მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
სასწაულთმოქმედი ხატისათვის - „შენ ხარ ვენახი“

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ალილუია (3-გზის).

 

 

ტროპარი

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

კონდაკი 1

დიდებულებანი წმიდისა ხატისა შენისაჲ, ქალწულო, ვინ-მე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოსდის საკჳრველებანი და აღმოგვიცენებს კურნებათა და დამოგჳწვეთებს მირონსა და წყალსა კეთილსურნელსა მგალობელთა მისთა: ალილუია.

იკოსი 1

მთავარი ანგელოსთაჲ გაბრიელ ზეცით მოივლინა მოხილვად უკუეთუ აღყუავნა ვენახი და მხილველმან ქალწულისამან უწინარეს მოკითხვისა და გიხაროდენისა სთქუა ესევითარნი: ვინ არს ესე, რომელ ჰბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი. სახარულევანსა ანგელოსისასა ჩუენცა მიურთვიდეთ ესევითართა:

გიხაროდენ, მავენახებელო მწუერვალთა შენთაო;
გიხაროდენ, ვენახო რქაკეთილო, ნაყოფითა კეთილცენებულო;
გიხაროდენ, ვენახო გაშენებულო, ნოესაგან წინათმოსწავებულო;
გიხაროდენ, ვენახო კეთილო გულისსათქმელო ყოველთა ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, ვენახო დანერგულო მთათა შინა მამისა მიერ;
გიხაროდენ, ვენახო აღყუავებულო მომცემელო სულნელებისაო;
გიხაროდენ, ვენახო ჭეშმარიტო, თავწარსხმულისა ტევანისა გამომღებელო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 2

გარდამოიხილე ჩუენ ზედა მოწყალითა თუალითა, მოწყალისა დედაო, და შეგვიწყალენ, რომელნიცა მოსრულ-ვართ წინაშე ხატისა შენისა და რომელნი იცხებენ ზეთსა შენისა კანდელისაგან, სცხე მათ საღმრთოჲ წყალობაჲ შენი, რათა ვგალობდეთ: ალილუია.

იკოსი 2

იხარებდინ ცანი ღმრთისმშობელისათანა და იშუებდინ ქუეყანა და თაყუანის-ცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი, რომელსა მთავარი ანგელოსთაჲ გაბრიელ, წინამდგომი ღმრთისა, წარმოუდგა გალობად ესევითართა:

გიხაროდენ, ყურძენო სულმწიფეო, უდაბნოსა ზედა მოპოებულო;
გიხაროდენ, ვენახო შუენიერო, ნაყოფისა შენისა მიერ შეცნობილო;
გიხაროდენ, ვენახო კეთილჩრდილფურცელოვანო, რომლისა ქუეშე კერძო დაიგრილებენ მრავალნი;
გიხაროდენ, ვენახო ახლადაღყუავებულო, რომლისაგან არასადა მიეღების შუებაჲ და სიხარული;
გიხაროდენ, ყურძნის ტევნისა ღვთიური სახიერების საწნეხელში დამდებელო;
გიხაროდენ, ვენახო კეთილ გამომღებელო ტევანსა ტკბილსა, რომელმან გჳწდია ღვინოჲ საღმრთო მახარებელი გულთა;
გიხაროდენ, ყურძნისა მწიფისა მანგლითა მოწყალებისათა მომსთლუელო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 3

თუალითა სულიერითა დაბრმობილნი, შენდა მოვივლტით, ღმრთისმშობელო და წმიდისა ხატისა შენისა მომართ, ყოვლადწმიდაო, რომელი ეგე ხარ ნათელი უსაზღვრო და თუალთშეუდგამი დაბნელებულთა. განმინათლენ სულისა ჩუენისა თუალნი მხმობელთა: ალილუია.

იკოსი 3

ზამთარი წარხდა და წჳმაჲ დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა. ლეღუმან გამოიტევა გაგაჲ თჳსი; ვენახნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი. აწ აღვსდგე, იტყჳს უფალი, დავსდვა ცხორებაჲ და განვსცხადნე მას ზედა, ვითარცა წერილ-არს თავთა წიგნთასა. მე პირისაგან მადლისა გამოვედ და, ვითარცა ნისლმან, დავფარე ქუეყანა. მე მაღალთა შინა დავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა ღრუბლისასა. სიმრგულე ცისა მოვვლე მარტომან და სიღრმესა უფსკრულთასა ვიდოდე ღელვათა ზღვისათა, ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა ზედა ერსა და ნათესავსა მოვიგე, ამას შემდგომად განსასუენებელსა ვეძიებდ. ვისა განვისუენო? იტყვის სიტყუაჲ მამისა.

გიხაროდენ ერთისა სამებისაგანისა განმასუენებელო;
გიხაროდენ, ცათაგან დაუტევნელისა დამტევნელო;
გიხაროდენ, მუცელსა შენსა სიტყვისა საღმრთოჲსა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, საწმისო ზეგარდამო ცისაგან დაცუარულო;
გიხაროდენ, სულისა მიერ წმიდისა დაწიდნულო და მაცხოვრისა, ვითარცა ტევნისა სავსისა ნაყოფად გამომღებელო;
გიხაროდენ, ვაზო დაუჭნობელო, რომელსა ზედა გამოუბამთ ზუარაკი ჭამებული;
გიხაროდენ, ვენახო, რომლისაგან მოვისთულენით მაცხოვარებაჲ;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 4

შენ განწმედილსა პალატსა სამეუფოსა გევედრებით, ყოვლადწმიდაო, პალატსა შინა ზეცათასა დაგუამკვიდრენ მოსავნი შენნი და ფრთოვან-გუეყნენ მადლითა, რათა მივიწივნეთ შენდა, მგალობელნი: ალილუია.

იკოსი 4

მისწვდნა რქანი შენნი, ვაზო ჭეშმარიტისა ვენახისაო, ზღუადმდე და მასკნეთა შენთა მოიცვეს მთა წმიდაჲ და ქუეყანა ივერთანი, წილხდომნნი შენნი; ერთსა, მომავალთა დღეთა, განრყუნის ეშჳ მაღნარისა, ხოლო მეორესა აწვე მოჰყურძნიან თანაწარმავალნი: ბრანგვი ჩრდილოჲთ და სხვანი დასავალით და უმზერენ სამხრითცა. გარდამოიხილე ზეცით, დედუფალო მარიამ, და იხილე და განიღვიძე საყუარელო დედაო ღმრთისაო და უთხარ ძესა შენსა და ღმერთსა შენსა: იხსენ ერი ქართველთანი, რათა გიგალობდნენ შენ ღმრთისმშობელო:

გიხაროდენ, ბაბილოთა შენთა მიერ ლიბანისა ნაძუთა დამფარველო;
გიხაროდენ, მშვიდობისა ნავთ-საყუდელო, ღელვათა შინა გუემულთაო;
გიხაროდენ, შემოქმედისა დედაო, მისთა ქმნულებათა საფარუელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა წყალობისა მდინარეო და შენდობისა უვრცელესო უფსკრულო;
გიხაროდენ, მწარისა ეშმაკისა სატანჯუელთაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, მახვილო ეშმაკთა მომწყუედელო;
გიხაროდენ ღელესა ამას გლოვისასა მწუხარებათა ჩუენთა დამაცხრომელო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 5

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული მოხედვასა შენსა და ზრუნვასა ღირს-მყუენ, ღმრთისმშობელო, ხატისა მიერ შენისა წმიდისა, და გჳწყაროე ნიჭნი მადლისანი უხუებით, რათა უგალობდეთ ღმერთსა შენგან განხორციელებულსა: ალილუია.

იკოსი 5

მას დღესა შინა მოაწიოს უფალმან მახვილი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღუასა შინა და დადგნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი და ყოველნი ვარსკულავნი დამოცვივენ, ვითარცა ფურცელნი ვენახისანი და მოვიდეს ძე კაცისაჲ განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკუდართა, რომლისათჳსცა მეოხებასა შენსა შევედრებულნი გიგალობთ ესევითარად:
გიხაროდენ, ვენახო მოტირალო ჟამსა განსხვლისასა, ძეთა ზედა კაცთასა, ვითარცა ნასხლევთა ცეცხლსა შინა გეენიისასა შთაგზნებულთა;

გიხაროდენ, ვენახო დაკოდილო, ვითარცა წინასწარმეტყუელა სჳმეონ;
გიხაროდენ, რამეთუ მომიძიენ ცოდვილნი ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის;
გიხაროდენ, მვედრებელთა შენთათვის საცხოვრებელთა თხოვათა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, რქაშუენიერებითა შენითა მართლმადიდებლობისა რქისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, სიწმინდითა შენითა სოდომელთა ნავღლისა ყურძნისა და გომორელთა სიმწარისა ტევნისა შემარცხუენელო;
გიხაროდენ, მონანულთა ცოდვილთასა კაწახისა ზეთისხილითა მწიფითა შემცუალებელო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 6

საუნჯედ ყოველთა კეთილთა და კურნებათა უკურნებელთასა შენ გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი, ხატისა მიერ შენისა ახლადგამოწერილისა განმკურნენ სულით და ხორცით, მვედრებელნი: ალილუია.

იკოსი 6

ეჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და ეწიოს მლეწავი მსთულებელსა, და მომწიფდეს ყურძენი თესლსა შინა და დამოაწთონ მთათა სიტკბოებაჲ და ყოველნი ბორცუნი ნერგოან იყუნენ. მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა თჳსსა ქუეშე კერძო ვენახისა და ქუეშე კერძო ლეღვისა - და დედაჲ ჩუენი, ეკლესიაჲ, ვითარცა ვენახი, ვითარცა ყუავილი ბროწეულთა შორის წყალთა ზედა დანერგულთა; ნაყოფი მისი და მორჩი მისი იქმნა წყალთაგან მრავალთა. მას დღესა შინა, - იტყჳს ძველი დღეთაჲ, - ვეყო მე ვითარცა ცუარი ახალსა ისრაელსა, აღყუავნეს, ვითარცა შროშანი, და განიბნეს ძირნი მისნი, ვითარცა ლიბანმან. ვიდოდიან რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი. მოიქცენ და დასხდნენ საფარუელსა ქუეშე მისსა და დასდგეს დედუფალი შორის მათსა, შემოსილი სამოსლითა ოქროქსოვილითა, შემკულ და შემოსილ პირად-პირადად ესევითარითა გიხაროდენითა:
გიხაროდენ, ნაძვო შროშანო ამაღლებულო;

გიხაროდენ, ვენახო მოუუძლურებელო;
გიხაროდენ, ვაზო მორჩისა სამისა ლერწისა გამომღებელო: სარწმუნოებისა, სასოებისა და საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ვარსკვლავთა უბრწყინვალესო მარიამ, ვარდო ღუთივ-შუენიერო კეთილ-სუნნელო;
გიხაროდენ, ვენახო აღყუავებულო მომცემელო სულნელებისაო;
გიხაროდენ, რომელმან აღყუავილნე ყუავილი იგი დაუჭნობელი;
გიხაროდენ, ვენახო საჩინოო, ძირისაგან იესესა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 7

შროშანად სუნნელად გიცნობთ, ძოწეულითა სულისა წმიდისათა ღებულად უხრწნელო, და ეკალთა შორის გამობრწყინვებულად ღმრთისმშობელო, განმასუნნელებელად მგალობელთა ღმრთისადა: ალილუია.

იკოსი 7

სავარდეო ღმრთივდანერგულო, და მტილო კეთილსუნნელო, ღმრთივნამუშაკევისა უკვდავისა ყვავილისა აღმაყვავილებელად გამოსჩნდი ქალწულო. ამისთვის ერთხმობით გიხაროდენსა გიხმობთ შენ:

გიხაროდენ, სიხარულისა მომცემელო;
გიხაროდენ, წყაროო სიტკბოებისაო;
გიხაროდენ, განმნედლებელო კუერთხისა აარონისაო, დაწერილო პირველვე, საიდუმლოდ;
გიხაროდენ, სძალო უშრომელად უხრწნელებისა ტევანისა გამომღებელო;
გიხაროდენ, მწდეველო ცოდვილთათვის სასუმელისა შენდობისაო;
გიხაროდენ, ვენახო გონიერო ცხოვრების გამომღებელო ბაბილოო;
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მორჩისა მუცლად ღებითა უთესლოდ, აღმომაყვავილებელო სოფლისადა კურთხევისაო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 8

სამოთხედ სუნნელებისად გამოსჩნდი ქალწულო გამომღებელად ყვავილთა, ყოვლად შვენიერთა, სასწაულთა და ნიშთასა, რომელთა მიერ სუნნელ ჰყოფ ყოველსა სოფელსა, მგალობელსა: ალილუია.

იკოსი 8

საღმრთოჲსა ძირისაგან აღმოსცენდი საღმრთო ყვავილი და გეწოდა შენ კიდობანი და სასანთლე, და საწმისი ოქროფეროვანი, და ტრაპეზი წმიდა, რომელსა პური ცხოვრებისა გაქუნდა. ამისთვისცა ვხმობთ შენდამო:

გიხაროდენ, კუერთხო აღყვავებულო, ვითარცა სახელგდვა შენ ესაია;
გიხაროდენ, მეოხებითა შენითა, ღვინისა განმწმედელისა მომმადლებელო სულისა ჩემისათჳს;
გიხაროდენ, ჭეშმარიტად ალაბასტრო მტჳრთველო მირონისა მის საღმრთოჲსაო;
გიხაროდენ, განმასუნნელებელო კიდეთა სოფლისათაო;
გიხაროდენ, გამომღებელო ტევანსა მას დაუსხმელსა, რომელმან გვიწდია ღჳნოჲ ცხოვრებისა;
გიხაროდენ, ქუეყანაო კეთილნაყოფიერო, რომელსა გაქუს ნაყოფი საიდუმლოჲსა ხუვილისა, გამომზრდელი ყოვლისა სულისა;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 9

სუნნელება ნარდისა, ვარდი უხრწნელებისა, შუენიერება სუნნელთა, სანატრელო გამოგვიჩნდი ჩუენ, რომელმან გჳშევ მზე სიმართლისა, მხსნელი სოფლისა, თანაარსებით სწორი მამისა, რომლისა მიმართ ვხმობთ: ალილუია.

იკოსი 9

გპოვა შენ ვარდი შორის ეკალთა მეუფემან ყოვლად უბიწოო, და აღგვავსო ჩუენ სუნნელებითა შენითა შუენიერითა, მადლთა მიერ სულიერთა; მადლი აღყუავილნა, და სჯული დადუმნა, შენ მიერ ღმრთისმშობელო რამეთუ ჰშევ მომცემელი მადლისა, და ხელმწიფებით მფლობელი, ძუელისა და ახლისა სჯულისა, რომლისა სიკეთისთჳსცა გიგალობთ ესევითართა:

გიხაროდენ, დაუთესველად იფქლისა საღმრთოჲსა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ტევნისა მის მწიფისა, უმუშაკოდ ნაყოფად საშოსა შინა შენსა მქონებელო;
გიხაროდენ, მსგავსად ზეთისხილისა ნაყოფიერისა მშჳდობისა დიდისა და მდიდრისა წყალობისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ტევნითა მით მწიფითა უკვდავებისათა კიდეთა სოფლისათა დამატკბობელო;
გიხაროდენ, ასულო ადამისო, აღმხოცელო ეშმაკთაო;
გიხაროდენ, ვარდო დაუჭნობელო, გამომღებელო საღმრთოჲსა ხილისაო;
გიხაროდენ, ტაძარო სიწმიდისაო, აღდგომაო დაცემულთაო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 10

ვითარცა ვარდი წმიდა ღელეთა, და ვითარცა შროშანი სუნნელი, გიცნა შენ განმაცხოველებელმან ჩუენმან უფალმან, და ეტრფიალა სიკეთესა შენსა წმიდაო, ხოლო სათნოიყოფს განხორციელებასა სისხლთაგან შენთა, რათა განსდევნოს ძნელ-სუნობა საცთურისა, რომლისაგანცა დახსნილნი ვგალობთ: ალილუია.

იკოსი 10

თხემისა ადგილი სამოთხედ გამოსჩნდა, რომელსა ზედა მხოლო აღემართა ძელი ჯუარისა ნაძჳსაგან და ფიჭვისა და საროსა, და მეყუსეულად გამოიღო მან ქრისტე ტევანი ცხოვრებისა, სიხარულად ჩუენდა საუკუნოდ, აწ მმადლობელთა ამათ ვაჩვენოთ სარწმუნოებაჲ კეთილი ნაძვისა წილ, სასოებაჲ საროჲსა წილ და სიყუარული უზაკველი ფიჭჳსა წილ, ხოლო დედასა მისსა, გლოვით მღაღადებელსა ქუეშე ჯუარისა, შევასხმიდეთ ესევითარად:

გიხაროდენ, დაკორდებულისა და განხრწნილისა სულისა ჩემისა ორნატისა ცუარითა წყალობათა შენთათა აღმაყუავილებელო;
გიხაროდენ, ძელსა ზედა დამოკიდებულისა ძისა შენისა მიერ სიმთრუალისა ვნებათა ჩუენთასა განმდევნელო;
გიხაროდენ, დაუთესველო ყანაო, რომელმან ეგე აღმოაცენე მზრდელი ყოველთა;
გიხაროდენ, რამეთუ ჩუენ ღვინოსა საღმრთოსა აღმოვივსებთ გუერდისაგან ცხოველს-მყოფელისა ქრისტეს ძისა შენისასა;
გიხაროდენ, მშობელო მეუფისაო, სოფლისა ცხოვრებაო;
გიხაროდენ, მზისა საცნაურისა ეტლო შუენიერო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა მირონითა, ადამიანთა განმასუნნელებელო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 11

ვითარცა მაყუალმან ცეცხლ-შეუხებელმან სძალო წმიდაო დასწუენ გულის-სიტყუათა ჩემთა შეგინებულთა ეკალთა ნივთნი, და სული და გონება განანათლე, და ვნებათა მათ ჩემთა სიღრმე, რათა უგალობდე ღმერთსა შენგან ხორც-შესხმულსა: ალილუია.

იკოსი 11

ცხად იქმნა მაყუალი შეუწველი, შემწყნარებელი ალისა, ყოვლად საგალობელო შენ ზედა, საიდუმლო ყოვლად დიდებული, რამეთუ შემდგომად შობისა იქმნები წმიდა და ქალწული მარად; ანგელოსისა ხმითა პოხიერო ვითარცა ვენახო, განემზადე აღმოცენებად მწიფისა და უხრწნელისა ტევანისა ტკბილისა, რომლისაგანცა გჳწდია ღვინოჲ საღმრთო, მახარებელი გულთა, სურვილითა მგალობელთა შენთა, ღმრთისა დედაო:

გიხაროდენ, ვენახო სულიერო, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან გვიწდია ჩუენ ღჳნოჲ შენდობისა;
გიხაროდენ, წყალობათა შენთა მიერ ცისკიდეთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, სასოო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, სინას აღგზნებულისა მაყვალისა მიერ წინათვე გამოსახულო;
გიხაროდენ, რამეთუ ქალწულმან ჰშევ და ქალწულადვე ჰგიე;
გიხაროდენ, რომელმან მორჩად აღმოგვიცენე სიტყუაჲ თანაარსი მამისა;
გიხაროდენ, დაუსხმელისა ვენახისა გამომღებელო;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 12

ვითარცა უმუშაკომან ვენახმან ქალწულო შუენიერი ტევანი აღმოგვიცენე, და აღმოვივსებთ ჩუენ ღჳნოსა ცხოვრებისასა, და ყოველნი ვიშუებთ სულით და ხორცით, რამეთუ შენ ხარ მიზეზი ამისი, და მარადის კეთილად გნატრით, და ანგელოსთა თანა უგალობთ ღმერთსა შენგან განხორციელებულსა: ალილუია.

იკოსი 12

შენ უწყი ზესთა სახიერო დედუფალო, რამეთუ სიჩჩოჲთგან ფრჩხილთა ჩემთა და დედობრივთა წიაღთა შენდა შევვარდი და შენ შეგევედრე. შენ უწყი დედუფალო ჩემო, ღმრთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხო და არა მაქუს ადგილი სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი დედისა ქრისტეს ღმრთისა ჩემისასა, რომლისთჳსცა ვხმობთ შენდამო:

გიხაროდენ, ხეო ცნობადისაო, ედემს შინა დანერგულო, საკრველითა სიყუარულისათა ხესა ზედა ცხორებისასა შეკრულო განუხსნელად;
გიხაროდენ, შენ გრაგნილო, რომელსა დაეწერა სიტყუა მამისა თითითა მამისათა;
გიხაროდენ, განუხრწნელისა მირონისა წყაროო;
გიხაროდენ, ვენახო აღმომაცენებელო მადლისაო და ყუავილისა შენისაო, ნაყოფისა დიდებისა და სიმდიდრისაო;
გიხაროდენ, რომლისაგან ბოროტეულნი ვერას იმცურევენ;
გიხაროდენ, კეთილთათვის ვენახო მსხმოიარეო კიდეთა სახლისა უფლისათაო;
გიხაროდენ, რომელმან ვითარცა ბელეკონმა განირთხე შტონი შენნი და შტონი შენნი დიდებისა და მადლისანი;
გიხაროდენ, სიძისაგან შეყუარებულო ვენახო საყუარელო.

კონდაკი 13

დედაო დაუვალისა მზისაო, გიძღვნით ნაყოფსა ბაგეთასა და სურვილსა სულისასა, რომელმან ავენახენ, მწუერვალნი შენნი სათნოებათა შენთა მიერ და მოისთულე ტევანი სავსებისა, გვასუ მისგან ღჳნოჲ ღმერთმყოფელი, მგალობელთა: ალილუია.
(ესე ითქმის სამგზის და მერმე „მთავარი ანგელოსთაჲ გაბრიელ“ და „შენ ხარ ვენახი ახლადაღყუავებული“)

იკოსი 1

მთავარი ანგელოსთაჲ გაბრიელ ზეცით მოივლინა მოხილვად უკუეთუ აღყუავნა ვენახი და მხილველმან ქალწულისამან უწინარეს მოკითხვისა და გიხაროდენისა სთქუა ესევითარნი: ვინ არს ესე, რომელ ჰბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი. სახარულევანსა ანგელოსისასა ჩუენცა მიურთვიდეთ ესევითართა:

ტროპარი

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

ლოცვაჲ ესე ლმობიერად თქვი:

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, აღმომავალო უდაბნოდ, ვითარცა რტოჲ, კუამლო საკუმევლისა, მურო და გუნდრუკო ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ძალო ჩუენო და შემწეო ჩუენო და მისალტოლველო ჩუენო დღეთა შინა ძვირთა ჩუენთასა შენდამო, მოიხილე ჩუენ ზედა მოწყალითა თუალითა, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა ზედა ამპარტავნობა გაიფურჩქნა, აღიმართა ძალადობა ბოროტეული კუერთხისა. მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, ყოველთა ქმნეს ტყუილი, იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს; ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაჲ ზაკუასა ზედა შესძინეს, მიემსგავსნენ ბოროტეულნი ზღუასა მას აღბორგებულსა, ზღუასა მას დაუწყნარებელსა და ტალღები მისი ისვრიდიან ლაფსა და ტალახსა. გაუდაბურდა გზები, დარღვეულია აღთქმა, ადამიანი არად ჩაგდებული, გლოვობს, მწუხარებს მიწა. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი. დანით გუესმა ხმაჲ სიმახვილისაჲ ცხენთა მისთასა, მოსვლად არს ანტიქრისტე, ხმისაგან ხვივილისა ცხენოსნობასა ცხენთა მისთასა. შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი. ქალაქი და შინა დამკვიდრებულნი მის შორის. მორწყმულ-ყვნეს ძეთა კაცთასა ენაჲ მათი, ვითარცა მშვილდი, ტყუილი და არასარწმუნოებაჲ განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და არა სცნეს ღმერთი ჭეშმარიტი.

მოველოდით ნათელსა და აჰა, წყუდიადი! განცისკროვნებასა – და ბნელსა შინა ვალთ!

ვინ მოსცეს თავთა ჩუენთა წყალი და თუალთა ჩუენთა წყაროჲ ცრემლთა? ვინ გარდამოადინოს გარდამოსაქანელნი წყალთანი თუალთა ჩუენთა?

სახელსა შენსა, დედუფალო, ვხედავთ, დღეთა ჭირისა ჩუენისათა, მღვიმისაგან უქუეშისა; ჩუენ მძინავს, გარნა გული ჩუენი მღვიძარე არს. თაფლი დამოსწვეთს ბაგეთა შენთა, - ცად აღმავალნი ლოცვანი შენნი, მტილო დახშულო და წყაროო დაბეჭდულო; გვიწყაროე ბაგეთაგან შენთა წყალობანი უხუებით და მიპყრენინ ჩუენ მელნი მცირენი განმრყუნელნი ვენახთანი, რომელ დაასხა მარჯუენემან ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისამან, - სამწყსოჲ ქრისტესი. დაარღვიენ ლოცვათა შენთა მიერ მისაფუძვლადმდე ბჭენი ჯოჯოხეთისანი, რომელნი გარე-მოგვადგან ჩუენ და შემაიწრებენ.

აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩუენო, შუენიერო ჩუენო, მოვედ თავით შენით. მასმინე ჩუენ ხმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ხმაჲ შენი და პირი შენი შუენიერ, რამეთუ ჩუენ ერნი შენი ვართ და სახელი შენგან ხორცშესხმულისა წოდებულ არს ჩუენ ზედა.

მოვედ, რამეთუ მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ.

მოვედ, ვინათგან მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ამინ.

აკათისტო შეადგინა
დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა

აკათისტოში გამოყენებულ ძველ ქართულ სიტყვათა განმარტებანი

ყურძენი - ძველქართულში ვენახსაც ნიშნავს

დაწიდვნა - ვაზის გადაწვენით გამრავლება

მასკნე - ვაზის ძაფი

ეშჳ - ტახი

ბრანგვი - დათვი

ბაბილო - მაღალი ვენახი, ხეზე ვენახი

კუფხალი - ტევანი (მცირე)

კაწახი - უმწიფარი, მკვახე ზეთისხილი

ბელეკონი - ღვინოში სანუკვარი, ღვინოდ საჭმელი მაზაო