მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

დაუჯდომელი საგალობელი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა "დედოფლისა სიხარულის მომნიჭებელისა"

 

  ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

 

  დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.

 

  მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

ტროპარი

 

  ათონურ სიწმიდეთაგან მადლით შემოსილო და ურიცხვთა მათ სასწაულთა აღსრულებითა განდიდებულო. საკვირვე­ლ­მ­ოქმედო პირო ივერიის ღვთისმშობლის ხატისაო, შემწეო  ყოველთა შენდა შე­წევნისა მვედრებელთაო, ჰოი დედოფალო – მომნიჭებელო სიხარულისაო, შენდა მომართ მოვილტვით ყოველნი მსასოებელნი საფარველისა შენისანი,  დედაო ღმრთისა მაღლისაო, გვიხსენ  ჩუენ ყოველთა ხილუ­ლთა და უხილავთა მტერთაგან,  რამეთუ შენ გაქუს მეოხება ქრისტეს მიმართ და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთათვის.

 

კონდაკი 1

 

  წარდგომილნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, წყალობასა მოველით შენგან, ყოვლადწმიდაო დედოფალო, რამეთუ შენ მიერ მოგვეცემის სიხარული ყოველთა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანის ცემად სიწმიდისა შენისა, წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა და გიგალობთ ესრეთ, გიხაროდენ დედოფალო მომნიჭებელო სიხარულისაო.

 

იკოსი 1

  მეოხო მხურვალეო, წყაროო მოწყალე­ბისაო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო,  სერა­ფ­იმთა უპატიოსნესო მხოლოო, და აწ ყო­ვ­ლად საგალობელო ღვთისმშობელო ქალწულო, გევედრებით ვითარცა მქონებელსა უბრძოლველისა ძლიერებისასა გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რათა ვხმობდეთ შენდა მომართ:

 

  გიხაროდენ დედოფალო, სამკვიდრებელო მიუწვდომელისა ღმრთეებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი;

 

  გიხაროდენ დედოფალო, შემმოსუელო ჩუენდა საუკუნოისა სიხარულისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, დაუჭნობელო ყუავილო ქალწულებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ნუგეშინისმცემელო ჩუენო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, საუნჯეო სიწმიდისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

კონდაკი 2

 

  საუკუნითგან დაფარული საიდუმლო განგიცხადა, დედოფალო ღმრთისმშობელო, გაბრიელ მთავარანგელოზმან, რომელი გარდამოხდა ზეცით და გიღაღადა: გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, კურთხეულო შორის დედათაო, რამეთუ მუცლად იღებ შემოქმედსა საუკუნეთასა. ალილუია.

 

იკოსი 2

 

  ყოვლადსახიერო დედაო ღმრთისაო, რომელმან  ჭეშმარიტად გვიშევ ჩუენ ღმერთი ხორცითა, კრავი უმანკოო და გზაი ცხოვნებისაი, განმქარვებელი სიკუდილისაი და მომნიჭებელი საუკუნოისა ცხორებისაი. ამისთვისცა  სიყუარულითა გიღაღადებთ შენ:

 

  გიხაროდენ დედოფალო, დადგინებულო ღმრთისა მიერ უაღმატებულესად ზეციურთა ძალთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ჩუენდა მომართ მარადის დედობრივისა სიყუარულისა გამომვლენელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სასწაულთმოქმედითა ხატითა შენითა გარდამომვლენელო ჩუენ ზედა შენისა მოწყალებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სიხარულო ყოველთა მწუხარეთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ერთგულთა შენთა მცველო და ნავთსაყუდელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ხორციელთა სნეულებათა ჩუენთა მკურნალო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

კონდაკი 3

 

  შემდგომად დიდებით ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეისა რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ქუეყანაი ესე ჩუენი ივერია წილად ხვდა მოქცევად ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, ხოლო უფალმან გამოცხადებითა აუწყა დედასა თვისსა: ნუ განეშორები იერუსალიმით, არამედ წარავლინე წილხვედრსა შენსა ივერიას მოციქული ანდრია ხარებად სახარებისა და სადიდებელად უფლისა: ალილუია.

 

იკოსი 3

 

  მთისა მის წმიდისა ათონისა განმანათლებელო, სადაცა იქადაგე სახარებაი ქრისტეისი და კერპნი წარმართთა შემუსრენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ამა საწუთროისა ღელვათაგან განრინებულნი ათონისა მოსაგრენი მამანი გადიდებენ დღისით და ღამით:

 

  გიხაროდენ დედოფალო, იოაკიმესა და ანას მორჩო წმიდაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მშობელო ღმრთეებრივისა კრავისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, უბიწოდ დამმარხველო ქალწულებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, წმიდათა წმიდათასა ზედა აღმატებულო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ამა ქუეყანასა ზედა გულითა წმიდათა სიხარულითა აღმავსებელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, შემწეო განსაცდელთა შინა მყოფთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

კონდაკი 4

 

  ღმრთისმშობლის ხატისა მის მქონებელი დედაკაცი ქურივი შეშფოთნა, ჰხედვიდა რაი მხედარსა ხატმებრძოლსა, რომელმან იხადა მახვილი და სცა ხატსა მისსა, წმიდასა და ყოვლადპატიოსანსა. ეჰა საკუირველებათა შენთა, ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამოხდა სისხლი ხატისაგან, ვითარცა ცხოველისგან, ხოლო ქურივმან შეპყრობილმან შიშისაგან, რაითა არა შეგინებულ იქმნეს წმიდაი  ხატი, ცრემლითა და ვედრებითა შთაასვენა ზღვად, გარნა იხილა რა წყალთა ზედა აღმართული და მავალი დასავლეთად, სიხარულითა გმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 4

 

  სუეტი ნათლისაი ყოვლადბრწყინვალე ზღვითგან ვიდრე ცამდე დაადგრა წმიდასა ხატსა შენსა, ოდეს მოსცურა მთად ათონისად, მახლობლად ივერთა სავანისა, ხოლო მონაზონთა წმიდისა მის მთისათა მიისწრაფეს ზღვის კიდედ და იხილეს რა წმიდაი ხატი ღმრთისმშობლისაი ზღუასა ზედა მიმომსვლელი ძალითა ზეგარდამოითა ღაღად-ყვეს წადიერად:

 

  გიხაროდენ დედოფალო, უაღმატებულესო საუნჯეო ყოვლისა სოფლისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სუეტო ქალწულებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სიხარულო და დიდებაო მორწმუნეთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მთისა ათონის მოსაგრეთა ხელმწიფებაო და სკიპტრაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, აღმომაცენებელო ცხოვრებისა პურისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ხატებაო ზეცი­ურისა სიწმიდისა და სახარებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

კონდაკი 5

 

  დაღაცა-თუ ილოცეს მამათა მათ ათონელთა, რაითამცა ღირს-ქმნილიყო ათონისა მთა ხატისა მის დავანებისა, გარნა ვერვინ მიეახლა წმიდასა ხატსა შენსა, ხოლო იწყეს რაი ლოცვაი და  ღამისთევაი ცრემლთა დამთხეველთა, აუწყე ბერძენთა: `გაბრიელ ქართველმან მიიქუას ხატი ჩემი, რამეთუ მხოლოი იგი არს ღირს შეხებად მისა~, მაშინ გაბრიელ სარწმუნოებითა, სიმდაბლითა და სიყუარულითა შევიდა ზღვად და მისწვდა რაი სხუათაგან მიუწვდომელსა საუნჯესა, გამოიყვანა ქუეყანად და  დიდითა პატივითა დაასუენა ეკლესიასა შინა მონასტერსა ივერიელთასა და აქებდა ღმერთსა: ალილუია.

 

  იკოსი 5

 

  სასწაულმოქმედი ხატი შენი, ღმრთივკურთხეულო მარიამ, მცველად და მფარველად მოუვლინე რაი ბერ-მონაზონთა ივერთა სავანისასა, დიდითა პატივითა დაასუენეს საკურთხეველსა შინა ტაძრისასა, გარნა მიეფარა და შემდგომად ძიებისა იპოვეს კარიბჭესა ზედა ივერთა მონასტრისასა, მაშინ მუნ აღუშენეს ეკუდერი შუენიერი და უწოდეს საკვირველსა მას ხატსა `ღმრთისმშობელი კარიბჭისაი~,  რომელსაცა შევამკობთ ძალისაებრ ჩუენისა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, უმაღლესო განმგებელო მთისა ათონისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, საკვირველად შემაერთებელო ქალწულებისა და შობისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, შუენიერებაო ეკლესიისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთა დამფარველო მადლითაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ვედრებითა შენითა მსწრაფლ განაქარვებ ჩვენზედა მართლად მოწევნადსა რისხვასა;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ათონის მთის მეუდაბნოეთა მფარველო და ზღუდეო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

 კონდაკი 6

 

  წყაროო მოწყალებისაო, ქალწულო ყოვ­ლადწმიდაო, მშობელო ემანუელისაო სარწმუნოებით თაყუანს ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა სიწმიდისა შენისასა და მარჯუენასა შენსა ზედა ტვირთულსა ყრმასა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა: ალილუია.

 

იკოსი 6

 

  ჰოი, ღმრთივსანატრელო დედაო, დედოფალო ზეცისა და ქვეყანისაო, მსასოებელნი წმიდისა ამის ხატისა შენისანი, გევედრებით წადიერად: მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელი მოწყალე არს და მიუწვდომელი ძლიერებითა, რაითა რისხუასა შინა წყალობითა მოგვიხსენოს და ღირს გვყოს შესხმად და შემკობად სიწმიდისა ამის შენისა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, სიხარულად გარდამაქცეველო მწუხარებათა ჩუენთაო;

 

  გიხაროდე  დედოფალო, ვარსკულავო წყვ­დიადსა შინა მაჩუენებელო გზისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ჭეშმა­რიტად შეგვიყუარენ ჩუენ  სიყუარულითა დედობრივითა;

 

  გიხაროდენ  დედოფალო, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა მვედრებელთათვის მომნიჭებელო კეთილთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, წყაროო დაულევნელო მოწყალებისა და უხუებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, აღსრულებაო ყოველთა კეთილთა სურვილთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სი­ხა­რულისაო!

 

  კონდაკი 7

 

  გაქებთ შენ ყოვლადმოწყალეო დედოფალო, დედაო ნათლისაო, რომელმან გამოცხადებითა საკვირველითა, ერთსა კეთილმორწმუნესა მას ქართველსა სახიდ თუსად მოუვლინე ათონითგან მოსრული ხატი კა­რიბჭისა, და შთააგონე რაი პირისა მისისა დაწერაი და წაბრძანებაი მთად ათონისად, სიხარულით გმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 7

 

  შენ რომელმან მცველთა ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა მეოხად და მფარველად მოუვლინე წმიდაი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი, რომელი უძღოდა მათ გზასა წრფელსა, მშვიდობით შესვლად მთად ათონისად, ამისთვისცა გმადლობდენ და  შეგამკობდენ ხმითა მაღლითა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, განსაცდელთა შინა მყოფთა გზისა მაჩუენებელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რომელი და­უძინებელად ევედრები ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოსდრიკო იგი ჩუენდა მოწყალებითა თვისითა;

 

  გიხაროდენ დედოფალო, განმადიდებელო შენდა განმადიდებელთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, განმღებელო დახშულთა მათ კართაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, დედაო უმანკოებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მეოხო ჩუენო მხურვალეო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო  სიხარულისაო!

 

 კონდაკი 8

 

  ურიცხვთა ათონურთა მათ სასწაულთმოქმედთა ხატთა თანა დაბრძანებული და წმიდათა ნაწილთა ზედა დასუენებული, `დე­დოფლად” წოდებული ხატი შენი, ღმრთისმშობელო, იმოსებოდა მადლითა და ძლიერებითა, ხოლო ჩუენ მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ხატისა შენისაგან მომდინარეთა მრავალთა სასწაულთა სიხარულითა შეგამკობთ და უღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 8

 

  მთისა მის წმიდისა ათონისა მოსაგრენი მამანი ოდეს ჰხედვიდენ პირსა კარიბჭის ღმრთისმშობლისასა, კრძალვითა თაყუანს სცემდენ და სახელდებდენ ვითარცა დედოფალსა, რამეთუ დიდითა პატივითა დაასუენებდენ საკურთხეველსა ტაძართა თვისთა მონასტერთასა და ესრეთ უგალობდნენ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ლოცვითა შენითა მოველით სასუფეველსა ცათასა;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მეოხო ჩუენო წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მანათობელო ცისკარო ცხორებისა ჩუენისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ყოველთათვის მომაგებელო აღურაცხელისა უხუებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მეოხებითა შენითა შემნდობელო ჩუენთა ცოდვათაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, განმღებელო ჩუენდა საუკუნოისა სიხარულისა ბჭეთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სი­­ხარულისაო!

 

 კონდაკი 9

 

  ვითარცა მფარველად მოევლინე მცველთა ხატისა შენისათა დედოფალო  ღმრთისმშობელო, და გამოუჩინე მეგზური გზად ივერონისად, რომელნი ვიდოდეს უვალთა ღელეთა და უდაბურთა შინა ათონისათა, ეგრეთცა დაგვიფარენ ჩუენ და გვიძღოდე ყოველთა სულიერ და ხარციელ განსაცდელთა შინა მყოფთა, რაითა მადლიერებითა აღვსილნი გნატრიდეთ და მარადის უგალობდეთ უკუდავსა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

 

იკოსი 9

 

  შეწევნითა შენითა და ნებითა ღმრთისაითა ათონად წარგზავნილნი მტვირთველნი ხატისანი მიეახლენ რაი ხატსა შენსა ყოვლადპატიოსანსა `პორტაიტისად~ წოდებულსა, მცველმან მონასტრის ეკუდერისამან მიიქუა ახლადგამოწერილი ხატი ეგე შენი, ლოცვითა და გადასახვითა ჯურისაითა პირისპირ დააუსუენა ხატსა მას კარიბჭის ღმრთისმშობლისასა, რაითა მოეღო მადლი სიწმიდისაგან მისისა და გაქებდა წადიერად:

 

  გიხაროდენ დედოფალო, კაცობრივისა ცნობისა მიერ გამოუკვლეველო სიმაღლეო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ანგელოსთაცა უწმიდესო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ხილულ იქნა უხილავი შორის შენსა;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რომლისა მიერ შევიმეცნებთ ქრისტეს;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მანათობელო დილაო ჩუენისა ცხოვრებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სასოებაო მოგზაურთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო.

 

 კონდაკი 10

 

  მსასოებელმან ივერიის ღმრთისმშობლის ხატისამან პატრიარქმან სრულიად საქართველოისამან იხილა რაი ათონითგან კუალად ივერიად მობრძანებული `დედოფლად~ წო­დებული ხატი ეგე შენი, განიხარა სიხარულითა დიდითა, თაყუანი სცა და უწოდა ხატსა მას `მომნიჭებელი სიხარულისა~, რაითა ყოველნი შეუვრდენ სასოებითა და სარწმუნოებითა, ჰნატრიდენ სიწმიდესა და ჰმადლობდნენ უფალსა: ალილუია.

 

იკოსი 10

 

  ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, ღმრთისმშობელო, გამოგვიჩინე მსგავსად ვარსკვლავისა მის ღმრთივმავალისა და დედოფლად წილხვდომილისა ერისა შენისა, რომელი მსწრაფლ შეეწევის სარწმუნოებითა და სა­სოებითა წინაშე მისსა მლოცველთა და ესრეთ მღაღადებელთა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, ჩუენთUს გამღებელო მოწყალებისა კარისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ კურთხეულისა ხატისა შენისაგან სასწაულნი მოგვეცემიან;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ყოველთა კეთი­ლ­თა თხოვათა ჩუენთა აღმასრულებელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ შენითა მეოხებითა მოვიღებთ ჩუენ წყალობასა ღმრთისასა;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მოკლებულისა სარწმუნოებისა ამაღორძინებელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სძალო უსძლოო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

კონდაკი 11

 

  ყოვლადმოწყალეო დედაო ღმრთისაო, სიქადულო ივერიისა წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ჩუენისა ერისაო, გევედრებით გარდამოგვივლინე მადლმოსილი შეწევნაი შენი, დაგვიფარე ჩუენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და მოგვანიჭე სიხარული ზეციერი ქრისტეს მადიდებელთა: ალილუია.

 

იკოსი 11

 

  უფროოსად კურთხეულო დედაო ღმრთისაო, რომელმან მოგუმადლე ჩუენ `დედოფლად” წოდებული  პირი ივერიის ღმრთის­მშობლის ხატისაი, რომლისა თანა არს მადლი და ძლიერებაი შენი, გევედრებით, დიდითა წყალობითა შენითა მოგვხედო ჩუენ მოსავთა შენთა, რაითა ღირს ვიქმნნეთ შევრდომად კურთხეულისაცა ამის საუნჯისა და ვიტყოდეთ ქებასა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, გამოჩინებითა ხატისა შენისაითა განმანათლებელო ყოველთა კაცთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ხელითა შენითა მიმრთმეველო ღმერთისა მიმართ თხოვნათა ჩუენთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ხატისა შენისა მიერ აღმომადინებელო ყოველგან სასწაულთა წყაროთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მსგავსად ღრუბლისა, ხატისა შენისა ქუეყანასა ზედა განმავრცობელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ვენახო ახლად აყვავებულო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სიწმინდეო მიუწვდომელო და სიმდაბლეო გამოუთქმელო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

 კონდაკი 12

 

  ვერ შემძლებელ არს კნინი ენაი ჩვენი საკადრისად შესხმად შენდა ღმრთისმშობელო ქალწულო, რომლისაგან უთესლოდ განხორციელდა სიტყვაი ღმრთისაი, და მომცემელმან ძუელისა აღთქუმისამან აღთქუმაი ახალი მოგუმადლა, და საიდუმლოი ახალი გუიჩვენა რაჟამს აღასრულა სერობაი მოციქულთა თანა და სიკუდილითა თვისითა სიკუდილი მოაკვდინა და აღდგომითა ცხოვრებაი მოგვანიჭა მღაღადებელთა მისთა: ალილუია.

 

 იკოსი 12

 

  ყოველთა მორწმუნეთა სიხარულითა აღგვავსებს წმიდაი ხატი ეგე შენი, დედოფალო, რომლისაგან ნუგეშსა და შეწევნასა ღმრთეებრივსა ვპოვებთ, და უხუად მოვიღებთ რაი მისგან მადლსა და წყალობასა, წადიერებით შეგამკობთ და გიგალობთ შენ, ვითარცა მსწრაფლ-შემწესა და ხელისაღმპყრობელსა ჩუენსა:

 

  გიხაროდენ დედოფალო, საფარველო და სასოებაო ჩუენო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღვთისადმი სათნოყოფ ჩვენთა ლოცვათა;

 

  გიხაროდენ დედოფალო, განდიდებულო სიმდაბლითა შენითაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, სიხარულო და დიდებაო მორწმუნეთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მსწრაფლშემწეო ხმათა მათ მვედრებელთაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, გამოჩინებითა ხატისა შენისაითა განმაბრწყინვალებელო ეკლესიისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

  კონდაკი 13

 

  ყოველსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, ღმრთისა დედაო, წყალობისა შენისა მაძიებელნი სიხარულითა მოვილტვით წმიდისა ხატისა შენისა მომართ, დედოფალო, და სავედრებელსა ამას აკათისტოსა მოგართუამთ სამადლობელად; გევედრებით მიიღე ესე და მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა რათა გვიხსნას ჩუენ სა­უკუნოისა სატანჯველისაგან  და ოხითა შე­ნითა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა და წმიდათა თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია. (3-გზის)

 

იკოსი 1

 

  მეოხო მხურვალეო, წყაროო მოწყალებისაო,  ქერუბიმთა უბრწყინვალესო,  სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო, და აწ ყოვ­ლა­დსაგალობელო ღვთისმშობელო ქალწულო, გევედრებით ვითარცა მქონებელსა უბრძოლველისა ძლიერებისასა გვისენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რაითა ვხმობდეთ შენდა მომართ:

 

  გიხაროდენ დედოფალო, სამკვიდრებელო მიუწვდომელისა ღმრთეებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი;

 

  გიხაროდენ დედოფალო, შემმოსუელო ჩუენდა საუკუნოისა სიხარულისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, დაუჭნობელო ყუავილო ქალწულებისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, ნუგეშინისმცემელო ჩუენო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, საუნჯეო სიწმიდისაო;

 

  გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

კონდაკი 1

 

  წარდგომილნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, წყალობასა მოველით შენგან, ყოვლადწმიდაო დედოფალო, რამეთუ შენ მიერ მოგვეცემის სიხარული ყოველთა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანის ცემად სიწმიდისა შენისა, წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა და გიგალობთ ესრეთ, გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედოფალო ღვთი­სმშობელო, მიიღე სავედრებელი ესე და ისმინე ჩუენი სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ქვეშე შევრდომილთა ვედრებაი, გარდამოიხილე ზეცით და მოხედე სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩვენსა და  განამტკიცე იგი.  აცხოვნე და შეიწყალე დიდი მეუფე ჩუ­ენი უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია  და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

 

  ჰოი, დედოფალო მომნიჭებელო სიხარუ­ლისაო, გარდამოავლინე დედობრივი კურ­თხევაი ეგე შენი ქალაქთა, სოფელთა და ყოველსა სახლსა ზედა ქრისტეანეთასა. გაამთლიანე მრავალჭირნახული წილხვდომილი ქუეყანა ესე შენი, დედაო ღმრთისაო, გევედრებით: განკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელთა შინა მყოფნი, განარინენ ზღვასა შინა მავალნი და უცხოეთს მცხოვრებნი ყოველნი ქართველნი მშვიდობით დაუბრუნე სამშობლოს თვისსა.

 

  ჰოი, დედოფალო მომნიჭებელო სიხარუ­ლი­საო, დაიცევ ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, სრვისა, ძვრისა, კვლისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან. შენ გევედრებით, ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევრდომილნი წინაშე წმიდასა ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომლობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვენ დადგომით მარჯუენით ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება და თაყუანისცემაი, თანადაუსაბამოით მამით მისით და სახიერით სულით მისითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

 

  ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.