მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასი

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 

კონდაკი 1

კაცთა ნათესავისაგან აღრჩეულნო წინაპარნო ქრისტესნო, მშობელნო ყოვლადკურთხეულისა ღვთიურისა ყრმისანო, ვისგანაცა ხორცნი შეისხნა ძემან ღმრთისამან, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, ვითარცა გაქუთ კადნიერებაჲ აურაცხელი ქრისტეს ღმრთისადმი და მარადის მდგომარე ხართ წინაშე ზეციურისა საყდრისა მისისა, ეგრეთცა მოსწრაფედ ევედრენით, რათა გვიხსნას განსაცდელთაგან, ჰე მარადის ვხმობთ თქუენდამო:
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

იკოსი 1

ანგელოსი წინამდგომი მოივლინა ღმრთისაგან თქვენდა მომართ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, რაჟამს ოდესმე სიბერწისა თქვენისა გამო ერთი უდაბნოსა შინა, ხოლო მეორე მტილსა შინა იურვოდით, ღმერთსა ლოცვასა აღუვლენდით, და ესრეთ უხორცომან ხარება სახარულევანი მოგართუა თქუენ, რამეთუ შობად არს თქუენგან ასული ყოვლადკურთხეული, რომლისა მიმართ იკურთხევის ყოველი ნათესავი კაცთაჲ, მისთანა ჩუენცა მოგიძღვანებთ სიხარულევანსა ქებასა:

გიხაროდენ, დავითის ძირისა ცხოველისა ვენახისა წმიდად აღყუავებულნო ნასხლევნო;
გიხაროდენ, ყოველთა ტომთაგან უმეტესად კურთხეულისა ასულისა მშობელნო;
გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანნო პირველმშობელნო, ხორცშესხმულისა ძისა ღმრთისანო;
გიხაროდენ, საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოჲსა უჩინებულესად გამომაჩინებელნო;
გიხაროდენ, ისრაელის ნუგეშინისცემისა ხორციელი თჳსტომობით უმახლობელესნო;
გიხაროდენ, სოფლისადა აღთქმულისა მხსნელისა ერთსისხლ-ნათესავნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 2

ჰხედვიდა რა წმიდა იოაკიმი თავსა თჳსსა ტაძარსა შინა იერუსალიმისასა უშვილობისათვის მღვდელმთავრისაგან დამცირებულად, ფრიად იურვოდა და მწუხარებასა შინა სულისა თვისისასა უდაბნოდ ნახირისა თანა მიისწრაფოდა და მრავლითა ცრემლითა უფლისადა მხურვალედ ილოცვიდა, რათა ღირს-ქმნილიყო მამად თვისისა შვილისა წოდებად, და ესრეთ ლოცვასა ზედა მარხვასა შესძინებდა და შემუსვრილითა გულითა ღმრთისა ყოვლისამპყრობელისა მიმართ ხმობდა: ალილუია.

იკოსი 2

მიჰხედა რა წმიდამან ანა ქმრისა თჳსისა სიღრმესა წუხილისასა, სახლსა შინა დასჯდებოდა, სალმობიერად ცრემლოოდა და ილოცვიდა უფლისა მიმართ, რათა ყვედრება უშვილოებისა მიეღო მისგან. ჩუენ უკუე მართალთა ესევითარისა მოთმინებისა გულისხმისმყოფელნი, ვხმობდეთ:

გიხაროდენ, ღმრთივარჩეულო ორობავ, ერთისა სამებისაგანისა დედისა ხორცითა მშობელნო;
გიხაროდენ, შემოქმედისა თქუენისათვის უბიწოჲსა მშობელისა დამბადებელნო;
გიხაროდენ, კურთხეულნო მეუღლენო, აღმზრდელნო დედათა შორის უმეტესად კურთხეულისანო;
გიხაროდენ, უნაყოფობასა შინა თქუენსა უფლისა მიერ შესმენილნო;
გიხაროდენ, რამეთუ ცრემლოვანთა ლოცვათა თქუენთა ცანი განმსჭვალნეს და ისრაელისა ღმრთისა წინაშე მიიწივნეს;
გიხაროდენ, რამეთუ წუთიერნი ყუედრებანი თქვენნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა დიდებად საუკუნოდ შეცვალებულ-იქმნენ.
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 3

ძალითა საღმრთოჲთა აღვსებული გამოუჩნდა უდაბნოსა შინა წმიდასა იოაკიმს ანგელოსი უფლისაჲ და ჰრქუა მას: შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ შენი და ინება შენდა მადლისა თვისისა მონიჭებად, ეჰა ცოლი შენი ანა მიდგომილ-იქმნეს და გიშვას შენ ასული, რომლისადა მიმართ იხარებს ყოველი სოფელი; ესრეთ ეტყოდა უხორცოჲ და უბრძანებდა მერმე იერუსალიმისა ტაძრად აღსვლასა, სადაცა მოსრული ჰპოვებს ცოლსა თვისსა ლოცვად დადგრომილსა, რომლისა თანა შესწირვიდა მუნ ღმერთსა ისრაილისასა ქებისა გალობასა: ალილუია.

იკოსი 3

ანა წმიდაჲ, გულსა შინა თჳსსა ფრიადისა წუხილისა მქონებელი, მტილსა სახლისა თჳსისასა შევიდოდა, და იხილა ბუდე მფრინველთაჲ ხესა ზედა, მას შინა ბარტყები, მუნთქუესვე ლოცვასა ზედა ლოცვას შესძინებდა, რათა ღირს-ჰყოს უფალმან დედობისა და შვილიერებისა მადლსა. და ჰა, გამოუჩნდა მას ანგელოსი უფლისა, მეტყველი: შესმენილ-იქნა ლოცვაჲ შენი და სულთქმათა შენთა განვლნეს ღრუბელნი, ცრემლნი შენნი კი ძეს წინაშე ღმრთისა; ეჰა, მიუდგე და ჰშვა ასული ყოვლადკურთხეული, მისდამი იკურთხევიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და მით მიეცემა ცხონება ყოველსა სოფელსა, სახელად ეწოდოს მარიამ; ესევითარისა ანგელოსურისა ყოვლადსასიხარულოჲსა უწყებისა გულისხმის-მყოფელნი, ვუგალობდეთ მშობელთა ღმრთისათა ესევითარად:

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ ზეგარდამო წინასწარ აღრჩეულნო მართალნო მეუღლენო;
გიხაროდენ, უფლის მცნებათა შინა უბიწოდ მავალნო;
გიხაროდენ, შემდგომად წუთიერისა წუხილისა საუკუნოჲსა ნუგეშინისცემისა მიმღებელნო;
გიხაროდენ, უმეტესად თქვენისა სასოებისა საღმრთოჲთა მარჯუენითა ზეამაღლებულნო;
გიხაროდენ, რამეთუ სიმდაბლეთა და მწუხარებათა შინა თქუენთა მოგიხსენათ თქუენ უფალმან;
გიხაროდენ, რამეთუ ღირს-იქმენით ძისა ღმრთისა პირველმშობლებად ყოფნისა;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 4

იჭვნეულობისა არმურსა გარემოეცვა მართალი იოაკიმ და ხარებულსა ანგელოსისაგან ვერ მისწვდებოდა, მეყვსეულად ქალაქსა იერუსალიმსა მოიწია, მოსრულმან წინაშე ბჭეთა ტაძრისათა ჰპოვა წმიდა ანაჲ, უფლისა დიდად მაქებარი და ანგელოსურსა ჩუენებასა ზედა მოხარული და შვილზედ წინასწარმეტყველებისა მისდა მაუწყებელი, მხარებელმან მეუღლისადა თვისისა ჩუენებისა, მისთანა აღმოიზახა უფლისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 4

ესმათ რა ნათესავთა და მეცნიერთა ყოვლადდიდებული მუცლადღება წმიდისაგან ანაჲსა, ღმერთსა ისრაილისასა ადიდებდნენ, ხოლო ანა, განბრძნობილი ღმრთისა მიერ, ნაყოფსა მუცლისა თჳსისასა მსახურებისათვის ღმერთსა აღუთქვამდა, მხურვალესა სამადლობელსა უფლისადა აღავლენდა, ხოლო ჩუენ საღმრთოჲსა ყრმისა მარიამისა ნათლისა ყოვლადდიდებულისა მუცლად-ღებისა მგალობელნი, მისთა წმიდათა მშობელთა ვეტყვით ესევითარად:

გიხაროდენ, ამა სოფლად მომავალისა მხსნელისა ჩუენდა სახარულევანნო წინასწარმაუწყებელნო;
გიხაროდენ, მარადსახსენებელისა ჩუენისა სასოებისა მაცხოვრისა პირველმშობელნო;
გიხაროდენ, კურთხეულისა თქუენისა ასულისა მიერ სიტყვისა ღმრთისათვის ხორცთა მიმნიჭებელნო;
გიხაროდენ, ღმრთისა ხორცშესხმულისა შვილის შვილად თქუენდა მწოდებელნო;
გიხაროდენ, დიდებულისა ღმრთისმოსაობისა საიდუმლოებისა ღირსეულნო მსახურნო;
გიხაროდენ, ღმრთისა კაცთა მომართ მომტევებლობისა უჩინებულესნო შუამდგომელნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 5

ღმრთივნათლიერისა ვარსკვლავისა სიმართლის მზისა ქრისტეს ღმრთისა გამომაჩინებელისა, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, ხორცითა შობად ღირს-იქმენით და გულისსათქმელი სახელი მშობელთა ღმრთისათა მიიღენით, ყოვლადნეტარნო იოაკიმ და ანა, ხოლო შობითა მისითა წმიდითა ცათა და ქუეყანამან განიხარეს, და ყოველი ნათესავი კაცთაჲ იკურთხა, მღაღადებელნი წმიდათა შორის საკვირველისა ისრაელისა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 5

იხილეს რა მშობელთა შობილი მათგან დედა შემოქმედისა, საღმრთო ყრმაჲ მარიამი, ვითარცა კიდობანსა ღმრთისასა, კეთილ-კრძალულებითა ჰმსახურეს, ეგრეთვე ჩუენგანცა, ლოცვითა თქუენდამი შევრდომილთაგან, ნუ მიიქცევთ პირსა, მღაღადებელთა:

გიხაროდენ, შობასა საღმრთოჲსა ყრმისა მარიამისასა ნათლიად მედღესასწაულენო;
გიხაროდენ, საღმთოჲსა ყრმისა ხილვითა ნუგეშინის-ცემულნო;
გიხაროდენ, ტიტინითა მისითა ლმობიერ-ქმნილნო;
გიხაროდენ, შემდგომად ამათისა საღმრთო მღვდელმთავრისაგან კურთხეულნო და სანატრელქმნილნო;
გიხაროდენ, ტარიგისა უმანკოჲსა სახლსა შინა თქუენსა კეთილადდამმწყსველნო;
გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედისა ასულად თვისად მიმღებელნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 6

საღმრთოთა საკვირველებათა მქადაგებლებად გამოსჩნდით, წმიდანო, ოდეს აღთქმასა ღმრთისადმი აღასრულებდით და სამისა წლისა საღმრთოსა ყრმასა წმიდა წმიდათაში დასამკვიდრებელად ტაძარსა ღმრთისასა შეიყვანებდით, ამათ ყოველთათვის ღმრთისა მამისა თქუენისა ქებისმეტყველებისა გალობად ვისწრაფით: ალილუია.

იკოსი 6

ვითარცა სავსე მთოვარე გამობრწყინდა საღმრთო ყრმაჲ, ტაძარსა უფლისასა პატიოსნითა შესვლითა თჳსითა, რომლისა სიწმინდესა ანგელოსნი ჰკვირობდნენ, ხოლო საღმრთომან მღვდელმთავარმან ზაქარიამან ხელთა თქუენთაგან მიიღო იგი, წმიდანო იოაკიმ და ანა, შინაგან წმიდა წმიდათასა პატივით შეიყვანა, ვითარცა ჭეშმარიტად განსულიერებული საღმრთო კიდობანი, ხოლო საკუთრივ თქუენ ნეტარ-გყოთ ქებითა ესევითარითა:

გიხაროდენ, კაცთა ნათესავისთვის ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დამბადებელნო;
გიხაროდენ, კაცთა განახლებისა მიზეზისა აღმზრდელნო;
გიხაროდენ, ტაძარსა უფლისასა განსულიერებულისა კიდობნისა მომყვანებელნო;
გიხაროდენ, ასულისა თქუენისა წმიდა წმიდათაში დამტევნელნო;
გიხაროდენ, განკაცებისა განმზრახველისა ღმრთისა ნათესავად გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, ანგელოსისა თანამზრახველნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 7

ნდომა სულისა შენისა აღასრულე და აღთქმაჲ შენი ღმერთსა მიუსრულე, იოაკიმ ყოვლადნეტარო, კეთილსა სიბერესა შინა წმიდად და მართლიად უფლისა მიმართ დაასრულე სიცოცხლე მიწიერი. აწ მისდა მიმართ ჩუენთვისცა ილოცვიდე, რათა აღსასრულსა კეთილსა, მშვიდსა და ურცხვენელსა მივემთხვივნეთ, მხმობელნი მისდამი: ალილუია.

იკოსი 7

ახალსა და ღმრთივსათნოსა ცხოვრებასა ქვრივობასა შინა შენსა, წმიდაო ანა, განვლიდი, ტაძარსა ღმრთისასა მომსვლელი წმიდისა და ყოვლადკურთხეულისა ასულისა შენისა თანა ჰმსახურებდი, ამისთვისცა ვითარცა ჭეშმარიტსა და ღმრთივსათნოსა ქურივსა, ხოლო დედის დედასა ქრისტესსა, შენ შეგასხამთ, შენთანა ქმარსაცა შენსა, ღმრთისმამასა იოაკიმსა, გულსმოდგინებითა პატივს-ვცემთ და სიყვარულითა გალობათა ესევითართა მოგიძღვანებთ:

გიხაროდენ, მართალნო, ვისიცა სიმართლე, ვითარცა მზე, ჰბრწყინავს საუკუნოდ;
გიხაროდენ, მეგობარნო ანგელოსთანო, თანამკვიდრნო წმიდათანო და საკუთარნო ღმრთისანო;
გიხაროდენ, ზეციურისა საყდრისა სიახლოვეს მდგომარენო;
გიხაროდენ, ქრისტე ღმრთისადმი ბევრისა კადნიერებისა მქონებელნო;
გიხაროდენ, ცათა შინა მედღესასწაულისა ეკლესიისა სამკაულნო;
გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა მებრძოლისა ეკლესიისა კეთილნო შემწენო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 8

მიწიერი სრბაჲ აღასრულე, წმიდაო და მართალო ანა, ყოვლადსაღმრთოჲსა ასულისა, ღმრთისმშობელისა მარიამისა, მკლავთა ზედა საუკუნოჲთა ძილითა მიიძინე და წინაშე ღმრთისა სასოებითა წარსდეგ, წმიდისა მიძინებისა შენისა მადიდებელნი, გვედრით, ჰოჲ ყოვლადპატიოსანო ღმრთისა პირველდედაო, ეგრეთვე ჟამსა სულისა ჩუენისა განსლვისასაცა, შეჰვედრე ქრისტე მაცხოვარსა რათა მშვიდობით დაჰხსნას სული ხორცთაგან და ეშმაკისა მძლავრებისაგან განარინოს, სამარადისოსა ცხოვრებასა ღირს-გვყოს, რათა ვხმობდეთ მისდამო სიხარულითა წმიდათასა: ალილუია.

იკოსი 8

ყოველი საქრისტიანო გნატრით თქუენ სამკვიდრებელისა თქუენისა გამო, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, და პატიოსანსა სახელსა თქუენსა ლოცვათა შინა განადიდებს, ხოლო ეკლესიაჲ ქრისტესი წმიდასა ხსენებასა თქუენსა დღესასწაულობს და გალობასა ქებისასა ესრეთ შემოგწირავთ:

გიხაროდენ, ლამპარნო, წყვდიადისა სულისა ჩუენისათა მადლითა განმაბრწყინვებელნო;
გიხაროდენ, დიდებისა თქუენისა მწვერვალთაგან მიწადშობილთა მიმართ წყალობით მომხედველნო;
გიხაროდენ, ღმრთისმშობელისა მარიამისა განუყრელნო თანამლოცველნო;
გიხაროდენ, ქრისტე ღმრთისა მრავალშემწე ლმობიერ-მყოფელნო;
გიხაროდენ, სიყვარულისა და სარწმუნოებისა თქუენდამი მქონებელთა განსაცდელთაგან დამხსნელნო;
გიხაროდენ, ლოცვითა შემწეობისა მხმობელთა ამაოთა და კადნიერთა სიკუდილთაგან გამომხსნელნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 9

ყოველნი ანგელოსნი ღმრთისანი და დასნი წმიდათანი, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, ცათა შინა ამბორს-გიყოფენ თქუენ, ხოლო ყოველნი ტომნი ქუეყანისანი ლოცვათა და საგალობელთა შინა თქუენ შეგასხმენ და შუამდგომელობისა თქუენისათვის მადლიერებითა ღმრთისა მიმართ ხმობენ: ალილუია.

იკოსი 9

მჭევრმეტყველება ჩუენი ვერ შესწვდება ღირსსა ქებასა თქუენსა, წმიდანო პირველმშობელნო ქრისტესნო; გარნა თქუენ მოწყალენი ხართ და ჩუენსა გლახაკსა ქებასა ნუ უგულებელს-ყოფთ, არამედ გუექმენით ჩვენ წინაშე უფლისა მეოხად მხურვალედ და მვედრებელად, ლოცვითა თქუენითა წმიდითა სიღატაკისა სულისა ჩუენისასა აღმავსებელ, რათა სამადლობელად ვხმობდეთ თქუენდამო:

გიხაროდენ, გულის-სათქმელისა სიხარულისა და საუკუნოჲსა დიდებისა ჩუენთვის შუამდგომელნო;
გიხაროდენ, საწუთოჲსა სიკეთისა და საუკუნოჲსა გულისსათქმელისა ჩუენთვის ღმრთისა წინაშე მეოხნო;
გიხაროდენ, სიკვდილისმომტან წყლულებათაგან შუამდგომელობითა თქუენითა ერთგულად დამმარხველნო;
გიხაროდენ, ლოცვითა თქუენითა განმხრწნელთა ქართა განმფანტველნო;
გიხაროდენ, ოხითა თქუენითა მიწის ძრვათა ძლიერთა და გრიგალთა დამაყენებელნო და სიმშვიდედ შემცვალებელნო;
გიხაროდენ, ყოველთა უბედურებათა და განსაცდელთა შინა მსწრაფლშემწენო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 10

სულიერისა ხსნისა მოშურნეთა და ამისთვის გულსმოდგინებით მოღვაწეთა სახიერნო შემწენო, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, გამოუჩნდით ოდესმე ბერთა, ხოლო ოდესმე მონაზონთა და მფარველად სახელს-გდებთ, საზოგადოჲსა ვედრებისა ყოველთათვის ღმრთისადა შემწირველნო, ეგრეთ ყოველნი სამადლობელად ხმობენ ყოველსა სოფელსა თქუენისა განმადიდებელისა დიდებისა მეუფისა ქრისტეს მიმართ: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდითა თქუენთა ზეციურთა ლოცვათაჲთა, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, გვიცავთ ჩუენ მტერისა ეშმაკისა საცთურთაგან, ვინაცა ეძიებს ჩუენსა სულიერსა წარწყმედასა; ვუწყით, რამეთუ ლოცვაჲ თქუენი დიდად შემძლებელ-არს წინაშე ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა, ხოლო ხორციელად შვილისშვილისა თქუენისა, ნუ დასცხრებით მისდამი მეოხებად, თქუენთა სიყვარულით პატივისმცემელთათვის:

გიხაროდენ, ზეთის ხეო კეთილნაყოფიერო, ზეთისა საღმრთოჲსა წყალობისასა უხვებით წარმომადინებელნო;
გიხაროდენ, კჳპაროსო მრჩობლად კეთილჩრდილფურცელოვანო, ვნებათა არმურისა ჩუენისა უვნებელობისა განსვენებასა მომყვანებელნო;
გიხაროდენ, ბისონო და ძოწეულო, რომელთაგანცა კარავი საღმრთოჲსა სამკვიდრებელისა აღეშენა;
გიხაროდენ, გურიტნო შეუღლებულნო, ტრედისა უბიწოჲსა დამბადებელნო;
გიხაროდენ, ასულისა თანა თქუენისა, ყოველთა დედუფლისა, საუკუნოდ მსუფეველნო;
გიხაროდენ, ზესთა-სოფლისა სიონსა სავანესა ღმრთისმშობლისასა ბრწყინვალედ მედღესასწაულენო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანნა.

კონდაკი 11

ქებისა გალობანი ჩუენნი მოწყალებითა მიითვალეთ და თქუენთა ლოცვათა სიუხვესა ნუ დაგვაკლებთ და თქუენსა წმიდასა შუამდგომელობასა, ჰოჲ ქრისტეს წმიდანო პირველმშობელნო იოაკიმ და ანა, უკუეთუმცა არაღირს-ვართ ჩუენ, ცოდვათა ჩუენთა გამო; არამედ ვითარცა სახიერ და დიდადმოწყალენი ხართ, ესეცა ჩუენ მოგუანიჭეთ და შემწე გვექმენით სინანულითა განწმედად მწიკვლევანებათაგან ცოდვათასა, რათა სიწმინდესა შინა გულისათა ვუგალობდეთ შემოქმედსა ჩუენსა ქებისა გალობასა: ალილუია.

იკოსი 11

სინათლისმომნიჭებელთა ორთა სასანთლეთა ყოვლისა სოფლისა სანთელი აღანთეს, საცნაურ-ვჰყოთ, ჰოჲ ძმანო, წმიდანი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმ და ანა და მათისა ზეციურისა დიდებისა ბრწყინვალებითა განცისკროვნებულნი, ვუგალობდეთ მათ ესევითარად:

გიხაროდენ, აღმატებითა სერაბინთა უზესთაესისა აღზრდისა ღირს-ქმნილნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა მადლისა სხივთაგან განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, სულიერითა კეთილსუნნელებითა აღვსილნო;
გიხაროდენ, ყოვლისა საქრისტიანოსათვის ლოცვათა საკუმეველისა ღმრთისადა შემწირველნო;
გიხაროდენ, ღმრთისმშობელისა მარიამისა თანა და ნათლისმცემელისა იოანესა მარადის წინაშე ქრისტეს საყდრისა მდგომარენო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 12

მადლსა ღმრთისასა და წყალობასა მოგვცემდით ჩუენ, ხოლო მოტევებასა ცოდვათასა და განმართვასა ცხოვრებისასა უფლისა მიერ გარდამოგვივლინებდით, წმიდანო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანნა, და ნუ დასცხრებით ვედრებად ჩუენთვის წინაშე ღმრთისა ყოვლისამპყრობელისა, რამეთუ გაქუთ წინაშე მისსა კადნიერებაჲ მრავალი. ამას ზედა გულს-მოდგინედ შეგივრდებით, ვითარცა მიწყივ შუამდგომელთა და მეოხთა ჩუენთა, გევედრებით და ღმრთივლმობიერად ვხმობთ ყოველთა შემოქმედისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 12

ვუგალობთ მრავლისშემძლებელსა წინამდგომელობასა თქუენსა წინაშე ღმრთისა, მართალნო იოაკიმ და ანა, ვადიდებთ თქუნსა განმადიდებელსა ქრისტე უფალსა, ვუგალობთ თქუენგან შობილსაცა ყოვლადუბიწოსა დედასა მისსა, ხოლო თქუენ კი გულსმოდგინებისაგან ჩუენისა ღირსად ჯეროვანსა შესხმასა მოგიძღვანებთ:

გიხაროდენ, აღმოსავალითგან ვიდრე დასავლადმდე ყოვლადგანდიდებულნო;
გიხაროდენ, მცველნო საღმრთონო, მიურულებელად მლოცველნო წინაშე ღმრთისა ყოველთა მორწმუნეთათვის;
გიხაროდენ, თქუენისა მადლიანისა შემწეობისა ყოვლისა ქრისტიანისა სულისათვის მიმნიჭებელნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა ლოცვათა და ვედრებათა კეთილად აღმასრულებელნო;
გიხაროდენ, სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან უჩინებულესად და უვერცხლოდ განმკურნებელნო;
გიხაროდენ, საწუთოთა და საუკუნოთა სიკეთეთა ჩუენთვის ყოვლითა გულსმოდგინებითა და კეთილმითვალულობითა შუამდგომელნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 13

ჰოჲ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა! გვედრით თქუენ გულს-მოდგინებითა და სიყვარულითა, შევრდომილნი კვარცხლბეკსა ფერხთა თქუენთასა: ლმობიერ-ჰყავთ უფალი ღმერთი რათა გვიხსნას საუკუნოჲსა წარწყმედისაგან რომელი განმზადებულ-არს ცოდვილთათვის, ესრეთ მოწყალისა ღმრთისა ჩუენისაგან ხსნილნი და წმიდათა ლოცვათა თქუენთა მიერ შეწევნულნი, მადლობით ვუგალობდეთ მას ანგელოსურსა გალობასა: ალილუია. (კონდაკი ესე სამგზის).

იკოსი 1

ანგელოსი წინამდგომი მოივლინა ღმრთისაგან თქვენდა მომართ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, რაჟამს ოდესმე სიბერწისა თქვენისა გამო ერთი უდაბნოსა შინა, ხოლო მეორე მტილსა შინა იურვოდით, ღმერთსა ლოცვასა აღუვლენდით, და ესრეთ უხორცომან ხარება სახარულევანი მოგართუა თქუენ, რამეთუ შობად არს თქუენგან ასული ყოვლადკურთხეული, რომლისა მიმართ იკურთხევის ყოველი ნათესავი კაცთაჲ, მისთანა ჩუენცა მოგიძღვანებთ სიხარულევანსა ქებასა:

გიხაროდენ, დავითის ძირისა ცხოველისა ვენახისა წმიდად აღყუავებულნო ნასხლევნო;
გიხაროდენ, ყოველთა ტომთაგან უმეტესად კურთხეულისა ასულისა მშობელნო;
გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანნო პირველმშობელნო, ხორცშესხმულისა ძისა ღმრთისანო;
გიხაროდენ, საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოჲსა უჩინებულესად გამომაჩინებელნო;
გიხაროდენ, ისრაელის ნუგეშინისცემისა ხორციელი თჳსტომობით უმახლობელესნო;
გიხაროდენ, სოფლისადა აღთქმულისა მხსნელისა ერთსისხლ-ნათესავნო;
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

კონდაკი 1

კაცთა ნათესავისაგან აღრჩეულნო წინაპარნო ქრისტესნო, მშობელნო ყოვლადკურთხეულისა ღვთიურისა ყრმისანო, ვისგანაცა ხორცნი შეისხნა ძემან ღმრთისამან, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა, ვითარცა გაქუთ კადნიერებაჲ აურაცხელი ქრისტეს ღმრთისადმი და მარადის მდგომარე ხართ წინაშე ზეციურისა საყდრისა მისისა, ეგრეთცა მოსწრაფედ ევედრენით, რათა გვიხსნას განსაცდელთაგან, ჰე მარადის ვხმობთ თქუენდამო:
გიხაროდენ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა.

ლოცვა

ჰოი, მარადის დიდებულნო ქრისტეს მართალნო, წმიდანო იოაკიმ და ანა, მდგომარენო წინაშე დიდებულისა მეუფისა ზეციურისა საყდრისა და მრავლისა კადნიერებისა მისდამი მქონებელნო, ვინათგან ყოვლადკურთხეულისა ასულისა თქუენისაგან ყოვლადწმიდისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან ხორც-შესხმაჲ კეთილინება, თქვენდამო, ვითარცა მრავალღონეთა შუამდგომელთა და გულსმოდგინედ ჩუენთვის მვედრებელთა, მოვისწრაფით ჩუენ, ცოდვილნი და უღირსნი. ლმობიერ-ჰყავთ სახიერებაჲ მისი, რათა გვაშოროს რისხვაჲ თჳსი, საქმეთა ჩუენთათვის სამართალად ჩუენზედა მომავალი, და აურაცხელთა შეცოდებათა ჩუენთა უგულებელს-მყოფელმან, დაგვადგინოს ჩუენ გზასა ზედა სინანულისასა და ალაგთა მცნებათა თჳსთათა დაგვამკვიდროს ჩუენ. ეგრეთვე ლოცვითა თქუენითა სოფელსა ამას შინა ცხორებაჲ ჩუენი დაიცვენით და ყოველთა კეთილთა შინა კეთილი მოსწრაფებაჲ ითხოვეთ, ყოველივეს ცხორებისა და ღმრთისმოსაობისათვის სახმარსა ღმრთისა მიერ მოგუცემდით, ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან და სიკუდილისაგან ამაოჲსა შუამდგომელობითა თქუენითა გამოგვიხსნიდით და ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიცევდით, რათა მყუდროებითა და უშფოთველითა ცხორებითა ვსცხოვრობდეთ ყოველსა ღმრთისმსახურებასა და სიწმინდესა შინა, და ესრეთ საწუთროჲსა ცხორებისაგან წარმავალნი, საუკუნოსა ცხორებასა მივიწივნეთ, სადაცა ლოცვითა თქუენითა წმიდითა ღირს-ვიქმნეთ ზეციურსა სასუფეველსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და ყოვლადწმიდა სულითურთ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.