ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია (3-გზის).
გიგალობთ თქუენ, წმიდათა შორის საჩინონო გუნდნო საღმრთოთა მოწამეთანო, და არა დავსცხრებით ვედრებად თქუენდა: ვითარცა გაქუთ კადნიერებაჲ დიდი წინაშე ღმრთისა, შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაჲთა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოსავთა თქუენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
იქმენით რაჲ ანგელოს ჴორცთა შინა, წარმავალნი საშუებელნი სოფლისანი მოიძულნეთ და სისხლთა დათხევითა დაიმკჳდრეთ საუკუნოჲ სავანჱ, რომლისა გსუროდათ მისვლად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული, და წმიდათა მღდელთა და მოწამეთა თანა ჰსუფევთ წინაშე ღმრთისა, აწ ვედრებად ნუ დასცხრებით მისა მიმართ, რაჲთა გამომიტაცოს ჩუენ ჴელთაგან სულთა განმჴრწნელთა ბელიარისათა და მოგუცეს ძლევაჲ ეშმაკთაჲ და მანქანებათა მათთაჲ შემსხმელთა თქუენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, წმიდაო გუნდო და მწყობრო რჩეულო, სულისა წმიდისა მიერ განშუენებულო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა მადლითა შეკრებულნო;
გიხაროდენ, ძმობითი ერთობითა შეუღლებულნო;
გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო, ბჭობითა საღმრთოჲთა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრითა სიმჴნითა შეჭურვილნო;
გიხაროდენ, ტარიგნო ღმრთისანო, კუალსა კეთილისა მწყემსისასა შედგომილნო;
გიხაროდენ, ასპარეზსა ღუაწლისასა უშიშად შესრულნო;
გიხაროდენ, საკურთხეველსა ზედა სამსხუერპლოჲსასა შეწირულნო;
გიხაროდენ, პატიოსნითა სისხლითა თქუენითა ივერთა ეკლესიისა შემამკობელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ვითარცა მნათობნი ელვარენი აღმობრწყინდით თქუენ, ნეტარნო, ოდეს დამცრობილ იყო ძალი ქართველთა სამეფოჲსა, და აღიჭურვეთ რაჲ ბერობისა საჭურველითა, ყოველთა დღეთა სიწმიდითა ღმერთსა მსახურებდით და ავედრებდით მას ერსა და მამულსა თქუენსა, ხოლო სათნო ეყო რაჲ მას მსახურებაჲ თქუენი, განგმზადათ უხრწნელად ტარიგად თჳსად, რაჲთა განმტკიცდენ ყოველნი ღუაწლითა თქუენითა და აღიძრნენ ქებად და გალობად მისა: ალილუია.
კრძალულებითა აღასრულნეთ რაჲ ორმეოცნი დღენი მარხვისანი, ანგელოსი ღმრთისაჲ გამოუჩნდა არსენს - წინამძღუარსა მას დავითის ლავრისასა, და აუწყა მოსალოდებელი მოსრვაჲ თქუენი მახვილითა, ხოლო მან ყოველივე გაუწყათ რაჲ, ღირსნო, მოგცათ აღრჩევაჲ ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ანუ მტერთაგან განრინებისაჲ, და მხოლოჲ ორნი იგი ძმანი წარივლტოდენ მთათა, გარნა თქუენ არა შეირყიენით, და ღუაწლად განემზადეთ, რაჲსთჳსცა ვიქადით და ესრეთ გიღაღადებთ:
გიხაროდენ, ღმრთის სიყუარულითა აღგზებულნო;
გიხაროდენ, ქრისტეს უღლისა ტკბილად მზიდველნო;
გიხაროდენ, სიმდაბლისა, ნათლისა სამოსელისაებრ შემმოსველნო;
გიხაროდენ, ლოცვითა ყოველ-ჟამ დაუცადებელად ღმრთისა მადიდებელნო;
გიხაროდენ, მმარხველობისა კრძალულებითა განწმედილნო;
გიხაროდენ, ცხორება-კეთილობითა განშუენებულნო;
გიხაროდენ, სათნოებისა სრულსა საზომსა მიწევნულნო;
გიხაროდენ, ჴორცთა შინა მყოფნო და უჴორცოთაებრ ცხორებულნო;
გიხაროდენ, მახჳლნო ორლესულნო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმკუეთელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ჩვეულებისამებრ მოკრბით რაჲ ცისკრისა ლოცვისა აღსავლენად აღდგომის ეკლესიასა შინა, იწყეთ ლიტანიობაჲ, და კელაპტრებითა განაპეთ რაჲ უჩინოჲ იგი წყუდიადი ბნელისაჲ, იხილეს კრთომაჲ სანთელთა სიმრავლისაჲ სპარსთა მათ უსჯულოთა და წარმოემართენ აღჴოცვად თქუენდა, ვინაჲცა ღმრთისა სიყუარულითა აღირჩიეთ სიკუდილი და აქებდით მას დაუცხრომელად: ალილუია.
მოიწივნეს რაჲ სპაჲ უსჯულოთაჲ გარეჯას, ზედა დაგესხნეს ეკლესიასა შინა, და გრქუეს რისხვითა: „დაუტევეთ ქრისტე, რომელსა აღიარებთ, და მიიღეთ ჰსჯული მოციქულისა ჩუენისა, ხოლო უკეთუ არა ისმინოთ ჩუენი, აღგსპნეთ მახჳლითა“, გარნა თქუენ უშიშად მიუგებდით: „აჰა, მზანი ვართ შეწირუად ღმრთისა და დადგომად წინაშე საკურთხეველისა მისისა“, ხოლო ჩუენ გჳკვირს ღუაწლისმოყუარებაჲ თქუენი და აღვიმსთობით გალობითა:
გიხაროდენ, საჭურველითა ჯუარისაჲთა მოზღუდვილნო;
გიხაროდენ, ამა სოფლისა მომძულებელნო;
გიხაროდენ, უჴრწნელისა მის საუკუნოჲსა სიმდიდრისა მეძიებელნო;
გიხაროდენ, წმიდათა და სანატრელთა მამათა მიმბაძველნო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა ჭეშმარიტნო აღმსაარებელნო;
გიხაროდენ, უდაბნოჲსა საჴუმილისა მოთმინებისა ცუარითა დამშრეტელნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოძულეთა სილაღისა დამამდაბლებელნო;
გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაჲთა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველნო;
გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა ზეცად აღმყუანებელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
გარე-მოგადგენ მჴდომნი იგი, მამანო, და გაიძულებდენ რაჲ ამაოჲსა ცხორებისათჳს წარწყმედად უკუდავისა მის ცხორებისა, კადნიერად ეტყოდით: „ჩუენ ჰსჯულის-დებათა ცრუისა მის მოციქულისა თქუნისათა არა შევიწყნარებთ და არცა დაუტევებთ ქრისტესა, რომლისა სახელისათჳს განსრულნი სოფლისაგან, დავემკჳდრეთ უდაბნოსა ამას, და ვადიდებთ მას სარწმუნოებითა“: ალილუია.
ღმერთსა შედგომილი შუენიერი კრებული ეგე ღუაწლისა მძლეთაჲ, წინა-ძღუანვილი ანგელოსთაგან ჭეშმარიტად, ევედრებოდით კაცობრივსა მოწლეობასა მაჰმედიანთასა, რაჲთა პირველ იჴმიოთ უკუდავი იგი და უჴრწნელი ჴორცი უბიწოჲსა ტარიგისა, და აღუთქმიდით ნებსით მიცემასა თავისა თქუენისასა ჴელთა მათთასა, აწ ევედრეთ ზეცათა მეუფესა, რაჲთა დანერგოს ჩუენ შორის თქუენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ და ენაჲ ჩუენი აღძრას ქებად ახოვანებისა თქუენისა და სიწმიდისა:
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა მცველნო, მღჳძარენო;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალენო;
გიხაროდენ, საკჳრველითა სიმტკიცისაჲთა შეერთებულნო;
გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაჲთა განმჴნობილნო;
გიხაროდენ, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისა ჟამსა მჴედარნო უბრძოლველნო;
გიხაროდენ, საწუთოსა შინა უპოვარებითა ცათა შინა მრავლისა სიმდიდრისა შემკრებელნო;
გიხაროდენ, ქართველთათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველნო;
გიხაროდენ, ნეტარნო მონაზვნებისა ყვავილნო, საღმრთოჲსა სულნელებისა აღმომაცენებელნო;
გიხაროდენ, უდაბნოჲსა ნერგნო ნაყოფიერნო, მამულისა მადლითა აღმავსებელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ჵ, საკჳრველი ესე სასმენელი, რამეთუ ყოვლად უწყალონი მოიყუანნა ღმერთმან წყალობად თქუენდა, და არა მოუშუნა ბარბაროსნი თქუენ ზედა, ვიდრემდის არა ჰსჭამეთ ცხოველ-მყოფელი იგი პასექი, და ღმრთისა მიმართ ყოვლად-წმიდისა ძღუენისა შემწირუელნი და მის თანა თავთა თჳსთა ტარიგად საღმრთოდ მიმძღუანებელნი, ეზიარნეთ რაჲ უჴრწნელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისასა, უგალობდით და აქებდით ძლიერებასა მისსა: ალილუია.
აჰა, კრებული ეგე საღმრთოჲ, შორის ეკლესიისა შეკრებული, განემზადნეთ რაჲ ზიარებად ყოვლად წმიდათა ვნებათა ქრისტჱსთა, შემოხდეს უღმრთონი იგი მტარვალნი და უპირველეს მოჰკვეთეს თავი წინამძუარსა მას ლავრისასა, ხოლო შემდგომ თქუენ გამოგიყუანდეს ეკლესიით, პატიოსანთა მაგათ მსახურთა ღმრთისა სიტყჳსათა, რომელსაცა ლოცვითა შეუვრდებოდით და ავედრებდით სულთა თქუენთა, აწ ჩუენცა შეგვავედრეთ კაცთმოყუარებასა მისსა, ნუ განგვაშორებს შეწევნასა თჳსსა, რაჲთა სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სურვილითა:
გიხარდენ, უძლეველნო ბანაკნო ზეცისა მეუფისანო;
გიხაროდენ, მოწამენო ჭეშმარიტებისანო;
გიხაროდენ, ხატნო წინაპართა ჩუენთა კეთილმსახურებისანო;
გიხაროდენ, ცრემლთა მდინარითა ნაყოფიერ-მყოფელნო უდაბნოჲსანო;
გიხაროდენ, მტჳრთველნო ერთისა მის მძჳნვარისა განსაცდელისანო;
გიხაროდენ, რჩეულნო უფლისანო, უშფოთველად მისთჳს გარდამცემელნო სულისა თქუენისანო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტჱს ვენახისანო;
გიხაროდენ, გარეჯისა დიდებანო და სიქადულნო ეკლესიისანო;
გიხაროდენ, წარუტყუეველნო ბჭენო ივერთა ქუეყანისანო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ეჰა, უშიში ახოვანებაჲ, მოყუარენო კეთილნო და ძმანო შუენიერნო, რამეთუ იწყეს რაჲ მტარვალთა უწყალოდ სრვაჲ თქუენი მახჳლითა, სდეგით მტკიცედ შორის უღმრთოთასა, და ნუგეშინის-სცემდით რაჲ ურთიერთას, თუალნი თჳსნი ზეცად აღიხილნეთ და ერთობითა ადიდებდით დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
კრძალულებითა და მარხჳთა განკაფულნი დაგკლნეს რაჲ უსჯულოთა მათ ეკლესიასა შინა, აღივსო სისხლითა თქუენითა სამკჳდრებელი იგი ღმრთისაჲ, ხოლო ჴელნი უღმრთოთა მკულელთანი ჴრწნადთა მათ მტუერთაგან განჰბერტყდეს რაჲ სულთა თქუენთა, მონაზონებრივთა შრომათა და მოწამეობისთჳს ქრისტჱს ღმრთისაგან ჯილდოდ მიიღებდით მრჩობლსა გჳრგჳნსა, აწ ოხითა თქუენითა განგვარინნეთ უხილავთა და ხილულთა მტერთაგან, რომელნი ესე შეგასხამთ ქებასა:
გიხაროდენ, ვერძნო პირმეტყველნო, საკუერთხად წმიდად ქრისტეს მეუფისა განწესებულნო;
გიხაროდენ, საკურთხეველსა შინა ტაძრისასა და წმიდასა ტრაპეზსა ზედა მისთჳს დაკლულნო;
გიხაროდენ, ღამესა მას აღდგომისასა სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველნო;
გიხაროდენ, წინაშე ზეციერისა საკურთხეველისა ერთობითა წარდგომილნო;
გიხაროდენ, მღდელ-შუენიერნო მამანო და ძმანო, სისხლთა ნაკადულითა ურთიერთსა შერთულნო;
გიხაროდენ, სუფევასა მას დაუსრულებელსა წმიდათა თანა ზიარებულნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა უჴორცოთა წესთა განმაკჳრვებელნო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა თქუენთაჲთა ივერიელთა სულიერისა სიმჴნისა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ჵ, კრებულო ყოვლად პატიოსანო, და არვეო, რომელი იმწყსებოდი კრავისაგან - საყდართა მამისათა მჯდომარისა, მოგეხვივნეს რაჲ მგელნი ბოროტნი, და დაგბძარნეს უწყალოდ - რომელნიმე ჭაბუკ, და რომელნიმე მჴცოვან, და არა წარწყმდა ერთიცა თქუენთაგანი, არამედ ყოველნი ერთობითა სარწმუნოებისაჲთა მიიწიენით სრულად საზომად ჰასაკისა სრულებასა მის ქრისტჱსასა, შუამდგომელად და მეოხად ერისა თქუენისა, და აქებდით ძლიერებასა მისსა: ალილუია.
განერნეთ რაჲ ორნი ეგე ძმანი საფრჴესა, იხილეთ ზეცითგან გარდამოსრულნი გჳრგჳნნი ბრწყინვალენი, და შორის მათსა ორი ჰგიებდა რაჲ საწყალობელად, უკუნ-იქეცით სავანესა მას, და შეგიპყრეს რაჲ უსჯულოთა, ვითარცა ცხოვარნი დაგკლნეს მახვილითა, ხოლო წმიდანი ჴორცნი თქუენნი მიმოფანტეს რაჲ ღელესა შინა, მადლითა თქუენითა განიპოხა ქუეყანაჲ იგი ურწყული, და აღმოსცენდენ ნერგნი ვარდისანი საკჳრველად, მრავალთა ჟამთა დაამოწმებდენ რაჲ ღუაწლისა თქუენისა შუენიერებასა და ყოველთა აღსძრვიდენ გალობად თქუენდა:
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოჴურვებულნო;
გიხაროდენ, უსჯულოთაგან უწყალოდ ვნებულნო;
გიხაროდენ, აბელისაებრ დაკლულნო და ისაკისაებრ კეთილად მითუალულნო;
გიხაროდენ, გუნდთა მათ მოყუასთა თქუენთასა შეერთებულნო;
გიხაროდენ, ცათა სასუფეველსა დამკჳდრებულნო;
გიხაროდენ, ელვარებითა ღუაწლთაჲთა ორთა მნათობთა სამყაროჲსათა მიმსგავსებულნო;
გიხაროდენ, მორწმუნეთათჳს ტკბილისა ნათლისა ძლევისაჲსა მომფენელნო;
გიხაროდენ, სულიერთა ნიჭთა უხუად მომმადლებელნო;
გიხაროდენ, მვედრებელთა და მჴურვალედ მომწოდებელთა თქუენთა შემწენო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
მოგწყვიდეს რაჲ მსახურნი ეგე წმიდისა სავანისანი უღმრთოთა მათ, ნეტარნო, მოაოხრეს და ყოვლითურთ წარმოსტყუენეს ათორმეტნი სავანენი გარეჯისანი, და წარემართენ რაჲ ქუეყანასა თჳსსა, ლახვართაგან დაპებულნი გვამნი თქუენნი, სისხლითა ძოწეულ ქმნილნი, შეჰკრიბნეს ძმათა მათ დაყუდებულთა, და დაჰფლეს რაჲ, სადაცა მიიღეთ სიკუდილი ქრისტჱსთჳს, გნატრიდენ თქუენ და ადიდებდენ მომცემელსა თქუენდა ძლევისასა: ალილუია.
ადიდა რაჲ პატიოსანნი ძუალნი თქუენნი უფალმან ყოვლისამპყრობელმან, ურწყულსა მას უდაბნოსა, სისხლითა თქუენითა უხუად დალტობილსა, მრავალსახენი ყვავილნი შუენიერნი უხუად აღმოაცენა, და სულნელებითა მათითა მონიშნულ-ყო წმიდაჲ იგი სიმეწამულჱ პატიოსანთა სისხლთა თქუენთაჲ, რომლისაცა მხილველნი ქრისტესა ადიდებდენ და იტყოდენ ქებულებათა თქუენთა:
გიხაროდენ, მოწესენო ზეცით ჩინებულნო, ასპარეზთა მათ ზესკნელისათა მორბედნო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოწამენო, მძჳნვარისა მის განსაცდელისა ერთობითა მტჳრთველნო;
გიხაროდენ, უღმრთოთა ცთომილებისა კადნიერებითა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, შესაწირავნო სულიერნო, ქრისტჱს სიყუარულისათჳს სისხლისა დამთხეველნო;
გიხაროდენ, წარმავალისაგან განმოსვითა უკუდავებისა სამოსლისა შემმოსველნო;
გიხაროდენ, წმიდათა მღდელთა და ნეტართა მამათა შეერთებულნო;
გიხაროდენ, ერთ-შეკრებულებითა წინაშე ღმრთისა წარდგომილნო;
გიხაროდენ, მის მიერ არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
მიითუალეთ რაჲ საღმრთოჲ აღსასრული, ძლევითა შემკობილნო, აღმაღლდით ზეცას, და ღირს-ქმნილნი სწორსა პატივსა და დიდებასა, გჳრგჳნოსან იქმენით მარჯვენისაგან ღმრთისა, აწ გვიმეოხეთ წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, რაჲთა ღირსებითა ვიდოდეთ გზასა მას წინაპართა ჩუენთასა და ვაქებდეთ დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
სისხლმან თქუენმან, ჵ, მარტჳლნო საკჳრველნო, განაშუენა სამოციქულოჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ, ხოლო პატიოსანნი იგი და მირონ-მდინარენი ძუალნი თქუენნი დაკვეთილნი მახჳლითა, აღმოიხუნეს ლიტანიითა და აღაშენეს რაჲ სამარტჳლე-სამლოცველო მახლობელად ქრისტეს აღდგომის ეკლესიისა, დასხნეს საკურთხეველსა შინა - „საწნახელსა“ მას ქვისასა, და ყოველნი მუნ მილტოლვილნი მოგართმევდენ სამადლობელსა ქებისასა:
გიხაროდენ, მრავალნაყოფიერნო ტევანნო მაღლისა ვენახისანო, საწნახელსა შინა ვნებისასა დაწნეხილნო;
გიხაროდენ, თანა-მოდასენო ზეცისა მჴედრობათანო, წინაშე წმიდისა სამებისა ურცხვენელნო წინა-მდგომელნო;
გიხაროდენ, ღმრთივმითუალულითა სისხლითა თქუენითა ახლისა აღთქუმისა შემამკობელნო;
გიხაროდენ, წმიდასა შინა ტაძარსა შეწირვითა პირმშოსა შინა ეკლესიასა დამკჳდრებულნო;
გიხაროდენ, შუამდგომლობითა თქუენითა საღმრთოჲსა მოწყალებისა კართა განმხუმელნო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა თქუენთაჲსა მცონარებისა ჰრულითა შეპყრობილთა განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, სიტყჳერნო და წმიდანო ნერგნო, გარეჯისა ბორცუთა და მრავალმთისა განმაშუენებელნო;
გიხაროდენ, ნაწილთა თქუენთა ძლიერებითა სულთა არა წმიდათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისა კაცთა შორის დამნერგველნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
საქებელ არს უპატიოსნესი შეკრებულებაჲ თქუენი, არა ჴრწნადითა ნათესავობითა, არამედ უჴრწნელითა და ანგელოსებრითა ერთობითა რჩეული და წმიდა ქმნილი, რომელთაცა აღდგომისა ღამესა თავნი თჳსნი შესწირნეთ ღმერთსა, ხოლო სახლისაგან მისისა - ეკლესიისაგან ქრისტეს აღდგომისა გამოვიდა რაჲ წყაროჲ ყოვლად-წმიდისა სისხლისა თქუენისაჲ, ნეტარნო, მორწყა უდაბნონი გარეჯისანი, და ყოველნი აღსძრა გალობად ღმრთისა: ალილუია.
ერთობაჲ ძმობისაჲ სრულ-ყვენით რაჲ ქრისტჱსთჳს თავის შეწირვითა, ინება განცხადებაჲ საღმრთოჲსა დიდებისა თქუენისაჲ, და ძუალნი თქუენნი ყვნა სახლ შესავედრებელ მრავალთა, მოგანიჭათ რაჲ მადლი კურნებისა და ჭირთაგან ჴსნისაჲ, ხოლო ეკლესიამან ქართველთამან დაადგინა საჴსენებელი თქუენი პასექის სამშაბათსა, და ყოველი ერი მოისწრაფდა რაჲ მიმთხვევად ყოვლად-პატიოსანთა ნაწილთა თქუენთა, ღირსად სანატრელნო, აზიარებდით სიხარულსა, და აღსძრვიდით გალობად თქუენდა:
გიხაროდენ, არომატნო ნელსაცხებელნო, უსასყიდლონო სულნელებანო ქრისტჱსნო;
გიხაროდენ, დაუჭნობელნო ყუავილნო საცნაურისა სამოთხისანო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალენო წინა-მბრძოლნო ერისა ჩუენისანო;
გიხაროდენ, ძეგლნო სარწმუნოებისანო და ბეჭედნო სიმტკიცისანო;
გიხაროდენ, მჴურვალენო მფარველნო ბერ-მონაზონთა კრებულისანო;
გიხაროდენ, მტკიცენო გოდოლნო და გარე-ზღუდენო დავით-გარეჯისა უდაბნოჲსანო;
გიხაროდენ, მეოხნო და შუამდგომელნო ქართველთა ნათესავისანო;
გიხაროდენ, დიდებანო და ძლიერებანო მამულისა ჩუენისანო;
გიხაროდენ, თუალნო პატიოსანნო, მნათობნო ივერთა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
კეთილ ჯერ-იჩინა მამამან და წინამძღუარმან გარეჯის უდაბნოჲსამან დავით წმიდათა მათ ნაწილთა თქუენთა დავანებაჲ გარემოჲს საფლავისა თჳსისა, ვითარცა წმიდისა მის და სანატრელისა დოდოჲსა, და აჰა, ჩუენცა სარწმუნოებითა მოვივლტით წმიდასა ლავრასა მისსა, რაჲთა ყოველნი სიწმიდენი ეგე მჴურვალედ შევიტკბოთ და ვაქებდეთ განმადიდებელსა თქუენსა ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია.
დიდებულსა მარტჳლობასა თქუენსა განსთქუამს რაჲ უდაბნოჲ გარეჯისაჲ, სიხარულითა იშუებს ეკლესიაჲ და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ლოცვითა გარდაჴდად წმიდისა ჴსენებისა თქუენისა, და ჩუენცა მოჳსწრაფით გარეჯად, მიმთხვევად ლარნაკსა მას ნაწილთა თქუენთასა, ვითარცა წყაროჲ მადლისაჲ და ნიშთა სიმრავლისაჲ, დაუწყვედელად აღმოაცენებს რაჲ კურნებასა სულთა და ჴორცთასა, და გევედრებით: გჳჴსენით ჩუენ ყოველთა სენთა და საცთურთაგან, რაჲთა უვნებელად დაცულნი გნატრიდეთ თქუენ, ვითარცა დიდთა მეოხთა და ჴელისაღმპყრობელთა:
გიხაროდენ, ექუს-ათასნო მოწამენო, გარეჯის უდაბნოსა შინა მოწყვედულნო;
გიხაროდენ, ქრისტჱს მიერ ძლევისა გჳრგჳნისა ერთობითა მომღებელნო;
გიხაროდენ, სახელ-დიდნო და საჩინონო, უკუდავებისა სახელისა მომგებელნო;
გიხაროდენ, წმიდისა ამის უდაბნოჲსაგან, ნაკადულთა ცხორებისათა ქუეყანასა ზედა ჩუენსა მომფენელნო;
გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაჲთა მრავალთა სასწაულთა სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელნო ჴელის აღმპყრობელნო;
გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა ზეცად აღმყუანებელნო;
გიხაროდენ, ჩუენ მიერ სანატრელნო და კურთხევითა საჴსენებელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ყოვლად-საწადელ არს და სახარულევან ერთობითი მოქალაქობაჲ თქუენი ანგელოსებრი, ჵ, არვეო სიტყჳერთა ვერძთაო, არცა ერთი განერეთ რაჲ მახჳლისაგან ქრისტჱს მტერთაჲსა, აწცა გაქუთ კადნიერებაჲ მოსავთა თქუენთა შეწევნისაჲ და უფროჲსღა მეოხ ექნებით, რომელნი მჴურვალებამან უფლისა მიმართ დაამკჳდრა უდაბნოთა და ხევთა შინა გარეჯისთა, რაჲთა მარადის ღუაწლითა და მონაზვნებრივითა გონებითა გაქებდენ და უგალობდენ ღუაწლისდამდებელსა თქუენსა: ალილუია.
ვითარცა წმიდამან დავით მოიღო მადლი იერუსალიმით გარეჯად, ეგრეთცა დიდითა სათნოებითა და ქრისტჱსთჳს თავის შეწირვითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, და სამოსლითა სისხლ-დალტობილითა შემოსილნი და ლახვართა მიერ უწყალოდ დაგმერილნი, ვითარცა პირველ საუკუნეთა წმიდანი მამანი და მარტვილნი სანატრელნი, სუფევთ რაჲ დაუსრულებელსა კეთილსა, ნიშთა და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა აღასრულებთ, ღირსნო, და თანამბრძოლ და მფარველ ექმნებით შემსხმელთა თქუენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, მოწამეთა გჳრგჳნად და მჴედრობად ქრისტჱსა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, ლამპარნო ბრწყინვალენო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველნო;
გიხაროდენ, ვნებათა არმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელნო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელნო;
გიხაროდენ, მღჳძარებისა შემაგონებელნო და ცოდვათა ჩუენთა მამხილებელნო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა უღმერთოთა და გულარძნილთა შემაშფოთებელნო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშჳდობითა შემყვანებელო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ჵ, წმიდათა შორის საჩინონო გუნდნო საღმრთოთა მოწამეთანო, ღირსნო მამანო ჩუენნო გარეჯელნო, პატივს-ვსცემთ თანაზიართა ღუწლთა თქუენთა და ქრისტჱსთჳს ერთობითა სიკუდილსა, რომლისა მიერ იდიდენით და გევედრებით: წარჰმართნეთ ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა მიმართ მისთა, რაჲთა აღდგომასა მას ყოვლად-წმიდათა გუამთა თქუენთასა, აღვსდგეთ თქუენთანა მიგებებად უფლისა და აღვიტაცნეთ ღრუბლითა ჰაერთა ზედა და მარადის თქუენ თანა ვადიდებდეთ ძლიერებასა მისსა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1
იქმენით რაჲ ანგელოს ჴორცთა შინა, წარმავალნი საშუებელნი სოფლისანი მოიძულნეთ და სისხლთა დათხევითა დაიმკჳდრეთ საუკუნოჲ სავანჱ, რომლისა გსუროდათ მისვლად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული, და წმიდათა მღდელთა და მოწამეთა თანა ჰსუფევთ წინაშე ღმრთისა, აწ ვედრებად ნუ დასცხრებით მისა მიმართ, რაჲთა გამომიტაცოს ჩუენ ჴელთაგან სულთა განმჴრწნელთა ბელიარისათა და მოგუცეს ძლევაჲ ეშმაკთაჲ და მანქანებათა მათთაჲ შემსხმელთა თქუენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, წმიდაო გუნდო და მწყობრო რჩეულო, სულისა წმიდისა მიერ განშუენებულო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა მადლითა შეკრებულნო;
გიხაროდენ, ძმობითი ერთობითა შეუღლებულნო;
გიხაროდენ, სულიერად ერთსულნო, ბჭობითა საღმრთოჲთა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრითა სიმჴნითა შეჭურვილნო;
გიხაროდენ, ტარიგნო ღმრთისანო, კუალსა კეთილისა მწყემსისასა შედგომილნო;
გიხაროდენ, ასპარეზსა ღუაწლისასა უშიშად შესრულნო;
გიხაროდენ, საკურთხეველსა ზედა სამსხუერპლოჲსასა შეწირულნო;
გიხაროდენ, პატიოსნითა სისხლითა თქუენითა ივერთა ეკლესიისა შემამკობელნო;
გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
გიგალობთ თქუენ, წმიდათა შორის საჩინონო გუნდნო საღმრთოთა მოწამეთანო, და არა დავსცხრებით ვედრებად თქუენდა: ვითარცა გაქუთ კადნიერებაჲ დიდი წინაშე ღმრთისა, შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაჲთა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოსავთა თქუენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, მარტჳლებრივითა ღუაწლითა განბრწყინებულნო, ღირსნო მამანო გარეჯელნო!
ჵ, ყოვლად ქებულნო მოწამენო, გარეჯის უდაბნოსა შინა ვნებულნო, ბერთა სამკაულნო, მამათა სიქადულნო, მღდელთა გჳრგჳნნო და ანგელოზთა მოდასენო, კურნებათა მომცემელნო და ჭირთა შინა ურცხვენელნო ჴელის აღმპყრობელნო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლ-შემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო!
ჵ, ყოვლად-ბრწყინვალენო ქრისტეს მოწამენო, ნეტარნო და ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო გარეჯელნო, რომელთა შეიშურეთ ღმრთისათჳს ყოვლისა-მპყრობელისა, არა იკმარეთ რაჲ ერთი ნათლის-ღებაჲ მისატევებელად ცოდვათა, და ნათელ-იღეთ სისხლითაცა, აწ მტკიცესა მას თქუენსა მეოხებასა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი შეგვაწყნარეთ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა უსაზღვროჲთა მოწყალებითა თჳსითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას უხილავისა და ხილულისა მტერისა საფრჴისაგან და ძმათა შორის შუღლისაგან, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს, და მოგვანიჭოს სიყუარული მოყუასისაჲ და ერთგულებაჲ ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაჲ, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა მსახურებასა შინა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, დღეგრძელობით დაიცევით მწყსად ერისა ჩუენისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა და სიწმიდითა. განანათლეთ ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიმართ მსახურნი დიაკონნი და ყოველნი მოწესენი ეკლესიათანი, რომელნი სიმდაბლისა ცხორებითა იქცევიან, და ქრისტჱს მოყუარენი ერისა კაცნი დაიფარეთ ოხითა თქუენითა.
ჵ, ვარსკულავნო მრავალ-ბევრნო განათლებულნო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, წმიდანო გარეჯელნო ბერ-მოწამენო, შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ქუეყანასა ჩუენსა მშვიდობაჲ, ეკლესიათა განბრწყინებაჲ, სამღდელოთა - პატიოსნებაჲ, და ყოველთა ერისაგანთა - სათნოებათა შინა განმტკიცებაჲ, რაჲთა არა გვეუფლოს განმხრწნელი იგი სული ამა საუკუნისაჲ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი თქუენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი, და თაყუანისცემაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა.