მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
გალატელთა მიმართ

(წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით)

*****

 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 2 

 

1. მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა; ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა.

 

2. ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი.

 

3. არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად,

 

4. შემოსულთა მათთჳს ძმათა-მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ,

 

5. რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.

 

6. ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.

 

7. არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.

 

8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.

 

9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.

 

10. გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.

 

11. და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო.

 

12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.

 

13. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა.

 

14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?

 

15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;

 

16. და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი.

 

17. უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ!

 

18. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.

 

19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.

 

20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.

 

21. არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?

 

 2