მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
კორინთელთა მიმართ (მეორე)

(წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით)

*****

 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 5 

 

1. რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა.

 

2. და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის;

 

3. რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.

 

4. და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან.

 

5. ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ.

 

6. მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა ამით და განვიდეთ უფლისა მიერ.

 

7. რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ.

 

8. ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა.

 

9. ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა.

 

10. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.

 

11. უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად.

 

12. და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს, რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო იქადიან და არა გულითაცა.

 

13. რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, - ღმრთისა, გინა თუ განვბრძნდით, - თქუენდა.

 

14. რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს.

 

15. და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა.

 

16. ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით,

 

17. არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ.

 

18. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ.

 

19. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.

 

20. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.

 

21. რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.

 

 5