1. რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.
2. და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ;
3. რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა.
4. და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
5. და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ.
6. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა.
7. ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესუ ქრისტეს, ძისა მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.
8. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა.
9. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა.
10. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.