდენ, ბრძენო ხუროთმოძღუარო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, მისისა ფუძისა ქვა-კუთხედო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 12

 

მადლი და წყალობაი გამოგვითხოვე ღმრთისა მიერ, მოციქულო მხსნელისაო, სვიმონ ღმერთშემოსილო, და ვითარცა გაქვს კადნიერებაი დიდი, ევედრე მას ცოდვათა ჩუენთა შენდობაი და ცხორებისა ჩუენისა მართლად წარმართვაი, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, არამედ გულისხმა-ვჰყოთ სამართალი და მსჯავრი ღმრთისა და ვაქებდეთ მას სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

 

 

იკოსი 12

 

უგალობთ ტანჯვათა და შრომათა შენთა, რამეთუ იღუწიდი ქრისტეს კეთილმაუწყებლობისათვის, მოციქულო მხსნელისაო, და პატივსა მივაგებთ წმიდასა და მარად უკუდავსა ხსენებასა შენსა, რომელიცა კეთილსუნელებითა დაატკბობს სულთა ჩუენთა, რამეთუ ჭეშმარიტად მირონი არს ოფლი იგი და მოწამეობრივი სისხლი შენი - ქრისტეისთვის დათხეული, წინაშე მისა, აწცა გუასწავე ჩუენ ლოცვაი, რაითა ვევედროთ მას, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა, დაიცვას იბერიაი და ერი იბერიისაი, რაითა ყოველნი ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და გაქებდეთ შენ, სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისათა:

გიხაროდენ, ერთგულო მსახურო სიცოცხლისა მის შემოქმედისა - ყოვლადწმიდისა სამებისაო;

გიხაროდენ, ღირს ქმნილო ანგელოზთა თანა-მზრახველობისაო;

გიხაროდენ, მოციქულთა საფუძველო და შუენებაო;

გიხაროდენ, კაცებრივისა მოდგმისა აღმაღლებაო;

გიხაროდენ, უსასყიდლოდ მკურნალო სულთა და ხორცთა ვნებათაო;

გიხაროდენ, ურცხვენელო სასოებაო ჩუენო წინაშე ღმრთისა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისაო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 13

 

ჰოი, წმიდაო, დიდებულო და ყოვლადქებულო ქრისტეს მოციქულო სვიმონ, ღმრთისა სჯულისა მოშურნეო და შემწეო ჩუენო მრავალძალო, მიიღე ჩუენგან მწირი ესე სავედრებელი გალობაი საქებელად აღვლენილი შენდა და ევედრე ქრისტესა მხსნელსა ჩუენსა, განგვათავისუფლოს საუკუნოისა სატანჯველთაგან და ღირს გვყოს წმიდათა თანა სიხარულსა დაუსრულებელსა, რაითა მარადის ვადიდებდეთ და სამ-წმიდა-არსობისა გალობითა უგალობდეთ სამებასა ერთარსებასა, დამბადებელსა ღმერთსა დაუსაბამოსა: ალილუია.

(ეს კონდაკი (13) ითქმის სამგზის)

 

 

იკოსი 1

 

ანგელოზთა შემოქმედი და მეუფეი, ქრისტე ღმერთი, რომელმან კაცთა ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და განკაცნა, კანას გალილეას მოვიდა ქორწილსა შენსა, სვიმონ ყოვლადქებულო, დედითა თვისითა და მისივე ვედრებითა სახლსა მას შენსა აღასრულებდა პირველსა სასწაულსა თვისსა, გარდააქცინა რაი ღვინოდ წყალი და მითვე განაცხადა ძალი ღმრთეებისა თვისისაი, ამისთვისცა ღმერთკაცისა კეთილითა ნებითა და მობრძანებითა მადლშემოსილსა, ვითარცა ღმრთისმხილველსა და რჩეულსა მისსა მოწაფესა გიგალობთ ლმობიერად:

გიხაროდენ, სიძეო შუენიერო, ქორწილისაგან სოფლიურისა ზეციერსა მას ქორწილსა კრავისასა საკვირველად ხმობილო;

გიხაროდენ, ზეცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;

გიხაროდენ, თვით-მხილველო და ერთგულო მსახურო განკაცებულისა სიტყვისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, საკვირველითა მოშურნეობითა მქადაგებელო სახარებისა მის სიმართლისაო;

გიხაროდენ, ყოვლითა გულითა შემყუარებელო იესუ ტკბილისაო;

გიხაროდენ, საწუთოისა ზრუნვათა დამტევებელო და საღმრთოისა სრბისა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

კონდაკი 1

 

მოციქულო ქრისტეისგან აღრჩეულო და მახარებელო, სათხეველითა საღმრთოისა ქადაგებისა შენისაითა სულთა მრავალთა ხსნად აღმომყვანებელო და კერპოვანებისა სიბნელითა გონებადაბნელებულთა ქრისტეის მიმართ მომაქცეველო, ნეტარო სვიმონ, სიყუარულითა ქებისა გალობასა შეგასხამთ შენ და გულსმოდგინედ გევედრებით: მოციქულებრივითა კადნიერებითა გვითხოვე მოტევებაი ცოდვათა ჩუენთა, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა, სულიერთა და ხორციელთა, და ღირს ვიქმნნეთ ქებად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, მოშურნედ წოდებულო, ქრისტეს მოციქულო სვიმეონ კანანელო!

 

 

ლოცვა

 

წმიდაო, დიდებულო და ყოვლადქებულო ქრისტეს მოციქულო სვიმონ, რომელი კანას გალილეას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობლისა, სახლსა შენსა მიღებად ღირს იქმენ და თვით იხილვე ყოვლად დიდებული სასწაული უფლისა, ოდეს ქორწილსა შენსა წყალი ღვინოდ შესცვალა! სარწმუნოებითა და სიყუარულითა გევედრებით ღმრთივგანბრძნობილო: ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა სულნიცა ჩუენნი ცოდვათამოყუარულნი ღმრთისმოყუარედ შესცვალნეს; ლოცვითა შენითა დაგვიცევ და დაგვიფარე ცოდვითა დაცემისა და საეშმაკოისა მოქმედებისაგან და გამოგვითხოვე მაღლით შეწევნაი ჟამსა უსასოობისა და უძლურებისა ჩუენისასა; არა შეგვაბრკოლოს კლდემან საცდურისამან, არამედ შეურყეველად ვსდგეთ მხსნელსა მას გზასა ქრისტეს მცნებათასა, რაითა ჩუენცა მივიწივნეთ, სადა იგი აწ შენცა ჰგიებ და იხარებ - სამოთხისა ნეტარსა სამკვიდრებელსა.

 

ჰოი, მოციქულო მხსნელისაო! ნუ უგულებელს-ჰყოფ შეუორგულებელთა შენდამი მსასოებელთა, არამედ გვეყავნ შემწე და მფარველ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და აკურთხე ესე წარმავალი ყოფაი ჩუენი, რაითა განვლოთ კეთილპატიოსნად და სათნოდ ღმრთისა, და ღირს ვიქმნეთ ქრისტიანობითისა აღსასრულისა და კეთილისა სიტყვისგებისა წინაშე საშინელისა სამსჯავროისა ქრისტეისა, რაითა განრინებულთა ჰაერის მცველთა ხელთაგან და საწუთოისა ამის ვერაგისა მპყრობელისა უფლებისაგან, დავიმკვიდროთ ზეციერი სასუფეველი და ვადიდებდეთ ყოვლად პატიოსანსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

ძველ-რუსულიდან გადააძველქართულა თინათინ მჭედლიშვილმა.