წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი
იგავი ლაზარეზე


აღლები ლაზარეს წყლულებს ლოკენ, რომელთა არც განბანა და არც განწმენდა კაცთაგან არავის სურდა (იოანე ოქროპირი) მეტადრე მდიდარს, რამეთუ (ამბროსი მედიოლანელი) მდიდარნი ივიწყებენ სხვების უბედურ მდგომარეობას, აბუჩად იგდებენ გლახაკებს, სიცილს აყრიან როდესცა მოწყალებას სთხოვენ, ართმევენ, რომელთაც უნდა სწყალობდნენ. ...მაგრამ აი დასასრული გლახაკის სატანჯველისა და მდიდრის მხიარულებისა - სიკვდილი!


ნგელოზებმა წარიტაცეს სული ლაზარესი... ანგელოსთა სამყოფელი უწინარეს შეიქმნა („დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცა“... და მერმეღა ქვეყანა...) და მათ ბუნებაში აღიბეჭდა შემოქმედის სრულყოფილება... ადამიანი - ცოცხალი კავშირი ორთავ სამყაროს შორის, სულიერსა და ნივთიერს შუა... ჩვენი ქვეყანა ლაღი და მდიდარია, მაგრამ რამდენად მდიდარია სამყარო უხილავი!.. აქ ქმნილებათა კიბე ადამიანიდან მტვრამდე ეცემა (ჩამოვალს), იქ განფენილია ყოვლისმპყრობელის საყდარამდის, - და მთელს ამ ყოფიერების უფსკრულს ანგელოსები აღავსებენ... როგორად წარმოვიდგინოთ?.. რაგვარი შეიძლება ჰქონდეთ თვალნი თუ ფრთანი, როდესაც თვითონ სულნი არიან?.. ამგვარი მიმსგავსებით ჩვენ წარმოდგება გვექმნება გონების როგორი ძალა და ხედვა, ვითარი სისწრაფე გააჩნიათ ამ არსებებს... ანგელოსები - ღვთიურ ლოცვა-კურთხევათა აღმსრულებელნი... მათთვისაც იყო შესაძლებლობა დაცემულიყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტებაში დარჩენა და მასში განმტკიცება ამჯობინეს... ამჟამად ისინი ღმერთთან და მის ქმნილებასთან ცეცხლოვანი სიყვარულით არიან დაკავშირებული... კაცთათვის უხილავი ნუგეში და გულისხმისყოფა ამა ღვთის ერთგულთა მსახურთა განამტკიცებენ ლაზარესაც...